ბათუმის მერიის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის ირაკლი მოქიას განმარტებით, აღსრულებამდე პირსის გადასარჩენად კომპანიას ერთადერთი შანსი რჩება – „მშენებლობა კანონთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს“.
უკვე უკანონოდ აშენებული პირსის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად კომპანიას მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, დადებითი პასუხი გარემოს დაცვის სამინისტროსგან და ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა სჭირდება. ამას ემატება ისიც, რომ ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მშენებლობა ბულვარში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანხმობას საჭიროებს.
35 მეტრი სიგრძის ხიდით პირსის შენობის აგება ბათუმის პლაჟზე მერიის ქონების მართვის სამსახურსა და შპს „ BATTUN“ -ს შორის შეთანხმების მთავარი პირობა იყო. ხელშეკრულება 2010 წელს გააფორმეს. სანაცვლოდ კომპანიამ ბათუმის მერიისგან პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, 7 392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 29-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. ამ ადგილზე კომპანიამ სპორტულ-გასართობი კომპლექსი „PIER BATUMI“ გახსნა. სახელშეკრულებო პირობა კომპანიის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადსაც ითვალისწინებდა.
გასართობი კომპლექსი ღია და დახურულ რესტორანს, ორ მაღაზიას, სწრაფი კვების ობიექტსა და ჩილიმ ბარს აერთიანებს, მომსახურებაში შედის უკაბელო ინტერნეტით სარგებლობაც.
ბათუმის პირსი
შპს „BATTUN“ -მა მერიასთან დადებული პირობა შეასრულა, მაგრამ კომპანიამ პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან, 35 მეტრი სიგრძის პირსის შენობა ისე ააშენა, რომ არც სამშენებლო ნებართვა ჰქონია და არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.
2013 წლის ნოემბერში კომპანია უკანონო მშენებლობის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს და ნებართვის მისაღებად სამთვიანი ვადა მისცეს. სამი თვის შემდეგ კი კომპანიას კანონმდებლობის შესაბამისად გაორმაგებული ჯარიმა 9 000 ლარი გადაახდევინეს.
სპეციალისტების განმარტებით კანონმდებლობა უკანონოდ აშენებული შენობის კანონის შესაბამისობაში მოყვანის საშუალებას იძლევა : „ კომპანიის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან თუ ის სტანდარტებს აკმაყოფილებს, შეიძლება ნებართვაც გაიცეს“
შპს „BATTUN“- მა თავის დროზე ბულვარში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ირაკლი ახალაძის ინფორმაციით, კომპანიას მშენებლობის კანონის ფარგლებში მოსაყვანად მერიის არქიტექტურის სამსახურზე ჯერ არ მიუმართავს.
ახალი სასაფლაოს მოწყობისთვის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2015 წელს დაფინანსდება სამუშაოები თანხით 1 362 240 ლარი (ასევე შესაძლებელია შემსყიდველის გადაწყვეტილებით 2015 წლის დაფინანსება შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაიზარდოს). 2016 წლის ბიუჯეტიდან კი დაფინანსდება 2 330 760 ლარის სამუშაო.
ტენდერში გამარჯვებულმა დაბა ჩაქვში მდებარე 177 073 კვ/მ მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს მოწყობის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში.
ფერიის სასაფლაოს პასპორტიზაციისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისთვის კი ცალკე, 70- ათასლარიანი ტენდერია გამოცხადებული. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:
საკადასტრო ნახაზებისა და პასპორტიზაციის მომზადება (საერთო ფართობი დაახლოებით 23 ჰექტარს შეადგენს);
სასაფლაოების აღწერა უნდა განხორციელდეს თითოეულ საფლავზე ცალ-ცალკე ფაქტობრივად არსებული მონაცემებისა და შემსყიდველ ორგანიზაციაში დაცული საარქივო მასალების საფუძველზე. აღწერისას უნდა განისაზღვროს თითოეულ საფლავზე შესაძლებლობის ფარგლებში გარდაცვლილის სახელი, გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების წლები, საფლავის მეპატრონის სახელი, გვარი, მისი საკონტაქტო ინფორმაცია;
სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რომელიც ოპერატორს მისცემს შესაძლებლობას, გააკეთოს სხვადასხვა ჩანაწერი კონკრეტულ საფლავზე და ასევე აწარმოოს მონიტორინგი არსებული ელექტრონული და ინტერაქტიული რუკის მიხედვით;
ინტერაქტიული რუკის შექმნა, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს რუკის დახმარებით მოიძიონ კონკრეტული საფლავი და გაეცნონ მის მონაცემებს _ დაკავებული ფართობი, რეგისტრირებული ფართობი, ნუმერაცია, თარიღები, დასაფლავებულის ვინაობა, მესაკუთრის ვინაობა და სხვა (რომლის მსგავსი გააჩნია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს – „საქართველოს ელექტრონული საკადასტრო რუკა“);
ელექტრონული რუკის შექმნა; მონაცემთა ბაზა; არსებული მონაცემების განთავსება გეოსაინფორმაციო სერვერი; რუკების ქაღალდური ვერსიის შექმნა საფლავების ნუმერაციით ნატურალური მასშტაბით; უკვე აღწერილ საფლავებზე უნდა დაისვას შესაბამისი ნიშნულები უნიკალური კოდის აღნიშვნით. საერთო რაოდენობა დაახლოებით (30 000) ცალი;
ვებგვერდის შექმნა, რომელიც უნდა იყოს სრულყოფილი, შეუზღუდავი მენიუების შესაძლებლობით, ადმინისტრატორის მხრიდან მენიუების და ქვემენიუების მართვით: ჩვეულებრივი გვერდები, სიახლეები, გალერეები, ვიდეოები. გამოკითხვა; სოციალურო ქსელების მაქსიმალური ინტეგრირება ვებგვერდზე;
სასაფლაოს PDF ფორმატის რუკა, რომელიც უნდა დაიდოს ვებგვერდზე და მომხმარებელს შეეძლება იქვე გახსნას ან გადაიწეროს თავის კომპიუტერში და შემდეგში დაათვალიეროს.
მონაცემთა ბაზა უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ენაზე. საიტი კი ზოგადად 2 ან 3 ენაზე; ვებგვერდზე უნდა იყოს მომხმარებლის რეგისტრაციის სისტემა, საიდანაც მომხმარებლები დარეგისტრირდებიან და შეეძლებათ გადაიხადონ სხვადასხვა მომსახურების თანხა.
შსს-ს განცხადებით ეს საბრძოლო მასალა მოქალაქეებმა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს. გამოძიება კი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
რაგბის ბავშვთა კლუბი ”ჩაქვი” ვარჯიშისას | 28-01-2015
„ჩაქვში“ 10-დან 14 წლამდე (2001-2005-წლიანები) ასაკის 60 ბავშვი ვარჯიშობს, მაგრამ ტურნირებზე მხოლოდ 30 ბავშვი მონაწილეობს. ბავშვებს გელა ჭოველიძე წვრთნის. „B ლიგა რომ შევინახოთ, მეტი თანხაა საჭირო, ამიტომ შეჯიბრებებზე მხოლოდ პატარა ასაკის ბავშვები გაგვყავს“, – ამბობს გელ ჭოველიძე.
კლუბი ვარჯიშებს ჩაქვის ცენტრში მდებარე ფეხბურთის მოედანზე ატარებს. თუმცა, უამინდობის დროს მინდორი იტბორება. ამიტომ კლუბმა ჩაქვის საჯარო სკოლასთან მემორანდუმი გააფორმა, რითაც სკოლამ სპორტული დარბაზით სარგებლობის ნება დართო.
„ჩვენ თვითონ ჩაქველები ვართ და ბავშვობიდან მოყოლებული გუნდური სპორტი ჩაქვში არ გვინახია. ჩვენ გვიყვარს რაგბი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბიჭები კარგი მორაგბეები გახდნენ. „ორბი ჯგუფმა“ დაგვასპონსორა, ფორმები შეგვიკერა, შეგვიძინა წყლის ბოთლები ნიშნულები და ბურთები. ეს ყველაფერი ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა, რადგან არაფერი არ გვქონდა. დღეს ის პირობა მაინც გვაქვს, რომ არ შევაჩეროთ ვარჯიშები და ბავშვები ვათამაშოთ. თუმცა, თუ კიდევ ვინმე გამოჩნდება და დაგვაფინანსებს, ბავშვები მეტ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას“.
ერთი წლის მანძილზე „ჩაქვი“ საქართველოს დასავლეთ რეგიონის საფესტივალო ჩემპიონატებში მონაწილეობდა, სადაც 10 ტურნირი ჩაატარა. როგორც გელა ჭოველიძე ამბობს, მათი მიზანი პროფესიონალური რაგბის მოთამაშე გუნდის შექმნა და საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაა.
“აჭარაში ხორციელდება უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტი, რისთვისაც ჩაქვში შემოდის 105-მილიონიანი ინვესტიცია. ეს არის ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიცია აჭარაში”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარშან ზაფხულში, ჩაქვში, „დრიმლენდ ოაზისის“ პროექტის პრეზენტაციაზე.
დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე სასტუმრო „ოაზისის“ ირგვლივ ამჟამად 21 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. ტერიტორიაზე, მთლიანობაში, სასტუმროს ტიპის 1000 ბინა განთავსდება.
„ოაზისი“, ფაქტობრივად, იმ პირობებითა და სპეციფიკით სთავაზობს აპარტამენტებს კლიენტს, რასაც ე.წ. ტურისტული საწარმო ითვალისწინებს. ახალ მესაკუთრეს შეუძლია აპარტამენტი გააქირაოს საკუთარი რესურსებით ან სასტუმრო “ოაზისის” მეშვეობით. „დრიმლენდ ოაზისს“, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, `ტურისტული საწარმოს~ სტატუსი ამ დროისთვის არ აქვს. აპირებს თუ არა ამ სტატუსის მიღებას, კომპანიაში კომენტარი არ გააკეთეს.
“ტურისტულ საწარმოს” საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით მთელი რიგი შეღავათები აქვს სხვა ტურისტულ კომპანიებთან შედარებით. ამ წლიდან მთავრობამ ასეთ საწარმოს კიდევ უფრო მეტი შეღავათი მისცა, რაც ზოგიერთმა უშუალოდ “ოაზისსა” და იქ მშენებარე კომპლექსს დაუკავშირა.
„დრიმლენდ ოაზისის~ მმართველი კომპანია შპს „საქტურკურორტია”, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიის მფლობელობაშია სანატორიუმ-სასტუმრო “ოაზისი”, რომლის გარშემოც ხდება კომპლექს `დრიმლენდის” განვითარება. „საქტურკურორტის~ დამფუძნებლები არიან ავსტრიული კომპანიები: „ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი” და „ალბერეტა”, რომლებიც კომპანიის თითქმის სრულ, 91,7%-ს ფლობენ. დარჩენილი 8,3%-ის მფლობელი კი კერძო პირია.
„დრიმლენდ ოაზისის” ვებგვერდზე მითითებულია, რომ „დრიმლენდ ოაზისი~, “ბანკ ქართუსთან” ერთად, იპოთეკური სესხის საუკეთესო პირობებს სთავზობს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებს: `შევიმუშავეთ უნიკალური პაკეტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ აპარტამენტები ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით… საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიმალური პირველადი შენატანი 30%, კრედიტის მაქსიმალური ვადა 15 წელი, საპროცენტო განაკვეთი 9-11%-ია”.
ანალოგიური შეთავაზება კომპანია „ორბი ჯგუფსაც~ აქვს. ამ კომპანიის დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის თქმით: „მსურველს, ვისაც აქვს თუნდაც 3 ათასი დოლარი ან/და მეტი, ვთავაზობთ, პირველადი შენატანი შეიტანოს და გამარტივებული წესით „თიბისი ბანკში“ აიღოს 10-წლიანი სესხი, 9-პროცენტიანი განაკვეთით. შეიძლება 15-წლიანიც, მაგრამ არავინ სარგებლობს. ამასთან, ამ ინფრასტრუქტურის შესაქმნელად დაახლოებით თანხის 85% უცხოეთიდან შემოგვაქვს~.
ბათუმში „ტურისტული საწარმოს~ სტატუსით „ორბი ჯგუფი“ უკვე ფლობს რამდენიმე სასტუმროს. „სწორედ ამ ახალი რეგულაციების შემდეგ შევქმენით ბათუმში 4 ათასამდე ნომერი. ეს თითქმის იმდენივეა, რაც სხვა დანარჩენი ერთად აღებული ბათუმში _ დაწყებული დაბალი დონის სასტუმროდან, დამთავრებული „შერატონით“. ამასთან, 300-ზე მეტი ადამიანი გვყავს დასაქმებული“ _ აცხადებს „ორბი ჯგუფის“ დირექტორი ირაკლი კვერღელიძე.
