პროექტის ორგანიზატორია ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი – „თესალონიკი“. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მასში შავ ზღვასთან დაკავშირებული რამდენიმე ქვეყანაა ჩართული: უკრაინა (ოდესა), თურქეთი (სტამბული), რუმინეთი (კონსტანცა), ბულგარეთი (ვარნა) და საბერძნეთი (კავალა). ყველა ამ ქვეყანამ შეარჩია საინტერესო, მათი თვალსაზრისით ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი, საქართველოს შემთხვევაში ეს ბათუმია. საქართველოში პროექტს წარმოადგენს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი და ასევე ბათუმის მერია, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი და სამეცნიერო-აკადემიური ორგანიზაციები: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური.
რასგულისხმობსლიმენისპროექტი?
კულტურული ტურიზმის ქსელის, ე.წ. „კულტურული პორტები შავ ზღვაზე“ შექმნის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და ახალი ინსტიტუციის: „შავი ზღვის კულტურული პორტის“ დაფუძნება, რომლის ფარგლებშიც ბათუმი, ისევე როგორც შავი ზღვის აუზის დანარჩენი ქალაქი-პორტები, მომავალი წლის კონკრეტულ დროს გამოცხადდება შავი ზღვის კულტურულ პორტად და ის, სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით, მოახდენს ქალაქის მემკვიდრეობისა და სპეციფიკური ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას.
ეს პროექტი, ჩვეულებრივი ტურიზმისგან განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბათუმს, რადგანაც ქალაქი სპეციფიკური/უნიკალური პროფილით ხდება საერთაშორისო ქსელის ნაწილი, რაც მომავალში ძალიან ბევრ შესაძლებლობას აძლევს მას ინვესტიციებისა თუ კულტურული ღონისძიებების, გამოფენებისა და სამეცნიერო კონფერენციების მოზიდვა-ჩატარების სახით.
ბათუმი შეირჩა მიმდებარე ტერიტორიებთან, გონიოსა და პეტრასთან ერთად, რადგანაც ეს ადგილები ბიზანტიურ პერიოდთან არის დაკავშირებული, პროექტის აქცენტიც სწორედ ამაზეა გაკეთებული. ბათუმი არ იქნება წარმოდგენილი როგორც უბრალოდ ზღვისპირა ქალაქი, ეს არის გარკვეული ისტორიის მქონე და სხვა ქვეყნებთან ამ ისტორიით დაკავშირებული ქალაქი და მისი პოპულარიზებაც სწორედ პროფილით მოხდება.
პროექტისფარგლებშირააქტივობაზეასაუბარი?
ახლა ვიწყებთ სამუშაო შეხვედრებს პროექტის ქართული ქსელის წევრ ორგანიზაციებთან, რათა განვიხილოთ ჩვენი და სხვა მონაწილე ქალაქების იდეები და შევჯერდეთ ისეთ პროგრამაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ ქსელში არსებული სხვა პორტების პროგრამებთან. ყველა ქალაქს თავისი ინდივიდუალური პროგრამა ექნება, მაგრამ უნდა იყოს რაღაც საერთოც. ეს შეიძლება იყოს გამოფენები, თეატრალური თუ კინოფესტივალები, სამეცნიერო თავყრილობები და სხვა. ნიმუშისთვის აღებულია პროგრამა „ევროპის საერთაშორისო დედაქალაქი“, რომელიც უკვე მრავალი წელია ვითარდება და რომლის ფარგლებშიც ისეთმა ქალაქებმა, როგორიცაა გლაზგო, ლისაბონი და სხვა, დიდი უპირატესობა მოიპოვეს ამ მხრივ. პროექტის ფარგლებში გამოიცემა გზამკვლევები და გაკეთდება სპეციალური ვებპორტალი ამ ქსელში ჩართული ქალაქ-პორტებისთვის.
როდისდაიწყებადადასრულდებაპროექტი?
პროექტი უკვე დაწყებულია, რადგან მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 16-17 ოქტომბერს დაგეგმილია შეხვედრა ბათუმში, ქართული ქსელის წევრ ორგანიზაციებთან. მათ დავურიგებთ მასალას იმ გამოცდილების შესახებ, რაც უკვე გვაქვს, რადგანაც ეს პროექტი თავისთავად არის გაგრძელება წინა, განხორციელებული პროექტისა, რომელიც ეხებოდა საზღვაო მარშრუტებს ეგეოსისა და შავ ზღვაში ბიზანტიურ პერიოდში. ის პროექტი უფრო სამეცნიერო კლევითი ხასიათისა იყო, ხოლო ეს პროექტი უფრო შედეგებზე იქნება დაფუძნებული და ამ სამეცნიერო კვლევით მასალაზე დაყრდნობით განხორციელდება მრავალი კულტურული მოვლენისა და სხვა ღონისძიებების სახით. ეს საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი იქნება და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უახლოეს მომავალში ბათუმის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის. პროექტი 2015 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
ამასთან ეს მონაცემები არ შეიცავს კერძო სექტორში განთავსებულ ტურისტთა რიცხვს, სადაც წელს განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნეოდა. დეპარტამენტში მიმდინარეობს სტატისტიკური კვლევის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა, რომელიც სამომავლოდ კერძო სექტორსაც მოიცავს.
„2014 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში სასტუმროებში დატვირთვის კოეფიციენტმა 48,61%-ს შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,11%-იანი ზრდას მიანიშნებს.
სექტემბრის თვეში დატვირთვის კოეფიციენტი 39,57 %-ს შეადგენდა, რაც გასული წლის სექტემბრის მონაცემებს 7,50 %-ით აღემატება,“ – ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით რაოდენობრივი მაჩვენებლებით ლიდერობს თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი და პოლონეთი.
გასულ წელთან შედარებით პროცენტული ზრდის მაჩვენებლებით კი გამოირჩევა სომხეთი (36,6%), პოლონეთი (+29%), აზერბაიჯანი (+29%), რუსეთი (+25,7%), და უკრაინა (+14,3%).
დამატებითი მოკვლევა ჩატარდა საქართველოს შსს-ს საზღვრის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენებით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობა იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 24%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით, ხოლო საზღვაო ტრანსპორტით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობაში 4%-იანი ზრდა აღინიშნება.
წლევანდელ სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ასევე აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში. 2014 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87,5%-ით მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით.
18 ოქტომბერს კი „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები. ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იქნება კონსულტაციების მიღება, როგორც გერმანელი კარდიოქირურგისგან, ასევე სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტებისგან.
ევროპიდან მოწვეულ კარდიოქირურგი ალექსანდრე ჯონი გერმანიის შუხტერმანის კლინიკის კარდიოქირურგიის დირექტორის მოადგილეა. მას გერმანიასა და ინგლისში 15 000–მდე კარდიოქირურგიული ოპერაცია აქვს ჩატარებული.
გერმანელი პროფესორი საქართველოში „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მოწვევით იმყოფება და აჭარაში ერთ თვეს დაჰყოფს.
რადგან საზოგადოებრივი რადიოა, აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო წლების წინ, ანუ მხოლოდ მუსიკალურ-გასართობი და შემეცნებითი. არსებულ პროექტებს დაემატება სოციალური პროექტები. ავიღებთ სხვა საზოგადოებრივი მაუწყებლების, იგივე გერმანიის და ასე შემდეგ მაგალითებს, რა არის პრიორიტეტი, რაზე უნდა ვიმუშაოთ. მუსიკალური მხარე რადიოში იქნება უბრალოდ შეფუთვა.
12-საათიანი ბადე, ვფიქრობთ, გავყოთ სამ ნაწილად: დილის რვიდან ათამდე იქნება დილის ეთერი, 12-დან 6-მდე – შემოქმედებითი და სოციალური პროექტები და 6-დან ღამის 12-მდე – პოლიტიკური თოქ-შოუები, თავისი სტუმრებით, ანალიტიკური მიმოხილვით და ასე შემდეგ.
არ ვამბობ ჯერ 12-ის შემდეგ ღამის ეთერს, თუმცა სავარაუდოდ, იქაც უნდა იყოს საინფორმაციო გამოშვება ჩანაწერის სახით მაინც, მიმოხილვა.
ცალკე არის საინფორმაციო სამსახური, რომელიც გამართულია, თუმცა რაღაც დეტალებს სჭირდება შეცვლა და რესურსის დამატებაც. საინფორმაციოს 11 გამოშვება აქვს ახლა, ეს შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რესურსი ცოტათი მაინც მოემატა. ეს არის პირველი ეტაპი.
შემდეგ ალბათ იმაზე წავა მუშაობა, რომ ცნობადობა აღდგეს აჭარის რადიოს და სიხშირე გაუმჯობესდეს. ამაზე გვექნება კონსულტაცია, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხერხდეს, რადგან მაღალმთიან აჭარას ნაკლები ხარისხით მიეწოდებოდა სიხშირე, ამინდის ცვალებადობასთან ერთად, მაგრამ ეს უკვე ყველას ერთად, ტელევიზიის საზრუნავიცაა, რომ რაღაცნაერად მოხერხდეს, რომ მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდეს.
არის იდეა, რომ განხორციელდეს მინიმუმ ორი ტელეხიდი, რის დროსაც რადიოსა და ტელევიზიაში ერთდოულად გავა გადაცემა. ეს არ არის იდეა ჰაერში, ამის პრეცედენტი ჰქონდა აჭარის ტელევიზიას და რადიოს. შემეცნებითი, პოლიტიკური, ან სოციალური პროექტი შეიძლება გადაიცეს ტელეხიდით.
შეხვდით უკვე თანამშრომლებს? გქონდათ პირველი თათბირი?
საერთო თათბირი არ გვქონია ჯერ, თუმცა თანამშრომლებს, საინფორმაციო, სპორტულ, შემოქმედებით ჯგუფებს, პოლიტიკური თოქ-შოუების და მუსიკალურ წამყვანებს შევხვდი.
რამდენი ადამიანი მუშაობს აჭარის რადიოში?
ამ დროისათვის მუშაობს 28 ადამიანი, თუმცა საინფორმაციო ძალიან დატვირთულ რეჟიმში მუშაობს, შესაბამისად არის გადასახალისებელი.
საკადრო ცვლილებებს უნდა ელოდნენ რადიოში?
საკადრო ცვლილებები არ არის მიზანი. აქ არის რესურსი, რომლის განვითარებაც შეიძლება. პირიქით, შეიძლება მოთხოვნა გაჩნდეს ახალი კადრების, ეს იქნება სტაჟიორების სახით თუ პროფესონალი ჟურნალისტების სახით, ამას უკვე დრო გვჩვენებს. უნდა დაიწეროს პროექტები, ჩამოყალიბდეს, რომ განვიხილოთ. გამოსაცვლელია ტიხრები, ქუდები, სრული შეფუთვა, მაგრამ ეს უკვე ახალი წლის შემდეგ მოხდება, როცა ალბათ ბიუჯეტშიც მოხდება ცვლილებები.
მინდა მთელი გუნი ჩაერთოს საქმიანობაში. მე ვფიქრობ, რომ სამი თვის განმავლობაში უკვე პირველი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რასაც ფურცელზე კი არა, თვითონ დაინახავენ თანამშრომლებიც, საზოგადოებრივი მაუწყებელიც და ისინიც, ვისაც აინტერესებს რადიოს ბედი. ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობს.
20 წლის წინ გივი შაიშმელაშვილი საქართველოდან მშობლებმა საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიყვანეს. მაშინ ის მხოლოდ ათი წლის იყო. წლების შემდეგ გივი შაიშმელაშვილი ტიბანელი გახდა, გვარი მშობლიური სოფლის სახელით შეიცვალა (კახეთი, სოფელი ტიბაანი). ამბობს, რომ ასე იმ მონატრებას გამოხატავს რომელიც მშობლიური მხარის მიმართ აქვს.
წლების განმავლობაში გივი ტიბანელი ოჯახთან ერთად სანფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში ცხოვრობდა, დღეს ის ერთადერთი ქართველია, რომელიც ამერიკის ფლოტში მსახურობს:
„ახლა ვმსახურობ იტალიაში, აშშ-ს ბაზაზე. ამერიკის მეექვსე ფლოტი იმართება ჩემი ბაზიდან, მეექვსე ფლოტში შედიან ამერიკის გემები, რომლებიც დაცურავენ ხმელთაშუა ზღვაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ბალტიისპირეთში. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ ვემსახურები ამერიკის ფლოტს. სირთულეები გამოვიარე, მაგრამ როცა დიდი მიზნისთვის იბრძვი, ყველაფერი აუცილებლად გამოდის.
წელიწადნახევარი ვიყავი ფლოტის პროკურორი, კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესთან ახლოს ვმსახურობდი, მერე გადამიყვანეს სან-დიეგოში. ორი წელი ვმსახურობდი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გემზე, რომელიც არის ამფიბიური ავიამზიდი. ამის შემდგომ ცხრა თვე ვიმყოფებოდი სპარსეთის ყურეში, მანდ მივიღე დიდი პრაქტიკა, ვიყავი მეთაურის მთავარი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში” – ამბობს გივი ტიბანელი.
