ლექციაზე ყურადღება გაამახვილეს ინფექციის გადაცემის გზების, მკურნალობის, პრევენციის და კონტროლის საკითხებზე, პერსონალური დამცავი საშუალებებისა და ხელსაწყოების (PPE) სწორად გამოყენების ჩათვლით.
აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურის განცხადებით მსგავსი ლექციის ჩატარება იგეგმება სასწრაფო დახმარების სადგურის ექიმებისათვის, 29 ოქტომბერს კი ბათუმში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს ელოდებიან და მათთან გაიმართება შეხვედრა, რომელსაც მედიცინის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ექიმთა ჯგუფმა ან სხვა დანტერესებულმა პირებმა, რომელთაც სურთ ამ თემაზე ლექციის მოსმენა, აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიმართონ. „ცენტრი მზადაა მათთვის ჩაატაროს დამატებითი ლექცები“ – განმარტავენ სამინისტროში.
ბათუმის საკრებულოში 800 განცხადებაზე მეტია შესული. როგორც მიწის აღირების კომისიის წევრების შეხვედრაზე ითქვა, განცხადებათა დიდ ნაწილს აქვს ტექნიკური პრობლემები დოკუმენტაციის მოწოდების საკითხში. ამიტომ, კომისია რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს და ხარვეზების გამოასწორებას სთხოვს.
მიწის აღიარების კომისიის წევრები ადგილზე გასვლას და საკითხის ინდივიდუალურ შესწავლას იწყებენ.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მიქელაძემ აღნიშნა, რომ მიწის აღიარების კომისია მუშაობას ნოემბრის ბოლოს დაასრულებს: „ჩვენ ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავებთ და ყველა მოქალაქის მოთხოვნას ადგილზე შევისწავლით.მომდევნო თვის ბოლომდე კი დავასრულებთ მიწის რეგისტრაციის პროცესს. ყველა განაცხადის ადგილზე შესწავლის შემდეგ ჩატარდება მიწის აღიარების კომისიის სხდომა“ – აღნიშნულია ბათუმის საკრებულოს ვებგვერდზე.
მიწის აღიარების კომისია, ახალი შემადგენლობით, ბათუმის საკრებულომ 16 ოქტომბერს დაამტკიცა. კომისიის თავმჯდომარედ საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილი აირჩიეს. კომისიის შემადგენლობაში საკრებულოს კიდევ ორი დეპუტატი, ირაკლი მიქელაძე ფრაქციიდან „ქართული ოცნება“ და ნოდარ დუმბაძე ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამტკიცეს. ქალაქის მერიიდან კომისიის წევრები არიან მამუკა რამიშვილი არქიტექტურის სამსახურიდან, რეზო ხახვა ქონების მმართვის სამსახურიდან და გიორგი რუხაძე ზედამხევდელობის სამსახურიდან. კომისიის შემადგენლობაში შედიან აგრეთვე, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოდან ანზორ თაფლაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან – ზურაბ ჭურკვეიძე.
ჩემი ინიციატივები არ ყოფილა კანონში ინიცირება, ჯერჯერობით. იმიტომ, რომ ეს ორი წელი იყო დაკვირვება, თუ რა გავიდოდა პარლამენტში. ჯერჯერობით ჩვენი არც ერთი ინიციატივა არ გასულა საქართველოს პარლამენტში.
არა, ეს, უბრალოდ, ჩემთვის არის, დაკვირვების მომენტი, კონკრეტულად რა კანონზე შეიძლება ინიცირება, რომ ინიციატივა ქმედითი გახდეს. ამისთვის უნდა გქონდეს შინაგანი რწმენა და გარანტია, რომ ეს ინიციატივა დაკანონდება.
რადასკვნებიგამოიტანეთამორწლიანიდაკვირვებიდან?
ყველაზე დიდი პრობლემა, რაც რეგიონს აქვს, ეს არის ეკომიგრანტების პრობლემა. ჩვენ გვსურდა მათ სტატუსზე მუშაობა, მაგრამ უკვე მუშაობს ამაზე საქართველოს პარლამენტი და ვნახოთ რა შედეგები დაიდება. თითიდან გამოწოვილი ინიციატივები კი არ არის ჩემთვის საინტერესო.
ჩემი, როგორც მაჟორიტარის მოვალეობები დაკავშირებულია ამომრჩეველთან. იყო უამრავი პრობლემა და პირველი რაც მე გავაკეთე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელების მოწვევა და პრობლემების განხილვა იყო, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებდა. ეს იყო გაზრდილი გადასახადები, რაზეც მიიღეს მათ სერიოზული გაფრთხილება და ამან შედეგიც გამოიღო. იყო იპოთეკარების პრობლემაც, სადაც მე 61 ოჯახის გულისტკივილი მივიტანე აჭარის მთავრობასთან, უმაღლეს საბჭოსთან.
ვფიქრობ, სიტუაცია უფრო დარეგულირდა. ახლახან გამოვიდა ფინანსთა მინისტრი და რაღაც მოგვარდა. მეც რაღაც წვლილი მაქვს იმაში, რომ პრობლემა არ მიფუჩეჩებულიყო.
როგორცვიცით, თქვენსაფრანგეთშიიყავითიმმიზნით, რომ 2014 წელსპარიზშიბათუმისდღეებიგამართულიყო. მიაღწიეთშეთანხმებას?
პარიზში მუშაობს სხვადასხვა ჯგუფი და აქეთკენ მუშაობა მიდის. წლის ბოლოს არის კიდევ დაგეგმილი ჯგუფის წასვლა პარიზში, სადაც იქნებიან აჭარის მთავრობის, მერიის წარმომადგენლებიც და მეც ვიქნები. მიზანი არის ის, რომ ჩვენი კულტურა უნდა გაიყიდოს და თანაც მაღალ დონეზე. ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე არის აჭარის წარმომადგენელი კულტურის დარგში საფრანგეთში და ფონდი „ლირა“ მუშაობს მუსიკაში (ფორტეპიანო) წარჩინებულ ბავშვებზე, რომლებიც საფრანგეთში წავლენ.
ემოციებით საუბარი შეიძლება იყოს საარჩევნოდ და მიტინგებზე, მაგრამ, როცა ხელისუფლებაში ხარ, ხედავ რომ სხვადასხვა რგოლი შეიძლება შეთანხმებულად ვერ მუშაობდეს, პროტესტს იწვევს. იყო ნიუანსები, რაც ჩემში იწვევდა პროტესტს. მაგალითად, ის დანაპირები, რომ ბულვარში შესასვლელი უნდა გამოსწორებულიყო და ა.შ. თუმცა, ეს პროცესები უკვე დაიწყო. ეს ორი წელი იყო დალაგების, გათვლის, დათვლის და ამ პოლიტიკას ჰქვია იჩქარე ნელა.
არა, ახლა დალაგდა უკვე სტრუქტურა და მთავრობა ვეღარ იტყვის „ეს მიშლის ხელს“. ჩვენ შეგვიძლია ამ დალაგებულიდან ვაჩვენოთ მოქალაქეებს რა შეგვიძლია.
აჭარის მთავრობასა და ფრაქცია „ქართული ოცნებას“ დაპირისპირების შემდეგ, იმ ბრალდებებიდან გამომდინარე, რომელიც უმაღლეს საბჭოს ჰქონდა მთავრობის მიმართ, სპეციალურ ჯგუფს უნდა შეესწავლა ბრალდების დეტალები. რა შეისწავლა ამ ჯგუფმა და ვინ არიან ეს ადამიანები?
ჩვენ სამივე დეპუტატს გამოგვიცხადეს პარტიული საყვედური. ამის გამო [ხაბაძის კრიტიკის გამო] ასეთი საყვედური შეიძლება გამოვუცხადოთ ნუგზარ კეკელიძესაც. ამიტომ ავიყვანეთ ახალი კადრებიც ერთი თვით.
არა, ისინი გაშვებამდე უკვე მუშაობდნენ სხვა სამსახურებში. თამაზ გოგიტიძე მუშაობს მერიაში, მამუკა მიქელაძე დასაქმდა ქობულეთის საკრებულოში და ასე შემდეგ. მე არ ჩავრეულვარ მათ დასაქმებაში. ამჟამად ყველა ახალი კადრი მუნიციპალიტეტებიდან დავასაქმეთ.
სადღაც ოცი დღის წინ შევხვდი ბოლოს და ვაჩუქე წიგნი „აჭარის მხატვრობა“. მხოლოდ მხატვრობაზე გვქონდა საუბარი. ბათუმის დრამატული თეატრის რემონტიც ახსენა, რომელიც ორი წლის უკან მე ვთხოვე და გაჩერებული იყო ეს პროცესი, მაგრამ, როგორც მითხრა, მომავალი წლიდან ფონდი „ქართუ“ ამისთვის დაფინანსებას გამოყოფს.
ვფიქრობ, ბათუმში ისტორიული უბნების შენარჩუნების პროცესი უნდა გაგრძელდეს. ძალიან არ მომწონს მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ადრე წიგნების მაღაზია იყო და ახლა ლიტ-კაფეს აკეთებენ, სტრუქტურის შეცვლა. შენობას გარეთაც გაუკეთეს გამწოვი მილი, რომელიც ისტორიული სახლის არქიტექტურას მთლიანად ანადგურებს. იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემას მოაგვარებენ.
