ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა

 

ფოტო: ტატო ცეცხლაძე

 

ფოტო: ტატო ცეცხლაძე

ბათუმში 7 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

 

როგორც “ბათუმელებს” “ენერგო პრო ჯორჯიას” პრესსამსახურში განუცხადეს ქვესადგურებში წყალია მომატებული, რის გამოც აბონენტთა ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ ხერხდება. 

 

“ენერგო პრო ჯორჯიას”  პრესსამსახურის ცნობით  “ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება, როგორც კი ქვესადგურში წყალი დაიკლებს”. 

 

ბათუმში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. წვიმის გამო დატბორილია ქუჩები. მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა წყლის მიწოდებაც. 

ბათუმში ტაქსის კომპანიებმა მუშაობა შეაჩერეს

 

გელა ძნელაძის ფოტო
გელა ძნელაძის ფოტო

„ტაქხი +” – ში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მგზავრებს დღეს ვეღარ მოემსახურებიან, რადგან ქუჩები დატბორილია და ავტომანქანები დაზიანდა.  იგივეს ამბებენ კომპანია „ტაქსი 2″-ში, „ქუჩები დატბორილია და ჯერ-ჯერობით ვერ ვმუშაობთ“ – განმარტა „ტაქსი 2-“ის ოპერატორმა. 

 

„ბათუმელებმა“ სხვა კომპანიებთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა მობილური ტელეფონები გამორთულია, ან არ პასუხობენ. 

აჭარის მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 

რაც შეეხება ელექტრო ენერგიის მიწოდებას, ქობულეთს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტრო ენერგია; ბათუმში გათიშულია 7 000 აბონენტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დენი არ მიეწოდება  1790 აბონენტს. გადაუღებელი წვიმების გამო ვერ ხერხდება სამუშაო  ჯგუფების მიერ შესაბამისი სამუშაოების შესრულება. გამოდარებისთანავე სპეციალისტების დაიწყებენ ელ ენერგიის ჩართვას.

 

ამ დროისათვის ბათუმში წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის აბონენტებს – ე.წ ბენზეს, ბონის, გოროდოკის და ბარცხანის დასახლებებს. წყლის სათავე-ნაგებობებში წყალი ამღვრეულია და სარეზერვო ფონდიდან წყლით მარაგდება ქალაქის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი.

 

წყალთან დაკავშირებით პრობლემებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ახალშენში დაზიანდა წყლის მილები და წყალი არ მიეწოდება თემის გარკვეულ ნაწილს. წყლის მიწოდება დასტაბილურდება ამინდის ამინდის გაუმჯობესებისთანავე.

 

უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქ. ბათუმის ჭაობისა, ბონი-გოროდოკის, აღამაშენებლისა და მახინჯაურის დასახლებებში მდებარე საცხოვრებელი სახლები, ასევე დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

 

გამოდარებისთანავე მოხდება ქალაქის ქუჩების და სახლების სარდაფების წყლისგან გათავისუფლება.

 

გუშინ დაფიქსირდა მეწყერული მოვლენებიც. ბათუმში მთისძირის ქუჩაზე მეწყერმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაგრამ სამაშველო სამსახურის მიერ დროულად მოხდა მისი გამოყვანა.

 

ქობულეთში, სოფელ ხალაში მეწყერი ჩამოწვა და ქარცივაძეების ოჯახში სახლის კედელი დააზიანა,  ოჯახი დროებით ნათესავებთან არის გადაყვანილი.

 

ხელვაჩაურში, ზედა სამებაში, მეშვიდე რაიონსა და ჩაქვისთავში გზაზე ჩამოწვა მეწყერი, ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩაისუბანში ხიდია ჩავარდნილი და ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა.

 

მძიმე ვითარებაა ორთაბათუმის თემში, ახალშენში, მახინჯაურსა და სარფში. წყალი შეუვარდა მოსახლეობას, იყო მეწყერული მოვლენები. გზა არის გადაკეტილი ახალშენში ე.წ. ტაშხანას მიმართულებით, მუნიციპალიტეტის ტექნიკა მობილიზებულია და გზა იწმინდება.

 

რეგიონის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულება შეუფერხებლად ფუნქციონირებს. არ არის დაზიანებული არც ერთი სკოლა, შესაბამისად, ხვლიდან ყველა მათგანში განახლდება სწვლის პროცესი.

 

სწრაფი რეაგირების ჯგუფები ბათუმსა და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. ამჟამადაც მობილიზებულია ქ. ბათუმის მერიის და სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტი, შსს-ს სამაშველო დეპარტამენტი, სამაშველო სააგენტო, საპატრულო სამსახურები, პოლიციის დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო სამსახურები.

 

მთავრობაში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და დაითვლის ზარალს. ასევე ბათუმის მერიასა და მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი 27 20 01, 27 26 06, 27 26 25. აქ შემოსულ ზარებზეც მოხდება დროული რეაგირება.

გადაუღებელმა წვიმამ სახლები დატბორა

ხახულის ქუჩაზე #50 ორსართულიან კერძო სახლში სამი ოჯახს წუხელ გვიან ღამით წყალი შეუვარდა. ისინი პირველ სართულზე გირაოთი ცხოვრობენ. ჯახმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოასწრო.

ხახულის ქუჩაზე სახცოვრებელი სახლები მდინარის პირას მდებარეობს.

„ამ მდინარეს ყოველწელს წმენდენ. მაგრამ წელს არ გაუსუფთავებიათ, რომ ყოფილიყო გაწმენდილი ასე არ დაიტბორებოდა სახლი“ – ამბობს ხახულის #50-ში მხოვრები ზაურ გობაძე.

ბათუმი / ხახულის ქუჩა #50 – 21.09.2014

ადიდებული მდინარე ხახულის ქუჩასთან

 

 

დატბორილი ბათუმის ქუჩები [ვიდეო, ფოტო]

 

 

როგორც “ბათუმელებს” აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, დღეს სრული დატვირთვით მუშაობენ, მოსახლეობა სამაშველო სამსახურს სახლში შესული წყლის ამოტუმბვას სთხოვს. 

 

“ისეთი შემთხვევაც გვქონდა, რომ ერთ ადგილას სამჯერ გამოგვიძახეს, მაგრამ სანამ არ გამოიდარებს, მუშაობას აზრი არა აქვს, რადგან წყალი ისევ დგება. დატბორილია ქუჩები ჭაობში, ავტოსადგურისა და ფარეხის მიმდებარე ტერიტორია.”

 

 

 

 

პუშკინის ქუჩა

 

 

ჭავჭავაძის ქუჩა

 

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა

 

როგორც “ბათუმელებს” აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, დღეს სრული დატვირთვით მუშაობენ, მოსახლეობა სამაშველო სამსახურს სახლში შესული წყლის ამოტუმბვას სთხოვს. 

 

“ისეთი შემთხვევაც გვქონდა, რომ ერთ ადგილას სამჯერ გამოგვიძახეს, მაგრამ სანამ არ გამოიდარებს, მუშაობას აზრი არა აქვს, რადგან წყალი ისევ დგება. დატბორილია ქუჩები ჭაობში, ავტოსადგურისა და ფარეხის მიმდებარე ტერიტორია.” 

 

მამუკა თურმანიძის თქმით, მსხვერპლი ან სხეულის დაზიანების შემთხვევა არ არის. 

 

 

 

 

დატბორილი „ოცნების ქალაქი“

ქოხებში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც საკუთარ თავს ეკომიგრანტებს უწოდებენ და უკვე მეორე წელია მთავრობის დახმარებას ელიან. ქოხების ერთი ნაწილი ახლა წყალში დგას, ზოგიერთ ქოხში წყალი შევიდა და საწოლები და ნივთები დაასველა, აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ წყალი ჭერიდან და ფარღალალა ქოხების კედლებიდანაც აღწევს. „ოცნების ქალაქის“ ბევრ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.

დღეს დატბორილ „ოცნების ქალაქში“ მთავრობიდან არავინ გამოჩენილა. აქ კითხვას, დღეს დაინტერესდა თუ არა მთავრობა მათი მდგომარეობით, პასუხობენ, რომ მთავრობა არ გამოჩენილა, მაგრამ ჟურნალისტები იყვნენ სხვა და სხვა ტელევიზიებიდან.

ბათუმში დილიდან კოკისპირულად წვიმს, დღეს 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

წყალდიდობის გამო ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზა დაიტბორა

 “ძლიერი წვიმის გამო წყალში ჩარჩენილია მანქანები და ქობულეთის სამაშველოს ბუქსირით გამოჰყავს მშრალ ადგილებზე. დამატებით კიდევ ერთი ჯგუფი დაემატა. ადგილზე მუშაობენ ჩაქვის პოლიციის პიკაპები და ვეცდებით უახლოეს ხანში გავხსნათ მოძრაობა,” – ამბობს მამუკა თურმანიძე. 

 

მისივე თქმით დღეს ბათუმში  4 ბალიანი შტორმს ელოდებიან.

 

“რიგ ადგილებში, გონიოსა და მწვანე კონცხზე,  ოთხ ბალზე მეტი შეიძლება დაფიქსირდეს. მთელს სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. ცურაობა აკრძალულია. მებადურებმაც თავი უნდა შეიკავონ თევზაობისგან. ბათუმის იახტკლუბი უფასოდ დავუთმემ ყველა მცურავ საშუალებას, რომელიც იმყოფებიან ღია ზღვაში,” – ამბობს მამუკა თურმანიძე. 

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

ფოტო: ზურა ბაუჟაძე

 

 

ბათუმის ციხე პატიმრებით შეივსო


სხვა პატიმრები კი ქუთაისში გადაჰყავთ. ამის პარალელურად ბათუმში პატიმრები რუსთავის#6 საპყრობილედან გადმოიყვანეს, კჲთხვაზე, რატომ გადმოიყვანეს პატიმრები ბათუმში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, #6 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა სხვადასხვა დაწესებულებებში გადანაწილება განპირობებულია მოცემულ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დაწყებით.”  


სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის მესამე დაწესებულებაში შევსებულია საკარანტინო და საპატიმრო ადგილები, ხოლო თავისუფლება აღკვეთილის მსჯავრდებულების მიღება შესაძლებელია.


მესამე საპყრობილე 244 პატიმარზეა გათვლილი.

მედიაკონფერენცია ბათუმში [ფოტო]

 

„კარგი ხარისხის კონტენტის შექმნა, აი ეს არის მთავარი გამოწვევა და სწორედ ამას უკავშირდება სხვა ყველაფერი,“ – ამბობს ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.

მისივე თქმით უკვე მესამე წელია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ჩატარებული მედია კონფერენცია ჟურნალისტებს აძლევს განსაკუთრებულ ცოდნას.

„იმიტომ რომ ეს არის ცოდნა რომელიც გროვდება ადგილზე, რომელიც გროვდება პრაქტიკულად განხორციელებული საქმიდან გამომდინარე. ახლა ვუსმენდი ჩემი კოლეგების გამოსვლას ონლაინ პრესიდან და ეს არის ძალიან ზუსტი აქცენტები იმის შესახებ, თუ სად არის პრობლემა, სად არის მეტი სიახლე. ამიტომ ეს ცოდნა აღარ იკარგება არსად, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენს საკუთარ განვითარებაზე ავსახოთ,“ -ამბობს ნათია.

„ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“  არის ის ორგანიზაცია რომელზეც თამამდ შემიძლია ვთქვა რომ გადაარჩინა ქართული მედია.  გადაარჩინა იმ დროს როდესაც ძალიან ძნელი იყო როგორც დაფინანსების მოპოვება კარგი საქმის გასაკეთებლად, ასევე ძალიან ძნელი იყო პროფესიული კუთხით კარგი საქმეების კეთება, რასაც  სერიოზული რესურსი უნდოდა. ასევე სერიოზული რესურსი უნდოდა იმ ნოვაციებს რომელიც წლების განმავლობაში ინერგებოდა ქართულ მედიაში და ეს ფონდი იყო მართლა ნომერი პირველი ქართული მედიის მხარდაჭერის კუთხით. განსაკუთრებით რეგიონულ მედიას ვგულისხმობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ჟურნალისტი ია ანთაძე.

კონფერენციის მეორე ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს, ამჟამად არსებულ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

კონფერენციის მესამე ნაწილი ახალ მედიას შეეხება. დღესვე დაგეგმილია სტუდენტთა მიერ შექმნილი ჟურნალისტური პროექტების პრეზენტაცია. დასკვნით ნაწილში კი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მომზადებული გამოცემებისა და სასწავლო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

 

 

რადარამის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

 

კვამე ენტონი აპია თანამედროვე,  პოპულარული ფილოსოფოსია.

 

წიგნის ავტორმა ამ ნაშრომით სრულიად ახლებურად წარმოაჩინა ადამიანის ბუნება და ის სოციალური რეფორმები, რომელთა შესახებაც ყველას სმენია. წიგნის კითხვისას, მკითხველი ერთდროულად ისტორიაშიც იმოგზაურებს და ფილოსოფიური თვალითაც შეხედავს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა: დუელი, მონობა, მკვლელობები. ავტორის აზრით, ბოლო საუკუნეში მომხდარი დემოკრატიული ცვლილებები არათუ კანონის მეშვეობით მოხდა, არამედ ამ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა სწორედ ადამიანური ღირსება იყო.

 

წიგნის პრეზენტაცია “წიგნები ბათუმში” 18:00 საათზეა დაგეგმილი. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.  ყველა სტუმარი წიგნს საჩუქრად მიიღებს.

 

პატარა პრინცი

 

არადა, ეს ის წიგნია, რომელსაც არა ჰიპოთეტურად, არამედ ნამდვილად შეუძლია, ადამიანის ცხოვრება შეცვალოს. წიგნი, რომელიც დაიწერა ბავშვებისთვის და იმ დიდებისთვის, რომლებსაც თავიანთი ბავშვობის რაღაც ნაწილი არ დაუკარგავთ. ემოციური, ლირიკული, ლამაზი ამბავი უდაბნოში გზადაკარგული მფრინავისა და ციდან ჩამოვარდნილი პატარა ბიჭისა, უცნაური მეგობრობის ისტორია, ორი ადამიანის კავშირი, რომლებმაც ერთმანეთს ბევრი რამ ასწავლეს.