აშშ-ს მხარდაჭერა შავიზღვისპირეთის მიმართ გივის განსაკუთრებული ემოციებით ტვირთავს, საქართველოდან შორს ყოფნის მიუხედავად, ის მუდმივ კონტაქტშია ქვეყანასთან: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთ ფლოტში ვმსახურობ, ამერიკა მხარს უჭერს მოკავშირე ქვეყნებს, საქართველო ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. შავ ზღვაში მხარს ვუჭერთ სტაბილურობასა და სიმშვიდეს, ამერიკის ეს მისია ჩემთვის საამაყოა. ბათუმში შემოსულ “Mount Whitney”-ის ეკიპაჟში იმიტომ მოვხვდი, რომ ეროვნებით ქართველი ვარ, ზღვიდან ქალაქი გამოჩნდა თუ არა, გულმა სხვანაირად დამიწყო ძგერა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე აქ ჩამოვიდოდი ამერიკის სამხედრო ხომალდით, ისეთით, როგორიც არის Mount Whitney-ი.“
გივიმ განათლება ამერიკასა და საფრანგეთში მიიღო. იგი კალიფორნიის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიასა და ფრანგულ ლიტერატურას სწავლობდა, სან-ფრანცისკოში იურიდიული განათლება მიიღო, მაგისტრის ხარისხი კი საფრანგეთში, პარიზში, ევროპის სამართალში აქვს: „განათლების მიღების შემდეგ გადავწყვიტე სამხედრო ოფიცერთა აკადემიაში გამევლო წვრთვნები, შემდეგ გავხდი სამხედრო იურისტი ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტში, უკვე ოთხი წელია, რაც სამხედრო იურისტი ვარ. საერთაშორისო სფერო ჩემთვის ყოველთვის იყო საინტერესო, ამიტომაც ავირჩიე საერთაშორისო სამართალი, სამხედრო-საზღვაო ძალებში შესვლის მიზეზიც ეს იყო, ამ სფეროში ყოფნით ყველაზე დიდი შეხება მექნებოდა საერთაშორისო სამართალთან, თან ეს იქნებოდა ჩემთვის კარგი პრაქტიკა” – ამბობს გივი ტიბანელი.
გივი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მისი მეორე სამშობლოა:
„საქართველოდან წავედით 90-იან წლებში, მაშინ ჩვენი ქვეყანა უდიდეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ჩემმა მშობლებმა ამერიკაში წამიყვანეს იმის გამო, რომ ჩემთვის უკეთესი პირობები შეექმნათ, ამერიკამ ჩვენ მიგვიღო, ბევრი რამ მოგვცა, პირველ რიგში საშუალება, რომ მესწავლა ასეთ უნივერსიტეტებში, ჩემთვის ეს სამსახური იყო მადლობის გადახდა აშშ-სთვის, რომ ჩემს ოჯახს ეს შესაძლებლობები მისცა.” – ამბობს გივი.
გივის ამერიკაში ადაპტაციის პერიოდი ბუნდოვნად ახსოვს, თუმცა იხსენებს, როგორ უჭირდა ახლობლებისგან შორს ყოფნა ქვეყანაში, სადაც ძალიან ჩქარა და გაუგებრად საუბრობდნენ: „ინგლისურს თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ იქ ყველანი ძალიან სწრაფად ლაპარაკობდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ, საკლასო ოთახში აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი მესმოდა, რასაც ლაპარაკობდნენ. პირველად საქართველოში სამი წლის შემდეგ დავბრუნდით, ამის მერე პერიოდულად ერთ-ორ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდით, ჩემს მშობლებს სურდათ ქართული არ დამვიწყებოდა, სახლშიც ქართულად მელაპარაკებოდნენ. მერე, როცა სტუდენტობისას მშობლებისგან შორს ვცხოვრობდი, ტელეფონითაც და სკაიპითაც ქართულად ველაპარაკებოდი მათ, ვიცი, რომ ცოტა მეშლება, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერ ქართულთან ახლოს ვიყო. საფრანგეთში ქართულ ეკლესიაში დავდიოდი, ყველა ქართული წრის წევრი ვხვდებოდი, კონტაქტს არ ვწყვეტ ქართულთან, მიყვარს ქართული ლიტერატურა, ისტორია. ჩემს უცხოელ მეგობრებს სულ ვუყვებოდი საქართველოს შესახებ” – ამბობს გივი ტიბანელი.
გივი ერთი თვის წინ საქართველოში ჯვრის დასაწერად ჩამოვიდა, მისი რჩეული ბოსტონელი ალაინაა, რომელიც ასევე ოფიცერია, ის სამხედრო ინჟინერია. მათ ჯვრისწერას ამერიკიდან 53 სტუმარი ესწრებოდა: „ჯვრის მონასტერში დავიწერეთ ჯვარი, ამერიკიდან ჩამოვიდნენ ჩემი მეუღლის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები, ჩემი სკოლისა და უნივერსიტეტის მეგობრები. საერთოდ, ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს მეგობრებს, რომ საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ, ისინი ახლა პირველად იყვნენ ჩამოსულები. მეუბნებიან, რომ უკან დაბრუნება უნდათ, ბათუმიც ვაჩვენე, ძალიან მოეწონათ. ჩემთვის ბათუმი არის მეორე ქალაქი. ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდი, ძალიან ტკბილად მახსოვს ეს ქალაქი,“– ამბობს გივი.
ალაინამ ქართულის სწავლა უკვე დაიწყო, ნელ-ნელა ქართულ სამზარეულოსაც აუღო ალღო. როგორც გივი ამბობს, ხინკალი კარგად გამოსდის: „ქართულს მე ვასწავლი, მას ძალიან უნდა ჩვენი ჩვეულებების შესწავლა, მოინათლა მართმადიდებლურად, საქართველოში რამდენჯერმე მახლდა. ქართული კერძების მომზადება თავადაც ვიცი, ძალიან კარგი გამომდის მწვადი და ფხალი. ძალიან გაგვიმართლა მე და ჩემს მეუღლეს, ახლა ვმსახურობთ ერთ ბაზაში“ – ამბობს გივი ტიბანელი.
გივი ამბობს, რომ ფლოტში სამსახური ძალიან მოსწონს: „უახლოესი ორი წელი გავაგრძელებ ამ საქმიანობას მაგრამ, მერე შეიძლება ისევ სამოქალაქო სფეროს დავუბრუნდე, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ეს მიმართულებაც. ჯერ არ ვიცი დაზუსტებით.“
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის იანვრიდან დღემდე 26 გემია შემოსული, რის შედეგადაც რეგიონს 14 720-მდე უცხოელი ესტუმრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აჭარაში 16 გემი იყო შემუსული 5162 მგზავრით. დღევანდელი მონაცემებით 2013 წელთან შედარებით საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით რეგიონში 3-ჯერ მეტი ტურისტია შემოსული – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკა ბოლო წლებია ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 30-მდე საკრუიზო გემი შემოვიდა. წლევანდელ სეზონზე საკრუიზო სტატისტიკაში ტურისტების რიცხობრივი ზრდის მაღალი მაჩვენებელი განაპირობა მსხვილი საკრუიზო ხომალდების სტუმრობამ. საკრუიზო ლაინერებიდან განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩეოდა “RIVIERA” (1150 ტურისტი + 750 ეკიპაჟის წევრი, 24 ივლისი), “Seven Seas Mariner” (750 ტურისტი + 445 ეკიპაჟის წევრი, 14 აგვისტო), “Prinsendam” (800 ტურისტი + 400 ეკიპაჟის წევრი, 13 ოქტომბერი) და “Thomson Celebration” (1250 ტურისტი + 550 ეკიპაჟის წევრი ,15 ოქტომბერი).
„შორენა მამულაძის მოვალეობა იქნება, იმსჯელოს ჩემთან ერთად იმ საკითხებზე, სად, რომელ სამსახურში, რა მიმართულებით შეიძლება შშმ პირთა დანიშვნა კონკურს გარეშეც და კონკურსის შესაბამისადაც” – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.
„რაც შეეხება ჩემ სამუშაო გეგმას, მაქსიმალურად ვიქნები ჩართული ყველა იმ პროექტში, რასაც მერია განახორციელებს“ – განაცხადა შორენა მამულაძემ.
გიორგი ერმაკოვმა ასევე განაცხადა, რომ მალე მას მრჩეველი ეყოლება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებითაც.
„მერს უნდა ჰყავდეს მრჩეველი, რომელიც გენდერული ბალანსის დაცვასთან დაკავშირებით გარკვეულ წინადადებებს დააყენებს. ეს უახლოეს მომავალში გვექნება აუცილებლად.
ეს საერთაშორისო მოთხოვნებია. ეს არის საშტატო ერთეული, რომელიც არსებობს და ახლო მომავალში ამ შტატზე დავნიშნავ მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც შემდგომ მიიღებს უკვე კონკურსში მონაწილეობას“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა. მას არ დაუკონკრეტებია, ვის განიხილავს ამ თანამდებობაზე.
ლექციებზე ყურადღება გამახვილებული იქნება ინფექციის გადაცემის გზების, მკურნალობის, პრევენციის და კონტროლის საკითხებზე, პერსონალური დამცავი ხელსაწყოების (PPE) გამოყენების ჩათვლით.
შეხვედრა გაიმართება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.
ჰემორაგიული ცხელებებით მიმდინარე დაავადებები მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებებია. მათ ახასიათებთ ეპიდემიები, რაც ჯანდაცვის პრობლემას წარმოადგენს, მისი ეპიდემიური პოტენციალის, მაღალი ლეტალობის, ასევე დაავადების მკურნალობასთან და პრევენციასთან დაკავშირებული სირთულეების გამო.
მიმდინარე წელს დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირდა ებოლას აფეთქება, ასევე საქართველოში მოიმატა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევებმა.
პოლიციის კაპიტანმა თქვა, რომ ბრალდებული ო. ძ. აწყობდა ქურდულ გარჩევებს და შემჩნეული იყო დანაშაულის ჩადენაში. კიდევ ორ დაკავებულზე თქვა, რომ მათი ზედმეტი სახელებია- „ხოჯა“ და „ბოლია“ და ისინი ქურდული მენტალობით, გავლენით სარგებლობენ. „ახალგაზრდები მათ ჭკუას ეკითხებიან“. მ.თ-ს. შესახებ თქვა, რომ ქურდული სამყაროს წევრი, „ძველი ბიჭია“. გ. თ-ს შესახებ მარტო ის თქვა, რომ იგი ნასამართლევია.
დავით ხოზრევანიძე
ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ მოწმე პოლიციელს ჰკითხა, რა მტკიცებულებების საფუძველზე ამბობს ის ადამიანებზე, რომ ქურდი და გამომძალველია. რაზეც პოლიციელმა უპასუხა: `შესწავლილი გვაქვს. პრაქტიკაზე და გამოცდილებაზე დაყრდობით ვიცი, რომ ეს ასეა“.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ დავით ხოზრევანიძემ ის დააკავა ბათუმში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში და სცემა. „ამ პოლიციელმა დამაკავა, მცემა და მაგინა“, _ თქვა ბრალდებულმა. პოლიციელმა ეს ფაქტი უარყო. ბრალდებული დეტალების შეხსენებას ცდილობდა, დარბაზში მხსდომები ახმაურდნენ. მოსამართლემ ორი მოქალაქე სასამართლოდან გააძევა და მანდატურს უბრძანა, ისინი არც მომდევნო პროცესზე არ შეუშვან დარბაზში.
„თქვენ იცით რას ნიშნავს ქურდული გარჩევის არსი?“, – ეს კიდევ ერთი ბრალდებულის კითხვა იყო მოწმის მისამართით დასმული. მოწმე პოლიციელმა დაახლოებით ასეთი განმარტება გააკეთა: `კი, ეს არის კრიმინალური გარჩევა, დაუწერელი კანონის წესებით. კანონიერი ქურდის ინსტიტუტი შეიქმნა გასულ საუკუნეში და ეს არის კონტროლი კრიმინალურ საქციელზე, ქურდები ფულს სძალავენ ხალხს“.
„თქვენ ხართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მუშაკი, მე მეცოდება ჩემი ქვეყანა თქვენნაირების ხელში, თუ შეგიძლია დაასახელე, რა საქმეები გამირჩევია, სად ან ვის გამოვძალე ფული და ამ ყველაფერს თუ ხედავდი, რატომ არ მაკავებდი? თუ იცი, რომ მე ხალხს ფულს ვძალავდი და ქურდულ გარჩევებს ვაწყობდი, ერთი ვიდეო რატომ არ გადაიღეთ?“ – პატიმრის ამ კითხვას ჯერ პროკურორ შოთა ხორავას პროტესტი მოჰყვა, მერე დარბაზში მყოფი ადამიანების ხმაური და ბოლოს მოწმემ თქვა, რომ ამ კითხვას ვერ უპასუხებდა, რადგან „საიდუმლოა“.
ქურდების საქმეზე სასამართლოში სამი სახელმწიფო ბრალმდებელი გამოდის: საქმეს პროკურორები – შოთა ხორავა, რამაზ შანიძე და ლევან მურვანიძე იძიებენ. ამ სასამართლო სხდომას მხოლოდ შოთა ხორავა ესწრებოდა.
პროკურორი შოთა ხორავა
კანონიერი ქურდობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებული ხუთივე პატიმარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით თამაზაშვილმა ის სცემა. კიდევ ერთი პატიმარი შიმშილობს, ერთმაც მუცელი სამართებლით დაისერა იმის გამო, რომ, როგორც თვითონ ამბობს, მის საქმეს უსამართლოდ იძიებენ. საქმეში ორი დაზარალებულია, რომლებიც პროკურორების მოთხოვნით დახურულ სასამართლო პროცესზე დაკითხეს.
