ქ ბათუმში ზურაბ გორგილაძის ქ .მაკდონალდსთან მეთორმეტე სართულზე იყიდება 62 კვ/მ ფართობის გარემონტებული ბინა ავეჯით. ფასი: 67 ათასი დოლარი
574 24 01 01
568 10 90 80
ბათუმელები
ქ ბათუმში ზურაბ გორგილაძის ქ .მაკდონალდსთან მეთორმეტე სართულზე იყიდება 62 კვ/მ ფართობის გარემონტებული ბინა ავეჯით. ფასი: 67 ათასი დოლარი
574 24 01 01
568 10 90 80
ქ ბათუმში, ფირომანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში იყიდება 67კვ/მ ფართობის გარემონტებული ბინა, ზღვის ხედით. ფასი: 80 ათასი დოლარი
574 24 01 01
568 10 90 80

ირაკლი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „დღეს ჩვენ ვართ მოსული იმისთვის, რომ ხარჯები შევამციროთ. თუმცა ახლა რომ გითხრა, ყველაფერი გაწერილი მაქვს, სად რას ვამცირებ, ასე არ არის. მინიმუმ იმას გეტყვით, რომ არც საწვავისა და არც საკომუნიკაციო ხარჯების გაზრდას არ ვაპირებთ, მანქანის შეძენაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არც საკრებულოს სხვა თანამდებობის პირები აპირებენ მანქანის შეძენას. გარდა ერთი დამტვრეული მანქანისა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტვრია, იმის ფული აქვს სადაზღვევო კომპანიას ჩამოსარიცხი – 22 ათასი ლარი და ამით შესაძლებელია მორიგი მანქანის შეძენა. ჩვენ არ ვგეგმავთ ფუფუნებაში ცხოვრებას“.
დიმიტრი დარჩია, საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე: „ავტომანქანების შემცირების მომხრე არ ვარ. თუ საუბრობენ იმაზე, რომ ლონდონის მერი მეტროთი დადის, ეს პოპულიზმის გამოვლენაა. მე ვარ იმ აზრზე, რომ ავტომანქანა და ბენზინი არ უნდა იყოს ფუფუნების საგანი. მუნიციპალური ტრანსპორტითაც შეიძლება სიარული და პირად საქმეზეც ნაკლებად გადაადგილდებიან მანქანით… ვფიქრობ, მაინც აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ძვირადღირებული ავტომანქანები არ გაგვაჩნია. მე ვფიქრობ, ქალაქის ყველა მაჟორიტარს მანქანა უნდა ემსახურებოდეს“.
თემურ ყურაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“: „მე ადრე ფეხით დავდიოდი და ახლაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ, მაგის პრობლემა არ მაქვს. ბათუმი პატარა ქალაქია და ფეხითაც შეიძლება გადაადგილება. თუმცა, მანქანით უფრო კომფორტული იქნებოდა იმ საქმეების გაკეთება, რასაც ვაკეთებ“.
თენგიზ აფხაზავა, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე: „ოფიციალურ დოკუმენტებს ახლა ვეცნობი და შემდეგ მეცოდინება რა მიმართულებით შეიძლება რესურსების შემცირება. როცა შემოვა ანგარიში, გავეცნობი. თუკი ვერ დავინახავთ ამ მანქანების საჭიროებას, ცხადია, კომისია დასვამს საკითხს საკრებულოზე. მე გადმომცეს ძველი მანქანა, საკრებულოს მისამართით შენიშვნებს ვერ მივიღებ. თუკი საკრებულოს თავმჯდომარე გადაწყვეტს, რომ იყიდოს ახალი მანქანა და ამის საჭიროებას დაასაბუთებს, მე დავუჭერ მხარს. ერთი მანქანით მეტი იქნება თუ ნაკლები, ეს რეალურად ბიუჯეტისთვის დიდი შეღავათი არ იქნება“.
ლაშა სირაბიძე, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე: „კომისიის თავმჯდომარეებისა და მაჟორიტარების ავტომანქანის გარეშე გადაადგილება შეუძლებელია. ერთი ავტომობილით ვერ ივლის ათი მაჟორიტარი. თუმცა ყველა ეზოში მანქანით შესვლაც ფუფუნებაა. არც ის მანქანებია ფუფუნება, რომელიც დღეს აქვს საკრებულოს. ჩვენ მაქსიმალურად დავიწყეთ ფიქრი ეკონომიაზე, მაგრამ სხვა ტიპის ეკონომიაზე. მაგალითად, მერიის შპს-ები და აიპ-ები, მათი ოფისები ნაქირავებ ფართობებშია განთავსებული. ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ ფართობს მერიის ბალანსზე, რომ დაქირავებულ ფართობებში უაზრო ხარჯების გაღება აღარ მოგვიწიოს.“
თამაზ თურმანიძე, „ქართული ოცნება“: „საკრებულოს ყველა წევრს ავტომობილი არ ემსახურება, ფრაქციას აქვს ერთი ავტომობილი და წევრებიც ამით სარგებლობენ. რამდენიმე დეპუტატი გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტით და მათ შორის მეც, იმიტომ, რომ ბევრ საინტერესო ამბავს და ხალხის შეხედულებას გაიგებ. ახალი ავტომანქანები, ვფიქრობ, საჭირო არ არის. გამოყოფილ ლიმიტებს დავაკვირდებით და შემდეგ საშუალო ხარჯს გამოვიყვანთ“.
კობა ჩხეიძე, „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“: „ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ორიენტირებული, რომ თუნდაც ის ტრანსპორტი, რომელიც დღეს არის, მოვიყვანოთ წესრიგში, რომ დეპუტატებმა შეძლონ უფლებამოსილების განხორციელება. ფეხით შეიძლება უფრო მეტი დრო დახარჯოს დეპუტატმა. ნუ განიხილავთ ტრანსპორტს ფუფუნებად, ის გადაადგილების საშუალებაა, ისევე, როგორც ტელეფონი არის კომუნიკაციის საშუალება. ტელეფონის ხარჯის შემცირებაზე აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან მაქსიმუმ 30-40 ლარი შეიძლება დაიხარჯოს თვეში“.
ნინო ბერაძე, „ქართული ოცნება“: „ჯერ არ მაქვს ხარჯებთან შეხება, თუმცა ტელეფონით საქმეების მოგვარება ნამდვილად მიწევს. ერთი შეხედვით, ეს თანხა ბევრი მეჩვენება, მაგრამ საქმის დროს შეიძლება საჭირო იყოს. ერთ თვეში ალბათ უფრო მეტი მეცოდინება“.
ჯაბა ბერიძე, „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“: „ჯერ არ გავცნობივარ ამ ხარჯებს და როცა გავეცნობი, აუცილებლად მექნება ამაზე ჩემი აზრი.“
თეიმურაზ ბასილაძე, „ქართული ოცნება“: არ ვარ ჩახედული დეტალებში, ამიტომ ჩემს აზრს ვერ გაგიზიარებთ. შეიძლება არ იყო საჭირო ავტოპარკის განახლება“.
ნატალია ზოიძე, „ქართული ოცნება“: „ინფორმირებული არ ვარ, გააჩნია რა ხარჯზეა საუბარი. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ მანქანა ფუფუნება არ არის. თუმცა პირადი ინტერესებისთვის და ოჯახის წევრების სატარებლად არ უნდა იყოს გამოყენებული. მე არ მექნება ავტომანქანა“.
ლევან კინწურაშვილი, „ქართული ოცნება“: „საკრებულოს ფუნქციონირებისთვის რაც საჭიროა, უნდა დარჩეს, ზედმეტი – უნდა შემცირდეს. იმავეს ვიტყოდი სატელეფონო ხარჯზე. თუ სამი თვის განმავლობაში ლიმიტს ვერ ვხარჯავ, უნდა შემცირდეს, მაგრამ თუ კომუნიკაბელური ვარ და მეტ გასვლას ვაკეთებ ამომრჩეველთან და არ მყოფნის საწვავი, არ უნდა დავიმატო? მანქანის დეფიციტი საკრებულოს დღეს აქვს და რაც სჭირდება ნორმალური მუშაობისთვის, ისიც არ აქვს. რაც არის, ისიც ამორტიზებულია“.
ირაკლი მიქელაძე, „ქართული ოცნება“: „თუ ეს ყველაფერი არის ქცეული ფუფუნების საგნად, მაშინ უნდა შემცირდეს, მაგრამ მე არ ვიცნობ ასე ახლოს საკითხს, არ ვიცი როგორ არის განაწილებული და რა ხდება.“
ვაჟა რამიშვილი „ქართული ოცნება“: „არ მიმაჩნია მართებულად ხარჯების შემცირება. ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. მე, პირადად, მინდა, რომ პრემიებიც იყოს, თუმცა გადამეტებული არაფერი ვარგა.“
თემურ ორაგველიძე, „ქართული ოცნება“: „უნდა შემცირდეს ხარჯები. მე დავწერე განცხადება და ხელიც მოვაწერე, რომ სატელეფონო ხარჯის ლიმიტი 80-დან 30 ლარამდე ჩამოვიდეს. ეს საკმარისია. ავტომანქანების რაოდენობა არ ვიცი რამდენია“.
გიორგი კირთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ხარჯები ისედაც შემცირდება, რადგან წინა წლებთან შედარებით შემცირდა თვითმმართველობის ბიუჯეტი. თუ იქნება თვითმმართველობაში საქმე და რა დასჭირდება ამ საქმის შესრულებას, ამაზე მსჯელობაა საჭირო. როცა ბათუმის ბიუჯეტი იყო 220 მილიონი და იხარჯებოდა გარკვეული თანხა ხელფასებსა და პრემიებზე, მაშინ როცა ბიუჯეტი სამჯერ არის შემცირებული, იგივე თანხა ბუნებრივია აღარ უნდა დაიხარჯოს. ავტომობილით საქმე უნდა გააკეთოს დეპუტატმა და არა პირადი საქმისთვის გამოიყენოს“.
ნოდარ დუმბაძე, „ნაციონალური მოძრაობა“: „შესამცირებელს ვერაფერს ვხედავ.“
ჯუმბერ კახიძე, „ნაციონალური მოძრაობა“: „ჩემი აზრით, არაფერი არ არის შესამცირებელი, არაფერი კოლოსალური ხარჯი არ არის საკრებულოში, მეტიც შეიძლება იყოს საჭირო. თუ ეს ყველაფერი მოიკლებს, დამერწმუნეთ, რომ საკრებულოს წევრები მალე დაიწყებენ ბიუჯეტის ქექვას. წესით, შემცირება არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, თუ ის განვითარებადია. მაგრამ, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ეკონომიკური სტაგნაციის წინაშე, ამიტომ საუბრობენ შემცირებაზე.“
გია კაკაბაძე, „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“: „მე არ მაქვს ინფორმაცია ამ დროისთვის, თუ ვისთვის არის გამოყოფილი მანქანები და რამდენია საწვავის ლიმიტი და არც მომიკითხავს. მე არ მიწევს მანქანა“.
გიორგი ცინცქილაძე, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“: „ჩვენ თანამდებობები იმისთვის არ გვჭირდება, რომ მანქანები და კაბინეტები დავიკავოთ. მთავარია ხალხისთვის ვიზრუნოთ. რაც შეიძლება უნდა შემცირდეს ხარჯები, რადგან ახლა ფუფუნების საგანი არ უნდა იყოს მანქანა და რაც ჩვენ გვეკუთვნის, ის უნდა მოგვცენ“.
გელა გვარიშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: „ჩემი აზრით, ხალხის მსახურნი, რომლებიც არიან საკრებულოში, მაქსიმალურად თავმდაბალი უნდა იყონ. პრივილეგიებს რაც შეეხება, მხოლოდ აუცილებელით უნდა სარგებლობდნენ. თუმცა ჯერ არ ვარ ჩახედული, რა ლიმიტებია გამოყოფილი საკრებულოს წევრებისთვის. რანგის მიხედვით ალბათ არსებობს კვოტები, თუმცა მე პირადად არ ვაპირებ რაიმეთი სარგებლობას“.
„
კონცერტის მხარდამჭერია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ბილეთის ფასი: 30 ლარი
ონკოლოგიურ პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით ტარდება შემდეგი სახის უფასო სამედიცინო–პროფილაქტიკური გასინჯვები: ონკოლოგის, ონკოუროლოგის, ონკოლარინგოლოგის, ონკოგინეკოლოგის კონსუტაციები, ექოსკოპიური გამოკვლევა, ციტოლოგია, PSA –ს განსაზღვრა.
მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას სს “ქ. ბათუმის საზღავაო ჰოსპიტალის “ ექიმები უწევენ. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა 673 ბენეფიციარს. პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნითჩატარდა კონსულტაციები: ონკოლარინგილოგის – 178 ონკოუროლოგის – 152 ონკოგინეკოლოგის – 157 SPA განსაზღვრა – 121 ციტოლოგია – 42 წლის ბოლომდე მომსახურება გაეწევა კიდევ 927 ბენეფიციარს.
ქალბატონო ირმა, რა არის ისტერიკა და როდის მიმართავს ბავშვი მას?
ისტერიკა, ეს არის ოპოზიციურ-დევიანტური ანუ დაუმორჩილებელი ქმედების ერთ-ერთი მსუბუქი ფორმა, რომელსაც ბავშვი ავლენს თავისი მოთხოვნილების დასაფიქსირებლად. ისტერიკების სიხშირე შეიძლება განპირობებული იყოს სამი ფაქტორით, პირველი გახლავთ – აღზრდის ფაქტორი, ანუ არასწორი სტრატეგია ოჯახში. ეს ხდება მაშინ, როცა ოჯახში ყველა ერთობლივად არ მოქმედებს, მაგალითად, დედა გაუწყრა, მამა მოეფერა და ა.შ. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ისტერიკა, როგორც მანიპულაციის საშუალება – როცა ბავშვი ცდილობს ამ გზით შეასრულებინოს უფროსებს თავისი სურვილები და მესამე ფაქტორი გამომდინარეობს ბავშვის ქცევის დარღვევიდან, როდესაც ბავშვს აღენიშნება ფსიქოლოგიური განვითარების შეფერხება.
რა ასაკში იწყებს ბავშვი ისტერიკას და რატომ?
ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვის კრიტიკული, ანუ გარდატეხის პერიოდი 13-14 წლის ასაკში დგება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ პირველი გარდატეხის პერიოდი ბავშვებს სამიდან ხუთ წლამდე ასაკში აქვთ. სწორედ ამ პერიოდში სჭირდებათ მათ ყველაზე მეტი ყურადღება და თანადგომა, რომ გამოხატონ და დააფიქსირონ თავიანთი პიროვნება. ხუთ წლამდე ბავშვის ფსიქიკაში ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ძვრები, ამ დროს აცნობიერებენ ისინი თავიანთ სქესს და უყალიბდებათ ქცევის ნორმებიც. სწორედ ამ დროს შეიძლება გამოავლინოს ბავშვმა პირველი ისტერიკა.
როგორ შეიძლება განსაზღვროს მშობელმა, ეს შეგნებული ისტერიკაა, თუ ქცევის დარღვევა?
მშობელმა ეს გარემოებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს. როცა ბავშვი მაღაზიაში მართავს ისტერიკას და კივილ-წივილით ითხოვს სათამაშოს ყიდვას, ის ამას შეგნებულად აკეთებს და სურს თავისი გაიტანოს. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჯანსაღი ბავშვი არასოდეს ტირის ორი და სამი საათი, ის იაზრებს თავის ქცევას და როგორც კი მიხვდება, რომ მას ეს არ გაუვა, იმ წამსვე ანებებს თავს ტირილს. მაგრამ, თუ ბავშვის ისტერიკა ხშირად მეორდება, ამას თან ახლავს გარკვეული სიმპტომატიკა
– ეჭიმება ხელები და ფეხები, თავს უკან აგდებს და ისტერიკის დროს მისი ორგანიზმი ზედმეტად რიგიდულია, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რადგანაც შესაძლოა იყოს გარკვეული დარღვევები ფსიქიკაში.
ისტერიკის გარდა სხვა რა სახით შეიძლება იყოს გამოხატული ქცევის დარღვევები?
ქცევის დარღვევა ისტერიკის გარდა შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს გამოვლენილი. მაგალითად, თუ ბავშვი 3-დან 5 წლის ასაკში არ აფიქსირებს საკუთარ პიროვნებას, არ იჩენს არანაირ ინიციატივას, არის ინდიფერენტული, არ აქვს სურვილი შევიდეს კონტაქტში არც თანატოლებთან, არც უფროსებთან, ერთობა მხოლოდ ერთი ტიპის, ერთი სფეროს სათამაშოებით, თავის სურვილებს აფიქსირებს მხოლოდ ტირილით და აგრესიით, ისვრის და ამტვრევს ნივთებს _ ეს არ არის უბრალოდ ცუდი ხასიათი, შესაძლოა ამ დროს საქმე გარკვეულ ფსიქიკურ დარღვევებთან (გონებრივი ჩამორჩენა, ფსიქოლოგიური განვითარების შეფერხება, აუტისტური სპექტრი და ა.შ.) გვქონდეს, რომელთა რიცხვიც ბოლო პერიოდში ძალიან მზარდია, ამიტომ აუცილებელია დროული კონსულტაცია ნეიროფსიქოლოგთან ან ფსიქონევროლოგთან.
რა ზომებს უნდა მიმართოს მშობელმა ბავშვის ისტერიკის დროს?
როცა ბავშვი შეგნებულად იწყებს ისტერიკას, მშობლის მხრიდან უნდა მოხდეს მისი საქციელის სრული იგნორი, არც არანაირად ვაფასებთ მის ქცევას და მის პიროვნებას, ანუ არ ვეუბნებით, რომ შენ ცუდი ხარ, ცუდად იქცევი და ა.შ. ეცადეთ აუხსნათ, რომ საჭიროა იმის შესრულება, რასაც თქვენ მას სთხოვთ იმ მომენტში, მაგალითად, თუ სტუმრად ხართ, ანუ მის ქცევას საზოგადოებაც აფიქსირებს, ბავშვი კი სახლში არ მოგყვებათ, მას მშვიდად უნდა აუხსნათ – „მე მივდივარ სახლში და შენ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე, ასეა საჭირო“.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი უფრო მეტად გაჭირვეულდა, ცოტა ხანი საერთოდ დაანებეთ თავი და თუ არაფერი შეიცვალა, შეეცადეთ დაამშვიდოთ ან აუცილებლად მოკიდეთ ხელი და თუნდაც ძალით წაიყვანეთ სახლში. სახლში მიყვანისას კი შეგიძლიათ მისცეთ შენიშვნა, დატუქსოთ და დასაჯოთ კიდეც, ოღონდ დასჯა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ცემას ან ყვირილს.
თუ ბავშვი ისტერიკას სახლში მიმართავს, იდეალური ხერხია ტაიმ-აუტი. ეს აქტიურად გამოყენებადი მეთოდია ფსიქოლოგიაში. ტაიმ-აუტისას ბავშვი უნდა შეუშვათ ოთახში, სადაც იგი ვერ გაერთობა და ვერაფერ სასიამოვნოს ვერ გააკეთებს. თუ ის ძალიან პატარაა, კარი შეღებული დატოვეთ, რომ აკონტროლოთ, რამე არ დაიშავოს, თუმცა ის ვერ უნდა ხედავდეს, რომ თქვენ მას ყურადღებას აქცევთ. თუ ბავშვის გაყვანა პრობლემაა, მაშინ უთხარით, რომ არ მოგწონთ მისი ქცევა, ამიტომ არ გსურთ მასთან ერთად ყოფნა და თქვენ დატოვეთ ოთახი.
ყურადღება არ მიაქციოთ მის ტირილს, არც ყვირილს, რაღაც პერიოდის შემდეგ კი შეამჩნევთ, რომ მან ტირილს უკლო. პირველი ნაბიჯი თქვენ არ უნდა გადადგათ, მაგრამ შეგიძლიათ მისი პირველი ნაბიჯის პროვოცირება, საამისოდ შეგიძლიათ უბრალოდ მისი მხედველობის არეში გამოჩნდეთ. მიეცით მას საშუალება მოვიდეს, ცრემლი მოიწმინდოს, გამოხატოს სინანული, რის შემდეგაც აუცილებლად უნდა მოეფეროთ მას და აუხსნათ, რომ ის ცუდად მოიქცა. დასჯილი ბავშვი არ უნდა დატოვოთ იგნორირებული, რომ არ გაუჩნდეს არასრულფასოვნების კომპლექსი და იმის შეგრძნება, რომ ის არ უყვართ.
რა გარემო უნდა შეუქმნათ ბავშვს თავიდანვე, ასეთი ქცევების თავიდან ასაშორებლად?
სასურველია ბავშვი ხშირად იყოს მწვანე გარემოში, ისეირნოს ბუნებაში, ასევე მნიშვნელოვანია არ მოვაცილოთ ბავშვი საზოგადოებას, სასურველია დროს ატარებდეს თანატოლთა საზოგადოებაში, ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს ნებისყოფის ჩამოყალიბებაში. როცა ბავშვი უფროსს ურტყამს, უფროსისგან საპასუხო საქციელისას თავს დაჩაგრულად გრძნობს, მაგრამ თუ მას თანატოლი უპასუხებს აგრესიით, ეს ბავშვისთვის მისაღები ხდება, ის უკან იხევს, ასე ბავშვები ერთმანეთს ნებისყოფას უყალიბებენ.
ყველა მშობელმა უნდა გაითავისოს, რომ საკუთარი შვილისთვის ყოველთვის უნდა გამონახოს დრო, რაც არ უნდა დაღლილი იყოს, აუცილებლად უნდა დაჯდეს შვილთან ერთად და თუნდაც ნახევარი საათით მაინც ეთამაშოს მას, ოღონდ ეთამაშოს არა დირექტივებით – ეს აქ არ დადო, ასე არ დაჯდე და ა.შ., არამედ აყვეს მას თამაშში და ამით დაეხმაროს მას მშობელთან კონტაქტის დამყარებაში. ბავშვს აუცილებლად უნდა შევთავაზოთ მისთვის აუცილებელი თამაშები და აქტივობები, მიეცით მას პლასტელინი, სახატავი რვეული და ფანქრები. შეეცადეთ, მისი ფსიქიკა ნაკლებად დატვირთოთ კომპიუტერითა და ტელევიზორით. ასევე აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებს ესმით ჩვენი საუბარი, მათ იციან რა გვინდა ჩვენ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ მათ ვესაუბრებით და ვუხსნით, თუ რას ვითხოვთ მათგან.