„ტურისტული საწარმოს შექმნა იმდენად რთული და უცნაური სქემაა, რომ შეიძლება ამან ვერც კი იმუშაოს პრაქტიკაში“, _ აცხადებს საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის საგადასახადო კონსულტანტი ნიკოლოზ ოსტაპენკო.
ტურისტულ სექტორში შეღავათები 2011 წლიდან დაწესდა, როცა საგადასახადო კოდექსში ახალი ცნება _ „ტურისტული საწარმო“ გაჩნდა. ასეთი საწარმოები მაშინ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლდნენ. ზოგადად კი, სხვებთან შედარებით, გადასახადები ფაქტობრივად გაუნახევრდათ. საუბარია იმ დეველოპერებზე, რომლებიც სასტუმროს ან სასტუმროს ტიპის ბინებს აშენებენ.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების ან მათი ნაწილის მიწოდებას (გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ) და ამ ქონების შემძენთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს აქტივების ან მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას.
საგადასახადო კოდექსში ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გამარტივდა ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები.
სპეციალისტთა ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კოდექსში შეტანილი ამ ცვლილებით, შემოდის დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმი, რაც არასწორია.
„განსხვავებული რეჟიმით დაბეგვრა ყოველთვის არღვევს საკანონმდებლო თამაშის წესებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებს ერთს მეორესთან მიმართებაში. თანაც, ეს უპირატესობა განსაზღვრულია არა მუშაობის პრინციპით, არამედ კანონის ინიციატორთა მხრიდან საკუთარი წარმოდგენების მიხედვით კონკრეტული სფეროს განვითარებაზე“, _ განაცხადა „ბათუმელებთან“ ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
ნიკოლოზ ოსტაპენკო მიიჩნევს, რომ ზოგადად, ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით, არ შეიძლება სხვადასხვა დარგის განსხვავებულ პირობებში ჩაყენება, რადგან ეს იწვევს ინვესტიციების არასწორ გადანაწილებას: „თუ თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ სხვადასხვა დარგს ბაზარზე, ბაზარი თავად განსაზღვრავს ინვესტიციებს… მაგრამ თუ რომელიმე დარგს უკეთესი სასათბურე პირობები ექნება და ამის გამო ჩაიდება ინვესტიციები, ეს, ასე ვთქვათ, ეკონომიკური სიგნალების დამახინჯებას იწვევს და შეიძლება ქვეყნის ეკონომიკისთვის არასასურველი, არამომგებიანი ინვესტიციებიც კი განხორციელდეს~.
ირაკლი კვერღელიძის თქმით, ეს სიტუაცია ნეგატიურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ: „ყველაზე დიდი ეფექტი საქართველოში არის შემოსული ინვესტიცია, რომელიც იდება კონკრეტულ პროექტებში. დღეისათვის რამდენიმე ასეული მილიონია შემოსული ამ სეგმენტში და ამაზე დიდი ეფექტი ქალაქს და რეგიონს არ მიუღია~.
2015 წლიდან განსაკუთრებული შეღავათით ისარგებლებენ ის ფიზიკური პირებიც, რომლებიც შეისყიდიან სასტუმრო ნომრებს ტურისტულ საწარმოში. თუ საწარმო დღგ-ს გადახდისგანაა გათავისუფლებული, მეპატრონე ფიზიკურ პირზე გაცემული ანაზღაურება, ანუ შემოსავალი, დაიბეგრება არა 20, არამედ 5%-ით.
ნიკოლოზ ოსტაპენკოს თქმით: „ამ სქემაში თუ დარჩებოდა 20%-იანი საშემოსავლო, მაშინ დაინტერესება უკან იჯარით დაბრუნებაზე იმ ფიზიკური პირებისგან, ვინც შეიძენდა სასტუმრო ნომრებს, ნაკლები იქნებოდა, ან სხვებს მისცემდნენ იჯარით, ან თავად გააქირავებდნენ. ახლა კი ამ შეღავათებით, იდეაში მათ სტიმული უნდა გაუჩნდეთ, რომ დაუბრუნონ მშენებელს (დეველოპერებს) იჯარით _ შეუძლიათ შეთანხმდნენ იჯარა-გამოსყიდვაზე და ა.შ.”.
მაგალითად, მშენებელი კომპანია, სასტუმროს ტიპის ბინას (ან მთლიან აპარტამენტს) ყიდის კერძო პირზე და არ იხდის დღგ-ს, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. შემდეგ ეს კერძო პირი (ბინის ახალი მესაკუთრე), რომელსაც ეს ფართობი საცხოვრებლად არ სჭირდება, ხელშეკრულებით გადასცემს იმავე კომპანიას, რომელიც აქირავებს ამ ბინას სასტუმრო ნომრად. ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა კი, რაც უნდა მიიღოს ახალმა მესაკუთრემ კომპანიისგან, დაიბეგრება არა 20, არამედ 5 პროცენტით.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ ფაქტობრივად, „უკვე არსებობს ტურისტული საწარმოს დახვეწილი მოდელი და ჩვენი კომპანიის ვარაუდით, ეს არის საფუძველი საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია შემოვიდეს. ეს შეღავათები გამოიწვევს მშენებლობის ბუმს საქართველოში~.
მიუხედავად ამისა, არსებულ შეღავათებს ტურიზმის განვითარებისთვის ირაკლი კვერღელიძე საკმარისად არ მიიჩნევს. ამასთან, აცხადებს, რომ „გადასახადებისაგან სრულად გათავისუფლება აბსურდია”, მაგრამ ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკას მიესალმება, `რადგან ამ დროს ვითარდება ეკონომიკა. ეკონომიკა რომ განვითარდება, დადგება ფეხზე და ჩადგება რიტმში, ამის შემდეგ უკვე შეიძლება საგადასახადო ტვირთზე საუბარი, თუნდაც ისეთზე, როგორიცაა ვთქვათ, ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში“.
მთავრობის ინიციატივის გაჟღერების პარალელურად იყო მოსაზრება, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობდა საგადასახადო კანონმდებლობის მორგებას გარკვეულ ბიზნესჯგუფებსა თუ კონკრეტულ პროექტებზე.
მთავრობამ თავისი ინიციატივა „კანონმდებლობის დახვეწით” ახსნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კი მიიჩნევენ, რომ „ტურისტული საწარმოს სტატუსის აღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. შესაბამისად, “საფუძველს მოკლებულია მოსაზრება, რომ აღნიშნული ცვლილებები არათანაბარ პირობებში აყენებს ტურისტულ ბიზნესში ჩართულ (მათ შორის ოჯახური ტიპის) ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს“.
პირს ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით შემოსავლების სამსახური ანიჭებს. სტატუსის მინიჭების, საწარმოს ფუნქციონირებისა და გაუქმების წესს, აგრეთვე სასტუმრო ნომრებად გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას თვითმმართველობების მიხედვით კი საქართველოს მთავრობა ადგენს.
როგორ აისახება ტურისტული საწარმოსადმი დაწესებული საგადასახადო შეღავათები რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებაზე და, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვაზე _ ამ საკითხზე „ბათუმელებთან~ კომენტარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ გააკეთეს.
ჰალალ იალდიზკაიას ბრალად ედება ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე, 196-ე, 197-ე, 198-ე, 213-ე, 214-ე, 324-ე; 05.11.2002 წლის სამეფო ბრძანების მე-4, მე-8 და 9-ე, 27.06.1969 წლის კანონის 21-ე და 22-ე; 28.11.1969 წლის სამეფო ბრძანების პირველი ნაწილის მე-2 თავის 33-ე; 25.11.1991 წლის სამეფო ბრძანების 175 1ო ე); ბელგიის სოციალური სისხლის სამართლის კოდექსის 101-ე, 102-ე, 103-ე, 221-ე მუხლის 1 1ო ნაწილი, 232-ე მუხლის 1, 1ო ნაწილი, 233-ე მუხლის პირველი თავის 3ო მუხლით 235-ე და 236-ე მუხლის მეორე ნაწილი, მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გაყალბებას, თაღლითობას და კრიმინალური ასოციაციის წევრობას ითვალისწინებს.
კერძოდ, 2001-2008 წლებში, მაშინ როცა ჰალილ იალდიზკაია ბელგიაში, რამდენიმე კომპანიის მენეჯერი და დირექტორი იყო, მან მთავრობას 241 დასაქმებული პიროვნების შესახებ ყალბი დეკლარაცია წარუდგინა.
ამჟამად ჰალილ იალდიზკაია დაკავებულია და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებით მოთავსების იზოლატორში.
მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
მარცხნიდან – კახა ვაჩეიშვილი, ლევან ხომერიკი, შოთა ჭეიშვილი, ასლან ბალაძე, იური მამინაშვილი
– ბატონო ლევან, როგორ შეაფასებთ 2014-2015 სეზონის პირველ წრეში ბათუმის „დინამოს“ ასპარეზობას?
– ჩვენი გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს. იმის გამო, რომ კლუბს არ გააჩნია სტადიონი, სავარჯიშო ბაზა, არავინ ელოდებოდა, რომ მეოთხე ადგილზე აღმოვჩნდებოდით. თან სტარტი არც თუ ისე კარგად დავიწყეთ. მერე გამოჩნდა ამ გუნდის პოტენციალი და გავიმარჯვეთ ლიდერ გუნდებთან – თბილისის „დინამოსთან“, გორის „დილასთან“, „ზესტაფონთან“.
– რამ განაპირობა თქვენი მოგება ჩემპიონ „დინამოსთან“?
-ამ თამაშამდე გვქონდა ცოტა ჩავარდნა, ლანჩხუთის „გურიასთან“ არ ველოდით წაგებას, მინიმუმ ფრე გვქონდა დაგეგმილი. ლანჩხუთთან წაგების შემდეგ გუნდში მობილიზება გაკეთდა. შევიკრიბეთ ყველა ერთად და ვმსჯელობდით როგორ შეგვეძლო სიტუაციის გამოსწორება. წაგების შემდეგ ძნელია ფეხზე დადგომა, თუმცა შტაბის წევრები კმაყოფილები ვიყავით, რადგან ბიჭებმა სწრაფად გააკეთეს ანალიზი. მობილიზებული, შინაგანად დაწყნარებული გამოვიდნენ დიმანო არენაზე და არ დაუთმეს თბილისის „დინამოს~. გავიმარჯვეთ და პატარა სენსაცია შევიტანეთ ჩემპიონატში. ეს არის ფეხბურთელების, კლუბის ხელმძღვანელებისა და მწვრთნელების დიდი მოთმინების, თავდაუზოგავი შრომისა და ერთიანობის შედეგი. მაგრამ ჩვენ თუ სავარჯიშო პირობებს ვერ გამოვასწორებთ, ეს ენთუზიაზმი, მოთმინება და ძალისხმევა ამოიწურება, სადღაც იჩენს თავს და შეუძლებელი გახდება გრძელვადიანი სტაბილურობის მოპოვება. ყოველდღე იარო ბათუმიდან ქობულეთში, ქობულეთიდან ბათუმში – ამის გაძლება ძალიან რთულია. ჩვენ არა გვაქვს დრო, რომელიც გვინდა. ქობულეთის სტადიონზე „შუქურა” ვარჯიშობს, ეს მისი მოედანია. პლუს, იქ არის ასაკობრივი გუნდებიც. ეს ყველაფერი ხელს უშლის სავარჯიშო პროცესს. საჭიროა ინდივიდუალური მუშაობა ფეხბურთელებთან. ზოგს სჭირდება ტექნიკაზე მუშაობა, ზოგს ფიზიკური – მომზადება, ზოგს, უბრალოდ, დალაპარაკება. ცალკე არ გვაქვს ადგილი, სადაც ამას მაინც შევძლებთ, ავტობუსში ხომ ვერ დავილაპარაკებთ?!
– სად იკრიბებით, როცა სასაუბრო გაქვთ?
– შეჯიბრის წინა დღეს სასტუმროში.
– ბატონო ლევან, თქვენ ბათუმის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში 2013 წლიდან ხართ, 2014 წლიდან კი მთავარი მწვრთნელის პოზიცია გიკავიათ. რა შეიცვალა თქვენი მოსვლიდან დღემდე?
– წინა მთავრობიდან მოყოლებული ბევრჯერ გაიჭრა ლენტი სტადიონის გასაკეთებლად… მე მაინც იმედიანად ვარ და მინდა ყველამ ერთად მოვესწროთ ბათუმში სტადიონს, რადგან გუნდი გულშემატკივრის გარეშე არის ნული. მინდა ბათუმში ვითამაშოთ. ხალხი ვერ მოდის ქობულეთში. ზოგს საშუალება არ აქვს, ზოგს _ დრო. ბათუმში რომ იყოს სტადიონი, ჩვენს თამაშებზე 5000 კაცი თავისუფლად მოვა. დიდი იქნება შედეგიც და ფეხბურთის ხარისხიც. გარდა ამისა, უფრო ბევრი ბავშვი ნახავს და დაინტერესდება ფეხბურთით. ბავშვობისას ბულვარში, სულ სტადიონზე ვიყავი. ვუყურებდი მაშინდელ დინამოელების – ასლან ბალაძის, გია ზედანიას, მალხაზ მახარაძის, ტარიელ დურდიაძის თამაშს. ისინი ჩემი თაობის ბავშვებისთვის მისაბაძი ფეხბურთელები იყვნენ. მერე ჩვენ ვიყავით ვიღაცისთვის მაგალითი და სტადიონი რომ დაინგრა, ეს გაქრა, ნელ-ნელა გაქრა ფეხბურთისადმი ინტერესიც. ფაქტობრივად, ჩვენ ნულიდან გვაქს დასაწყები ბევრი რამ და პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ.
