დაავადება, რომელიც ყოველ მესამე ადამიანს აწუხებს

 

ქალბატონო ნატალია, როგორ ჩნდება სოკო ფრჩხილზე?


სოკოსთვის ყველაზე კარგი პირობა არის ნესტი, ამიტომაც უმეტესად იგი ფეხის ფრჩხილზე ჩნდება. როცა პაციენტები დაბანის შემდეგ ფეხს კარგად არ იმშრალებენ, თითებს შორის რჩება ნესტი, რის გამოც ვითარდება სოკო. გარდა ამისა, სოკო შეიძლება გადავიდეს აუზებსა თუ საუნებში ჰიგიენის ნორმების დაუცველობით, სოკოთი დაავადებულის ფეხსაცმლის ჩაცმით. სოკოს წარმოქმნას ხელს უწყობს ბრტყელტერფიანობა და ვიწრო, დახურული ფეხსაცმლის ხშირი ტარება. ასევე, ზოგადად, უხარისხო ფეხსაცმელი და მომატებული ოფლიანობა.

რა შეიძლება იყოს ონიქომიკოზის სიმპტომები?

ამ დროს ფრჩხილის ფირფიტა მუქდება, მოყვი თალო ფერის ხდება, ნელ-ნელა იცვლის რელიეფს, ჩნდება სიცარიელე კანსა და ფრჩხილს შორის. შაბოლოოდ კი ფრჩხილი დეფორმირდება, სქელდება ისე, რომ პაციენტს უჭირს მისი მოჭრა. თუ სოკო ფეხის ტერფზეა, თითებს შორის შეიმჩნევა სისველე და ნახეთქები. ახასიათებს ქავილი, წვა და სიწითლე. ამ დროს პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს დერმატოლოგს.

სოკოს დროს ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, რამდენად უსაფრთხოა ეს?

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დაავადება მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტად მიიჩნევა, რის გამოც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მის მკურნალობას. არასწორი და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, სოკო ერთი ფრჩხილიდან სხვებზე გადადის და ყველა ფრჩხილს აზიანებს. დღეს სოკოს საწინააღმდეგო ბევრი პრეპარატი არსებობს, რომელთაც პაციენტები ფარმაცევტის რჩევით იღებენ. იმისთვის, რომ დაავადება სრულად განიკურნოს, აუცილებელია ექიმთანკონსულტაცია – ჩვენ უნდა შევაფასოთ, თუ რა დონეზეა ფრჩხილი გაფუჭებული, რამდენი ფრჩხილია გაფუჭებული და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სწორი მკურნალობა.

როგორ მკურნალობენ სოკოს?

თუ ფეხზე მხოლოდ ერთი ფრჩხილია გაფუჭებული, მაშინ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი შინაგანი მიღებისთვის არ ინიშნება, მას მხოლოდ გარეგან მკურნალობას ვუტარებთ. თუ ერთ ფრჩხილზე მეტია დაზიანებული, მაშინ ინიშნება მედიკამენტები შინაგანი მიღებისთვის, რადგან ამ დროს დაზიანებულია ფრჩხილის მატრიცა, ანუ ის ნაწილი, საიდანაც ფრჩხილი იზრდება. იქ უკვე ზის სოკო და ახალი ფრჩხილიც გაფუჭებული ამოდის. გარდა სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებისა, პაციენტს აუცილებლად უნდა დაენიშნოს ჰეპატოპროტექტორები, ანუ ღვიძლის დამცავი პრეპარატები და B ჯგუფის ვიტამინები. Pარალელურად ამისა კი, ვიწყებთ გარეგან მკურნალობასაც.

როგორია ონიქომიკოზის პროფილაქტიკა?

იმისთვის, რომ დაავადება ხელმეორედ არ განვითარდეს, სოკოს მკურნალობისას აუცილებელია ფეხსაცმლის დამუშავება. პაციენტმა აბსოლუტურად ყველა ფეხსაცმელი შიგნიდან უნდა დაამუშაოს ბამბითა და ფორმალინის ხსნარით ან ძმრის ესენციით. დამუშავებული ფეხსაცმელი 2-5 დღით უნდა მოთავსდეს ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკებში, შემდეგ კი მზეზე გამოშრეს. ამის შემდეგ პროფილაქტიკისთვის, ერთჯერადად გამოიყენეთ სოკოს საწინააღმდეგო სპრეი, რომელიც აფთიაქებში იყიდება და რომელსაც ექიმის დანიშნულება არ სჭირდება. მან, ვინც აუზზე და საუნაში დადის, აუცილებელია ფრჩხილზე წაისვას სოკოს საწინააღმდეგო სპეციალური ლაქი, რომელიც ასევე აფთიაქებში იყიდება. თერფის სოკოსგან დასაცავად კი ასეთ ადგილებში უნდა ატარონ არა თითში გასაყრელი ლასტები, არამედ ცხვირდახურული რეზინის ჩუსტი. მან, ვინც აუზზე და საუნაში დადის, აუცილებელია ფრჩხილზე წაისვას სოკოს საწინააღმდეგო სპეციალური ლაქი, რომელიც ასევე აფთიაქებში იყიდება. ტერფის სოკოსგან დასაცავად კი ასეთ ადგილებში უნდა ატარონ არა თითში გასაყრელი ლასტები, არამედ ცხვირდახურული რეზინის ჩუსტი.

რატომ არ არის სასურველი ხორცზე უარის თქმა

 

 

რა ვიტამინებს შეიცავს ხორცი და რას იწვევს მათი დეფიციტი ორგანიზმში?


ხორცი მდიდარია B ვიტამინით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმითა და ფოსფორით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომელსაც იგი შეიცავს, არის B12. იგი საჭიროა კუნთებისა და ძვლების შენების, ენერგიისა და იმუნიტეტის, ასევე სისხლწარმოქმნის პროცესის შენარჩუნებაში. ვიტამინი B12 საუკეთესო საშუალებაა ზრდის პროცესში მყარი მყესებისა და კუნთოვანი მასის ჩამოყალიბებისთვის. ხორცი შეიცავს ასევე B1 ვიტამინს. იგი მონაწილეობს ნახშირწყლოვანი ნივთიერებების ცვლაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წონის მატებისა და დიაბეტის დროს, ასევე ზრდისა და უჯრედთა განახლების პროცესში. ვიტამინი B1, შეიძლება ითქვას, ტვინის მკვებავია, ის საჭიროა მახსოვრობის გასაუმჯობესებლად, სწავლის პროცესში, ნევრალგიური ტკივილისას, ენერგიის დაქვეითებისა და ფსიქოემოციური გადატვირთვისას. ვიტამინი B1 ასევე მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში. იგი ერთ-ერთი ვიტამინია, რომელიც ანემიის სამკურნალოდ გამოიყენება.

ხშირად ისმის მცდარი აზრი, თითქოს ხორცის ჩანაცვლება შეიძლება ნახევარფაბრიკატებით, როგორიცაა: სოსისი, ძეხვი და სხვა. სხვადასხვა მიზეზის გამო განსაკუთრებით ეს ტენდენცია ხშირია ბავშვთა კვების დროს. ნახევარფაბრიკატები მკვეთრად განსხვავდება ხორცისაგან, როგორც შემადგენლობით, ასევე ორგანიზმზე გავლენით.
მშობლებისთვის გასათვალისწინებელია ეს არასასურველი ფაქტორი, რათა სხვადასხვა ტიპის ავიტამინოზის, ზრდა-განვითარებისა და კუჭნაწლავის დაავადებათა გარდა არ მოხდეს ბავშვებში სიმსუქნის ხელშეწყობა.


შესაძლოა თუ არა ვეგეტარიანული და ვეგანური კვებისას ორგანიზმმა საჭირო ნივთიერებები სხვა პროდუქტებიდან მიიღოს?


ვეგეტარიანული კვება არასრულფასოვანია ორგანიზმისთვის. ხორცის შეზღუდვით ორგანიზმს აკლდება ცილა, ასევე ზოგიერთი შეუცვლელი ამინომჟავა, ფერმენტი და ნივთიერება. ამ დროს ალტერნატიული პროდუქტის მიღება, მაგალითად, მცენარეული ცილები და ცხიმები, სრულად არ აკმაყოფილებს ორგანიზმის საჭიროებას. ვეგეტარიანული კვებისას რკინის ნაკლებობის გარდა ხშირია კალციუმის ნაკლებობა და მაღალია ოსტეოპოროზის რისკი, რადგან ცილის გარეშე მცენარეული კალციუმის შეწოვა გაძნელებულია. თუ ვეგეტარიანელი ყოველდღიურად იღებს რძის პროდუქტს, მისი ორგანიზმი უზრუნველყოფილია ხორცისგან განსხვავებით უფრო სუფთა ცილოვანი პროდუქტით, მაგრამ რკინის დეფიციტისგან დაზღვეული არ არის. კიდევ უფრო რთული საკითხია ვეგანობა, ანუ ცხოველური წარმოშობის პროდუქტის სრულად გამორიცხვა. ცილა არის ის მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც მიმართავს ორგანიზმში არსებულ ჰორმონებს, მიკროელემენტებსა და ვიტამინებს საჭირო მიმართულებით. ცილის დეფიციტისას მათი უმრავლესობა ხდება არააქტიური, იწყება ზოგადი შეშუპება, სხვადასხვა ნივთიერებათა ცვლის შენელება, ჰორმონალური დარღვევები, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის, სასქესო ფუნქციის მოშლა, უშვილობა, კუნთოვანი მასის კლება, ზოგადი სისუსტე და გამოფიტვა.

რამდენად უსაფრთხოა ხორცისა და რძის პროდუქტების შემცირება ბავშვებისა და ორსულების რაციონში?

ხშირად მოზარდები, პირადი შეხედულებების გამო თუ წონის კლების მიზნით ხორცის და რძის პროდუქტების მიღებას ზღუდავენ, რის გამოც ხშირია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები, ზრდაში ჩამორჩენა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ფსიქო-ემოციური ლაბილურობა. ცილოვანი პროდუქტის ნაკლებობისას ორგანიზმს აკლდება ენერგია, რისი აღდგენაც ნახშირწყლოვანი პროდუქტით (პურ-ფუნთუშეული,შოკოლადი) ხდება. ეს ყოველივე ხელს უწყობს კუნთოვანი მასის კლებასა და ცხიმოვანი მასის განვითარებას, რის გამოც მატულობს სიმსუქნის შემთხვევები. ვეგეტარიანული კვება განსაკუთრებით არასასურველია ორსულებში, იგი აფერხებს ნაყოფის გულის კუნთის,
ნერვული და სხვა სისტემების ჩამოყალიბება-განვითარებას. ვეგეტარიანელობის, მით უფრო ვეგანობის შემთხვევაში, აუცილებელია ორსულობის მართვა ექიმის რეკომენდაციებით.

ხშრად გვესმის, რომ ხორცის ამოღება რაციონიდან ახანგრძლივებს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უნარჩუნებს მას. ეს რამდენად მართალია?

საკამათო საკითხია თითქოს მხოლოდ ვეგეტარიანელობა გვინარჩუნებს ჯანმრთელობას. ორგანიზმს აქტიური, ჯანსაღი ცხოველქმედებისათვის ბალანსირებული კვება ესაჭიროება. ესაა – 45-65% ნახშირწყლები (ხილი, ბოსტნეული და სხვა), 20-30 % ცხიმები (მცენარეული, რძის პროდუქტი, ხორცი) და 10-35 % პროტეინები (ბოსტნეული, რძის პროდუქტი, ხორცი). ყველა სხვა ცვლილება არაჯანსაღია და არასრულფასოვანი. საკვები რაციონის ბალანსირება მარტივად შემდეგნაირად შეიძლება: ხორცეულიდან შევარჩიოთ მხოლოდ უცხიმო ხორცი ან თევზი. კვირაში რამდენიმე დღე იგი მთლიანად ჩავანაცვლოთ რძის პროდუქტით. მივირთვათ მეტი ბოსტნეული. მივირთვათ ხილი.
დაუშვებელია მხოლოდ ცილოვანი პროდუქტით კვებაც. პროდუქტების უმრავლესობა ცილასთან ერთად და დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს (არაჟანი, ღორისა და ცხვრის ხორცი, ცხიმიანი ყველი). დიდი რაოდენობით ცხიმი ხელს უშლის ძვირფასი მოკროელემენტების შეწოვას, მათ შორის კალციუმის. გადაჭარბებული ცილოვანი კვება (მაგალითად, თვითნებური დიეტა) იწვევს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას. უპირატესად ხორცის მოყვარული ადამიანისათვის იზრდება ქოლესტერინის დაგროვების საშიშროება და ათეროსკლეროზის რისკი. ათეროსკლეროზი კი გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაზიანებით ვლინდება, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი და ინფარქტი.

 

როგორ შეიძლება ამ პროდუქტებით გამოწვეული დანაკლისის შეივსოს იმ ადამიანებმა, რომლებიც ხორცსა თუ ცხოველურ პროდუქტებს სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ჭამენ?