„ბათუმის თვითმართველობა თუ მიიღებს ხელფასების მატების გადაწყვეტილებას, პროცესები განვითარდება ისე, რომ აჭარის მაშტაბით ყველა მუნიციპალიტეტი გაზრდის ხელფასებს. ჯობს მოსახლეობას დაანახონ აქტიური ქმედებები, იმუშაონ ქალაქის გადასარჩენად, რადგანაც დღეს ბათუმი დაემსგავსა მკვდარ ქალაქს“ – განაცხადა ლაშა ადამიამ.
ლაშა ადამიას განცხადებას ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი მიქელაძე გამოეხმაურა. მისი თქმით ეს საკითხი ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
ირაკლი მიქელაძე
„მე ვურჩევ მას [ლაშა ადამიას] თვითონაც რომ არ შევიდეს შეცდომაში და საზოგადოებაც არ შეიყვანოს შეცდომაში, კარგად გაეცნოს ბიუჯეტს, მისი დაგეგმარების პროცესს და ამის შემდეგ ისაუბროს ხარვეზებზე.
სამოქმედო ტერიტორია ძალიან გაზრდილია, სწორედ აქედან გამომდინარე, ბათუმის საკრებულომ მისცა საკუთარ თავს იმაზე ფიქრის უფლება, რომ იქნებ გაგვეზარდა ხარჯები. აქ არის საუბარი სატელოფონო ხარჯებზე, საწვავის, მოსახლეობასთან შეხვედრის ხარჯებზე და ა.შ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, გადაწყვეტილი არაფერი არ არის“ -განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.
ხელფასის გაზრდის ინიციატივა საკრებულოს წევრებს ეკუთვნით. საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში საკრებულოს წევრის ყოველთვიური ანაზღაურება 1000-დან 1500 ლარამდე გაიზრდება.
„გამოფენის მიზანია შეიქმნას სივრცეში ვირჯინია ვულფისეული „საკუთარი ოთახი“, სადაც მოისმენთ იმ ქალების მონათხრობს, რომლებიც პირადად გახდნენ გენდერული ძალადობის მსხვერპლნი. ჩვენი სურვილია, მათი გამოცდილება პრობლემის ახლებურად გააზრების, კვლევისა და განსჯის საგნად იქცეს.
ტრადიციული ქართული სუფრით შთაგონებულებს, გვსურს მეტაფორულ მაგიდაზე მოვათავსოთ ის, რაც იქ არასოდეს გვხვდება – გენდერული ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები. თუმცა ჩვენთვის სუფრა მხოლოდ მკაცრი ტრადიციებისა და აკრძალვების ადგილი არ არის – ეს გახლავთ იმპროვიზებული პერფორმანსი, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს ღრმა პიროვნული გრძნობები, იყოს კრეატიული, მხიარული და იმედიანი. სუფრის ნორმატიული და ამავე დროს, შემოქმედებითი ბუნება გვაძლევს საშუალებას უხილავი თვალსაჩინოდ ვაქციოთ და უკეთ დავინახოთ ჩვენი როლი მსხვერპლ ქალთა მძიმე ხვედრის მიჩუმათების პროცესში“ – აღნიშნულია პრესრელიზში.
“საკუთარი სუფრა” მხატვარ თამუნა ჭაბაშვილის (საქართველო/ნიდერლანდები), ანთროპოლოგ აგნეშკა დუდრაკის (პოლონეთი/შვეიცარია), არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“ (საქართველო) და თვითდახმარების ჯგუფი „გესმით ქალის ხმა?“ – მუშაობის შედეგია. ასევე, გამოფენა უმასპინძლებს ელიზა პროშჩუკის (პოლონეთი) ხმოვან ინსტალაციას.
შემოთავაზებული ინსტალაციები და ვიდეომასალა მომზადდა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ჩაწერილი ინტერვიუების საფუძველზე. გარდა ამისა, თვითდახმარების ჯგუფის, „გესმით ქალის ხმა?“ წევრთა ინიციატვით, წარმოდგენილი იქნება მათი ხელით შექმნილი, მათი ცხოვრებისეული გამოცდილების ამსახველი ნივთები და მათ მიერ დაწერილი ზღაპრები.
გამოფენის გახსნაზე ნაჩვენები იქნება ბექა წიქარიშვილის და ვატო ჯორკოშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი “ობიექტი 8”; (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC). ფილმში განხილულია უსახლკარო ქალების პრობლემა საქართველოში.
პროექტის ინიციატორები არიან თამარ ჭაბაშვილი და აგნეშკა დუდრაკი. სუფრის ინსტალაციის ავტორი: თამარ ჭაბაშვილი ვიდეოინსტალაციის ავტორი: აგნეშკა დუდრაკი ხმოვანი ინსტალაციის ავტორები: აგნეშკა დუდრაკი, ელიზა პროშჩუკი.
პროექტი განხორციელდა მონდრიანის ფონდისა (ნიდერლანდები) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ-რეგიონალური ბიუროს (საქართველო) ფინანსური მხარდაჭერით.
გამოფენის გახსნა: 18 ოქტომბერი, 17:00 დოკუმეტური ფილმი ჩვენება “ობიექტი 8“ : 18 ოქტომბერი 18:00
თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ზ. გამსახურდიასN1/5, ბათუმი, საქართველო
დისკუსიის მომხსენებლები არიან სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, საარჩევნო ადმინისტრაცია, სტუდენტები და მედიაორგანიზაციები.
„მეტრო ჯორჯიას“ ფეისბუქგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რეისები შესრულდება 08:00, 10:00, 12:00, 15:00, 17:00, 20:00 და 24:00 საათზე, როგორც ბათუმიდან, ისე თბილისიდან. მგზავრობის საშუალო ხანგძლივობა ექვსი საათია. „მეტროს“ ერთ ავტობუსს 50 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
მგზავრობის ფასი ერთი თვის მანძილზე, აქციის ფარგლებში, 10 ლარი იქნება. როგორც „ბათუმელებს“ „მეტრო ჯორჯიას“ ოფისში განუცხადეს, ფასის ცვლილება ერთი თვის შემდეგ მოხდება და იგი სავარაუდოდ 20 ლარზე მეტი არ იქნება. მგზავრებს ავტობუსში ექნებათ უფასო ინტერნეტი, ჩაი და ყავა.
ავტობუსი ბათუმიდან ახალი ავტოსადგურიდან გავა (მის: გოგოლის 1), ხოლო თბილისიდან ორთაჭალის ავტოსადგურიდან (მის: გულიას 1).
ბათუმიდან თბილისამდე და პირიქით, მგზავრობის ფასი სამარშუტო ტაქსით საშუალოდ 20 ლარია.
რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი, აბანოების შენობის ნაწილობრივ დემონტაჟს ითვალისწინებს: „გუმბათებისა და მზარდი კედლების შენარჩუნებით მათში არსებული ლოკალური დაზიანებების პირველადი აღდგენით.“
პროექტი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია. კონკრეტულად რა ექსპონატები შეინახება მუზეუმში, ჯერ უცნობია, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ბიძინა აფხაზავას თქმით, პროექტს ბევრი შემწირველი ჰყავს: „მუზეუმი, ძირითადად, შემოწირულობების ბაზაზე იქნება. მუზეუმის ექსპონატების დაახლოებით 20-პროცენტი შემოწირულობა იქნება, სხვა ყველა დანარჩენი იქნება ჩვენი მოპოვებული“, – ამბობს ის. ბიძინა აფხაზავა აპირებს ბათუმის მუზეუმს თავისი კოლექციიდან შეწიროს ნივთები, „არიან სხვა შემომწირველებიც, მაგალითად, შოთა გუჯაბიძე მოგვცემს კოპიოებს, მიშა ალშიბაია – მოსკოველი კოლექციონერი გვაძლევს ძალიან კარგ ნივთებს, კაკო ძნელაძე და სხვები.“
უცნობია თუ ვინ იქნება ბათუმის მუზეუმის ხელმძღვანელი, თუმცა ბიძინა აფხაზავას თქმით, მუზეუმის დანარჩენ თანამშრომლებს სწორედ ის შეარჩევს. „მუზეუმი სხვა სპეციფიკაა, სხვა სირთულეებია, მუზეუმში ასე ადვილი არ არის მუშაობა, ამიტომ ვინც იქნება დირექტორი, სავარაუდოდ, ის შეარჩევს თანამშრომლებსაც“, – ამბობს ბიძინა აფხაზავა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მას შესთავაზებენ მუზეუმის დირექტორობას, იგი სიამოვნებით დათანხმდება: „იმიტომ, რომ ბათუმის მუზეუმი ჩემი იდეაა და დიდი სიამოვნებით გავყვები ამ იდეას თავიდან ბოლომდე.“
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, „ბათუმის მუზეუმის“ გახსნას თავდაპირველად იმ შენობაში განიხილავდნენ, რომელშიც დღეს ცვილის ფიგურების მუზეუმია განთავსებული. ბიძინა აფხაზავას თქმით, ამ ეტაპზე ცვილის ფიგურების მუზეუმს მიჩენილი ჰყავს თანამშრომელი, რომელიც ყოველდღიურად უვლის ექსპონატებს და იცავს იმ ტემპერატურას, რომელიც ამ ფიგურების შესანახად არის აუცილებელი – „იმ პატარა ქურდობის შედეგად, რაც იქ მოხდა, მხოლოდ ერთი ფიგურაა დაზიანებული, სხვა ყველაფერი თავის ადგილზეა“, – ამბობს ბიძინა აფხაზავა.
ამ ეტაპზე ცვილის ფიგურების მუზეუმში არანაირი სიახლე არ იგეგმება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ შენობა, რომელშიც ცვილის ფიგურების მუზეუმია განთავსებული, ჯერჯერობით არ არის სააგენტოს საკუთრებაში: „როცა შენობა გადმოეცემა სააგენტოს, მერე გადაწყდება ყველაფერი. ამ ეტაპისთვის არანაირ სიახლეს არ ვგეგმავთ, თუმცა მომავალ წელს შეიძლება დაიგეგმოს“, – ამბობს ის.
ამჟამად ცვილის მუზეუმის შენობა არქიტექტორთა კავშირის საკუთრებაშია.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმის მუზეუმისათვის განკუთვნილი შენობის – ძველი აბანოს რეაბილიტაციისთვის სამშენებლო კომპანიის შესარჩევად ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 550 000 ლარია გათვალისწინებული.
შარშანდელი პრობლემების გათვალისწინებით მომზადებულია განკარგულების პროექტი, რომელიც გადაგზავნილია საქართველოს მთავრობაში. ჩვენ განვიხილეთ საბაჟოსთან, შემოსავლებთან, სტანდარტული მანდარინის სუბსიდირებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ ყველაფრის გადაწყვეტაში თუ არ ჩაერია ცენტრალური ხელისუფლება, მხოლოდ ჩვენ ვერაფერს შევცვლით. მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც მოსახლეობამ სუბსიდია ვერ მიიღო, იყო ის, რომ ექსპორტის შესახებ დოკუმენტები არ იყო შესაბამისად აღრიცხული _ არ იყო აღრიცხული რეალური ოდენობა, რაც ექსპორტზე გავიდა. მაგალითად, უკრაინაში გადიოდა მანქანა 30-35-ტონიანი საქონლით და დეკლარაციაში ფორმდებოდა 20 ტონა, რადგან მეტის დატვირთვა არ შეიძლებოდა. ამან გამოიწვია ის, რომ ვისი პროდუქტიც დაურეგისტრირებელ წონაში მოხდა, დაფინანსება ვერ მიიღეს. ჩვენ გვაქვს მოსაზრებები ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი ფიქრი პრობლემას ვერ აგვარებს, სხვამ უნდა მიიღოს განკარგულება და ამიტომ, შეთანხმებულად ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ერთსა და იმავე მანქანაზე გაკეთდეს ორი დეკლარაცია, ვთქვათ, ერთი 20-ტონიანი და მეორე – 35-ტონიანი.
ასეთიგადაწყვეტილებაკანონისფარგლებშიროგორმოექცევა?
ზუსტად ამის გამოა, რომ განკარგულების მიღებაა საჭირო, როგორც იყო მაგალითად ყურძენზე. იმ შემთხვევაში ეძლეოდა შემსყიდველს სუბსიდირება 35 თეთრი, თუ კილოგრამ რქაწითელზე გადაიხდიდა ერთ ლარს. ასევე იქნება მანდარინზეც: თუ შემსყიდველი გადაიხდის 40 თეთრს, მას დაემატება 15 თეთრი, ანუ მყიდველს გამოუვა 55 თეთრი.
ახლა მიმდინარეობს შემოსავლების სამსახურთან და საბაჟოსთან მოლაპარაკება, რომ ეს განხორციელდეს. ისინი სწავლობენ ამ საკითხს, რადგან ასეთი გამოცდილება არ ჰქონდათ. ეს უნდა მოგვარდეს პირველი ნოემბრისთვის მაინც.
ამის მოგვარებას შევძლებთ მხოლოდ პრესის დახმარებით. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ მოსახლეობა თუ არ იაქტიურებს და თავის საქმეს თავად არ მიხედავს, ძალიან რთული იქნება. დოკუმენტების წარმოება აუცილებელია _ ვისაც აბარებს გლეხი მანდარინს, უნდა ჩაიწეროს მისი სახელი, გვარი და მანქანის ნომერი. რა პრობლემაა ამის გაკეთება? _ შარშან ვიყენებდით ჩვეულებრივ შესყიდვის აქტს. წელს ჩვენ გავაკეთეთ შესყიდვის აქტის ფორმა. ეს იქნება სამგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც დანომრილი იქნება რაიონების მიხედვით. დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს გამყიდველის, ასვე მყიდველის სახელი და გვარი. დოკუმენტს დაამოწმებს გამგებლის წარმომადგენელი. საბაჟო სამსახურები ამ აქტის გარეშე საქონელს არ გაატარებენ, ჩვენთან კი თავს მოიყრის საბაჟოდან გადმოგზავნილი ინფორმაცია, თუ რა ოდენობის ტვირთი გავიდა. სხვანაირად აღრიცხვა ვერ მოხერხდება.