პრეზენტაციის დაწყებამდე ქედის საკრებულოს წევრებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმადაც საკრებულო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა, ჩამოაყალიბოს მოსახლეობის მომსახურების ეფექტური სისტემა, ხელი შეუწყოს თვითმმართველობის პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლებას, ხელი შეუწყოს ბიუჯეტის ფორმირების, დამტკიცების, განკარგვის პროცესების მაქსიმალურ გამჭვირვალობას და მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.
ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ამბობს, რომ დეკლარაციაში ჩამოთვლილ პუნქტებს მოქმედი საკრებულო ასრულებს.
„დეკლარაციაში არსებული პუნქტები ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს საკრებულო ქედაში ნამდვილად ასრულებს და შეასრულებს კიდეც ამ მოთხოვნებს“ – აცხადებს ამირან ცინცაძე.
„დეკლარაციაში არის ჩამოყალიბებული ის ძირითადი პრინციპები, რომლის დაცვა და შესრულება ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს თვითმართველობის, როგორც სისტემის განვითარება. რაც შეეხება პრინციპების შესრულებას, წინა მოწვევის საკრებულოში იყო მთელი რიგი საკითხები, რომელიც მიღწეული ვერ იქნა. განსაკუთრებით ისეთი საკითხები, რომლებიც თვითმართველობის პროცესში მოსახლეობის ჩართულობას ეხებოდა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან თვითმართველობის, როგორც სისტემის და ხალხის ხელისუფლების განვითარება შეუძლებელია მოქალაქეების ჩართულობის გარეშე. ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად შევეცდებით გავაღრმავოთ კომუნიკაცია მოსახლეობასა და საკრებულოს წევრებს შორის, იმისთვის, რომ მოსახლეობის აზრი იქნეს მოტანილი საკრებულომდე და მოსახლეობა იყოს ინფორმირებული, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო და რატომ. მხოლოდ ასეა შესაძლებელი მოსახლეობის ჩართულობის მიღწევა თვითმართველობის პროცესებში“ – ამბობს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე ლევან გობაძე.
„კარგი მმართველობის დეკლარაცია“ შემუშავებულია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტის“ მიერ, პროექტის – „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ – ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონის ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების თემების მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას თვითმმართველობის არსის, თვითმმართველობის ორგანოების არჩევის წესისა და ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით, ასევე თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალური და მართვის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.
მათ შორის არის XIX საუკუნის პეიზაჟისტ-მარინისტის, აივაზოვსკის ფერწერულ ტილო ”ზღვის პეიზაჟი”(1895წ), ერნესტ ფრიდრიხ ვონ ლიპჰარტის ტილო ,,კუპიდონი და ფსიქეა’”(1873წ) და უცნობი ავტორის ტილო – ”მოსეს გამოხსნა“.
ტილოები ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ექსპონატებია.
გამოფენა დაათვალიერა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, უმაღლესი საბჭოს, თვითმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს, ქალაქ ბათუმის მერიისას და მუზეუმების წარმომადგენლებმა, მხატვრებმა…
ტილოები 20 წელი ინახებოდა საცავში და აჭარს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რესტავრაციის განყოფილების უფროსის, გუბაზ ვარშალომიძის თქმით, ამ დროის განმავლობაში ისინი ძალიან დაზიანდა. სააგენტოს თანამშრომლებმა გამოიკვლიეს ნამუშევრების მდგომარეობა და გადაწყდა მათი რეესტავრირება. რესტავრაცია დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდა: ”რესტავრაციისას, დაზიანების ეტაპებიდან გამომდინარე ძალიან რთული და საშუალოდ რთული მდგომარეობის გამო დაგვჭირდა ნაწილობრივი და სრული დუბლირება, ასევე ლაკის საფარის მოშორება” – განმარტა გუბაზ ვარშალომიძემ.
გუბაზ ვარშალომიძის თქმით, ექსპონატებს შორის ყველაზე უნიკალური აივაზოვსკის ფერწერული ტილოა: „ეს ბათუმისთვის უნიკალური აღმოჩენაა, თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდება, შეგვიძლია ექსპერტიზაც ჩავატაროთ, მაგრამ ხელოვნებათმცოდნეების და პროფესიონალი მხატვრების დასკვნით ეს ნამდვილად აივაზოვსკია, გვაქვს მისი ხელწერა და თარიღიც” – ამბობს ის.
მეორე რესტავრირებული ტილო, ცნობილი ფერმწერის ლიპგარდის ნამუშევარია, რომლის საქართველოში მოხვედრის ისტორია უცნობია.
„მესამე ტილო არის მე-18 საუკუნის, ფრანგული ფერწერა – ”მოსეს გამოხსნა” – ”სამწუხაროდ, ავტორის ვნაობა ჩვენთვის უცნობია. სტილისტურად და მისი სიძველისგან გამომდინარე მე-18 საუკუნის ფრანგული ფერწერული ტილო საკმაოდ ძვირფასი ნამუშევარია” – ამბობს გუბაზ ვარშალომიძე.
პანდუსი შენობაზე ქედის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „საბა -555“ – მა დაამონტაჟა. კომპანიის დირექტორი ვაჟა ანანიძე ამბობს, რომ პანდუსი სატენდერო პირობებითა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად გააკეთა და დასძენს, რომ პანდუსებს მალე მოაჯირები გაუკეთდება.
„ხარჯთაღრიცხვაში რაც იყო ის გავაკეთე, გამგეობამ პანდუსზე მოაჯირების გასაკეთებლად ტენდერი გამოაცხადა, მონაწილეობა მივიღე, ხელშეკრულება დღეს გავაფორმე, ზუსტი ციფრი არ მახსოვს, 2000 ლარამდეა, მოაჯირები არამარტო კულტურის ცენტრის შენობაზე, არამედ იმ სკოლებშიც უნდა გაკეთდეს, სადაც პანდუსები არის“ – აცხადებს ვაჯა ანანიძე.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე ამბობს, რომ პანდუსზე ასვლას შშმ პირი დახმარებით შეძლებს.
„სხვა არც ერთი ალტერნატივა არ იყო საკონცერტო დარბაზში მოხვედრის. სხვა გამოსავალი არ იყო და ამიტომ გაკეთდა ასე. არ ქონას ეს არ ჯობია?“ – აცხადებს გურამ ბერიძე.
ქედის კულტურის ცენტრის დირექტორი შორენა კარანაძე ამბობს, რომ არ იცის სტანდარტის შესაბამისი არის თუ არა შენობაზე მოწყობილი პანდუსი, თუმცა აღნიშნავს პანდუსის საჭიროება ნამდვილად არის: „როცა ჩვენ ღონისძიებებს პარკში ვმართავთ, არაერთი ეტლით მოსარგებლე ადამიანი მინახავს ღონისძიებაზე“ – აცხადებს შორენა კარანაძე.
საკონცერტო დარბაზი კულტურის სახლის მეორე სართულზეა. მიუხედავად იმისა, რომ პანდუსი აქ ორ თვეზე მეტი ხანია გაკეთდა, პანდუსით მოსარგებლე აქ დღემდე არავის უნახავს.
„ამას არც ერთი სტანდარტის მიხედვით არ ქვია პანდუსი“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რატი იონათამიშვილი, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წევრი, „ეს შეიძლება ბარგის ასატანად იყოს მხოლოდ, მაგრამ სტანდარტი არც ამ შემთხვევაში არაა დაცული“.
„ასეთი “პანდუსების” დამზადება არის საქართველოში მოქმედი კანონის სრული დარღვევა, ვსაუბრობ პრემიერის მიერ 2014 წლის 6 იანვარს გამოცემულ 41-ე დადგენილებაზე, რომელიც სამშენებლო ნორმალების რეგლამენტს წარმოადგენს შშმ პირებისათვის და უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის დაწერილი. ე.წ. “რელსები” საერთოდ არ შეიძლება ადაპტირების კონტექსტში განვიხილოთ. ეტლი, როგორც ფეხსაცმელი, არსებობს სხვადასხვა ზომის და ასეთი ტიპის მოწყობილობით სარგებლობა პირდაპირ კავშირშია შშმ პირის უშიშროებისა და კომფორტის ყველა სტანდარტის დარღვევასთან და უგულებელყოფასთან. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ფასადური ადაპტირების. ასეთ პრეცედენტებს ძალაინ ხშირად ვაწყდებოდით წინა ხელისოფლების დროს და არ გვმართებს ამ შეცდომების გამეორება“ – ამბობს რატი იონათამიშვილი.
ფოტო გადაღებული სპეცოპერაციის დროს ნავთლუღის ტერიტორიაზე. 2006 წელი
სამი ახალგაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) თანამშრომლებმა თბილისში სპეცოპერაციის დროს მოკლეს. თითოეულ მათგანს რვა და მეტი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. პოლიციელების მიერ დამნაშავეთა შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე ძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო. 2007 წლის 25 ივნისს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა ჯ. მაჭარაშვილმა ძიება შეწყვიტა. დაღუპულების ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის – “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წევრმა, ადვოკატმა ლაშა ჭინჭარაულმა ძიების შეწყვეტა საქართველოში მოქმედ სამივე ინსტაციის სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლოებმა ძალაში დატოვეს. ადვოკატმა საქმეზე ძიების შეწყვეტა სტრასბურგში გაასაჩივრა.