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ცეკვის ფესტივალზე – `ზეიმი მთაში~, სუფრის მენიუ ასეთია: სინორი – 10 ულუფა; ქათამი, შემწვარი ტაბაკა – 4 ცალი, ნაღბიბორა კვერცხით, ღრმა თეფში – 8 ცალი; ბორანი ღრმა თეფშით – 10; კიტრი, პომიდორი, ხაშლამა, ყველი იმერული, პური, მჭადი, მჟავეს ასორტი (კიტრი, ჯონჯოლი, წიწაკა, ნიორი) ხაჭაპური, ოჯახური, მწვადი ტაფის, ღვინო უალკოჰოლო სასმელები, თაფლის არაყი, მწვანილები… ღონისძიებისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარი.
“მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ ადამიანებთან შეხვედრისთვის~ 500 ლარიან მენიუზეა ტენდერი გამოცხადებული. მენიუ აქ განსხვავებულია: ხაჭაპური აჩმა, სინორი, მოხარშული კარტოფილი, ქათამი, კაიმაღი, არაყი, ღვინო…
4000 ლარიან მენიუზეა ტენდერი გამოცხადებული ხულოში “შემოდგომის ზეიმის” ჩატარებისთვის. პედაგოგების დღისთვის შერჩეული მენიუზე კი ტენდერი 700 ლარზეა გამოცხადებული.
2014 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მოწვეული სტუმრებისათვის სუფრის გაშლისთვის 1000 ლარზეა ტენდერი გამოცხადებული.
ხულოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიიის აპარატის წევრის გელა კოჩალიძის ინფორმაციით, საერთო ჯამში 9,199 ლარიანი ტენდერი მუნციპალიტეტმა წლის მეორე კვარტლისთვის გამოაცხადა.
ფესტივალი დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში, 19:00 საათზე, რეჟისორ გიორგი ქათამაძის სპექტაკლით – “Self Shot” გაიხსნება. დრამატურგი და მსახიობი – ნიკო კილაძე.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ექვსი მონოსპექტაკლი. ყველა სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.
1 აგვისტო 19:00 – “დედა” რეჟისორი – პაატა ციკოლია; მსახიობი – სალომე მაისაშვილი; დრამატურგი – დათო გაბუნია.
2 აგვისტო 19:00 – “ვაკანსია”; რეჟისორი – ნინი ჩაკვეტაძე; მსახიობი – ზაზა ვაშაყმაძე; დრამატურგი – ლია მოლარიშვილი
3 აგვისტო 19:00 – “გემრიელად მიირთვით”; რეჟისორი – მიხეილი ჩარკვიანი; მსახიობი – თეონა ლეჟავა; დრამატურგი – ერეკლე დეისაძე
4 აგვისტო 19:00 – “შაურმა”; რეჟისორი – გოგა მაისურაძე; მსახიობი – ნათია კევლიშვილი დრამატურგი – ალექსანდრე ჩიღვინაძე
4 აგვისტო 20:00“ – დამწყვდეულები”; რეჟისორი – თეონა მესტუმრე; მსახიობი – გიორგი ყორღანაშვილი; დრამატურგი – მათე მაყაშვილი
ფესტივალის მიზანია ახალგაზრდა დრამატურგების, მსახიობებისა და რეჟისორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება და მონო სპექტაკლების მიმართ საზოგადოების ინტერესის ზრდის ხელშეწყობა.
ფესტივალის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, საქართველოს ექვსი ქალაქიდან შეირჩა თითო დრამატურგი, რომელის გამოუქვეყნებელ, ახალ მონო-პიესას დადგამს მის მიერ შერჩეული რეჟისორი და წარმოადგენს ბათუმის დრამატულ თეატრში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი, ჩეხი, სლოვაკი, პოლონელი, უნგრელი, უკრაინელი და ამერიკელი კარიკატურისტების ნამუშევრები.
გამოფენა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეუფორონის“ ინიციატივაა, 2014-2015 წლებისათვის კარიკატურების შერჩევა მოხდა პროექტის მონაწილე კარიკატურისტების აქტუალური პორტოფოლიოებიდან.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:
დერილ ქეილის, ამერიკელი ცნობილი სარედაქციო კარიკატურისტის ნამუშევრები, რომლის კარიკატურები 850-მდე მედიასაშუალებაშია დაბეჭდილი; ქართველი კარიკატურისტის, გიორგი გამეზარდაშვილის, პოლონელი ანდრეი მილეცკოს, ჩეხი პაველ რეისენაუერის, უკრაინელი სარედაქციო კარიკატურისტის, ოლეგ სმალის, სლოვაკი მარტინ შუტოვეჩის და უნგრელი კარიკატურისკის, ჩაბა ვარგას ნამუშევრები.
პროექტი პოლიტიკური კარიკატურების საერთასორისო გამოფენის გაგრძელებაა. მისი ისტორია 2010 წლიდან იწყება, ამ ხნის მანძილზე გამოფენა გაიმართა ოთხი ქვეყნის [პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი] 19 ქალაქში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ი.ზ-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა კონკრეტული მოქალაქეებისათვის, თითქოსდა ტყითსარგებლობის წესების დარღვევისათვის, დაჯარიმების ყალბი აქტების გამოწერა.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.
“საქართველოს ბანკის” თანამშრომლები სასამართლოს წინაშე თითქმის ერთნაირ ამბავს ყვებიან: მოლარე-ოპერატორი ნინო დოლიძე გავიდა სალაროდან და კარები დარჩა ღია (ერთმა მოწმემ, ბანკის თანამშრომელმა თქვა, რომ იმ დღეს კარის საკეტი გაფუჭდა, ამიტომ არ იკეტებოდა). ამ დროს ბანკში შევიდა ახალგაზრდა ბიჭი, მაგიდაზე დალაგებულ ფულის შეკვრებს ხელი დაავლო, გულზე მიიხუტა და გაიქცა. იქვე მჯდომმა ბანკის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, მოლარე ხათუნა დავითაძემ დაიწყო ყვირილი. ფულის გამტაცებელი ბანკის ჰოლში ბანკის თანამშრომლებმა დააკავეს. დაკავების დროს შეკრული ფულის კუპიურები დაიშალა და იატაკზე დაცვივდა.
იატაკზე დაყრილი ფული ბანკის თანამშრომლებთან ერთად შეაგროვეს ბანკის კლიენტებმა და სალაროში შეიტანეს. მოლარე ოპერატორმა სოფიო კვირკველიძემ თქვა, რომ მან მძარცველს გადაუკეტა კარები, დაკეტილ კარებს დაეჯახა ბრალდებული და სცადა გაქცევა. მისივე თქმით, მას არ დაუნახავს ბრალდებულმა სალაროდან როგორ გამოიტანა ფული. თქვა, რომ გატაცებული იყო 50 ათასი ლარი. თანხის დათვლის შემდეგ დანაკლისი არ ყოფილა.
ნინო დოლიძემ, რომლის სამუშაო მაგიდიდანაც თანხა გაიტაცეს თქვა, რომ რამდენიმე წუთით საპირფარეშოში გავიდა. სწორედ ამ დროს შემოესმა მისი თანამშრომლის ყვირილის ხმა, მობრუნდა სალაროში და განგაშის ღილაკს დააჭირა ხელი. მისივე ინფორმაციით, გატაცებული იყო 50 ათასი ლარი, დათვლის შემდეგ დანაკლისი იყო მხოლოდ 100 ლარი.
ძარცვაში ბრალდებული ბანკის ჰოლში პირველად რუსლან დავითაძემ შეაჩერა, რომელიც „ზედაპირულად“ ბანკის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. რუსლანმა თქვა, რომ დაკავებული წინააღმდეგობის გაწევას არ ცდილობდა და არც გაქცევა უცდია.
მოწმის სახით დაკითხეს “საქართველოს ბანკის” მომხმარებელი გიორგი ბლაგიძე. მან თქვა, რომ მომხდარის შესახებ ბანკის თანამშრომლებისგან შეიტყო, ინციდენტის დღეს კი, ბანკში 50 ათასი ლარი სწორედ იმ მოლარესთნ შეიტანა, რომლისგანაც თანხა გაიტაცეს.
“საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული 2014 წლის 14 მარტს დააკავეს. მის უფლებებს ადვოკატი ნუგზარ მგელაძე იცავს, სახელმწიფო ბრალმდებელი პროკურორი რამაზ შაინიძეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 23 წლის ბრალდებულს 6-დან 10-წლამდე პატიმრობა ელის.
ქ. ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება 90კვ.მ. ფართობის გარემონტებული, სამოთახიანი ბინა, ორი საძინებლითა და ზღვის ხედით. ფასი: 75 ათასი დოლარი.
574 24 01 01
568 10 90 80
ქ. ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში, პრესტიჟულ ადგილას, ზღვასთან ახლოს, იყიდება 55კვ.მ მეტრი ფართობის ბინის შავი კარკასი. ფასი: 43 ათასი დოლარი.
574 24 01 01
568 10 90 80
ქ.ბათუმში კობალაძის ქუჩაზე იყიდება 103 კვ/მ ფართობის გარემონტებული ბინა ზღვის ხედით. ფასი: 125 ათასი დოლარი.
574 24 01 01
568 10 90 80
ქ.ბათუმში ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე ქირავდება 106 კვ.მ ფართობის სამ ოთახიანი ბინა 1 წლით. ბინას აქვს ორი საძინებელი. ფასი: 800 დოლარი
574 24 01 01
568 10 90 80
ქ ბათუმში კობალაძის ქუჩაზე იყიდება 37 კვ/მ ფართობის გარემონტებული ორ ოთახიანი ბინა, ერთი საძინებლით. ფასი: 50 ათასი დოლარი
574 24 01 01
568 10 90 80
აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიაში გაცემული პრემიები კვლავ მოექცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ყურადღების ქვეშ. მთავრობაში აცხადებენ, რომ პრემიების გაცემის წესთან დაკავშირებით ფიქრი უკვე დაიწყეს. აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, დათო გაბაიძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ მთავრობის ახალი გადაწყვეტილება პრემიების გაცემის წესთან დაკავშირებით, ძალაში პირველ აგვისტოს შევა. “ეს იქნება საქართველოს მთავრობის წესის ანალოგიური”, – აცხადებს ის. დადგენილების მიხედვით, პრემია გაიცემა კვარტალში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. პრემიის ზედა ზღვარი შეზღუდული იქნება.
შესაბამისად, აჭარის მთავრობაში პრემიას მიიღებენ წელიწადში შვიდჯერ: `სულ ოთხი კვარტალია და კვარტალში გაიცემა ერთხელ. ასევე საუბარია იმაზე, რომ პრემია გაიცემა წელიწადში სამჯერ, სადღესასწაულო დღეებში.
კონკრეტულად რომელ დღესასწაულებზე? – ამაზე მთავრობის იურისტი ამბობს, რომ ჯერ არ ჩამოყალიბებულან: “შევეცდებით თანაბრად გადანაწილდეს დღესასწაულები. მაგალითად, ოთხ თვეში ერთი დღესასწაული რომ გამოვიდეს, ალბათ ისე, ზუსტად ვერ გეტყვით. ან იმის მიხედვით, რომელი დღესასწაულის მონაკვეთში იქნება უფრო მეტი სამუშაო”.
თუკი თანამდებობის პირის ხელფასი თვეში არის 1500 ლარი, ახალი რეგულაციების მიხედვით, მაშინ ის წლის განმავლობაში პრემიის სახით 10 500 ლარს მიიღებს. დღემდე კი მოხელე, რომლის ხელფასიც 1500 ლარი იყო, პრემიის სახით წელიწადში 12 ათას ლარს იღებდა (ყოველკვარტალურად ხელფასის ოდენობის პრემია, სხვა თვეებში – ხელფასის ოდენობის ნახევარი); იმავე პრინციპით, საჯარო მოხელე, რომლის ხელფასიც 600 ლარია, წელიწადში პრემიის სახით 4200 ლარს მიიღებს, ძველი წესით კი, 4600 ლარს მიიღებდა.
დათო გაბაიძე ამბობს, რომ მთავრობის დადგენილებით პრემიის გაცემის წესის დარეგულირება სწორად არ მიაჩნია: “რა არის პრემია და დანამატი, ამის შესახებ საჯარო სამსახურის კანონში უნდა ეწეროს. არ მიმაჩნია სწორად, რომ სხვადასხვა სტრუქტურამ თავისი შეხედულებების მიხედვით განსაზღვროს პრემია”.
გარდა პრემიებისა და ხელფასებისა, კანონში არსებობს სახელფასო დანამატის მუხლიც. კითხვაზე, თუკი შეიზღუდება პრემიის გაცემის წესი, ხომ არ მოხდება თანხის `შევსება~ ე.წ. სახელფასო დანამატის მუხლიდან? _ იურისტი ამბობს, რომ მათ სახელფასო დანამატის მუხლი დღემდე არ გამოუყენებიათ: `დღის წესრიგში არ დამდგარა ეს საკითხი. თუმცა, შეიძლება დაიწყოს საუბარი ხელფასების გაზრდაზე და ალბათ აქამდეც მივა საქმე~.
დათო გაბაიძის აზრით, `თანამდებობრივი სარგოს კომპენსირება პრემიით ხდებოდა, რადგან ხელფასი დაბალია. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს იურისტი, რომელიც თვეში 600 ლარს იღებს და მისი პასუხისმგებლობა არის მაღალი, პრემიას უნდა იღებდეს. რადგან ეს ხელფასი არის ძალიან დაბალი. ამის კომპენსირება ხდებოდა პრემიით”.
პრემიების გაცემის რეგულაციებზე ფიქრობენ ბათუმის მერიაშიც. ფინანსური სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ამბობს, რომ მალე შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მერთან ერთად გარკვეულ შეთანხმებამდე მივა: “სანამ პრემიების გაცემის ახალი სტანდარტი შემუშავდება, მერია იმოქმედებს დროებითი წესით, სადაც პრემიის გაცემის რაოდენობა და პერიოდულობა შეიზღუდება”.
არჩილ ვანაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, წლის ბოლომდე საჯარო სამსახურის ბიუროებმა უნდა შეიმუშაონ საჯარო სამსახურების ეფექტიანობის შეფასების სისტემა, რომელიც გარკვეულად განსაზღვრავს პრემიების წესსაც: `დღეს პრემიების გაცემის სისტემა მთლიანად სუბიექტურ ფაქტორზეა აგებული, ახალი სისტემა კი, ობიექტურ გარემოებებს შემოიტანს~.
რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი აცხადებს, რომ ისინი ახალი საკანონმდებლო რეგულაციების დაწესებამდე არსებული ნორმებით იმოქმედებენ: “აქამდე იყო, ასე ვთქვათ, აპარატის თანამშრომელს ხელფასი აქვს ასი ლარი, პირველ თვეში იღებდა ხელფასზე 50 პროცენტ დანამატს, მეორე თვეში იმავეს და მესამე თვეში ასი პროცენტით, ანუ ხელფასის ოდენობის პერმიას. ჯამში, კვარტალში იღებდა ხუთ ხელფასს”.
უმაღლეს საბჭოში ამ წესის გადახედვას არ აპირებენ: «ვფიქრობთ, რომ ერთიანი სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს. არ შეიძლება უმაღლეს საბჭოს ჰქონდეს სხვა და მთავრობას სხვანაირი სისტემა. თუმცა, ჩვენც ვფიქრობთ, რაღაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ რა, კონკრეტულად ვერ გეტყვით. გარდა ამისა, ჩვენ გვიკრძალავს კანონი, რომ გავაუარესოთ თანამშრომლების მდგომარეობა. იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც მიღებულია კონკურსით და მან იცოდა, რამდენი იქნებოდა მისი თანამდებობრივი სარგო, დანიშვნის შემდეგ ვერ გავაუარესებთ. თუ ერთიანი კანონი არ იქნა, გადაწყვეტილება გაგვიჭირდება, ცალკე რეგულაციებს ვერ მივიღებთ”.
რაც შეეხება დეპუტატების ხელფასს, ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, იგივე დარჩება – დეპუტატები ორი სახის ანაზღაურებას მიიღებენ: “ხელფასი და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი თანხა, რომელსაც დეპუტატები კომპენსაციის მუხლით იღებენ”.
რაც შეეხება აჭარის მუნიციპალიტეტებს, როგორც გამგებლები აცხადებენ, პრემიების საკითხს მთავრობის მიერ დადგენილი წესის მიხედვით გადახედავენ.

საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყოველდღიურად იზრდება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ესაა მოხმარებული საგნების ზრდა, ასევე, შესაფუთი მასალებისა და ერთჯერადი გამოყენების საგნების რაოდენობა. საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში უკვე დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს ნარჩენები.
მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია გამოაქვეყნა და მსხვილ სავაჭრო ქსელ „კარფურს“ მოუწოდა დაიწყოს პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირება ქსელში და ასე შეამციროს თავისი საქმიანობით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე. „კარფურში“ ხილს, ბოსტნეულსა და სხვა მცენარეულ საკვებს მყიდველს ცალ-ცალკე პოლიეთილენის პარკში უწყობენ.
„მომხმარებელი იძულებულია ყოველი პროდუქტისთვის გამოიყენოს ცალკე პარკი, მაშინ, როცა უფრო პრაქტიკული და გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც მისაღებია პროდუქტების აწონვა და ერთ ჩანთაში მოთავსება,“ – ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციის ავტორთა თქმით, თუკი ერთ პოლიეთილენის პარკზე განათავსებენ პროდუქტის ფასის მაჩვენებელ „სტიკერს“, დახლთან შესაძლებელი იქნება ფასის მაჩვენებლების სკანირება, ამით კი დამატებით პარკების გამოყენების საჭიროებას ავიცილებთ.
„ყველა ადამიანს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს პოლიეთილენისა და პლასტმასის გამოყენების შემცირებაში. მაგალითად, საყიდლად წაიღოს ნაჭრის ჩანთა. ამას თუ გააკეთებს, პოლიეთილენი შემცირება. ხშირად მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ თუ ცელოფნის პარკებს გადააგდებენ ნაგავსაყარზე, ამით მოგვარდება პრობლემა. არადა, ეს პარკები ბუნებაში მიდის. მაგალითად, სვანეთში არ არის ნაგავსაყარი, პოლიეთილენის პარკები ბუნებაში ხვდება. კახეთისკენ რომ წახვალ, ბევრ ადგილას არის მსგავსი სიტუაცია. პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს. როდესაც წყლის ბოთლს პოლიეთილენის პარკში ჩაგიდებენ, ამაზე უნდა თქვა უარი და პარკის გარეშე წამოიღო. როდესაც დაინტერესდებიან, თუ რატომ აკეთებს ამას, უნდა უთხრა, რომ გული შეგტკივა გარემოზე“, – ამბობს პეტიციის ავტორი თამარ ბოკუჩავა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს კამპანია მოსახლეობის განათლების დონის ასამაღლებლად. „ვიდეორგოლები უნდა გავიდეს მედიით იმისათვის, რომ ხალხმა დაიწყოს ამაზე ფიქრი“, – ამბობს თამარი.
`საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე ამბობს, რომ უკვე დაიწყეს საინფორმაციო კამპანია ნარჩენების შესამცირებლად.
„კამპანია არასამთავრობოებთან ერთად დავიწყეთ მთელ საქართველოში, მათ შორის აჭარაში. აგვისტო-სექტემბრის პირველ ნახევარში შევხვდებით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და ვისაუბრებთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ნარჩენების შესამცირებლად. ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება შესრულდეს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულება“, – ამბობს ხათუნა ჩიკვილაძე.
ამჟამად საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) პროექტი – „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ხორციელდება. პროგრამა საქართველოს მთავრობას დაეხმარება ორ სამიზნე რეგიონში, კახეთსა და აჭარაში, ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში. შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება პილოტური ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოზე ნარჩენების მავნე ზემოქმედებისა და ნაგავსაყრებიდან სათბური აირების შესამცირებლად. კახეთსა და აჭარაში პროექტით გათვალისწინებულია ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბების, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება 4 ღ-ის (ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება, ენერგიად გარდაქმნა) პრინციპთან მიმართებაში.
ზოგადად, ნარჩენების მართვა ხუთი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, პირველი კომპონენტი სწორედ ნარჩენების შემცირებაა. ნარჩენების მართვის დროს ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ხელახალი მოხმარება-გადამუშავება. რაც შეეხება ნაგავსაყარზე განთავსებას, ეს ბოლო პუნქტია და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გზების გავლის შემდეგაა მიზანშეწონილი. ნაგავსაყარებზე მხოლოდ იმ სახის ნარჩენი უნდა განთავსდეს, რომლის გადამუშავება არანაირი სახით არ არის შესაძლებელი. ნაგავსაყარზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნარჩენების საიმედო დაცვა.
მარიამ ნანობაშვილი წლებია ნივთებს მეორადი დანიშნულებით იყენებს. ძველი СD დისკებისგან ჭიქების სადგამები აქვს გაკეთებული. ასევე დისკებისგან აწყობს ახალ ფარდას საკუთარი ოთახისთვის. ძველი კედლის საათის ნაწილები ფოტოს ჩარჩოებად აქცია, ძველი შარვლებისგან ჩანთებს, ხოლო მაისურებისა და ჯემპრებისაგან ქუდებს კერავს.
„ჯერ არ დამიწყია, მაგრამ გეგმაში მაქვს ძველი ჭურჭლის (ტაფების, ქვაბების, ჭიქების) გამოყენება ყვავილის ქოთნებად და ლარნაკებად. ნივთების მეორადი დანიშნულებით გამოყენება მნიშვნელოვანია ორი რაღაცის გამო – ფულის ეკონომიაა და თანაც ორიგინალური რაღაცები გამოდის, ისეთი, რომელიც სხვასთან არ განმეორდება. სხვებსაც ვურჩევდი, ნივთებს მეორე სიცოცხლე აჩუქონ, თავსაც გაიხალისებენ, გარემოსაც გადაახალისებენ და ფულსაც დაზოგავენ. თანაც გარშემომყოფებს გააოცებენ კრეატიულობით, მოხერხებულობით და ორიგინალური რამეებით. რაც უფრო მეტი ადამიანი მოახერხებს ერთი და იმავე ნივთის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას, მეტად შესამჩნევი გახდება ეს გარემოში. აღარ გაიზრდება ცელოფნის ტყეები“, – ამბობს მარიამი.
მარიამი საკუთარ თავსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ სხვების მსგავსად, თვითონაც დიდი რაოდენობით მოიხმარს პლასტმასის შეფუთვაში მოთავსებულ პროდუქტს.
„ვფიქრობ, პრობლემა მოხმარება კი არა, ნაგვისა და ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობის არ არსებობაა. მაკულატურა, ალუმინის ქილები და ბევრი სხვა ნარჩენი გადამუშავებადია“, – ამბობს მარიამი.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების 75% გადამუშავებას ექვემდებარება. პირველადი გადამუშავების დროს მიიღება ორიგინალი მასალა. მაგალითად, გაზეთების გადამუშავებით მიღებული მასალიდან ისევ გაზეთები გამოიცემა. ხოლო მეორადი გადამუშავების შედეგად მიიღება ახალი პროდუქტი, რომელიც ექვემდებარება შემდგომ გადამუშავებას (მაგალითად, გაზეთების ნარჩენებიდან მუყაოს ყუთების წარმოება),“ – ნათქვამია ნინო ინასარიძისა და არჩილ ჭოღოშვილის ავტორობით გამოცემულ პუბლიკაციაში „ნარჩენების მართვა და ბიოტექნოლოგია“.
გარდა ამისა, გადამუშავებას მთელი რიგი დადებითი თვისებები აქვს. მაგალითად, 1 ტონა მეტალის ქილების გადამუშავებით იზოგება – 1,25 ტონა რკინის საბადოს მასალა და 0,5 ტონა ქვანახშირი. 1 ტონა გადამუშავებული ქაღალდით იზოგება 17 ხე, 26 329 ლიტრი წყალი, 1752, 64 ლიტრი ნავთობი და 4000 კილოვატ/საათი ენერგია.
გადამუშავებით მცირდება დაბინძურებაც. მაგალითად, ხის მერქნიდან ქაღალდის პირველად წარმოებასთან შედარებით, მაკულატურის გადამუშავებას 64%-ით ნაკლები ენერგია სჭირდება. ამავე დროს, მაკულატურის გადამუშავების შემთხვევაში ჰაერის დაბინძურება ნახშიროჟანგის, მეთანისა და სხვა მავნე გაზებით მცირდება 74%-ით, წყლის დაბინძურება კი – 35%-ით. რაც შეეხება ნარჩენების ენერგიად გარდაქმნას, ეს სპეციალური ტექნოლოგიებით ნარჩენების თერმულ დამუშავებას ან დაწვას გულისხმობს, რომლის დროსაც წარმოიქმნება ენერგია.
„ჩვენს ინტერესშია ხელი შეეწყოს ნარჩენების გადამუშავებას, რაც უფრო ნაკლები ნარჩენი მოხვდება არსებულ ნაგავსაყრებზე, უფრო ხანგრძლივი იქნება ამ ნაგავსაყრის ოპერირების დრო“, – ამბობს ხათუნა ჩიკვილაძე, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მრჩეველი.
ხათუნა ჩიკვილაძის თქმით, მთავრობის პოლიტიკა არის ყველა არსებული ნაგავსაყრის დახურვა დროთა განმავლობაში: „უნდა აშენდეს ახალი რეგიონული ნაგავსაყრები. ამ მიმართულებით კომპანია საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობს, უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას KFW- თან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ახალი ნაგავსაყარი აშენდება იმერეთის რეგიონში. ის მოემსახურება როგორც იმერეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს. მეორე ნაგავსაყარი აშენდება ქვემო ქართლში, რომელიც მთლიანად რეგიონს მოემსახურება“.