 

„პატარა პრინცის“ გმირებს საინტერესო პროტოტიპები ჰყავთ. წიგნი მძიმე პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დაწერა დაწერა ეკზიუპერიმ, რასაკვირველია, გვერდი ვერ აუარა ფაშიზმის თემას. სწორედ ნაცისტები გამოიყვანა ბაობაბების სახით, იმ უზარმაზარი ხეებისა, რომლებიც მის პატარა პლანეტას შთანთქმას უპირებენ.

 

საინტერესოა, რომ პრინცის შეყვარებული, ჭირვეული და ლამაზი ვარდი, რომელსაც გამოექცა უფლისწული თავისი პატარა პლანეტიდან, ეკზიუპერის მეუღლე კონსუელოა, რომელთანაც მწერალს დრამატული ურთიერთობა ჰქონდა. ცოლ-ქმარი ვერაფრით უგებდა ერთმანეთს, თუმცა ანტუანს ძალიან უყვარდა ქალი. სწორედ მათი ურთიერთობების, ოჯახური ცხოვრების, ღალატის ანატომიაა პრინცისა  და მელიის საუბრები ვარდის შესახებ.

 

ადრე ფიქრობდნენ, რომ პატარა პრინცი ქრისტეს სიმბოლიზებას ახდენდა, მისი უცოდველობიდან, ციდან ჩამოვარდნილობიდან და ბატკნიდან გამომდინარე. ქრისტიანობაში ხომ ცხვარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. პატარა პრინციც სწორედ ცხვრის დახატვას სთხოვს ეკზიუპერის. მაგრამ ავტორმა ამ ვარაუდებს ბოლო მოუღო და თქვა, რომ პატარა პრინცი სხვა არავინაა, თუ არა თავად ეკზიუპერი.

 

საოცარია, რომ ეკზიუპერის სიკვდილი საოცრად დაემსგავსა პატარა პრინცის გამგზავრებას თავის პლანეტაზე. სამხედრო მფრინავი ხმელთაშუა ზღვის თავზე დაიკარგა, უბრალოდ აორთქლდა ისე, რომ მისი სხეულის ნაწილსაც კი ვერ მიაგნეს.

 

ამ ლამაზ, სევდიან, ადამიანურ ამბავს ნამდვილად შეუძლია ყველაზე მოკლე გზით მივიდეს მკითხველის გულამდე. ალბათ, მიზანიც ესაა, იმის შეხსენება, რაც ბავშვობაში ძალიან კარგად ვიცოდით, მერე კი დავბრძენდით და დაგვავიწყდა. მერე სპილო ქუდად გადაიქცა, ჩვენ მეტისმეტად ბევრი რამ ვისწავლეთ, ანგარიშებში ჩავეფალით და ცაში ყურება დაგვავიწყდა.

 

მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

„ბათუმი“ განახლებული შემადგენლობითა და ახალი მწვრთნელით

 

დავით გუგუშვილი


–  ბატონო დავით, რამდენად მომზადებული შეხვდით ახალ სეზონს და როგორ შეაფასებთ ჩატარებულ ოთხ თამაშს?

– პირველ რიგში რაგბის ყველა გულშემატკივარს მივულოცავ ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის დაწყებას, განსაკუთრებით ბათუმის გულშემატკივარს. ოთხივე თამაში ისე დავამთავრეთ, ბიჭები რომ გამოდიოდნენ, გეგონებოდა ერთ თამაშს კიდევ ითამაშებენო. არ გადავღლილვართ და არც ფიზიკურად დავუჩაგრივართ რომელიმე გუნდს. „არმიასთან“ და „ლელოსთან“  წაგება ჩვენი მწვრთნელების ბრალი იყო, ვიდრე მოთამაშეების. ვერ გავთვალეთ მწვრთნელებმა და პირველ და მეორე თამაშს ცოტა მოუმზადებელი შევხვდით. ჩვენ რომ გვინდოდა, ისე გეგმიურად ვერ მოვახერხეთ ვარჯიშების დალაგება, ბიჭების შეთამაშება. თან ტრანსფერი 29 ივლისს დაიკეტა და ბიჭები 27-28 ივლისს დავიმატეთ. „ლელოსთან“ 20:0 წავაგეთ, მაგრამ ვინც უყურებს ჩვენს თამაშებს იტყვის, რომ 20:0 წასაგები არ იყო, უბრალოდ ჯარიმებს აღარ ვურტყამდით კარში და ლელოზე ვთამაშობდით.

 

გუნდში განხორციელდა ტრანსფერი, რა მიმართულებით გააძლიერეთ შემადგენლობა?

– 12 ახალდამატებული მოთამაშე გვყავს. მოთამაშეები მოვიყვანეთ „ჯიქებიდან“ „არმიიდან“, „ლოკომოტივიდან“, ქუთაისის „აიადან“. შერკინების პირველი ხაზიდან, ვინც გვინდოდა და ვიზეც ვაკეთებდით წლევანდელ სეზონში აქცენტს, ორი ბიჭი წავიდა. თორნიკე სულაბერიძემ მეზღვაურის პროფესია აირჩია, წარმატებებს ვუსურვებთ მას. ილია კაიკაციშვილი  კი თბილისის „ჯიქებში“ გადავიდა. ხუთი ბიჭი „არმიიდან“ წამოვიყვანეთ, ერთწლიანი ხელშეკრულებებით.

გუნდიდან წავიდა ექვსი უცხოელი ლეგიონელიც. გვინდოდა ფრანგ რაგბისტს იოან შამულს გაეგრძელებინა ჩვენთან თამაში, თუმცა დაგვიგვიანდა მოლაპარაკება და ვერ შევთანხმდით პირობებზე. ამჟამად ის საფრანგეთში თამაშობს. მის მაგივრად ჩამოვიყვანეთ ორი მოთამაშე ალექსანდრე ზამბახიძე „ლოკომოტივიდან“ და ქუთაისის „აიას“ აღზრდილი ზურა თუთბერიძე. უკმაყოფილოები არ ვართ, ორივე ართმევს საკუთარ დავალებას თავს. პირველი წრის ბოლოს კი გვინდა, რომ გავძლიერდეთ, კონკრეტულად შერკინების პირველ ხაზში.

 

–         აპირებთ იოან შამულის კვლავ ჩამოყვანას?

– არაფერია გამორიცხული, გააჩნია რა შედეგი გვექნება წლევანდელ სეზონში და როგორი გვექნება დაფინანსება.

 

როგორია შეთამაშება და ხომ არ გაუჭირდათ ახალწვეულებს გუნდში ადაპტაცია?

– შეთამაშება გვაკლია, მაგრამ ყველა გამოცდილი მოთამაშეა და ადაპტაცია არ გასჭირვებიათ. საქმე გვაქვს პროფესიონალებთან, ყველა მუშაობს საკუთარ თავზე და იციან, რომ თუ ვერ გააკეთებენ ვერაფერს, სახელ და გვარს პატივს არ სცემს არავინ. მთავარია სპორტსმენი მზად იყოს ნებისმიერ დროს ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურადაც.

 

როგორ ართმევთ თავს მთავარი მწვრთნელის ფუნქციას და თამაშსაც ერთდროულად?

– ოთხი მწვრთნელი ვართ: მე შეთავსებული მაქვს მთავარი მწვრთნელის პოზიცია, მყავს ასისტენტები. შერკინების პირველი ხაზის მწვრთნელია სერგო მოქია, ხაზის მწვრთნელად არის გიორგი ჩუბინიძე, ასევე ჩემი ასისტენტი და გუნდის კაპიტანია არჩილ ალიქაძე, რომელიც დიდ როლს თამაშობს გუნდის სწორ  განვითარებაში.

ახალბედა მწვრთნელები ვართ და თამაშიდან თამაშამდე ჩვენც ვსწავლობთ. ვმუშაობთ ერთ გუნდად და როცა მე ვთამაშობ, იმავე ფუნქციას ეს ბიჭები ითავსებენ. როცა მოთამაშეებს ტრავმები აქვთ, ვცდილობ ჩემი თამაშით დავეხმარო გუნდს. სტადიონის პრობლემაც გვაქვს. „ლელოსთან“ როცა გვქონდა თამაში, იძულებულები ვიყავით  ფოთის სტადიონი აგვეღო არენდით და იქ გვეთამაშა სახლის თამაში.

ინფრასტრუქტურა სანამ არ იქნება, ცოტა გაგვიჭირდება. გვპირდებიან, რომ გონიოში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მოედანს, სადაც დამონტაჟდება ტრიბუნები, მოეწყობა საშხაპე და გასახდელები.

 

როცა თამაში ისე მთავრდება, რომ გუნდი ერთი ქულის მოპოვებასაც ვერ ახერხებს, როგორც მწვრთნელი, როგორ აძლევთ მოთამაშეებს სტიმულს?

– თამაშის ბოლოს ყველა ვსხდებით და ვლაპარაკობთ, ვუცვლით აზრებს ერთმანეთს და განვიხილავთ თამაშიდან თამაშამდე რა არის გამოსასწორებელი, რომელ კომპონენტში უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ და სადაც პრობლემაა, როგორ აღმოვფხვრათ. მერე მოვდივართ სტადიონზე და ვარჯიშში ვცდილობთ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი და მომდევნო თამაშის დროს ნაკლები შეცდომა დავუშვათ.

 

მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე საფრანგეთში მყოფი ბათუმელი მორაგბე ირაკლი ნინიძე მოიაზრებოდა, რატომ არ არის დღეს ის კლუბის მწვრთნელი?

– ირაკლი ნინიძე 10 წელია საფრანგეთში იმყოფება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, კისრის მალებზე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, ამ გარემოებამ შეუშალა მის დაბრუნებას ხელი. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობამ შემომთავაზა შემეთავსებინა მთავარი მწვრთნელის ფუნქცია. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა. არც ველოდებოდი და არც მაგის ამბიცია მქონდა. არა აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა კარგი შედეგი ჰქონდეს ამ გუნდს, სამომავლოდ ჩვენ ველოდებით ირაკლი ნინიძეს, რომელმაც უცხოეთში დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება უნდა ჩამოიტანოს აქ.

 

რა ეტაპზე ხართ ახლა?

– ერთთვიანი წყვეტა გვაქვს, „ჩელენჯ ქაფის“ (European Rugby Challenge Cup 2014-15) თამაშებია, სადაც პირველად საქართველოს კლუბიც მიიღებს მონაწილეობას სახელწოდებით „თბილისის კავკასიელები“, რომელიც „ლელოს“ ბაზაზეა შექმნილი სპეციალურად „ჩელენჯ ქაფში“ მონაწილეობისთვის.

პლეიოფის თამაშები 20-27 სექტემბერსაა. ჩვენი გუნდიდანაც ორი მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას, პირველი და მესამეხაზელი, გიორგი თხილაიშვილი და შოთა ცხოვრებაშვილი.

ერთთვიანი წყვეტის შემდეგ  პირველი თამაში (პირველი წრის მე-5 ტური) გვექნება 7 ოქტომბერს თბილისის „არმაზთან“.  წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. კარგი გუნდია, მან მეოთხე ტურში „ლელოს~ მოუგო. ვფიქრობ, ძლიერი ბრძოლა გვექნება და წლევანდელი ჩემპიონატი ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატი იქნება, რადგან ყველა გუნდი თანაბრად იბრძვის გამარჯვებისთვის.

 

პროგნოზის გაკეთება თუ შეგიძლიათ, როგორ დამთავრდება სეზონი და თუ შეიცვლის ბათუმის დინამო პოზიციას მე-7 ადგილიდან უფრო მაღალ საფეხურზე?

– სამი გუნდი გვასწრებს ქულებით. უნდა ავიწიოთ მაღალ საფეხურზე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ოღონდ ერთმანეთის გვერდში დგომით, ვარჯიშით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ და დავუბრუნოთ „ბათუმს” დიდება, რაც ჰქონდა წლების წინ. წლევანდელ სეზონში წინასწარ პროგნოზს ვერ ვიტყვი, ახალი გუნდია და ჯერ კიდევ ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში ვართ. მერე გამოჩნდება სადაა სუსტი და ძლიერი რგოლი, ძლიერი რგოლი უნდა დავხვეწოთ, სუსტი კი გავაძლიეროთ. წლევანდელი სეზონი მაინც გუნდის შეკვრისთვის იქნება. თუმცა სიურპრიზებს ყველა გუნდს შევთავაზებთ.

ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები

 

177,71 კუბმეტრი ხე უკანონოდ ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ წელს გაჩეხა. ორ შემთხვევაში მოსახლეობამ წითელ წიგნში შესული სახეობები: წაბლი და მუხა მოჭრა უნებართვოდ. ტყის უკანონოდ გაჩეხვაზე მოკვლევა სატყეო სააგენტოს ქედის სამსახურმა აწარმოა, სახელმწიფოზე მიყენებული ზარალი დაითვალა და 35 ფაქტიდან ორი საქმე გამოსაძიებლად შს სამინისტროს ქედის რაიონულ სამმართველოს გადასცა. 33 მოქალაქეს კი ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა. 

 

სატყეო სააგენტოს ქედის სამსახურის უფროსი ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ მოსახლეობამ უნებართვოდ ძირითადად მეორე ხარისხის ხე მოჭრა, რომელიც მხოლოდ სათბობად გამოიყენება. იგი იმასაც დასძენს, რომ წინა წლებთან შედარებით უკანონო ჭრების რაოდენობა ქედაში შემცირებულია, რასაც მთებთან მისასვლელი გზების დროულად გაყვანითა და საჭირო ოდენობის ტყე-კაფის გამოყოფით ხსნის.

 

„წელს უკანონო ჭრის 37 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან ორი საქმე გამოსაძიებლად ქედის რაიონულ სამმართველოს გადაეცა, როდესაც ზარალის ოდენობა 1000 ლარზე მეტია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და საქმეზე გამოძიება იწყება,“ – განმარტავს ჯემალ ბერიძე.

 

ქედის სამსახურის სატყეო სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ ხე-ტყე უკანონოდ არ გაჩეხოს, ტყის დამამზადებელი ბილეთი პირადი სარგებლობისთვის გამოიწეროს და სათბობი შეშა კანონიერად მოიმარაგოს. მისი თქმით, ტყეებთან მისასვლელი არსებული გზები გამართეს, დამატებით ახალი გზები გაიყვანეს და საკმარისი ოდენობის ტყე-კაფი გამოყეს.

