ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კალიბრის 5642 საბრძოლო ვაზნა, 10 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის 100 ხელყუმბარა, 12 გადაჭრილი თოფი, კუსტარულად დამზადებული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 19 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 8 დეტონატორი და 1,5 კგ ტროტილი – ეს იმ საბრძოლო მასალების ჩამონათვალია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მოქალაქეებმა ნებაყოფლობით ჩააბარეს.
შსს-ს განცხადებით ეს საბრძოლო მასალა მოქალაქეებმა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს. გამოძიება კი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).