„ბათუმს აქამდე არ გააჩნდა სატრანსპორტო განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ამიტომ ამ გეგმის შემუშავებაზე გამოცხადდა ტენდერი, 20 ათასი ლარის ფარგლებში და შეირჩა „სონდერ გრუპი“ – აცხადებს ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ტიტე აროშიძე.
მისივე ინფორმაციით, სტრატეგიული გეგმა გულისხმობს როგორც ახალი ხაზების შემუშავებას ავტობუსების დამატებისთვის, მიკროავტობუსებისთვის კი სხვა ხაზების გამოძებნას, ასევე ექსპრეს ხაზების დამატებას და ა.შ. ჯერ-ჯერობით საუბარია მხოლოდ ორ ექსპრეს ხაზზე, რომელიც მხოლოდ ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე იმოძრავებს და შესაბამისად, მისი ღირებულება უფრო ძვირი იქნება. შეიძლება შიდა მგზავრობის ტარიფიც გაძვირდეს, თუმცა უმნიშვნელოდ“.
ახალი გეგმის მიხედვით, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მომგებიანი ორგანიზაცია უნდა გახდეს და არ უნდა დასჭირდეს ბიუჯეტიდან სუბსიდირება.
სტრატეგიული გეგმის საბოლოო ვერსია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ოქტომრის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს, შემდეგ კი ბათუმის საკრებულოს წარუდგინოს დასამტკიცებლად.
ჯგუფის წევრები: ვოკალი – Mario Biondi, დრამი – Claudio Tucci, პიანინო – Claudio Filippini, საქსაფონი და ფლეიტა – Daniele Scannapieco, ბასი და კონტრაბასი – Tommaso Scannapieco, საყვირი – Giancarlo Campagnoli, კლავიში – Ciro Caravano, გიტარა – Michele Bianchi.





სწრაფი მარტივი ტესტირება უკვე ჩაუტარდა 1663 ბენეფიციარს, თვისობრივი კონფირმაციისთვის კი 188 ნიმუში გადაიგზავნა გერმანიაში.
წლის ბოლომდე მომსახურებით კიდევ 1337 ბენეფიციარი ისარგებლებს.
პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.
გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში იყიდება სამოთახიანი ბინა (ძველი გარემონტებული) ლოჯიით. საერთო ფართობი: 110-კვ.მ ფასი: 60 ათასი დოლარი.

Mario Biondi
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ბათუმში, 24 ივლისს ამერიკულმა ჯაზ-ფანკ-დისკო ჯგუფმა Kool And The Gang–მა გახსნა. ფესტივალის მეორე დღეს კი მაყურებლის წინაშე Liv Warfeld-ი და The NPG Hornz-ი უნდა გამოსულიყო, თუმცა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრის ლევან გიორგაძის თქმით, მომღერალი უკრაინის გავლით მოფრინავდა და იქ არსებული დაძაბული სიტუაციის გამო, მომღერლის უსაფრთხოების სამსახურმა გადაწყვიტა ფრენა გადაედო. ამიტომ, 25 ივლისს, Liv Warfeld-ისა და The NPG Hornz-ის ნაცვლად ფესტივალის პროგრამაში ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight ჩასვეს.
26 ივლისს, მაყურებლის წინაშე მუდამ ექსტრავაგანტული Boosty Collins & The Funk Unity Band წარსდგა. ჯგუფის ლიდერი და ამავდროულად ბასისტი Boosty Collins-ი სცენაზე მისთვის ჩვეული ბრჭყვიალა კოსტუმით გამოვიდა და პერფორმანსის ბოლომდე, კიდევ რამდენჯერმე მოასწრო ფერადი სამოსის გამოცვლა.


Boosty Collins
ფესტივალის ძირითადი ნაწილი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდა, ნაწილი კი კლუბ Take Five-ში, სადაც 24-დან 26 ივლისის ჩათვლით ავსტრიული სოულ-ფანკ-ელექტრო ჯგუფი RAMON-ი, ხოლო ფესტივალის ბოლო დღეს Parov Stelar-ი წამოადგინა Max The Sax-მა.
გარდა ამისა ფესტივალის ფარგლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, სამი დღის განმავლობაში, 15 უფასო შოუ გამართა გერმანულმა ბენდმა –Man In Brass-მა.
იმატა თუ არა მაყურებლის რაოდენობამ შარშანდელთან შედარებით და რამდენი ბილეთი გაიყიდა წლევანდელ ჯაზ-ფესტივალზე ჯერ უცნობია, ლევან გიორგაძის თქმით, ამაზე ზუსტი პასუხი ფესტივალის დასრულებიდან ერთ-ორ დღეში ეცოდინებათ, იქამდე კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად წვიმებისა, ჯაზ-ფესტივალს მაყურებელი არ დაჰკლებია.

TBC ბანკის მიერ დარიგებული ერთჯერადი საწვიმრები ძალიან პრაქტიკული გამოდგა, თუმცა ისინი მაყურებლის მხოლოდ 40%-ს თუ ერგო.
საწვიმარის გარეშე დარჩენილი მსმენელები ე.წ. “პულტის” ირგვლივ იკრიბებოდნენ, რომელიც ტენტით იყო გადახურული, თუმცა დიდ ხანს ვერც აქ შეაფარეს თავი, ტენტმა ძლიერ წვიმას ვერ გაუძლო და რამდენიმე ადგილას ჩამოსკდა.

მიუხედავად იმისა, რომ კორტების ყველა შესასვლელს დაცვა აკონტროლებდა, ფესტივალზე მრავლად იყვნენ უბილეთო სტუმრებიც, რომლებიც კორტების კედლებიდან ხტებოდნენ.
ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, “კავკასუს ონლაინისა” და “საუნდსითის” მხარდაჭერით გაიმართა. ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორი კი კომპანია „ისთერნ პრომოუშენია“.

საზაფხულო სკოლას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წლიდან ახორციელებენ.
ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, დავით აბესაძე საზაფხულო სკოლაში მეორედ მონაწილეობს. მისი განცხადებით საზაფხულო სკოლა მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდები სწავლობენ ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ სწრაფვას, რაც ხელს უწყობს კონსტიტუციასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.
„წელს საკითხები ეთმობა სისხლის სამართლის პროცესის ძირითად გარანტიებს, სამართლიანი სასამართლოს უფლებას. გარდა სასამართლოს ცალკეული აქტების გაცნობისა, მთავარია რომ საკანონმდებლო აქტები არ იქნეს განმარტებული იმ ძირითადი აქტისგან მოწყვეტით, რომელიც ჩვენთვის არის საქართველოს კონსტიტუცია“.
საზაფხულო სკოლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და პროექტ „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის“ ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ტუღუშმა გასხნეს.