ახლა მყიდველი იქნება დაინტერესებული, რომ გასცეს დოკუმენტი, რადგან ამ შემთხვევაში მას შეძენილი პროდუქტი 15 თეთრით გაუიაფდება. 40 თეთრი უნდა იყოს მინიმალური ფასი და სახელმწიფოც 15 თეთრს დაუმატებს. თუ ამ დოკუმენტს არ გასცემს შემსყიდველი, მაშინ თავად გადაუხდის გლეხს 15 თეთრით მეტს. რატომ არ უნდა გასცეს გამყიდველმა დოკუმენტი, ამის გაგება ჩემთვის რთულია _ გადასახადებისგან გათავისუფლებულია. სახელმწიფო ორივე მხარეს ეხმარება _ გამყიდველსაც და შემსყიდველსაც. ვფიქრობთ, სტანდარტულზე იქნება სუბსიდირება 15 თეთრი. მანდარინის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ არის იმდენად მაღალი, რომ სუბსიდირების გარეშე კონკურენციას გაუძლოს. ახლაც, სანამ ჩვენ მანდარინის მოკრეფას დავიწყებთ, მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურქეთიდან 90 თეთრად შემოაქვთ მანდარინი, ადგილობრივი კი 1 ლარი ღირს.
დღეს მივიღე საბაჟო სამსახურიდან ინფორმაცია, რომ ათასი ტონა მანდარინის შემოტანაზე აქვს აზერბაიჯანს განაცხადი გაკეთებული, იყიდა ტრაპიზონში, გაიარა საქართველოზე ტრანზიტი… არ გვაქვს უფლება არ გავატაროთ.
წელსაქცენტებიუკრაინისბაზარზეგაკეთდება?
მანდარინი უკრაინის ბაზარზე წელსაც შევა. ცოტა ხნის წინ უკრაინიდან დელეგაცია გვყავდა და გარდა აღმოსავლეთ უკრაინისა, ყველგან ჩვეულებრივად მიდის ცხოვრება. მე თვითონ ვიყავი უკრაინაში, როცა იქ ომი იყო. დნეპროპეტროვსკის ოლქში არაფერი იგრნობოდა და იქედან 10 კილომეტრში ომი იყო. გასულ წელს 12 ათასი ტონა გავიტანეთ კავკასიის ქვეყნებში, რაც ჩვენთვის ცოტა არ არის. გარდა ამისა, 14 ათასი ტონა რუსეთის ბაზარზეც გავიტანეთ. წელს უფრო ადრე დავიწყეთ თანამშრომლობა ამ კუთხით. რუსეთს მთელი ევროპისთვის აქვს დაკეტილი ბაზარი. ამიტომ ერთადერთი მიმწოდებელი ვიქნებით ჩვენ და თურქეთი. რუსულ ბაზარზე ჩვენი მანდარინი უფრო იაფი იქნება, ვიდრე თურქეთის.
წელს 70-75 ათას ტონა მანდარინს ველოდებით, არასტანდარტულის ჩათვლით. გასულ წელს არასტანდარტულზე მუშაობდა ერთი გადამამუშავებელი ქარხანა ქობულეთში, წელს იმავე წარმადობის მეორე გადამამუშავებელი დაემატა. სამომავლოდ მსგავსი ქარხნის გახსნა ხელვაჩაურში სოფელ ახალსოფელშიც იგეგმება. გასული წელი უხმოსავლიანი იყო და ქობულეთმა მიიღო 13 ათასი ტონა არასტანდარტული. წელს ათზე მეტი არ იქნება არასტანდარტული.
ცვლილებები იქნება იმ კუთხითაც, რომ ექსპორტიორი დოკუმენტების მოსაწესრიგებლად ბათუმში აღარ ივლის – ქობულეთში იმუშავებს მეორე ჯგუფი, რომელიც გასცემს წარმოშობისა და ფიტოსანიტარულ შემოწმებაზე სერტიფიკატს.
სუბსიდირებისთვისწელსბიუჯეტირამდენიიქნება?
ერთი მილიონი იქნება არასტანდარტულზე, რაც ნიშნავს, რომ 10 ათასი ტონა იქნება დაფინანსებული. ერთი კილოგრამის ღირებულება 10 თეთრია. წელს ნაკლებია მოსავალი და ხარისხია უკეთესი, ამიტომ მეტი არც იქნება საჭირო.
ფოტო: აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი
საერთაშორისო საფეხვურთო ტურნირი „Trofeo Malgratense 2014“ ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში U11, U13, U15, U17, U19 ტარდება. აჭარის ნაკრები U11-ში (2003-2004 წლებში დაბადებული ფეხბურთელები) ასპარეზობს.
„Trofeo Malgratense 2014“ ახალგაზრდა ფეხბურთელების საერეთაშორისო სატურნირო ორგანიზაცია KOMM MIT-ის საშემოდგომო ტურნირია.
ტურნირი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარეობს და 16 ოქტომბერს დასრულდება. ახალგაზრდა ფეხბურთელები ბათუმში 17 ოქტომბერს დაბრუნდებიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პროგრამებით სხვადასხვა სახის სამედიცინო და სოციალური დახმარება 4 257 მოქალაქემ მიიღო, გასული 9 თვის განმავლობაში, სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სმენის აპარატი გადაეცა 302 მოქალაქეს, რისთვისაც დაიხარჯა 85 845 ლარი.
სავარძელ–ეტლი მიიღო 150–მა შშმ პირმა, რისთვისაც სამინისტრომ ამ პროგრამაზე გამოიყო 44 565 ლარი.
100 წელს გადაცილებულ 57 მოქალაქეს გადაეცა 1000–1000 ლარი, ჯამში გამოიყო 57 000 ლარი.
ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გაიცა 872 ვაუჩერი, გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 269 950 ლარი.
ომში დაყუპულთა დედებსა და მეუღლეებს გადაეცათ 76 0000 ლარი. 101 ახალშობილი ტყუპის ოჯახს გადაეცა 101 000 ლარი.
მიუსაფარ დედათა და ბავშთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მომსახურება გაეწია 16 ბენეფიციარს, გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 58 038 ლარი.
ექიმობა თხუთმეტი წლისამ გადაწყვიტა, მაშინ მეტისმეტად პატარა იყო თავის სურვილებში სრულად გარკვევისთვის. დღეს ამბობს, რომ მაშინ არ იცოდა რა სურდა რეალურად: „სახლში მიდიოდა მსჯელობა – იქნებ ეს?! ან იქნებ ეს?! დედაჩემს მოჰქონდა სხვადასხვა წიგნები, რომ არჩევანი იოლად გამეკეთებინა. ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა ექიმები არიან, ამან მიბიძგა აქითკენ, მამის უეცარმა გარდაცვალებამ კი დააჩქარა ეს პროცესი, გადავწყვიტე, რომ კარდიოლოგი უნდა გავმხდარიყავი. იყო პერიოდი, როცა მოდელობაზე ვოცნებობდი, პირველკურსელი სააგენტოშიც კი დავდიოდი, თუმცა მალე გადამიარა ამ სურვილმა და ისევ ნეიროანატომიის წიგნები ვამჯობინე” – იხსენებს თამარი.
ამბობს, რომ სამი წელი მერყეობდა სამედიცინო პრაქტიკასა და ჯანდაცვას შორის, ბოლოს არჩევანი ჯანდაცვის სასიკეთოდ გააკეთა: „კარდიოექსპრესში, სასწრაფო დახმარების ექიმად ვიმუშავე დაახლოებით სამი წელი, ამის შედეგად მქონდა საშუალება ურთიერთობა მქონოდა განსხვავებული საჭიროების მქონე პაციენტებთან, პარალელურად ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში ჯანდაცვის მიმართულებით, სწორედ მაშინ მივხვდი, ჯანდაცვის სფეროში მუშაობით ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო იმ ექიმებისთვის, რომლებსაც ნამდვილად სურთ ექიმობა ” – ამბობს თამარი.
თამარი მაგისტრანტია, ის საქართველოს უნივერსიტეტში საზოგადოებრივ ჯამრთელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკას სწავლობს: „არასამთავრობო სექტორში მოხვედრის შემდეგ მივხვდი, რა მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა სწავლა. მომავალი სექტემბრიდან კი დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელებას ჰოლანდიაში ვგეგმავ, გლობალური ან საერთაშორისო ჯანმრთელობის კუთხით.”
ზუსტად ერთი წლის წინ თამარი ბათუმში გადმოსახლდა. ამბობს, რომ აქ ცხოვრება მისთვის საინტერესოცაა და უცნაურიც: „მთავარი ისაა, რომ გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ. ჩემი აქაური ცხოვრება ძალიან განსხვავებულია, თბილისში ჩემი ცხოვრება იყო აქტიური, სამსახურის კუთხითაც და გართობითაც. აქ კი მხოლოდ საქმეა. ალბათ უფრო იმის გამო, რომ მეგობრები აქ არ მყავს, მთელ დღეს სამსახურში ვატარებ, სამსახურის მერე თუ ძალიან დაღლილი არ ვარ, ფიტნესდარბაზში მივდივარ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვა, თან როცა კარიერა მნიშვნელოვანია, აუცილებელია კარგად გამოიყურებოდა.” – ამბობს თამარი.
დირექტორის ამპლუაში თავს კომფორტულად გრძნობს. იმის მიუხედავად, რომ 28 წლისაა, ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, არის „კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი: „ამ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი ერთი წელი, აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია ჩემთვის ახალი არ ყოფილა, სპეციფიკაა მხოლოდ განსხვავებული და შტატის რაოდენობა გაზრდილი” – ამბობს თამარი.
საქმიან ამპლუაში ყოფნა მისთვის ჩვეულებრივი მომენტია, ერთადერთი რაც უჭირს, ამ ყველაფრის პირად ურთიერთობებთან შეთავსებაა: „თუნდაც ის, რომ ბათუმში ვარ, ართულებს ბევრ რაღაცას. გენდერულ საკითხებზე შეხება არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, იმავე პოზიციაზე, იმავე ასაკში, კაცისთვის ბევრად მარტივი იქნებოდა საქმის წინ წაყვანა, ვიდრე ჩემს შემთხვევაში, რადგან ხალხს მენტალიტეტში უზის, კაცის ნათქვამზე სწრაფად რეაგირებენ, ქალისაზე უფრო ზოზინებენ, თუმცა ეგ, ვიდრე თავს დაიმკვიდრებ, საერთო ჯამში კი, ქალს კარიერული ზრდისთვის უფრო მეტი შრომის გაწევა გიწევს, ვიდრე კაცს, მაგრამ აზარტულია ესეც.”
თამარი ამბობს, რომ ყოველთვის სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს, მომთხოვნია და საჭიროების შემთხვევაში მკაცრიც, მისი სამუშაო კაბინეტის კარი კი ნებისმიერ დროს ღიაა თანამშრომლებისთვის: „ადამიანს რაც არ ევალება, იმას არ მოვთხოვ, რაც ევალება, იმას კი – 100 პროცენტით. მიყვარს პუნქტუალობა, ვერ ვიტან, რომ რაღაცას აგვიანებენ. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებ, ჩემი ამ დამოკიდებულებით ბევრი რამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და პერსონალთან ურთიერთობაც მხოლოდ დადებით დინამიკას აჩვენებს. მთლიანობაში ალბათ კარგი მენეჯერი ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ ბევრი საკითხის დახვეწა და სწავლა მეც მჭირდება. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ კარგი მენეჯერი იყო, კომუნიკაციის კარგი უნარი უნდა გაგაჩნდეს, ბევრი სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, ლიდერის თვისებები გჭირდება. ვფიქრობ, მენეჯერისთვის უმნიშვნელოვანესია იყო შტატზე ორიენტირებული ლიდერი, უნდა მოუსმინო მათ, ვინაიდან მათ ყველაზე კარგად იციან იმ კონკრეტული საქმის შესახებ, ვიდრე მენეჯერმა. თუ რამე მეშლება, ბოდიშსაც ვიხდი, მერე რა? ადამიანები ვართ, ყველას გვეშლება, მთავარია, დროულად მიხვდე შეცდომას.
თუმცა ეს არის ერთი ეტაპი ჩემი ცხოვრების, რომელიც უნდა გავიარო, მთელი ცხოვრება სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტში ყოფნას არ ვგეგმავ, მე მინდა ჯანდაცვის პოლიტიკაზე მუშაობა” – ამბობს თამარი, რომელსაც კითხვაზე – ათი წლის შემდეგ სად ხედავს თავს, ფიქრი არ სჭირდება: „ათი წლის შემდეგ მე შემეძლება ჩემი საქმით შევიტანო რეალური წვლილი ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის შექმნასა და განვითარებაში” – ასე პასუხობს კითხვას.