 

„დღეის მდგომარეობით ყველა ტყეში შესაძლებელია ავტომობილი შევიდეს და მოსახლეობამ სათბობი შეშა მოიმარაგოს, ზოგ ტყეში არამარტო მაღალი გამავლობის, არამედ მსუბუქი ავტომობილიც კი გადაადგილდება, გზები გამართულია. ქედის სატყეო ადმინისტრაციას 2014 წლისთვის დაგეგმილი ჰქონდა 4 000 მეტრი ახალი გზის მშენებლობა და 13 950 მეტრი არსებული გზის რემონტი, გეგმის მიხედვით სხვადასხვა მთების მიმართულებით 3725 მეტრი ახალი გზა გავიყვანეთ, ამ დროისთვის ახალი გზა გაგვყავს სოფელ სირაბიძეებში, მთაში, 350 მეტრი ახალი გზა უნდა გაგვეყვანა, თუმცა ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ და 400 მეტრი გავიყვანეთ, ამის საშუალებას ტყეც იძლეოდა და ამინდმაც შეგვიწყო ხელი. რაც შეეხება არსებული გზების რემონტს, გეგმას გადავაჭარბეთ, 21 800 მეტრი გზა გავარემონტეთ, ახალი გზის გაყვანასთან ერთად პერიოდულად გამოვყოფთ ტყე-კაფს, სადაც მოსახლეობა სათბობ შეშას და სამასალე მერქანს ამზადებს. არსებული პირობებიდან გამომდინარე უკანონო ჭრები არ უნდა იყოს,“ – ამბობს ჯემალ ბერიძე.


მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით ქედაში 19  566 კუბმეტრი სათბობი შეშა და 1900 კუბმეტრი სამასალე მერქანია მოსახლეობისათვის გამოყოფილი, აქედან, 10 სექტემბრის მონაცემებით, ათვისებულია 4 623 კუბამეტრი სათბობი შეშა. „გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1600 კუბამეტრით მეტი ათვისება გვაქვს, ეს გამოიწვია გზის ადრე მშენებლობამ და ნებართვების დროულად გაცემამ,“ – აცხადებს ჯემალ ბერიძე.

 

სათბობი შეშის დასამზადებლად მოქალაქემ სატყეო რესურსების შესაბამის განყოფილებას უნდა მიმართოს, ხოლო სამასალე მერქანთან დაკავშირებით წერილობითი განაცხადი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა შეიტანოს, განაცხადს გამგეობაში არსებული კომისია განიხილავს, მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მოქალაქეს სატყეო ადმისნისტრაცია საჭირო ოდენობის სამასალე მერქანს გამოუყოფს.

 

უცვლელი რჩება სათბობი შეშისა და სამასალე მერქნის ღირებულება. ერთი კუბმეტრი სათბობი შეშის ფასი ფოთლოვანზე 3 ლარს შეადგენს, წიწვოვანზე – 2 ლარს, სამასალე მერქნის ღირებულება: წიწვოვანზე -15 ლარი, ფოთლოვანზე – 33 ლარია, სხვა მერქანზე კი – 9 ლარია, რასაც ემატება მომსახურების საფასური – ერთ კუბმეტრზე – 3 ლარი.

 

 

 

 

22 მუშა ხელფასის მოლოდინში

 

 

„ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2011 წლის 24 თებერვალს 337 500 ლარზე გამოაცხადა, სამშენებლო კომპანია „ავტობანთან“ ხელშეკრულება 220 000 ლარზე გაფორმდა, მე ვიყავი საქმისმწარმოებელი, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 83-ე კილომეტრზე 54 მეტრი სიგრძის და 12 მეტრი სიმაღლის გაბიონი წლის ბოლომდე უნდა გაგვეკეთებინა. დამკვეთმა ობიექტი მანამდე ჩაიბარა, ვიდრე სამუშაოები დასრულდებოდა. ობიექტი ჩაბარდა და კომპანიას თანხაც ჩაერიცხა, მაგრამ ხელფასები არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაფორმებული გვქონდა კომპანიასთან და ხელშეკრულებით ანაზღაურება 2011 წლის დეკემბრამდე უნდა ჩაგვრიცხოდა. მესამე წელია ჩვენს კუთვნილ თანხას –  53 500 ლარს ვითხოვთ. ანაზღაურება რომ არ მისცეს მუშებს, სამუშაოები გავაჩერეთ, სხვას ვერ მოიყვანდა, არავინ მიუშვებდა და ისეც დარჩა, 300 კუბამეტრი ქვა დასაწყობია გაბიონზე, ვის არ მივმართეთ ჩვენი საკითხით დაინტერესებულიყო, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. კომპანია გვეუბნებოდა, თანხა არ მაქვს, ხელფასი რომ გადაგიხადოთო, დეპარტამენტმა წაგვართვაო,“ – ამბობს ედნარ რიჟვაძე.

 

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის 83-ე მონაკვეთზე გაბიონის მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა

 

საავტომობილო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ხელფასების გაცემის საკითხი მათ კომპეტენციაში არ შედის, თუმცა აღნიშნავენ, რომ პრობლემის მოგვარებისთვის კომპანიასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.

 

„კონტრაქტორ ორგანიზაციასა და მშენებლებს შორის იყო შეთანხმება, შემდეგ მათ შორის გაუგებრობა მოხდა, კომპანიამ არ გადაუხადა თანხა. ეს საკითხი სასამართლოს პრეროგატივაა, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკება კომპანიასთან მიმდინარეობს,“ – ამბობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსი ზურაბ სიხარულიძე.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს „სამშენებლო კომპანია ავტობანის“ გაკოტრების საქმისწარმოება 2012 წელს დაიწყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ბათუმელებმა“ კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოახერხა. 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის დავაში სახელმწიფო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ეს სასამართლოს განსახილველი საკითხია, მაგრამ თუ მუშები სასამართლოს თანხის აღების მიზნით მიმართავენ, კუთვნილ ხელფასს მაინც ვერ მიიღებენ, თუ კომპანიას თანხა არ გააჩნია და გაკოტრების საქმისწარმოება დაწყებულია.

 

„მსგავსი ტიპის დავებმა ბოლო დროს იმატა, ეს არის შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა, რაშიც სახელმწიფო მონაწილეობას არ იღებს და ვერც მიღებს, იმიტომ, რომ ესაა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობა, რომელიც სამართლებრივად უნდა იყოს რეგულირებული იმ კუთხით, რომ მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ წინდახედულება. სახელმწიფოს შეუძლია დამცავი მექანიზმი შეიმუშავოს,  მაგრამ რთული იქნება იმიტომ, რომ როდესაც ცხადდება ტენდერი, სახელმწიფომ  წინასწარ არ იცის როგორი იქნება სახელფასო ბადე, რამდენი ადამიანი დასაქმდება. ამ კონკრეტულ შემთხვევში საკითხი ვერ მოგვარდება, მხარეებმა სასამართლოს თუ არ მიმართეს, მაგრამ თანხის მიღების მიზნით რომც მიმართონ სასამართლოს, შედეგი ნული იქნება,“ – ამბობს  გიორგი ხიმშიაშვილი.

 

მუშებს ახლა მთავრობის იმედი აქვთ. „საკითხში ყველა ჩაერთო, მთავრობის თავმჯდომარეც კი, რამდენიმე დღის წინ შევხდით არჩილ ხაბაძეს და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელს ზურაბ სიხარულიძეს, დახმარებას დაგვპირდნენ, იმედი გვაქვს, მალე მოაგვარებენ საკითხს,“ –  ამბობს ედნარ რიჟვაძე.

ავტობანის განახლებული მშენებლობა ბაგრატონის ქუჩაზე

 

 

ამჟამად ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქციის სამუშაოები ერისთავის ქუჩაზე (სულაბერიძის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე), 527-მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. ბათუმის მერიასა და მშენებარე კომპანია შპს „გზას” შორის 2013 წლის ბოლოს დადებული შეთანხმების საფუძველზე ბაგრატიონის ქუჩაზე ავტობანის მშენებლობის ვადა  2014 წლის 1-ელ დეკემბრამდე განისაზღვრა. როგორც ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის, ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ლევან აბუთიძე ამბობს, 2014 წლის დეკემბრის ბოლომდე ერისთავის ქუჩის  მშენებლობა უნდა დასრულდეს.

 

„ამ ეტაპზე ძირითადად გრუნტის შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს, გრუნტი გამოიცვლება დაახლოებით სამი მეტრის სიღრმეზე,“ – ამბობს ლევან აბუთიძე. მისი თქმით, ამ მონაკვეთის გაკეთებისათვის ხუთი მილიონი ლარი დაიხარჯება. 

 

ბათუმის მერიასა და ბაგრატიონის ავტობანის მშენებარე კომპანია (შპს) „გზას“ სახელშეკრულებო დოკუმენტების მიხედვით მშენებლობის დასრულების ვადები გარკვეული მიზეზების გამო რამდენჯერმე გაგრძელდა. ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობასთან შეთანხმების გაჭიანურება იყო, რადგან გარკვეულ მონაკვეთებზე, სადაც ავტობანი უნდა გაკეთდეს, კერძო სახლებია განთავსებული და მოსახლეობა ცხოვრობს. ამ ეტაპზე ერისთავის ქუჩაზე (სულაბერიძიდან შავშეთის ქუჩამდე) მიწები ათვისებულია, თუმცა მომდევნო ეტაპის განხორციელების დროს (შავშეთის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე)  შესაძლოა რამდენიმე ოჯახს მოუწიოს საკუთარი სახლის კომპენსაციის სანაცვლოდ დათმობა, რადგან, როგორც ლევან აბუთიძე განმარტავს, მშენებლობის პარალელურად ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელების პროექტში ცვლილებები შედის: „გზის პროფილი უნდა გადაიწიოს მარცხენა მხარეს და ცოტა უნდა გაფართოვდეს, სადაც მოსახლეობის კუთვნილი ნაკვეთების ნაწილი იქნება ათვისებული.“

 

კერძო მიწების ათვისებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური მუშაობს და ის აწარმოებს მოსახლეობასთან კომპენსაციის საკითხზე მოლაპარაკებებს.

 

„როცა გზის მშენებლობის საბოლოო პროექტი გვექნება ხელთ, პროექტის მონახაზს შევადარებთ საჯარო რეესტრის ბაზასთან, რითაც დადგინდება, ვის, რა საკუთრებას ვეხებით, მოხდება ამ ქონების შეფასება აუდიტის მიერ და დაიწყება კონკრეტული ქმედებები და ურთიერთშეთანხმების გზით კომპენსაციის გაცემა,“ – ამბობს ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი გოგა ლომაძე.

 

რატომ არ დაიწყო მოსახლეობასთან მოლაპარეკებები მშენებლობის დაწყებამდე და რატომ მიმდინარეობს კომპენსაციებზე შეთანხმება გზის მშენებლობის პარალელურად? გოგა ლომაძის განმარტებით ამის მიზეზი მშენებლობის მასშტაბურობაა.

 

„პირველი ეტაპი იყო აღმაშენებლიდან აეროპორტამდე მონაკვეთის გაკეთება. იქაც კერძო საკუთრება იყო. შემდეგ ავტობანი ქალაქის მეორე ნაწილისკენ გაგრძელდა და კომპენსაციის სანაცვლოდ ბევრი  საცხოვრებელი სახლი მოხდა აღებაში. პროექტი მასშტაბურია და ერთბაშად ვერ მოხერხდებოდა მოსახლეობის საკუთრების ათვისება,“ – ამბობს გოგა ლომაძე.

 

 

თუ რამდენ ოჯახს გადაუხდიან კომპენსაციას შავშეთის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე, 988- მეტრიან მონაკვეთზე, ამის ზუსტი მონაცემი ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს არ აქვს.

 

„დაველოდოთ პროექტში ცვლილებების შეტანას, რის შემდეგაც უფრო კონკრეტულად გვეცოდინება რა ნაწილს მოიცავს გზა და რამდენ ოჯახს შეეხება. ჩვენ ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ მოხდეს მათთან შეთანხმება,“ – ამბობს გოგა ლომაძე.

 

ხოლო  იმ შემთხვევაში, თუ კი შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ეკონომიკის სამსახური კანონით მინიჭებულ უფლებას – ექსპროპრიაციას მიმართავს, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტის საფუძველზე მოსახლეობას ნებაყოფლობის გარეშე მოუწევს გარკვეული კომპენსაციის ხარჯზე ქონების სახელმწიფოსთვის დათმობა.

 

ავტობანის მშენებლობისთვის, გარდა კერძო საკუთრებისა, დაინგრევა ერისთავის ქუჩაზე მდებარე სატრანსფორმატორო პუნქტი და იგი მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. სატრანსფორმატორო პუნქტის დემონტაჟი-მონტაჟი შპს „უნივერსალი 2010“ – მა 375 000 ლარად, 90 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს. კომპანიასა და ბათუმის მერიას შორის ხელშეკრულება 2014 წლის 29 ივლისს გაფორმდა. ლევან აბუთიძის განმარტებით, მოიშლება ძველი ელექტროძაბვის საჰაერო ხაზები და მიწის ქვეშ განლაგდება.

 

 

ვინ იღებს ძვირადღირებულ დაკვეთებს ბათუმის მერიისგან

 

 

ბათუმის მერიამ “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მეორედ ორი თვის წინ გამოაცხადა, რადგან პირველ ჯერზე ტენდერი ჩაიშალა, ხოლო გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. ამჯერად ამ პროექტის დასაფინანსებლად მერიამ ბიუჯეტიდან 6 მილიონ 400 000 ლარამდე გაითვალისწინა, თუმცა ელექტრონული ვაჭრობის შემდეგ მერია გამარჯვებულ კომპანიას ხუთი მილიონ 121 000 ლარზე შეუთანხმდა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად გამარჯვებულმა კომპანიამ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის სისტემის, ე.წ. “ჟილინის არხის”, რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს. ტენდერში გამაჯვებული კომპანია “GM HIDRO” იღებს ვალდებულებას, “ჟილინის არხის” ღია სისტემა დახურული სისტემით შეცვალოს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “GM HIDRO” 2012 წელს კორნელი კაკაჩიამ დააარსა და კომპანიას თავად ხელმძღვანელობდა. ამ დროისათვის კი კომპანიის 100% წილის მფლობელი 1974 წელს დაბადებული გიორგი ბარამიძეა. გასულ წელს კომპანიას ტიტე დუმბაძე ხელმძღვანელობდა.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით პრეტენდენტ კომპანიას მსგავსი საქმიანობის გამოცდილება უნდა ჰქონოდა:

“ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 4 წლის განმავლობაში (2010, 2011, 2012, 2013) და 2014 წლის 1-ელ ივლისამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარის ოდენობით;” – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

 

რეესტრის მონცემებით ირკვევა, რომ კომპანიას მსგავსი საქმიანობის ორწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია დაარსების დღიდან სხვა პროფილით მუშაობდა, სამელიორაციო-სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, ცოტა ხნის წინ კი, კომპანიამ პროფილი შეიცვალა.
ასევე სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შპს “GM HIDRO” ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც “ჟილინის არხის” სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად ელექტრონული ვაჭრობისას კონკურენტული გარემო ვერ შეიქმნა.
იურისტ გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში კომპანიამ ობიექტურად გაიმარჯვა, რადგან მას ჰქონდა შესაბამისი სამუშაო შესრულებული ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მოთხოვნილი, თუმცა, მისივე მოსაზრებით, გამოცდილების შესახებ ჩანაწერი გარკვეულწილად ზღუდავს კონკურენტულ პირობებს ბაზარზე.