თბილისის პროკურატურის ოფიციალური დადგენილება
საქმის მასალებით, რომელსაც ხელს აწერს თბილისის პროკურატურის პროკურორი ჯ. მაჭარაშვილი, წინასწარი გამოძიება შეწყდა.
აი, რა დაადგინა მაჭარაშვილმა: 2006 წლის 12 იანვარს, კუდ-ში შემოვიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი, რომლის მიხედვითაც ქ. რუსთავის #1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გია გორგაძის ძმა მურად გორგაძე პატიმართა მასობრივი გაქცევის ორგანიზების მიზნით, ჯგუფთან ერთად გეგმავდა ამ დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას. ამ პირების დადგენა-დაკავება კუდ-ის აქტიურ ღონისძიებათა სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს დაევალათ. ოპერატიული ინფორმაციით, ამ ჯგუფის წევრების შეხვედრა უნდა შემდგარიყო ქ. თბილისში “ნავთლუღის” ავტოსადგურის ტერიტორიაზე, 2006 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 20-21 საათისთვის.
სპეცრაზმი დაახლოებით 19 საათზე მივიდა “ნავთლუღის” ტერიტორიაზე. ვიზუალური კონტროლის დროს დაფიქსირდა სამი საეჭვო პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც გია გორგაძის ძმა – მურად გორგაძე. სპეცრაზმმა ისინი ალყაში მოაქცია და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. თანხმობის მიღების შემდეგ სპეცრაზმის წევრი, რომელსაც მომარჯვებული ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სწრაფად გაემართა ჯგუფისკენ. როდესაც იგი დამნაშავეებს დაახლოებით ერთ მეტრში მიუახლოვდა, მოულოდნელად მათი მხრიდან გაისმა იარაღის გადატენვის ხმა, რასაც მოჰყვა გასროლა.
სამართალდამცავები იძულებული გახდნენ გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი. ლიკვიდირებულნი იქნენ მურად გორგაძე და მისი თანმხლები პირები: რომან სურმანიძე და მარად ართმელაძე. მათ აღმოაჩნდათ სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებითა და ვაზნებით.
ადვოკატი ლაშა ჭინჭარაული მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის ინტერესებს იცავს. მისი თქმით, საქმეში ძალიან ბევრი უზუსტობაა, მაგალითად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღიდან გასროლა არ მომხდარა. ბრალდების მიხედვით, დაღუპულები, რომლებსაც ჟილეტები ეცვათ, ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი: “ჟილეტის შიგნით ავტომატი როგორ მოთავსდა ან სამი ავტომატიანი პიროვნება როგორ დასეირნობდა ხალხმრავალ ადგილას, გაუგებარია. სპეცრაზმის წევრები გამოძიებამ მას შემდეგ დაკითხა, რაც დაიდო ექსპერტიზის დასკვნა – დააკვალიანეს რა როგორ უნდა ეთქვათ, და წელიწად-ნახევრის მერე მიაცემინეს ჩვენება. ერთ-ერთ მათგანს ახლო მანძილიდან, ორს კი – პირდაპირ თავში ესროლეს. ახლო მანძილიდან სროლა დახვრეტას ნიშნავს. ისინი დაცხრილულნი იყვნენ – 7-8 ტყვიაზე მეტი ჰქონდათ მოხვედრილი. არსებობს ორი მოწმე – დავით ნაზარაშვილი და ზაზა მჭედლიშვილი. ისინი ამბობენ, რომ გაიგონეს, პოლიციელები როგორ სთხოვდნენ ეჭვმიტანილებს იარაღის დაყრას. ერთ-ერთი მოწმე ნასამართლევია.
სასამართლო გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება რომან სურმანიძისა და მარად ართმელაძის ადვოკატმა სახელმწიფოში მოქმედ სამივე ინსტაციის სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურის დადგენილება ყველა სასამართლომ ძალაში დატოვა. ბოლოს კი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის უფროსმა, დავით კურტანიძემ ადვოკატს აცნობა: განუხილველად დატოვების საფუძველი ისაა, რომ საჩივრის შეტანის დროს თქვენ, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების თანხმობა არ გაქვთო. “ეს დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება”.
ოჯახის გამოძიება სამივე ლიკვიდირებული ახალგაზრდა აჭარიდანაა -ორი ხულოს, ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. “ბათუმელები” ქობულეთში მცხოვრებ რომან სურმანიძის მშობლებს ესაუბრა. გარდაცვლილის მამამ -ოთარ სურმანიძემ ამ საქმეზე ერთგვარი გამოძიებაც ჩაატარა: “თვითმხილველებმა მითხრეს, რომ სამივე მოკლული მუხლებზე დაჩოქილი და თავზე ხელებშემოდებული ეხვეწებოდა პოლიციელებს არ გვესროლოთო. ეს მოწმეები ჩვენების მიცემას ერიდებიან- უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ, რასაც მე ვერ მივცემ. მუხლში ნასროლი ტყვია ფეხის გულში ჰქონდა გასული. ეს იმის დასტურია, რომ დაჩოქილი იყვნენ. ჩემი შვილი ტერორისტად გამოაცხადეს. თუ ეს ასეა, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება – სახლი ხომ მაინც უნდა გაეჩხრიკათ, იქნებ მეც საზოგადოებისთვის საშიში ვარ.
გორგაძის ძმის ციხეში ყოფნა დამთხვევაა. ვიღაცამ ტელევიზიით რომ ილაპარაკა, შოთა გორგაძის ძმა, გია გორგაძე ვარო, ტყუილია: სხვა პიროვნება ალაპარაკეს საზოგადოების დასანახად. დანამდვილებით ვიცი, ტელევიზიით განცხადება სხვამ გააკეთა. და თუ რუსთავის ციხეზე გეგმავდნენ თავდასხმას, სამგორში რა უნდოდათ, ისინი წალკიდან მიდიოდნენ. ეგეც არ იყოს, სამივე ჩემთან ერთად, მაისიდან დეკემბრამდე, თურქეთში მუშაობდა. მე სხვა ვერსია არ მაქვს, ამ ბიჭების მოკვლა ახალაიებს დასჭირდათ”.
სურმანიძის მშობლების თქმით, რომანი და მარად ართმელაძე თანაკურსელები იყვნენ- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდნენ, პარალელურად კი თურქეთში მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. თურქეთში მათთან ერთად მუშაობდა შოთა (მურად) გორგაძეც. რომანი მეგობრებთან და მამასთან ერთად საქართველოში საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს დაბრუნდა. 15 იანვრისთვის კი ისევ თურქეთში უნდა წასულიყვნენ. მშობლების ინფორმაციით, 20 წლის რომანი თბილისში პირველად წავიდა.
„ბავშვობიდან ვიყავი მიზანდასახული, უფრო რევოლუციონერი. არასოდეს მომწონდა ის კანონები, რასაც საზოგადოება მთავაზობდა. თან ჩე გევარა ჩემთვის ფავორიტია, როდესაც ექიმმა ამდენ რაღაცას მიაღწია თავისი მიზანდასახულობით, მიმახვედრა, რომ მთავარია რაღაცის დიდი სურვილი გქონდეს. ყოველთვის მჯეროდა, რომ შევძლებდი ქობულეთიდან წასვლას და საზღვარგარეთ სწავლას. „ჩე” შემომრჩა როგორც სიმბოლო.
თინეიჯერობაში შეპყრობილი ვიყავი მისით, მისი ტანსაცმლით დავდიოდი, ყველა ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ სიმბოლურად ჩე გევარას გამოსახულებით ნივთებს ვყიდულობდი. ერთი ასეთი მოგზაურობის დროს აეროპორტში ქართველები შემხვდნენ, მეძახდნენ: მარია, მარია, მე არ მივიხედე, მერე დამიძახეს – ჩე, მეც შემოვტრიალდი, ამის მერე გავხდი მარია ჩე” – ამბობს მარია.
მარია ჩე
დღეს აღარ დადის ჩე გევარას მაისურებით, თუმცა რჩება რევოლუციონერად. მარია ამბობს, რომ მზადაა რაღაცა შეცვალოს მსოფლიოში, ამისთვის კი ფოტოგრაფიას გამოიყენებს: „მთელი ჩემი ცხოვრება – ეს არის ფოტოგრაფია. მე შემიძლია დროის გაჩერება, თითქოს ჯადოქრობაა, წამს ვაჩერებ, რომელიც მეხსიერებაზე ძლიერია. ფოტოს ისტორიის შეცვლა შეუძლია. თავიდან ცოტა რთულია, ძალიან დიდი შრომა სჭირდება, არ ვნებდები, ვიცი, რომ აუცილებლად გამოვა. ვცდილობ ხოლმე უფრო ლამაზად ავსახო სამყარო ფოტოებზე, ეს უფრო რთულია, სილამაზის გადაღებას უფრო მეტი გარჯა სჭირდება, ტრაგედიის გადაღებას უბრალოდ მიტრიალება სჭირდება, ის ხომ ჩვენ ირგვლივ ყველგან არის. მე ვცდილობ პოზიტივი მოვიტანო, ადამიანებს მაშინ ვიღებ, როცა იღიმიან და მანამდე ვიღებ, სანამ მათ ლამაზ მხარეს არ ვაჩვენებ” – ამბობს მარია.
