ნეტგაზეთი • RU

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად შარშან 511 ადამიანი დაიღუპა

 

 

2014 წელს საქართველოში 5992 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 482 შემთხვევით მეტია 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან სიმთვრალით იყო გამოწვეული 262 ავტოსაგზაო შემთხვევა, რაც 34-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

 


ქვეყნის მასშტაბით შარშან ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 8536 ადამიანი დაზარალდა, 491-ით მეტი ვიდრე 2013 წელს; ხოლო დაიღუპა 511 ადამიანი, 3 ადამიანით ნაკლები, ვიდრე 2013 წელს.


ინფორმაციის წყარო სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.