მისი ჩაცმის სტილი სამუშაო დღის განრიგზეა დამოკიდებული, ურჩევნია კომფორტულად ეცვას. თავს შოპოჰოლიკს უწოდებს, ყველაზე მეტ ფულს კი ფეხსაცმელში ხარჯავს. როცა შესაძლებლობა აქვს, საყიდლად დადის, სხვა შემთხვევაში კი ონლაინშოპინგს მიმართავს: „გარეგნობა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას, ამიტომაც ის, თუ როგორ გამოვიყურები, მნიშვნელოვანია, ვცდილობ კვირაში ერთხელ მაინც სალონში სტაბილურად ვიარო” – ამბობს თამარი.
ამბობს, რომ ბოლო პერიოდში „ამოვარდნილია რიტმიდან~, დიდი ხანია ვეღარც კლუბებში სიარულს ახერხებს და ვეღარც თეატრში: „აქ ყველაზე მეტად მაკლია მარჯანიშვილის თეატრი, თბილისში დაგეგმილი ვიზიტის დროს ბათუმიდანვე ვყიდულობ ბილეთებს, ეს აუცილებლობაა ჩემთვის, კლუბებში კი ვერ დავდივარ, ამ ზაფხულს ბათუმშიც არ წავსულვარ კლუბში, იმდენი ხალხი იყო, არსად წასვლის სურვილი არ მქონდა. განცდა მაქვს, თითქოს ბათუმში მყუდროება დამერღვა, ერთი სული მაქვს, სეზონი დასრულდეს და ზღვის პირას სეირნობა შევძლო” – ამბობს თამარი.
ხანდახან გული წყდება, როცა სამუშაო კაბინეტის ფანჯრიდან ხედავს, სხვები როგორ ერთობიან: „ზაფხულში განსაკუთრებით მწყდება გული იმაზე, რომ დრო არ მყოფნის, მეც მინდა ხანდახან გარეთ სეირნობა, თუნდაც ზოგიერთივით უსაქმურად ხეტიალი. ხანდახან მინდა პასუხისმგებლობის გრძნობა სადმე ჩავკუჭო, გვერდით”.
ამ ამბავს ხუთი ძირითადი მონაწილე და მრავალი თანამონაწილე ჰყავს. ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც სოფელი თავად ასრულებს სამართალდამცავების, მათ შორის სასამართლოს ფუნქციას, ხოლო ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს.
ძმები, მ. და ტ. აჭარაში, ერთ-ერთი სოფლში ცხოვრობენ. ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან (ფსიქიკური პრობლემები აქვთ). ტ. „ბათუმელებთან” იმეორებს, რომ მასთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ მეზობელ 60 წლის ნ.-, მის ორ შვილს და კიდევ ერთ მეზობელს – პ-ს, რომელიც ასევე 60 წლისაა.
ტ-მ არ იცის რამდენი წლისაა, მაგრამ მისი მეზობლები ამბობენ, რომ მას ტყუილი არ ახასიათებს, ამიტომაც დაუჯერეს, როცა მისგან ძალადობის შესახებ მოისმინეს და სოფლიდან ოთხი მეზობელი გაასახლეს. ტ-მ არც ის იცის, მის მიმართ ძალადობა ერთი თვის წინ დაიწყო, თუ ერთი წლის წინ. ის, უბრალოდ, ასახელებს იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებმაც სოფელი სამი თვის წინ დატოვეს. ამ ამბავს სხვა თვითმხილველი ან მოწმე არ ჰყავს. ყველა მამაკაცი, რომლებმაც სოფელი დატოვეს, ცოლ-შვილიანია.
სოფლიდან გასახლებულების ოჯახი
60 წლის ნ-ს ცოლი, თ. ამბობს, რომ მისი ქმარი და ორი შვილი უდანაშაულოა. ამის დასამტკიცებლად მან ადვოკატიც დაიქირავა. ამბობს, რომ ეს იმ კონფლიქტის გაგრძელებაა, რომელიც შარშან მოხდა, როცა მისმა შვილებმა და მეზობლების ბიჭებმა იჩხუბეს და მაშინ მისი შვილი დაჭრეს. თამთა ამბობს, რომ საქმეში პოლიცია ჩაერია და სამიდან ორი დააჯარიმა. მაშინ ჩხუბში ჩართული მესამე პირის შესახებ კი პოლიციას იმიტომ არ უთხრეს, რომ მას ახალდაბადებული შვილი ჰყავდა და შეეცოდათ. თ. ამბობს, რომ მტრები ჰყავს სოფელში, რომლებმაც დაგეგმეს ისე, რომ მისი ოჯახის სამი მამაკაცი, მათ შორის ერთი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ჭორების გავრცელების გზით სოფლიდან გაეძევებინათ.
„ჩემმა შვილებმა და ქმარმა მითხრეს, რომ მათ სექსუალური სახის ძალადობას აბრალებენ. დაახლოებით სამი თვის წინ სახლში მოგვივარდნენ მეზობლები, 50 კაცამდე. ჩემი ქმარი სცემეს, გვაგინებდნენ. ნერვიულობის ნიადაგზე ჩემს რძალს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. დაიბადა ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ექვსი თვის. თვენახევარი საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარეს. ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვს დღესაც აქვს, ის ვერ ხედავს”.
თ.-ს თქმით, იმ დღეს, როცა 50-მდე აგრესიული კაცი მათ სახლს მიუახლოვდა, ოჯახის წევრები რომ გადაერჩინა, პოლიცია გამოიძახა.
ნ.-ს და თ.-ს კიდევ ერთი შვილი მათი ოჯახისთვის ამ ფატალური შემთხვევის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, თურქეთში იყო სამუშაოდ წასული. იგი სოფლიდან არ გაუძევებიათ. ის იხსენებს: „სოფელში რომ მოვედი, დამხვდა ხალხის ბრბო შეკრებილი, მამაჩემი ნაცემი… ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის იმედი, რომ დამტკიცდება მამაჩემისა და ჩემი ძმების უდანაშაულობა. მერე ამ ექსპერტიზის დასკვნას პოლიციისა და ჩემი ოჯახის ადვოკატის თანხლებით მთელ სოფელს გავაცნობ”.
სოფლიდან გასახლებული მეორე მამაკაცის ოჯახი
დაახლოებით სამი თვის წინ დაწყებულ ისტორიას კიდევ ერთ მონაწილე ჰყავს – 60 წლის პ. და მისი ოჯახი. პ.-ს სახლში არავინ მივარდნია, მისი ცოლი ამბობს, რომ არ იცის მისი ქმარი არის თუ არა დამნაშავე. ამბობს იმასაც, რომ მისმა შვილმა სოფელში ამბის გავრცელების შემდეგ გამოიტანა მამის ტანსაცმელი და დაწვა. მეზობლებს კი სთხოვა, რომ თუ სადმე ნახავენ მამას, ან მოკლან, ან მას მიუყვანონ.
ცოლის თქმით, მისთვის „უცნობია, სად იმყოფება მისი ქმარი, ცოცხალია თუ მკვდარი”.
სოფლის რწმუნებული „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაძევებული მამაკაცების ოჯახის წევრებს – მცირეწლოვან ბავშვებსა და ქალებს საკუთარ სახლებში “დარჩენის უფლება” მეზობლებმა მისცეს.
მეზობლები
მეზობელი „ბათუმელებთან” ასეთ ისტორიას ყვება: „სოფლის გადაწყვეტილება იყო, ეს ადამიანები სოფლიდან წასულიყვნენ, ოჯახი უარყოფს, მაგრამ რომელი ადამიანი იტყვის დანაშუალი ჩავიდინეო? თვითმხილველი არ ჰყავს ფაქტს, მაგრამ ძმები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, ტყუილს არ იტყვიან. მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც მათ სოფლის დატოვება მოსთხოვა. ხალხს არ გვსიამოვნებს მათი სოფელში ცხოვრება”.
კიდევ ერთი მეზობლის პოზიცია ასეთია: „ჩვენ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ გვსურს, არაა ლამაზი ამბავი გავიდეს სოფლიდან”.
სხვა მეზობელი ამბობს, რომ მსგავსი რამ სოფელში ადრე არ მომხდარა.
კიდევ ერთი მეზობელი ნ.-ს და მისი ორი შვილის შესახებ ამბობს, რომ ეს ამბავი სისულელეა, რადგან “ეს ოჯახი სპეტაკია”.
„არა მგონია ძალადობა ყოფილიყო, ალბათ, ნებაყოფლობითი ურთიერთობა ჰქონდათ”, – ესეც კიდევ ერთი მეზობლის პოზიციაა.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რა უფლებით გაასახლეს დაუდასტურებელ დანაშაულში ეჭვმიტანილი, მხოლოდ მეზობლების მიერ ბრალდებული ადამიანები სოფლიდან, სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ ეს ხალხის არჩევანი იყო და თავად იმ დღეს სოფელში არ იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას… „სექსუალური კონტაქტი… ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე”.
შს სამინისტროს ინფორმაციიით, “ამ ფაქტზე უკვე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით ძალადობის კვალი დადასტურებული არ არის, თუმცა დანიშნულია ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის პასუხი, ჯერჯერობით, უცნობია”.
რატომ დასჭირდა საბოლოო ექსპერტიზის ჩატარებას სამი თვე, მაშინ, როდესაც მას სოფელი ელოდება? – შს სამინისტროში ამბობენ, რომ “მასალა გაგზავნილია ბიოლოგიური ექსპერტიზისთვის სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში და პასუხი იქნება უახლოეს მომავალში. იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასჭირდა ექსპერტიზის ჩატარებას სამი თვე, შეგიძლიათ მიმართოთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს”.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში “ბათუმელებს” განუმარტეს, რომ სქესობრივი კავშირი არის თუ არა ძალადობის გზით დამყარებული, ამას ექსპერტიზა არ ადგენს. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, “ჩხუბი ამ პირს [ნ.-ს] და მეზობლებს შორის მოხდა დაახლოებით 3 თვის წინ. ეს კონფლიქტი არ უკავშირდებოდა აღნიშნულ ბრალდებას, რადგან (სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის) ფაქტზე გამოძიება 2 თვის წინ დაიწყო. კონფლიქტი იყო ყოფით ნიადაგზე, თუმცა პოლიციამ მოახდინა მასზე რეაგირება და მიცემულია პასუხისგებაში ერთი პირი 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ქვეპროგრამის – „აჭარის სანაპირო ზოლის ადლიის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა“ შტორმის შედეგად წარეცხილი უბნებისათვის დამატებითი სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად ბიუჯეტი იზრდება 335,2 ათასი ლარით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის და ბათუმის სტადიონის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის მიზნით დამატებით გამოეყო 750,0 ათასი ლარი;
აჭარის სარეზერვო ფონდის შევსების მიზნით დამატებით გამოიყო 600,0 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას;
აჭარის მყარი ნარჩენების მართვის მომსახურების გაუმჯობესებისა და გაფართოების პროგრამის ფარგლებში გასაწევი ხარჯების ანაზღაურების მიზნით (საწესდებო კაპიტალის შევსება) შპს „ჰიგიენა 2009“-ს დამატებით გამოიყო 600,0 ათასი ლარი;
ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი სპეციალური ფინანსური დახმარების ზრდის მაჩვენებლი განისაზღვრა 3 548,2 ათასი ლარი, რაც ძირითადად მოხმარდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის:
• თვითმმართველი ქალაქი ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით დამატებით 1 725,0 ათასი ლარი დაიხარჯება.
• ქობულეთის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა ინფრასტრუქტურლი და მიმდინარე ხარჯებისათვის გამოეყო 1 823,2 ათასი ლარი;
• ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ერთი ერთეული მტვირთავ-ექსკავატორის, ერთი ცალი ვიბროჩაქუჩის შეძენისა და 2015 წლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის მიზნით დამატებით გამოეყო 343,8 ათასი ლარი.
„სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის საზღვაო აკადემიას“ ლაბორატორიისათვის ავეჯის, სასწავლო ინვენტარის და აღჭურვილობის შესაძენად ასევე ყოფილი კლუბის შენობის სახურავის და მისი საბჯენების შესაცვლელად დამატებით გამოეყო 500,0 ათასი ლარი.
ყველაფერი 2007 წელს დაიწყო. დამჭირდა რაღაც ნივთის შეძენა, რომელიც არ იშოვებოდა საქართველოში, მაშინ გამიჩნდა იდეა დამეარსებინა „Mardi World“ მანამდე კი პატარ-პატარა ბიზნესები იყო. პროფესიით იურისტი ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ვმუშაობდი: პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს აპარატში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საბოლოო ჯამში კი მივხვდი, რომ ბიზნესი ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი სფეროა.
ჩვენს ოჯახში ბიზნესი უცხო თემა არ არის, მამაჩემი ბიზნესშია 1991 წლიდან, მე დამოუკიდებლად დავიწყე ჩემი ბიზნესი, გადაზიდვების კომპანია დავაარსე. როდესაც დავინახე, რომ ამ სფეროში ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები, მერე ჩავერთე სამშენებლო ბიზნესში.
თქვენიკომპანიააერთიანებსშპს„იმერს“, building & development–სადა„მარდივორლდს“, ვინარიანთქვენიპარტნიორებიდაროგორიათქვენშორისწილობრივიგადანაწილება?
„MARDI HOLDING~ -ში გაერთიანებულია ოთხი სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომლებსაც უკვე 2 დასრულებული, 8 მიმდინარე და 4 სამომავლო სამშენებლო პროექტი აქვთ. ეს მშენებლობები არ არის ერთი შპს-ს ქვეშ მოქცეული, ეს იმას ნიშნავს, რომ რისკები გადანაწილებულია. დაახლოებით შვიდი-რვა პარტნიორი მყავს, სწორედ ამაშია „მარდი ჰოლდინგის“ წარმატება, პარტნიორებს აქვთ სტაბილური ბიზნესისტორია და რესურსი, წილობრივი გადანაწილება არის 50/50-ზე. ჩემი პარტნიორები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან.