მარია 20 წლის ასაკში გერმანიაში წავიდა სასწავლებლად, სწორედ იქ აღმოუჩინეს ფოტოგრაფიის ნიჭი: „ოჯახმა, რომელშიც ვცხოვრობდი, მიმიწვია შვეიცარიაში ოლიმპიადაზე, ოლიმპიადა გადავიღე ძალიან უბრალო აპარატით, ფოტოები ნახა გერმანელმა ფოტოგრაფმა, რომელიც იყო ამ ოჯახის მეგობარი, მაშინ მან თქვა, ამ გოგონას აქვს ხედვა, უთხარით, რომ ისწავლოს ფოტოგრაფიაო. ეს იყო წახალისება, მერე მის სახლშიც მიმიწვია, ის იყო ექიმი, რომელმაც 50 წლის ასაკში ისწავლა ფოტოგრაფია, რათა გადაეღო მისი შვილის დაბადება” – ამბობს მარია.
გერმანიაში ყოფნისას მარიამ მთელი ევროპა ნახა, ეს იყო მისი ოცნების ერთი ნაწილი, ახლა აზიის ნახვაზე ოცნებობს: “ბოლო გროშებამდე დავრბოდი სამოგზაუროდ მთელ ევროპაში, მოგზაური ეძებს საკუთარ თავს, მეც ვეძებდი ჩემს ქალაქს, რომელიც იტალიაში ვიპოვე, მაგრამ უფრო მინდა ვთქვა, რომ იტალიაში ჩემი ქალაქები ვიპოვე, იტალია დამეხმარა საკუთარი თავის პოვნაში, მე უკვე ვიცოდი რა მინდოდა, თითქოს გავიზარდე, თან ის კომპლექსები მომეხსნა, რაც მქონდა 90-იან წლებგამოვლილს.
გამიმართლა, რომ მოვხვდი ძალიან კარგ ოჯახში, ისინი იყვნენ ცნობილი სპორტსმენები, მაძლევდნენ მოგზაურობის საშუალებას, მათ მასწავლეს როგორ უნდა მემოგზაურა სტუდენტური ფასდაკლებებით. ხეტიალი ძალიან მომეწონა” – ამბობს მარია.
გერმანიის შემდეგ მარია საბერძნეთში, ბიძასთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო ფოტოგრაფიის სწავლა: `თავიდან მოკლე კურსებს გავდიოდი ფოტოგრაფიის, მერე კი მოვხვდი Akto Art-ში, ეს არის აკადემია, რომელიც ინგლისში მდებარე სასწავლებლის ფილიალია საბერძნეთში. იმდენად უნიკალური ადამიანები მასწავლიდნენ, რომ ზღაპრული იყო სწავლის პერიოდი, ცნობილი ფოტოგრაფები იყვნენ, მათი რჩევები ყოველთვის სასარგებლოა.
საბერძნეთში ვმუშაობდი მოდის ინდუსტრიაში, სწავლის პარალელურად დავიწყე მუშაობა, პროფესიონალ მოდელებთან და დიზაინერებთან. საბერძნეთში ახლაც სტუდენტის სტატუსით ვმუშაობ, არ შეიძლება იქ თავს ფოტოგრაფი უწოდო, თუ არ გაქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში, საქართველოში ცოტა სხვანაირად ესმით ეს. სწავლის გაგრძელებას ისევ საბერძნეთში ვაპირებ, მასტერის ხარისხიც მინდა მოვიპოვო” – ამბობს მარია.
მარიას ფოტოები იბეჭდება საბერძნეთის ცნობილ გამომცემლობებში, ჟურნალ „Hello“-ში, „Cao”-ში და “Ok”-ში. ასევე მისი ნამუშევარი მოხვდა საუკეთესო სტუდენტურ ნამუშევრებს შორის საბერძნეთში.
შვიდწლიანი მოგზაურობის შემდეგ მარია საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ დაბრუნდა: „სამწუხაროდ დედის გარდაცვალების შემდეგ დავბრუნდი, მალევე მამაც გარდამეცვალა, ამიტომ ახლა უცებ წასვლა არ შემიძლია, ჩემს ოჯახს ვჭირდები. თუ ისეთი კონტრაქტი გავაფორმე, რომ რამდენიმეთვიანი სამუშაო მქონდეს იქ, აქ ყოფნასაც შევძლებ.
საქართველო ძალიან შეცვლილი დამხვდა, თანდათან ვეგუები სიახლეებს. ახლა ერთ-ერთ პროექტზე ვმუშაობ, არქიტექტურას ვიღებ, ძალიან ახლოსაა შენობები ერთმანეთთან, განცალკევება მიჭირს, ევროპაში ასეთი მაღალი შენობები განცალკევებით დგას. სარეკლამო გადაღებებიც მქონდა.”
ცხოველების სიყვარულის გამო რამდენიმე წლის წინ ვეგეტარიანელი გახდა, ამბობს, რომ ეს სულაც არ არის რთული: „ბავშვობაშიც უარს ვამბობდი ხორცზე, მაგრამ მშობლები მაძალებდნენ, მერე დამოუკიდებელი როცა გავხდი, ვეგეტარიანელობა დავიწყე. ჩემ ირგვლივმყოფების ცხოვრების სტილიც შევცვალე, მაგალითად, ჩემს ოჯახში შეამცირეს ხორცის მოხმარება. როცა ვხედავ, რომ შემიძლია ცხოველს დავეხმარო, ამას აუცილებლად ვაკეთებ, საქართველოში მაინცადამაინც არ უყვართ ცხოველები, მათი უფლებები ყოველ წუთს ირღვევა, მინდა, რომ ეს შევცვალო. სახლში მყავს ორი სიამის კატა და ორი ძაღლი, ვაპირებ კიდევ ერთი ძაღლის მოყვანას” – ამბობს მარია.
„ჩემი საყვარელი ფოტოგრაფია სტივ მაისერი, რომელმაც გლობალური პრობლემები მოდელების საშუალებით გამოსახა. მეც მოდელებით მინდა ეს გამოვსახო, თუმცა ჯერ აფრიკაში მინდა მოგზაურობა, მთელი ცხოვრება ერთ ჟანრს ვერ გადავიღებ, ერთფეროვნება მბეზრდება. საერთოდ, ქაოსურად ვცხოვრობ, მრავალფეროვნების ძიებაში ვარ, შეიძლება ხვალ ჩავალაგო ჩანთა და წავიდე, არასოდეს იციან, ჩემგან რას უნდა ელოდნენ.”
პროექტს – „კულტურათა დიალოგის ფესტივალი“ – ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი ახორციელებს აჭარის განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ფესტივალის წლევანდელი თემა ლაზური გასტრონომიაა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორი რუსიკო კარანაძე ამბობს, პროექტის ფარგლებში 12 მივიწყებული ლაზური კერძის რეცეპტი მოიძიეს, გაკეთდა ვიდეორგოლებიც, თუ როგორ მზადება ეს კერძები და გამოიცემა 2015 წლის კალენდარი, სადაც თითო გვერდზე თითო კერძის ფოტო და რეცეპტი იქნება განთავსებული.
ლაზური სამზარეულო
ქაფშიეტაღანე ძველი ლაზური კერძია. რუსუდან კარანაძე განმატავს, რომ ეს არის წვრილად დაჭრილია ქაფშია, რომელიც მწვანილებში მზადდება და კატლეტივით იწვება. პრეზენტაცია-დეგუსტაციაზე ქაფშიეტაღანეს გარდა ბურეღის – ლაზური ტკბილ-მწარე ნამცხვრის და სხვა ტრადიციული ლაზური კერძების დაგემოვნება იქნება შესაძლებელი.
ლაზური სამზარეულო
„ძველ ტრადიციულ ოჯახებში ჯერ კიდევ ამზადებენ ამ კერძებს, მაგრამ იყო იმის საშიშროება, რომ მივიწყებას მიცემოდა მათი მომზადება, ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეძებნა რეცეპტები, აღგვედგინა და წარმოგვეჩინა ლაზური სამზარეულო. ერთი თვე დაგვჭირდა რეცეპტების მოსაძიებლად. შემდეგ მოვიწვიეთ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც გააკეთეს ვიდეორგოლები“ – ამბობს რუსიკო კარანაძე.
პროექტში მონაწილეობენ ხელვაჩაურში მოქმედი კვების ობიექტებიც. ისინი პრეზენტაციაზე წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას. მათი ფესტივალში ჩართვის მიზანია ახლოს გაეცნონ ლაზურ კულინარიას და სამომავლოდ თავიანთ წარმოებაში დანერგონ.
მდინარე აჭარისწყალმა დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრით მოშორებით ახალი კალაპოტი რამდენიმე კვირის წინ გაჭრა. იქ სადაც მოსახლეობას ბოსტნეული მოჰყავდა ახლა მდინარის კალაპოტია და წვიმის დროს ადიდებული მდინარის ნაწილი ამ კალაპოტში ინაცვლებს. მოსახლეობა შიშობს, რომ თუ დროულად არ გაკეთდება დამცავი ჯებირი, საცხოვრებელ სახლებს საშიშროება შეექმნება.