ხორცის აუტანლობის შემთხვევაში, ან რელიგიური მიზეზით შეზღუდვისას საჭიროა B ჯგუფის კომპლექსური ვიტამინების მიღება. ამ დროს მნიშდვნელოვანია ისეთი პროდუქტის მიღება, რომელიც შეიცავს  B ჯგუფის ვიტამინებს და რკინას, ასევე იმ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ რკიინს შეწოვას. ასეთებია მარცვლეული, ბურღული, ჭარხალი, ბადრიჯანი, ხილიდან – ვაშლი, ბალი, ალუბალი, ბროწეული, ციტრუსი, ქიშმიში. ლობიოს მარცვალი ცილოვანი და ამავე დროს ნახშირწყლების შემცველი პროდუქტია. იგი თითქმის ხორცს უტოლდება ცილის შემცველობით. თუმცა, კალორიულობის გამო  კვირაში ერთი ჭიქა ლობიოს მარცვალი არის რეკომენდებული. განსაკუთერებით მნიშვნელოვანი მარცვლეულია ოსპი. იგი ლობიოზე მეტად მდიდარია როგორც ცილით, ასევე რკინით და B ვიტამინით. ამასთან, ლობიოსგან განსხვავებით არ იწვევს მეტეორიზმს და კარგი ამტანობა აქვს. ოსპის მიღება შეიძლება წვნიანში, ცალკე მოხარშული სახით, ან სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად. ასევე სასარგებლოა წიწიბურა, როგორც ცილოვანი და B ვიტამინების შემცველი პროდუქტი. ოსპიც და წიწიბურაც  ხანგრძლივად უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნერბას. რაც შეეხება ზოგადად რკინის პრეპარატების მიღებას, ამას  ნებისმიერ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს. რკინის პრეპარატების მიღებაც ან ხორცის შეზღუდვის შემთხვევაში ორსულობის მართვა, უნდა მოხდეს სპეციალური კვლევით და კონკრეტული მითითებებით ექიმის მიერ.

ქალთა საერთაშორისო ტურნირი პლაჟის ფრენბურთში

 

 

ტურნირში მონაწილეობს მიიღებენ მოწვეული  გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ( თბილისი, ბათუმი, სამტრედია, დუშეთი, ბოლნისი, ქუთაისი, დიდი ჯიხაიში, თეთრიწყარო, საჩხერე, რუსთავი) და უცხოეთიდან ( თურქეთის რესპუბლიკა, სომხეთი).

 

გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები შესაბამისი დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

 

ჩემპიონატი  ბათუმის საპლაჟო ფრენბურთის მოედანზე გაიმართება.

 

ვის ეკუთვნის რეგიონული მედია?

 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რეგიონული მედიასაშუალებების მფლობელობა არის გამჭვირვალე – ” არც ერთი მედიასაშუალების მლობელი არ იმალება ოფშირული კომპანიების მიღმა, თუმცა ფინანსური სტაბილურობის კუთხით რჩება გარკვეული პრობლემები. ტელემაუწყებლები სარეკლამო ბაზრის 4%-ს იკაებენ, ხოლო რადიომაუწყებლები ეროვნული სარეკლამო ბაზრის 3%-ს, რაც დაბალ მაჩვენებელად ითვლება და ეს რეგიონალურ მედიასაშუალებებს, ფინანსური სტაბილურობის მხრივ პრობლემებს უქმნის და ბუნებრივია ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე, მედიასაშუალებებს ძალიან გაუჭირდებათ იყონ მიუკერძოებლები” – ამბობს ანა დაბრუნდაშვილი, კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი.

ანგარიშის მიხედვით ბაზრის კონცენტრაციის მდგომარეობა, შეშფოთების საფუძველს არ იძლევა და დღეის მონაცემებით, პოლიტიკურად აქტიური სუბიექტები არც ერთ მედიასაშუალებას არ ფლობენ, არ აკონტროლებენ და არც აფინანსებენ. თუმცა კვლევის ერთ ერთი თანაავტორის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე მედიასაშუალება მუნიციპალიტეტებთან და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” იყო დაკავშირებული.

 

ანგარიშში ოცამდე რეგიონული ტელეკომპანიის, ხუთი ადგილობრივი რადიო სადგურის, ათამდე რეგიონული გაზეთისა და ონლაინ მედიასაშუალების საკუთრებისა და პროგრამირების საკითხებია განხილული. ანგარიში ასახავს მფლობელობის მდგომარეობას 2014 წლის 30 აპროილის მონაცემებით.

ანგარიშის სრულად სანახავათ, გადადით ბმულზე.

საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესყიდვა 4 აგვისტომდე დასრულდება

 

 

2014 წლის 5 ივნისს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში წიგნების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს ,,ლამპარი-99“ გამოავლინა (სატენდერო განცხადება).

 

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 63 388 ლარს შეადგენს. მომსახურების შესრულების ვადად 40 კალენდარული დღე განისაზღვრა.

 

აღნიშნულ ქვეპროგრამას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს.

სპორტული ფესტივალი ნებისმიერი მსურველისთვის

არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვისპირა პარკში არსებულ მოედნებზე, მაგიდის ჩოგბურთსა და სამოყვარულო ხელბურთში  მონაწილეთა რეგისტრაცია დილის 11:00 სთ-დან დაიწყება, ხოლო შეჯიბრებები 12:00 სთ-დან აიღებს სტარტს და პარალელურად წარიმართება, რის შედეგადაც რეგიონალური ჩემპიონები გამოვლინდებიან.

მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ერთეულთა თანრიგში იმართება, სადაც მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ქალ და ვაჟ მოყვარულებს შეუძლიათ.

რაც შეეხება სამოყვარულო ხელბურთს, სპორტის ამ სახეობაში ასეთი მასშტაბური შეჯიბრებები საქართველოში პირველად ტარდება და აქაც მონაწილეთა შორის გენდერული ბალანსია დაცული: თითო გუნდი ორ-ორი ვაჟი და ქალი მოყვარულით უნდა იყოს დაკომპლექტებული, სადაც მონაწილეთა შერჩევა ასევე თავისუფალი პრინციპით ხდება.

საფესტივალო დღე მინი ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთის ლიგის V ტურის მატჩებით დასრულდება. ამ ტურამდე, 10 ქულით ლიდერი სამტრედიაა, რომელსაც კვალში მოყვებიან ბათუმური გუნდები. „ბათუმის წყალი“ 9 ქულით მეორეა, ხოლო ბათუმის „ბათუმს“ 8 ქულით მესამე პოზიცია უკავია. პლეიოფში გამსვლელ მეოთხე ადგილს კი 7 ქულით ჯერჯერობით ოზურგეთელები იკავებენ.

20 ივლისს საქართველოს ჩემპიონატი მინიფეხბურთში შემდეგ საათებზე და გუნდებს შორის გაიმართება:

16:00  GM- ჭიათურა (ჭიათურა) – მფკ ლაზიკა (ზუგდიდი)

17:00  მფკ ოზურგეთი – კრედო (ქუთაისი)

18:00  მფკ ბათუმი (ბათუმი) – მფკ ზესტაფონი

19:00  მფკ სამტრედია – ბათუმის წყალი (ბათუმი)

ფესტივალი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივიტა და მხარდაჭერით და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს საქართველოში სამოყვარულო სპორტის განვითარებას, მასობრიობის ზრდას, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირებას და მის პოპულარიზაციას. ბათუმი, ზესტაფონის, რუსთავის, ოზურგეთის და დუშეთის შემდეგ,  რიგით მეხუთე ქალაქია, რომელიც საფესტივალო ღონისძიებებს უმასპინძლებს.  ფესტივალის დასკვნითი, ფინალური ეტაპი 26-28 სექტემბერს, საზღვაო საკურორტო ზონაში გაიმართება.

 

მომზადებულია

სპორტული ფესტივალი „საქართველო: 2014“-ის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით

მონოპიესების ფესტივალი ბათუმში

 

პროექტის საწყის ეტაპზე, საქართველოს ხუთი ქალაქიდან შერჩეული თითო დრამატურგი ფესტივალისთვის მონოპიესებს გამოაგზავნის. ამის შემდეგ, იგივე ქალაქებიდან დრამატურგის მიერ წინასწარ შერჩეული თითო რეჟისორი და მსახიობი დაბინავდება საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ბაზაზე არსებულ დასასვენებელ კომპლექსში, სადაც დაიწყება ერთობლივი სამუშაო პროცესი სპექტაკლების მომზადებისთვის.

სპექტაკლები ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.

 

ხელოვნების მუზეუმში ვანო აბულაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

 

 

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი, რომლებზეც ასი წლის წინანდელი ბათუმია ასახული.

 

გამოფენა 15 აგვისტომდე გაგრძელდება.

ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა უამინდობის გამო გადაიდო

 

 

ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა 18 და 19 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა წვიმის გამო ბაზრობა გადაიდო და ის მზიანი ამინდის გამოსვლისთანავე განახლდება. ბაზრობის ზუსტი თარიღი სულ მალე, პროექტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება.

ინოვაციების ბანაკი ახალგაზრდებისთვის

 

ინოვაციების ბანაკის მიზანი,  საქართველოს მასშტაბით ინოვატორების აღმოჩენაა.

 

„6 დღის განმავლობაში აქტიური მუშაობით შევქმნათ ინოვატორების კავშირი, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ინოვაციურ განვითარებას. ბანაკში მოეწყობა პირველი “Make-a-Thon” საქართველოს ისტორიაში. სადაც ტექნიკური, ჰუმანიტარული და ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტები იფიქრებენ ახალ იდეებზე და პროექტებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს,“ – ნათქვამია „ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

ინოვაციების ბანაკი 16-21 აგვისტოს გაიმართება. ბანაკში მოხვედრა 18 დან 23 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს შეუძლიათ. ორგანიზატორი “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო” და “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრია”.

 

დამატებითი ინფორმაცია ინოვაციების ბანაკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

 

ბათუმის საკრებულო კომისიის თავმჯდომარეებს ირჩევს

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საკრებულოში  საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ნინო ბერაძის კანდიდატურა წარადგინეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა.  

 

„სამი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს,“ – განაცხადა სხდომაზე  ჯუმბერ კახიძემ.

 

საკრებულოს თავმჯდომარე  ირაკლი ჭეიშვილი დაინტერესდა როგორ მიიღო სამმა დეპუტატმა გადაწყვეტილება, როცა დარბაზში ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ორი დეპუტატი იყო.

„დამირეკა,“ – ასე უპასუხა ჯუმბერ კახიძემ  საკრებულოს თავმჯდომარის  კითხვას. 

 

 ხმათა უმრავლესობით  ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ნინო ბერაძე აირჩიეს. 

 

საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე საკრებულომ  დიმიტრი დარჩია აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა 22-მა დეპუტატმა მიიღო. დარჩიას კანდიდატურას მხარი 21-მა დაუჭირა. 

 

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე თენგიზ აფხაზავას კანდიდატურა წარადგინეს. საკრებულომ აფხაზავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა და იგი 22 ხმით კომისიის თავმჯდომარე გახდა.  

 

საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარედ  ლაშა სირაბიძე აირჩიეს. 

 

საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ლევან კინწურაშვილი აირჩიეს. 

 

 

რამდენს იშოვი 20 ლარით? – პროექტი ახალგაზრდებისათვის

 

ბიზნეს მარათონი “20=200”   ბიზნეს ინკუბატორის ერთგვარი სიმულაცია, რომელიც ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს პრაქტიკაში გამოსცადონ საკუთარი იდეა.

 

ბიზნეს მარათონში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს  ნებისმიერი საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეს და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს. პროექტის ფარგლებში, 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ   ბიზნეს მარათონში. მათ ევალებათ, შეიმუშაონ ბიზნეს იდეა, რომლის საშუალებითაც საწყის კაპიტალს – 20 ლარს  გაზრდიან მინიმუმ 200 ლარამდე და დააგროვებენ ყველაზე დიდ მოგებას. მარათონი იმართება სპეციალურად  შერჩეულ ადგილზე, დილის 10:00–დან საღამოს 22:00 საათამდე.  გუნდებს უფლება აქვთ დღის  განმავლობაში შემოსული თანხა ჩააბრუნონ წარმოებაში და დღის განმავლობაში ადგილზევე შექმნან პროდუქტი.

 

ბიზნეს იდეის საწყისი კაპიტალი განსაზღვრულია 20 ლარით. ეს თანხა მონაწილე გუნდს გადაეცემა მარათონის დაწყებამდე 3 დღით ადრე და ეძლევა დრო საჭირო ნივთებისა და პროდუქტის შესაძენად.

 

გამარჯვებულია ის გუნდი, ვინც დღის ბოლოს ყველაზე მეტ მოგებას დააგროვებს. პირველ ადგილას გასული გუნდი საკუთარ მოგებასთან ერთად იღებს სხვა გუნდების მოგების10%-ს, მეორე ადგილზე გასული – 7% და მესამეზე – 3%.გუნდს დამარცხების შემთხვევაშიც კი ხვდება თანხა – მისი მოგების 50%. ყოველი მონაწილის მოგების 30% მიდის პროექტის საორგანიზაციო ფონდში.