– „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს „შუქურას“ ხელმძღვანელმა რევაზ ჩელებაძემ აღნიშნა, რომ შოთა ჭეიშვილმა დაბალანსებული გუნდი შექმნა. ოფიციალურად კლუბის მთავარი მწვრთნელი თქვენ ხართ, შოთა ჭეიშვილი კი თქვენი ასისტენტია. როგორ არის გადანაწილებული სამწვრთნელო შტაბში უფლება-მოვალეობები და რა როლს ასრულებს შოთა ჭეიშვილი?
– შოთა ჭეიშვილი მოწვევით იმყოფება ბათუმის „დინამოში“. მას მოსკოვში აქვს გავლილი უმაღლესი საფეხბურთო სკოლა. არის ერთი მომენტი. დღეს მოთხოვნები შეცვლილია და უეფას წესების მიხედვით, თუ მწვრთნელს არა აქვს A კატეგორიის დიპლომი, არ შეიძლება ოფიციალურად წარადგინო მთავარ მწვრთნელად. თუმცა, მთავარი პროცესი მას მიჰყავს, ჩვენ ვეხმარებით. მისი ხელმძღვანელობით ყველა ერთად ვაკეთებთ სამწვრთნელო საქმეს, ერთად ვატარებთ ვარჯიშებს.
– ბევრს ლაპარაკობენ ძირითადი შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე. როგორია თქვენი ხედვა ახალგაზრდა ფეხბურთელების ძირითად შემადგენლობაში ჩართვაზე?
– მე შოთა ჭეიშვილის გაზრდილი ფეხბურთელი ვარ. მან აღმომაჩინა. 17 წლის ვიყავი, როცა ბათუმის „დინამოში“ მომიყვანა და ნახევარი წლის მერე გავხვდი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. მისი ხედვა ყოველთვის ახალგაზრდებისკენაა ორიენტირებული. არა მარტო ჩემი, არამედ მთელი მწვრთნელთა შტაბის ხედვით შემადგენლობის გაახალგაზრდავება აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთელი გუნდი შევავსოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებით.
– რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში?
– იმას, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოცდილ ფეხბურთელებთან შეზრდა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და არა მასობრივად. მაგალითად, ჩვენ გვყავს უფროსი ასაკის მოთამაშე ამირან მუჯირი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ახალგაზრდა კი, რომელიც გუნდის შემადგენლობაში პირველად მოვა, ბევრ რამეს ისწავლის უფროსი ფეხბურთელისგან.
– რა ცვლილებები იქნება 2015 წელს გუნდის შემადგენლობაში?
– მეორე წრისთვის დიდი ცვლილებები არ გვაქვს. გავუშვით ორი ფეხბურთელი – გიორგი გავაშელიშვილი და დიმიტრი პაჭკორია და დავიმატეთ ნახევარმცველის პოზიციაზე რუსთავიდან გიორგი ქავთარაძე, რომელიც უნივერსალია – შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში; ასევე დავიმატეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი, შუა ნახევარმცველი ოზურგეთის „მერცხალიდან~ გიორგი კაშია. ისინი სეზონის ბოლომდე ითამაშებენ ბათუმის „დინამოში“. გვყავს დუბლშემადგენლობა, რომელსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ვაკვირდებით – რას აკეთებენ, როგორ თამაშობენ. ვესწრებით მათ ყველა თამაშს. ხშირად ჩვენთანაც ვავარჯიშებთ. ვინც საუკეთესო იქნება, ის დაიმკვიდრებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.
– შეგიძლიათ გულშემატკივარს დაჰპირდეთ 2014-2015 წლის სეზონში უმაღლესი ლიგის მოგებას
– ჩემპიონობის იმედი ყოველთვის გვაქვს, მაგრამ რეალურად ჯერ არ ვართ მზად. თუ იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, პირობები, ბაზა, ბავშვების აკადემია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეძლება ვთქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატს სამ წელიწადში მოვიგებთ.
მედიკამენტების შესაძენი ვაუჩერები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამაში ჩართული ყოფილი პატიმრისთვის ფარმაცევტულმა კომპანია PSP-ემ გამოჰყო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის ინფორმაციით, ვაუჩერები იმ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს გადაეცათ, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამოყველაზე მეტად საჭიროებენ მედიკამენტებს – „განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ როგორც კი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შესახებ მიიღო ინფორმაცია, თავად გამოთქვა დიდი სურვილი, რომ გარკვეული წვლილი შეეტანა ყოფილი პატიმრების დასახმარებლად. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი მიესალმება დიდი ბიზნესკომპანიების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ამგვარ გამოვლენას,“ – ამბობს ის.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ორი წელია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს.
ბათუმის იუსტიციის სახლში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფილიალი 2014 წლის აგვისტოში გაიხსნა.
ჰოკეის ჯგუფებში სწავლება უფასოა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, დედ-მამით ობოლი და ბრონქული ასთმით დაავადებული ახალგაზრდებისთვის, ასევე, მარტოხელა დედების ბავშვებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის.
მათთვის, ვინც ზემოაღნიშნულ კატეგორიებს არ მიეკუთვნება, სწავლების საფასური 20 ლარს შეადგენს.
ქვეყნის მასშტაბით შარშან ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 8536 ადამიანი დაზარალდა, 491-ით მეტი ვიდრე 2013 წელს; ხოლო დაიღუპა 511 ადამიანი, 3 ადამიანით ნაკლები, ვიდრე 2013 წელს.
C ჰეპატიტი ძირითადად სისხლით გადაეცემა, უფრო ზუსტად კი C ჰეპატიტით დაინფიცირებული სისხლის ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრით, რაც შეიძლება მოხდეს საერთო შპრიცის გამოყენებისას, სხვადასხვა სტომატოლოგიური მანიპულაციებისას, ასევე სილამაზის სალონებში მანიკურისა თუ პედიკურის გაკეთებისას და ა.შ. ასევე შესაძლოა ამ ვირუსის გადადება სქესობრივი გზით და ნერწყვითაც, თუმცა ეს იშვიათად ხდება, შემთხვევათა 4-8 პროცენტში. რაც შეეხება, საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებს C ჰეპატიტის გავრცელების გზებთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერით, შეხებით, ხელის ჩამორთმევითა და ლოყაზე კოცნით.
ხშირად C ჰეპატიტით ინფიცირებულს ოჯახში ცალკე ჭურჭელი და თეთრეული აქვს გამოყოფილი, რამდენად მართებულია ასეთი სიფრთხილე?
C ჰეპატიტი თეთრეულით არ გადადის, მაგრამ C ჰეპატიტით ინფიცირებულ ოჯახის წევრს ჭურჭელი თავისი უნდა ჰქონდეს, რადგან მას შეიძლება ღრძილიდან სისხლის დენა აქვს და ეს სისხლი მისი ჯანმრთელი ოჯახის წევრის დაზიანებულ ღრძილში მოხვდეს. იმ შემთხვევაში თუ ჭურჭელი ყოველი გამოყენების შემდეგ გაირეცხება სპეციალური სარეცხი საშუალებებით, მაშინ არ არის საშიში. თუმცა უმჯობესია მაინც ცალკე ჭურჭელი ჰქონდეთ.
რა საყოფაცხოვრებო ნივთებით არის შესაძლებელი C ჰეპატიტი გადაედოს ოჯახის დანარჩენ წევრებს?
რა თქმა უნდა, დაუშვებელია მისი საპარსის, ასევე მაკრატლის გამოყენება, რადგან მაკრატლის გამოყენებისას ინფიცირებულს შეიძლება სისხლი დასდინდა, მერე სხვა გამოიყენებს ამ მაკრატელს და ხელი რომ გაიჭრას, უკვე ჩნდება ინფიცირების საშიშროება. სწორედ ამით არის საშიში სალონებში მანიკურისა და პედიკურის გაკეთება. ასევე კბილის ჯაგრისიც – შესაძლოა მას პარადონტოზი ჰქონდეს და სისხლი გამოდიოდეს ღრძილებიდან, ამიტომ ასეთი პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთები ყველას თავისი უნდა ჰქონდეს.
როცა C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტი მიდის ექიმთან, სტომატოლოგთან უნდა უთხრას თუ არა ექიმს, რომ აქვს C ჰეპატიტი და რატომ?
ეს აუცილებელია იმიტომ, რომ ექიმი უფრო დაიცავს თავის თავს და სხვა პაციენტებსაც. სტომატოლოგმა, ისევე როგორც ქირურგმა, ხელთათმანით უნდა იმუშაოს, თუმცა ხელთათმანი ნემსის ჩხვლეტისგან ვერ დაიცავს. გარდა ამისა, სტომატოლოგს მუშაობისას უნდა ეკეთოს სათვალე, იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული მას სისხლი შეესხას თვალებში, იქ იყოს რაღაც გაღიზიანება და ინფექცია შეიჭრას. ისე კი ნებისმიერი სამანიპულაციო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სტომატოლოგიური მანიპულაციების, პედიკურის, მანიკურისა თუ სვირინგის კეთების დროს, უნდა იყოს დამუშავებული სპეციალური წესით.
არის თუ არა C ჰეპატიტით ინფიცირებულის ოჯახის წევრებისთვის გარკვეული რეკომენდაციები, თუ რა პერიოდულობით უნდა აიღონ ანალიზი ამავე ვირუსზე?
პირველ რიგში, როცა კი გაიგებენ ოჯახის წევრის C ჰეპატიტით ინფიცირების შესახებ, ყველა უნდა იქნას გამოკვლეული. თუ მას შემდეგ პირადი ჰიგიენის ყველა იმ ნორმას იცავენ, რაც უკვე ჩამოვთვალეთ, მათ შეუძლიათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაესინჯონ, მაგრამ თუ სიფრთხილეს იჩენენ, ეს არ არის აუცილებელი. როგორც ასეთი, ცალკე რეკომენდაცია, თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოიკვლიონ ოჯახის წევრები – არ არსებობს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ რაღაც რისკი წარმოიქმნა – ოჯახის სხვა წევრს ეჩხვლიტა ნემსი, ან ინფიცირებულის ჭურჭელი გამოიყენა, რაც სავარაუდოდ არ იყო გარეცხილი და სარისკოა, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი გამოკვლევა, მაგამ არა მაშინვე, არამედ რისკიდან ორი თვის შემდეგ, რადგან ანტისხეულები მაშინვე არ გამოჩნდება სისხლში.
ერთ-ერთი, ვინც რეგისტრაციის დაწყებამდე რექტორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი “ბათუმელებთან” დაადასტურა, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა გიორგაძეა. მას უნივერსიტეტში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. “უნივერსიტეტში 1990 წლიდან ვმუშაობ, ფაქტობრივად იმ დროიდან, როცა პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა და საგანმანათლებლო პროგრამებში კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინოლოგიის მიმართულების დისციპლინების ჩართვა გახდა საჭირო”, – ამბობს მარინა გიორგაძე. მისი აზრით, ალეკო ბაკურიძის რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტის ყველაზე დიდი მიღწევა სასწავლო პროგრამების აკრედიტაცია იყო, რომელიც უნივერსიტეტმა 2011-2012 წლებში გაიარა: “სწორედ ამ დროს უნივერსიტეტში ყველა საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია, რაც სხვა წარმატებებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისთვის”.
ახალი რექტორის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მარინა გიორგაძე აკრედიტაციის ხელახალ ეტაპს მიიჩნევს, რომელიც უნივერსიტეტს 2016-2017 წლებში ელოდება. “ამ დროისთვის ჩვენ მომზადებული უნდა ვიყოთ. ამ ეტაპზე აკრედიტაციის მოთხოვნები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე წინა აკრედიტაციის დროს იყო”, – ამბობს ის.
გარდა ამისა, მარინა გიორგაძის თქმით, უნივერსიტეტში არსებობს ისეთი პრობლემები, რომლებიც წინა წლებში ვერ მოგვარდა და რაც უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურის გამართულად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია: “გარდა იმ ძირითადი სტრატეგიული ამოცანებისა, რაც სწავლებისა და კვლევების ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, მომავალი აკრედიტაციის წარმატებით გავლას ეხება, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვა და ელექტრონული ბაზების მოწესრიგება. ეს აქამდეც იყო გეგმაში, მაგრამ დღემდე არ გაკეთებულა. როცა სტუდენტს აქვს გაადვილებული წვდომა მისთვის საჭირო ყველა სახის ინფორმაციასთან (ელექტრონულ ბაზებთან, შეუძლია თავისი მიმდინარე ნიშნების, შუალედური შეფასებების და გამოცდის შედეგების კონტროლი ისე, რომ არ დაელოდოს თუ როდის გამოუკრავენ კედელზე ამ შედეგებს და ა.შ)“.