„აქ ოთხი ოჯახი ვცხოვრობთ. წყალდიდობისას საკარმიდამოები იტბორება. წელს პირველად გადმოვიდა მდინარე და ბოსტნები დატბორა, ჩამოიტანა ქვა-ღორღი. იქ სადაც ახლა მდინარე მიედინება, ბოსტნეული მოგვყავდა. წელს მოსავლის აღებაც კი ვერ მოვასწარით, მდინარე გადმოვიდა და ყველაფერი წაიღო, ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვთ, აუცილებელია დამცავი ჯებირის გაკეთება, თუ დროულად არ გაკეთდა, მდინარე უფრო მეტ ნაკვეთს წაიღებს და საცხოვრებელ სახლებსაც საშიშროება შეექმნება“ – ამბობს ენვერ საფარიძე.
სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში ასევე წერია: “მიმდინარე წლის განმავლობაში სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით, ქალაქის საერთო პროფილის საავადმყოფოებში გაყვანილი იქნა 2 299 პატიმარი”. წერილში, რომელსაც ხელს აწერს ნანა ბრარაშვილი – სასჯელაღსრულების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე წერია, რომ პატიმრები ციხიდან საავადმყოფოებში სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით გადაიყვანეს.
ბათუმის მესამე საპყრობილე მაისში გაიხსნა. რატომ გახდა საჭირო ხუთი თვის განმავლობაში 2 299 პატიმრის გადაყვანა გამოკვლევებზე? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბათუმის #3 დაწესებულებაში შესახლებული ყველა პატიმარი გადაჰყავთ სამედიცინო გამოკვლევაზე? – ამ კითხვების პასუხად “ბათუმელებს” სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურმა სიტყვიერად განუმარტა, რომ წერილობით მოწოდებული მონაცემები არასწორია და 2014 წლის იანვრიდან 17 ოქტომბრამდე ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 3400-მდე პატიმარი გადაიყვანეს.
რამ გამოიწვია ასეთი ცდომილება? – ამ კითხვის პასუხად სამინისტროში განმარტეს, რომ ქვეყნის საავადმყოფოებში გადაყვანილი პატიმრების რიცხვი “ბათუმელების” მიერ გაგზავნილ წერილზე რეაგირების – პასუხის მომზადების პერიოდში შეიცვალა (ინფორმაციის მოთხოვნით `ბათუმელებმა~ სასჯელაღსრულების სამინისტროს 6 ოქტომბერს მიმართა, პასუხი კი 16 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილ ზუსტ ვადაში მიიღო). ამ განმარტების თანახმად 2014 წლიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში საავადმყოფოებში 2 299 პატიმარი გადაუყვანია სამინისტროს, ხოლო 6 ოქტომრიდან 16 ოქტომბრის პერიოდში, ანუ მხოლოდ 10 დღეში – 1101 პატიმარი.
ასევე სამინისტროს პრესსამსახურის მონაცემებით, ამ ეტაპზე საპატიმრო დაწესებულებებში 10 500-მდე პატიმარია შესახლებული.
გარდა ამისა, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში 2014 წლის პირველი იანვრიდან 16 ოქტომბრამდე სამარტოო საკანში განთავსებული იყო 773 პატიმარი. სამინისტროს განმარტებით, პატიმრები სამარტოო საკანში ძირითადად მაშინ გადაჰყავთ, როცა ისინი რეჟიმის წესებს არღვევენ.
გერმანული ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა, ტოსტენ ზელმანმა საქართველოში ჩამოსვლის მიზნებზე ისაუბრა. „ეს არის ტრადიციის დამყარება და ურთიერთობების აგება გერმანულ და აჭარის ფეხბურთის გუნდებს შორის. უკვე ერთი თამაში გაიმართა და შედეგს დადებითად ვაფასებ. სასურველია ყოველ წელს მოხდეს ახალგაზრდა ფეხბურთელების გაცვალა“- განაცხადა მწვრთმელმა.
„როგორც შეხვედრიდან გაირკვა, ახალგაზრდები ძალიან კმაყოფილი არიან. მართალია გერმანელებმა მოგვიგეს ფეხბურთში, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ ყოველივე ეს ალბათ ემსახურება უფრო არა მხოლოდ ქალაქების, არა მხოლოდ ახალგაზრდების, ქვეყნების დაახლოებასაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა გერმანელებმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ ნახეს როგორია ბათუმი. არის თუ არა უსაფრთხო ქალაქი და შესაძლებელია თუ არა აქ დასვენება”- თქვა გიორგი ერმაკოვმა.
მერის თქმით, მსგავსი შეხვედრები ქალაქის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
„რაც უფრო მეტი სტუმარი ეყოლება ბათუმს, მით უფრო განვითარდება ქალაქი“- აცხადებს მერი.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი ერმაკოვს გერმანელმა სტუმრებმა საჩუქრად თავიანთი კლუბის მაისური და ბურთი გადასცეს. სტუმრებმა კი მერიისგან საჩუქრად სპორტული ქუდები მიიღეს.
ალექსანდრე აკიმოვმა საკონსულოს დახურვის მიზეზად უკრაინაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. კონსულმა აღნიშნა, რომ უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლობა ბათუმში სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში გაიხსნება.
„მინდა მადლობა გადავუხადო კონსულს მუშაობისთვის. ძალიან რთული იქნება ალბათ მის გარეშე უკრაინასთან ურთიერთობა. მისი დახმარებით უკრაინის რეგიონებთან სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდით. გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის მთავრობამ, კიდევ 20-მდე საკონსულო გაუქმდა და ჩვენი ინფორმაციით ეს უკავშირდება ფინანსურ საკითხებს. შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა და სამომავლოდ როცა გამოსწორდება სიტუაცია უკრაინაში, იმედი გვაქვს განახლდება ურთიერთობა”, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
არჩილ ხაბაძის განცხადებით, საკონსულოს გაუქმება სირთულეებს შექმნის როგორც ტურისტულ, ასევე ბიზნეს ურთიერთობებში ბათუმსა და უკრაინის ცალკეულ რეგიონებს შორის, რის გამოც სამომავლოდ აუცილებელი გახდება საკონსულოს გახსნა.
საკუთარი სუფრა. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi
გამოფენა „საკუთარი სუფრა“ – თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 18 ოქტომბერს გაიხსნა. გამოფენის მიზანია შეიქმნას სივრცეში ვირჯინია ვულფისეული „საკუთარი ოთახი“, სადაც იმ ქალების ხმა ისმის, რომლებიც პირადად გახდნენ გენდერული ძალადობის მსხვერპლი.
„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პოლონელი ანთროპოლოგი, აგნეშკა დუდრაკი ჩამოვიდა საქართველოში და კვლევის ფარგლებში ჩაიწერა ბევრი ინტერვიუ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან. იგი მიხვდა, რომ ინტერვიუები, რომლებიც კვლევისთვის იწერება, რაღაც მომენტში იკარგება, მაშინ როცა საქართველოში ამ თემაზე დისკუსიის ნაკლებობაა. აგნეშკა დამიკავშირდა და შემომთავაზა, გაგვეკეთებინა რაღაც, რაც ამ თემაზე ლაპარაკის საშუალებას მოგვცემდა. რა თქმა უნდა, ძალიან დამაინტერესა თემამ, რომელიც ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მხატვარი თამარ ჭაბაშვილი.
თამარ ჭაბაშვილი, მხატვარი. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi
თამარ ჭაბაშვილი და აგნეშკა დუდრაკი ერთი წლის მანძილზე მუშაობდნენ ერთად, ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის ბევრი ქალი ჩაწერეს. ზოგიერთი მათგანი ქმართან ერთად ცხოვრობდა, ზოგიერთიც – თავშესაფარში, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებდა ის, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. გამოფენისთვის 20 ქალის ინტერვიუ შეირჩა.
„ეს იყო საკმაოდ რთული, დაძაბული და ძალიან საინტერესო პროცესი“, – იხსენებს თამარი. „ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, პირველი შემთხვევა იყო, როცა „მასალა“ იყო ადამიანი, რომელსაც აქვს ყოველდღიური და დიდი, დროში გაწელილი პრობლემები. მე მათგან უნდა ამეღო ინფორმაცია და მეთარგმნა ნამუშევარში. აგნეშკასთანაც საინტერესო იყო მუშაობა, რადგან იგი არ არის მხატვარი, მეცნიერული ხედვა აქვს. შევთანხმდით, რომ აგვეღო სუფრის ფორმა. სუფრა, როგორც ფიზიკური, საზიარო სივრცე, სადაც ჩვენ ყველანი ვყოფილვართ და ზოგს წყენა ახსოვს, ზოგს სიხარული… სუფრა ადგილია, სადაც ყველა საკუთარ თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს და ამავე დროს არის თემები, რომლებიც სუფრის ქვეშ რჩება, უხილავია.
მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ ჩვენ, სუფრა, როგორც ფიზიკური აქტი კი არ გვაინტერესებს, არამედ როგორც იდეა, კონცეპტი. ისე ხდება, რომ მსხვერპლი ქალების ნაცვლად თითქმის ყოველთვის სხვა ლაპარაკობს, ჩვენთვის მთავარი იყო, რომ მათ ელაპარაკათ ამაზე, ამიტომ ავიღეთ ამონარიდები ინტერვიუებიდან და ეს ყველაფერი გადავიტანეთ სუფრაზე. სიტყვები, წინადადებები, რომელიც გამოვიყენეთ, ყველასთვის ნაცნობია. მეც კი მუშაობის პროცესში გამიჩნდა ეს განცდა – ეს ხომ ყველამ ვიცით! მაგრამ ჩვენ გვქონდა სწორედ იმის გააზრების მცდელობა, რაც ვიცით. ამოვქარგეთ ვარდისფერ სუფრაზე – „მე არ მინდოდა გათხოვება, მე დიდ სიყვარულზე ვოცნებოდი“. ერთი მხრივ, ეს მილიონჯერ გაგვიგია, მაგრამ ამ წინადადების იქეთ ისმის, რომ ადამიანს მთელი ცხოვრება ამოუტრიალდა. ჩვენ არ გვინდოდა, რაღაც მყვირალა – ვიღაც მოკვდა და ა.შ. გვინდოდა ყოველდღიურობის ჩვენება, რომელიც სავსეა ძალადობით“.
