ნეტგაზეთი • RU

ხანძარი ბათუმის ავტოსადგურთან

 

ბათუმის ავტოსადგურთან, მე-16 სკოლის მიმდებარედ, საღებავების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. 

ხანძარი ავტოსადგურთან მეხანძრეებმა ჩააქრეს

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შს სამინისტრო შეისწავლის. ბოლო დღეების მანძილზე აჭარაში ათამდე ხანძარი გაჩნდა. გუშინ ხანძრის შედეგად შუახევის სოფელ ჟანივრში არასრული საჯარო სკოლა დაიწვა.

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"