 

აპლიკაციები მიიღება 25 ივლისის ჩათვლით.

 

გუნდების რაოდენობა შეზღუდულია, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ  სარეგისტრაციო ფორმა მისამართზე:

https://docs.google.com/forms/d/1zGXyJJryCfDVYNfmZmyd0MA_uZeqpB_TLPubhDSEvww/viewform 

 

პროექტის მუდმივი მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო” და საქართველოს უნივერსიტეტი. პროექტი  2013 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დასახელდა წლის საუკეთესო ახალგაზრდულ პროექტად.

 

რა ღირს სასტუმრო ბათუმში ტურისტულ სეზონზე

სასტუმრო „რიცა“ ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს. ორადგილანი ნომრის ფასი აქ  120-130-150  ლარია.

ინასარიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ევრაზიაში“ ორ ადგილიანი ნომრის ფასი 100 ლარია.

სასტუმრო „მარინაში“, რომელსაც საკუთარი აუზი და ფიტნეს ცენტრიც აქვს, ორ ადგილიანი ნომრის ფასი ივლისში 160 ლარია, თუმცა ფასი აგვისტოში გაიზრდება და 200 ლარს მიაღწევს. „მარინაში“ აგვისტოში არ იფუნქციონირებს აუზი.

სასტუმრო „პრესტიჟში“ ორადგილიანი ნომრის ფასი  100-120 ლარია, აქ ამბობენ, რომ ასლარიანი ნომრის ფასი აგვისტოში 120 ლარი იქნება.

რაც შეეხება ისეთ სასტუმროებს, როგორიცაა „შერატონი“, „რედისონი“ და „ინტურისტი“ და ახალგახსნილი „დივან სუიტი“ , აქ ფასები კიდევ უფრო მაღალია.

დღეს მონაცემებით  სასტუმრო „შერატონში“  ორადგლანი ნომრის ფასი 265 დოლარია,  „რედისონში“  – 248 დოლარი,  „ინტურისტში“ – 215 დოლარი , ხოლო „დივანში“ – 180 დოლარი.

საკრებულოს ახალი წევრების გამოცდილება და ქონება – ნაწილი მეორე


ნინო ბერაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ კვოტით შევიდა. 2006 წლიდან დღემდე ის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უცხოეთში სტაჟირების პროგრამის კოორდინატორად მუშაობს. ნინო ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. 2000-2001 წლებში ევროპის რეგიონთა ასამბლეასთან ურთიერთობის ბიუროში, 1990-1997 წლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ენის პედაგოგად, 1998 წელს კი აჭარის უმაღლეს საბჭოში თარჯიმნად მუშაობდა.

 

ნინო ბერაძე დასთან ერთად ფლობს მშობლების სახლს ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე. სხვა ქონება, მიწა, ბინა ან მანქანა მის სახელზე არ ირიცხება. „მეტს მართლა არაფერს ვფლობ, მშობლების სახლსაც ახლა ვიფორმებ“, – ამბობს ნინო.

 

საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ შედის ლაშა სირაბიძე. ის აღმაშენებლის დასახლების მაჟორიტარულ ოლქში იყო წარდგენილი. პროფესიით ეკონომისტია და 2014 წლიდან აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში უფროსის მოადგილედ მუშაობს. ამ სამსახურში ჯერ ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და მალევე მოადგილედ დაწინაურდა. მედია მაშინ ლაშა სირაბიძის დაწინაურების მიზეზად იმას განიხილავდა, რომ ის არჩილ ხაბაძის ცოლის ახლო ნათესავია. 2010-2011 წლებში ლაშა სირაბიძე შპს „ზანდურის“, უფრო ადრე კი შპს „იბერიის ნავიგაციის“ მენეჯერი იყო.

 

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლაშა სირაბიძის ძირითადი ქონება ავტომობილებია. ის სამი ავტომანქანის –  BMW – BAO 111, Mercedes Benz – ZIM 869,  OPEL – BAG 180 – მფლობელია. სხვა ქონება დეკლარაციაში მისი და მისი ოჯახის წევრების სახლზე არ ფიქსირდება. წინა წლის სახელფასო შემოსავლის გრაფაში ლაშა სირაბიძემ 19 446 ლარი მიუთითა.

 

განსხვავებული ინფორმაცია იძებნება საჯარო რეესტრის მონაცემებში. ამ უწყებას ლაშა სირაბიძემ 2012 წელს 1401კვ/მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და 179,20კვ/მ შენობა-ნაგებობის საკუთრებაში დარეგისტირების თხოვნით მიმართა. „ბათუმელებთან“ ის ამბობს, რომ ეს ნაკვეთი გაასხვისა, თუმცა რეესტრში გასხვისების შესახებ არაფერი ჩანს. რეესტრის მონაცემებით, 2009 წელს ლაშა სირაბიძემ დედის, თალიკო ბაკურიძის სახელზე ტაბიძის ქუჩაზე 500 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობი დაარეგისტრირა. რეესტრის მონაცემებში ფიქსირდება ისიც, რომ ეს ფართობი „ტაო პრივატ ბანკის“ მიერ იპოთეკით არის დატვირთული. ლაშა სირაბიძის ინფორმაციით, ეს ქონებაც გაყიდული აქვს. ლაშა სირაბიძის სახელზე არ არის გაფორმებული საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

 

კობა ჩხეიძემ რუსთაველის უბნის მაჟორიტარული ოლქი მოიგო, პროპორციულ სიაში ის მეოთხე ნომერი იყო. კობა ჩხეიძე 2013 წლიდან აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობს. ის ჯერ მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, შემდეგ სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის უფროსი იყო. ახლა მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველია.

 

2008-2012 წლებში კობა ჩხეიძე შპს „Adjarian Tobacco-ს დირექტორის ასისტენტად მუშაობდა. მას დამთავრებული აქვს უკრაინის ნიკოლაევის სახელობის გემთმშენებელი ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი; ბათუმის სუბტროპიკულ ნაყოფთა შენახვა-გადამუშავების სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ტექნოლოგიური ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგიისა და ბიზნესის ორგანიზაციის ფაკულტეტი, კვების მრეწველობის ბიზნესის მართვის სპეციალობით. 2005-2006 წლებში – თბილისის პოლიტიკური სკოლა.

 

კობა ჩხეიძის სახელზე უძრავი ქონება არ იძებნება. ბინა ლუკა ასათიანის ქუჩაზე, რომელშიც ის ცხოვრობს, მამის საკუთრებაა.

 

ახალი მოწვევის თვითმმართველობის ორგანოს წევრი იქნება ექიმი თემურ ორაგველიძეც. ის 2011 წლიდან დღემდე ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ქირურგიული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად მუშაობს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თემურ ორაგველიძე ბათუმში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე ფლობს 193კვ/მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს და 195.60 კვ/მ შენობა-ნაგებობას. ეს მისამართი ბიოგრაფიულ მონაცემებში თემურ ორაგველიძეს საცხოვრებელ ადგილად აქვს მითითებული.
საკრებულოს წევრი გახდება მერიის ყოფილი რწმუნებული თეიმურაზ ბასილაძეც. ის კახაბრის უბანში მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი. თეიმურაზ ბასილაძეს თავის ბიოგრაფიულ მონაცემებში უწერია, რომ ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის გარდა, სადაც მან ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო, თბილისის მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტი დაამთავრა, პოლიტეკონომიის სპეციალობით.
თეიმურაზ ბასილაძის ბიოგრაფიულ მონაცემებში ნათქვამია, რომ 1991 წელს ის კახაბრის საბჭოს საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე იყო, 1988 წელს- მოსახლეობის აღწერის სექტორის ხელმძღვანელი.2012 წელს კი საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთი კოორდინატორი იყო ქართული ოცნებიდან.

 

 

თამაზ ბასილაძის შრომითი გამოცდილება 1967 წელს „აჭარგაზში“ ზეინკლობით იწყება. შემდეგ იყო სამშენებლო ტრესტის მშენებელი და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის სკოლის პედაგოგია. ნამუშევარი აქვს კახაბრის სკოლის პედაგოგად, ენერგოკომპანიაში ინჟინერ-ელექტრიკოსად. 2013 წლიდან კი კახაბრის რწმუნებულია.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თეიმურაზ ბასილაძე ფლობს 2119 კვ/მ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთს სოფელ მეჯინისწყალზე. ის და მისი ოჯახის წევრები თანასაკუთრებაში ფლობენ ასევე 1693 კვ/მ მიწის ნაკვეთს ბათუმში, კახაბრის უბანში.

 

საკრებულოს წევრი გახდება ირაკლი მიქელაძეც. მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლას ბათუმის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მისაღებად აგრძელებს. ბოლოს ის პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის შტაბში მუშაობდა, და ყოველთვიური ხელფასი 600 ლარი ჰქონდა. 2011-2012 წლებში ირაკლი მიქელაძე მუშაობდა აჭარა-გურიის სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებლის თანამდებობაზე, აქ მას ხელფასის სახით ყოველთვიურად 1040 ლარი ჰქონია.

 

ირაკლი მიქელაძემ 2008-2010 წლებში დააფუძნა ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა სტუდენტები“, ამ ორგანიზაციის მიზანი „სტუდენტების უფლებების დაცვა და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება“ იყო.

 

ბიოგრაფიულ მონაცემებში ირაკლი მიქელაძე მიუთითებს, რომ კარგად მეტყველებს და წერს ქართულად, ასევე ინგლისურად.
ირაკლი მიქელაძის სახელზე რეესტრში კიდევ ერთი ორგანიზაცია იძებნება, ეს არის არასამეწარმეო იურიდიული პირი „საქართველოს გაერთიანებული ახალგაზრდობა“.

 

საკრებულოს წევრი გახდება ვაჟა რამიშვილიც. ის ხიმშიაშვილის უბნის მაჟორიტარია. პროფესიით იურისტია, დამთავრებული აქვს ასევე ბათუმის სავაჭრო ტექნიკუმი საქონელმცოდნის კვალიფიკაციით. ვაჟა რამიშვილს ნამუშევარი აქვს საგადასახადო ინსპექციაში სპეციალისტად, ბათუმის რესპუბლიკურ ბანკში კონტროლიორად, 2013 წლიდან დღემდე კი მერიის ხიმშიაშვილის უბნის რწმუნებული იყო.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით ვაჟა რამიშვილი ფლობს 103 კვ/მ ბინას ბათუმში და 1064.70 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს ბათუმში, ასლან აბაშიძის #3-ში. რეესტრის მონაცემით ნაკვეთი „ბითიეი ბანკში“ იპოთეკითაა დატვირთული.

ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა ბათუმში

 

 

„ადამიანებს, რომლებიც ძალიან ლამაზ რაღაცებს აკეთებენ, გაუჩნდათ შანსი მოვიდნენ, აჩვენონ და გაყიდონ ის, რასაც აკეთებენ. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად იქნება მუსიკალური გაფორმება და  პანტომიმა,“ – ამბობს ბექა.

 

 

„მეც და ჩემი მეგობრებიც ნამუშევრებს ხელით ვქმნით. გადავწყიტეთ ყველა ერთად შეგვეკრიბა და გამოფენა-გაყიდვა მოგვეწყო. დღესასწაულივით გაგვეკეთებინა  ბათუმში. აღმოჩნდა, რომ ამისათვის რეალურად არაფერი არ გვჭირდება გარდა ადგილისა და ადგილიც  მერიამ გამოგვიყო ერას მოედანზე. ზოგი თავის ნამუშევრებს მხოლოდ გამოფენს, ზოგი გამოფენს და გაყიდის. იმ ადამიანებს, ვინც ხელით ქმნის ნამუშევრებს, არ აქვთ ხელშეწყობა, თუ მაღაზიაში არ ჩააბარეს და რაღაცა საიტებზე არ იწვალეს. ჩავრთე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი. ფეისბუქზე, ნაცნობებში ვეძებდით. 25 ადამიანამდე არის ჩართული ამ პროექტში. გამოფენაზე იქნება სუვენირები, ყელსაბამები,“ – ამბობს თაკო მასალკინი, ბაზრობის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

 

 

„ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ეს გამოფენა. აქამდე არასდროს მიმიღია გამოფენაში მონაწილეობა და მაინტერესებს ხალხი რამდენად დაინტერესდება იმით, რასაც ვაკეთებ. ბაზრობაზე ჩემს თოჯინებსა და წიგნის სანიშნებს გამოვიტან,“ – ამბობს სალომე გეგეშიძე, ბაზრობის ერთ-ერთი მონაწილე.

 

 

გამოფენა-გაყიდვა 18-19 ივლისს 12 საათზე დაიწყება და საღამოს ცხრა საათამდე გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, ფასები იქნება ხელმისაწვდომი და ნამუშევრების შეძენა ყველას შეეძლება.