მარინა გიორგაძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის განვითარებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია, როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტების ძალისხმევის გაერთიანება და თანამშრომლობა, ასევე უნივერსიტეტში სტაბილური და კეთილგანწყობილი აკადემიური გარემოს შექმნა.
იმ შემთხვევაში, თუ მარინა გიორგაძე გაიმარჯვებს არჩევნებში, ბათუმის ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა უნივერსიტეტს ქალი რექტორი ეყოლება.
რამაზ ხალვაში
კიდევ ერთი კანდიდატი, ვინც უნივერსიტეტის ნომერ პირველ ამოცანად პროგრამულ აკრედიტაციას მიიჩნევს, ბსუ-ს პროფესორი რამაზ ხალვაშია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 2008 წელსაც მონაწილეობდა და უნივერსიტეტში ჩატარებულ გამოკითხვაში ლიდერობდა კიდეც. ის ამავე არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულიც იყო, თუმცა არჩევნების მეორე ტურის შედეგებით ბსუ-ს რექტორად ალეკო ბაკურიძე აირჩიეს. რამაზ ხალვაში უკვე მეოცე წელია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს და ამ წლების მანძილზე გარდა აკადემიური საქმიანობისა, ექვსი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს, ოთხი წლის განმავლობაში იყო ბსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, ამჟამად ხელმძღვანელობს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო, ლიტერატურის თეორიის სამაგისტრო და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამებს.
რამაზ ხალვაშის თქმით, ალიოშა ბაკურიძის რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტმა საკმაო წარმატებებს მიაღწია, თუმცა მიიჩნევს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი რამ რჩება: „მინდა სწორედ იმ სუსტი მხარეების გამოსწორებაზე ვიმუშაო, რაც უნივერსიტეტს ამ ეტაპზე აქვს. აკრედიტაცისთვის წარსადგენ ახალ პროგრამებში ბევრი სიახლე უნდა შევიდეს შინაარსობრივი თვალსაზრისით. მაგალითად, ჩვენი პროგრამების ერთ-ერთი ნაკლი ის გახლავთ, რომ ყველა მათგანში უცხო ენად აღიარებულია მხოლოდ ინგლისური ენა, ანუ უნივერსიტეტმა უარი თქვა ფრანგულ, გერმანულ, და სხვა ევროპულ ენებზე, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. გარდა ამისა, უნივერსიტეტს არ გააჩნია ელექტრონული პლატფორმა, რაც ზოგადად ქართულ საუნივერსიტეტო სივრცის პრობლემაცაა და ამ მხრივ ძალიან ჩამოვრჩებით ევროპის უნივერსიტეტებს. ახალგაზრდები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან და ვფიქრობ, აუცილებელია ამ რესურსის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა. ამ პლატფორმაზე ატვირთული იქნება სახელმძღვანელო ლიტერატურა, ელექტრონული ლექციები, დავალებები, იფუნქციონერებს ფორუმი და ასე შემდეგ. ჩვენ მომზადებული გვაქვს პროექტი, რომელიც შესაძლებელ გახდის ამ პრობლემის უახლოეს დროში მოგვარებას. უნდა წავახალისოთ წარჩინებული სტუდენტები და ისინი სრულად გავათავისსუფლოთ სწავლების გადასახადისაგან. უნდა შეიქმნას ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან შრომის ბაზარზე. უნდა განვითარდეს ურთიერთობები კერძო სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან. მაგალითად, ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვალიფიციურმა მარკეტინგულმა კვლევებმა და მოკლევადიანმა სასერთიფიკატო კურსებმა დამატებითი შემოსავლები უნდა მოუტანოს უნივერსიტეტს” – ამბობს ის.
რამაზ ხალვაშის აზრით, უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია ისიც, რომ დღემდე ვერ მოხერხდა აკადემიურ პროცესში იმ კვლევითი ინსტიტუტების ჩართვა, რომლებიც გასულ წლებში შემოუერთდა ბსუ-ს: „ეს დიდი გამოცდილების მქონე დაწესებულებები დღემდე უცხო სხეულივით არიან უნივერსიტეტში. აუცილებელია, მოხდეს მათი ბოლომდე ინტეგრაცია და ისინი ჩაერთონ ბსუ-ს აკადემიურ საქმიანობაში. მაგალითად, ჩვენ შემოგვიერთდა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნია უმდიდრესი ბიბლიოთეკა და იმ პირობებში, როცა უნივერსიტეტი მწვავედ განიცდის წიგნადი ფონდის პრობლემას, ეს ბიბლიოთეკა სხვენში, ტომრებში ინახება, რაც ჩემი აზრით დანაშაულია. აუცილებლად უნდა აღდგეს უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულების გამოცემა, რაც რამდენიმე წელია შეწყდა” – ამბობს რამაზ ხალვაში.
ირაკლი ბარამიძე
„ბათუმელებთან” საუბარში ბსუ-ს რექტორობის სურვილი დაადასტურა პროფესორმა ირაკლი ბარამიძემ, რომელიც უკვე ოთხი წელია რექტორის მოადგილეა სასწავლო დარგში. 2000 წლიდან გარდა აკადემიური საქმიანობისა, ბიზნესისა და სამართალმცოდნებოის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეც იყო, 2008-2010 წლებში კი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. იგი ამბობს, რომ ალეკო ბაკურიძის რექტორობის პერიოდი ძალიან წარმატებული იყო უნივერსიტეტისთვის, თუნდაც იმ მხრივ, რომ უნივერსიტეტში გარემო დასტაბილურდა: „მის მოსვლამდე უნივერსიტეტში ყოველ წელს იცვლებოდა რექტორი და ეს არასტაბილური სიტუაცია ცუდად აისახებოდა უნივერსიტეტზე. მისი მოსვლის შემდეგ ყურადღება მიექცა როგორც ორგანიზაციულ საკითხებს, ისე სასწავლო პროცესის შინაარსობრივ, ხარისხობრივ მხარეს. გამრავალფეროვნდა საგანმანათლებლო პროგრამები და უნივერსიტეტის კონტინგენტი დაახლოებით 1000 სტუდენტით გაიზარდა”.
მისივე თქმით, ყურადღებას მოითხოვს სასწავლო პროცესის სრულყოფა, კერძოდ განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით: „ორგანიზაციული თვალსაზრისით უნივერსიტეტს შესაძლოა პრობლემა არ ჰქონდეს, მაგრამ ყურადღება იქნება მისაქცევი განათლების ხარისხის ამაღლებაზე, რაც მუდმივი პროცესია. ამ მიმართულებით შევეცდებით უნივერსიტეტში მოვიზიდოთ ახალი კადრები და ხელი შევუწყოთ არსებული კადრების პროფესიულ ზრდას. აუცილებელია საგანმანათლებლო მატერიალური რესურსების გამრავალფეროვნება, იქნება ეს ტექნიკური რესურსი თუ წიგნადი ფონდი ბიბლიოთეკაში”.
ირაკლი ბარამიძის თქმით, წელს უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეაბილიტირებული შეხვდება, რისთვისაც ფინანსები უკვე გამოყო საქართველოს განათლების სამინისტრომ.
ამ ეტაპზე უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა მხოლოდ რამაზ ხალვაშს აქვს, თუმცა მისივე თქმით, განაცხადის შეტანამდე გეგმა ისევ დახვეწის პროცესშია.
ირაკლი ბარამიძე კი ამბობს, რომ რექტორის გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ მოულოდნელი იყო მისთვის, ამიტომ საკუთარ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია: ”მე, როგორც რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ჩახედული ვარ მიმდინარე პროცესებში და, რა თქმა უნდა, მაქვს საკუთარი შეხედულებები ყველა საკითხზე, უბრალოდ, ჯერჯერობით, არ მაქვს წერილობითი სახით”.
მარინა გიორგაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა წერილობითი სახით ჯერ არც მას აქვს და იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატად დარეგისტრირდეს, მის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმა არ იქნება ერთპიროვნული ნააზრევი.
რამაზ ხალვაშის თქმით, მიუხედავად გასულ წლებში მთავრობის მიერ ბსუ-ს რექტორის არჩევნებში ღიად ჩარევისა, წელს ეს ნაკლებად მოსალოდნელია: „2008 წელს აჭარის მთავრობა ჩაერია ბსუ-ს რექტორი არჩევნებში, ლევან ვარშალომიძემ დაიბარა აკადემიური საბჭო და პირდაპირ თქვა, რომ მხარს უჭერდნენ ალეკო ბაკურიძეს. ხელისუფელბას თავისი კანდიდატი ყოველთვის დიქტატით გაჰყავდა. ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, ვფიქრობ, ეს ნაკლებად მოსალოდნელია”.
მთავრობის მიერ ბსუ-ს რექტორის არჩევნებში ჩარევის ფაქტებს არც მარინე გიორგაძე უარყოფს: „დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ეს არ მოხდება და მჯერა, რომ აკადემიური საბჭოს წევრები ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც უნივერსიტეტისთვის იქნება სასარგებლო. წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში”.
მთავრობის გავლენას აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაზე გამორიცხავს ირაკლი ბარამიძე. ”უნივერსიტეტსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არის ნდობის მაღალი ხარისხი და არ მგონია ვინმეს სურვილი გაუჩნდეს სხვა მიმართულებით წაიყვანოს ეს პროცესი”, – ამბობს ის.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს 16 მარტს შეარჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რვა წევრი – მარინა აროშიძე, გურამ ჩაგანავა, ვაჟა ვერულიძე, მალხაზ ნაკაშიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, გული შერვაშიძე, თეიმურაზ ქიქავა და ანზორ დევაძე.
„ნული საათი“ ინოვაციური სპექტაკლია, რომელიც კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზეა აგებული.
აღნიშნული წარმოდგენა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში დაიდგა.
2013 წელს დაღუპულთა რიცხვი იყო – 48, ხოლო ტრავმირებული – 98. 2014 წელს ხანძრის შედეგად ტრავმირებული იყო 135 ადამიანი. განადგურდა 677 შენობა-ნაგებობა, ხოლო ხანძარს 82 მსხვილფეხა საქონელი ემსხვერპლა.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა რაოდენობის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, სტატისტიკა ოჯახში ძალადობის შესახებ მოიცავს მხოლოდ პირთა რაოდენობას.
აჭარის რეგიონში გასულ წელს 19 მოძალადე და 19 ოჯახში ძალადობის მსხვერპლი დაფიქსირდა (1013 წელს მოძალადეებისა და მსხვერპლის რიცხვი იყო 9). აღსანიშნავია, რომ 2014 წელს მოძალადე იყო 2 ქალი და 17 კაცი, ხოლო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 17 ქალი და 2 კაცი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, გასულ წელს, მოძალადე ქალი იყო 60, ხოლო მოძალადე მამაკაცი 690. რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობას, მათგან 742 – ქალი, ხოლო 87 კაცი იყო.
„პროექტში წერია, რომ კენჭისყრის უფლება აქვს საკრებულოს წევრს. ეს არის ადრე მოქმედი ნორმა, რომელიც გააუქმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს. ამ ნორმასთან დაკავშირებით, რომელიც გაყალბებული იყო და გააყალბა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საჩივარი შეიტანა თავის დროზე მურმან დუმბაძემ, რომელიც უჩიოდა, რომ კანონი გააყალბეს. ჩვენ, უბრალოდ, დავაბრუნეთ ძველი ნორმა, ნორმები, რაც არ არსებობს საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, ვფიქრობ, არ უნდა არსებობდეს უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს წევრისთვისაც, ორივე საკანონმდებლო ორგანოა.
რაც მთავარია, ეს კანონი კარგია ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, რადგან თუკი ოპოზიციონერი დეპუტატი მოხვდა საკრებულოში და შემდეგ ის გადაწყვეტს, რომ მიიღოს მონაწილეობა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, მაგრამ ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას, მაშინ ის რჩება საკრებულოში და აგრძელებს მუშაობას. ამაში დისკრიმინაციული არაფერია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პარტიისთვის დაწერილი, ასე გამოდის, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა, რომ საკრებულოდან თუნდაც იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ვთქვათ, გიორგი კირთაძემ იყაროს კენჭი და კონკურენტი გახდეს მათთვის. მათ მათი თანამდებობები აშფოთებთ“, – განაცხადა დავით ბაციკაძემ “ბათუმელებთან“.
ქალბატონო ეკა, რა არის თქვენი არგუმენტი პროექტის წინააღმდეგ, რატომ არ დაუჭირეთ მას მხარი?