გამოფენის მოსამზადებლად ორგანიზატორებმა 20 ქალის ინტერვიუ და 24 სუფრა გამოიყენეს და სუფრების საშუალებით ოთახები შექნეს. „ბევრ ქალს გააჩნია ფიზიკური თავშესაფარი, ან მშობლებთან არიან, ან ქმართან, ან თავშეფარაში, მაგრამ მივხვდით, რომ ამ სივრცეში ისინი ხშირად გრძნობენ თავს ცუდად, ამიტომ გადავწყვიტეთ სუფრებით შეგვექმნა ბინა, რომელიც დავყავით ოთახებად; არა ისე, სამზარეულო, მისაღები და ასე შემდეგ, არამედ ქალის განვლილი ცხოვრების ოთახები. მაგალითად, არის „ოთახი“ გათხოვება. ამ ოთახში არის ამონარიდები სხვადასხვა ინტერვიუდან, როგორ მოხდა ეს ამბავი სხვადასხვა ქალის ცხოვრებაში… არის ბავშვობის ოთახი, სადაც სუფრაზე წერია თეთრით თეთრზე, თან ჩანს და თან არ ჩანს“.
„ახლა სადაც ვართ, ეს არის ოთახი, სადაც ქალებმა შეძლეს, გაერღვიათ წრე და გამოთქვეს თავიანთი სატკივარი“, – მიხსნის თამარი გამოფენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილას განთავსებულ სუფრასთან, რომელზეც ყველაზე მეტი წარწერაა დატანილი: „ამ ოთახში ხდება მათი გულისტკივილის ამოხეთქვა, მაგრამ რა არის ამის შემდეგ?! კი, გამოთქვი სატკივარი და ახლა გჭირდება დახმარება, სახელმწიფოდან, ორგანიზაციებიდან, დახმარება რომელიც რეალურად არ არის და ყველაფერი ისევ ტრიალებს ერთ წრეზე, ლაბირინთში“.
საკუთარი სუფრა. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi
სუფრებისგან შექმნილი ბინა-ლაბირინთის ერთ კუთხეში აგნეშკა დუდრაკის ვიდეოინსტალაციაა. დიდ ეკრანზე მხოლოდ ტუჩები ჩანს – 12 ქალი საკუთარი თავის შესახებ ყვება, მათი სახეები არ ჩანს, დამთვალიერებელი მხოლოდ ტუჩებს ხედავს და ესმის ქალის ხმა, რომელსაც დროდადრო ქალაქური სიმღერები ენაცვლება: „მითხარ რად ხარ მოწყენილი“, „კარზე მოდგა შემოდგომა“… „აგნეშკამ გადაწყვიტა გაეკეთებინა მოკლე ვიდეო, სადაც ქალები ისაუბრებდნენ. გამოვიყენეთ ასეთი ხერხი და თან დავესესხეთ სემუელ ბეკეტს, რომელსაც აქვს ასეთი ვიდეო , სადაც ქალი ლაპარაკობს თავის პრობლემებზე და მთელ აქცენტი არის ტუჩებზე. აგნეშკამ ვიდეოს დაურთო ქალაქური სიმღერები, ამონარიდები სიმღერებიდან, ამის ფონზე ისმის ქალების ხმა, ისინი ყვებიან თავის ისტორიებს“, – ამბობს თამარი.
გამოფენა „საკუთარი სუფრა“, ბათუმამდე თბილისში, გალერეა „ნექტარში“ გამოფინეს. პარალელურად თბილისში, გალერეაში სხვადასხვა ფილმის ჩვენება და ლექციები იმართებოდა, რასაც ხშირად სტუმრობდნენ ქალები, რომელთა ინეტერვიუებიცაა გამოყენებული გამოფენის მომზადებისას. „მათთვის უცხო იყო ხელოვნებასთან შეხება. ძალიან კრიტიკულები იყვნენ, მათ აწუხებთ კონკრეტული პრობლემები და რა თქმა უნდა, ხელოვნება არ არის ის ფორმა, რომელსაც შეუძლა ეს ყველაფერი ამოხსნას პირდაპირ, მაგრამ ხელოვნებას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ამაში თავადაც დარწმუნდნენ. ეს ქალები ყველა ღონისძიებაში ერთვებოდნენ, კითხვებს სვამდნენ, მათ რეალურად იგრძნეს, რომ გააჩნიათ ცოდნა, რომელიც მხოლოდ მათ გააჩნიათ და ამიტომაც არიან ძლიერები. ეს არის უშუალოდ მათი გამოცდილებით მიღებული ცოდნა, რაზეც შეიძლება ბევრმა ექსპერტმა ილაპარაკოს, მაგრამ ეს ყოველთვის იქნება ნათარგმნი, ამიტომაც სჯობს, რომ მათ თავად აიმაღლო ხმა და გაგვიზიარონ ის, რაც მხოლოდ მათ იციან“, – ამბობს თამარი.
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ფოტო: Contemporary Art Space, Batumi
გამოფენა „საკუთარი სუფრა“ მონდრიანის ფონდისა (ნიდერლანდები) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ-რეგიონალური ბიუროს (საქართველო) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ბათუმის შემდეგ „საკუთარი სუფრა“ თელავში გამოიფინება.
„აჭარის ბიუჯეტი წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად თანხას ვერ გამოჰყოფს. ეს აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციებში შედის და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით.
2014 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30-მდე სახლის შეძენა უნდა მოხდეს. როგორც ვიცი ღორჯომელაძეების ოჯახი წალკაში 2000 წლიდან ცხოვრობდა და ჩაწერილები არიან იქ, მახარაძეების ოჯახი კი ქობულეთშია ჩაწერილი და წალკაში თვითნებურად წავიდნენ. შესაბამისად, მინისტრის მოადგილე ჩავიდა წალკაში, გაეცნო სიტუაციას და ჩვენ ოპერატიულად გადავწყვეტთ, თუ რა სამუშაოები და რა მიმართულება უნდა იყოს შერჩეული“-აცხადებს ხაბაძე.
სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი აპროტესტებენ სტუდენტებზე ზეწოლას და სახელმწიფოს მხრიდან კერძო ინტერესების დაცვას, სტუდენტების ინტერესების ხარჯზე.
„გვინდა თსუ-ს სტუდენტებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გამო, რომელიც მათი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შენდება. ეს პროექტი ხელს უშლის საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას. მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტად მიიჩნიოს განათლება და არა კერძო ინტერესები. ამის გამო, თსუ-ს ერთ-ერთ სტუდენტზეც განხორციელდა ზეწოლაც, მას უთხრეს რომ თუ ამ მშენებლობას კიდევ გააპროტესტებდა, საქმე ცუდად წაუვიდოდა. ჩვენ მოვითხოვთ საქმის ობიექტურად გამოძიებას და სტუდენტების მისამართით დაშინების პოლიტიკის შეწყვეტას“-აცხადებს „ალტერნატივას“ წარმომადგენელი, დიანა ბაუჟაძე.
სტუდენტების განცხადებით, სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი ნებისმიერი მოქალაქის, ნებისმიერი სტუდენტის უსაფრთხოების:
„ძალოვანი სამსახურების მხრიდან უნდა შეწყდეს ზეწოლა და სტუდენტური აზრის გამოხატვის შეზღუდვა. ამას ვაპროტესტებთ და და ვუერთდებით თსუ-ს სტუდენტების პროტესტს“-ამბობს სტუდენტი, ზურა მელიქაძე.
თამაშები სასტუმრო შერატონსა და ინტურისტში 19 ოქტომბერს დაიწყო. 8-დან 18 წლამდე გოგონები და ვაჟები 6 ასაკობრივ კატეგორიაში 10 დღის განმავლობაში იასპარეზებენ.
ჩემპიონატის ჩატარების ხარისხს ფიდეს სტანდარტების მიხედვით, ევროპის საჭადრაკო კავშირის სახელით ზურაბ აზმაიფარაშვილი დააკვირდება.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და ქალაქ ბათუმის მერია უჭერს მხარს.
„დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნა ის პრობლემები, რაც გასულ წლებში საზოგადოებრივი დარბაზების ფუნქციონირებაში იყო გამოკვეთილი. აღნიშნული დარბაზი, რომელიც 20 ნოემბრამდე დაკომპლექტდება, აუცილებლად გაითვალისწინებს მრჩევლების შეხედულებებს. მთავარი მიზანი მოქალაქეთა მოტივაციის ამაღლების მიზანია. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს შეავსონ განაცხადის ფორმა და გახდნენ საზოგადოებრივი დარბაზის წევრი“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“ წევრმა კობა ჩხეიძემ.