 

“შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩვენი რეკომენდაციაც იყო, რომ მთავარია კომპანიის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ფინანსურ მდგრადობაზე გაკეთდეს აქცენტი.” – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

 

ბათუმის მერიამ შპს “გზას” ლეონიძის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე კეთილმოწყობის სამუშაოები დაუკვეთა. ელექტრონულ ვაჭრობაზე კონკურენტმა კომპანიამ შპს “New Road“ – მაც იგივე ფასი, 3 მილიონ 534 869 ლარი დააფიქსირა, თუმცა გამარჯვება შპს “გზას” დარჩა.
შპს “New Road“-ი 2010 წელს ჯემალ უნგიაძემ დაარსა, იგი კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელია.

 

შპს “გზას” დიდი გამოცდილება აქვს. 2009 წლის ბოლოს დაფუძნებული “გზა” სახელმწიფო დაკვეთებს 2010 წლიდან აქტიურად იღებდა – დაფუძნებიდან 2013 წლის აგვისტომდე მხოლოდ ბათუმის მერიისგან ამ კომპანიას 26 მილიონზე მეტი ლარის დაკვეთა აქვს მიღებული. ამას ემატება ის თანხაც, რაც იმავე პერიოდში კომპანიას გამარტივებული შესყიდვის ფორმით დაკვეთილი სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ გადაუხადეს – ამ თანხამ 5 548 875 ლარი შეადგინა. შესყიდვის საგანი ბათუმის სხვადასხვა ტერიტორიაზე გზის მოწყობის სამუშაოები და მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა იყო.

 

ამავე კომპანიას დაუკვეთეს ბათუმში ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედის სავალი ბილიკების სამშენებლო სამუშაოებიც. პროექტის საერთო ღირებულება – 7 348 029 ლარი იყო. შპს “გზამ” გასულ წელს, ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მიიღო ბათუმის მერიისგან თითქმის 7 მილიონამდე ლარის ღირებულების დაკვეთა. ამ კომპანიას დაუკვეთეს ბათუმში ახალი რკინიგზის სადგურის მშენებლობაც. 2010 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე შპს “გზამ” `ერთიან ნაციონალურ მოძრაობას~ 50 ათასი ლარი შესწირა.

 

კიდევ ერთი ძვირადღირებული კონტრაქტი მერიამ შპს “ზიმოსთან” გააფორმა. კომპანიამ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ თითქმის ნახევარი მილიონი ლარის ფასად ნინოშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის ვალდებულება აიღო. შპს “ზიმოც” “ნაციონალური მოძრაობის” შემწირველი იყო.

 

ბათუმის მერიამ მილიონ 200 000 ლარი გაითვალისწინა კახაბრის უბანში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, სამუშაოები შპს “მტმ”-ს დაუკვეთეს. კომპანია 2010 წელსაა დაფუძნებული მევლუდ გეწაძის მიერ. #13 ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კი “ნიუ კონსტრაქშენი” ასრულებს, კომპანიამ მილიონიანი ტენდერი ელექტრონულ ვაჭრობაზე 900 000 ლარამდე დაწია.

 

2014 წლის ივლისში ბათუმის მერიამ სასმელი წყლის აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც თითქმის ოთხ მილიონამდე ლარი გაითვალისწინა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა და ელექტრონულ ვაჭრობაზე პირველ რაუნდში ორივემ ერთი და იგივე ფასი – 3 მილიონ 868 996 ლარი დააფიქსირა. საბოლოოდ გამარჯვება თურქულ კომპანია”ER-YA INSAAT TURIZMVE TICARET A.S.-ს დარჩა, რომელმაც შესასრულებელი სამუშაოებისთვის საბოლოო ფასი – 3 მილიონ 752 910 ლარი დააფიქსირა და `ბათუმის წყალს~, რომელიც მერიის დაფუძნებული კომპანიაა, თერთმეტი თეთრით აჯობა, კომპანიამ ელექტრონულ ვაჭრობაზე საბოლოო ფასი 11 თეთრით ნაკლები დააფიქსირა. შპს `”ER-YA INSAAT TURIZM VE TICARET A.S.”- ის შესახებ საჯარო რეესტრში მონაცემები არ იძებნება, კომპანიას საქართველოში რეგისტრაცია არ აქვს გავლილი, თუმცა როგორც მერიაში გვითხრეს, ბათუმში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. კომპანიის სახელით ხელშეკრულებას ხელს თურქეთის მოქალაქე რაშით უსთა აწერს.

 

მსგავსი ტიპის სამუშაოების შესყიდვაზე გასულ წლებში ბათუმის მერიას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია და სამუშაოებს თავის შვილობილ კომპანიას “ბათუმის წყალს” პირდაპირი წესით უკვეთავდა. ამჯერად მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

რას ითხოვენ გონიოელები მერიისგან

„ჩაბნელებული ბულვარი ვის გაუგონია, არ ვიცით, რა ახსნა აქვს ამას! დაიხარჯა ბიუჯეტიდან მილიონები იმისთვის, რომ დამსვენებელმა გაკეთებული სიკეთით ვერ ისარგებლოს. ამდენი ფულია დახარჯული ამ პროექტში და საქმე არ არის დამთავრებული ხურდის გამო” – ამბობს შოთა ჯიბლაძე, გონიოს მკვიდრი, რომელმაც ადგილობრივებთან ერთად 12 აგვისტოს ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს, წერილობით მიმართა. წერილში საუბარია გონიოში არსებულ პრობლემებზე. მერიის კეთილმოწყობის სამსახურისგან გონიოელებმა პასუხი 20 აგვისტოს მიიღეს. პასუხში ვკითხულობთ: „როგორც აღმოჩნდა, გარკვეულ მონაკვეთში მოპარულია 400 გრძ. მ.ელ. სადენი, რაც შეუძლებელს ხდის დღეისთვის ზღვისპირა ბილიკის განათებას. ჩვენ მიერ აღწერილი ფაქტის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. გარე განათების აღდგენის სამუშაოების ჩასატარებლად მომზადებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც უახლოეს პერიოდში განხორციელდება გარე განათების აღდგენის სამუშაოები.”

გონიოელები ამბობენ, რომ დაპირებები ადრეც მოუსმენიათ, ისინი ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას: „ყველა არჩევნებზე მოდიან და გვპირდებიან, რომ პრობლემას მოაგვარებენ, უკვე მესამე სეზონი მთავრდება, არაფერი შეცვლილა. მე ბულვარში ველოსიპედებს ვაქირავებ, განათება რომ იყოს, პირველ საათამდე დავრჩებოდი, ახლა მაქსიმუმ ცხრის ნახევრამდეა ხალხი, განათება არ არის, ველოსიპედი ვის უნდა ბნელში. შარშანაც გვითხრეს ჩაგირთავთ შუქსო, მაგრამ არ ჩაურთავთ, ოხრად დარჩენილ ქონებას ვიღაც დაეპატრონება, აბა რას იზამს! გვრცხვენია, დამსვენებლებს რა ვუპასუხოთ?!” – ამბობს ნადიმ სურმანიძე.

მოსახლეობას პრობლემას უქმნის ურნების არარსებობაც: „სანდასუფთავების თანამშრომლები ყოველ დილით ასუფთავებენ ზღვისპირა ზოლს, მაგრამ სად წაიღონ ნაგავი, ურნა არ არის, მანქანა არ არის. ტომრებში აგროვებენ და მერე მოპირდაპირე მხარეს ყრიან, გაყოლებაზე სულ ნაგავია დაყრილი, კიდევ კარგია, რომ სანაპირო ზოლს ასუფთავებენ” – ამბობს შოთა ჯიბლაძე.


საფარის შეღებვის, სანაგვე ურნებისა და სკამების მონტაჟისთვის საჭირო თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებიათ. მერია გონიოელებს ამ პრობლემის მოგვარებას მომავალი წლისთვის დაჰპირდა, თუმცა მოსახლეობისთვის გაუგებარია სახსრების არ არსებობის შემთხვევაში რატომ აწარმოებს მერია არამიზნობრივ სარემონტო სამუშაოებს: „მიმდინარე წლის მაის-ივლისში ჩვენთვის გაუგებარი სამუშაოები ჩატარდა რკინაბეტონის საფარზე. მუშებს როცა ვკითხეთ რას აკეთებდნენ, გვითხრეს, რომ რემონტის გაკეთება დაევალათ. ბულვარში რამდენიმე ადგილი ამოჭრეს, სადღაც 300 მეტრი. შემდეგ შეუსაბამო ფერისა და ფორმის დააგეს. რაც ამოჭრეს, ის ნაწილი დაზიანებული არ იყო, ამ სამუშაოებმა გააფუჭა და საჭიროებს რემონტს” –  ამბობენ ადგილობრივები.

გონიოს კლდოვანი ფერდობებიდან ჩამომდინარე წყლების გამო ზღვის მიმართულებით გაჭრილია არხები, რომლებიც დაბლობში ზოგან ჭაობებს წარმოქმნიან, ამის შედეგად მოსახლეობას მწერები და ქვეწარმავლები წლებია აწუხებს. არხების დაწამვლას მოსახლეობა თავისი ძალით ვერ ახერხებს: `თვით არხები ქმნის არაესთეტიკურ და კურორტისათვის შეუსაბამო სიტუაციას, არხები რკინაბეტონის კალაპოტშია მოსაქცევი, სხვაგვარად გონიოს ესთეტიკური მხარე და კურორტი სრულ შეუსაბამობაში იქნება. ამის შეწამვლას სჭირდება სპეციალისტი, გაზაფხულზევე უნდა მოხდეს შეწამვლა, სანამ მწერები განვითარდებიან” – ამბობს შოთა ჯიბლაძე.

წერილით გონიოელებმა აღნიშნულთან დაკავშირებითაც აცნობეს ბათუმის მერიას, მერიისგან მოსახლეობამ მიიღო პირობა, რომ შპს „სანდასუფთავებას” ეცნობოდა ფაქტის შესახებ და ისინი უახლოეს პერიოდში დაწამლავდნენ ტერიტორიას. თუმცა როგორც ადგილობრივებმა გაგვიმარტეს, „სანდასუფთავების” თანამშრომლები ტერიტორიის დასაწამლად არ მისულან.

მოსახლეობა იმაზეც ღელავს, რომ სანაპირო ზოლში წარმოებული მშენებლობების გამო ზღვაზე გასასვლელი მათთვის დაკეტილია: „ნებისმიერ დამსვენებელს უნდა ზღვაზე გასასვლელი, მშენებლები ზღვაზე გასავლელს არ ტოვებენ, სასტუმროებმა შლაგბაუმები დადგეს. დამსვენებლებს, რომლებიც ამ სასტუმროების უკან არიან დაბინავებული, შემოვლითი გზებით შეუძლიათ ზღვაზე გასვლა. როცა გასცემენ მშენებლობის ნებართვას, არ შეიძლება პირობაშივე ჩაუდონ, რომ ერთმეტრიანი გასასვლელი დატოვონ? ისე ვითარდება პროცესი, რამდენიმე წელში ზღვაზე გასასვლელი არ იქნება” – ამბობს ედნარ მიქელაძე.

გონიოლები ყველაზე დიდ პრობლემად წყალმომარაგებას ასახელებენ, მოსახლეობა მიწიდან ამოქაჩული წყლით სარგებლობს, რომელიც სასმელად არ გამოდგება: „მიწიდან ვქაჩავთ წყალს, ვაგროვებთ და ისე ვაწვდით დამსვენებლებს, არც ტუალეტი და არც საშხაპე არ არის ზღვის პირას. ვიცით, რომ სასმელი წყლით გონიოს დასახლების მომარაგებაზე პროექტები შემუშავებული უნდა იყოს” – ამბობს შოთა ჯიბლაძე.


აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მერია ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას გეგმავს: „გონიო-კვარიათის დასახლების წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, ქ. ბათუმის მერიის მიერ გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი. რის შემდგომაც განხორციელდება წყალმომარაგების სამუშაოები” – ნათქვამია წერილში, რომელიც გონიოელებმა ბათუმის მერიისგან მიიღეს.

ცეკვის სიყვარული როგორც ‘დიაგნოზი’

 

 

ნესტანი კლინიკა „გენეზისში” რეაბილიტოლოგად მუშაობს, სამუშაო დღის შემდეგ სახლში მიეჩქარება, სადაც მეუღლე უნდა ჩაანაცვლოს სამი წლის თედოსთან, დარჩენილი დრო კი ცეკვას ეთმობა. ცეკვავს საკუთარი თავისთვის და არა სცენისთვის, უფრო იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. ბევრისთვის უწევს ახსნა, თუ როდემდე უნდა იცეკვოს, მსგავსი შინაარსის კითხვაზე ცოტა ღიზიანდება, ვერ ხვდება რატომ უნდა თქვას უარი იმაზე, რაც ასე ახალისებს და აბედნიერებს:

 

„თუ არ ვიცეკვე, კარგ ხასიათზე არ ვარ. აღფრთოვანებული ვარ არგენტინული ტანგოთი, ნებისმიერი ლათინო ამერიკული ცეკვით. ადამიანი, რომელსაც სილამაზის აღქმის უნარი აქვს, შეუძლებელია არ გახდეს ამაზე დამოკიდებული” – ამბობს ნესტანი.