რამდენიმე მიზეზის გამო მივეცით ხმა წინააღმდეგ მე და ჩემმა კოლეგებმა. მე, პირადად, საკუთარი გამოცდილებით ვსაუბრობდი. როდესაც ადამიანი იმყოფება ერთ წარმომადგენლობით ორგანოში და აქვს იმის გარანტია, რომ თუ არ მოხვდა მეორეში, ამ თანამდებობას შეინარჩუნებს, ჩემი აზრით, მას ამ შემთხვევაში ნაკლები მოტივაცია აქვს იმისთვის, რომ იბრძოლოს და სრულფასოვნად ჩაერთოს ამ პროცესებში. ამავე დროს, მას უნარჩუნდება ადმინისატრაციული რესურსის გამოყენების საშუალება და შესაბამისად, არათანაბარ პირობებშია თავის კონკურენტთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება არ არის ცნობილი სახე და არა აქვს წვდომა იგივე საჯარო სამსახურებთან.
როდესაც იღებ პასუხისმგებლობას, გადაინაცვლო ერთი წარმომადგენლობითი ორგანოდან მეორეში, უნდა გაათვიცნობიერო რისკ-ფატორები, შეიძლება ვერ მოხვდე, მაგრამ ეს რისკი შეგნებულად უნდა გასწიო. მე, პირადად, ასე მოვიქეცი. ძალიან კარგად ვაცნობიერებდი იმ მდგომარეობას, რომ ჩვენი გუნდისთვის არ იყო სახარბიელო განწყობა საზოგადოებაში და სერიოზული რისკი იყო, რომ ვერ მოვხვდებოდი წარმომადგენლობით ორგანოში, თუმცა მე მორალურად მზად ვიყავი ამისთვის.
თქვენმა ფრაქციამ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს ცვლილება მოარგეს კონკრეტულ პირებს. მაინც ვის უნდა საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში გადასვლა?
ამ ბოლო დროს გააქტიურდა საუბრები ვადამდელი არჩევნების შესახებ, ამ ინფორმაციას მმართველი გუნდი ავრცელებს კულუარულად. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ერთი წარმომადგენლობითი ორგანოდან სახეები წარმოადგინონ უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლობით ორგანოში, რომ მოხდეს ხალხის გადანაცვლება ერთი უწყებიდან მეორეში.
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, კონკრეტულ პირებზე მაინც, ვინ გეგმავს საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კენჭისყრას?
კონკრეტულ პირებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ინიცირება ეკუთვნოდა „ქართულ ოცნებას“ და, შესაბამისად, ეს გეგმებიც მათ გააჩნიათ.
ინიცირების ავტორებს რა არგუმენტები აქვთ, რით დაასაბუთეს კანონის მიღების აუცილებლობა?
უმრავლესობიდან ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ ისიც აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიებებას. ეს იქნება კანონპროექტი, რომელიც დააკმაყოფილებს ამა თუ იმ პოლიტიკოსის ამბიციებს, რომ გადაინაცვლოს უფრო მაღალი რანგის წარმომადგენლობით ორგანოში და, შესაბამისად, მათი მთავრი არგუმენტი იყო ეს.
„გომარდულის“ მფლობელების საბანკო ანგარიშებს სახელმწიფომ ინკასო გასულ წელს დაადო, მათ სახელმწიფოს ვალი აქვთ. აქციონერებმა გრძელვადიანი კრედიტის გამოყოფის თხოვნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართეს. სააქციო საზოგადოების ერთ-ერთი მფლობელი რამაზ მსახურაძე ამბობს, რომ „პასუხი ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ დახმარების იმედი აქვთ“.
კოტეჯების გარდა სამთო-სათხილამურო კურორტ გომარდულზე დამსვენებელს საკუთარ პროდუქტს სთავაზობს ადგილობრივი მოსახლეობაც. ტურისტების სიმცირეზე ისინიც საუბრობენ. მათი თქმით, დამსვენებლის კლების ერთ-ერთი მიზეზი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.
„ჩვენ უფრო კარგი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ გაგვიცრუვდა, გზა ვერ გაკეთდა, შუქიც არ გვაქვს, ქარი გაიქროლებს და გაითიშება. ვის უნდა ჩაბნელებული სოფელი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აისახა დამსვენებელზეც. გზა დროულად არ გაწმინდეს თოვლისგან, მარშუტკა ჯაჭვებით გადაადგილდება. წელს, სეზონზე მხოლოდ ხუთი დამსვენებელი მყავდა, შარშან ბევრი იყო, კოტეჯებშიც დადიოდნენ ტურისტები და ოჯახებშიც. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, თორემ სხვანაირად არაფერი გვეშველება“, – ამბობს გომარდულელი ფატი ნაკაშიძე.
იმის მიუხედავად, რომ პროექტი „გომარდული“ პრაქტიკულად ჩავარდა, აჭარის მთაში კიდევ ერთი სამთო კურორტის გახსნა იგეგმება. ამ კურორტების მომავალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი ასე ხედავს: „მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობამ გააცნობიერა გომარდულის პრობლემა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს გზების ძიება, რომელიც ყადაღის მოხსნამდე მიგვიყვანს. თუმცა, გამიჭირდება პროგნოზი, როდის შეძლებს კოტეჯები დამსვენებლის მიღებას. სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ კი 2015 წელს გაიხსნება, სამუშაოები მიმდინარეობს და ის აჭარაში ყველაზე პერსპექტიული კურორტია, იქედან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტი განთავსების ადგილი, სასრიალო ტრასა და ინფრასტრუქტურა გააჩნია“.
ტურისტების არარსებობზე საუბრობენ სოფელ ნიგაზეულშიც, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროები არასამთავრობო ორგანიზაცია CHF-ის ხელშეწყობითა და USAID-ის დაფინანსებით 2007 წელს მოეწყო.
ნიგაზეულში ოთხი გესთჰაუსია: „მწვანე სახლი“, „იმედი“, „ავთო“ და „ქვემოურები“. გესთჰაუსების მფლობელები ამბობენ, რომ მათი საოჯახო სასტუმროები მომგებიანი არ არის. ისინი ტურისტების შემცირებას ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ხსნიან.
მალხაზ ხიმშიაშვილმა საოჯახო ტიპის სასტუმრო – „ავთო“ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით რვა წლის წინ იმ იმედით მოაწყო, რომ ოჯახს შემოსავალი გაუჩნდებოდა. სახლის მეორე სართულზე დამსვენებლისთვის სპეციალურად მისაღები ოთახი, საძინებლები და სველი წერტილები გააკეთა, ავეჯით აღჭურვა. მალხაზი ამბობს, რომ ბოლო ერთი წელია დამსვენებელი არ ჰყოლია.
„სელიმობასთან დაკავშირებით სოფელში ამოსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ისტორიულ სოფელში საოჯახო სასტუმროები მოეწყო. პროექტი გაგვაცნო და შერჩეული ოთხი ოჯახი დაგვაფინანსა – მე 4800 დოლარი გამომიყო. იმ თანხით სახლის მეორე სართულზე ვიზიტორებისთვის სამი საძინებელი, მისაღები ოთახი და სველი წერტილები მოვაწყე. მართალია, არც მაშინ იყო ბევრი დამსვენებელი, მაგრამ ახლა სულ არავინ მოდის, ერთი წელია ტურისტი არ მყოლია. ყველაფერი ძვირდება, ალბათ, ესეც არის ამის მიზეზი“, – ამბობს მალხაზი.
მალხაზის მსგავსად ერთი წელია დამსვენებელს ელის „ქვემოურების“ მასპინძელი, 76 წლის შუშანა ხიმშიაშვილი. ხიმშიაშვილებმა დამსვენებლისთვის ეზოში ფანჩატური მოაწყეს და ხარჯის შემცირების მიზნით აივანზე მზის გამაცხელებელიც კი დააყენეს.
„ამერიკელი დამსვენებელიც გვყავდა, ინგლისელი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც, უფრო ხშირად ზაფხულში მოდიოდნენ ახალგახსნილზე, მაგრამ წელს არავინ მოსულა. უცხოელებს აჭარული „ბორანო“ ძალიან მოსწონდათ. ჩვენებური საჭმლის მომზადება რომ ესწავლათ, ხშირად გვეხმარებოდნენ მომზადებაში“, – გვიამბობს ქალბატონი შუშანა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ტურისტის მოსაზიდად მათი დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს. მისივე განცხადებით, დეპარტამენტმა 2015-2018 წლების ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა. თუმცა, ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ინფრასტრუქტურასა და ტურისტული მეურნეობების რეკლამირებას უჭირავს. დეპარტამენტი კი მხოლოდ ნაკლებბიუჯეტიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
„სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია რას ვაპირებთ, რა უნდა გაკეთდეს ტურიზმის განვითარებისთვის აჭარის მთიან ნაწილში და არაურბანული ტიპის დასახლებაში, ძირითადად, ფრინველებზე დაკვირვებასა და ღვინის ტურიზმს ვავითარებთ, ვახდენთ პოტენციური მარშრუტების მარკირებას, რომელიც კიდევ უფრო მეტი ტურისტული სერვისის შესაძლებლობას აძლევს სოფლად არსებულ მეურნეობებს. მარკირება როგორც ელექტრონულად, ასევე ფიზიკურად ხდება. აჭარის მთიანეთში 10 მარკირებული მარშრუტი გვაქვს, მომავალში კიდევ 5 ახალი მარშრუტი შეიქმნება.
სოფლად არსებული ტურისტული მეურნეობები შეგვაქვს ბროშურაში. ყველა ის ბროშურა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხდება იმ სარეკლამო კამპანიაში, რომელსაც სამიზნე ქვეყნებში ვაწარმოებთ: 25 საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, შესაბამისად, ეს მასალები საერთაშორისო გამოფენაზე ვრცელდება. ამასთან, სოფლად არსებული მეურნეობების წარმომადგენლებს ვასწავლით როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი და მოემსახურონ ტურისტს“.
მაგრამ, მამუკა ბერძენიშვილის თქმით, ეს საკმარისი არ არის: „შეუსაბამო ინფრასტრუქტურა, იგივე სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა, ასევე გზების მდგომარეობა აისახება ტურიზმზე. მხოლოდ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაო საკმარისი არ არის ტურიზმის განვითარებისთვის, ამ კუთხით სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს, მტირალას პარკამდე მისასვლელი გზა შენდება, რაც შედეგს გამოიღებს და უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება, ვიდრე გასულ წელს ჰყავდა. ასევე კეთდება გოდერძის უღელტეხილთან მისასვლელი გზა“.
ნიგაზეულის გესთჰაუსების შესახებ კი მამუკა ბერძენიშვილი ამბობს: „გესთჰაუზები ნიგაზეულში 2007 წელს გაიხსნა, მაგრამ მათი პოპულარიზაცია 2012 წელს დაიწყო, მანამდე გესთჰაუზების განვითარებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები არ არსებობდა, 4-5 წელი სჭირდება, შედეგს რომ მივაღწიოთ“.
ბოლო პერიოდში იგი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო. გუგული დუაძე უსკოში მალხაზ კალანდაძეს ჩაანაცვლებს, რომელსაც უსკოს წევრობის უფლებამოსილების ვადა გაუვიდა.
ბათუმში ყველაზე მეტი, 2100 მოსწავლე #1 საჯარო სკოლაში სწავლობს, ყველაზე ნაკლები – 57 მოსწავლე კი, #31 სკოლაში, რომელიც ექვსკლასიანია.
ხელვაჩაურის ყველაზე დიდი სკოლა #1 სკოლაა, სადაც 702 მოსწავლე სწავლობს, ყველაზე პატარა კი გორას საჯარო სკოლაა, სადაც 24 მოსწავლე იღებს განათლებას.
ქედაში ყველაზე მეტი მოსწავლე დაბა ქედის საჯარო სკოლაშია, სულ 450 მოსწავლე, ყველაზე ნაკლები, 8 მოსწავლე კი აქუცის საჯარო სკოლაში (ექვსკლასიანი) სწავლობს.
შუახევის სკოლებიდან ყველაზე მეტი მოსწავლე სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაშია (139 მოსწავლე), ყველაზე ნაკლები კი ჟანივრის სკოლაში – 9 მოსწავლე სწავლობს.
ხულოში ყველაზე მეტი მოსწავლე დაბა ხულოს საჯარო სკოლას (308 მოსწავლე) ჰყავს, ყველაზე ნაკლები კი, ტაბახმელას საჯარო სკოლას (12 მოსწავლე).
ქობულეთის რესურსცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში ყველაზე მეტი მოსწავლე ჩაქვის #1 სკოლაში (988 მოსწავლე), ყველაზე ნაკლები მოსწავლე კი სოფელ აჭის საჯარო სკოლაში სწავლობს (26 მოსწავლე).