მუსლიმები ლოცვის დროს, მუსლიმებს დღესასწაული მიულოცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და მეჩეთის გაფართოების საკითხზე ისაუბრა.
არჩილ ხაბაძის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე არსებული მეჩეთის გაფართოება და პროცესი უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.
„მონახაზი უკვე გაკეთებულია. კომისიაში ჩართული იქნება რელიგიის სახელმწიფო სააგენტო, სამუფთო, მრევლი, მთავრობა და ექსპერტები. საკითხი პრემიერის პირად კონტროლზეა აყვანილი. ახლო მომავალში მივიღებთ ქართული ფულით აშენებულ ქართულ მეჩეთს, რომელშიც ჩვენი ქართველი მუსლიმები აღასრულებენ ლოცვას. დღესაც დავინახეთ წვიმაში ქუჩაში როგორ ლოცულობდნენ ჩვენი მუსლიმები, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და მრევლის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.”
„ქართველ მუსულმანთა კავშირის“ ხელმძღვანელის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, მთავრობის დაპირება მხოლოდ პროცესის დროში გაწელვის მცდელობაა, რადგან არავინ იცის დაფართოებული მეჩეთი დააკმაყოფილებს თუ არა მორწმუნეთა მოთხოვნებს.
დღეს, 27 ივლისს, ბათუმის დრამატული თეატრი შექსპირის „მაკბეტს“ წარმოგიდგენთ.
რეჟისორი: ანდრო ენუქიძე.
მონაწილეობენ:
მანუჩარ შერვაშიძე – (დანკანი, სიუარდი)
მამუკა მანჯგალაძე – (მელკოლმი)
ნიკა ძიძიგური – (დონალბეინი)
ზაალ გოგუაძე – (მაკბეტი)
დიმიტრი მელია – (მაკდაფი)
ზაზა ზოიძე – (ბენკო)
დავით ჯაყელი – (ლენოქსი)
ჯემალ ველიაძე – (როსი)
გიორგი ფირცხალაშვილი – (ანგუსი)
გოგიტა მეგრელიძე – (მენთესი)
ლაშა კონცელიძე – (ფლეანსი, მაკდაფის ვაჟი)
ლევან თედორაძე – (სეიტონი)
დავით წერეთელი – (ექიმი, სერჟანტი)
თათია თათარაშვილი – (ლედი მაკბეტი)
მეგი კობალაძე – (ლედი მაკდაფი)
ენვერ ჩაიძე – (მაესტრო)
ნოდარ იაკობაძე – (I მკვლელი)
ბერდია ინწკირველი – (II მკვლელი)
ტიტე კომახიძე –( I ალქაჯი)
ქეთი ეგუტიძე – (II ალქაჯი)
თეო შამილაძე – (III ალქაჯი)
დასაყისი 19 საათზე. ბილეთის ფასი: 15 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტა, რომ 2014 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 220 საქმე, რაც განხილულ საქმეთა 32.88 %-ია. `ნათელია, რომ აჭარაში, განსხვავებით საქართველოს სხვა რეგიონებისგან, მნიშვნელოვნად შემცირდა საპროცესო შეთანხმებათა რიცხვი, მიზეზი უცნობია, რადგან სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს მხარეთა შორის მოლაპარაკებების წარმოებაში“, – განმარტავს სასამართლოს თავმჯდომარე.
იმას, რომ აჭარაში პროკურატურა გაცილებით მკაცრია, ვიდრე საქართველოს დანარჩენ რეგიონებში და თბილისში, აჭარაში დასაქმებული ადვოკატების უმრავლესობა უკვე რამდენიმე თვეა პრობლემად მიიჩნევს. მათი აზრით, ერთი და იმავე მუხლით ბრალდებულებს პროკურატურა თუ, მაგალითად, ქუთაისში, 5000 ლარად უფორმებს საპროცესო გარიგებას, ბათუმში ჯარიმის თანხა გაცილებით მეტია. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ამის არაერთი ფაქტი აქვთ.
„იმერეთის რეგიონის პროკურორსა და ქუთაისის საოლქო პროკურორს აქვს მიღების დღეები მოქალაქეებთან, ისმენენ მათ პრეტენზიებს. იქ გაცილებით მარტივად კეთდება საპროცესო შეთანხმება. აჭარის პროკურორი და მისი მოადგილე არ ხვდებიან მოქალაქეებს. მათი ფუნქცია შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ თუკი საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგზავნი საჩივარს, მოდის აჭარის პროკურატურაში, რომელიც დაადებს რეზოლუციას და გაუგზავნის საქმის მწარმოებელ პროკურორს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები – აჭარის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი და მისი მოადგილე არიან ტურისტები, რომლებსაც სახელმწიფო ბათუმში ცხოვრებისთვის უხდის ბინის ქირას, ემსახურება მანქანა, აქვთ კომფორტი, თუმცა ისინი არ იღებენ სასამართლო საქმის განხილვაში მონაწილეობას, არ ახორციელებენ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ზედამხედველობას, არ არიან საქმის მწარმოებელი პროკურორები, არ განიხილავენ მოქალაქეთა საჩივრებს. მე, როგორც ადვოკატს, შემიტანია საჩივრები აჭარის პროკურატურაში, მაგრამ იქედან არ მიმიღია დასაბუთებული პასუხი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ირაკლი შავაძე, რომელიც ირწმუნება, რომ არჩილ კბილაშვილის პროკურორობის შემდეგ აჭარაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება ჭირს.
იურისტი ედიშერ მახარაძე ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება არის სწრაფი მართლმსაჯულების ხერხი და ამიტომ მისი ძირითადი მიზანი თანხვედრაშია ქვეყნის სისხლისსამართლებრივ პოლიტიკასთან: `კანონის წინაშე პატივისცემის გაღვივება პირდაპირ კავშირშია კანონის ჰუმანურობასთან. კანონით გათვალისწინებულზე უფრო დაბალი სასჯელი, ბუნებრივად, განაპირობებს მმართველი გუნდისადმი მეტ სიმპათიას.
სასამართლოზე ადეიშვილის გავლენის მოხსნისთანავე მოსამართლეთა კორპუსმა დაადასტურა, რომ არც ჰუმანიზმთან და არც კომპეტენტურობასთან მიმართებაში მათ პრობლემა არ აქვთ და ისინი აკმაყოფილებენ ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს. განსხვავებით სამართალდამცავი ორგანოებისაგან, სადაც საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა. ქვეყანაში სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას კვლავ ატარებენ სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი პირები, რომელთა ინტერესია მმართველი გუნდისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ლოგიკურია, რომ საქართველოს მთავარი და აჭარის პროკურატურის ხელმძღვანელებს არ აქვთ მმართველი გუნდისადმი მოსახლეობის სიმპათიის გაღვივების მიზანი – ისინი საბოტირებენ სახელმწიფო ინტერესებს. ფაქტია, რომ პარლამენტში ქართული ოცნების ინიცირებით სისხლის სამართლის კანონმა განიცადა მნიშვნელოვანი და არსებითად პოზიტიური ცვლილებები – გაუქმდა სასჯელის შეკრებითობა, მიიღეს კანონი ამნისტიის შესახებ და სხვა, მაგრამ პოზიტიურ ცვლილებებს ვერ და არ ეთანხმებიან სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში პროკურატურაში ჩამოყალიბებული კადრები. ისინი ვერ ათვიცნობიერებენ სასჯელის ჰუმანიზმის მიზნებს.
საპროცესო შეთანხმება ერთდროულად ემსახურება სამ მნიშვნელოვან სახელმწიფო მიზანს: 1) სწრაფ მართლმსაჯულებას; 2) დანაშაულის გახსნას და გახსნის ხელშეწყობას; 3) სახელმწიფო რესურსების ნაკლებ დანახარჯს. ის, ვინც თავს იკავებს ქვეყანაში ამ მიზნების მიღწევისაგან, პრემიერის დაუყოვნებლივ რეაქციას მოითხოვს. პროკურატურა ერთობლიობაში უუნარო ორგანოა, რომელიც ხელოვნურად აჭიანურებს საპროცესო შეთანხმების შესახებ როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას, რაც დამატებით ხარჯებს საჭიროებს. როცა საპროცესო შეთანხმებაზე თავს იკავებს უწყება, ესე იგი, იგი თავს იკავებს მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებაზე“.
ადვოკატი ბიძინა ბერიძე ამბობს, რომ პრაქტიკაში ისეთი ფაქტიც ჰქონია, როცა საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთქვამს მისი დაცვის ქვეშ მყოფს და უკეთესი შედეგით სასამართლოში დასრულებულა საქმე: „დაცვის მხარეს ინტერესი ეკარგება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე (ან თანხაა ბევრი, ან სასჯელი). იძულებული ხარ იმ პირობებს დათანხმდე, რასაც პროკურატურა გთავაზობს. ხშირ შემთხვევაში კი, მიუღებელია ეს პირობები, რადგან მკაცრია. პრაქტიკიდან გამომდინარე სასამართლოდან უფრო შეღავათს ელოდები. სხვა რეგიონებში პროკურატურის პოლიტიკა რატომ არის უფრო ლმობიერი, მიზეზი არ ვიცი“.
იამზე ზანდარაძე იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსია აჭარაში. მის უწყებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შვიდი ბიურო აქვს. კოლეგებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იამზეც ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით საპროცესო შეთანხმების გაფორმება მხოლოდ აჭარაში ჭირს: „საპროცესო შეთანხმების გაჭიანურება არ ვიცი საქმის ზედამხედველი პროკურორის ბრალია, თუ მიდგომაა ასეთი. ნაკლებად მძიმე კატეგორიის საქმეებზე (მაგალითად, ცემა) ვფიქრობ, არ არის საჭირო თბილისთან შეთანხმება. ზედამხედველი პროკურორი უთანხმდება ზემდგომს, ეს ჭიანურდება ისე, რომ აზრსაც კარგავს საპროცესო შეთანხმება, მერე კი ისეთი პირობა მოდის, რომ არ გიღირს დათანხმება. ჯობია სასამართლო გადაწყვეტილებას დაელოდო“.
ადვოკატის ინფორმაციით, თუ სხვა რეგიონში, მაგალითად, ერთ რომელიმე მუხლზე 5 ათას ლარად აფორმებენ საპროცესოს, იმავე მუხლზე აჭარაში ეს შეუძლებელია. „აქ სხვა სტანდარტია, როცა ვადარებთ სხვა რეგიონში დადებულ საპროცესოებს, აჭარაში უფრო მკაცრი, ნულოვანი ტოლერანტობაა“.
მთავარი პროკურატურის, პრესსამსახურის თანამშრომლის განმარტებით, მთავარმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება გაამკაცრა, მაგალითად, ნარკოდანაშაულში ბრალდებულებთან. სხვა დამატებით კითხვებზე განმარტებებს უწყებაში არ აკეთებენ.
საპროცესო შეთანხმება არის ბრალდებულსა და პროკურორს შორის შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე, რომლის საფუძველზეც სასამართლო გამოიტანს განაჩენს საქმის არსებითი განხილვის გარეშე. საპროცესო შეთანხმება ბრალდებულსა და პროკურორს შესაძლებლობას აძლევს, თავიდან აიცილონ საქმის განხილვის ხანგრძლივი პროცედურა და შეთანხმდნენ ბრალდებულისთვის წაყენებულ ბრალზე ან სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმება შეიძლება დაიდოს როგორც წინასწარი გამოძიების, ისე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას.
ბათუმის დელფინარიუმში 16 დელფინი ცხოვრობს. ისინი მეგობრობენ, თუმცა იციან, რომ ოჯახის უფროსი „კაკოა“, იგივე „კაკო ყაჩაღი“. სახელი მწვრთნელებმა ხასიათის გამო შეარქვეს. ამბობენ, რომ ის ყველაზე გაბედულია. ცოტა ხნის წინ „კაკოს“ დელფინ „ციცისთან“ ქალიშვილი შეეძინა: „ოლიმპია“ დელფინარიუმის ყველაზე პატარა ბინადარია, თუმცა შოუს დროსაც არ შორდება დედას და ძალიან მოსწონს, როცა ტაშს უკრავენ.
„ოლიმპია რაც დაიბადა, მოსვენებული არ მინახავს, სამი ზრდასრული ადამიანის ენერგია აქვს. საერთოდ 16-ვე დელფინი ინდივიდუალურია, ხასიათითაც განსხვავდებიან და ვიზუალითაც. 70-ზე მეტ დელფინთან მქონია ურთიერთობა, ორი ერთნაირი არ მახსოვს, ადამიანებივით არიან. ბათუმის დელფინარიუმში სამი დელფინი და ორი სელაპი დაიბადა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის საუკეთესო პირობები. მნიშვნელოვანია საარსებო გარემო და ფსიქიკური მდგომარეობა, ისინი თავს კარგად უნდა გრძნობდნენ, რომ სექსუალური ცხოვრების სურვილი ჰქონდეთ. აქ დაბადებული დელფინები უფრო თავისუფლად არიან, ენდობიან ადამიანებს, მათთვის ეს პირობებია ბუნებრივი.
დელფინები ძალიან სოლიდარულები არიან, კონფლიქტის დროს ერთიანდებიან… ერთმანეთზე ზრუნავენ, „ციცის“ ეხმარებიან შვილის გაზრდაში. დღეს, მაგალითად, შოუს დროს, როცა დედა ნომერს ასრულებდა, „ზორომ“ შეითავსა ძიძობა, თუმცა იშვიათად, რომ მამრ დელფინს ანდოს მდედრმა შვილი“, – ამბობს თენგიზ წეროძე, დელფინარიუმის მენეჯერი.
დელფინარიუმში ექვსი სელაპი ცხოვრობს, ისინი უკვე გაწვრთნილები არიან, შოუსთვის მხოლოდ შესაბამისი გარემო სჭირდებათ: „დელფინების შოუ ისედაც დატვირთულია, სელაპების ჩართვა შოუში საჭირო არ არის. სელაპების შოუ დამოუკიდებლად შეიძლება ჩატარდეს, შესანიშნავი მსახიობები არიან, უკვე დაგეგმილია მათთვის აუზის გაკეთება“, – ამბობს თენგიზ წეროძე, თუმცა როდის გაკეთდება აუზი, ვერ აკონკრეტებს.
ანა ჩუნკოვამ დელფინარიუმში მწვრთნელად მუშაობა ოთხი წლის წინ დაიწყო, კონკურსის დრო ამოწურული იყო, თუმცა მისმა მონდომებამ დელფინარიუმის მენეჯერს აზრი შეაცვლევინა: „თვალებში ეხატა, რომ სიგიჟემდე უნდოდა აქ მოსვლა. სულ რამდენიმე შეკითხვა დავუსვი და ავიყვანე. მოლოდინი გაამართლა, გოგონებისთვის მძიმე სამუშაოა, გადაბმულად მუშაობენ, ზამთარ-ზაფხულ წყალში არიან, შოუს განმავლობაში სველი კოსტიუმი აცვიათ… აქ შეიძლება ისეთი პრობლემა დახვდეს, რომ 24-საათიან რეჟიმში მოუწიოს მუშაობა. მაგრამ მნიშვნელოვანია გოგონების მწვრთნელად ყოფნა, ანას გარდა გვყავს კიდევ ერთი გოგო, არამარტო შოუს სჭირდება გოგონები, დელფინებსაც _ გოგოები უკეთ გამოხატავენ სიყვარულს, დელფინებს კი ეს სჭირდებათ, მათ უნდა დაინახონ, რომ უყვართ“, – ამბობს თენგიზ წეროძე.
ანამ მწვრთნელობა დელფინების შოუს ნახვის შემდეგ გადაწყვიტა. „18 წლის ვიყავი, როცა აქ მოვედი, არ ველოდი, რომ ამიყვანდნენ, თუმცა არ შემეძლო არ მეცადა, სხვა თუ არაფერი, დელფინების ნახვას შევძლებდი კიდევ ერთხელ“, _ ამბობს ანა.
იმისთვის, რომ მწვრთნელად ემუშავა, ანამ მიატოვა მუსიკა, ცეკვა და კალათბურთი. ამბობს, რომ ეს ამად ღირდა: „ცხრა წელი ვსწავლობდი მუსიკას, ფლეიტაზე ვუკრავ, არჩევანის გაკეთება მომიწია, მაგრამ ეს სამსახური ავირჩიე, აქ ბედნიერად ვგრძნობ თავს, უზომოდ მიყვარს ეს საქმე, სიხარულით მოვდივარ. როცა შვებულება მაქვს, ერთი სული მაქვს დავბრუნდე და ვნახო დელფინები, ძალიან მენატრებიან“.
დელფინარიუმში სამუშაო დღე დილის ათ საათზე იწყება. მწვრთნელები დელფინებს ამოწმებენ, შემდეგ საუზმეს უმზადებენ, ყველაფერზე პასუხისმგებელი სწორედ ისინი არიან: „ყველა თევზი უნდა გადავარჩიოთ სათითაოდ, რადგან დელფინებს აქვთ ძალიან დაბალი იმუნიტეტი, პატარა ჭრილობაც რომ ჰქონდეს თევზს, ის არ ვარგა მათთვის, სუფთა უნდა იყოს ყველაფერი. შემდეგ სელაპებზე ვზრუნავთ“.
ანა „ბელუჩისა“ და ბათუმში დაბადებულ „ნინისთან“ ერთად მუშაობს: „ბელუჩი მშვიდი, დინჯი გოგოა, ნინი სულ ცელქობს, უკვე ოთხი წლისაა, მაგრამ მაინც დედას დაყვება კუდში. ნინის ხასიათზე ვართ დამოკიდებული, ძირითადად ყველა ნომერზე მიჯერებს, უბრალოდ, ზოგჯერ ნომრის ხარისხს აფუჭებს. მე რომ ვბრაზდები, მერე კომპრომისზე თავადაც მოდის. თავისუფალ დროს ერთად ერთობიან, რა ნომრებსაც ვასწავლით, იმას თავისთვის იმეორებენ, ერთი და იგივე მოქმედება ბეზრდებათ, სულ სიახლეები სჭირდებათ“, – ამბობს ანა.
„თუ არის რამე გაუგებრობა დელფინსა და მწვრთნელს შორის, ეს ყოველთვის მწვრთნელის ბრალია, რადგან სათანადოდ ვერ უხსნის რა უნდა. ამ დროს დელფინებს საოცარი გამომეტყველება აქვთ – მაინც რა გინდა?! – ბრაზობენ, როცა რაღაცას ვერ იგებენ, იბუტებიან და ცოტა ხნით მარტოვდებიან, მერე თავად ბრუნდებიან მწვრთნელთან და დამშვიდებული სწავლობენ“, – ამბობს თენგიზ წეროძე, რომელიც ყველაზე გამოცდილი მწვრთნელია. ბათუმის ძველ დელფინარიუმში ის ბოლო დღემდე მუშაობდა, მერე კი დელფინებს გაყვა მალტაში. უკან 2007 წელს დაბრუნდა, ახლა დელფინარიუმში მენეჯერად მუშაობს, მწვრთნელებს ეფექტურ მუშაობას ასწავლის, თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, ვერც დასვენებას იყენებს, რადგან ის დელფინარიუმში ყოველთვის საჭიროა: „ბიოლოგი ვარ, მწვრთნელად შემთხვევით აღმოვჩნდი, 25 წლის ასაკში მაშინ რთული იყო მუშაობა, ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობდით, ახლა ლიტერატურაზე ხელი მიუწვდებათ, ინტერნეტში ყველაფრის ნახვა შეიძლებდა, ჩვენ კი თავად უნდა გვეზრუნა სიახლეების შემოტანაზე. მაყურებელიც სხვანაირია, ტაში რომ დაეკრათ, დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, ბოლოს უკრავდნენ მხოლოდ ტაშს, ახლა ბევრად ემოციური მაყურებელია, ტაშის დაკვრით ყოველ წუთს გამოხატავენ აღფრთოვანებას“, – ამბობს თენგიზ წეროძე.
დელფინარიუმში ყველა გვეუბნება, რომ დელფინები ადამიანებს სიყვარულს ასწავლიან. „იმდენ სიყვარულს გამოსცემენ, გადამდებია ყველასთვის. ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან, თუნდაც ერთმანეთზე ზრუნვა, სულ ყურადღებით არიან ერთმანეთის მიმართ, პატარების მოვლაში იღებენ მონაწილეობას. „ნინიამ~ როცა შენიშნა, რომ მამრი დაინტერესდა დედამისით, იეჭვიანა, ახლა გვერდიდან არ შორდება“, – ამბობს ანა.
თენგიზ წეროძის აზრით, მათთან არიან დელფინები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ადამიანები: „ჩვენს დელფინებს რომ მივცეთ თავისუფლება, დარწმუნებული ვარ, ოთხი-ხუთი დელფინი არ წავა, არ მოშორდება სანაპირო ზოლს, რადგან ადამიანები უყვართ, აქ თავს ბედნიერად გრძნობენ. სრულიად თავისუფლები არც ადამიანები ვართ, მილიონი დელფინი იღუპება ზღვებში, აქ კი უსაფრთხოდ არიან, არაფერი ემუქრება, მშვიდად ცხოვრობენ, ერთობიან და სიახლეებს სწავლობენ. სხვათა შორის, ძალიან უყვართ ახალი `ტრიუკების~ სწავლა. ის ემოციები, რაც ერთი შოუს განმავლობაში 700 ადამიანს უჩნდება, ყველაფერს წონის, ცრემლებამდე მიდიან დადებითი მუხტისგან, იმდენი პოზიტივი მიაქვთ აქედან“.