 

ცეკვა 19 წლისამ დაიწყო, მაშინ როცა სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო. ფიტნესცენტრში მიმავალს გზად ახლობელი შეხვდა, რომელმაც საკუთარ სტუდიაში მისვლა სთხოვა. სტუდიაში სამეჯლისო ცეკვები აჩვენეს, ნესტანი იქვე მოკალათდა და სამუდამოდ დარჩა რიტმის ტყვეობაში: „დარბაზის კუთხეში დავჯექი და ვთქვი – მე აქედან არ წავალ. ბავშვებთან ერთად დავიწყე ცეკვა, ეს ცოტა სასაცილო იყო.

მინიკონკურსებშიც მიმიღია მონაწილეობა, თავიდან ჩემმა მასწავლებლებმა რომ შემომთავაზეს, არასერიოზული მეჩვენა, ამხელა გოგო როგორ გავიდე კონკურსზე, როცა პატარები უკეთ ცეკვავენ-მეთქი, მაგრამ დამარწმუნეს.”

 

 

ნესტანი ექიმია, თუმცა თეთრ ხალათს არ ატარებს, ამბობს, რომ ასე მისი პაციენტებისთვის ნაკლდებად “საშიშია”. „თეთრი ხალათით ბავშვები შინდებიან, ამიტომაც არ ვიცვამ. საკურორტო ზონაში ვცხოვრობ, ამიტომაც გადავწყვიტე ამერჩია ფიზიოთერაპია და კურორტოლოგია. გამოყენებადი პროფესიაა, არ ვარ სიტყვაძუნწი ექიმი, ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომელთაც ვჭირდები და ეს სრულებით საკმარისია.” – ამბობს ნესტანი.

 

ნესტანი მომავალში პროფესიონალურ ზრდას გეგმავს, როგორც ცეკვის მხრივ, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, თუმცა ბედნიერია იმით, რა შესაძლებლობებიც მიეცა. ბათუმის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ „მაპოს” პროგრამით სწავლა პეტერბურგში ფიზიოთერაპიის მიმართულებით განაგრძო ორდინატურაში, შემდეგი იყო შვეიცარია და კვალიფიკაციის ცვლილება: „როცა შენ მიდიხარ უცხო ქალაქში საცხოვრებლად, ძალიან მალე იზრდები, ყველაფერი შენ უნდა გააკეთო, დაგეგმო. როცა სასწავლებელში მითხრეს, რომ ხარ არა სტუდენტი, არამედ ექიმი და შენ უნდა იყო დამოუკიდებელი, პირველად გათვიცნობიერებულს მაშინ მომინდა ექიმობა, დამოუკიდებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ ბათუმში დავიწყე მუშაობა, შვეიცარიიდან გვსტუმრობდა რეაბილიტოლოგი, რომელიც ატარებდა კონსულტაციებს. გადაწყვიტა, რომ მე შემიძლია გადაკვალიფიცირება, ტრენინგებზე მიმიწვია ერევანში, სადაც არის ევროსტანდარტების რეაბილიტაციის ცენტრი. მერე წავედი შვეიცარიაში, ბავშვთა რეაბილიტაციის კლინიკაში.”

 

ნესტანი ამბობს, რომ პროფესია და ოჯახი ხელს არ უშლის თავისი ჰობისათვის კვირაში სამჯერ დრო გამოყოს, მეუღლესთან კი შეთანხმება აქვს: „მე და ჩემი მეუღლე მოლაპარაკებულები ვართ, იმასაც აქვს თავისი ჰობი – „სნუკერი”, რომლის სათამაშოდაც დადის, მე ცეკვა მიყვარს, მას მოსწონს ჩემი ცეკვა, განსაკუთრებით როცა ერთად ვცეკვავთ. საერთო ჰობიც გვაქვს, ხშირად დავდივართ „ციცინათელაში”, ბოულინგის სათამაშოდ, წყვილებთან შეჯიბრი სახალისოა, ადრენალინი გაწვება, როცა მოწინააღმდეგის დამარცხება გსურს.”

 


რომ არ „დაიჟანგოს”, კლასიკური ქორეოგრაფიის გაკვეთილებზე დადის: „მეწყვილე მყავს ლათინური ცეკვების მასწავლებელი, რომელთან ერთად ერთი საათით ვქირაობ დარბაზს. გვყავს ქორეოგრაფი, რომელიც გვეხმარება ახალი მოძრაობების სწავლაში. კლასიკური ქორეოგრაფია გვმატებს გრაციას. გვინდა, რომ გვქონდეს კარგი ფორმა, შეგვინარჩუნდეს ცეკვის უნარი. ისე არ მახალისებს, როგორც ლათინო ან სტანდარტული ცეკვები, მაგრამ მე ეს მჭირდება, რომ არ დავკარგო პლასტიკა, მაკმაყოფილებს იმის განცდა, რომ უქმად არ ვარ. არასოდეს მიცეკვია ფოქსტროტი, მინდა, ვიცეკვო, უბრალოდ დღეს არ მაქვს საშუალება, რომ ვისწავლო. ცეკვას მანამ ვაპირებ, სანამ ფიზიკურად მექნება ამის შესაძლებლობა.”

 


ხშირად კოლეგებთანაც უწევს იმის მტკიცება, რომ ცეკვაც ისეთივე სასარგებლოა, როგორც სპორტული მედიცინა. ამტკიცებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კარგია ფიზიკური დატვირთვა, მიუხედავად იმისა, სპორტულ სახეობად არის აღიარებული ის თუ არა.

 

აქცია ადამიანების გადასარჩენად

  

სისხლი, საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკისთვის შეგროვდება. აქცია დღის 12:00 საათზე დაიწყება, მასში მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან. მანდატურეთან ერთად სისხლის უანგაროდ გაღების შესაძლებლობა ყველა მსურველს აქვს. 

 

სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის, არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეტებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.

 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 18 წლის ზემოთ მოსახლეობის უამრავი დაავადება ფიქსირდება, რომლის დროსაც საჭირო ხდება სისხლის გადასხმა (მათ შორის ავტო-ავარიები, ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონები, მშობიარეები, სხვადასხვა კლინიკურ მდგომარეობები და სხვა).

 

რაც შეეხება დონორობის მსურველს, დონაციის შემდგომ, ხდება სისხლის განახლება, რაც დადებითად მოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე და ასევე მას უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი. ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი და ჰემოგლობინი), რის შემდეგაც ის ფლობს ინფორმაციას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის ბრიგადა ადგილზე, ბათუმში მანდატურის სამსახურის შენობაში იმუშავებს.

მისამართი ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. 72 ( ეკლესიის უკან )

არჩილ ხაბაძე მუსლიმანური სასწავლებლის შესახებ: მოლაპარაკების პროცესში ჩართული ვარ

 

„მე მივეცი სახელმწიფოს ოქრო, მან კი წამართვა მიწა“

 

მიხეილ ფარტენაძე
მიხეილ ფარტენაძე

ოქროს დიადემა დღემდე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. მას  ოვალური მოყვანილობა აქვს, რომლის ზედაპირი ორივე მხარეს სიცოცხლის ხის სქემატური გამოსახულებითაა დაფარული. ცენტრალურ ნაწილში გველების სქემატური გამოსახულებაა ორი ნახვრეტით. არქეოლოგიური შეფასებებით, ეს ნიშნულები სამყაროს სამ ძირითად განზომილებას _ ქვესკნელს, მიწას და ცას ასახავს. დიადემის გარდა გათხრების შედეგად მიხეილ ფარტენაძის მიწაზე სხვა ნივთებიც აღმოჩნდა: მინის ბალზამარი, გოფრირებულტანიანი მძივი, საკიდი და თიხის დოქი. ახალი აღმოჩენის შესახებ ვრცელი მასალა მაშინ გაზეთ „აჭარაშიც“ გამოქვეყნდა, სადაც არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე და არქეოლოგი შოთა მამულაძე აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ამავდროულად ისინი მიმართავენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მმართველობას, რომ მიხეილ ფარტენაძეს აღნიშნული მიწის სანაცვლოდ ახალი მიწა გამოუყონ, რადგან ამ მიწაზე  არქეოლოგიური გათხრები უნდა გაგრძელებულიყო. 

 

 

მიხეილ ფარტენაძემ არქეოლოგიური აღმოჩენები მუზეუმს გადასცა, მუზეუმმა კი  კომპენსაციის სახით 300 ლარი ნაწილ-ნაწილ გადაუხადა. აღნიშნული მიწის სანაცვლოდ მიხეილ ფარტენაძემ ხელვაჩაურში, ე.წ. კოოპერაციული მეურნეობის დაბლობში, 0,26 ჰა მიწა იჯარით სარგებლობაში მიიღო. მიხეილ ფარტენაძის მიწის მომიჯნავედ, ხელვაჩაურის გამგეობამ 0,29 ჰა მიწის ფართობი ხელვაჩაურში მცხოვრებ ზია ვარშალომიძესაც გადასცა. ვარშალომიძემ, როგორც მიხეილ ფარტენაძე ამბობს, მას კუთვნილ მიწაზე გადაადგილება მალევე შეუზღუდა: `ჩამიკეტა შესასვლელი, დააყენა დაცვა და მიწის დამუშავების საშუალებას აღარ მაძლევდა. იძულებული ვიყავი სასამართლოსთვის მიმემართა, რადგან ჩემი უფლებები დაირღვა~ _ ამბობს მიხეილ ფარტენაძე. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2004 წელს მიხეილ ფარტენაძე სადავო მიწის კანონიერ მოიჯარედ ცნო, თუმცა ვარშალომიძეებმა მას მიწის სარგებლობის საშუალება მაინც არ მისცეს.    

 

 

სასამართლოში დავა ზია ვარშალომიძის მეუღლემ მარინა ვარშალომიძემ გააგრძელა. მომჩივანი ვარშალომიძე აცხადებდა, რომ სადავო მიწა ხელვაჩაურის გამგეობამ ფარტენაძეს კონკურსის გარეშე გადასცა. საქმე 2004 წელს აჭარის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა, რომელმაც დააკმაყოფილა მარინა ვარშალომიძის მოთხოვნა და გამგეობასა და მიხეილ ფარტენაძეს შორის 2000 წლის 20 სექტემბერს ათი წლის ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. მოდავე მხარეებს _ ფარტენაძესაც და ვარშალომიძესაც კონკურსის გამოცხადებამდე მიწით სარგებლობა აეკრძალა.

 

 

„მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო, რადგან სოფელ ზანაქიძეებში მიწა  სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ დავთმე. გარდა ამისა, სასამართლო გადაწყვეტილების დროს მე ვსარგებლობდი საიჯარო ხელშეკრულებით, რომელიც კანონიერად მქონდა გაფორმებული და ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა. მაშინ  ვარშალომიძეები აჭარის მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის  მხარდაჭერით სარგებლობდნენ და მხოლოდ მათი ინტერესები იყო ყველგან დაცული“ – ამბობს მიხეილ ფარტენაძე.

 

 

სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, როგორც მიხეილ ფარტენაძე ამბობს, ზია ვარშალომიძის ოჯახს სადავო მიწით სარგებლობა არ შეუწყვეტია. „ბუნებრივია არც კონკურსი გამოცხადებულა ამ მიწაზე“. 

 

 

2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე სახელმწიფომ იმ მიწების საკუთრების აღიარების პროცესი დაიწყო, რომლებსაც მოქალაქეები წლების განმავლობაში პირადი სარგებლობის მიზნით იყენებდნენ. ზია ვარშალომიძემ მიწის საკუთრების აღიარების კომისიას იმ მიწის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნითაც მიმართა, რომელიც მიხეილ ფარტენაძეს ჰქონდა სარგებლობაში მიღებული. აღიარების კომისიამ ფარტენაძის მიწა ზია ვარშალომიძის შვილს, დავით ვარშალომიძეს მიაკუთვნა.

 

 

„მე სახელმწიფოს დავუთმე მიწა, სახელმწიფომ კი ხუთი შვილის მამა უმიწოდ დამტოვა. რატომ მომექცა სახელმწიფო ასე?“ – კითხულობს მიხეილ ფარტენაძე.

 

  

დავით ვარშალომიძის მამა ზია ვარშალომიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს მიწები მათ ეკუთვნოდათ: „ბაბუაჩვენის იყო და მთელმა გვარმა დაინაწილა. ბიძაჩემი, ჯემალ ვარშალომიძე, მიხეილ ფარტენაძის ნათლია იყო და ამის ხათრით მისცა მაგ მიწის დამუშავების უფლება, როცა მიწები გავიფორმეთ, ფარტენაძემ დავა დაიწყო. ყველა გადაწყვეტილებით, მიწა მე მეკუთვნის“ – აცხადებს ვარშალომიძე.

 

 

იურისტ გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს და  მიხეილ ფარტენაძემ აუცილებლად უნდა მიიღოს ფულადი ან მატერიალური კომპენსაცია. „ის, რაც ამ მოქალაქეს დავის კუთხით აქვს წარმოებული, ცალსახად აჩვენებს, რომ სახელმწიფომ სამეზობლო ურთიერთობებში კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვია, რაც ცალსახად დაუშვებელია, რადგან სახელმწიფო უნდა იყოს სამართლებრივი გარანტი სტაბილურობის და არა კონფლიქტების მაპროვოცირებელი“.

 

 

იურისტ ჟანა ჩიქოვანის შეფასებით, სახელმწიფოს შეუძლია გამოიჩინოს კეთილი ნება და მოქალაქე მიხეილ ფარტენაძეს მიწა სიმბოლურ ფასად გადასცეს საკუთრებაში ან იჯარით. „ეს სახელმწიფოს მხრიდან  იქნება კარგი ჟესტი. სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაა, რამდენად დააფასებს მოქალაქის საქციელს, რომ მან არქეოლოგიური სამუშაოების მოტივით დათმო თავის დროზე მიწა. სხვა სამართლებრივი ბერკეტი, რომ ფარტენაძემ დაიბრუნოს სადავო მიწა, სამწუხაროდ არ არსებობს“.  