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, გურჯაანის რაიონული სამმართველოს და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დიმა ხაჩიაშვილი პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმა ხაჩიაშვილმა გურჯაანში, სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ გელა კ-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიმა ხაჩიაშვილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში სოფელ ველისციხეშივე დააკავეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 2 თებერვალს დიმა ხაჩიაშვილს, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. სამართალდამცავებმა იგი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიება დიმა ხაჩიაშვილის მიმართ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით).
ხოლო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების მიმართ, რომლებიც დაკავებულის ბადრაგირებას ახდენდნენ, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით).
მემორიალური დაფის, ობელისკისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, ბათუმის მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა. საკრებულოში წარდგენილ მიმართვას თან უნდა ერთვოდეს: მიმართვის ავტორის მოტივაცია და დასაბუთება;
ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენისა თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ; ინფორმაცია მემორიალური დაფის, ობელისკისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების ადგილის შესახებ.
საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „მიზანი მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხების შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგებაა. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი უნდა იყოს შინაარსობრივად მიზანშეწონილი, ვიზუალურად დახვეწილი და გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის სხვა ფასეულობებიდან.
ამავე დადგენილებით თვალსაჩინო ისტორიული პიროვნებების, ეროვნული გმირების, მწერლების, გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეების, ან და ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნებების სახელის ხსოვნისა და უკვდავყოფის ან ისტორიული მოვლენის ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით ქანდაკების განთავსება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი პიროვნების გარდაცვალებიდან (ან/და შესაბამისი ისტორიული მოვლენის, ფაქტის დადგომიდან) 25 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, 25 წლის გასვლამდე, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით.
ქანდაკების ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი ქართულ ენასთან ერთად შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.
საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქანდაკების განთავსების საკითხი, საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით, შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
ქანდაკების განთავსება შეიძლება განხორციელდეს ბათუმის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ქ.ბათუმის თვითმმართველობის მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრებით. ქანდაკების დაფინანსება ნებაყოფლობითობის პრინციპის საფუძველზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.
ბობოყვათში ბაღის სამშენებლო სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და გამგებლის მოადგილემ რატი მეგრელიძემ დაათვალიერეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა, ამ ეტაპისთვის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყობა საძინებელი და გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ობიექტი ინვენტარით აღიჭურვება, ასევე კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.
საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ემ ტე ემი“ აწარმოებს. სამუშაოები მარტის თვეში დასრულდება.
მუსტაფა ბესიკჩის ბრალად ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 86/1, 86/3-e, 87/1-d, 62 და 53/1-a, b, d, e, c მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ითვალისწინებს სხეულის დაზიანებას ცივი იარაღის გამოყენებით. 2009 წლის 2 სექტემბერს ქალაქ რიზეში მუსტაფა ბესიკჩიმ დანის გამოყენებით მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა თურქეთის მოქალაქე თუნჩაი იენიგუნს.
შს სამინისტროს ცნობით ამ დროისთვის მუსტაფა ბესიკჩი დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.
აბულაძეების ორსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათი შემოსავალი საარსებო შემწეობა და ემინეს ქმრის – ედნარ აბულაძის ავადმყოფობის (მეორე ჯგუფი) პენსიაა. ემინე აბულაძე ყოველდღიურად ერთჯერადად ხულოს უფასო მუნიციპალურ სასადილოში იკვებება, მისი ქმარი ედნარი კი სადილს ვერ იღებს.
„ჩემი ქმარი ავადმყოფია, პენსია აქვს, მაგრამ რამდენიმე თვე ვერ ავიღებ, კრედიტი მაქვს გამოტანილი. სასადილოს გახსნის დღიდან უფასო სასადილოში მხოლოდ მე ვიკვებები. გამგეობას ვთხოვე ჩემი ქმარიც ჩაერთოთ და სადილი უფასოდ მიეცათ, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ ჩასვეს“, – ამბობს ემინე.
ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი მევლუდ წულუკიძე კი საპირისპიროს, ანუ იმას ამტკიცებს, რომ უფასო სადილის მოთხოვნაზე მოქალაქეებს უარს არ ეუბნებიან და ყველას სთავაზობენ სადილს, თუ პირი პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს – ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აჭარბებს.
„უფასო სადილის მიღებაზე უარი არავისთვის გვითქვამს. მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარები ძირითადად დაბის მცხოვრებლები არიან, 40 ბენეფიციარი გვყავს. ქალბატონ ემინეს ქმრის კვებასთან დაკავშირებით ჩვენთვის არ მოუმართავს, თუ მოგვმართავს, ჩავსვამთ პროგრამაში“, – ამბობს მევლუდ წულუკიძე.
ხულოს უფასო სასადილოსთან შედარებით 13-ით ნაკლები ბენეფიციარი ჰყავს ქედის მუნიციპალურ სასადილოს. მიუხედავად იმისა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ სოციალურად დაუცველ ოჯახთა უფასო სასადილოს პროგრამაში მოსარგებლეთა ასაკი გაწერილი არ არის, უფასო სადილით აქ მხოლოდ 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები სარგებლობენ. ქედის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციარი ნაზი ჯაბნიძე ამბობს, რომ შვილიშვილისთვის უფასო სადილი ითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ნაზის თქმით, უარის მიზეზი ბავშვის ასაკია.
„შვილიშვილი მე-6 კლასშია, ვითხოვე მისთვისაც მიეცათ საჭმელი, მაგრამ მითხრეს პატარაა და არ შეიძლებაო. ოჯახიდან მე დავდივარ მხოლოდ, ჩემი გოგო დამლაგებლად მუშაობს, 100 ლარი აქვს ხელფასი. ნეტა რომ ვთხოვო, მას არ ჩასვამენ?“ – აინტერესებს ნაზის. ქედაში მუნიციპალურ სასადილოს 26 ბენეფიციარი ჰყავს, უფასო სადილს აქ, ძირითადად, ოჯახის ერთი ან ორი წევრი იღებს. მოსარგებლეები ამბობენ, რომ კარგი იქნება, თუ მათი ოჯახის სხვა წევრებიც ჩაერთვებიან პროგრამაში. თუმცა, აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ განცხადებით ამის თაობაზე გამგეობისთვის არ მიუმართავთ, რადგან იციან, რომ ოჯახის ყველა წევრი ვერ ჩაერთვება პროგრამაში. „ოჯახიდან მარტო მე დავდივარ, ოჯახის სხვა წევრებიც რომ სადილობდნენ კარგი იქნება. არავის უთქვამს, რომ შეიძლებოდა მათაც აქ ესადილათ“, – ამბობს ჯემალ ბასილაძე.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით თედორაძის ინფორმაციით, უფასო სადილს სოციალურად დაუცველი ყველა ის მოქალაქე იღებს, ვინც მოითხოვა და დასძენს, რომ დამატებით კიდევ ერთი ბენეფიციარის მიღების უფლება აქვთ. „პროგრამას იმის მიხედვით ვადგენთ, რამდენი მოქალაქეც მოგვმართავს სადილის მოთხოვნით. 26-მა ბენეფიციარმა მოგვმართა და პროგრამა 26 მოსარგებლეზე შევიმუშავეთ, მათგან ერთი მოსარგებლე საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა და დამატებით ერთი მოქალაქის ჩართვა შეგვიძლია. აქვე აღვნიშნავ, ვინც მოგვმართა განცხადებით ყველა მივიღეთ, არსად არ წერია, რომ ოჯახიდან ერთმა ან ორმა უნდა მიიღოს სადილი, პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია ოჯახი სოციალურად დაუცველი იყოს, არ არის გათვლილი ასაკობრივი ზღვარი. უბრალოდ, ბავშვებს პროგრამაში არ ვრთავთ“, – ამბობს დავით თედორაძე.
ასაკობრივი ზღვარი არც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემუშავებულ პროგრამაშია, თუმცა აქ ქედისგან განსხვავებით, როგორც გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ამბობს, უფასო სადილს სამი მოსწავლე იღებს. მისი თქმით, პროგრამაში მხოლოდ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს იმის გამო ვერ იღებენ, რომ ექვს წლამდე ბავშვს სპეციალური საკვები სჭირდება. „უფასო სადილის მიღების მოთხოვნით, ძირითადად, დაბიდან და ახლოს მდებარე სოფლებიდან მოგვმართავენ. პროგრამაში მიმღებ ბენეფიციართა ასაკობრივი ზღვარი არ გვაქვს გათვალისწინებული, თუმცა თუ ბავშვი სკოლამდელი ასაკისაა, მას ვერ მივიღებთ, რადგან სპეციალური საკვები სჭირდება. 42 მოსარგებლე გვყავს, აქედან სამი სკოლის მოსწავლეა, ვინც მოგვმართა, მივიღეთ. თუ იქნება თხოვნა სადილის მიღებაზე, შეგვიძლია მივიღოთ დამატებით, რადგან ტენდერის ხარჯზე 13 000 ლარის ეკონომია დაგვრჩა“, – განაცხადა ზაზა ზოიძემ.
ქედის, ხულოსა და შუახევის უფასო მუნიციპალურ სასადილოებში თითქმის ერთნაირი მენიუ აქვთ. ბორშჩი საქონლის ხორცით, ბრინჯის ტკბილი ფაფა, წვნიანი ხორცის გუფთებით, მოხარშული ვერმიშელი წვნიანი ბარდით, ხარჩო, მაკარონის ფაფა, ხაშლამა, მანიქაში, მაკარონი – ეს იმ კერძების ჩამონათვალია, რასაც აჭარის მაღალმთიანეთში სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთი, ორი, ან მაქსიმუმ სამი წევრი იღებს.
მაგრამ არსებობს სხვა ტიპის სხვაობა, მაგალითად, თუ ხულოში ერთ ბენეფიციარს 200 გრამ პურს სთავაზობენ, ქედაში ოდენობა 30 გრამით გაზრდილია. პურის მიწოდებაში ყველაზე გულუხვი შუახევის მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა, შუახევის უფასო სასადილოში ერთ ბენეფიციარზე 250 გრამი პურია გათვლილი. ზემოთ ჩამოთვლილი კერძების გარდა, ბენეფიციარებისთვის კვირაში ერთხელ თევზია გათვალისწინებული. გარდა თევზისა, კვირაში ერთხელ იღებენ ერთ კვერცხს ქედისა და შუახევის უფასო სასადილოს ბენეფიციარები, ხულოს უფასო სასადილოს მენიუში კვერცხი გათვლილი არ არის.
ქედის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს ბენეფიციარი ჯემალ ბასილაძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ მაინც ვაშლს, ან სხვა ხილს და ლიმონათს შეიტანენ მენიუში.
დავით თედორაძე მენიუსთან დაკავშირებით განმარტავს: „ეს მენიუ 2005 წლიდან მოდის, მას შემდეგ ცოტა გავაუმჯობესეთ. მენიუ ინდივიდუალურია, ვერ იქნება ყველა მუნიციპალიტეტისთვის ერთნაირი, ზოგი მეტს ხარჯავს, ზოგი – ნაკლებს. ერთგან თუ პური მეტია, სხვა რამე იქნება ნაკლები“.
ბატონო ალესანდრე, არჩილ ხაბაძის განკარგულებით მთავრობამ ისევ გაიზარდა ხელფასი. როგორია თქვენი, როგორც ბიუჯეტის მთავარი მაკონტროლებლის შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით?
აჭარის მთავრობას ჩვენ ვუმტკიცებთ ბიუჯეტს, ამ ბიუჯეტში გაწერილია მათი სახელფასო ფონდი. ისინი ამ სახელფასო ფონდიდან გარეთ ვერ გავლენ. ამას აუდიტის სამსახურიც აკონტროლებს. თუმცა, მე ჯერ ეს განკარგულება არ მინახავს. თქვენ ამბობთ, რომ ეს ერთჯერადი დანამატი არ არის?
დიახ, 21 იანვარს გამოსცა არჩილ ხაბაძემ განკარგულება და დანამატი ერთჯერადი არ არის…
ჩვენ ველოდებით კანონს, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა, რომლითაც უნდა დარეგულირდეს პრემიებისა და დანამატის საკითხი. ეს იქნება კანონი, რომელიც დაარეგულირებს რა არის დანამატი, რა არის ხელფასი და რა არის პრემია.
ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, დაახლოებით როდის განიხილავს ამ საკითხს პარლამენტი?
არა, ეს უკვე არ არის ჩვენი პრეროგატივა.
ამავე განკარგულების მიხედვით, მაღალი რანგის მოხელეებს დაემატებათ ხელფასის 75 პროცენტი, ხოლო სპეციალისტებს 40-პროცენტიანი დანამატი ექნებათ. ამაზე რას ფიქრობთ?
მაღალი რანგის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, რომ კონკურენცია გაუწიოს კერძო სტრუქტურებს. წარმოიდგინეთ, თუნდაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობენ ხელმძღვანელები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით მიიღებს ნებისმიერი ბანკი ან სხვა კერძო კომპანია. ჩემი აზრით, საჯარო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი.