 

ქობულეთში ნავთობბაზის მშენებლობა იგეგმება

 

ნავთობრეზერვუარი მდინარე აჭყვიდან 200 მეტრში, ხოლო ზღვიდან 1300 მეტრში, თავისუფლების ქუჩაზე შენდება. თავისუფლების ქუჩა #23ა/27ა-ში ამჟამად მიწისზედა რეზერვუარებია განლაგებული. საწარმოს სამი ცალი, თითოეული 2000 მ3 მოცულობის ვერტიკალური რეზერვუარების მშენებლობა აქვს დაგეგმილი. თუმცა მშენებლობის ნებართვა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან ჯერ არ მიუღია.

 

გარემოზე ზემოქმედების ანგარიში კომპანიამ განსახილველად უკვე წარმოადგინა.  ანგარიშის მიხედვით, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ტერიტორია არ არის მგრძნობიარე. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილი, სადაც ახალი რეზერვუარები უნდა აშენდეს, უკვე არსებული ნავთობბაზაა და მასში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია ნავთობპროდუქტების რეზერვუარების დამატებით და მოდერნიზაციით.

 

 

საწარმოს ტერიტორიაზე არც  ხეების მოჭრაა დაგეგმილი.

 

შსს: ბრალდებულმა ნარკოტიკები საქართველოში თურქეთიდან შემოიტანა

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებმა დაკავებულის ბარგისა და ხელბარგის ჩხრეკისას 42 აბი „სუბოქსინი“ და 2 აბი „ბოქსინი“ ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით 0,31 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიების ინფორმაციით,  რომ ბრალდებულმა ნარკოტიკები საქართველოში თურქეთიდან შემოიტანა.

 

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

ასლან აბაშიძის დაცვის უფროსის სასამართლო დასრულდა

 

დავით ხალვაშისა და იოსებ გოგიტიძის საქმის განხილვა სასამართლომ უკვე დაასრულა. სახელმწიფო ბრალმდებელმა, პროკურორმა რამაზ შავაძემ დღეს სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვა და იოსებ გოგოტიძეს, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს 7 წლითა და 6 თვით, ხოლო დავით ხალვაშითვის 6 წლითა და 9 თვით  პატიმრობა მოითხოვა.

 

პროკურორმა მოსამართლეს უთხრა რომ დავით ხალვაშისთვის,  გამოძალვის ნაწილში ხანდაზმულობის გამო პატიმრობას არ ითხოვს. პატიმრობა მხოლოდ პირის თავისუფლების აღკვეთის გამო მოითხოვა.

 

დავით ხალვაში   ბრალადებულია ბიზნესმენ თამაზ გელაძის გატაცებაში, მისთვის 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონებისა და ასევე ფულის გამოძალვაში. მას სახელმწიფო ასევე ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას.  

 

 

  დავით ხალვაშზე ძებნა 2004 წელს გამოცხადდა. დავით ხალვაში „აჭარის ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ასლან აბაშიძესთან ერთად წავიდა მოსკოვში და ის რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საქართველოში. მისი სისხლის სამართლის საქმეს, მოსამართლე დავით მამისეიშვილი იხილავს.

 

დავით ხალვაშის სასამართლო პროცესი

ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

„გარემოზე ზემოქმედება პროექტის ფარგლებში საკმაოდ მაღალი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის ტერიტორია განთავსებულია გეოლოგიურად კომპლექსურ ადგილას და აქვს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ღირებულება,“ – ეს ჩანაწერი გზშ-ს პირველივე თავში გვხვდება.

 

 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროექტის განხორციელება რთულ გეოლოგიურ რეგიონში ხდება, სადაც აქტიური მეწყრული პროცესებია.

 

 

საპროექტო არეალში ხვდება სხვადასხვა სახეობა, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შედის – კოლხური ბზა, ჩვეულებრივი წაბლი, კაკლის ხე,  ლაფანი, კოლხური და იმერული მუხა, კოლხური ჯონჯოლი. გარდა ამისა, პროექტის ზემოქმედების ზონაში ხვდება ეკონომიკური ღირებულების მქონე მცენარეები (სამკურნალო, სურნელოვანი, ფურაჟის, საძოვარი და აშ.).

 

 

პროექტის ზონა მოიცავს მრავალწლიან პლანტაციებს (მაგალითად, ჩაი, ციტრუსი) და სასოფლო სამეურნეო მიწებს. გზა ძირითადად კვეთს სასოფლო სამეურნეო მიწებისა და ჩაის/ციტრუსის პლანტაციების.

 

„საქმიანობისას თუ საჭირო გახდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრა, ქმედებები განხორციელდება საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად,“ – ნათქვამია გზშ-ში.

 

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით იქნება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზემოქმედება.

 

 

პროექტის ძირითადი დადებითი ზემოქმედება იქნება ნაკლები ჰაერის დაბინძურება და მტვერი, საგზაო მოძრაობის ნაკლები გადატვირთულობა, გაუმჯობესებული უსაფრთხოება არსებულ გზაზე და უფრო მოსახერხებელი მისადგომობა. დამატებითი დადებითი ზემოქმედება იქნება ასევე რეგიონში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მოსახლეობის შემოსავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდა, გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები, სიღარიბის შემცირება და უკეთესი საგზაო კომუნიკაცია სოფლისთვის.

 

 

„პოტენციური უარყოფითი ზემოქმედება იქნება მიწის შესყიდული 28.3 ჰექტარი და ასევე განსახლებული 179 ოჯახი, ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი 3 კომერციული სტრუქტურა/მაღაზია, 26.6 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწის მოსავლის დანაკარგი, 12985 პროდუქტიული და 256 არაპროდუქტიული ხეხილის კარგვა, ზემოქმედება ფლორასა და ფაუნაზე, ცვლილებები მიწის მოხმარებაში და შედეგად წარმოშობილი პოტენციური საფრთხეები, სამტეხლოები და კარიერები. მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობა ზემოქმედებას იქონიებს ბუნებრივ სადრენაჟო სისტემებზე, ზედმეტი მასალების დაგროვებაზე, ხმაურსა და ჰაერის დაბინძურებაზე, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოებაზე,“-  ნათქვამია გზშ-ში.

ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მშენებლობას საქართველოს მთავრობა აზიური განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით გეგმავს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარმოადგენს პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამინისტროს ფარგლებში არის განმახორციელებელი სააგენტო.

შემოთავაზებული შემოსავლელი გზები შეამცირებენ გადატვირთულ მოძრაობას და საგზაო შემთხვევებს, სამოგზაურო დროსა და ავტომობილთა ექსპლუატაციის ხარჯებს.

სუხიშვილების კონცერტი ბათუმში

 

13-14 აგვისტოს კი კონცერტებს ახალი ანსამბლი, „რამიშვილებიც” ჩაატარებს.

დასაწყისი: 19:00 სთ

 

მობ: 599 09 04 90
მისამართი: ოდისეი დიმიტრიადის ქ. 1

ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის შესახებ

 

ელისო ბოლქვაძე: „ვფიქრობ, რეგიონისთვის ამ ფესტივალს აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. დიდი ინტერესი მაქვს, რომ გავაძლიერო რეგიონალური თემა, მინდა მოტივაცია მიეცეთ მუსიკოსებს, რომლებიც არიან საქართველოს რეგიონებში, სკოლებში. იქიდან წამოვიდნენ მასტერკლასებზე, მიეცეთ საშუალება დაუკრან კონცერტებზე. წელს ბავშვებისთვის, ახალგაზრდა ტალანტებისთვის დაწესდა ჯილდო, რომელიც გადაეცემა ყველაზე ახალგაზრდა ტალანტს და იქნება ბათუმის აღმოჩენა.  ჯილდოს კომპანია „ასკანელი“ და ფონდი „ლირა“ გასცემენ. ეს დიდი სტიმულია ბავშვებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავალი განვითარებისთვის. შეიძლება ყველა დიდი პიანისტი არ გახდეს მომავალში, მაგრამ მათი ნიჭის გამოვლენისთვის ძალიან დიდი სტიმული და საშუალებაა.

 

 

გარდა ამისა, თვითონ ბათუმის ორკესტრისთვის იქნება დიდი სტიმული, რომ რაღაც გააკეთონ და იყვნენ უფრო მეტად დატვირთულები. ჩამოდიან იმპრესარიოები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მოუსმინონ და შესაბამისი პროდუქცია უნდა დაახვედრონ. ჩვენ ჯერ არ ვართ მზად იმისთვის, რომ საზღვარგარეთ ჩვენი პროდუქცია, ასე ვთქვათ, საინტერესო გახდეს. ამას ყველაფერს სჭირდება მოწესრიგება, მეტი მუშაობა, მეტი ფიქრი.

 

 

ვფიქრობ, თუკი ჩვენ გვინდა, რომ ევროპაში შევიდეთ, ჩვენ უნდა გამოვამჟღავნოთ ქართული გენი, ქართული ტალანტი, რომლითაც ასე ვამაყობთ. ეს მარტო სიტყვები არ უნდა იყოს და მარტო ფოლკლორზე არ უნდა იყოს აგებული. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი კამერული ორკესტრი, ჩვენი საგუნდო მუსიკა, ბევრი რამ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს იდენტურობა გამოვლინდეს. ეს არის მომავლის თემა, ეს არის თემა, რომელზეც ადამიანები ფიქრობენ…

 

 

ეს არის ჩემი იდეა. სწორედ ამიტომაა მასტერკლასები, ამიტომაცაა ახალგაზრდები წინ წამოწეული.

 

რას ვგულისხმობ ორკესტრის დატვირთვაში? – ადგილობრივების დატვირთვას, ვერანაირად ვერ განავითარებ რამეს შენ თუ არ შესთავაზე, შენ თუ არ მოიფიქრე. ზოგადად კი ძალიან რთულია ამის ინტეგრაცია საერთაშორისო მოვლენებთან – ადამიანებს არ აქვთ გამოცდილება, არ იციან ენა. თუმცა ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია.

 

 

ბათუმი არის საკურორტო ზონა, ბათუმი არის ულამაზესი ადგილი. ბათუმს აქვს  ზღვა, სკოლა, ინფრასტრუქტურა. ამაზე უკეთეს ადგილს ზაფხულში ფესტივალისთვის ვერ ნახავს ადამიანი. ის, ვინც ჩამოდის საფრანგეთიდან თუ ამერიკიდან ამავდროულად შეუძლია აქ იმუშავოს. ეს დიდი უპირატესობაა.

 

 

  სულ 47 ბავშვი დარეგისტრირდა მასტერკლასზე. 12 ივლისს თერთმეტის ნახევრიდან დავიწყე მასტერკლასები. 25 ბავშვს მოვუსმე პირველ დღეს, დანარჩენს – მეორე დღეს.  ფორმატი იყო ასეთი – თითოეულმა მომაწოდა თავისი მოკლე პროგრამა და მე ვუთხარი ის შენიშვნები, რაც მიმაჩნია, რომ უნდა გამოასწორონ.

 

ჩემთან ერთად მასტერკლასებში მონაწილეობას ცნობილი პიანისტი ფრანჩესკო ნიკოლოზი მიიღებს.

ფესტივალი იმართება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟის ქვეშ. მადლობელი ვართ აჭარის მთავრობის, რადგან ისინი მხარს გვიჭერენ. “

როგორ წავიდეთ თუშეთში

 

წელს თუშეთში ტურისტული სეზონი უცხოელებმა გახსნეს. ხუთი იტალიელი ტურისტი თუშეთს ჯერ კიდევ გზის გახსნამდე სტუმრობდა, ტურისტები თუშეთში ადგილობრივ მეცხვარეებთან ერთად ავიდნენ. ახლა თუშეთისკენ გზა  გახსნილია, ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო და თუშეთის ეროვნული პარკის ინფორმაციით, 2014 წლის მაის-ივნისში თუშეთის დაცულ ტერიტორიებს 932 ვიზიტორი სტუმრობდა, აქედან 606 უცხოელი და 326 ქართველი ტურისტი. 

 

თუშეთში ჩასასვლელად საკმაოდ გრძელი გზის გავლაა საჭირო. თბილისიდან ჯერ სოფელ ქვემო ალვანამდე უნდა ჩახვიდეთ, საიდანაც მიდის გზა სოფელ ომალომდე. თბილისიდან ქვემო ალვანამდე 120 კილომეტრია, დაახლოებით საათნახევრის გზა. თბილისიდან სამარშრუტო ტაქსები ორთაჭალისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან გადის, ბილეთის ღირებულება 6 ლარია. სოფელ ქვემო ალვანში ჩასულ ტურისტს ადგილზე შეუძლია იქირავოს კერძო ტრანსპორტი და თუშეთისკენ გაემგზავროს, ვიწრო, გრუნტიანი გზით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. ადგილზე მაღალი გამავლობის ავტომობილის დაქირავება ომალომდე და სოფელ დართლომდე 200-250 ლარი ღირს. ასეთ მანქანებში 6-7 ან მეტი ადამიანიც ეტევა. ალვანიდან ომალომდე 85 კილომეტრის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.