რატომ დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები

 

 

„ბათუმელების” ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 8 სექტემბერს პატრულირებისას თურქეთ-საქართველოს საზღვართან, სარფში, ავტომანქანა შეაჩერეს, რომელსაც სანომრე ნიშნები საქარე მინაზე ჰქონდა მიმაგრებული. პატრულის თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ ეს კანონდარღვევაა და მძღოლს სიტყვიერი გაფრთხილება და შენიშვნა მისცეს. სამართლებრივი დოკუმენტი, ან ოქმი გაფრთხილების შესახებ პატრულის თანამშრომლებს არ შეუდგენიათ და სწორედ ეს გახდა მათი სამართლებრივი დევნის მიზეზი. ბრალდებულებს პოლიციაში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვთ, ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით (აღკვეთი ღონისძიების განჩინების ასლი) ირკვევა, რომ მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ.

 

განჩინების ასლში წერია, რომ პატრულის თანამშრომლებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურორმა გირაოს სახით სამასი ათასი ლარის გადახდა მოითხოვა, „იმ მოტივით, რომ აღიკვეთოს მათი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, არ გაანადგურონ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ ჩაიდინონ ახალი დანაშაული ან არ მიიმალონ გამოძიების დროს”.

 

პროკურორმა თქვა, რომ სასჯელი სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ამ სასჯელის შიშით შესაძლოა ისინი გამოძიებას და სასამართლოს მიემალნონ. პროკურორი ეჭვობს, რომ ბრალდებულებს შესაძლოა სხვა, უფრო მძიმე დანაშუალიც ჰქონდეთ ჩადენილი, რაც საჭიროებს მტკიცებულებების მოპოვებას: „რაც დაკავშირებულია მათ ამჟამინდელ სამსახურებრივ საქმიანობასთან და შემაკავებელი ღონისძიების არ არსებობის გამო შესაძლოა ისინი შეეცადონ მტკიცებულებების განადგურებას.” ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და მოითხოვა ბრალდებულების მიმართ არც ერთი სახის აღკვეთი ღონისძიება არ გამოყენებულიყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეების ჩვენება, საბაჟო გამშვები პუნქტიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, შს მინისტრის ბრძანება №1310, საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულებმა შესაძლოა ჩაიდინეს დანაშაული.

 

რადგან ბრალდება თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელსაც ითვალისწინებს, ბრალდებულებს აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, წარსულში არ არიან ნასამართლევი, ასევე, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოჯახური პირობების გათვალისწინებით, მოსამართლემ მათ გირაოს სახით ორი ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, განჩინების ასლში დასაბუთებული არ არის, თუ რატომ გადაწყვიტა მოსამართლემ გირაოს შეფარდება. მისი შეფასებით მოსამართლის აღწერილობითი ნაწილი „მშრალია” და გაუგებარია მოსამართლემ რატომ ჩათვალა აღკვეთი ღონისძიების სახით ორი ათასი ლარის შეფარდება.

 

აღკვეთი ღონისძიების განჩინების ასლში წერია, რომ პატრულის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობა ჩაიდინეს, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს ქმედება, არ არის აღწერილი. ბრალდებულების სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერს გაიმართება, მანამდე კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

სექსისტური და სტერეოტიპული მედია

 

 

თამარ რუხაძე

 

 

 

 

სექსისტური ენის გამოყენებისა და საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების გამყარების გამო ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა- „ოთხი ელემენტის“ წამყვანების წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის საბჭოში საჩივარი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეიტანა. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაცემის წამყვანებმა – ირაკლი ხრიკაძემ და გიორგი მასხარაშვილმა დაარღვიეს ჟურნალისტიკური ეთიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციის წახალისებას შეეხება.

 

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის ანა აბაშიძის შეფასებით, გადაცემა „ოთხი ელემენტის“ წამყვანები ქალების ფიზიკური და ემოციური ძალადობის მიმართ ტელეეთერში სტერეოტიპულ განწყობებს ავლენდნენ, რაც გამოიხატებოდა როგორც კონკრეტულ ფრაზებში, ასევე ცინიზმშიც ამ თემის მიმართ, ისმოდა სექსისტური შეფასებებიც: „მშვენიერია, – ქალი კუხნაში“; `ბავშვებს თუ კარგად ვერ მოუარა, კაი შენიშვნაა მისაცემი“; ასევე ძალადობის შემცველ გამონათქვამებში: „მე მაქვს ნანახი – ბავშვს სცემდა, ნუ ტირიხარო და ეგეთ ქალზე უნდა იძალადო, აბა რა უნდა ქნა“.

 

ანა აბაშიძის შეფასებით, მსგავსი შეფასებები ძალადობის წახალისებაა და არსებული სტერეოტიპების გამყარება, რომ ქალი ადვილად დასაჩაგრია.
„ამ ტიპის გადაცემებს უყურებენ როგორც ბავშვები, ასევე ის ქალებიც, რომლებიც არაერთხელ გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი თავიანთ ოჯახში. ამიტომ „უნდა სცემო, აბა რა უნდა ქნა“, – არის მოწოდება ქალების მიმართ ძალადობაზე და ამ ძალადობის ლეგალიზება“- ამბობს ანა აბაშიძე. მისი აზრით, ის მცდელობები, რომელიც ამ ტიპის სტერეოტიპების დასანგრევად ადამიანის უფლებათა დამცველთა მხრიდან წლების მანძილზე ხორციელდება, რამდენიმე წუთში შეიძლება წყალში ჩაიყაროს: „აი, ამაზე უნდა დაფიქრდეს მედია და გაანალიზოს საკუთარო როლი ამ სტერეოტიპების დანგრევაში“ – ამბობს ანა.

 

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ყურადსაღები იყო ის ფაქტიც, რომ ქარტიის საბჭოს სხდომაზე ტელეკომპანიის წარმომადგენელი აპელირებდა იმაზე, რომ წამყვანების მხრიდან გამოყენებული სექსისტური ლექსიკა ხუმრობა იყო. „ჩვენი პოზიციაა, რომ არაადამიანურ მოპყრობაზე, ძალადობაზე, წამებაზე ხუმრობა არაეთიკურია. ის, რომ `ქალს აქვს მენტალური შეზღუდვა და ამიტომ ვერ ატარებს საჭეს ისე, როგორც მამაკაცი“, –  ამას ხუმრობად ვერ მივიღებთ.“

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ რუხაძის შეფასებით, სტერეოტიპებისგან ბოლომდე თავისუფალი არც მედიის წარმომადგენლები არიან, რადგან ისინიც ამ საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ და არის შემთხვევები, როცა მგრძნობიარე თემების გაშუქების დროს მედიას უჭირს შინაგანი განწყობების შეკავება.

 

„ჟურნალისტების უმეტესობას უჭირს, მაგალითად, სექსუალური უმცირესობების უფლებებზე საუბარი. ავიღოთ 17 მაისის ფაქტი ან სხვა შემთხვევები, როცა ბევრ ჩემს კოლეგას უთქვამს, რომ უჭირს ამ ყველაფერს შეხედოს სხვა პრიზმიდან. იგივე ხდება ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების შემთხვევაშიც. არსებობს შიში უმრავლესობის აზრის წინააღმდეგ, მაგრამ თუ გვინდა ამ საკითხებს მედიამ ეთიკურად შეხედოს, ამოსავალ წერტილად თითოეულმა ჟურნალისტმა, რედაქტორმა თუ პროდიუსერმა უნდა ავიღოთ არა ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობა, არამედ ადამიანი“.

 

როგორც თამარ რუხაძე ამბობს, ჟურნალისტიკის მოვალეობა არ არის „ასიამოვნოს“ მაყურებელს, რადგან ვიღაც შესაძლებელია უპირატესად გრძნობდეს თავს სტერეოტიპულ საზოგადოებაში. მედიის ფუნქცია კი სიმართლის თქმაა და არა კონკრეტული ჯგუფების სიამოვნება.

 

„ავიღოთ მარიამ კოჩალიძის მკვლელობის ფაქტი. ჟურნალისტმა გააკეთა აქცენტი მშობლების ეჭვზე, რომ მკვლელობა რელიგიური რიტუალის საბაბით მოხდა, ეს მაშინ, როცა ამ რელიგიას არ ახასიათებს მსგავსი წესი. ამით ჟურნალისტმა ხელი შეუწყო სიძულვილის ტირაჟირებას, რადგან მკვლელობა დაუკავშირდა კონკრეტულ რელიგიას. ეს, ერთი მხრივ, არის ჟურნალისტის არაკვალიფიციურობაც და სტერეოტიპული მიდგომაც“  – ამბობს თამარ რუხაძე.

 

მისი შეფასებით მედიას ხშირად უჭირს ზღვარის გავლება კონკრეტულ ადამიანსა და რომელიმე ჯგუფს შორის, იქნება ეს ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი: „ვთქვათ, როცა ხდება რაიმე დანაშაული და აღმოჩნდება, რომ ამ დანაშაულში მონაწილე პირი არ არის ეთნიკურად ქართველი და ან მართლმადიდებელი, სწორედ ამაზე ხდება მინიშნება. ჩვენ ვამბობთ – „ერაყელმა ქალმა ორი ქართველი დაჭრა“, მაგრამ არასდროს ვამბობთ, რომ ქართველმა, მართლმადიდებელმა ვინმე მოკლა ან გაძარცვა. ეთიკური სტანდარტი კი გვეუბნება, რომ ზედმეტად არ უნდა გაუსვა ხაზი ადამიანის რაიმე ნიშნით კუთვნილებას კონკრეტული დანაშაულის შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა არ არის“.

 

თამარ რუხაძე თბილისში 15 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობის შემთხვევასაც იხსენებს: „ერთ-ერთ არხზე სიუჟეტის ლაიტმოტივი იყო ის, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს ერაყის მოქალაქეებმა. ხალხს რომ ეჭვი ჰქონდა ერაყის მოქალაქეებზე, ხუთჯერ მაინც იყო გამეორებული. ამას მოჰყვა ის, რომ თურმე ამ უბანში ძირითადად ერაყის მოქალაქეები და სხვა უცხოელები ცხოვრობენ. ერთ ჯგუფს, როგორც დამნაშავეს, დაედო ხელი, მაგრამ სიძულვილი განზოგადდა უცხოელზე, რადგან მაყურებელი, რომელიც ამას უსმენს, ახდენს განზოგადებას, რომ ამ უბანში ყველა კრიმინალი ცხოვრობს და ჩნდება შიშის განცდა, რომელიც გადადის ქსენოფობიაში.

 

სტერეოტიპული მიდგომები კი ქმნის ახალ სტერეოტიპებს: „ადამიანი ფიქრობს, თუ ერთმა განსხვავებულმა ავნო, ესე იგი, სხვა განსხვავებულიც ასეთი იქნება. ამიტომ, ჟურნალისტი უნდა მოერიდოს ისეთი რესპონდენტების აზრის ტირაჟირებასაც, რომლებიც მუდმივად გამოირჩევიან ქსენოფობიური განცხადებებით. ბუნებრივია, ეს არ ეხებათ პოლიტიკოსებს და სხვა საჯარო მოხელეებს, რომელთა აზრს გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ეს უნდა აჩვენოს მედიამ და ამავე დროს აჩვენოს ისიც, რომ ეს არ არის სწორი“ –  ამბობს თამარი.

 

იმისთვის, რომ მედია მოექცეს ეთიკურ საზღვრებში, თამარ რუხაძის აზრით, გარკვეული პროცესია საჭირო. „სანამ იყიდის საზოგადოება გაზეთს, რომელიც სიძულვილის ენას ტირაჟირებს, მანამდე იქნება საზოგადოება სტერეოტიპული. მაგრამ რომ არ ვიყიდო ასეთი გაზეთი, ამისთვის აუცილებელია ცნობიერების ცვლილება, რომელიც განათლებიდან მოდის“.

 

აქცია ქობულეთში ქართველ მუსლიმთა პანსიონის წინ [ფოტო]

“აქვე ახლოს ვცხოვრობ და მეტრნახევარში არ მინდა ჯამე მქონდეს. საფრთხეს ვხედავ. მომავალი თაობა იზრდება, ქრისტიანები ვართ  და არ გვინდა რომ მოხდეს ასეთი ამბავი სამეზობლოში,”- უთხრა “ბათუმელებს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გურამ ხინიკაძემ.

აქციაზე იმყოფებოდნენ და არსებულ სიტუაციას აკვირდებოდნენ სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები. მოგვიანებით ისინი, აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად პანსიონის შენობაში შევიდნენ.

“ეს იქნება ქართველ მუსლიმთა პანსიონი,”- განაცხადა შეხვედრაზე პანსიონის წარმომადგენელმა გურამ გუნდაძემ. მისი თქმით პანსიონი 40 ბავშვზეა გათვლილი. მოსწავლეები ქობულეთის სხვადასხვა სოფლებიდან არიან. ისინი ზოგად განათლებას საჯარო სკოლაში იღებენ, პანსიონში კი ექნებათ ერთგვარი დამატებითი განათლების მიღების საშუალება. მაგალითად, მოსწავლეებს მოამზადებენ ინგლისურში ან სხვა ნებისმიერ საგანში, რომლის საჭიროებაც ექნებათ.

გუნდაძის განმარტებით რელიგიური თემატიკის გაკვეთილებისთვის პანსიონში დღის განმავლობაში საათნახევარია გათვალისწინებული.

შეხვედრა ისე დასრულდა, რომ რაიმე კონკრეტული შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს. ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აქციებს პერმანენტულად გამართავენ.

ქართველ მუსლიმთა პანსიონი ქობულეთში

აქციის მონაწილეები პანსიონის წინ კითხულობენ ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით – ”სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ აქ მინარეთი არ დაიდგმება”

საკლასო ოთახი

საძინებელი ოთახები

პანსიონი 40 მოსწავლეზეა გათვლილი. იქ სწავლა და ცხოვრება მხოლოდ ბიჭებს შეეძლებათ

აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის და საიას წარმომადგენლები შეხვდნენ

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ

სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად პანსიონის შენობაში შედის

შეხვედრა პანსიონში

პანსიონის წარმომადგენელი ბადრი ირემაძე შეხვედრის მონაწილეებს განუმარტავს რომ მათ სასწავლებელს ”ქართველ მუსლიმთა პანსიონი” ჰქვია. ირემაძის თქმით პანსიონი იქნება ერთგვარი სკოლის შემდეგ დამხმარე სასწავლებელი ბავშვებისათვის

gogasus: ჩემი კონკურენტი ვერავინ ვერ იქნება

 

გოგა sus
გოგა sus

 გოგა, ბათუმში როგორ აღმოჩნდი?