სამსონ მჟავანაძე – რეპრესირებული
სამსონ მჟავანაძე დედმამიშვილებში ყველაზე უფროსი, ათი წლის იყო, პატარა და კი, ერთი თვის შემდეგ ყაზახეთში დაიბადა. ცუდი საყოფაცხოვრებო და კლიმატური პირობების გამო ხშირად ავადმყოფობდა. „ყაზახეთში დაავადდა დედა და მამაც, ყოველ თვეში საავადმყოფოში იწვნენ, ვერ გაუძლეს იქაურ გარემოს. დედა დღე და ღამე ტიროდა, ბოლოს მხედველობა დაკარგა და პატარა ჩვილიც ჩვენი მოსავლელი გახდა“.
სამსონ მჟავანაძე ამბობს, რომ სოფლიდან ჩუმად წაღებული მამის დანაზოგი 400 მანეთით საზიარო ძროხა იყიდეს და რძის ნაწარმით არსებობდნენ: „სამი წლის განმავლობაში წყალი არ დაგვილევია. ბინძური იყო, ჭიქას რომ აავსებდი, ნახევარი ტალახი იყო. ექიმი გვაფრთხილებდა, გადადუღების გარეშე არ მიგვეღო, ჩვენ უარი ვთქვით წყალზე და მხოლოდ რძეს ვსვამდით. ამან გადაგვარჩინა, ბევრი დაიღუპა ამ წყლით, მოკვდა ბიძაჩემი, მთლიანად განადგურდა ჩვენი მეზობლის – ქარცივაძეების ოჯახი. ჯერ ორი შვილი დაეღუპათ, შემდეგ კი უფროსებიც დაიღუპნენ, ვერავინ დაბრუნდა უკან“.
სამსონ მჟავანაძე ამბობს, რომ არ იცის რა არის ბავშვობა. უჭირს საუბარი წლებზე, რომელიც ტკივილსა და სიდუხჭირეში გაატარა: „ცუდი ჰაერი, პაპანაქება, ზამთარში კი გაუსაძლისი სიცივე, არ იყო საკვები. უჭირდათ მშობლებს. ბამბის პლანტაციები იყო და სხვა რა გზა გვქონდა, იქ უნდა გვემუშავა. ჩემს პატარა და-ძმებს მწკრივში ჩავაყენებდი, წინ გავუძღვებოდი და ასე ვკრეფდით ბამბას. ჩემი ხუთი წლის დას ძროხის მოწველაც კი უწევდა, რადგან დედა ავად იყო. მიწის ქოხებში ვიყავით, რომლებსაც მხოლოდ ერთი პატარა სარკმელი ჰქონდა. ორთავიანი გველების გარემოცვაში. კუც ბევრი იყო. გველებს დავუსხამდით ხოლმე რძეს, დალევდნენ და შემდეგ შეძვრებოდნენ სოროებში. არ ვიცოდით რა იყო გართობა, სათამაშო. ჩვენზე გადადიოდა მთელი სიმძიმე“, – ასე ახსოვს ბავშვობა სამსონ მჟავანაძეს.
იგი ამბობს, რომ ყველაზე მეტად დაიჩაგრა, სიდუხჭირის გამო აღარ უვლია სკოლაში: „დავრჩი სამი კლასის ამარა. რა გვექნა, სტალინის სიკვდილის შემდეგ, როცა სოფელში დავბრუნდით, ყველაფრის თავიდან კეთება მოგვიწია. სახლს არც ჭერი ჰქონდა და არც კარ-ფანჯარა. ყველაფერი განადგურებული იყო. საქონელი და ცხვარი არ შეგვარჩინეს და ნივთები. ჯერ სახლი გავაკეთეთ, შემდეგ ჯარში წავედი “.
ჯარიდან დაბრუნებული სამსონ მჟავანაძე საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. ახლა მისი ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
„სულ ვფიქრობდი, რატომ მოხდა ასე. თუ მამა იყო დამნაშავე, მაშინ რას გვერჩოდნენ პატარა ბავშვებს? რატომ წამართვეს ბავშვობა? რატომ ექცეოდნენ ასე ადამიანებს, ფეხმძიმე ქალებს, ჩვილებს? ალბათ დახოცვა უნდოდათ მათი და დაიხოცა კიდეც ბევრი. 12 ეშელონი გავიდა და 11 დაბრუნდა. აწამებდნენ, ფაქტობრივად, ადამიანებს. ამბობენ, ბერიას გეგმის ნაწილი იყო ადამიანების გადასახლებაო… ერთი სიკეთე ის მახსოვს, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ დედას თვალებზე ვუმკურნალეთ და მხედველობა თითქმის დაიბრუნა“.
სამსონ მჟავანაძე ტკივილით იხსენებს წარსულს და გული წყდება იმაზეც, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანების ტანჯვა, წამება და თუნდაც სიცოცხლე მცირე კომპენსაციად შეაფასა.
საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს შესახებ “ბათუმელების” მიერ დასმულ შეკითხვებს გოჩა ირემაძემ, „ბათმშენი
2007″ -ის დამფუძნებელმა უპასუხა.
ბატონო გოჩა, სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ როგორ შეაფასებთ დღეს არსებულ ბიზნესგარემოს?
როგორც ვმუშაობდით, ისე ვმუშაობთ, არც არაფერი გამოსწორებულა და არც გაუარესებულა. მე კერძო ბიზნესი მაქვს. ერთადერთი ცვლილება რაც არის, უკრაინელები ყიდულობენ ბინებს. ყაზბეგის ქუჩაზე, ჩემს აშენებულ სახლში, რომელიც ხელისუფლების ცვლილებამდე დავასრულე, არც ერთ უკრაინელს არ უყიდია, მხოლოდ ქართველებმა იყიდეს. შეიძლება ეს ადგილის ბრალია და მათ ყაზბეგის ქუჩა არ მოსწონდათ, თუმცა სახლზე, რომელსაც ახლა ვაშენებ, მათი დაინტერესება აშკარაა.
რამდენად ჯანსაღი კონკურენცია არსებობს ქვეყანაში?
კონკურენცია ნორმალურია და მის გარეშე არც იცხოვრება, კონკურენციისგან თავის დაცვა შეიძლება ხარისხით და მოთმინებით. კონკურენტული გარემო არ არის ხელშემშლელი, რადგან ფასსაც და დაინტერესებასაც ის ზონა განსაზღვრავს, სადაც აშენებ კონკრეტულ სახლს, არის 400 დოლარიანი ბინებიც და 1700-იც [კვ.მეტრი], ყველას თავისი მყიდველი ჰყავს. ჩვენ შემთხვევაში არქიტექტურაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2012 წელს ჩვენი სახლი საუკეთესო არქიტექტურულ ნამუშევრად შეფასდა მთელ საქართველოში, `ოქროს მამლით~ დაგვაჯილდოვეს. ევროპის მასშტაბითაც ვაპირებთ მის ჩვენებას, გამოფენებზე წარვადგენთ, ვნახოთ, იქ როგორ მოიწონებენ ჩვენს არქიტექტურას. სახლის არქიტექტორი 27 წლის ევგენი ზახაროვია, ერთად ვიმუშავეთ ამ პროექტზე, მისი და ჩემი ხედვა ერთმანეთს ავსებდა.
იყიდება თუ არა ბინები და უცხოელები თუ ყიდულობენ?
წელს გავყიდეთ ორი ბინა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ კარგად გაიყიდა, მერე, გაზაფხულზე შეჩერდა, ზაფხულის ბოლოსკენ ისევ დაიწყო, ზაფხული-შემოდგომა _ ამ დროს უფრო ყიდულობენ, ამ ზაფხულს ველოდებით კლიენტებს.
უკრაინელები და რუსები ყიდულობენ. სახლში, რომელსაც ახლა ვაშენებ, სულ 174 ბინაა, აქედან დაახლოებით ათი ბინა იყიდა უცხოელმა, ბინების სამოცი პროცენტი გაყიდულია, ერთი სართული ისედაც ეზოს მცხოვრებლებს უწევთ, მეც აქ ვცხოვრობდი, სწორედ ამის მეშვეობით მოვახერხე მობინადრეების დათანხმება. ჩემი ეზოს გარდა დავითანხმე მეზობლად მდებარე იტალიური ეზოს მობინადრეებიც, საერთო ჯამში, ავითვისე გორგილაძის ცხრა და თერთმეტი ნომრები და ლუკა ასათიანის 24-26.

მცირდება თუ არა ფასი უძრავ ქონებაზე?
ფასის ვარდნა იყო მას შემდეგ, რაც დაიწყო „ეკონომბინების“ მშენებლობა, ჩვენც, როცა გაგვიჭირდა, ცხრა-ათი ბინა გავყიდეთ 500-600 დოლარში [კვ.მეტრი]. ჩვენთან საშუალო ფასი არის 700 დოლარი ლარის ექვივალენტში. მშენებლობის დაწყებამდე ვიცით, რამდენად უნდა გავყიდოთ ბინები. ზონა, ადგილი განსაზღვრავს ფასს.
სახელმწიფო დაკვეთებს თუ იღებთ?
არა, სახელმწიფო დაკვეთებს არ ვეკარები, ძალიან ბევრი ფირმაა, რომლებსაც ტექნიკურად ძლიერი შესაძლებლობა აქვთ, მათ კონკურენციას ვერ გავუწევთ.
რთულია საქართველოში ბიზნესის წარმოება?
არა, საკმაოდ მარტივია. მოსკოველი პარტნიორი მყავს, რომელთან ერთადაც ჯავახიშვილის ქუჩაზე ავიღე ობიექტი. პარტნიორთან ერთად დავაარსე ახალი შპს. ერთი-ორი დღე დასჭირდა ყველა პროცედურის გავლას. ჩემი პარტნიორი მეუბნება, რომ ამ საქმეს მოსკოვში მინიმუმ ხუთი თვე სჭირდება, ხარჯებიც ხუთჯერ მეტია, ხელისუფლება ამ კუთხით საქმეს გვიადვილებს.
თუ ყოფილა შემთხვევა, როცა უსამართლოდ დაგაჯარიმეს და ამ შემთხვევაში თუ მიგიმართავთ საჩივრით შესაბამისი უწყებებისთვის?
არა, ერთადერთხელ დამაჯარიმეს, ისიც, ვფიქრობ, სამართლიანად. პროექტის დარღვევის გამო, თუმცა მალევე გამოვასწორე.
ცნობილია, რომ ზურაბ გორგილაძის სახლი შეიძინეთ. ეს თქვენი ინიციატივა იყო?
ისეთი გამორჩეული პოეტი, როგორიც ზურაბ გორგილაძეა, ყველას დაფასებას იმსახურებს, მე მისი თაყვანისმცემელი ვარ. ბიზნესმენმა ზვიად აბულაძემ მითხრა, რომ ირანის მოქალაქემ იყიდა ეს სახლი, შემომთავაზა გამოვისყიდოთო. გია აბულაძე, ყოფილი განათლების მინისტრი დაგვეხმარა სახლის პატრონთან კონტაქტზე გასვლაში, ირანელს მენეჯერად ჰყავს აკადემიკოს აკაკი გაწერელიას შვილიშვილი ნინო გაწერელია, ის დაგვეხმარა, სულ სამი ოთხი თვე დაგვჭირდა, მალევე მოვახერხეთ შეთანხმება. სახელმწიფოც ცდილობდა გამოსყიდვას, ამის გამო ფასს უფრო ზრდიდა მეპატრონე. როცა მე შევთავაზე გამოსყიდვა, როგორც კერძო პირმა, დამოკიდებულება შეცვალა. მეკითხებოდა, რომელი პოლიტიკური პარტიიდან ხარო, ავუხსენი, რომ კერძო პიროვნება ვარ, სახლის შესყიდვა კი ქველმოქმედების მიზნით მსურდა. გაგებული ადამიანი აღმოჩნდა, როცა ავუხსენით, რომ ეროვნული მნიშვნელობის სახლია, დაგვითმო.
სახლის გამოსყიდვა 98 ათასი ლარი დამიჯდა, სახელმწიფოს საჩუქრად გადავცემ, რაც კიდევ ხარჯებს უკავშირდება. საბოლოო ჯამში, ეს თანხა 120 ათასი ლარი იქნება.
საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მაკისრია, აქ რომ მოვიგე, საჭიროა საზოგადოების საკეთილდღეოდ გავაკეთო რამე, თან ჩემთვის რეკლამაც არის. მიმაჩნია, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, ასე ხდება სხვა შემთხვევებშიც, ახალგაზრდა პოეტებს ბანაკი მოვუწყვე ბეშუმში, ვეხმარები ეკლესიის მშენებლობას ხან თანხით, ხან – მასალებით, როცა დახმარება სჭირდებათ, მომმართავენ, თუ შემიძლია, მეც უარს არ ვეუბნები.
აჭარის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ხართ, რა სიახლეები გაქვთ?
ოთხი წელია სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ვარ, ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად აბულაძემ შემომთავაზა ამ თანამდებობაზე მე შემეცვალა. მაშინვე ვიცოდი, რომ ეს გარკვეულ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, წელიწადში შვიდი-რვა ათასი მეხარჯება, მაგრამ როცა ხარ ბიზნესმენი, სხვების საკეთილდღეოთაც უნდა აკეთო საქმე, თან ეს არ არის ისეთი თანხა, რომ ვერ გავწვდე. ჩემთვის სასიამოვნო საქმეა, შეჯიბრებებზე დავყვები ბავშვებს, სპორტის სახეობაა, აზარტია, თან როცა იცი, რომ ბავშვებს ახარებ, ეს ორმაგად გახარებს. ღორჯომში სათხილამურო ზონას ვამატებთ. წელს სათხილამურო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია, თუ გამგეობა მოისურვებს ისევ მე დავრჩე პრეზიდენტად, სიამოვნებით დავრჩებოდი.
სამომავლოდ სად გეგმავთ ინვესტირებას?
სამშენებლო ბიზნესში ვაპირებ დარჩენას, ინვესტირებასაც ამ კუთხით ვგეგმავ, ლუკა ასათიანის #26-ში ვაპირებ მშენებლობას, შემდეგ – #28-ში. ჯავახიშვილის ქუჩაზე უკვე გვაქვს მშენებლობის ნებართვა მიღებული, ამ სახლს რომ დავამთავრებ, იქ დავიწყებთ. რამდენიმე მშენებლობას ერთად არ ვაწარმოებ, ერთს დავასრულებ და მერე გადავდივარ მეორეზე.
რამდენად რთულია სამშენებლო ბიზნესში თავის დამკვიდრება?
2006 წელს სულ ხუთი თუ ექვსი სამშენებლო კომპანია ვიყავით, ახლა იქნება ალბათ ას შვიდი. თუ მყიდველი არის, რა უნდა მშენებლობას. მყიდველმა იცის რა უნდა იყიდოს, ყველანაირი ბინაა ყველანაირ ფასად. მაშინ არ იყო რთული ჩემთვის.
დღეს რამდენი ობიექტი გაქვთ?
ერთი კორპუსი ავაშენე ყაზბეგის ქუჩაზე და მეორეს ვაშენებ აქ, სხვა მშენებარე ობიექტი ჯერჯერობით არ მაქვს, უკვე რვა წელია ამ ბიზნესში ვარ და მხოლოდ ორი ბინა ავაშენე.
როდის და როგორ დაიწყეთ ბიზნესსაქმიანობა?
1992 წელს, ინსტიტუტი დავამთავრე თუ არა, მაშინვე ბიზნესში ჩავერთე, ჩაი გაგვქონდა უკრაინაში, ოზურგეთში ჩაის ფაბრიკებში ვყიდულობდით. დაახლოებით ორი წელი ვეწეოდი ამ საქმეს. ამის შემდეგ პაუზა მქონდა გარკვეული პერიოდი, მერე ფქვილის ბიზნესში ჩავერთე, რომელმაც არ გაამართლა კონკურენციის გამო, მანდარინის გატანაც ვცადე, არც ამან გაამართლა, გვქონდა ბევრი ზარალიც და ბევრი წარმატებაც.