 

 

„ეს არის საოცარი შეგრძნება, ამ გზაზე გავლა ღირს მარტო ერთ რამედ“, – იხსენებს მეგი. „მე ჯიპ-ტურით ვიყავი წასული, მაგრამ წელს ვაპირებთ თავად დავგეგმოთ ტური მეგობრებმა, თითქმის იგივე ფასია, თან უფრო თავისუფლად ვივლით.“

 

 

თუშეთის ტურის ფასები ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. თბილისიდან ორდღიანი ტურის ფასი 180-200 ლარიდან იწყება, სამდღიანი ტურების ფასი 250-300 ლარია. ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, კვება და სასტუმროში ღამის თევა.

 

 

თუმცა თუშეთში ჩასულ ტურისტს თავადაც შეუძლია ტური დაგეგმოს. თუშეთს ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ქვემო ომალოში მდებარეობს. აქვეა სასტუმროც, სადაც ღამისთევა კვების გარეშე 45 ლარი, ერთჯერადი კვებით – 60, ორჯერადი კვებით კი 70 ლარი ღირს. ვიზიტორთა ცენტრში ამბობენ, რომ თუშეთის ტერიტორიაზე ჯიპით მომსახურებასაც უზრუნველყოფენ, 70-80 ლარად დღეში.

 

 

გარდა ამისა, საოჯახო სასტუმრო სახლები თუშეთის ბევრ სოფელშია. სოფელ შენაქოში, რომელიც ზღვის დონიდან 2080 მეტრზე მდებარეობს, ორი საოჯახო სასტუმროა. ერთ-ერთი მათგანის, „ძველი თუშეთის“ მფლობელი, ელდარ ბუქვაიძე ამბობს, რომ მათთან ღამისთევის ფასი 20 ლარია, სამჯერადი კვებით – 50 ლარი. მისივე თქმით, წელს, შარშანდელთან შედარებით თუშეთში ტურისტების რაოდენობა შემცირდა უამინდობის გამო. „მე სასტუმროში ერთდროულად 13 ადამიანის მიღება შემიძლია. თუ წინასწარ მაცნობებენ, შესაძლებელია მანქანით მომსახურებაც, დღის განმავლობაში მანქანის მომსახურება თუშეთის ტერიტორიაზე 100 ლარი ღირს, 6 ადამიანისთვის. თუშეთის დათვალიერებაში, ტურის დაგეგმვაში ვეხმარებით ტურისტებს“, – ამბობს ელდარ ბუქვაიძე. მისივე თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე თუშეთში იმატა ქართველი ტურისტების რაოდენობამ, უცხოელ ტურისტებს შორს კი თუშეთი განსაკუთრებით პოპულარულია ისრაელ და პოლონელ ტურისტებს შორის. იგი ტურისტებს ივლისის ბოლოს ურჩევს ჩასვლას შენაქოში, როცა „ლაშარობა“ იმართება.

 

 

სოფელი დართლო თუშეთის ყველა ტურისტულ მარშრუტში შედის. ამ სოფელში მდებარე სასტუმრო „სამცისეში“  ღამის გათევა 20 ლარად შეიძლება, ორჯერადი კვებით სასტუმროში დარჩენის ფასი კი, 60 ლარია. სასტუმროს ერთდროულად 34 ადამიანის მიღება შეუძლია.  სასტუმროს მფლობელი, ბესიკ ელანიძე ამბობს, რომ აქ ტურისტების მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილობრივ ლუდსაც ხარშავენ: „თუშური, ტრადიციული სამზარეულო გვაქვს, ხინკალი, თუშური ხაჭაპური – კოტორი, რომელიც განსხვავებული მეთოდით მზადდება, გორდილა – მოხარშული პური, თუშური ყაურმა… თანდათან იმატეს ქართველმა ტურისტებმა, უცხოელები კი ჩამოდიან ძირითადად ისრაელიდან, პოლონეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, არიან გერმანელები, ინგლისელები… ძირითადად 3-4 დღით ამოდიან.“

 

 

გირევი პირიქითა თუშეთის ბოლო დასახლებული, საზღვრისპირა სოფელია, თუმცა სასტუმრო აქაც არის. სასტუმროს დიასახლისი, დალი ვეშაგულიძე ამბობს, რომ შარშან ტურისტული სეზონი 5 ივლისს დაიწყო, წელს კი სასტუმრო 1 ივნისიდან მუშაობს: „ძირითადად უცხოელები ჩამოდიან. ღამისთევა 20 ლარი ღირს, სამჯერადი კვებით – 50 ლარი. გიდის ქირაობაც შეიძლება ჩვენთან, ცხენისაც და მანქანისაც.“

 

 

შესაძლებელია თუ არა თუშეთის დათვალიერება 3-4 დღეში და რა უნდა ნახოს აუცილებლად თუშეთში ჩასულმა ტურისტმა? – მაიკო ლუხუმაიძე თუშია, იგი ბლოგერია და ძირითადად მოგზაურობაზე წერს. მაიკო ამბობს, რომ 3-4 დღის განმავლობაში შეიძლება ტურისტმა ნახოს ის ძირითადი სოფლები (შენაქო, დიკლო, კესელო, ქონიო, დანო, კვავლო, ფარსმა) და ადგილები, რასაც ტურისტული სააგენტოები გვთავაზობენ: „მაგრამ დამატებით დროის ან/და უფრო აქტიური დასვენების მოყვარულებს ვურჩევდი ფეხით, ბილიკებით გადავიდნენ დართლოდან დიკლოში, ან პირიქით.  ძალიან ლამაზი ხედებია გზადაგზა და გადასვლას საშუალო მოსიარულე ერთ დღეში შეძლებს. ძალიან ლამაზი სოფელია დოჭუ, რომელსაც რატომღაც იშვიათად ნახულობენ. ზოგადად კი, თუშეთისთვის 3-4 დღე ძალიან ცოტაა, რადგან ერთი დღე ფაქტობრივად გზაში გეკარგება, თუმცა რაღა გეკარგება, ჩემი აზრით, გზა ყველაზე დიდი სანახაობაა თუშეთის ტურებში, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოს ადამიანი, რომ მზიანი ამინდი დაიმთხვიოს.“

 

 

ბოლო ოთხი წლის მანძილზე თუშეთს ყველაზე მეტი, 9294 ვიზიტორი 2011 წელს სტუმრობდა. 2012 წელს თუშეთში 6 853, 2013 წელს – 7663 ტურისტი იყო.

 

თუშეთის ტურისტული სეზონი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება – ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ოქტომბრიდან კი ზღვის დონიდან 2925 მეტრზე მდებარე აბანოს უღელტეხილი ისევ ჩაიკეტება და თუშეთი რამდენიმე თვით მოწყდება სამყაროს.

 

მეწარმე ქალი ხულოდან – გლადიოლუსები კარტოფილის ნაცვლად

 

დღის პირველი საათია, ნარგულს ძირითადი სამუშაოები დასრულებული აქვს, ყოველი დღე მისთვის ძალიან ადრე იწყება, შუადღით კი ისვენებს და მუშაობას საღამოს აგრძელებს. ყვავილებს უვლის. ამბობს, რომ დროთა განმავლობაში ყვავილის გამოყვანის ტექნოლოგიას დაეუფლა და მოსავლითაც კმაყოფილია.

 

 

„მართალია, ყვავილების გამოყვანა ფიზიკურ შრომას მოითხოვს, მაგრამ ისეთი შრომატევადი არ არის, როგორც პომიდვრისა და კიტრის მოყვანა, დროთა განმავლობაში შევისწავლე მცენარის მოვლის წესები და დღეს ჩემთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს. მყავს შვილები, რძლები, მაგრამ ძირითადად მე ვუვლი, კარგად ვიცი, რა სჭირდება ყვავილს.

 

 

გლადიოლუსი ბოლქვიდან ისე იზრდება, როგორც კარტოფილი, შესაბამისად ბოლქვს მიწის სიღრმეში ვრგავ, რადგან მცენარე დიდი იზრდება და შემდეგ რომ არ წაიქცეს. როცა ბოლქვიდან მცენარე აღმოცენდება, მას ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორც სხვა მცენარეებს, მორწყვა, გასუფთავება და შეწამვლაც კი შხამ-ქიმიკატებით, მაგრამ არა ხშირად, ორჯერ საკმარისია. წვიმიან და ცივ ამინდში მცენარეს მატლი უჩნდება, ყვავილის გამოღებამდე უნდა შეწამლო, მერე დაგვიანებულია. ივლისიდან იწყებს ყვავილის გამოღებას და სექტემბრის ბოლომდე ყვავის. ამ პერიოდში უფრო მეტი შრომა მიწევს, დაკრიფო უნდა, დაახარისხო და დაითვალო თითო ღეროზე რამდენი ყვავილი აქვს“, – ამბობს ნარგული.

 

 

მართალია, ყვავილები უყვარს, მაგრამ ამბობს, რომ ბიზნესის წამოწყება მაინც ფინანსურმა მხარემ განაპირობა. ყვავილების გამოყვანა სამი წლის წინ დაიწყო. თეთრი, ცისფერი, წითელი და ნარინჯისფერი გლადიოლუსის სულ 500 ბოლქვი იყიდა, თითო 50 თეთრად და სამი წლის განმავლობაში 500 ძირი 3000 ძირამდე გაამრავლა, დღეს ის ყვავილებთან ერთად გლადიოლუსის ბოლქვებსაც ყიდის.

 

„სადაც ახლა ყვავილს ვაშენებ, ადრე კარტოფილი მომყავდა და ვყიდდი. დროთა განმავლობაში კარტოფილის ფასი დაეცა, გადავწყვიტე ისეთი ბოსტნეული დამერგო, რომელიც მეტ სარგებელს მომიტანდა. ნანახი მქონდა მეზობელ სოფელში ყვავილები რომ გამოჰყავდათ, გადავწყვიტე მეცადა. სხვადასხვა ფერის გლადიოლუსების ბოლქვები ვიყიდე და მეც ყვავილების გამოყვანა დავიწყე.

 

ძალიან შრომატევადი არ არის, თან უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვა კულტურა, რომლის გამოყვანაც შესაძლებელია ხულოში. პრობლემას მხოლოდ ტრანსპორტი წარმოადგენს, რადგან ხულოდან ბათუმში ჩამაქვს, ყვავილების ბიზნესს ხულოში მხოლოდ სამი ვეწევით, დღეს ყველაზე მომგებიანი ყვავილის წარმოებაა“, – ამბობს მეწარმე.

 

 

ნაკვეთში ყველაზე დიდი ადგილი თეთრ გლადიოლუსს უკავია, მეურნე ამბობს, რომ ბაზარზე მოთხოვნა თეთრ გლადიოლუსზე მეტია და, შესაბამისად, ფასიც მაღალია.

 

 

„თავდაპირველად თეთრი, წითელი, ნარინჯისფერი და ცისფერი გლადიოლუსი თანაბრად მქონდა. ახლა თეთრით ვავსებ ნაკვეთს, რადგან შედარებით ძვირია, როგორც ყვავილი, ასევე მისი ბოლქვიც. როცა დარგვას ვიწყებ, ჯერ თეთრს ვრგავ, როცა ამომეწურება თეთრი, მერე ვრგავ სხვა ფერის ყვავილებს.“

 

 

ხულოში მოყვანილ ყვავილს ფერმერი ბათუმში ყიდის, სპეციალურად დათვლილ და  დაფასოებულ ყვავილებს სამარშრუტო ტაქსს ატანს, მას კი ყვავილები შეკვეთის ადგილზე მიაქვს.

 

 

ნარგულ ხოზრევანიძე: „დღის განმავლობაში 50-100 ცალამდე ვკრეფ, ვახარისხებ თეთრს – თეთრთან, წითელს – წითელთან, გადავითვლი ერთ ღეროს რამდენი ყვავილი აქვს და ორი დღის განმავლობაში ბნელ ოთახში ვინახავ. ყვავილი რომ არ გამოიღოს, ორი დღის შემდეგ ისევ ვკრეფ და სანამ 250 ცალამდე არ დავაგროვებ, სიბნელეში მაქვს. სპეციალურად დათვლილ და ფერებით დაფასოებულ ყვავილს 10 ცალობით ვკრავ, ერთ ყუთში ვათავსებ და მარშუტკას ბათუმში ვატან, ნაცნობი მძღოლები არიან და 2-3 ლარში შეკვეთის ადგილზე მიაქვთ.

 

თუ ღეროს 12-14 ყვავილი აქვს, 80-90 თეთრი ღირს ჩაბარება, მაგრამ თუ 9-10, 50-60 თეთრი, მნიშვნელობა ყვავილის შეფერილობასაც აქვს.

 

ჯანსაღი და დიდი ბოლქვი 4 ყვავილს იძლევა, ეს მაქსიმუმია, ზოგადად ერთი ძირი ერთ ყვავილს იკეთებს, ამ სეზონზე ყვავილი ჯერ არ დამიკრეფია, მაგრამ მცენარე კარგად გამოიყურება და კარგი მოსავლის იმედი მაქვს“. 

ბათუმში პრეზიდენტს ელოდებიან

 

ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს”  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. “ბათუმელების” ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი დღეს ურეკშიც იმყოფებოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ. თუმცა, თვითმხილველების თქმით, პრეზიდენტი ამ წუთებშიც ურეკშია.