როგორც კობა ჩხეიძე აცხადებს, დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში მერიის ყველა ტერიტორიულ ორგანოებში დაიწყება იმ პირების რეგისტრაცია, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ქალაქის მართვის პროცესებში.
„ჩვენ ვთავაზობთ ეფექტური და თავისუფალი მართვის მექანიზმებს, საკრებულო და მერია ნათლად აცხადებს, რომ არ ვაპირებთ ჩავერიოთ დარბაზების საქმიანობაში, მეტსაც გეტყვით, ჩვენ ვაპირებთ დამატებითი პარტნიორები ვიპოვოთ მათი სახით, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელვანი იქნება დარბაზების ეფექტური მუშაობა“ – აცხადებს კობა ჩხეიძე.
„სამი დღეა წყალი არ მოდის, დავიხრჩეთ უწყლოდ. თუ მოდის იმდენად ბინძურია რომ ბავშვები იწამლებიან. მოვითხოვ, დროულად მოგვაწოდონ წყალი და უზრუნველყონ წყლის ხარისხი“- განაცხადა მოქალაქემ, რომელსაც ვინაობა არ დაუსახელებია.
შპს „ბათუმის წყალის“ ცხელი ხაზის ოპერატორი მაია დათუნაშვილი აცხადებს რომ წყალი გოროდოკის დასახლებაში დღეს 11:00 საათისთვის ჩაირთო:
„ოთხი დღეს არ ვიცი, მაგრამ გუშინ გაითიშა სისტემა. წყალი აიმღვრა და იმიტომ გავთიშეთ. ძველ სისტემაზე ვინც არის, მოსახლეობის იმ ნაწილს ეთიშება ხოლმე წყალი, მაგრამ სისტემების გამოცვლის მესამე ეტაპი დაწყებულია და ეს პრობლემა მოგვარდება“-აცხადებს ოპერატორი.
ძლიერი წვიმის შედეგად აჭარაში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ადიდებულმა მდინარემ გზას გამოაცალა საყრდენი და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ შევიწროვდა. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს აჭარის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის გამოყვანას უზრუნველყოფენ პოლიციის მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თბილისიდან აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მობილიზებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით, რომლებიც ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო დანაყოფებთან ერთად სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.
როგორც სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე აცხადებს, მოსახლეობის მხრიდან გამოძახებები არ ყოფილა.
„მდგომარეობა სტაბილურია, ზღვის ღელვა 3-4 ბალამდეა, შუადღის შემდეგ კიდევ დაიკლებს. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებასაც“.
გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილი მაგისტრალი დაზიანდა, როგორც მამუკა თურმანიძე აცხადებს, მდგომარეობა არ გართულებულა და გზის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება. გუშინ ბათუმში ხუთბალიანი შტორმი დაფიქსირდა, რომელმაც ბულვარის სანაპირო ზოლი დააზიანა.
ღორჯომელაძის ოთხსულიანი და მახარაძის ექვსულიანი ოჯახები გუშინ გამოასახლეს, რომელებიც იმაცე ღამესვე წამოვიდნენ თავიანთი საქონლით და საოჯარო ტვირთით. ახლა მიდიან კვირიკეში რომ დროებითო თავშესაფარი იპოვონ ახლობლებთან“-აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
ეკომიგრანტები ადგილობრივი ბერძნების კუთვნილ სახლებში ცხოვრობდნენ, რომელიც ხელისუფლებას უნდა გამოესყიდა:
„ჩვენ ვაპირებთ მოვთხოვოთ ხელისუფლებას პასუხი რომ ამ ოჯახებს ეპატრონოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, ეს პროცესი იქნება მასიური და უფრო პრობლემატური გახდება. წალკაში დაახლოებით 150 ოჯახია მსგავს მდგომარეობაში. მე პირადად ვნახე რომ წალკაში არის შესაძლებლობა რომ გლეხებს მიწები გამოუყონ და დაურიგონ“-აცხადებს თამაზ ბაკურიძე.
ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ქედის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში საავტომობილო გზაზე მეწყერი განვითარდა. საფრთხე შეექმნა საცხოვრებელ სახლს.
– რომ გითხრათ ძალიან პოპულარულია აჭარაში-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა მე და ლაშა ლომინაძე ვცდილობთ, აღვზარდოთ ჩემპიონები. ჩემამდეც ამას ცდილობდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სოლომონ ფეიქრიშვილი. ის იყო ჩემი ტრენერი. მან აჭარაში გაზარდა ერთი მსოფლიო ჩემპიონი და რვა ევროპის პრიზიორი. სული და გული ჩადო ძიუდოში. მისი დამსახურებაა, რომ აჭარაში ძიუდო არსებობს, რომ გვყავს მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები.
– ძიუდოს შემსწავლელი რამდენი ცენტრია აჭარაში?
– სულ ხუთი ბაზაა – ქობულეთში, ბათუმში, შუახევსა და ხულოში. არის გოგოების წრეც, სინი ხელვაჩაურის სპორტსკოლაში ვარჯიშობენ. თუმცა რაიონებიდან არ მოდის ისეთი ნაკადი, ნაკრები რომ შევავსოთ. არასდროს მიფიქრია, რომ მთავარ ტრენერად მოვსულიყავი, მაგრამ გამიხარდება, როცა იტყვიან ეს ჩემპიონი ვახტანგ ზოიძემ გაზარდაო. სანამ სოლომონ ფეიქრიშვილი წავიდოდა, მითხრა, რომ მთავარ მწვრთნელად უნდა მოხვიდე და ბავშვებს ასწავლოო. დიდი სიყვარული მაქვს ჩემი საქმისადმი. ჭიდაობას ვერც ვერასოდეს დავანებებდი თავს, აქ რომ არ მოვსულიყავი. ისე მიყვარს, ბავშვივით ვარ, დღემდე ვჭიდაობ და ვვარჯიშობ, მაგრამ იმდენ დატვირთვას ვერ ვაძლევ თავს, რადგან შენ თუ ივარჯიშე, ბავშვებს ვეღარ მიხედავ. დროის გასაყვანად არ მოვსულვარ. მინდა შედეგი გავაკეთო და ჩემი კუთხე და ქვეყანა ვასახელოთ მე და ბიჭებმა. გვყავს ახალგაზრდული ნაკრები – ექვსი წლიდან ოც წლამდე სამოცი ბავშვი. დიდების ნაკრებში მხოლოდ ამირან პაპინაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი გვყავს, რომლებიც ეროვნული ნაკრების პირველი ნომრები არიან და 60 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე ლიდერობენ. ახალგაზრდებში ევროპის პრიზიორი გვყავს ბაჩო ბოლქვაძე, ის ძლიერი და პერსპექტიული სპორტსმენია. ცოტა ხანში უკვე დიდებში გააგრძელებს ასპარეზობას.
– ნაკრებშიყველაზეპატარარაასაკისგყავთ?
– 5 წლისაც მოუყვანიათ. დღეს ის საოცრად ჭიდაობს. ძიუდოში პერსპექტიული მომავალი თაობა გვეზრდება. ბევრი მსურველი მოდის. ერთი რომ მოვა, სხვასაც უჩნდება სურვილი და მას რვა ბავშვი მოყვება, მაგრამ მერე იფილტრება და რჩება სამიოთხი, რომლითაც ივსება ძირითადი გუნდი.
– როგორირჩევაძირითადიგუნდი?
– ბავშვების კატეგორია ადვილად უღებს ალღოს, ზოგისთვის რთულია ძიუდოს ილეთების შესრულება. მე ორი წელია რაც ნაკრების ტრენერი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ვინც ჩვენთან ძიუდოზე მოდის, მხოლოდ ოცი პროცენტი რჩება. პატარა ბავშვებს დატვირთვა ნაკლები აქვთ, უფრო თამაშით ვცდილობთ შევაჩვიოთ ძიუდოს. არიან შვიდი-რვა წლის ბავშვები, ისეთები ყველაფერს რომ გააკეთებენ, მაგრამ ვცდილობთ ისე არ დავტვირთოთ, როგორც დიდები. მაგალითად, თუ დიდები ჭიდაობენ ხუთ შერკინებას, ესენი ორ-სამ შერკინებას აკეთებენ, თუ დიდები ოც აზიდვას აკეთებენ, პატარები შვიდ-რვას და ასე შემდეგ. პატარები ძალიან რომ დატვირთო, ის მეორეჯერ აღარ მოვა ვარჯიშზე.
– რაბაზააქვსძიუდოსდარაპირობებში ვარჯიშობთ?
– ერთადერთი ჩვენი გადაუჭრელი პრობლემა დარბაზის უქონლობაა. 90 ტატამს ყოველ დღე ვიღებთ და ისევ ვაგებთ, რადგან სხვამაც უნდა ივარჯიშოს დარბაზში. სპორტსკოლა მაქსიმალურად ხელს გვიწყობს, მაგრამ არც ერთ სახეობას თავისი ბაზა არ აქვს. აქაა ხელბურთი, კალათბურთი და კიდევ სხვა სახეობის სპორტული ჯგუფები. ბევრჯერ მივმართე ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორს მუხრან ვახტანგაძეს, ერთად გადავწყვიტოთ სად, რომელ დარბაზში წახვალთო მითხრა, მაგრამ სხვა დარბაზი ვერ ვნახეთ აჭარაში. ტატამს ყოველდღე რომ აალაგებ და დაალაგებ, ის ტატამიც ფუჭდება, ბავშვების ნერვებიც და სავარჯიშო განწყობაც.