შპს „იმერი“ მამაჩემის, თამაზ თურმანიძის დაფუძნებულია ჯერ კიდევ 1991 წელს. კომპანია თავიდან ახორციელებდა იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებს, შემდეგ გაფართოვდა და ჩაერთო ხე-ტყის გადამამუშავებელ წარმოებაში. „იმერი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოდან ევროპის ბაზარზე კაკლის ხის ფესვებიდან დამზადებული სპორტული და სანადირო თოფების საკონდახე მასალის ექსპორტი განახორციელა. ჩვენი ბიზნესპარტნიორებია ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა „ბერეტა“, „ბენელი“, „ანშუცი“ და ა.შ.
15 სახეობისსიგარასაწარმოებთინდონეზიელპარტნიორებთანერთად. საიდანშემოგაქვთმასალებისიგარისთვისდა თუ იყენებთ ქართულპროდუქცია?
2010 წელს გადავწყვიტეთ პოპულარიზაცია გაგვეწია ქართული თამბაქოსათვის და დავიწყეთ ქართული სიგარის წარმოება. ვინაიდან სიგარის გახვევის სპეციალისტები საქართველოში არ გვყავს და ეს ძალიან შრომატევადი საქმიანობაა, პირველი ეტაპისათვის გადავწყვიტეთ გაგვეგზავნა ქართულ თამბაქო ინდონეზიაში და ინდონეზიური და კუბური თამბაქოს ნედლეულის წილობრივი გამოყენებით ახალი ქართული სიგარა დაგვემზადებინა, სადაც დომინანტი ნედლეული ქართული თამბაქო იქნებოდა.
მიმდინარე წელს გახვევის ტექნოლოგიის შესასწავლად ინდონეზიაში გავაგზავნეთ ჩვენი თანამშრომლები ქედის რაიონიდან. სიგარის წარმოება საკმაოდ რთული საქმეა, სამუშაოების 100 პროცენტი ხელით სრულდება. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე თვეში აჭარაში, ქედის რაიონში სრული მოცულობით შევძლებთ ქართული სიგარის წარმოებას.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იგეგმება, რომ 2015 წლის დასაწყისიდან ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში ექსპორტზე გავიტანოთ ქართული სიგარა, ხოლო წლის განმავლობაში კი, ვიმედოვნებთ, ყველა ევროპულ ქვეყანაში შევიტანთ ჩვენს პროდუქციას. ამასთან ერთად, დაგეგმილია მიმდინარე წელს ხელით გასახვევი თამბაქოს 3 ახალი სახეობის წარმოებას და ქართულ ბაზარზე გაშვებას.
საქართველოშითუარისმომგებიანისიგარისგაყიდვა?
ჩვენთან არ არის სიგარა პოპულარული, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით სიგარა ნაკლებად მავნებელია, ვიდრე სიგარეტი. მე არც ერთს არ ვეწევი. სიგარის წარმოება მამაჩემისთვის, თამაზ თურმანიძისთვის არ იყო ბიზნესი, ეს იყო მისთვის ალბათ უფრო ჰობი. მამაჩემი სხვადასხვა ბიზნესში იყო ჩართული, მაგრამ გადაწყვიტა ქართული თამბაქოს პოპულარიზაცია, ასე დაიწყო ეს ბიზნესი.
ჩვენთვის ეს კანონპროექტი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა თავისებურად ზღუდავს კომპანიებს. მე ასეთი შეზღუდვებისას უფრო დიდი სტიმული მეძლევა, რომ მეტი გავაკეთო. ამ კანონპროექტმა შეიძლება კონკურენცია გააქროს, მაგრამ მე ჩემი კომპანიის მიმართ ამ საფრთხეს ვერ ვხედავ, შეიძლება ძალიან მცირე დოზით იმოქმედოს, იმას გავაკეთებთ, რისი უფლებაც გვექნება, რისკები ყოველთვის არსებობს.
რამდენიხანია, რაცჩაერთეთსამშენებლობიზნესში?
2008 წელს დავიწყე ამაზე ფიქრი და ორი წლის მერე ავიღე პირველი ობიექტი. რთული პერიოდი იყო, მშენებლობების 90 პროცენტი იყო შეჩერებული, ყველაზე არასახარბიელო პერიოდში მომივიდა ეს იდეა, რისკი იყო, მაგრამ მე მქონდა სწორი გათვლა, ინვესტიცია ჩავდე შეჩერებულ სამშენებლო პროექტში, რომელიც ჯერ დაწყებულიც არ იყო. ნამდვილად არ ყოფილა ადვილი, რთულად წავიდა პირველი მშენებლობა, მაგრამ საკმაოდ დიდი ბიძგი მოგვცა, რომ დაგვეწყო სხვა მშენებლობა. მერე დავიწყეთ ფიქრი გაფართოვებაზე – თბილისში ერთი ობიექტი დასრულების პირასაა, ორის მშენებლობა კი იწყება. კომპანიის იმიჯი, სწორი მენეჯმენტი და სწორი მარკეტინგი არის კომპანიის საქმიანობის წარმატების ნიწაპირობა.
რამდენადრთულიაბიზნესისამსფეროშითავისდამკვიდრება?
ძალიან რთულია ამ სფეროში დაიმკვიდრო შენი ადგილი, თუ არა გაქვს ნდობა, წარმოების ხარისხი და მომავლის ხედვა. სანამ საქმიანობას დავიწყებდი, კვლევა ჩავატარე. არც ერთი ჩვენი სამშენებლო პროექტი არ არის მასშტაბური. ერთ ან ორსადარბაზოიან, შედარებით მცირე ზომის ობიექტებს ვაშენებთ, ამიტომ ვახერხებთ მშენებლობას შიდა ფინანსებით. აქედან გამომდინარე მშვიდად ვართ, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი მომხმარებელიც.
დღესრამდენიმშენებარეობიექტიგაქვთ?
დასრულების პროცესშია ორი მშენებლობა ბათუმში და ერთიც თბილისში, 5 მიმდინარე მშენებლობა გვაქვს თბილისსა და ბათუმში, უახლოეს მომავალში ვიწყებთ 4 ობიექტის მშენებლობას. ოთხ წელიწადში ეს არ არის პატარა მაჩვენებელი, ჩვენ ამით ვამაყობთ, 2015 წელს უფრო დიდი გეგმები გვაქვს.
ბინებისადმი დაინტერესება სტაბილურად მაღალია. ჩვენი სტატისტიკით მყიდველთა 60-70 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი 30-40 პროცენტი მოდის „დსთ“-ეს ქვეყნების მოქალაქეებზე, ამათ შორის ერთი-ორი პროცენტია აზიის ქვეყნები, ევროპაც სამ პროცენტშია მოქცეული.
როდესაც ეს საქმიანობა დავიწყე გავემგზავრე საფრანგეთში კვლევებისთვის, სადაც დავინახე, რომ რეალური სეგმენტი, რომელიც ჩვენს ბაზარს აკლდა, ეს არის მცირე ინვესტიციები. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია იყიდოს უძრავი ქონება შემდგომ მისი გაქირავებისა და შემოსავლების მიღების მიზნით. ეს სეგმენტი აჭარაში ასათვისებელია.
თუელოდებითუძრავიქონებისგაიაფებას?
რაღაც დოზით შეიძლება შემცირდეს კონკრეტულ უბნებში, უფრო მეტად გარე უბნებშია შესაძლებელი, მაგრამ ცენტრალურ უბნებში, დღევანდელი რეგულაცია უბრალოდ არ იძლევა საშუალებას ფასების შემცირების, აქ უფრო მატებას უნდა ველოდოთ.
ალბათ თქვენც იცით, რომ არსებობს ფობიები ირანელების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის გამო. თქვენი, როგორც ბიზნესმენის აზრით, საფრთხისშემცველიაუცხოელების, მაგალითად, ირანელებისანრუსებისმიერსაქართველოშიქონებისშეძენა?
არამც და არამც. ნებისმიერი კაპიტალიზაცია, რომელიც განხორციელდება საქართველოში, მოხმარდება საქართველოს ეკონომიკას. შეძენილი პროდუქცია რჩება საქართველოში, მე ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. პირიქით, რაც უფრო მეტი ინვესტიცია, თუნდაც მცირე მოცულობის, განხორციელდება, მით უკეთესი. ევროპის ქვეყნების ზღვისპირა ქალაქებში უძრავი ქონება ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშია და ეს არავითარ პრობლემას არ ქმნის.
მართალი გითხრათ, ცვლილება რაღაც კონტექსტში შეინიშნება, რაღაც კონტექსტში კი ისევ ისე რჩება ყველაფერი. კერძოდ, პრობლემა, რაც სამშენებლო სექტორს ახლავს, არის ის, რომ არ არსებობს ქალაქის გენგეგმა და ქალაქის კვარტალური დაგეგმარება. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიიღება, ეს კი დისკომფორტია ბიზნესმენისთვის. როგორც ვიცი, მოქმედ ხელისუფლებას სურს ეს სიტუაცია მოაწესრიგოს. ყველაზე დიდი წნეხი არის ბიუროკრატია და გაურკვევლობა. გარდამავალ პერიოდში ახალი ხელისუფლების მიერ მდგომარეობის შეფასებას დიდი დრო სჭირდება, რაც იწვევს გარკვეულ არასტაბილურობას და რყევებს ბიზნესში. ამიტომ ამ კუთხით ხელისუფლების მხრიდან მეტად ფაქიზი და ფრთხილი მიდგომებია აუცილებელი.
რთულიასაქართველოშიბიზნესისწარმოება?
ადვილი არ არის, მაგრამ ადამიანი გამოიმუშავებს იმუნიტეტს, რომ მოერგოს ამა თუ იმ რეალობას, ჩვენ კანონმდებლობას ვერგებით. ყოველ წელს სხვადასხვა დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მეშვეობით ვატარებთ შიდა აუდიტს, ხდება კომპანიების შეფასება და ანალიზი, ჩვენ გადავედით თვითკონტროლზე.
სამომავლოდსადგეგმავთინვესტირებას?
ბიზნესსაქმიანობის განვითარებას ორი მიმართულებით ვგეგმავთ. მემორანდუმი გავაფორმეთ ენერგეტიკის სამინისტროსთან სამი მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. აჭარაში, ქედის რაიონში ვგეგმავთ ამ პროექტების რეალიზებას. ახლა ვატარებთ კვლევებს და გარკვეული სამუშაოები უკვე გაწეულია. ზოგადად ჰესების მშენებლობას უკავშირდება ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ლანდშაფტის დაზიანება და ა.შ. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ მცირე ზომის, ორ მეგავატამდე ჰესები, რაც არ აზიანებს გარემოს. ვფიქრობთ, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე მოვახდინოთ.
მეორე გეგმაა „მარდი ინვესტმენტის“ დაარსება, რითაც მოვახდენთ ამა თუ იმ საინტერესო ბიზნესიდეის დაფინანსებას, ჩვენ ინტერესებსაც ჩავდებთ ამ იდეებში, რაც გაზრდის მის შესაძლებლობებს.
არ არსებობს საქმიანობა, რომლის გაძღოლასაც ადამიანი ვერ შეძლებს, მთავარია, რამდენად გაქვს ამის სურვილი. პირველ რიგში მონდომებაა საჭირო, თუ შენ ამით არ ცხოვრობ, არაფერი გამოვა. ყოველი მოქმედება ამ საქმეს უნდა უკავშირდებოდეს. დანარჩენი მოხერხებულობის საქმეა, ბიზნესს რისკის გაწევა სჭირდება. მე ვახდენ რისკების შეფასებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივარ მოქმედებაზე, რისკი უნდა იყოს გათვლილი.
ნაპირგამაგრების სამუშაოების ჩატარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეროგატივაა, ხოლო ხიდებისა და მდინარეების კალაპოტების გზისპირა მონაკვეთების გამაგრება აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მოვალეობა.
„თუ მდინარის კალაპოტები ეხება გზას, გზა ჩამორეცხა ან შეავიწროვა, მაშინ ვაკეთებთ აღდგენით სამუშაოებს. ვაშენებთ კედლებს, ვაკეთებთ გაბიონებს, ვატარებთ ნაპირსამაგრ სამუშაოებს. თუკი მდინარე სავარგულებს რეცხავს და აზიანებს, ეგ ჩვენ არ გვეხება,“- ამბობს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგო დუმბაძე.
მისივე თქმით ყოველწლიურად ზამთრის შემდეგ, გაზაფხულზე სამელიორაციო სამსახურის თანამშრომლები კვლევას ატარებენ, თუ სად, რომელი გზის მონაკვეთია დაზიანებული, შემდეგ ამის მიხედვით დგება ბიუჯეტი და წლის მანძილზე ხორციელდება სამუშაოები.