 

 

ევროკავშირის კინოფესტივალის გამარჯვებული ბათუმიდან

 

ხატია ზუხუბაია
ხატია ზუხუბაია

„სამწუთიანი ფილმი მოვამზადე ასოციაცია „ღირსეულ სიბერეზე“, რომელიც ქობულეთში მდებარეობს. პირველივე დღეს როდესაც გავიგე ამ პროექტის შესახებ, მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც საზოგადოებას უნდა გაეგო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირი აფინანსებს, არამედ იმიტომაც, რომ ამ პროექტმა უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ჰყავს უამრავი ბენეფიციარი, ძირითადად მოხუცები.  ასოციაციაში მაქსიმალური პირობებია იმისთვის, რომ მოხუცებს სიცოცხლე გაუხანგრძლივდეთ და თითოეული დღე იყოს ბედნიერი მათთვის,“ – ამბობს გამარჯვებული ფილმის ავტორი ხატია ზუხუბაია.

 

ხატია ამბობს, რომ გამარჯვებას არ ელოდა.

 

„გამარჯვებულების დაჯილდოება თბილისში იყო. ზუსტად იმ დღეს მქონდა ფიზიკაში ბოლო საატესტატო გამოცდა, წასვლა ვერ მოვახერხე. ევროკავშირის წარმომადგენელმა რომ დამირეკა და მომილოცა, სრული შოკი იყო ჩემთვის, საერთოდ არ ველოდებოდი. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ დამიფასდა ის, რაც გავაკეთე, მეორეც იმიტომ, რომ გაიცნო ეს ხალხი ვიღაცამ. 80 წლის ადამიანები იყვნენ, მაგრამ 50 წლისად გრძნობდნენ თავს. ამ გამარჯვებამ გამაბედნიერა, რაღაც თავდაჯერებულობა შემმატა. თან ძალიან, ძალიან მაგარია, როცა ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების გამარჯვებული ხარ,“- ამბობს ხატია.

 

კონკურსში გამარჯვებულ ხატიას პრიზის სახით iPone  5  შეხვდა.

 

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის მესამე რაუნდი მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა. კონკურსის მონაწილეებს მობილური ტელეფონით უნდა გადაეღოთ სამწუთიანი ფილმი და შემოქმედებითი მიდგომით გაეშუქებინათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთი ან რამდენიმე პროექტის საქმიანობა და გადმოეცათ მათი გავლენა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

 

 

მობილური ტელეფონით გადაღებული სამწუთიანი ფილმების ფესტივალი პირველად 2012 წელს გაიმართა თემაზე „ევროკავშირი ჩემს მეზობლად“. ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სამწუთიანი ფილმების ფესტივალზე 2014 წელს სულ ექვსი გამარჯვებული დააჯილდოვა. ფესტივალის გამართვა მომდევნო წელსაც იგეგმება.

 

 

რა უნდა მოუთმინო მეზობელს და რა – არა

აუტანელი სუნის გამო საძინებლის ოთახის ფანჯრებს ვერ აღებს ბათუმში მცხოვრები ნინო გადახაბაძე. უსიამოვნო სუნი მეზობლის საცხოვრებელი ოთახიდან გამოდის. „ჩემს მეზობლად ერთოთახიანში ცხოვრობს მოქალაქე თინათინ ბიგვავა, რომელსაც ბინაში ანტისანიტარიულ პირობებში ჰყავს ათამდე მაწანწალა ძაღლი, რაც გაუსაძლის პირობებს ქმნის ჩვენს სადარბაზოში… ცხოველები საშინლად ავები არიან, გვეშინია არ გვიკბინონ… მოპასუხე მხარესთან ვერანაირმა მოლაპარაკებებმა ვერ გამოიღო შედეგი… ეს თმენის ვალდებულებას სცდება“, _ ეს ამონარიდია სარჩელიდან, რომელიც ნინო გადახაბაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, აჭარისა და გურიის სააღსრულებლო ბიუროს თანამშრომლებმა თინათინ ბიგვავას სახლიდან იძულების წესით გადაიყვანეს ძაღლები თავშესაფარში. რამდენიმე დღეში ბიგვავამ ძაღლები ისევ შინ დააბრუნა, მისმა მეზობელმა კი ისევ აღმასრულებელ ალექსანდრე ნათაძეს მიმართა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თხოვნით.
აღსრულების ბიუროს განმარტებით, უწყებამ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა – როცა სახლიდან ძაღლები გამოიყვანა. აღსრულებამ სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერად აქტად შეაფასა და ამ საქმეში ჩარევას აღარ აპირებს.

ნინო გადახაბაძის ინტერესებს სასამართლოში მაია ქათამაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი იცავდა. მაია ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტიკა აკლია: „მოსამართლეს შეეძლო შეექმნა პრეცედენტი ამ საქმეზე“. იურისტის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილების ერთჯერადად შესრულების მიზეზი ის არის, რომ სამოქალაქო კოდექსს, რომლითაც სამეზობლო ურთიერთობები განისაზღვრება, კონკრეტიკა აკლია, რადგან ეს გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურმა განმარტა, როგორც ერთჯერადი ქმედება. ნინო გადახაბაძემ სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მოთხოვნით ჯერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ორივე ინსტანციიდან მან სარეზოლუციო ნაწილის განმარტების მიღებაზე უარი მიიღო.

ნინო გადახაბაძეს მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ სრულდება, რაც დანაშაულია, სწორედ ამიტომ მან განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართა. ორივე უწყებიდან მიღებული წერილობითი პასუხით ირკვევა, რომ ეს ფაქტი სისხლის სამართლებრივ დანაშაულს არ შეიცავს.

„მივმართეთ დეპუტატებს, მერიას, საკრებულოს, სასამართლოს, ვერ შევძელით ეს ძაღლები გავიყვანოთ კორპუსიდან, იძახიან ძაღლების უფლებას ვერ დავარღვევთო, ჩვენს უფლებებს ვინ დაიცავს. ეზოში გამოსვლა გვეშინია, ჩვენც და ბავშვებსაც. სადარბაზოში მეზობლის ორსულ გოგონას უკბინა ძაღლმა, მისმა ქმარმა ფეხი მიარტყა ძაღლს, ძაღლების შეურაცხყოფისთვის ის პოლიციაში წაიყვანეს, ძაღლი ქალს როცა კბენს, ადამიანის უფლება არ დაირღვა? ჩვენი უფლება როგორ დავიცვათ?“, _ კითხულობს მეზობელი დალი ქემუკლიძე.
თინათინ ბიგვავა მარტო ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი ოთახიდან აუტანელი სუნი ნამდვილად გამოდის. ისმის ძაღლების ყეფა, თუმცა კარებზე კაკუნის მიუხედავად სახლის კარებს არავინ აღებს, ამიტომ „ბათუმელებმა” მისი ნახვა ვერ მოახერხა. მეზობლები ამბობენ, რომ 70 წელს მიღწეული ქალი ადამიანებთან არ კონტაქტობს.

ზოოჰიგიენური დასკვნა

„მსოფლიო სტანდარტებით ერთ, 15-კილოგრამიან ძაღლს სჭირდება 8 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი. თუ გავითვალისწინებთ სტანდარტებსა და ძაღლების რაოდენობას, ქალბატონ თინათინს მინიმუმ უნდა ჰქონდეს 150 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართობი. შინ არ აქვს გაზი, წყალი, ვერ იცავს სისუფთავეს და არის აუტანელი ანტისანიტარია. შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ცხოველთა სასტიკ მოპყრობასთან, როგორც ცხოველთა უფლებადამცველი გთხოვთ რეაგირებას, იქმნება სერიოზული საფრთხე ინფექციური და პარაზიტული დაავადებების განვითარების, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სადარბაზოში მცხოვრებ ადამიანების ჯანმრთელობას. პრობლემა საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მივიღოთ“, _ ეს წერილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს ექიმმა-ვეტერინარმა გიორგი კალანდაძემ 2013 წლის 18 თებერვალს მისწერა.

გიორგი კალანდაძეს ამ წერილზე წერილობითი პასუხი არ მიუღია. ნინო გადახაბაძემ კი წერილი მერიისგან 2011 წელს მიიღო. ადმინისტრაციის უფროსი ოფიციალურ წერილში ბინათმესაკუთრეებს პრობლემის მოგვარებას სასამართლოში ურჩევს. იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მეზობელი უფლებას ბოროტად იყენებს.

ბათუმში ხშირია ისეთი ფაქტი, როცა მეზობლისგან შეწუხებული ადამიანი ადვოკატს მიმართავს დასახმარებლად. საადვოკატო ბიუროების განმარტებით, ეს განსაკუთრებით იმ უბნებში ხდება, სადაც სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება. მეზობლებს აწუხებთ, მაგალითად, რესტორანში საჭმლის სუნი, მშენებლობის ხმაური და მტვრის სუნი… აწუხებთ გვიან ღამით ხმამაღლა ჩართული ტელევიზორი თუ მუსიკის ხმა…

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, პრაქტიკაში არ არსებობს ხელსაწყო, რომელიც განსაზღვრავს სუნის დასაშვებობის ნორმას. რაც შეეხება ხმაურს, ამას ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება არეგულირებს.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს მიაჩნია, რომ მისი მეზობლისგან გამოწვეული ხმაური დასაშვებ ნორმაზე მეტია, სასამართლოს უნდა მიმართოს. სამეზობლო ურთიერთობებს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, კანონი ცალსახად თმენის ვალდებულების აუცილებლობას ითვალისწინებს. „ცხოვრებისეული გამოცდილება აჩვენებს, რომ შეუძლებელია სამეზობლო ურთიერთობების სისტემატიზაცია უფრო ღრმად, ვიდრე არის. ხშირად სამეზობლო ურთიერთობები იწყება კომუნიკაციით, გადადის დაპირისპირებაში, რაც დანაშაულის ჩადენის საფუძველი ხდება“.

გიორგის განმარტებით, კერძო სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის არის უფრო ნორმალური და მისაღები ისეთ ჩარჩოებში, სადაც კანონმდებელი ნაკლებ ჩარევას გვთავაზობს: „იქ, სადაც კანონმდებელი ურთიერთობის ყველა ფორმას განსაზღვრავს, იბოჭება კერძო სამართლის ურთიერთობის განვითარება, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკური საქმიანობის სტაბილურობასა და განვითარებაზე.“
გარდა ამისა, საიას იურისტის განმარტებით, იქ, სადაც უფრო მეტი რეგულაციებია დაწესებული, ყველა ერიდება ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას, რაც ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას უშლის ხელს. გიორგი ასევე ამბობს, რომ მართალია, ხმის რეგულირების სტანდარტი არსებობს, მაგრამ რთულია მისი დაცვის უზრუნველყოფა: „ძნელია, რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი დადგეს საცხოვრებელ სახლთან და დაელოდოს მეზობელი როდის იხმაურებს, რომ მერე მას ხმაურის სტანდარტი განუსაზღვროს.“

ნინო გადახაბაძე კი ახლა წერილით ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს მიმართავს. ის თავმჯდომარეს სთხოვს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს მისივე მიღებული გადაწყვეტილების განმარტება დაავალოს.

ბათუმში ‘იაფ სახლს’ ააშენებენ

 

პროექტში ჩართული იყვნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. სტუდენტების საპროექტო ნამუშევრების გამოფენა კი დღეს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა. გამოფენას ქალაქის მერი, არქიტექტორი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

ყველა პროექტი, საავტორო უფლების დაცვითა და მათში ცვლილებების შეტანის უფლებით, ქალაქის თვითმართველობას  გადაეცა.

ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი ახლა იმ კომისიის შერჩევაზე მუშაობს, რომელიც გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს.

 

ახალი სოციალური სახლი, ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში აშენდება. იაფი სახლის პროექტით სარგებლობის დაზუსტებული კრიტერიუმები მერიას ჯერ კიდევ არ აქვს. 

 

ლილე იროელის ამბები

ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი
ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი

ლილე იროელის ციკლი ძალიან კარგი ქართული ფენტეზია. ცუდია, რომ ფენტეზის ბევრი მკითხველი არასერიოზულ ჟანრად აღიქვამს და საბავშვო საკითხავად მოიხსენიებს, ეს არასწორი მიდგომაა. ფენტეზი ძალიან კარგი საშუალებაა, მკითხველის გულამდე ადვილად და ძალდაუტანებლად მივიდეს ყველაზე რთული და ფილოსოფიური აზრები და შეხედულებები.

ლილე იროელის შესახებ ისტორიები კი ძალიან ადვილად შესაყვარებელია. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ნაცნობი და ზოგჯერ მშობლიური ტოპონიმია – თითქმის ყველა ადგილი, სოფელი, მთა რეალურად არსებობს. სახელები და გმირებიც ნაცნობია – ქართული მითოლოგიის პერსონაჟები, რომლებზეც ისტორიებს ბებიები გვიყვებოდნენ – დევები, ავსულები, ღვთისშვილები…

ლილე იროელის ამბებში სამყარო ყოველთვის განსაცდელშია, დიდი საფრთხე ემუქრება სიკეთეს, ადამიანობას, სიყვარულს, ყველაფერს, რაც ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებთ. ამ დროს ჩნდება ლილე – ბიჭი, რომელსაც სხვა ბევრი უნარის გარდა, ორი მთავარი თვისება აქვს – ყურადღებით მოსმენა შეუძლია და ძალიან უყვარს ადამიანები. ძალიან სჯერა ადამიანების. ლილეს ეს რწმენა მკითხველზეც გადმოდის და რაც უნდა ცუდად იყოს საქმე, რაც არ უნდა სასო წარგვეკვეთოს, ბოლომდე არის იმედი, რომ საბოლოოდ, მაინც სიკეთე გაიმარჯვებს, ლილე მოახერხებს და ყველა სირთულეს დაძლევს.