ბატონო ბესიკ, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის მეორე ტური დაგჭირდათ. როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ხომ არ დაეცა ხულოში?
პირველ ტურში მხოლოდ 45 ხმა დამაკლდა, არც ერთი ხელისუფლების დროს ეს 45 ხმა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით გაყალბებაზე, ხულოში ეს იყო პრეცედენტი, რომელიც მომავალ თაობებს წაადგება.
ქართული ოცნების“ რეიტინგი არ დაცემულა, ამას ისიც მოწმობს, რომ „ოცნებამ“ მაღალი კვოტა მიიღო საკრებულოში, პირველ რიგში ეს კანდიდატების სიმრავლემ გამოიწვია და მეორეც – რომ მყოლოდა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა რომელიმე პარტიის ოპონენტი და არა ემზარ ბოლქვაძე „ალიანსიდან“, 70%-ით მოვიგებდი არჩევნების პირველ ტურს. მაგრამ ჩემი ოპონენტი, ემზარ ბოლქვაძე, ავტორიტეტული პიროვნებაა, წლების განმავლობაში პოლიციის თანამშრომელი იყო და ღირსეულად ეჭირა თავი.
როგორია თქვენი გეგმები, რას გააკეთებთ?
ხულოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ პოტენციალზე სამეცნიერო კვლევები მაქვს ჩატარებული, რვა თვის განმავლობაში ამავე მუნიციპალიტეტში გამგებლის მოვალეობას ვასრულებდი, შესაბამისად ვიცი, როგორია სოციალური ფონი და რა სჭირდება ხულოს. ხულოს გამგეობაში მომზადებული შევდივარ. რაც აუცილებლად გასაკეთებელია და პირველ რიგში განვახორციელებ, გამგეობის სტრუქტურის რეორგანიზაციაა, სტრუქტურა მოქნილი უნდა იყოს, რომ საშუალება მომცეს ყველა ღონისძიება მოკლე დროში ხარისხიანად შევასრულო. დღეს არსებული სტრუქტურა თანამედროვე გამოწვევებს არ შეესაბამება, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ადამიანურ რესურსზე, ბევრი პროფესიონალია, მაგრამ მარტო პროფესიონალიზმი ვერ იქნება წარმატების ფაქტორი, საჭიროა ორგანიზებული სისტემის შესაბამისობაში მოყვანა.
საარჩევნო პროგრამაში მოცემული გვაქვს პრიორიტეტები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ: ეს არის გზების, ელექტრომომარაგების, წყლის სისტემების მოწესრიგება. სოციალური, ინფრასტრუქტურული, განათლების, სპორტის და ა.შ. თითოეული კუთხით გვაქვს ხედვები, რომლის განხორციელებასაც შევძლებთ.
გადავხედავ საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობას, არის თუ არა ჩავარდნა და როგორ მიდის პრიორიტეტული ღონისძიებები, როგორ სრულდება მუნიციპალური და სოფლის პროგრამები. ამასთან, საბიუჯეტო ცვლილებებია გასატარებელი: ჩვენ მოვამზადებთ შესაბამის პროექტს, რომლითაც ის ხარვეზები და ნაკლოვანებები, რაც მიმდინარე საბიუჯეტო ნაწილში გვაქვს, უნდა აღმოიფხვრას.
ვნახავ 2015 წლის პრიორიტეტული ღონისძიებების ნუსხას, მიდგომა ასეთია, რომ წინმსწრებად ვიყიდოთ მომავალი წლის პრიორიტეტული ღონისძიებების პროექტები, რომ მომზადებული შევხვდეთ 2015 საბიუჯეტო წელს.
ჩვენთვის პრიორიტეტულია სკოლამდელი აღზრდა, 2015 წელში ჩვენ გვექნება 15 საბავშვო ბაღი.
თქვენი გეგმის, რეორგანიზაციის ნაწილია საკადრო ცვლილებები, პოლიტიკური ნიშნით აპირებთ კადრების შერჩევას?
საკონკურსო პროცესი პოლიტიკური ნიშნით არ იქნება დატვირთული. პოლიტიკა უფრო დიდ ცენტრებში, მეგაპოლისებში კეთდება, ხულოში პოლიტიკური ნიშნით მიდგომების ჩამოყალიბება და აქცენტების გაკეთება არ იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი მოქმედება. მე, პირადად, ხელს შევუწყობ სამართლიანობას და სამართლიანობის პრინციპით რეორგანიზაციის პროცესის ჩატარებას.
კადრებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხია სახელფასო პოლიტიკა, აჭარის მაღალმთიანეთში, მათ შორის ხულოშიც, დაბალი ანაზღაურება აქვთ კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს. გეგმავთ თუ არა ხელფასების ზრდას?
აქაც უნდა მოხდეს ცვლილება, გარკვეულ ნაწილში არის გაბერილი შტატები, რასაც რეორგანიზაცია დაალაგებს. შრომის ანაზღაურება საარსებო მინიმუმთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი და შესაბამისი უნდა იყოს დაქირავებული მუსახელის მიერ შესრულებული სამუშაოსი.
ხულოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მესაქონლეობასა და მეკარტოფილეობას ეწევა. შესაბამისად, არაერთხელ უთხოვიათ მათ ხორცის, რძისა და კარტოფილის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა. ხომ არ გეგმავთ რამეს ამ მიმართულებით?
ჩემი გამგებლობის პერიოდში ერთ-ერთი კომპანია დაინტერესებული იყო კარტოფილის მზა პროდუქტის საწარმო გაეხსნა. კომპანიამ დაბის მიმდებარედ ფართობის გამოყოფა წერილობით გვთხოვა, რაც ჩემ წინასაარჩევნო პროცესს დაემთხვა, შესაბამისად, არ ვიცი პროცესები როგორ განვითარდა.
რა პოტენციალი გააჩნია მუნიციპალიტეტს და როგორ უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?
ჩვენი რესურსიდან გამომდინარე საჭიროა ტურიზმის განვითარება, აქცენტს ვაკეთებთ აგრო, ეკო, საცხენოსნო ტურიზმის განვითარებაზე, გვაქვს ერთი კურორტი და ორი საკურორტო ტერიტორია, გოდერძის უღელტეხილზე წელს დასრულდება სათხილამურო ბაზის მშენებლობა. ტურიზმი თავისთავად ინდუსტრიაა და ის შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის ყველა სფეროს განვითარებას, ჩვენ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ თანამედროვე აგრარული პროდუქტების მიღებაში.
ვფიქრობ, საჭიროა ხულოში პროფესიული სასწავლებლის გახსნა, რომლისთვისაც ვიბრძოლებ. ამასთან, საუბარია საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტის გადმოტანაზე.
ხულო უნდა გახდეს სავაჭრო და ტურისტული ცენტრი აჭარის მაღალმთიანეთში, იგი აუცილებლად უნდა შევიდეს ტურისტულ პროდუქტში ისტორიული ძეგლებითა და კურორტებით.
სოფლებში მიგრაციის პროცესია, რასაც ძირითადად მატერიალური ფონი განაპირობებს. გაქვთ თუ არა კონკრეტული გეგმები ამ კუთხით და რას გააკეთებთ სოფლების შესანარჩუნებლად?
თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ მხოლოდ ეკონომიკური პირობები არის ფაქტორი სოფლების დაცარიელების, მე ვფიქრობ, არ არის სწორი. სხვა ფაქტორებიც -მეწყერი და სტიქიური უბედურებები განაპირობებს ამას. ჩვენი ოპონენტები როცა იძახიან, მოსახლეობა მთას ტოვებსო, ვერ დავეთანხმები, რადგან ხშირ შემთხვევაში მეწყერი ქმნის განსახლების აუცილებლობას. თუ მოეწყობა მინისაწარმოები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდება, არ იფიქრებენ წასვლაზე.
ხულოს მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულს იალაღზე ატარებს, მთებზე მათ არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და იალაღებთან მისასვლელი გზები ამორტიზებულია, რამდენად შესაძლებელია პრობლემის მოგვარება?
იალაღებზე ელექტრომომარაგების მოწესრიგებას 2015 წელს დავიწყებთ. რაც შეეხება გზებს, გარკვეული მიმართულებით დავიწყეთ გზების მოასფალტება, ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს ცენტრალური გზიდან სოფლის ცენტრებამდე გზების მშენებლობა უნდა დავასრულოთ, ეს დაახლოებით 250 კილომეტრია.
აუცილებელია მთის გზების რეაბილიტაცია, წელს ვერ მოხერხდა და ყველა მთაში ვერ მივედით. ძირეულად და მასიურად დავიწყეთ იმ გზების შეკეთება, სადაც უფრო მეტი ხალხი მოძრაობს, მომავალში უფრო მომზადებულად შევხვდებით სეზონს. დღეს საუბრობენ გზებზე, მაგრამ არც ერთი გზა გაკეთებული არ დაგვხვედრია.
დაბა ხულოში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ის წყალი, რომელსაც ისინი მოიხმარენ, ეკოლოგიურად დაბინძურებულია. რას გააკეთებთ პრობლემის მოგვარებისთვის?
ჩვენ დავიწყეთ დაბაში არსებული წყლის პრობლემების მოგვარება, ჩემი გამგებლობის პერიოდში ვიყიდეთ მილიონნახევრიანი პროექტი, რომელიც დაბასა და მიმდებარე სოფლებში წყლის პრობლემას მოაგვარებს. პროექტის დასრულების შემდეგ 24-საათიანი სუფთა წყალმომარაგება იქნება. სასმელი წყლის პრობლემა დაბასა და მიმდებარე სოფლებში 2015 წელს არ იარსებებს.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ძირითადად ცენტრალური და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერით ივსება. რამდენად საკმარისია არსებული თანხა პრობლემის გადასაჭრელად?
ადგილობრივი შემოსავალი 300 000 ლარია, ხულოს ბიუჯეტი ძირითადად დოტაციაზეა, დღეს არსებული ბიუჯეტი საშუალებას ვერ გვაძლევს ყველა პრობლემა გადაიჭრას. ვფიქრობ, ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, ხელისუფლების მხრიდან ამის თაობაზე თანხმობა არის, მაგრამ რამდენით გაიზრდება ამ ეტაპზე არ ვიცი.
თქვენი გათვლით რამდენით უნდა გაიზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტი?
ქვეყანას რის შესაძლებლობაც აქვს, ამის მიხედვით უნდა განსაზღვრა, თორემ საჭიროება ძალიან ბევრია. იმ რესურს, რაც მოგვეცემა, უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ და რაციონალურად გავხარჯავთ, ისეთ საქმეებში დაიხარჯება ფული, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას წლობით წაადგება.
რა ქონებას ფლობთ?
მაქვს 755 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ბათუმში, ანგისის დასახლებაში და `ტოიოტა რავ-4~ მარკის ავტომანქანა. მყავს ორი შვილი, უფროსი პირველი კურსის სტუდენტია, 50%-იანი გრანტი მოიპოვა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობს, უმცროსი სკოლის მოსწავლეა, მეუღლე პროფესიით გეოგრაფია, მაგრამ ამ ეტაპზე არ მუშაობს.
„სულ ვხედავდი გოგოებს საპლაჟო ფრენბურთში. მეც დამაინტერესა. ლამაზი სპორტია, სხეულს ავითარებს. სიმაღლეში მინდოდა გაზრდა. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რატომაც დავიწყე ფრენბურთის თამაში“, – ამბობს 17 წლის ნატა ცინცაბაძე, რომელიც 13 წლიდან თამაშობს ფრენბურთს.
ხათუნა გიორგაძის შეფასებით, რეგიონში, ზოგადად, სპორტით დაინტერესება შეიმჩნევა, ფრენბურთში კი მაღალი კონტინგენტია.
„ახალგაზრდა თაობას, გოგონებს, ბიჭებს უნდათ სპორტი. ისეთი ტენდენცია მოდის, რომ ხვდებიან სპორტი არის აუცილებელი ატრიბუტი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება ამ საქმეში დიდ როლს მშობლებიც ასრულებდნენ. გარდა ამისა, ფრენბურთი საინტერესო გუნდური შეჯიბრებაა. აქ სწავლობ მეგობრობას, ერთმანეთის გატანას. ჩვენ ყველას ვიღებთ. სანაკრებო გუნდის გარდა გვყავს მოყვარულები. თუკი გუნდი ახალი ჩამოსაყალიბებელია, ამ შემთხვევაში ბავშვი 30 ლარს იხდის. სხვა შემთხვევაში უფასოა. საერთო ჯამში დაახლოებით 100 ბავშვი გვყავს. ზოგს გამოსდის თამაში, ზოგს – ნაკლებად. მაგრამ ჩვენ ვუქმნით პირობებს. სასპორტო სკოლაში შიდა ჩემპიონატებს ვატარებთ მოყვარულებს შორისაც“.
აჭარაში გოგონების ნაკრებ, როგორც კლასიკურ ფრენბურთში, ასევე საპლაჟო ფრენბურთშიცაა. ეროვნულ ნაკრებში კი ბათუმიდან ოთხი ფრენბურთელი გოგოა. „საქართველოში თბილისის შემდეგ ბათუმშია ფრენბურთი ყველაზე მეტად განვითარებული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მათ ვუტოლდებით“, – აღნიშნა ხათუნა გიორგაძემ.
ნატა ცინცაბაძეს რამდენჯერმე აღებული აქვს საუკეთესო მოთამაშის ტიტული. 2012 წელს კი თავის მეწყვილე ნანუკა წოწონავასთან ერთად საპლაჟო ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონიც გახდა. ასევე მეორე ადგილი აქვს ახალგაზრდების ნაკრებს საქართველოს ჩემპიონატზე კლასიკურ ფრენბურთში.
„საქართველოს ნაკრებში ვინც არიან, ისინი ფრენბურთს დიდ დროს უთმობენ, მე ვაპირებ კარიერა სხვა კუთხითაც ავირჩიო. პარალელურად წელს ამერიკაში ვთამაშობდი და ჩემს საფრენბურთო თამაშის განვითარებას ამანაც შეუწყო ხელი. იქ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტი. სპორტი არის პირველი და შემდეგ სხვა დანარჩენი. საზოგადოებაც იქ უფრო მეტადაა სპორტით დაინტერესებული. აქ ხალხი არ მოდის და თამაშს არ უყურებს, იქ მთელი ქალაქი მოვა მხარდასაჭერად“. – ამბობს ნატა ცინცაბაძე.
ნატა ცინცაბაძე სკოლის მოსწავლეა. სამომავლოდ საერთაშორისო ურთიერთობების სწავლას პრაღაში აპირებს. ამბობს, რომ ფრენბურთის თამაშს იქაც გააგრძელებს.
მეგი ქარჩავაც 17 წლისაა. ის ფრენბურთში სკოლის მეშვეობით მოხვდა. ნატასგან განსხვავებით ის მხოლოდ ორი წელია თამაშობს, ქვიშის ფრენბურთი კი, პირველად წელს ითამაშა.
„მეორე სკოლაში გამართულ სასკოლო შეჯიბრებაზე შემამჩნიეს და მოეწონათ ჩემი თამაში. მასწავლებელმა მითხრა, ფრენბურთში მომესინჯა ძალები. ქვიშაზე თამაში შედარებით რთულია, ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გიწევს ხანდახან ბურთის გადაგდება, ხელის შემშლელია მზეც. ძალიან მომწონს ეს სპორტი, მაგრამ არ ვიცი მომავალში გავაგრძელებ თუ არა ფრენბურთის თამაშს. თუმცა სპორტი ჩემთვის მნიშვნელოვანია და მასზე თავის დანებებას არ ვაპირებ“.
მეგი ქარჩავა მძლეოსნობაშიც დადიოდა და რამდენიმე წლის წინ მოყვარულებს შორის სირბილში გამართულ შეჯიბრებაზე პირველი ადგილი მოიპოვა.
აჭარის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა გიორგაძე ამბობს, რომ აჭარას ფრენბურთის საკუთარი ბაზა არ გააჩნია. საპლაჟო მოედანი კი, რომელიც ბულვარში მდებარეობს, სამოყვარულო მოედანია და თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება. ამავდროულად ხათუნა ფიქრობს, რომ ბათუმი საპლაჟო ფეხბურთის მთავარ ბაზად უნდა იქცეს საქართველოში.
„იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმი არის ზღვა, კარგი ადგილი გვიჭირავს საქართველოს ფრენბურთის სამყაროში, საპლაჟო ფრენბურთის ბაზა უნდა იყოს ბათუში. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმელი წყვილია. მესამე ადგილის მფლობელიც ბათუმელი წყვილია. პატარა ასაკშიც გვყავს საქართველოს პრიზიორები. უნდა აღვნიშნო, რომ მხარში გვიდგანან ბათუმის მერია, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი, სასპორტო სკოლა, რომელიც უსასყიდლოდ გვაძლევს დარბაზით სარგებლობის უფლებას. შეგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში ფრენბურთისთვის შესაფერისი ბაზა გაკეთდება.“
როგორც ხათუნა გიორგაძე გვეუბნება, ოქტომბერში ბათუმში საპლაჟო ფრენბურთში აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩების ჩატარებაა დაგეგმილი, რომლის ლიცენზია საქართველოს ფრენბურთის ფედერაციამ მოიპოვა. აღნიშნულ ჩემპიონატზე აღმოსავლეთ ევროპიდან 16 საუკეთესო წყვილი ჩამოვა. ამ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების გუნდები, მათ შორის საქართველოდანაც.
ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის დავით ბაბილოძის ინფორმაციით, ბულვარში ცენტრალური საპლაჟო მოედნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, სადაც გაიმართება ევროპის ჩემპიონატი.
შუამთობა ძირითადად მესაქონლეობასთან დაკავშირებული დღესასწაულია, რომელიც მთაში ყოფნის შუა პეროდს ემთხვევა, სწორედ აქედან მოდის დღესასწაულის სახელწოდებაც – შუამთობა.
შუამთობაზე ყოველ წელს, ტრადიციულად, ეწყობა კულტურული და სპორტული ღონისძიებები და დოღი. შუამთობის ტრადიციაა ქორწილებიც, კურორტ ბეშუმში, სადაც შუამთობას ყველაზე მეტი ადამიანი ესწრება, დღესასწაულზე არაერთ ახალდაქორწინებულ წყვილს ნახავთ.
შუამთობა ბეშუმში ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება.
შუამთობას ყოველ წელს სტუმრობენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანანმდებლო ხელისუფლების პირველი პირები.
ქალბატონო ნარგიზ, როგორ გიკავშირდებიან ბათუმში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტები?
ჩვენ გვყავს ჩვენი კლიენტურა, რომელიც ჩვენთან იყო რამდენიმე წლის წინ, ან ნათესავს გზავნის ეს ხალხი, ან ნაცნობებს, ან თავად ჩამოდიან. არიან შემთხვევითი კლიენტებიც, მეტს არაფერს ვაკეთებთ. ძირითადად უკრაინელები, სომხები და აზერბაიჯანელები არიან. მთავარია, ხალხი მოგეწონოს, ჩვენ ვაქირავებთ ჩვენს საკუთარ ბინას, სათადარიგო ბინები არ გვაქვს, საკუთარ ბინაში კი როცა უშვებ ადამიანს, იქ უკვე აღარაა ლაპარაკი იმაზე, რომ ცოტა მეტს გადაგიხდიან თუ არა, მთავარია როგორი ხალხია.
მე ვცხოვრობ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, დიდი ოჯახი მყავს, შემოსავალი, მოგეხსენებათ, დღესდღეობით რაც არის, ამიტომ იძულებული ვარ ბინა გავაქირავო, ეს მხოლოდ სეზონზე ხდება, დაახლოებით ერთი თვე ან თვენახევარი.
როდის არის ყველაზე აქტიური სეზონი?
აგვისტოში ძირითადად. წელს ამბობენ, რომ ცოტაა ხალხიო და მგონი მართლა ნაკლებია. ჩემი ეზოს მაგალითზე შემიძლია ეს ვთქვა.
შარშან ამ დროს გაქირავებული გქონდათ ბინა?
კი, შარშან ჩვენთან გაცილებით მეტი ტურისტი იყო.
რა მოთხოვნები აქვთ ძირითადად ტურისტებს?
კონდიციონერი, ცხელი წყალი… არის კატეგორია ტურისტების, რომლისთვისაც არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა პირობებს. არის ისეთი კატეგორიაც, რომელიც ყველაფერს უყურებს, ქვეშაგებელს ამოწმებენ, კითხულობენ კონდიციონერი არის თუ არა, ევრორემონტი თუა, ავეჯი…
თუ ფიქრობთ წლიდან წლამდე გააუმჯობესოთ პირობები, რომ უფრო მაღალ ფასად შეძლოთ გაქირავება?
რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა თუ ექნება გამქირავებელს, ის ყოველთვის შეეცდება ამას და ცდილობს მეტ-ნაკლებად რაღაც გააუმჯობოს და მიიზიდოს დამსვენებელი.
თქვენი მეზობლებიც აქირავებენ ბინას?
კი, არის ისეთი ოჯახებიც, სადაც არ მუშაობს არავინ და მათთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს შემოსავალი?
როგორ გითხრათ, რომ ვთქვა პურის ფულია-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ წამლის ფული ნამდვილად არის. დღესდღეობით ისეთი მდგომარეობა მაქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს თანხა.

