წელს პირველად, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ღონისძიების ფარგლებში, კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისათვის ადგილობრივ დონეზე გახდა შესაძლებელი.
ონკოლოგიურ პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით ტარდება შემდეგი სახის უფასო სამედიცინო–პროფილაქტიკური გასინჯვები: ონკოლოგის, ონკოუროლოგის, ონკოლარინგოლოგის, ონკოგინეკოლოგის კონსუტაციები, ექოსკოპიური გამოკვლევა, ციტოლოგია, PSA –ს განსაზღვრა.
მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას სს “ქ. ბათუმის საზღავაო ჰოსპიტალის “ ექიმები უწევენ. ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა 673 ბენეფიციარს. პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნითჩატარდა კონსულტაციები: ონკოლარინგილოგის – 178 ონკოუროლოგის – 152 ონკოგინეკოლოგის – 157 SPA განსაზღვრა – 121 ციტოლოგია – 42 წლის ბოლომდე მომსახურება გაეწევა კიდევ 927 ბენეფიციარს.