– რასფიქრობთ, მომავალშიეყოლებაძიუდოს მიმდევრები?
– თუ ხელშეწყობა იქნება, გვექნება საკუთარი დარბაზი, რატომაც არა?!
აჭარის გარემოს დაცვის ზედამხედველობითი ინსპექციის იურისტის ქეთი ჯორბენაძის განმარტებით „დასუფთავების წესების დარღვევა ადმინისტრაციული კანონის 140-ე პრიმა 2 მუხლით ისჯება. ფიზიკური პირი 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირები და დაწესებულებები 1000 ლარით დაჯარიმდებიან . ამას ემატება ჯარიმა იმ ზიანის სანაცლოდ რა ზიანიც კონკრეტული ქმედების გამო გარემოს მიადგა.
განმეორებით ფიზიკური პირის მიერ გარემოს დაბინძურება ისჯება 500 ლარით, იურიდიული პირების შემთხვევაში კი 3 ათასი ლარით. “
გარემოსდაცვითი დარღვევების კონტროლს აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფი ახლორცილებს. კანონმდებლობა დამრღვევის დაჯარიმებას ფატზე წასწრების შემთხვევაში ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დარღვევაზე რეაგირება ვერ მოხდება.
„ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას ოჯახში დაყენებული ღვინოების ფესტივალში. არ გამოდიოდა ჩვენი ღვინო ისეთი ხარისხის, როგორც კახეთიდან ჩამოგვქონდა. შემდეგ როცა მეღვინეებს გავესაუბრე, მითხრეს რომ ყურძენი მოკრეფიდან ოთხი საათის შემდეგ უნდა დაიწუროს, მე კი ვყიდულობდი ჩამოტანილ ყურძენს, ამიტომაც გარკვეულწილად ხარისხი იკლებდა. ამან გადამაწყვეტინა შემეძინა ვენახი. კახეთში მაქვს ერთი ჰექტარი ვენახი, იქვე ვწურავ ღვინოს. რამდენიმე დასახელების ღვინო ჩამოვასხი. ვენახი გავაშენე შუახევში, სოფელ ნენიაშიც, ციცკა, ცოლიკაური და ჩხავერი. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან საინტერესო ჯიში საწური, ეს არის აჭარული საღვინე ჯიში, წელს პირველად ჩამოვასხით ეს ღვინო ბოთლებში.“
ბიზნესმენს ვაზზე, მის მოვლაზე, ჯიშებზე, ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე ბევრი აქვს მოსაყოლი. ამ თემაზე საუბარი მას არ ბეზრდება, ამიტომაც ბაზარზე და კონკურენციაზე კითხვებზე პასუხის გაცემისას საუბარს ისევ ვენახით იწყებს.
პროფესიით მსახიობია. ამ პროფესიაზე არასოდეს უოცნებია. თავიდანვე ღვინო აინტერესებდა, მაგრამ „ასე მოხდა“. თბილისის რუსთაველის თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით ბათუმის თოჯინების თეატრში იმუშავა.
2007 წელს წინა ხელისუფლებამ მას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა. სიის პირველ ნომრად ჩაწერეს და შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაც ჩააბარეს, მაგრამ საკრებულო დროზე ადრე დატოვა და ისევ ბიზნესს დაუბრუნდა. მისივე თქმით, ამ საქმეს ვერ შეეგუა: „თუმცა ყოველთვის აქტიური ვიყავი, ადრე ეროვნულ მოძრაობაში, სახალხო ფროტშიც ვიყავი.“
წლების წინ მას ტურისტული კომპანიაც ჰქონდა, შემდეგ კი შეიძინა ორსართულიანი კერძო სახლი, რომელიც კრედიტის დახმარებით ექვსსართულიან სასტუმროდ გადააკეთა. აქვე მოაწყო ღვინის სადეგუსტაციო დარბაზიც, რომლის იატაკქვეშ ქვევრები ჩამარხა. ბიზნესმენის თქმით, წითელი აგური, რომელიც სასტუმროს სადეგუსტაციო დარბაზის კედლებს ამშვენებს, სასტუმრო „ლონდონის“ ნანგრევებია: „იქედან წამოვიღე და დავამუშავებინე.“
სასტუმროს „მარანი“ დაარქვა. „ბავშვობიდანვე მქონდა ვაზისადმი, ღვინისადმი სიყვარული იმ გაგებით, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო პროდუქტი, რაც არსებობს დედამიწაზე. ახლა ამ სასტუმროში ვაწყობ ღვინის დეგუსტაციებს სტუმრებისთვის. ტურისტები, რომლებიც ამ სასტუმროში ისვენებენ, ყოველთვის ყიდულობენ ჩემგან ღვინოს და მიაქვთ.“
ვაჟა დავითაძეს კახეთში 10 ტონამდე ყურძენი მოჰყავს, ამას ემატება 3 ტონამდე მოსავალი შუახევში. ამბობს, რომ ამ ოდენობის მოსავლისაგან მიღებული ღვინის რეალიზაციისათვის ადგილობრივი ტურისტები და მისი სასტუმროს დამსვენებლები, რომლებიც მისი პროდუქტის მუდმივი კლიენტები არიან, სრულიად საკმარისია.
სამომავლოდ ღვინის ქარხნის გაკეთებასაც გეგმავს.
„მინდა გავაფართოვო მეურნეობა. ახლა უკვე დაინტერესებული ვარ, კახეთში შევიძინო კიდევ ერთი ვენახი. დაინტერესებული ვარ იმითაც, რომ ისეთივე მოვლილი ვენახი ჰქონდეს გვერდით ნაკვეთზე გლეხს, როგორიც მე მაქვს, რომ შევძლო მისგან ხარისხიანი პროდუქტის შეძენა.“
ბიზნესმენი სამომავლოდ ევროპულ ბაზარზე გასვლას გეგმავს. ის ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ის მოთხოვნები, რასაც ევროპის ბაზარი მწარმოებელს უყენებს.
„ჩვენი ღვინო მაღალი ხარისხის პროდუქტია. მე არ ვეთანხმები ძველ, კომუნისტების დროინდელ მიდგომას, რომ ყურძენს უნდა დაამატო შაქარი ან წყალი. ეს არასწორია. ის უნდა მოკრიფო იმ დროს, როცა მისი შაქრიანობა ღვინის დასაყენებლად საკმარისია. ჩვენი პროდუქტი გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას და არც სერტიფიცირების პრობლემა გვექნება.“
ვაჟა დავითაძეს მისი პროდუქტი ჯერ არ შეუტანია მსხვილ სამარკეტო ქსელში, რომელიც ითხოვს პროდუქტისათვის შტრიხკოდის მინიჭებას
„მაგალითად, თუ გუდვილში ან მსგავს ქსელში შეიტან პროდუქტს, თითოეულ დასახელებას უნდა ჰქონდეს თავისი შტრიხკოდი. ის შეიცავს ყველანაირ ინფორმაციას პროდუქტზე. ერთ სახეობაზე შტრიხკოდის მინიჭება ერთჯერადად 1000 ლარი ჯდება. მე ვაპირებ საწურს მივანიჭო შტრიხკოდი.“
ვაჟა დავითაძის თქმით, ბიზნესმენის მთავარი უნარი წარმატებისთვის ინტუიციაა: „ეს სხვა უნარია, მას უნდა შეეძლოს რაღაცების არა მარტო კარგად გამოთვლა, არამედ გათვლაც. მას მოთმენის უნარიც უნდა ჰქონდეს და საქმე უყვარდეს. ის, ვინც ყოველი დღის ბოლოს კალკულატორზე ჩამოჩოთქავს, ბიზნესმენი ვერ გახდება.“
„ ზღვამ ახალი ბულვარის ტერიტორია ნაგვით და ფიჩხებით გაავსო, ჩვენი ინფორმაციით ამინდი გაუმჯოვესდება და ზღვაც თანდათან უნდა დაწყნარდეს, რის შემდეგაც ახალი ბუვარის ტერიტორიას გაწმენდენ და დაალაგებენ“ – უთხრა მამუკა თურმანიძემ ბათუმელებს.
შეხვედრაზე განხილული იქნა ვეტერანთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე ვეტერანთა სამოქალაქო ინტეგრაცია, ჯანმრთელობის დაცვა და რეაბილიტაცია. „აჭარის მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ძალ–ღონეს არ იშურებს ვეტერანთა დასახმარებლად, რამდენიმე თვის წინ რუსეთ–საქართველოს ომში მონაწილე ორ ვეტერანს ბინები გადავეცით. ჩვენ, ასევე ვგეგმავთ ბათუმში ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, სადაც ვეტერანებისათვის სპეციალური ბლოკი მოეწყობა და მათ სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარების მიღება შეეძლებათ. აჭარის მთავრობა მატერიალურ დახმარებას უწევს 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებსაც“ – აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ და მზადყოფნა გამოთქვა ასოციაციასთან სამომავლო თანამშრომლობისათვის.
დან ვიგო ბერგტუნი საქართველოში, საქართველოს ვეტერანთა ფედერაციისა და კავკასიის ვეტერანთა ცენტრის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გუშინ, მსოფლიო ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა, მონაწილეობა მიიღო თბილისში, ვეტერანთა დღისადმი გამართულ ღონისძიებებში.