 ჩემმა მეგობარმა გახსნა სალონი და შემომთავაზა ორი თვით მემუშავა, ბათუმში ისედაც ხშირად ჩამოვდივარ, სემინარებსა და ტრენინგებს ვატარებ, ამიტომაც ეს წინადადება ჩემთვის უფრო საინტერესო იყო.

 პროფესია როგორ აირჩიე, რამდენი წელია რაც სტილისტი ხარ?

 სულ მინდოდა სტილისტობა, სულ სხვა რაღაცას ვსწავლობდი, მაგრამ ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი ამ პროფესიით, თოჯინებს თმებს ვუკეთებდი. ათი წლის წინ გადავწყვიტე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩემი პროფესია და ასე ვაგრძელებ მუშაობას.

დედაჩემს ძალიან არ უნდოდა, რატომღაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავი, სამედიცინოზე მაბარებინებდნენ. ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცეს და არ შემეწინააღმდეგნენ.

 

gogasus
gogasus

 რა მოგწონს შენს პროფესიაში ყველაზე მეტად?

 ზოგადად ჩემი პროფესია არის დადებითი, სილამაზეა, ერთგვარი ხელოვნება. მე ჩემი პროფესიით ვცხოვრობ, ამის გარეშე არ შემიძლია. სულ უნდა ვასწავლო, კოლექციები ვაკეთო, სიახლეებზე ვიფიქრო, ვიმუშავო. მარტო სალონში არ მივდივარ სამუშაოდ.

 სად შეისწავლე ეს პროფესია?

 სულ პირველად თბილისში, მაგრამ არ ვიცი იმას სწავლა თუ ერქვა. ნასწავლი მაქვს მსოფლიოს ყველა წამყვან აკადემიაში, დაწყებული კიევიდან, დამთავრებული ლონდონის აკადემიით, როგორებიცაა: „alexandre de paris-ი”, “ლორეალის”, „Pivot Point”-ის, „Matrix”-ის, “Vidal Sassoon”-ისა და “toni and guy”- ის აკადემია.


 როგორ მოახერხე აქ სწავლა?

 ჩემი ხარჯებით, რა თქმა უნდა. ამ აკადემიებში მოხვედრისთვის 2000 და 3000 ევრო არ არის საკმარისი, ბევრად უფრო ძვირია, ამ სფეროში ბევრი მეგობარი მყავს, რომელთა დახმარებითაც ვხდებოდი ამ ჯგუფებში. ორკვირიანი კურსები მაქსიმალური დატვირთვით, ყველაზე სტაბილურია.

 რა დაგეხმარა წარმატების მოპოვებაში?

ვერაფერი დაგეხმარება იმაში, რომ გახდე წარმატებული, თუ არ გაქვს ნიჭი და გემოვნება, სხვა შემთხვევაში სტაბილურად პოპულარული ვერ იქნები ამ საქმეში. შეიძლება გახდე პოპულარული რომელიმე ცნობილი სახის შენთან ვიზიტით, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ყველას დაავიწყდები. მთავარია ნიჭი და მონდომება, როცა გაქვს სურვილი, მერე სწავლობ, რომ სწავლობ, მერე უფრო მეტი შეგიძლია, დაინტერესებაც დიდი გაქვს.


 რთულია ამ პროფესიაში თავის დამკვიდრება?

ძალიან რთულია, უამრავი სტილისტია საქართველოში, თუმცა მათ შორის ცნობადი და წარმატებული _ ძალიან ცოტა, შესაბამისად რთულია დამკვიდრება. მე არ გამჭირვებია, ჩემთვის არაფერი რთული არ არის, იმიტომ, რომ მაქსიმალისტი ვარ, რასაც ჩავიფიქრებ, იმას აუცილებლად ვაკეთებ, ამისთვის ყველაფერს გავიღებ.


შენს სემინარებსა და მასტერკლასზე როგორ შეიძლება მოხვედრა?

 უკვე ხუთი წელია ვასწავლი, მე ვარ კომპანია „ლორეალის” ტექნოლოგი საქართველოში, აკადემიაში ვასწავლი „Pivot Point”-ის, მაქვს კიდევ ჩემი პირადი კურსები: “goga sus academy”, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია.


 როგორი ტრენერი ხარ?

 შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სტილისტები, რომლებიც ჩემთან სწავლობდნენ, არიან საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტები. მკაცრი კი არა, უარესი ვარ. როცა საქმე ეხება ჩემს სახელს, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, რაც წლები მიშენებია, ვიღაცას არ დავანგრევინებ, ამიტომაც ჩემი სახელის გამო მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამოვიდეს კარგი.


როგორ ფიქრობ, კონკურენტულ გარემოში გიწევს მუშაობა?

 ჩემი კონკურენტი ვერავინ იქნება, იმიტომ, რომ მე ვარ ერთადერთი საქართველოში, რომელსაც ამხელა ბაზა აქვს, რომელიც ამდენს მუშაობს, რომელიც ასეთი ტემპით მიდის წინ. ძალიან გამიხარდება, თუ ვინმე დამეწევა, მეტი სტიმული მომეცემა.


 როგორც ვიცი, საქართველოში მხოლოდ თქვენ აკეთებთ “ჰეარ შოუს”, ეს ასეა?

კი, ნამდვილად. ბათუმშიც გავაკეთე შოუ. ასეთ შოუებს ვაკეთებ ყოველ წელს, სექტემბერშიც მექნება კიდევ ერთი, საქართველოს ღია ჩემპიონატია სტილისტებს, ვიზაჟისტებსა და მანიკიურის სპეციალისტებს შორის, ყოველ წელს ამ ჩემპიონატს ვხურავ ჩემი შოუთი. ეს არის მაღალი მოდა, იმ ვარცხნილობებით, რომლებიც გამომაქვს შოუზე, ვერავინ გავა ქუჩაში, ეს არის ხელოვნება, ბევრს არ ესმის. ასეთი შოუებით აჩვენებ შენს კლასს და გემოვნებას. ძალიან მომწონს, რომ ჩემ გარდა ვერავინ ვერ აკეთებს მსგავს შოუს საქართველოში.

 

 როგორი მომხმარებელი გყავს, თუ არიან პრეტენზიულები?

 მიმაჩნია, რომ ჩემი მომხმარებლები საქართველოში ყველაზე გემოვნებიანი და ყველაზე თავმოყვარე ქალები არიან. ჩემი მომხმარებლების პრეტენზია არ მაწუხებს, რადგან ისინი ჩემზე პრეტენზიულები არ არიან. ჩემთან რომ მოდიან, არც არაფერს ვეკითხები, ვიცი რაც სჭირდებათ, შესაბამისად აღარც მეკითხებიან, ჩემთან იმიტომ მოდის, რომ გავუკეთო ის, რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ. გაფეტიშებული არც ერთი ვარცხნილობა არ მაქვს, მომწონს ყველაფერი, რაც გემოვნებითაა გაკეთებული, განსაკუთრებით მომწონს გრძელი თმა, რომელიც არის დავარცხნილი და კარგი ფერის.

 ვარცხნილობების კუთხით როგორი ტენდენციაა საქართველოში?

ძალიან ცუდ დღეში ვართ, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქალები ყველაზე ცუდად უვლიან თავს. არ უვლიან ფიგურას, ძალიან ცოტაა დიეტაზე, ძირითადად ურჩევნიათ ჭამონ კარგი `კალბასი~, ვიდრე ჰქონდეთ ლამაზად დავარცხნილი თმა ან მოწესრიგებული ფრჩხილები. ვისურვებდი, რომ ბევრი გაპრანჭული ქალი დადიოდეს ქუჩაში. ქალი თმადაუვარცხნელი არ უნდა გამოდიოდეს.

შენს ახლობლებს თუ აძლევ შენიშვნებს?

ჩემი მეგობრები გაწამებული მყავს, თუ უნდა მნახონ, თმა აქვთ ფორმაში და ქუსლზე დგანან, შესაბამისად შეეჩვიენ ამას და უკვე ყველა ჩემი მეგობარი დადის გამოპრანჭული. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

 

რომ არა სტილისტი, ვინ იქნებოდით?

სავარაუდოდ პოლიტიკოსი, სხვა ცხოვრებაში ნამდვილად ვიქნებოდი პოლიტიკოსი. ვიქნებოდი მინისტრი ან პრეზიდენტი, ალბათ სპორტის, ვგულშემატკივრობ ქართულ სპორტს, მომწონს რაგბი და წყალბურთი. ჩემი ცხოვრების სტილია ფიტნესი, ვარ მოყვარული მთის ბაიკის.

 რას ურჩევთ ქალბატონებს, როგორ უნდა მოუარონ თმას?

 ვურჩევ, იარონ კარგ სტილისტთან, თუ არ აქვთ ამის საშუალება, გამოიყენონ ხარისხიანი თმის მოვლის საშუალებები, მხოლოდ სანდო ბრენდის შამპუნი და ნიღაბიც ნიშნავს იმას, რომ თმა მოვლილია. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ხალხური მეთოდის, არანაირი მაიონეზი და ზეთები თავზე არ წაისვან.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

ოქტომბერში ვაპირებ ლონდონში წასვლას სასწავლებლად, თუ არაფერი შეიცვალა, მსოფლიო ჩემპიონატზე წავალ. მოწვევებს ხშირად ვიღებ უცხოეთიდან, რამდენიმე დღის წინ მქონდა ნიუ-ორკიდან მოწვევა, თუმცა ჯერ არ ვაპირებ საქართველოდან წასვლას, ვფიქრობ, ჯერ აქ არ ამომიწურავს თავი, მერე ალბათ წავალ, მანამდე კიდევ ორ სალონს გავხსნი თბილისში.

6 ვაკანსია და 342 განაცხადი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად კონკურსის პირველი ეტაპი, განაცხადების გადარჩევა მიმდინარეობს, იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება განაცხადი  საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ყველაზე მეტი განაცხადი სერვისების და მარკეტინგის განყოფლებებშია შესული წამყვანი სპეციალისტის თანამდებობებზე.  

 

 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს. კონკურსის მეორე ეტაპზე ტესტირება, ხოლო მესამე ეტაპზე გასაუბრება გამართება. კონკურის შედეგები  ოქტომბრის დასაწყისში იქნება ცნობილი. 

ფრინველების მესამე საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში


ხუთშაბათს,  18 სექტემბერს, ფრინველებზე დაკვირვების მსურველები ბოტანიკურ ბაღში გაემგზავრებიან. 15:00  საათზე  მტირალას ეროვნულ პარკში, სოფელი ყოროლისთავში, ფრინველებზე დაკვირვების ახალი პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.  საღამოს 19:00 – 20:30 საათამდე კი სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ კონფერენცია გამართება, სადაც  დასწრება თავისუფალია.

 

პარასკევს, 19 სექტემბერს, მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება ქობულეთის მუნიციპალიტში მდებარე პეტრას ციხიდან მოხდება,  საღამოს 16:00 საათზე კი შეხვედრა შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და  დისკუსია სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

 

შაბათ, 20 სექტემბერს,  09:00  საათზე ფრინველებზე დაკვრვების მოყვარულები დასავლეთ საქართველოში, ქუთაისსა და წყალტუბოში გაემგზავრებიან.  

 

კვირას, 21 სექტემბერ დილის 9 საათზე გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება კვარიათი მოხდება.

 

აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება. ფრინველებზე დაკვირვებისათვის გამოირჩევა ისეთი ადგილები, როგორებიცაა სოფელი სახალვაშო, ქობულეთის დაცული ტერიტორია – ისპანის ჭაობი, ჭოროხის დელტა, მტირალას ეროვნული პარკი და სოფელი შუამთა.  

 

 

ექვსი ფოტო მანდარინის ბაღიდან

რეზალი ნაკაშიძე

რეზალი ნაკაშიძე, 92 წლის. მანდარინის ბაღს 1945 წლიდან უვლის. „შარშან სულ გამიფუჭდა მანდარინი. ზარალი პერიოდულად გვაქვს ხოლმე. წელს თუ ღმრთმა ქნა 10 ტონამდე მოსავალს ველოდები“.

????????????????????????????????????

ჯემალ დიასამიძე

ჯემალ დიასამიძე, 81 წლის. ბატონი ჯემალი 50 წელზე მეტია მანდარინის ბაღს მეუღლესთან, ნათელა დიასამიძესთან ერთად უვლის. ყოველწლიურად საშუალოდ 5-7 ტონა მანდარინის მოსავალი მოჰყავთ. ცოლ-ქმარს 12 შვილიშვილი ჰყავს. ბაღში სამუშაოდ ბავშვებთან ერთად გადიან ხოლმე. ჯემალ დიასამიძე ამბობს, რომ უნდა შვილიშვილებს მანდარინის  ბაღის მოვლა ასწავლოს.

მურად ბერიძე

მურად ბერიძე, 83 წლის. „56 წელია მემანდარინეობას მივსდევ. ბაღი 3 ათას მეტრ ფართობზეა გაშლილი. ადრე 10 ტონა მანდარინს ვკრეფდი საშუალოდ.  შარშან  შემცირდა მოსავალი და ხუთი ტონა მოვკრიფე. წელსაც ამდენს ველოდები“.

 შუშანა გოგიტიძე

შუშანა გოგიტიძე, 52 წლის.  „50 წლის ბაღი გვაქვს. მე 30 წელია, რაც გავთხოვდი, როცა აქ მოვედი, დამხვდა. 10-ტონიანი მანდარინის ბაღია. წელსაც კარგ მოსავალს ველოდები. ბაღს ჩემს მეუღლესთან ერთად ვუვლი“.

ზაზა თედორაძე

ზაზა თედორაძე, 34 წლის. „10 წელია ფერმერი ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ ბაღს კარგად მოვუარო. დიდი ბაღი მაქვს. წელს 10 ტონამდე მანდარინს ველოდები. ჩემი მანდარინი ხარისხიანია და რეალიზაციის პრობლემაც არ მაქვს“.

შუშანა ბერიძე-ცინცაძე

შუშანა ბერიძეცინცაძე, 63 წლის. „მანდარინის ბაღი გვაქვს, რომელსაც ჩემს ქმართან ერთად ვუვლი. საშუალოდ ათ ტონამდე მანდარინს ვკრეფთ. შარშანაც კარგი მოსავალი მოვიდა“.