ლილე იროელი, სხვა ფენტეზი რომანების მთავარი გმირებისგან განსხვავებით, არ არის განსაკუთრებული სუპერშესაძლებლობების მქონე, ყოვლისშემძლე ადამიანი. რასაკვირველია, მას აქვს ბევრი ისეთი რამ, რაც გამოარჩევს, რჩეულია ბოლოსდაბოლოს. მაგრამ მისი მთავარი ძალა მისსავე სამართლიანობაში და სიკეთეში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ გახდება ალბათ ლილე იროელი ქართველი ბავშვებისთვის  და უფროსებისთვისაც  საყვარელი გმირი – ძალიან ადვილია მასთან საკუთარი თავის გაიგივება, რაღაც საერთოს პოვნა…

შეუძლებელია ლილეს ამბების დავიწყება – არ შეიძლება, სამუდამოდ არ დაგვამახსოვრდეს ღვთისშვილების ბრძოლა სამსალას ბოროტების წინააღმდეგ „ამბავი ლილე იროელისაში“; წარმოუდგენელია, ცრემლები შევიკავოთ „ფრთოსანი ლომებიდან“ იმის წარმოდგენაზე, როგორ ბრუნდებიან ფაფარაშლილი ლომები და კი არ მოდიან, მოფრინავენ; შეუძლებელია, ძალიან ბევრჯერ არ დაგვესიზმროს მოტირალი დები „ოთხი მხარე და ოთხი სვეტიდან“… ასეთი დაუვიწყარი  და ჯადოსნური ამბავი ძალიან, ძალიან ბევრია.  და მათი კითხვისას ალბათ ჩვენსავით სიხარულით აგევსებათ გული იმის გამო, რომ ნატო დავითაშვილი სწორედ აქ, ამ ქვეყანაში დაიბადა.

სამაშველო: ყველას ვურჩევთ დღეს ზღვაში ბანაობას ერიდონ

 

“ზღვაში ჩასვლისგან  თავი შეიკავონ განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებმაც ცურვა არ იციან”, – ამბობს “ბათუმელებთან” სამაშველო სამსხაურის უფროსი.

 

მისივე ინფორმაციით, გუშინ ბათუმის ზღვაში 4 ბალი შტორმი დაფიქსირდა.

 

რა უნდა გააკეთოს მეწარმემ და რას მიიღებს ასოცირების ხელშეკრულებით

 

 

 

შეხვედრის მიზანი იყო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების იმ უფლება- მოვალეობების ბიზნესმენებისთვის გაცნობა, რასაც ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა ითვალისწინებს.

 

 „ევროკავშირთან კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრო რეგიონებში ატარებს შეხვედრებს, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან, რათა მიაწოდოს ინფორმაცია თუ რას გულისხმობს ასოცირების შეთანხმება. ადგილობრივ მეწარმეებს აინტერესებდათ ბევრი საკითხი, პროდუქციის ხარისხთან მიმართებაში. საბაჟო საკითხებზე არსებული პრობლემატიკა. ასევე ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის წარმოებაში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებაზე და მის მნიშვნელობაზე“ – გვითხრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესის კონსულტანტი, ეკონომიკის დოქტორი მელორ მშვიდობაძე  მიიჩნევს რომ ევროკავშირში გაერთიანება ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ მზადება ყველამ უნდა დაიწყოს.

 

„ევროკავშირთან ასოცირება წარმატებული მაშინ იქნება, თუ ყველა გააცნობიერებს რა უნდა გააკეთოს მეწარმემ და რას მიღებს ამ შეთანხმებით. მინდა ქართველი ცხოვრობდეს ისეთ ქვეყანაში, როგორც ევროპაში ცხოვრობენ. ჩვენ ქვეყანაში მარტო ღარიბები და მდიდრები არ უნდა ცხოვრობდნენ. უნდა იყო ძლიერი საშუალო ფენა და სამოქალაქო საზოგადოება“.

 

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ექსპორტის თემა იყო. შეხვედრას  აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციაც ესწრებოდა. მისი თავმჯდომარის მაყვალა კვირიკაძის თქმით, ვაჭრობის სფეროში სანდო პარტნიორი უნდა ვიყოთ ევროკავშირის ქვეყნებისთვის და ქართველმა მეწარმეებმა უნდა შეძლონ გაიტანონ თავიანთი პროდუქტი ევორკავშირის ქვეყნებში.

 

ბიზნესმენებისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა განთიადში ციტრუსების გადამამუშავებელი საწარმო და  თამარის დასახლებაში დაფების მწარმოებელი პუნქტი მოინახულეს.

 

რა გზას გაივლის მეწარმე ევროპულ ბაზრამდე






ბატონო გიორგი, რა სჭირდება ქართულ პროდუქტს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად?

 

 ევროკავშირის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ ველოდებით სასიკეთო ცვლილებებს ქვეყანაში. შეიცვლება ის, რომ ადგილობრივ მეწარმეებს მიეცემათ საშუალება, გარდა იმ ბაზრებისა, რასაც ამ დრომდე ვიკავებდით, ევროპის დიდ ბაზარზეც გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. ამისთვის ის რეგულაციები, რასაც აწესებს ევროპა, უნდა შევუსაბამოთ ჩვენს სტანდარტებს. თუ ძალიან სწრაფად გავივლით ამ ეტეპს, უკვე მეწარმეებს მიეცემათ საშუალება, ადვილად მოახდინონ პოზიციონერობა ევროპის ბაზარზე.

 

ასოცირების ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ ხელმოწერიდან ძალიან მალე გაუქმდება იმპორტის გადასახადი. როგორც ხელშეეკრულების მიხედვით არის ნათქვამი იმპორტის გადასახადი უნდა გააუქმოს ხელშეკრულების ორივე მხარემ, ანუ ამ შემთხვევაში იმპორტის გადასახადი გაუქმდება როგორც საქართველოსთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, სადაც ექსპორტს განახორციელებს ქართველი მეწარმე. ეს ძალიან დიდ ეფექტს მისცემს ქართულ ეკონომიკას. ქართველ ბიზნესმენებს ექნებათ იმის საშუალება, რომ ახალი ბაზარი აითვისონ. ევროპის ბაზარზე შესვლა უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივდივართ ძალიან მაღალი სტანდარტებისკენ ბიზნესსა და ეკონომიკაში.

 

მეწარმეები საუბრობენ რეგულაციებზე, რომელთა დაკმაყოფილებას ისინი შესაბამის ტექნიკური საშაუალებების, მაგალითად, შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ შეძლებენ. რას იტყვით ამაზე?

 

 ხელშეკრულებაში ჩამოთვლილია პუნქტები, რაც უნდა შევასრულოთ. საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ, არა აქვს მნიშვნელობა რა ტიპის პროდუქტი იქნება, უნდა გაიაროს გარკვეული ეტაპები ზუსტად იმ სტადარტების შესაბამისად, რა სტაბდარტებსაც გვთავაზობს ევროპა. ავიღოთ თაფლის შემთხვევა – პირდაპირ არის მოცემული ხელშეკრულებაში, როგორ უნდა ვაწარმოოთ თაფლი. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი ლაბორატორიები, სადაც შეამოწმებენ ხარისხს და გასცემენ შესაბამის სერთიფიკატს. ჩვენ გვაქვს ლაბორატორიები, რომლებიც არ შესააბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, გვჭირდება გარკვეული დრო, რომ შეძლონ პროდუქტის შემოწმება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ რომც შევიდეთ ევროპის ბაზარზე, ვერ გავუწევთ კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზე წარმოებულ პროდუქციას.

 

 რეგულაციები გარკვეულ დანახარჯებსაც ხომ ითვალისწინებს. რა იქნება ეს დანახარჯები?

 

 ძალიან რთულია წინასწარ ვისაუბროთ იმაზე თუ რა ოდენობის დანახარჯები გვექნება, ან ექნება მეწარმეს. სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა უზრუნველყონ ნიადაგის მომზადება. პირველ რიგში, ეს არის იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც დაწყებული აქვს მუშაობა ამ კუთხით. 2012 წელს სამინისტრომ გამოუშვა სახელმძღვანელო მეწარმეებისთვის, ეს არის სამეწარმეო კოდექსი, რომელიც ამბობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირისთვის შესაბამისი პროდუქციის წარმოება საქართველოში. ამ შემთხვევაში ეს არის საქართველოს სტანდარტი, რომელმაც უნდა იმუშავოს აისოს სტანდარტების დანერგვაზე. ეს არის ყველაზე აპრობირებული სტანდარტი ევროპაში.

 

ასევე გვაქვს ეროვნული აკრედიტაციის ცენტრი და ეროვნული სააგენტო, რომელმაც უნდა იმუშავოს შესაბამისობაზე, ანუ ქართული პროდუქცია როგორმე უნდა შევუსაბამოთ ევროპის პროდუქციას. ეს არის მთლიანი ციკლი, რომლის ღირებულება, თუ რა დაგვიჯდება რომ ავაწყოთ ის, ძალიან რთული სათქმელია.

 

როდის გვექნება ლაბორატორია?

 

უკვე გავლილი გვაქვს რაღაც ეტაპები და გარკვეულწილად შესრულებული ის მოთხოვნები, რაც ჩადებულია ასოცირების ხელშეკრულებაში. რაც შეეხება ლაბორატორიებს, რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ლაბორატორია საქართველოში, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ ამას არა აქვს მასიური ხასიათი. შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას მაღალი სტანდარტების ლაბორატორიები. რაც უფრო სწრაფად გაკეთდება ეს, ადგილობრივი მეწარმეებიც უფრო ადრე შევლენ ევროპის ბაზარზე.

 

 თქვენი სავაჭრო პალატა როგორ დაეხმარება მეწარმეებს?

 

 ხელშეკრულებაში გაწერილ კონკრეტულ მუხლებზე მუშაობა, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი კომპეტენცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ფუნქციაა გავწიოთ კონსულტაციები. ინფორმაცია იმ რეგულაციებზე, რაც იქნება ხელშეკრულებით მოთხოვნილი ამომწურავად უნდა მივაწოდოთ ადგილობრივ მეწარმეებს. ამაზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ.

ოთხი დღე პოლონეთში

პირველი, რაც პოლონეთის ერთ-ერთ უდიდეს სავოევოდოშო, სილეზიაში ჩასვლისთანავე გხვდება თვალში – ხასხასა სიმწვანეა. მიუხედავად იმისა, რომ სილეზია მაღაროების სიმრავლითაა ცნობილი, ვერსად ნახავთ მაღაროებისა და მაღაროელების მძიმე შრომის კვალს. მაღაროები მწვანე ველებით, ფოთლოვანი ტყეებითა და კოპწია ქალაქებით გაშენებული სილიზიის მიწისქვეშეთია, მიწის ზემოთ კი ისეთი წარმოდგენა გექმნება, რომ სილეზიის 16-ვე ქალაქი პირდაპირ ტყეებშია გაშენებული. აქ ქალაქები მცირე მანძილითაა დაშორებული ერთმანეთს და ამ წარმოდგენას უფრო აძლიერებს სანახაობა: თუ მანქანის ფანჯრიდან ყურადღებით დააკვირდებით მიდამოს, ღობეებით შემოსაზღვრულ ტყეებსა და პარკებში შესაძლოა ირემსაც კი მოჰკრათ თვალი.

იასნაია გორასშავი მადონა

 

ჩასვლიდან პირველივე დღეს ჩვენს პოლონელ მასპინძლებს ჩენსტოხოვოში, „იასნაია გორაზე“ მივყავართ. „ნათელი მთა“- ასე ითარგმნება მონასტრის სახელწოდება, სადაც პავლინების ორდენის კათოლიკე ბერები საუკუნეებია იცავენ პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხატს, რომელსაც „შავ მადონას“ უწოდებენ, ხატის მუქი შეფერილობის გამო.