როდესაც ახალმა მთავრობამ გააგრძელა წინა მთავრობის პოლიტიკა პრემიებთან დაკავშირებით, ისინი განმარტავდნენ, რომ პრემიები აუცილებელია, რადგან ამან უნდა შეუვსოს დანაკლისი დაბალი რანგის სპეციალისტებს, რადგან მათ დაბალი ხელფასები აქვთ. თუმცა, ამ გადაწყვეტილებაში ეს არ ასახულა.
მთავრობის დადგენილებით არსებობს შკალა, ეს იყო პრეზიდენტის ბრძანებულება და მთავრობაზე გადმოვიდა. ეს შკალა აწესებს ზედა ზღვარს, რომლის ზევითაც ხელფასს ვერ დაუნიშნავენ ვერც მაღალი და ვერც დაბალი რანგის საჯარო მოხელეს.
მედეა ვასაძის კოალიციიდან წასვლის შემდეგ არსებითად რა შეიცვლება უმაღლესი საბჭოს მუშაობაში?
თეორიულად არის შესაძლებელი, რომ დარჩენილი 11 ხმით, რაც აღარ არის უმრავლესობის ხმები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადააყენო, თეორიულად არის შესაძლებელი, რომ გადააყენო თავმჯდომარის მოადგილე და ასევე უმაღლეს საბჭოში კომისიის თავმჯდომარეები. ასევე შესაძლებელია ყველა კანონის იმ რეგულაციით გატანა, რომელიც მოუნდება მმართველი გუნდის გარეთ დარჩენილ 11 დეპუტატს. მარტივად რომ გითხრათ, ეს ნიშნავს იმას, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოზე კონტროლი „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა. ის აღარ ფლობს დეპუტატების სიითი უმრავლესობის ნახევარზე მეტს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად მოსალოდნელია პოლიტიკური კრიზისი?
პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. უბრალოდ, პოლიტიკურად ეს ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც „ქართული ოცნების“ დანაშაული, რადგან ის არაადეკვატურად აღიქვამს პრობლემებს: სოციალურ პრობლემებს სჭირდება სოციალური პასუხები, ეკონომიკურ პრობლემებს სჭირდება ეკონომიკური პასუხები და პოლიტიკურ პრობლემებს სჭირდება პოლიტიკური პასუხები. „ქართული ოცნება“ ამ სამივე ნაწილში ძალიან მოიკოჭლებს, შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ დეპუტაციის დიდი ნაწილი, უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აღარ არის აჭარის უმაღლეს საბჭოში.
მაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ რამდენიმე დეპუტატი აპირებს დატოვოს აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ დეპუტატების რიგები.
ვინ აპირებს?
ამაზე თვითონ გააკეთებენ კომენტარს.
მე როგორც მახსოვს, ამაზე ერთხელ ისაუბრა დეპუტატმა ჯემალ ფუტკარაძემ, ასევე ითქვა, რომ ეს შეიძლება იყოს ალექსანდრე ჩიტიშვილი…
მე კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ერთი და ორი დეპუტატი. არის მეტი…
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ ართმევდა და ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ისევე როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, მან არ იცის როგორი მიდგომა და მეთოდოლოგიაა საჭირო დეპუტაციასთან მუშაობის დროს. ეს ხალხი ძალიან გაუაზრებელ ნაბიჯებს დგამდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები.
ხომ არ ყოფილა „თავისუფალ დემოკრატებთან“ კონსულტაციები, ვთქვათ, თავმჯდომარის გადაყენებაზე?
არა. ჯერჯერობით ასეთი კონსულტაციები არ გამართულა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ალტერნატივა, როგორი იქნება კონფიგურაცია.
ამ ეტაპზე ყველაზე წარმომადგენლობითი დეპუტაცია ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ თავმჯდომარეც ამ პარტიის წარმომადგენელი გახდეს. თქვენ დაუჭერთ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს თავმჯდომარის თანამდებობაზე?
„თავისუფალი დემოკრატები“ არ დავუჭერთ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატურას თავმჯდომარის თანამდებობაზე. 1-ელი ოქტომბრის მთავარი შეკვეთა რაც იყო მოსახლეობის მხრიდან, იყოს ის, რომ შეგვეცვალა „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენ ისინი შევცვალეთ. შესაბამისად, ეს გამოვა 1-ელი ოქტომბრის იდეალების ღალატი. მე, პირადად, როგორც ერთი დეპუტატი, ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ამის თაობაზე სხვა დეპუტატების შეხედულებაც ვიცი და ჩვენ პრაქტიკულად ერთი და იგივე აზრი გვაქვს.
თქვენ კრიტიკას არ იშურებთ ავთანდილ ბერიძის მიმართ. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ, როგორც ერთი დეპუტატი, ემხრობით თანამდებობიდან მის გადაყენებას?
ჯერჯერობით, სიმართლე გითხრათ, ჩვენს პარტიის გამგეობის შეკრებაზე ამაზე არ გვისაუბრია. თუ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, აჭარის ამომრჩეველს საჯაროდ მოვახსენებთ. ეს არის აჭარის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და, შესაბამისად, ასე მარტივად პასუხი გამიჭირდება.
უმაღლეს საბჭოს უმთავრესი ფუნქცია არის ბიუჯეტის დამტკიცება და წელს ეს უკვე გააკეთა. მაგრამ გაზაფხულზე, ალბათ, შემოვა ბიუჯეტი კორექტირებისთვის. შეძლებს კი უმაღლესი საბჭო ბიუჯეტის კორექტირებას?
„თავისუფალ დემოკრატებს“ არ გვაქვს იმის ამოცანა, რომ ხელოვნურად გავართულოთ ისედაც ძალიან რთული პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში – ხელოვნურად ამის გამოწვევას არ ვაპირებთ. ჩვენ ყოველთვის მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც იმ კონკრეტულ სიტუაციაში იქნება აჭარის რეგიონის ინტერესებში.
თათია და ნინო მე-11 კლასელები არიან, ბათუმის #1 საჯარო სკოლაში, ერთ კლასში სწავლობენ. ისინი კონკურსში ერთად მონაწილეობდნენ, გუნდ „ხოჭოების“ სახელით. თათია ამბობს, რომ გუნდს სახელი „ბიტლზების“ გავლენით უწოდეს. თათია და ნინო „თავისუფალ ჟურნალისტთა“ სახლის წევრები და აქტივისტები არიან.
განათლების სამინისტროს ცნობით, კონკურსი – „მე-ომბუდსმენი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის – „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ – დაფინანსებით წელს მეხუთედ გაიმართა. პირველ ტურში რეგისტრაცია 500–მდე გუნდმა გაიარა. მეორე რაუნდში 35 გუნდი – 70 მოსწავლე გადავიდა, ხოლო მესამე, საფინალო რაუნდში 17 გუნდი, 34 მოსწავლე გავიდა. ფინალური რაუნდის ნაშრომები სამი დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.
კონკურსში – „მე-ომბუდსმენი 2014“ პირველი ადგილი თათია ბოლქვაძემ და ნინო ბერიძემ დაიკავეს (გუნდი „ხოჭოები“); მეორე ადგილზე გავიდნენ ლუკა აშხატოევი და მარიამ გოგიჩაიშვილი, თბილისის #36 საჯარო სკოლის მოსწავლეები (გუნდი „Libertasi“); ხოლო მესამე ადგილი ხაშურის #9 საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ ნოზაძესა და ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეს თამარ კახოიძეს ერგოთ (გუდი „Mex.“).
პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს ლეპტოპები, მეორე ადგილზე გასულებმა -პლანშეტური კომპიუტერები და მესამე ადგილზე გასულებმა – მინიპლანშეტური კომპიუტერები. საჩუქარი გადაეცა ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლეს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩემი ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და მე ჩემი სიცოცხლის ბოლომდე შევინარჩუნებ პატივისცემას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეეჩერებინა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ, მე მაქვს სურვილი გავემიჯნო იმ პროცესებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აჭარის არ რესპუბლიკის მთავრობასა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. გამომდინარე აქედან, მე ვტოვებ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“, რომლის თანადამფუძნებელიც გახლავართ, რაც ნიშნავს იმას, რომ მე ამ პოლიტიკური გაერთიანების მშენებლობაში მაქვს წვლილი შეტანილი და ვტოვებ ძალიან მაღალ პარტიულ თანამდებობას, – სარევიზიო კომისიის წევრობას, რომელიც თავის დროზე ყრილობაზე გადაწყდა კენჭისყრით. შესაბამისად, მე ვტოვებ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“.
მედეა ვასაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას, რადგან მისი განცხადებით, ეს თანამდებობა ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატს უნდა ეკავოს.
„ამავდროულად, არის საკითხები, რომლებიც არის სისტემური ხასიათის და ეს არ უკავშირდება ბოლო დროს გახმაურებულ თემას სტრასბურგთან მიმართებაში. ჩემს კონკრეტულ მოსაზრებებს და ჩემი გადაწყვეტილების საფუძვლებს მოგახსენებთ ორი დღის შიგნით, რომელსაც მე გამოვაქვეყნებ უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე. მას შემდეგ რაც გამოცხადდება ჩემი გადაწყვეტილების საფუძვლები, მე გავიხსნები ყველა ტელევიზიისთვის, ყველა ჟურნალისტისთვის და სხვა ხარისხში და სხვა შესაძლებლობებში დაიწყება ჩვენი თანამშრომლობა. მე მაქვს გაცილებით იმაზე მეტი სათქმელი, რაც თქვენთვის დღემდე არის ცნობილი“.
მედეა ვასაძე ასევე აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული საქართველოს პარლამენტის წევრთან მურმან დუმბაძესთან, რომლის გუნდის წევრადაც მიიჩნეოდა ის: „მე ამ დრომდე საკუთარ თავთან ვარ მოლაპარაკებაში და როცა დავრწმუნდი, მივიღე გადაწყვეტილება. ეს საკითხი მასთან არ არის შეთანხმებული. ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოხატვის ავტონომიურობა“.
როგორც უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში აცხადებენ, მედეა ვასაძე აპირებს განცხადება გააკეთოს სტრასბურგში აჭარის დელეგაციის ვიზიტის ფორმატსა და მისი უმრავლესობაში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე.
ლამარა ჭაღალიძე რაულ ვალენბერგის ქუჩაზე, ცხრასართულიანი სახლის მეექვსე სართულზე 30 წელია ცხოვრობს და ამბობს, რომ ლიფტით არასდროს უსარგებლია: „რაც თავი მახსოვს, სულ გაფუჭებულია. გვიჭირს მოძრაობა, ხან ტვირთი გვაქვს, ხან ბავშვი ჩაგვყავს, მოხუცია, ავადმყოფია, ყველას ხომ არ შეუძლია ფეხით სიარული. მეც ვიყავი ავად და ხელით გავხდი ჩასაყვანი. ყოველ წელს გვპირდებიან, რომ ლიფტი გაკეთდება, მაგრამ არაფერი იცვლება. გარედანაც ნაფრონტალს ჰგავს შენობა, ხელს არავინ კიდებს“.
ავარიული ლიფტია ახმეტელის ხუთ ნომერში მდებარე თორმეტსართულიან კორპუსშიც, სადაც არაერთხელ გაჭედილა მოქალაქე.
„ლიფტი საშინელ მდგომარეობაშია. თვეში მინიმუმ სამ-ოთხჯერ ფუჭდება, თანხას ვიხდით ასვლაზეც და ჩამოსვლაზეც, მაგრამ მდგომარეობა არ იცვლება. ისიც არ ვიცით, ტექნიკური შემოწმება საერთოდ უტარდება თუ არა“, – გვეუბნება ამ სახლში მცხოვრები სოფიო ბერიძე.
სახლის პროექტის მიხედვით, აქ ორი ლიფტი უნდა ფუნქციონირებდეს – სატვირთო და სამგზავრო. სატვირთო რამდენიმე ათეული წელია გაუქმებულია.
„მეორეში ტვირთი კი არა, ადამიანებს გვეშინია შესვლა. რა თქმა უნდა, ხელით უნდა აზიდო ყველაფერი“, – ამბობენ აქ.
გასული წლის დეკემბერში სიცოცხლისთვის საშიში ფაქტიც დაფიქსირდა – ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ლიფტის შახტაში ჩავარდა და ფეხი დაიზიანა.
„ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, ბათუმის მაღლივ კორპუსებში 369 ლიფტია, აქედან 35 პროცენტი ამორტიზებულია (დაახლოებით 130 ლიფტი). ის ლიფტები, რომლებიც „ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, შეკეთებას აღარ ექვემდებარება, უნდა გამოიცვალოს. თუმცა, 2015 წელს ასეთი ლიფტების გამოსაცვლელად ბიუჯეტში მხოლოდ 500 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც ადმინისტრაციის განცხადებით, დაახლოებით 12 ლიფტის გამოსაცვლელად თუ იქნება საკმარისი; რემონტისთვის კი 100 ათასი ლარია გათვალისწინებული – ეს თანხა დაახლოებით 15 ლიფტის შეკეთებაზე დაიხარჯება.