ერთი დღე ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე

 

ისტორიული ცნობების მიხედვით, ამ ადგილებში 5-6 ათასი წლის წინ დასახლებულა ადამიანი. მაშინ აქ ჭაობი არ იყო, ახლა კი ნამოსახლარებს ტორფნარები ფარავს, რომელსაც სფაგნუმის, მსოფლიოში იშვიათი და გარემოს დაბინძურებისადმი ყველაზე მგრძნობიარე თეთრი ხავსის ბალიშები ფარავს, რომელიც ღრუბელივით ისრუტავს წყალს და ქობულეთს იცავს წყალდიდობებისაგან. სწორედ ხავსის ამ თეთრ ხალიჩაზე შეგიძლიათ გავლა, თუ კი ფეხზე მარტივ თხლამურებს მოირგებთ. ასეთი თხილამურების დაქირავება ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრშია შესაძლებელი.

 

 

ქობულეთის დაცული ტერიტორიების დირექტორი, რეზო მოისწრაფიშვილი ამბობს,  რომ ამ თხილამურების მოსარგებად განსაკუთრებული უნარები არ გჭირდებათ, საჭიროა მხოლოდ მოხერხებული, სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც თხილამურებით გადაადგილებას გაგიადვილებთ:

 

 

„მთავარია ჩუსტებით ნუ წამოვა ვიზიტორი, რომ თხილამურების დამაგრება თავისუფლად შევძლოთ, სხვა მხრივ, განსაკუთრებული ფეხსაცმელი არ სჭირდება.  როცა წყალია, ჩვენ თვითონ არ შეგვყავს ტორფნარში. ფეხსაცმელზე მაგრდება სპეციალური, ნეკერჩლისგან დაწნული თხილამურები, შუაში თოკით, რომ ფეხს მიეკრას. თხილამურების დაქირავება ორ ლარად შეიძლება, თუ მოსწავლე ან სტუდენტია, ფასი ერთი ლარია, ერთ ლარადვეა შესაძლებელი ჭოგრიტის ქირაობა“ – ამბობს რეზო მოისწრაფიშვილი.

 

 

ჭოგრიტი ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ფრინველებზე დასაკვირვებლად გამოგადგებათ.  შემოდგომასა და გაზაფხულზე ტორფნარის ტერიტორიაზე უამრავი გადამფრენი ან მოზამთრე ფრინველი იყრის თავს. მათ შორის: კოხტა ჭოვილო, კაკაჩა, ბექობის არწივი, ტურუხტანა, ზღვის კაჭკაჭი, სისინა გედი და სხვა. თუ კარგად დააკვირდებით, აქ  ულამაზესი ლურჯი ფერის ფრინველს, ალკუნს და იშვიათი სახეობის ჭაობის კუსაც შენიშნავთ.

 

 

„მხოლოდ 1998 წლის შემდეგ გავიგეთ, რა საუნჯე გვქონია, რასაც ისპანი და დაცული ტერიტორები ჰქვია, რომელიც რამსარმა შეიტანა ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში და ამჟამად რამსარი იცავს ჩვენს ტერიტორიებს. პირველ რიგში საკუთარი ღირშესანიშნობა უნდა ვნახოთ და მერე გავემგზავროთ შორს, სხვა ღირშესანიშნაობების სანახავად“ – ამბობს რეზო მოისწრაფიშვილი.

 

 

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე სამი ტურისტული ბილიკია: 1. ისპანი ორი 2. თეთრი ხავსი და დროზერა (მწერიჭამია მცენარე). სამივე ბილიკის დათვალიერება ერთ დღეშია შესაძლებელი. ქობულეთის დაცული ტერიტორიების დირექტორი ამბობს, რომ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული მაინც „ისპანი ორია“< რადგან აქ უფრო გამართულია ინფრასტრუქტურა, განთავსებულია კოშკი და ბილბორდები, რომლებიც დამთვალიერებელს ინფორმაციას აწვდის ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე ღირშესანიშნაობების შესახებ. „ყველაფერი არის ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული, ის ბილიკია ყველაზე პოპულარული, სადაც კოშკია, გზაზე ბილბორდებია განთავსებული… დანარჩენზე ჯერ ვერ მიგვიწვდა ხელი. უცხოეთში ეს პრობლემა მოგვარებულია, არის საფეხმავლო ბილიკები, სადაც არ უსველდება ფეხი ვიზიტორს. ჩვენც გვაქვს გეგმა, საფეხმავლო ბილიკები გავაკეთოთ, რომ ადამიანს ფეხი არ დაუსველდეს, გვინდა საბავშვო ბილიკიც გავაკეთოთ, ბორჯომში, დაცულ ტერიტორიებზე გაკეთდა მსგავსი და ჩვენც გვინდა გაკეთება. გეგმა გვაქვს, რომ იყოს წრიული ბილიკი, ორი გადასახედი კოშკი იქნება. იმედია, 2015 წლის ბოლოსთვის ეს ყველაფერი გაკეთდება.“  – ამბობს რეზო მოისწრაფიშვილი.

 

 

რეზო მოისწრაფიშვილის თქმით, ქობულეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიმდინარე ტურისტული სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ახლაც გრძელდება, რადგან ქობულეთის დაცული ტერიტორიების სანახავად მშრალი, მზიანი ამინდი იდეალურია.   

მკურნალობის შემთხვევაში ავადმყოფი გადაადგილებას შეძლებს

 

შუშანა გორგაძე სახლის წინ
შუშანა გორგაძე სახლის წინ

ხის ორსართულიანი სახლი, სადაც შუშანა გორგაძე ქმართან და შვილთან ერთად სოფელ რიყეთში ცხოვრობს, სიცოცხლისთვის საშიშია. ბოძები, რომელზეც სახლი დგას, მწყობრიდანაა გამოსული.

 

 

საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ორი ოთახი, მისაღები და საძინებელია. საწოლი, ხის ძველი მაგიდა, რამდენიმე სკამი და პატარა ტელევიზორი ოთახის შუა ნაწილშია განლაგებული, ოთახის ბოლოს საბჭოთა წარმოების მაცივარი დევს, აქ მაცივარს სხვა დატვირთვა აქვს, დიასახლისი მაცივარს წლებია კარადად იყენებს.

 

 

საცხოვრებელი სახლის კედლებზე, ალაგ-ალაგ, ხისა თუ სხვა საშენი მასალის ნაცვლად დატეხილი შიფერია მიკრული, ოჯახის დიასახლისი შუშანა გორგაძე გაუსაძლის ყოფაზე საუბრობს.

 

 

„მეორე სართულზე არ იცხოვრება, სახურავი ძველია, წვიმის წყალი ჩამოდის და პირველ სართულზეც აღწევს. კედლებიდანაც შემოდის წვიმა, თოვლის დროს სახლშიც თოვს, ღრიჭოებიდან შემოდის თოვლი და წვიმის წყალი, ასეთ პირობებში, ქმართან და შვილთან ერთად ვცხოვრობ.

 

ჩემი ქმარი, მურმან გორგაძე, მწოლიარე ავადმყოფია, გადაადგილება არ შეუძლია და საუბარი, ხუთი წლის წინ პარალიჩი მიიღო, ხელ-ფეხი გაუჩერდა და მეტყველების უნარი დაკარგა. ვინმეს თუ დაინახავს ტირილს იწყებს, თუ ოთახში არავინაა, წამოიყვირებს. მარტო ვერ ვტოვებ, როცა სძინავს, მაშინ გავდივარ სამუშაოდ. 

 

აქ თუ მიწაზე არ იშრომე,  მშიერი მოკვდები კაცი. არც მე ვარ კარგად, ოსტეოქონდროზი მაწუხებს, მაგრამ რა ვქნა, ვიჭირვებ და ბოსტნეული მომყავს, ერთი ძროხაც მყავს და თავი სიმწრით გაგვაქვს, ამ ყველაფერთან ერთად ჩემი შვილი, ჯაბაც ავადაა.

 

შუშანა გორგაძე მეუღლესთან ერთად
შუშანა გორგაძე მეუღლესთან ერთად

ჩემს ქმარს მკურნალობა და მედიკამენტები სჭირდება, რადგან შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, სამკურნალოდ საავადმყოფოში ვერ გადაგვყავს, ავტომობილით უნდა წაიყვანო, ავტომობილს საწვავი უნდა ჩაუსხა, ვარჯიშებს სახელმწიფო არ აფინანსებს და ამდენი სად მაქვს, ყველა წამალსაც კი ვერ  ვყიდულობ, რომელსაც ჩვენი ამბულატორიის ექიმი უწერს. იქნებ დამეხმაროს ვინმე, ჩვენი  შემოსავალი სოციალური შემწეობა 120 ლარი და ქმრის პენსია 150 ლარია, ავადმყოფს თვეში 200-ზე მეტი ლარის წამალი სჭირდება, რაც აუცილებელია, მხოლოდ იმას ვყიდულობ, აბა რა ვქნა?!“ –  გვიამბობს აცრემლებული ქალბატონი.

 

 

რიყეთის თემის ამბულატორიის ექიმი ინგა აბულაძე, რომელიც ავადმყოფ მურმან გორგაძეს ხშირად სინჯავს, ამბობს, რომ თუ პაციენტს შესაბამისი მკურნალობა გაეწევა, დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებს.

 

 

„ამ პაციენტს რეაბილიტაცია ესაჭიროება, გადაყვანა უნდა საავადმყოფოში, სადაც მასაჟებს გაუკეთებენ, რაც სახლის პირობებში შეუძლებელია, შესაბამისი მკურნალობა რომ ჩაუტარდეს, გადაადგილებას შეძლებს“ –  ამბობს ექიმი. 

 

 

სახლის გამაგრების მიზნით ოჯახმა დახმარებით სამერქანე ხე მოჭრა. უნებართვოდ მოჭრილი ხისთვის გარემოს დაცვის სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახი დააჯარიმა. „სახურავის გამაგრების მიზნით ხე მოვჭარით, უკანონოაო და 2000 ლარით დამაჯარიმეს, სოფელი დაგვეხმარა, ზოგი მათ, ზოგიც ნათესავებმა გადამიხადეს ჯარიმა“ –  ამბობს შუშანა.  

მერების შეხვედრა ბათუმში

 

მერების სამუშაო შეხვედრას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/USAID მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ტომას მორისი დაესწრება. სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჩატარდება ორდღიანი სემინარი.

 

 

ღონისძიებას ჩაატარებს  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/USAID მიერ მხარდაჭერილი პროექტი „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამა“, რომლის მიზანია ახლად არჩეული მერებისთვის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმების კონცეფციის გაცნობა, რომელიც წარმოადგენს მერების შეთანხმების უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ხელმომწერი მხარეებისთვის CO2-ის  ემისიების შემცირების მიზნის მისაღწევად.  

 

 

დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამას ახორციელებს ‘ვინროკ ინტერნეიშენალ’ ჯორჯია. ამ პროექტის საშუალებით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო/USAID მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ენერგოეფექტური და სუფთა ენერგიის ღინისძიებების გატარებით კლიმატური ცვლილებების შერბილების უზრუნველყოფას და ამასთან, საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო მეტად პასუხისმგებლიან მართვასა და განვითარებას.

 

ველურები, თავისუფალი ვარდნა და სხვა ფილმები ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე – 17 სექტემბერი

 

 

15:00 საათზე კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა კვირეულის სექციაში არგენტინელი რეჟისორის, ალეხანდრო ფადელის ფილმი – „ველურები“ იქნება ნაჩვენები (ქრონომეტრაჟი: 120 წუთი).  სინოფსისის თანახმად, ფილმში მოთხრობილია ხუთი მოზარდის მოგზაურობა, რომლებიც პროვინციაში მდებარე გამოსასწორებელი სკოლიდან გარბიან და ასობით კილომეტრს გადიან ფეხით.

 

 

 

17: 30 საათზე უნგრელი რეჟსორისა და სცენარისტის გიორგი პალფის „თავისუფალი ვარდნა“ (ქრონომეტრაჟი: 89 წუთი) იქნება წარმოდგენილი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში. პალფის ფილმებს ოცზე მეტი საერთაშორისო კინოფესტვალის ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა დროს, მათ შორის, სანდენსისა და სან-სებასტანის კინოფესტივალის ჯილდოები.

 

 

 

 

ფილმის სინოფსისის თანახმად „თავისუფალი ვარდნა“ იმ ადამიანების ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც ბუდაპეშტის მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადამხტარი მოხუცი წამით, ფანჯრებში, სიკვდილის წინ ხედავს.

 

 

 

19: 30 საათზე მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ინდოელი რეჟისორის, რიტერ ბატრას „ლანჩ ბოქსის“ (ქრონომეტრაჟი: 104 წუთი) ნახვა შეგიძლიათ.  „ლანჩ ბოქსი“ რომანტიკული კომედიაა.

 

 

 

22:00 საათზე კი ფრანგი რეჟისორი ქალის, სანდრინ ბონერის ფილმი, „შეშლილი მის გარეშე“ (ქრონომეტრაჟი: 98 წუთი), შეგიძლიათ ნახოთ. ფილმი კანის კინოფესტივალის კრიტიკოსთა კვირეულის სექციაშია წარმოდგენილი.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ „აპოლოში“ გამართულ ბოლო ორ კინოსეანსზე ბილეთები იყიდება, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საქველმოქმედო კამპანიის, „კინო ეხმარება ბავშვებს“, ფარგლებში. ბილეთის ფასი 5 ლარია. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება დიტო ცინცაძის ფონდში და ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. დღის მანძილზ კინოჩვენებები უფასოა. 

ქობულეთში მუსლიმანურ პანსიონთან აქცია გრძელდება

 

მისივე თქმით, ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სახლის წინ, სადაც პანსიონატია განთავსებული, აქცია ახლაც მიმდინარეობს. „შენობაში ბავშვები არ არიან, საჯარო სკოლებში არიან ახლა. არ შევუშვებთ ბავშვებსო, ამბობენ, 10-15 ადამიანი იქნება, ბარიერებით გადაკეტეს შესასვლელი“ – ამბობს რამაზ კაკალაძე „ბათუმელებთან“.  

  

10 სექტემბერს ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებლურ მრევლს მიაკუთვნებენ, დასახლებაში მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობა გააპროტესტეს, ღორი დაკლეს და მისი თავი მუსლიმების დაწესებულების კარზე დაკიდეს. 

Exit mobile version