სამუშაო დღეა, თუმცა მონასტრის ეზო სავსეა ტურისტებითა და მომლოცველებით. გიდობას ბერი რომანი გვიწევს, რომელიც უკვე 30 წელია, 19 წლიდან, ამ მონასტერში ცხოვრობს. იგი გვიხსნის, რომ მონასტერს ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი სტუმრობს, მათ შორის არიან მორწმუნეებიც, რომლებთაგან ზოგიერთი ფეხით 600 კილომეტრს გამოივლის, რომ იასნაია გორას „შავი მადონა“ მოილოცოს და საჩუქრები მოართვას. საჩუქრებისთვის მონასტერში ცალკე ადგილია გამოყოფილი, სადაც შუშის ქვეშ ასეულობით საჩუქარს ნახავთ: ქარვა, ოქრო, ვერცხლი… მათ შორისაა ცნობილი ადამიანების მიერ მონასტრისთვის შეწირული საჩუქრები. მონასტერშივეა უნიკალური ბიბლიოთეკები. ძველ ბიბლიოთეკაში, რომელიც 20 სხვადასხვა ჯიშის ხისგანაა მოპირკეთებული, ყველაზე ახალი წიგნი 1800 წელსაა გამოცემული, ყველაზე ძველი წიგნი კი 1457 წელს. ძველი ბიბლიოთეკის შუაგულში უზარმაზარი ხის მაგიდა დგას. ბერი რომანი გვეუბნება, რომ მაგიდის მონასტრიდან გატანა აქ შემოსულ  გერმანელ ნაცისტებს უნდოდათ, თუმცა ვერ შეძლეს, რადგან მაგიდა ბიბლიოთეკაშივეა დამზადებული და მისი ზომების გამო მაგიდის გატანა გარეთ დაჭრის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

„შავი მადონას“ ნახვის საშუალება ჩვენც მოგვეცა, წირვაზე, ზიარებისას, როცა „შავი მადონას“ საბურველი აიხადა, რომელიც მას დღე-ღამის მანძილზე ფარავს. რომანი გვიხსნის, რომ ღვთისმშობელი პოლონეთის დედოფლადაა მიჩნეული და მას, როგორც დედოფალს, „მიღების დრო“ აქვს, ამიტომაცაა დაფარული ხატი დანარჩენ დროს.

310 მეტრი მიწის ქვეშ ტურიზმი მაღაროებში

ლიფტის რკინის ყვითელი კარი იხურება და მიწისა და ბეტონის გვირაბში ვეშვებით. თავზე ყველას ჩაფხუტი გვახურავს. 2-3 წუთში „გვიდოს“ ფსკერზე ვართ, 310 მეტრზე მიწის ქვეშ. მაღარო, სადაც წლების მანძილზე პოლონელები ქვანახშირს მოიპოვებდნენ, უკვე შვიდი წელია ტურისტული ობიექტია. ირენეუშ კოცონი, ძველი მაღაროელი, ახლა გიდია, ტურისტებს „გვიდოს“ ლაბირინთებში დაატარებს, უხსნის როგორ მოიპოვებდნენ ქვანახშირს, იხსენებს, წლების მანძილზე მაღაროში დანადგარების ხმაურისგან დაღლილს როგორ ეუბნებოდა ცოლი, ნუ ყვირიო, როცა მას ეგონა, რომ ხმადაბლა საუბრობდა.

„გვიდოში“ ქვანახშირს ახლა აღარ მოიპოვებენ, თუმცა შვიდი წლის წინ ქალაქ ზარბჟეს (ამ ქალაქში 186 ათასი ადამიანი ცხოვრობს) მმართველებმა გადაწყვიტეს მაღარო ტურისტულ ობიექტად ექციათ. „გვიდოს“ რეაბილიტაციასა და ტურისტულ ობიექტად გადაქცევას 90 მილიონი პოლონური ზლოტი დასჭირდა, რომელიც ევროკავშირმა საგანგებოდ „გვიდოსთვის“ გამოყო. ირენეუში გვეუბნება, რომ წელიწადში დაახლოებით 130 ათასი ადამიანი სტუმრობს „გვიდოს“, 310 მეტრის სიღრმის მაღაროში საგანგებოდ „გვიდოსთვის“ ჩამოსხმული ლუდის დალევაცაა შესაძლებელი, სპექტაკლის ნახვაც და სადილის მირთმევაც. სუსტი შუქით განათებული მაღაროს გვირაბებიდან უცებ აღმოჩნდებით „გვიდოს“ ფეშენებელურ ნაწილში, სადაც რესტორანიც არის, ბარიც და თეატრის დარბაზიც კი. „გვიდო“ ქალაქ ზაბრჟეს სიამაყეა, საფეხბურთო გუნდთან ერთად, რომლისთვის სტადიონის ასაგებად 200 მილიონი პოლონური ზლოტი დაიხარჯა.

„ჯერჯერობით ეს ინვესტიციებია, რასაც ჩვენ ქალაქის განვითარებისთვის ვდებთ“, – გვითხრა ზაბრჟეს მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა (ასე უწოდებენ პოლონეთში ქალაქის თავს), რომელმაც საგანგებო მიღება გაუმართა ქართველ ჟურნალისტებს ქალაქის მმართველობაში. „მაღარო  გვიდო არის ის, რაც განასხვავებს ჩვენს ქალაქს. ეს პოსტინდუსტრიული ტურიზმია, რომელსაც აქვს პერსპექტივა. ზაბრჟე ინდუსტრიის დედაქალაქია.“

სილეზია პოლონეთში მაღაროების სიმრავლით გამოირჩევა. 16 ქალაქისა და მათ დამაკავშირებელ გზებს ქვეშ 30 მაღაროა. მათგან ზოგი მოქმედია, ზოგიც გაუქმებული, რამდენიმე უკვე ტურისტული ობიექტია და ასე აგრძელებს ახალ სიცოცხლეს. ჩვენი პოლონელი მასპინძელი ბართლომეი კამინსკი გვეუბნება, რომ არის გეგმა, რომლის განხორციელებისთვის მზადება უახლოეს წლებში უნდა დაიწყოს – სილეზიის მიწის ქვეშ არსებული მაღაროები ერთმანეთს გვირაბებით უნდა დაუკავშირდეს.

 

პრესტურის მეოთხე დღეს ველიჩკაში,  ცნობილ მარილის მაღაროებში მივდივართ, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეატანილი. აქ მარილის მოპოვება ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში დაიწყეს. ახლა ველიჩკას მაღარო პოლონეთის უმსხვილესი ტურისტული ობიექტია. მარილის უზარმაზარ მაღაროში, სადაც ეკლესია, დარბაზები და გალერეებია, ყოველ დღე ასობით ადამიანი ჩადის.  დერეფნებში ხშირად ნახავთ სურათს, ტურისტები ხელს უსვამენ მაღაროს კედელს და ჩუმად უსინჯავენ გემოს – მარილია, კი.

 

კრაკოვი სამეფო ქალაქი

 

თუ პოლონეთში წასვლას გადაწყვეტთ, ქალაქი კრაკოვი ალბათ პირველი უნდა იყოს იმ ჩამონათვალში, რის მონახულებასაც დაგეგმავთ. პოლონეთის კულტურული დედაქალაქი – ასე უწოდებენ კრაკოვს პოლონელები, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის.

ათასწლოვანი ისტორიის მქონე კრაკოვი ალბათ ყველაზე ახალგაზრდული ქალაქია, რომელიც ოდესმე მინახავს და არა მხოლოდ ახალგაზრდების სიმრავლის გამო, რომლებიც კრაკოვში სასწავლებლად ან ტურისტებად ჩადიან; მიუხედავად იმისა, რომ კრაკოვის ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული, ეს არის არა ქალაქი-მუზეუმი, არამედ ადგილი, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. ასეულობით წლების წინ აშენებულ სასტუმროებს ისევ სასტუმროს ფუნქცია აქვს, ქალაქის კარიბჭესთან პოლონელი მუსიკოსები მღერიან, ისევ მუშაობს უძველესი ბაზარი ქალაქის შუაგულში, ხოლო კრაკოვის გულში, სამეფო ქალაქის მთავარ მოედანზე, შეგიძლიათ უგემრიელესი კრაკოვული ძეხვი, პური და ლუდი შეიძინოთ, იქვე მოკალათდეთ და მიირთვათ.

კრაკოვში ჩასულებმა ალბათ აუცილებლად უნდა ნახოთ ვაველის სასახლე, ეკლესია, სადაც ცნობილი პოლონელები, მეფეები, ეპისკოპოსები და გამოჩენილი პოლონელები არიან დაკრძალული, მათ შორის ლეხ და მარია კაჩინსკები, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ; იაგელონის უნივერსიტეტი – ერთ-ერთი უძველესი ევროპაში და უბრალოდ ძალიან ბევრი უნდა ისეირნოთ კრაკოვის ვიწრო და ლამაზ ქუჩებში.

და კიდევ ერთი რამ, კრაკოვის გულში, მოედანთან ახლოს, ეკლესიასთან, ყოველი საათის ბოლოს აუცილებლად შეჩერდით, ეკლესიის კოშკში მესაყვირე ქალაქის ოთხივე მხარეს უკრავს. ამ დროს, კოშკის ქვეშ შეკრებილი ტურისტები სურვილს იფიქრებენ და ტაშის კვრით ეგებებიან მესაყვირეს. თუ მესაყვირემ ხელი დაგიქნიათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კრაკოვში ისევ დაბრუნდებით. ამბობენ, რომ მესაყვირე გულს თითქმის არასდროს წყვეტს ტურისტებს – კრაკოვი სტუმართმოყვარე ქალაქია.

ტენდერი უმაღლესი საბჭოს „დასტუკული“ მანქანის შეკეთებაზე

 

 „შესყიდვის ობიექტია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ,,TOYOTA PRADO“. (გამოშვების წელი 2008, ძრავის მოცულობა 3000, ტურბო დიზელი) დაზიანებული („დასტუკული“) ძრავის შეკეთების მომსახურება.“ [სტილი დაცულია]

 

დაზიანებული ძრავის შეკეთების სავარაუდო ჯამური ღირებულება 13 500 (ცამეტიათასხუთასი) ლარი იყო.  ძრავის შეკეთება ქარხნული წარმოების ახალი სათადარიგო ნაწილებით, 20 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო. 

 

ტენდერში  გამარჯვებული  11 ივლისს გამოვლინდა. დაზიანებულ ძრავს  შპს „ირბათ-ფ.ნ“ 10 499 ლარად შეაკეთებს. მან ერთი ლარით გაუწია კონკურენცია „თეგეტა მოტორსს“, რომელიც 10 500 ლარს იხდიდა აღნიშნულ მომსახურებაში. ტენდერში კომპანია „მათემოტორსიც“ მონაწილეობდა, მისი საბოლოო შეთავაზება 13 000 ლარი იყო.   

 

შუახევში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

 

„ქართული ოცნების“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შუახევის მუნიციპალიტეტში, ნოდარ ქარცივაძე იყო. შუახევის საკრებულოში სულ 24 წევრია, აქედან ქარცივაძის წინააღმდეგ ხმა 14-მა წევრმა მისცა. საკრებულოში ქართულ ოცნება 17 წევრითა წარმოდგენილი.

 

„უნდა გამართული ხელმეორე კენჭისყრა, მაგრამ შესვენების შემდეგ საკრებულოს წევრები სხდომაზე არ გამოცხადდნენ და ფორუმი ვერ შედგა.  საკითხი შემდეგ სხდომაზე გადაწყდება“- ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე.

 

ქედის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარედ ამირან ცინცაძე, 14 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ აირჩიეს. თავმჯდომარის მოადგილედ კი გურამ ანანიძის კანდიდატურა  იყო დასახელებული. 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სულხან ოქროპირიძე გახდა. ის არჩევნებამდე აჭარის მთავრობაში მუშაობდა.   

„თანამდებობებზე ჩვენი გუნდის წევრებს იხილავთ“

 

ირაკლი ჭეიშვილი

 

 

„აუცილებლად იქნება გარკვეული ცვლილებები, ჩვენ მოვდივართ ჩვენი გუნდით და შესაბამისად, თუ ვინ, როგორ, სად შეიცვლება, დანარჩენ სხდომებზე იქნება ცნობილი. ჩვენი გუნდის წევრებს იხილავთ თანამდებობზე, როგორც კომისიებში, ასევე სხვაგან“- განაცხადა მან.

 

შეეხება თუ არა საკადრო ცვლილება საკრებულოს აპარატს? – „ბათუმელების“ კითხვას საკრებულოს თავმჯდომარე ასე პასუხობს: „გარკვეული ცვლილებები იქნება როგორც აპარატში, ასევე გარკვეულ სამსახურებში. ახალი თანამშრომლების მიღება მოხდება რეორგანიზაციის ფორმით“. 

 

საკრებულოს თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა თავმჯდომარის მეორე მოადგილის დანიშვნასთან დაკავშირებითაც.  „თუ არ იქნება სამართლებრივი წინააღმდეგობა, ჩვენ ამ საკითხზე შემდგომ სხდომაზე ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას“- განაცხადა მან.

 

შეგახსენებთ, რომ  დღეს საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მხოლოდ ერთი მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევა მოხდა. მისი კანდიდატურა ირაკლი ჭეიშვილმა დაასახელა. ოპოზიციის მხრიდან, მოადგილის პოსტის დასაკავებლად  სალომე ზურაბიშვილის პარტიის „საქართველოს გზას“ წარმომადგენელი გია კაკაბაძე იქნა დასახელებული, მის კანდიდატურას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც უჭერდნენ მხარს, თუმცა გია კაკაბაძის კანდიდატურა ამჯერად არ განხილულა.  

Exit mobile version