რომელ კორპუსებში შეიცვლება ან შეკეთდება ლიფტები? „ბათუმის კორპუსში“ ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ. აქ ამბობენ, რომ კონკრეტული მისამართები საკითხის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.
„ბათუმის კორპუსის“ განმარტებით, რეაბილიტირებულ ლიფტებს ტექნიკური თვალსაზრისით წელიწადში ერთხელ შეამოწმებენ. ამაზე პასუხისმგებლობა კი ბინათმესაკუთრეთა „ამხანაგობებს“ ეკისრება.
სელიმის საფლავიდან ბედენის სერზე მდგარი ნიგაზეულის ციხე ჩანს. ამ ადგილს ნაბეგვარსაც ეძახიან. ექვსგოდოლიანი ციხე-გალავნის მშენებლობა მე-17 საუკუნეში სელიმ ხიმშიაშვილის მამას, აბდულ ბეგს დაუწყია. მას შემდეგ, რაც 1782 წელს აბდულ ბეგი გურიაში, აკეთთან ბრძოლაში მოკლეს, ციხის მშენებლობა სელიმმა დაასრულა. ბეგი ოსმალეთის სულთნის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ზემო აჭარას მართავდა. მამის სიკვდილის შემდეგ აჭარის მართვა სელიმმა გადაიბარა. სელიმი ზემო აჭარას სწორედ ნიგაზეულიდან მართავდა. ნიგაზეულის ციხის შუა ადგილას, იქ, სადაც ახლა საუკუნის მეჩეთია, სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის სახლი მდგარა. მისთვის ეს ყოფილა საცხოვრებელი სახლიც და სამუშაო რეზიდენციაც.
ისტორიამ მხოლოდ მშრალი ფაქტები შემოინახა სელიმ ბეგზე. ლეგენდა მის სიმამაცესა და გამბედაობაზე კი იქაურების მეხსიერებაში ცოცხლობს. სელიმი განათლებული კაცი ყოფილა, თურმე ქართულ, რუსულ, სპარსულ და თურქულ ენებზე საუბრობდა. ამბობენ, რომ მთელი ცხოვრება აჭარას მიუძღვნა და საქართველოს გამთლიანებაზე ოცნებობდა.
სელიმმა ახალციხის საფაშოდან ჯაყელები განდევნა და ახალციხის ბეგი გახდა. ეს იყო პირველი ფაქტი ისტორიაში, როცა ახალციხის საფაშო ტახტი ჯაყელების გარდა სხვამ დაიკავა. სელიმს სურდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ოსმალოთაგან დაეხსნა. საწადელის მიღწევას რუსეთთან კავშირების გაბმით ცდილობდა.
რუსეთთან გაჭიანურებულმა მოლაპარაკებამ შერიფ ჯაყელი, რომელსაც სელიმმა ახალციხის საფაშო ტახტი წაართვა, გააძლიერა. შორეულ 1809 წელს, შერიფ ჯაყელი თავს დაესხა ახალციხის საფაშოს. სელიმი დამარცხდა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია. სელიმ ბეგმა 1812 წელს კიდევ ერთხელ გაილაშქრა შერიფ ჯაყელის წინააღმდეგ და მეორედ წაართვა ახალციხის საფაშო.
„მისი ორჯერ ასვლა ახალციხის საფაშო ტახტზე, ფაქტობრივად, იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა. მაგრამ მაშინ რეალურად ვერ შეფასდა სელიმის მოღვაწეობა. 1803-1812 წლებში, სრულიად შესაძლებელი იყო ამ ტერიტორიების გამოხსნა ოტომანთა იმპერიიდან და საქართველოსთან შემოერთება. გაწირა მაშინ სელიმი რუსეთმა,“ – იხსენებს ისტორიკოსი შაქრო ხიმშიაშვილი.
სელიმის ფარული ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ და რუსეთთან კავშირის დამყარების მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა სულთნისთვის, რომელმაც სელიმს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
სელიმის სიკვდილთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, თურქეთის სულთანს, არზრუმის სერასკირს ფეჰლევან ბაბა-ფაშასთვის სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის შეპყრობა და სიკვდილით დასჯა უბრძანებია. 1815 წელს ბაბა-ფაშა ჯარით წამოსულა აჭარაში და სოფელ ნიგაზეულში სელიმის რეზიდენციას მიდგომია. სელიმი იქ არ დახვედრია, ხიხანის ციხისთვის შეუფარებია თავი. მაშინ გაბრაზებულ ბაბა-ფაშას სელიმის სახლი გადაუწვავს. ოსმალოები აჭარის სოფლებს შესევიან. ამბობენ, ხიხანის ციხეში გამაგრებულმა სელიმ ბეგმა როცა დაინახა როგორ წვავდნენ სახლებს და აწოკებდნენ ხალხს, თავის ნებით ჩაბარება გადაწყვიტა.
სელიმ ხიმშიაშვილის პორტრეტი. მხატვარი: გ. ფუტკარაძე
მეორე ლეგენდა თედო სახოკიას აქვს მოთხრობილი წიგნში – „მოგზაურობანი“. სახოკიამ აჭარის მთაში მე-19 საუკუნის ბოლოს იმოგზაურა. აი, რას წერს სელიმის შესახებ:
„ახალციხეში გაფაშების შემდეგ სელიმს რაღაც უსიამოვნება მოსვლია არტაანის ბეგ ჰამზა-ალისთან. ბეგს მისი ცოლი ავად უხსენებია. სელიმმა უთხრა თურმე: „ქალის შეურაცხყოფა კაცობა არ არის და რადგან ეს შემომკადრე, ულვაში არ მსხმია, თუკი ერთი წლის განმავლობაში თავი არ მოგჭერ და შენი ცოლები ხიხანის ციხეში არ დავისვი ცოლებადო“. სელიმს თავისი მუქარა აუსრულებია. ჰამზა-ალის მემკვიდრეები სულთანთან წასულან, წაუღიათ მისი სისხლიანი ტანსაცმელი და სელიმის საქციელი მოუხსენებიათ. სულთანმა მაჰმუდ-ურანფაშა გამოგზავნა აჭარაში ჯარით. დაუვალებია, სელიმ ფაშას თავი მოჰკვეთეო. სელიმმა სულთნის გადაწყვეტილების შესახებ როდესაც შეიტყო 400 კაცი შეკრიბა და ხიხანის ციხეში გამაგრდა. ლეგენდის თანახმად, ციხეში ერთი წლის სამყოფი სურსათ-სანოვაგე მოიმარაგეს.
მეჩეთი და მუზეუმი ნიგაზეულში
მაჰმუდ ფაშა 12-ათასიანი ჯარით ხიხანის ციხის ძირას დაბანაკებულა. ორ თვეს ცდილობდა ფაშა ციხის აღებას, მაგრამ ვერ შეძლო. ამასობაში სელიმს სულთანთან შიკრიკი გაუგზავნია – ნება მომეცი, მოვიდე და საქმის ვითარება მოგახსენოო.
სანამ სულთნის პასუხი მოვიდოდა, სელიმ ბეგს უღალატეს. თქმულების მიხედვით, სელიმის ბაირაღთარის ერთგულებას ვერცხლის სიყვარულმა სძლია და მაჰმუდ ფაშას ციხის გასაღები გადასცეს.
ერთ ღამეს, როცა სელიმს თავის ცოლ-შვილთან და ჯართან ერთად ეძინა, ციხის კარი გაიღო. მაჰმუდ ფაშამ სელიმი შეიპყრო. ამბობენ, რომ სელიმი უბრძოლველად დანებდა. ფაშასთან მისვლამდე, როცა ცოლ-შვილს ეთხოვებოდა, მათთვის უთქვამს ძვირფასეულობა მიეცათ. სასიკვდილოდ მიმავალს რად უნდოდა ოქრო, სელიმს უპასუხია: „ჯალათს უფლება აქვს მკვდრის ჯიბე გასინჯოს. რაც გამოჩნდება ყველაფერი მისი იქნება. ჯიბეებს რომ დამისინჯავს და ვერაფერს იპოვის, ხომ შემაგინებს: „ფუ ამის კაცობას, ცარიელი დანავალაო“. ჯიბეში ძვირფასი თვლები ჩაუწყვია.
„სელიმი ხიხანის ციხიდან გამოიყვანეს და სამი დღე-ღამე არ აძინეს, რომ თავის მოკვეთის დროს ტანჯვა არ ეგრძნო. აჰა, მისი მოკვლის დღეც დადგა, მაგრამ ეს არავინ იკისრა. ბოლოს, ერთი არტანუჯელი სომეხი გამოჩნდა. მისცეს ერთი ოქრო და მოჰკვეთა სელიმს თავი სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმ ადგილას, რომელსაც „სერი ყანა“ ჰქვია და სადაც გლეხები დღესაც სთესავენ პურს. მერე ეს სომეხი სელიმის შვილს არტანუჯში მოუძებნია და მოუკლავს,“ – წერს თედო სახოკია.
გადმოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც სელიმს თავი მოჰკვეთეს, მოვიდა სულთნის ფირმანი, რომლითაც ის მაჰმუდ ფაშას სელიმ ბეგის სტამბოლში ცოცხლად ჩაყვანას სთხოვდა. სელიმის ნაცვლად მაჰმუდ ფაშამ სულთანს სელიმის თავი ჩაუტანა. სულთანს უკითხავს, თუ რატომ არ გაითვალისწინა მისი ბრძანება. „სიკვდილის შემდეგ მოვიდა ფირმანიო,“ – უთქვამს მაჰმუდ ფაშას. „რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არც დაგნანდა, არც მე დამენანებიო,“ – უთქვამს სულთანს და მაჰმუდ ფაშასთვის თავი მოუკვეთია.
სელიმის თავი სტამბულშია დაკრძალული. ტანი ჯერ ხიხანის ციხესთან ახლოს, სოფელ შიგანაში დაასაფლავეს. მოგვიანებით კი სელიმის მეუღლემ, ელმასხანუმ სურმანიძემ ნიგაზეულში გადაასვენა და წყანიშურის უბანში, საგვარეულო სასაფლაოზე დამარხა.
სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმი
ნიგაზეულის ციხის გალავანში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც სელიმ ბეგის სახლი იდგა, დღეს მუზეუმია განთავსებული. როგორც მუზეუმის გამგე, ელგუჯა ხიმშიაშვილი ამბობს, დაცული ექსპონატებიდან არც ერთი არ ეკუთვნოდა სელიმ ხიმშიაშვილს. სოფელში არის ერთი სახლი, რომელშიც სელიმს ადრეული ბავშვობა აქვს გატარებული. ამ სახლში დღემდეა შემორჩენილი ორასი წლის კარი. როგორც სახლის ამჟამინდელი მფლობელი, ენვერ ხიმშიაშვილი ამბობს, სახლი ასი წლისაა და სელიმის ნასახლარზე დგას.
„მამაჩემის ბაბუამ ააშენა ეს სახლი ამ ფორმით. ადრე აქ სელიმის ოჯახი ცხოვრობდა. მერე ციხის ეზოში გადავიდნენ, ის სახლი კი დაინგრა. გადმოცემით ვიცი, რომ ეს კარი, სელიმის ძველ სახლს ჰქონდა შებმული,“ – მოგვითხრობს ენვერ ხიმშიაშვილი.
სელიმს ოთხი შვილი ჰყავდა: აბდი, ხუსეინი, ახმედი და დედე. მამის სიკვდილის შემდეგ ზოგი აჭარაში, ზოგიც სოფელ ნიგაზეულში დარჩა საცხოვრებლად, ზოგი თურქეთში წავიდა.
ნაძვი და მუხა საფლავზე
გადმოცემის თანახმად, როცა სელიმს სერი ყანაში თავს ჰკვეთდნენ, სიკვდილის წინ უთქვამს: „მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით – გურჯისტანი სამუდამოდ ოსმალოს არ შერჩება. იმის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“. შვილებმა ეს ხსოვნა შეინახეს. 1877 წელს, როცა კავკასიის ფრონტზე საომარი მოქმედებები დაიწყო, სელიმ ბეგის შვილიშვილი შერიფ ხიმშიაშვილი ჩაერთო ბრძოლაში თურქების წინააღმდეგ. 1878 წელს სან-სტეფანოს ზავით თურქეთმა აჭარა დაუთმო რუსეთს.
წყანიშურის უბანში, იქ, სადაც სელიმის საფლავია, ნაძვი და მუხა ერთმანეთსაა შეზრდილი. თქმულების მიხედვით, ეს ორი ხე ბუნების საჩუქარია. მუხა, როგორც სელიმის ძლიერების და მარადმწვანე ნაძვი, როგორც სამუდამო ხსოვნის.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შს სამინისტრო შეისწავლის. ბოლო დღეების მანძილზე აჭარაში ათამდე ხანძარი გაჩნდა. გუშინ ხანძრის შედეგად შუახევის სოფელ ჟანივრში არასრული საჯარო სკოლა დაიწვა.