„ყოველთვის ივლისში ჩამოვდივარ დასასვენებლად. ბინას კერძო სექტორში ვქირაობ, სასტუმროს ვერ ვწვდები. 20 ლარს ვიხდი დღეში, მაგრამ პირობებით არ ვარ უკმაყოფილო. დაახლოებით 800-1000 ლარი მიჯდება ბათუმში დასვენება ორი კვირით. ამბობენ, თურქეთშიც შეიძლება ამ ფასად დასვენებაო, მაგრამ მაინც ბათუმი მირჩევნია,“ – ამბობს ნათია, რომელიც მეოთხე წელია ბათუმში დასასვენებლად თბილისიდან ჩამოდის. მისი დაკვირვებით ფასები ბათუმში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა არც მომსახურების ხარისხი გაუმჯობესებულა. „უბრალოდ, უკვე ვისწავლეთ, სად უნდა მივიდეთ, რომ იაფად ვიკვებოთ და არ მოგვატყუონ. პირველად რომ ჩამოვედი, თანხა არ მეყო და მშობლებს ვთხოვე დახმარება, შემდეგ ასე აღარ მომხდარა. ისე, წელს ბათუმი უფრო მოწყენილი მეჩვენება, შარშან მგონი უფრო მეტი ტურისტი იყო “, – ამბობს ის.
ოფიციალური სტატისტიკა შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა თუ არა ტურისტების რაოდენობა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ჯერ არ აქვთ. აქ ამბობენ, რომ დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა კვლევაზე, თუ რა მეთოდით უნდა დაითვალოს ტურისტების რაოდენობა. „მოგეხსენებათ, კერძო სექტორში განთავსებული ტურისტების რაოდენობის დათვლა ძალიან რთულია, ამიტომაც გვექნება ახალი მეთოდოლოგია და წელს სექტემბრის პირველ რიცხვებში უკვე გვექნება შედეგები“, – ამბობს დემურ დიასამიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
თუმცა, მისი თქმით, აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა რომ გაიზარდა, ამაზე ბათუმის მიმართულებით გასულ წელთან შედარებით გაზრდილი ავიარესების რაოდენობაც მეტყველებს: „სეზონის პიკზე უკრაინიდან გვექნება მინიმუმ 11 ფრენა კვირაში, ანუ დღეში თითქმის ორი ფრენა, გასულ წელს თუ იყო პოლონეთიდან კვირაში ორი ფრენა, წელს მინიმუმ 4 ფრენა იქნება. იგივე შეიძლება ითქვას საკრუიზო ტურიზმთან დაკავშირებით, გასულ წელს თუ 16 საკრუიზო ლაინერი შემოვიდა, წელს მინიმუმ 24 შემოვა, რაც თითქმის ასპროცენტიანი ზრდაა“.
„ფასისა და ხარისხის შეუსაბამობა“, – ასე აყალიბებს აჭარაში ტურისტული სეზონის და, ზოგადად, ბაზრის პრობლემას დემურ დიასამიძე და აქვე იმასაც დასძენს, რომ ეს არა მარტო ბათუმის, არამედ რეგიონის, ქვეყნის პრობლემაა. „საბაზრო ეკონომიკის პირობებში საფასო პოლიტიკაში სახელმწიფო პირდაპირ ვერ ჩაერევა, ვერავის უბრძანებს, თუ რა ფასად უნდა გაყიდოს ხინკალი ან ქაბაბი, ან სასტუმროში რა ფასი უნდა ჰქონდეს“, – ამბობს ის.
ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე წლევანდელი სეზონის წარმატებად ცხრა სამიზნე ქვეყანაში [თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსია, ისრაელი, ყაზახეთი, პოლონეთი და რუსეთი] წარმოებულ სარეკლამო კამპანიას და აჭარის მაღალმთიანეთსა და ბათუმში გახსნილ ტურისტულ ცენტრებს მიიჩნევს, რის შედეგადაც ტურისტული ცენტრების რაოდენობა აჭარაში ცხრამდე გაიზარდა. აჭარის ტურისტული პოტენციალის სარეკლამო კამპანიისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარი დაიხარჯა.
„ჩვენი სამიზნე ჯგუფი არის მეზობელი ქვეყნები, ამ ქვეყნებიდან მარტივად შეიძლება ჩვენთან ჩამოსვლა, კომფორტულად გრძნობენ თავს განსაკუთრებით სომხები და აზერბაიჯანელები, რადგან ენის ბარიერი არა აქვთ. თურქეთიდან კი სტაბილურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ახალი ბაზრები, იგივე ბელორუსია, უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი. ამ ქვეყნებიდან უნდა გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა, რომ არ ვიყოთ ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებული, რადგან თუ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში რაღაც შეიცვალა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა, ეს ჩვენზე არ უნდა აისახოს, ჩვენი ტურიზმი არ უნდა იყოს ერთ ბაზარზე მიბმული“, – ამბობს დემურ დიასამიძე.
ვითარდება თუ არა ტურიზმი აჭარაში იმის გათვალისწინებით, რომ მთავარი პრობლემები, რომლებიც დაბალი ხარისხის სერვისსა და მაღალ ფასს უკავშირდება, წლების მანძილზე უცვლელი რჩება? „ბათუმელებმა“ ამ შეკითხვით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ეკა ბახტაძეს მიმართა. იგი ამბობს, რომ ზოგადად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გატარებული პოლიტიკა სწორია, მაგრამ არსებობს ხელშემშლელი ფაქტორები: „ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობა არ იქნება საკმარისი, თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა არ გაააქტიურეს მუშაობა, ესაა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ძეგლების დაცვა, სისუფთავე პლაჟზე და ასე შემდეგ. აქ საჭიროა ერთიანი, კოორდინირებული მუშაობა. ტურიზმი ყველაფერთანაა კავშირში და მასზე ყველა სექტორი ახდენს გავლენას, იგივე, არამეგობრულად განწყობილი ტაქსის მძღოლიც კი, რომელმაც შეიძლება ტურისტი აეროპორტიდან წამოიყვანოს. ასევე, კერძო სექტორმა უნდა ისწავლოს მარკეტინგი, რა არის მომხმარებლის კმაყოფილება და ამის ხარჯზე მოგების მიღება“.
შეიცვალა თუ არა უკეთესობისკენ სიტუაცია ბოლო ხუთი წლის მანძილზე? ეკა ბახტაძე პასუხობს, რომ პროგრესს ხედავს და შემდეგი მაგალითი მოჰყავს: „ვხედავ უფრო მეტ პოლონელ, უკრაინელ ტურისტს, ვხედავ ბალტიისპირეთიდან ჩამოსულ ტურისტებს… ჩნდება ისეთი სეგმენტი, რომლისთვისაც აჭარის რეგიონი არის საინტერესო. ვხედავ პროგრესს, თუმცა ბევრი რამ აკლია ტურიზმის გავითარებას აჭარაში. მთავარია, ყველა კურორტმა, მათ შორის ბათუმმაც თავისი პოზიცია ნახოს, ამას მარკეტინგში პოზიციონირება ეწოდება, ანუ რატომ უნდა ჩამოვიდეს ბათუმში ტურისტი. აქ ათი დღე უნდა დაისვენო თუ რამდენი, რაზეა ეს ქალაქი გათვლილი…“
ეკა ბახტაძის აზრით, ბათუმი ტურისტულ ბაზარზე ჯერ კიდევ ეძებს თავის ნიშას. „თუ ავიღებთ ანტალიას, ბოდრუმს და ასე შემდეგ, იქ სხვა მომსახურებაა, თურქეთში არის ისეთი ტიპის სასტუმროები, რომლის მსგავსი ჩვენთან საერთოდ არაა. თურქეთში სასტუმროებში ისეა ინფრასტრუქტურა მოწყობილი, სულ რომ არ გავიდეს ტურისტი სასტუმროდან, ის მაინც კმაყოფილია, მსგავსი ინფრასტრუქტურა ჩვენთან საერთოდ არ არსებობს, არც სანაპირო ზოლია იმხელა, ამიტომ შეუძლებელია თანაბარ პროდუქტად განვიხილოთ თურქეთისა და ჩვენი კურორტების მომსახურება. ბათუმს აქვს პოზიციონირება უფრო საქმიანი ტურიზმისთვის, ვიქენდებისთვის – უცხოელი ტურისტებისთვის. შიდა ტურისტები კი რა თქმა უნდა, მოდიან იმისთვის, რომ უფრო ხანგრძლივი დროით დასვენონ“, – ამბობს ეკა ბახტაძე.
შეიცვალა თუ არა აჭარაში ტურიზმთან დაკავშირებული მდგომარეობა ბოლო წლების მანძილზე? „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა იმ ტურისტებს დაუსვა, რომლებიც წლებია ბათუმში ისვენებენ. მათგან უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არა, მცირე ნაწილს კი მიაჩნია, რომ – კი. 21 წლის ნიკა ალასანია ამბობს, რომ წელს უკეთესად ისვენებს ვიდრე შარშან, რადგან მხოლოდ ზღვაზე არ დადის: „მტირალაზე ვიყავით მეგობრები, ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ახლა ხულოში ვაპირებთ კარვებით წასვლას. მეტი ინფორმაცია მაქვს, შეიძლება იმიტომ ვისვენებ უკეთ“.
ნიკა აქვე დასძენს, რომ კარგი იქნება, თუ ინტერნეტში უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ბათუმსა და აჭარაში დასვენებაზე. 34 წლის თამარ ფოფხაძე კი მიიჩნევს, რომ ბათუმში „ბოლო ორი წელია მოწყენილობაა“: „ადრე სულ ტელევიზორში იყო ბათუმი, სიახლეები იყო, სულ ახალი ადგილების ნახვა გვინდოდა. წელს არ ვიცი რა დამხვდება ბათუმში ჩასულს“.