„მელიორაციის სისტემაში თუ რამე პრობლემა გვაქვს, გაზაფხულზე კომისია ამოწმებს და შემდეგ ვაღდგენთ ამ არხებს. მაგალითად, თუ ვხედავთ, რომ რომელიმე ხიდის ბურჯი არის დაზიანებული, ვამოწმებთ მის მდგომარეობას, შესწავლის შემდეგ ვაკეთებთ პროექტს და შემდეგ ხდება მისი გამაგრება. თუმცა ახლა ისეთი წვიმა იყო და მდინარეები ისე იყო ადიდებული, მაგას ვერაფრით ვერ გავამაგრებდით. გაკეთებული ხიდები წაიღო. ამჟამად ორი ხიდი გვაქვს დაზიანებული ქედაში. მდინარე აკავრეთაზე დაზიანდა ხიდი. საკალმახე მეურნეობაა და იქ მისასვლელი ხიდი ჩავარდა, იმხელა წყალი მოვიდა. უახლოეს დღეებში ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დავიწყოთ. ასევე მერისი-გუნდაური-ჭალათის ხიდის მოწყობა მიმდინარეობს,“- ამბობს სერგო დუმბაძე. მისი თქმით ხდება ისეც, როცა ადიდებული მდინარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს რეცხავს. თუმცა ასეთ მონაკვეთებში ჯებირები არ ეწყობა.
„ჩვენ სავარგულების ჯებირებს ვერ გავაკეთებთ. ეს გარემოს დაცვას ეკუთვნის. თუ გზას ან ხიდს ეხება, მაშინ ვერთვებით. მაგალითად, სიმონეთის ხიდი რომ წაიღო წყალმა, ორ-სამ დღეში აღვადგინეთ დროებითი ხიდი და ახლა პროექტს ვაკეთებთ ახალი ხიდის მშენებლობაზე. ნაპირსამაგრ სამუშაოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაკეთებთ, თუკი ხელისუფლება დაგვავალებს,“ – ამბობს სერგო დუმბაძე და მაგალითად მდინარე ბარცხანის კალაპოტში მთელს სიგრძეზე აშენებული ჯებირი მოჰყავს.
თემურ ცინცაძის ოჯახი სოფელ კირნათიდან გაასახლეს. უზბეკეთში, მიწის ქოხებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცინცაძეები სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მანამდე კი ერთი თვე სოფლის კლუბის ცარიელ ოთახებში გაატარეს. „ასეთ პირობებში გააჩინა დედამ ჩემი პატარა ძმა. საშინელი, დამთრგუნველი დღეები იყო. მამა მოხერხებული კაცი იყო და მაღაზიაში მუშაობის დაწყება შეძლო. ამის შემდეგ გაგვიჩნდა ფქვილი და საჭმელი. მახსოვს თეთრი ვირი ჰყავდა მამას და ამით ეზიდებოდა ქატოსა და ფქვილს. ყველაზე კარგად მიწის ღუმელში გამომცხვარი პურის გემო მახსოვს, ასეთი გემრიელი პური არასდროს მიჭამია“ – გვეუბნება თემურ ცინცაძე.
წყლის მისაღებად ჭა ამოთხარეს, სარწყავ არხებში კი თევზს იჭერდნენ. „ერთხელ, თევზაობის დროს პატარა ძმა ჩაგვივარდა არხში. ზაფხული საშინელი იყო, უზარმაზარი კოღოებისგან თავს მარლის ჩადრებით ვიფარავდით და ასე ვიძინებდით“ – იხსენებს თემურ ცინცაძე.
თემურ ცინცაძის ბიძა მეორე მსოფლიო ომის დროს სევასტოპოლში, სამედიცინოზე სწავლობდა, ომშიც იქედან გაიწვიეს, სადაც დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. „დახმარება როგორც კოლეგას, გერმანელმა ექიმმა ქალმა გაუწია. შემდეგ ოჯახი შექმნეს და ხუთი შვილი გაუჩნდათ. ბიძაჩემმა გერმანია მიატოვა და თურქეთში, სამსუნში დასახლდა, ოჯახთან ახლოს რომ ეგრძნო თავი“ – გვეუბნება თემურ ცინცაძე. მათი ოჯახის გადასახლების სავარაუდო მიზეზადაც ის ბიძის უცხოეთში ცხოვრებას მიიჩნევს.
თემურ ცინცაძის მეუღლე ლიანა ნაკაშიძეც რეპრესირებული ოჯახიდანაა. გადასახლების დროს ის დაბადებული არ იყო. მშობლებს – იდრის ნაკაშიძესა და ელენე ბოჭორიშვილს მხოლოდ ერთი ბიჭი ჰყავდათ, რომელიც გადასახლებაში დაეღუპათ. „რვა თვის იყო ჩემი ძმა, როცა გარდაიცვალა. დედაჩემს შვილიც კი არ ატირეს, ბავშვი რომ დამარხეს, დედა პლანტაციაში გაუშვეს სამუშაოდ. როცა დედის სახე და მისი ნაამბობი მახსენდება, ახლაც ვტირი და ვნერვიულობ. ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანეს. მთელი ცხოვრება ეს ტკივილი ტანჯავდა დედას“ – ასე იხსენებს რეპრესიებს ლიანა ნაკაშიძე. მათი ოჯახი სოფელ მახოდან იყო გადასახლებული.
„დედა ამბობდა, როგორც მონებს ისე გვექცეოდნენო. ცხენზე შემომჯდარი ჟანდარმი მათრახით ჩამოგვივლიდა და ასე გაგვყრიდა სამუშაოდ. მიწაზე დავვარდებოდით და სულს რომ მოვიბრუნებდით, ისევ მუშაობას ვაგრძელებდითო. საშინელ სიცხეში მუშაობამ, ამდენმა ფიზიკურმა თუ ფსიქოლოგიურმა ტანჯვამ ჯანმრთელობა შეურყია ადამიანებს.
ჩემი ქმრის ოჯახისგან განსხვავებით, ჩემს მშობლებს იქ ძალიან უჭირდათ. არც ჩასაცმელი იყო, არც საკვები და წყალი. ცხენის ნაფეხურში რომ წყალი ჩადგებოდა, იმას ვიღებდით და ვსვამდითო, დედა ამბობდა. ასეთ სადისტურ პირობებში ამყოფებდნენ ადამიანებს. სულიერად, მორალურად გატეხეს ისინი. მე რაც გადმოცემით ვიცი, ისიც კი მზარავს და წარმოიდგინეთ, ისინი რას განიცდიდნენ იმ დროს“- გვეუბნება ლიანა.
არც თემურ ცინცაძეს და არც მისი მეუღლის ოჯახს, სახელმწიფოსგან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის განსაზღვრული კომპენსაცია ჯერ არ მიუღია.
„მთავრობა შეგვპირდა გრძელვადიან, დაბალპროცენტიან სესხებს, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. 70 ოჯახიდან არცერთს არ დაგვხმარებია,“ — აცხადებს აქციის მონაწილე ვლადიმერ ოსეფაიშვილი.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრან მთავრობიდან არავინ გამოსულა.
ინფორმაციას, საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის ბიუროს წევრები იტალიის პრეზიდენტს, ჯორჯო ნაპოლიტანოს შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუაშვილი, ვენეციის კომისიის წევრი 2007 წლიდან, ხოლო კომისიის მმართველი ორგანოს – ბიუროს წევრი 2013 წლის 7 დეკემბრიდანაა.
„შენობიდან არანაირი ნივთების გატანა არ ხდება, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. შენობაც ჩვენია და ნივთებიც. არავითარ შემთხვევაში არ დავცლით, არც ვაპირებთ. სასწავლებელი აუცილებლად უნდა გავხსნათ, უბრალოდ არჩილ ხაბაძემ გვითხრა, რომ 20-მდე პრემიერს უნდა შევხვდეთ და დაგველოდეთ, ყველაფერი გადაწყდება იქ, კანონის ფარგლებშიო. ამის გამო ვართ ჩვენ ჯერ-ჯერობით გაჩერებული“- აცხადებს „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში რამაზ კაკალაძე.
რამაზ კაკალაძე ამბობს, რომ პრემიერთან შეხვედრის საკითხს ოპტიმისტურად უყურებს: „დარწმუნებული ვარ სასწავლებელი გაიხსნება“.
ამჟამად პანსიონში სწავლა არ მიმდინარეობს და მხოლოდ ერთი ადამიანი მორიგეობს შენობაში. მუსლიმურ პანსიონში სწავლა 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასწავლებლის გახსნას ხელი ადგილობრივმა ქრისტიანმა მოსახლეობამ შეუშალა. მათი განცხადებით, ქრისტიანულ დასახლებაში მუსლიმური პანსიონი არ უნდა ფუნქციონირებდეს.
სასწავლებლის გახსნას ინცინდენტიც მოჰყვა, ადგილობრივებმა მუსლიმური სასწავლებლის კარზე ღორის თავი მიაჭედეს.
საქართველოში ყოფნისას „ველა გალფი“ სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს გამართავს და უმასპინძლებს დამთვალიერებლებს.
„ველა გალფის“ ბათუმში სტუმრობა აშშ-ის სამხედრო ფლოტის გემების წინა ვიზიტების გაგრძელებაა. სტუმრობის მიზანია პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების გაღრმავება შეერთებულ შტატებს, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის.
„ველა გალფის“ ბაზა ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკში მდებარეობს. მას მე-6 ფლოტის მოქმედების არეალში საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნებისა და რეგიონში ნატოს ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით მრავალმხრივი როლი აკისრია.
შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემები პერიოდულად სტუმრობენ შავ ზღვას მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.
დღეს, 5 საათზე „პრესკაფეში“ რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით დისკუსია გაიმართება. დისკუსიის თემაა ევროინტეგრაცია და ნაციონალური იდენტობა.
მომხსენებლები არიან ფილოსოფოსი მირანდა ჩარკვიანი, უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მასალკინი და ორგანიზაცია „თავისუფლება და დემოკრატიის“ გამგეობის წევრი ნინო ჩხეტია.
„ძირითადად რაზეც მინდა რომ ყურადღება გავამახვილო, ეს არის ნაციონალური იდენტობის საკითხი საბჭოთა საქართველოში. ასევე, საუბარი იქნება რელიგიური და ეროვნული იდენტობის კონკურენციის ასპექტებზე და შევეხები კონფლიქტების თემასაც. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ევროინტეგრაციის საკითხებს“ – ამბობს ერთ-ერთი მომხსენებელი მირანდა ჩარკვიანი.
მისი თქმით, დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა ევროინტეგრაციის ფარგლებში დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებს.
„აქცენტი გაკეთდება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე. ვფიქრობ ეს საკითხები აქტუალურია, რადგან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანას აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომ ეს ინტეგრაცია სრულფასოვნად განხორციელდეს. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გარკვეულ ასპექტებში ევროინტეგრაციის პროცესი შესაძლებელია ნაციონალურ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაძლო წინააღმდეგობა კარგად გავიაზროთ“ – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე, 9.00 – 18.00 სთ. დასვენების დღე _ კვირა.
ანაზღაურება: 250-350 დოლარი. დამოკიდებულია გასაუბრების შედეგებსა და საქმიანობაზე
მოთხოვნები:
ქალბატონები : 35-45 წლამდე
სასურველია მსურველს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება და უმაღლესი განათლება სავალდებულოა: რუსული ენის ცოდნა;საცხოვრებელი ადგილი ქობულეთი;დიდი ფართობების დალაგების გამოცდილება; მოწესრეგებულობა
სარეცხი და საწმენდი საშუალებების გამოყენების ცოდნა.
ძირითადი ვალდებულებები
საცხოვრებელი ოთახების, დერეფნების, კიბეების, სველი წერტილების დასუფთავება.
მტვრისგან გასუფთავება, დახვეტვა ხელით, მოწყობილობებით ან მანაქნების მეშვეობით. კედლების, იატაკის, ფანჯრების, ავეჯის, კარებების ან ხალიჩების რეცხვა.
უნიტაზების, ნიჟარების და სხვა სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების გაწმენდა და დეზინფიცირება.
ნაგვის მოგროვება და დადგენილ ადგილას მიტანა.
სარეცხ საშუალებებსა და მოწყობილობებზე დაკვირვება და მისი შევსება.
დასალაგებელ ადგილებში სანიტარული და ჰიგიენურის წესების დაცვა.
შეასრულოს ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა სამსახურებრივი მოვალეობები .
აჭარის ენერგომომარაგებას „ენერგო-პრო ჯორჯია“ უზრუნველყოფს. ყველა აბონენტი, რომელიც ელექტროენერგიით სარგებლობს, საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, დროულად გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური, წინააღმდეგ შეთხვევაში კომპანია მას ელექტროენერგიას არ მიაწოდებს. ვინ აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ არასტაბილური ძაბვა ოჯახში საყოფაცხოვრებო ტექნიკას დააზიანებს? „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის არის ელექტროენერგიის მომწოდებელი, საკუთარ თავზე არ იღებს. მეტიც, კომპანია ხელშეკრულებას არ უფორმებს თავის აბონენტებს.
სწორედ ეს გარემოება გახდა იმის მიზეზი, რომ „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ და რამდენიმე ფიზიკურმა პირმა ენერგოკომპანიას ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით გასულ წელს მიმართეს, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდგომ განცხადებები გადაიგზავნა საქართველოს მარეგულირებელ კომისიაში, „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ კი სასამართლოს მიმართა. სააპელაციო სასამართლომ ორგანიზაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება დაავალდებულა.
„სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ყველა სხვა შემთხვევაში ენერგოკომპანია ხელშეკრულების წერილობით გაფორმებაზე ვერც სხვა მომხმარებელს ეტყვის უარს. ვერც სასამართლო მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებებს, რადგან გარემოებები და დავის საგანი ერთი იქნება“, – ამბობს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი.
რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ ენერგოკომპანია მომხმარებლებს ხელშეკრულებას გაუფორმებს? – ხელშეკრულების წერილობით გაფორმება, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, შეცვლის აბონენტის ინფორმაციულობის ხარისხს, რადგან მასში დეტალურად იქნება გაწერილი ორივე მხარის უფლებები და პასუხისმგებლობები.
არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, მოქალაქეები ენერგოკომპანიის პოლიტიკის შეცვლას ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც ნაკლებად ელოდებიან. „რა უპირატესობა მექნება ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ამინაზღაურებენ, ვთქვათ, დაზიანებულ ტელევიზორს?“ – გვეუბნებიან ისინი. ასეთ შემთხვევაში პრობლემა მაინც იქმნება, რადგან თუ ძაბვის ვარდნის გამო გარკვეული ერთეული ტექნიკა დაზიანდა, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. კონტრაქტის არსებობის შემთხვევაში ზარალის დადგენის პროცედურა არის იგივე“, – განმარტავს არჩილ ხახუტაიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ენერგოკომპანიის მუშაობით ბევრი აბონენტია უკმაყოფილო, მოქალაქეები კამპანიით ნაკლებად ინტერესდებიან. არჩილ ხახუტაიშვილის აზრით, მოქალაქეების პასიურობა სამოქალაქო შეგნებას უკავშირდება: „ადამიანები მხოლოდ მაშინ აქტიურობენ, როცა კონკრეტული პრობლემის წინაშე დადგებიან. სულ არის საუბარი იმაზე, რომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ მათ უკანონოდ აჯარიმებს, აქვთ პრეტენზიები დენის ხარისხთან დაკავშირებითაც, მაგრამ როცა ვეუბნებით, რომ ახლა შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი და მოსთხოვონ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმება, პასიურ მდგომარეობაში არიან. დაბალია ინტერნეტით ურთიერთობის მაჩვენებელიც, თუმცა ჩვენთვის მთავარი ჯერ მაინც სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს გადაწყვეტილება პრეცედენტის სახით უკვე არსებობს“, – აცხადებს არჩილ ხახუტაიშვილი.
არსებული რეგულაციების მიხედვით, აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება აქვთ სხვა კომპანიებსაც, მათ შორის, „ბათუმის წყალს“, „სოკარს“ და ა.შ.
„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ უკვე დაასრულა კომპანიასა და მომხმარებელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ახალ ფორმაზე მუშაობა და ახლა კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებაზე აპირებს ზრუნვას: „ვაპირებთ უფრო გავააქტიუროთ მუშაობა მოქალაქეებთან, რათა მათი აქტივობა იყოს მაღალი. ზარმაცი მოქალაქე აზარმაცებს კომპანიასაც, საკუთარი უფლებების დაცვის შემთხვევაში კომპანია იძულებული იქნება გააუმჯობესოს მენეჯმენტი მომსახურების ხარისხის მიმართულებით“, – ამბობს არჩილ ხახუტაიშვილი.
კამპანიას – „გააფორმეთ ხელშეკრულება ენერგო-პრო ჯორჯიასთან“, მოქალაქეს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ვებგვერდზე: iod.ge-ზე შეუერთდეს. ამ ვებგვერდიდან განცხადების ფორმის შევსება და ინტერნეტით გაგზავნა არის შესაძლებელი.
საკრებულოს იურისტის სულიკო შვენთიძის განმარტებით, უფლებამოსილების თანხის გაზრდა საკრებულოს წევრების ინიციატივა იყო. „ადრე ქალაქიც პატარა იყო, ახლა საზღვრები გაიზარდა“, – ამას უკავშირებს სულიკო შვენთიძე დეპუტატების შემოსავლის 50%-ით ზრდას.
უფლებამოსილების განხორციელების თანხას იღებენ საკრებულოს ის წევრები, რომლებსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა არ უკავიათ და საკრებულოში რიგით წევრებად რჩებიან.
იმსჯელებენ თუ არა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გაზრდაზე მუნიციპალიტეტებში, მომავალში გამოჩნდება.
ბათუმის საკრებულოში 11 დეპუტატი არ მუშაობს თანამდებობაზე. აქამდე ამ მიზნით წელიწადში 132 ათასი ლარი იხარჯებოდა. თუ ამ სურვილს აისრულებენ დეპუტატები, ბიუჯეტიდან დამატებით 66 ათასი ლარი დაიხარჯება.
ჯავახიშვილის უბნის რწმუნებულის ამირან ოქროპირიძის განცხადებით დაზარალებულთა რაოდენობა უბანში 40 აღწევს. „დავყავით დაზარალებულთა კატეგორიაც. დაახლოებით 15 პირია, ვისაც დაუდევრობით დაუზიანდა ქონება. მაგალითად, სახურავიდან ჩამოუვიდა წყალი, იმის გამო, რომ თავის დროზე არ გადახურა. ასეთი შემთხვევები სტიქიურ უბედურებას არ მივაწერეთ და ალბათ კომისიის მსჯელობის საგანი იქნება, დაექვემდებარებიან თუ არა ეს ოჯახები კომპენსაცია“- აცხადებს ამირან ოქროპირიძე.
მისი ინფორმაციით, დანარჩენი შემთხვევები სამ კატეგორიად დაიყო. „ყველაზე მძიმე კატეგორიში ხუთი ოჯახი მოხვდა. იყო ასეთი შემთხვევებიც, როცა დასველებული ტექნიკა, მაგალითად მაცივარი გაშრა და ამუშავდა.
სტიქიის შედეგები დათვლილია აღმაშენებლოს უბანშიც. იოსებ ტარიელაძის განცხადებით სხვადასხვა სახის ზარალი 45 ოჯახს მიადგა.
„მონაცემები გადავეცით მერიას და ამის შემდეგ სამთავრობო კომისია დაადგეს, რა სახის კომპენსაცია გაიცემა მოსახლეობას“. რწმუნებულის განცხადებით, ხშირია ლამინატის იატაკების დაზიანების შემთხვევები: „ე.წ მდფ-ის კარების დაზიანების შემთხვევებიც იყო, ასევე, რბილი ავეჯი და საოჯახო ნივთები იყო დაზიანებული. გამოიკვეთა ხუთი ინდიმეწარმის დაზარალების ფაქტი, სარდაფებში ჩასული წყლიუს გამო დაუზიანდათ ქონება“.
შედარებით ნაკლებია ზარალი ხიმშიაშვილისა და რუსთაველის უბნებში. ხიმშიაშვილის უბნის რწმუნებულის ირაკლი პატარაიძის განცხადებით, უბანში 18 ოჯახი აღიწერა, „მცირე დაზიანებებია გამოკვეთილი“- აცხადებს ის.
რაც შეეხება რუსთაველის უბანს,ადმინისტრაციაში ამბობენმ რომ მდგომარეობა შესწავლილია და მონაცემები გადაგზავნილია მერიაში: „ძირითადად დატბორილი იყო ბარაკულის ტიპის ორი სახლი და რამდენიმე კომერციული ფართი. ექვემდებარება თუ არა ზარალი კომპენსაციას ამას, ზემდგომი კომისია გადაწყვეტს“.
ლამარა რომანაძის ოჯახმა სამი ტონა ციტრუსი „ჯიპიაი ჰოლდინგში“ 25 სექტემბერს დააზღვია. ამ ოჯახის ბაღი ფერდობზეა გაშენებული, მეწყერმა მათ 18 ძირი ნარგავი გაუნადგურა.
მეწყრული პროცესი რომანაძეების ბაღში
ზარალის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე რომანაძეებთან ზარალის დასათვლელად და შესაფასებლად „ჯიპიაის“ ექსპერტები ოპერატიულად მივიდნენ. ეს ოჯახი მალე მიიღებს ზარალის შესაბამის კომპენსაციას.
რომანაძეების მსგავსად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სადაზღვევო პაკეტის გარეშე კარსმომდგარი ზამთრისგან მოსალოდნელი რისკების შემცირება რთული არაერთი ოჯახისთვის იქნებოდა.
მაგალითად, ძალიან გაუმართლა აჭყვისთაველ კომახიძეების ოჯახსაც, როცა 27 სექტემბერს დააზღვია თავისი ციტრუსის ბაღი – სამი ტონა მანდარინის მოსავალი. დაზღვევიდან რამდენიმე დღეში მისი ბაღი დაიმეწყრა და ოცზე მეტი ნარგავი მეწყერმა ჩაიყოლა. ოჯახის მიერ მიღებული გონივრული გადაწყვეტილებით – დაეზღვიათ საკუთარი მანდარინის ბაღი „ჯიპიაი ჰოლდინგში“ – მათი ზარალი მინიმუმამდე დავიდა.
„აჭყვისთავი მთაგორიანი სოფელია, ხშირად წვიმს, მოდის სეტყვა და თოვლი. როცა გავიგეთ ციტრუსის დაზღვევის შესახებ, გადავწყვიტეთ „ჯიპიაი ჰოლდიგის“ პოლისით გვესარგებლა და დავაზღვიეთ სამი ტონა. ერთი კვირა არ იყო გასული, რომ ბაღში მეწყერი ჩამოწვა“, – ამბობს დალილი კომახიძე.
კომახიძეებს ბაღში ასევე მოჰყავთ ლიმონი, თხილი, ხურმა და სხვა კულტურები. ოჯახი ყოველწლიურად საშუალოდ 10 ტონა ციტრუსის მოსავალს იღებს.
დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შესასწავლად „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სპეციალისტები დაუყოვნებლივ მიდიან იმ ადამიანებთან, ვისაც მათი დახმარება სჭირდება.
„წვიმამ მიაყენა ზარალი და მეწყერში მოყვა ციტრუსების ნარგავები. დაითვალა მანდარინის ხეზე ნაყოფი, რომლის რაოდენობა გადაანგარიშდა ძირობაზე – ამ გზით მივიღეთ კილოგრამობა. მიღებული კილოგრამობით ვადგენთ ტონობას, მონაცემი გადაეცემა კომპანიას… კომპანია ზარალს 10 დღის განმავლობაში აუნაზღაურებს დაზღვეულ ფერმერს“, – განმარტავს ექსპერტ-აგრონომი თამაზ ჯაფარიძე.
დაზღვეულების თქმით, თავდაპირველად გაუჭირდათ იმის დაჯერება, რომ სტიქიის პირისპირ დარჩენილებზე, ანუ მათი მთელი წლის მოსავლის დაზღვევაზე ვინმე იზრუნებდა. ახლა კი მეტი იმედი გაუჩნდათ, რადგან უფრო დაცულად გრძნობენ თავს.
ციტრუსის დაზღვევა სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ფერმერებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს: ერთ ტონა მანდარინზე ფერმერის გადასახდელი თანხა შეადგენს 2.4 ლარს, დანარჩენ 90%-ზე მეტს სახელმწიფო ფარავს, ერთი ტონის სრული სადაზღვევო ღირებულება 112 ლარია.
„ჯიპიაი ჰოლდინგს“ ციტრუსის დაზღვევის მიმართულებით აჭარაში რამდენიმე ათასი ოჯახი ჰყავს დაზღვეული. კომპანია მიიჩნევს, რომ აგროდაზღვევის კულტურის ჩამოყალიბება რეგიონში მნიშვნელოვანია, რადგან არც ერთი ფერმერი არ უნდა დარჩეს დახმარების გარეშე. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა კომპანიამ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება.
„სადაზღვეო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს“ აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში დაზღვეულები ჰყავს ხელვაჩაურსა და ქობულეთში. ორი კვირის წინ აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა ზარალი მიაყენა მოსახლეობას. დაფიქსირდა რამდენიმე განაცხადი ზარალის თაობაზე. ვცდილობთ მაქსიმალურად ოპერატიულად შევაფასოთ და ავანაზღაუროთ ზარალი“, – ამბობს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასავლეთ საქართველოს გაყიდვების უფროსი ნინო ფაცია.
რაც შეეხება ვადას – კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ და ნუ დაიჯერებენ იმას, რომ თითქოს სახელმწიფო პროგრამა ახალი წლის შემდეგ – იანვრამდე ან თებერვლამდე გრძელდება.
„ციტრუსის დაზღვევის ვადა მხოლოდ 10 დეკემბრამდე გრძელდება.
ყველას ვთხოვ ამ თარიღს მიაქციოს ყურადღება, მობრძანდეს ჩვენთან და დროულად დაეზღვიოს. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რა უპირატესობა აქვს დაზღვევას – ნებისმიერ ზარალს, რომელიც შეიძლება ბუნებრივმა მოვლენებმა მიაყენოს ოჯახებს, სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო პოლისით აგინაზღაურებთ“, – ამბობს ნინო ფაცია.
ამ ეტაპზე აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მზადაა მიიღოს ნებისმიერი ფერმერის განაცხადი დაზღვევის შესახებ, ასევე – ზარალის შემთხვევაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი დღეს დაეზღვევით და თქვენს ციტრუსს ათ დეკემბრამდე ბუნებრივი მოვლენა – ქარი, უხვი ნალექი ან სეტყვა დააზიანებს, ზარალი დაუყოვნებლივ აგინაზღაურდებათ.
ზოგიერთ ფერმერს დაუკრეფავი რჩება მოსავალი დეკემბრამდე – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მათ საშემოდგომო ყინვისგანაც სთავაზობს დაზღვევას.
მეწყრული პროცესი ციტრუსის ბაღში
მაშ ასე, იცოდეთ, რომ სახელმწიფო პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 5 მილიონი ლარია. დაიმახსოვრეთ, რომ აგროდაზღვევის პოლისის მოქმედების ვადა 10 დეკემბრამდეა.