ბათუმში სატვირთო მანქანები გაქურდეს

 

ფაქტი  ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე მოხდა. დილით მისულ მძღოლებს მანქანები გაქურდული დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ბრალდებული ჯერ დაკავებული არ არის.

იყიდება ორსართულიანი შენობა-ნაგებობა ძველ ბათუმში


ძველ ბათუმში იყიდება ორსართულიანი კორპუსი, შენობა-ნაგებობა აშენებულია 750-კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

ფასი: 2 მილიონი დოლარი.

 

მობ: 579 12 08 41 გოგიტა

იყიდება ბინა იაფად, ჯავახიშვილის ქუჩაზე

 

ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში, მეოთხე სართულზე იყიდება ოროთახიანი საშუალოდ გარემონტებული ბინა.

ფასი: 30 ათასი დოლარი.


მობ: 579 12 08 41 გოგიტა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მედეა ვასაძეს პასუხობს

 

„მე ვერ დავეთანხმები ამ განცხადებას. შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით დათვლილი არის 2014 წლის საინვესტიციო მოცულობა, რომელიც 265 მილიონ დოლარს შეადგენს. ვფიქრობ, ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. 2013 წელთან შედარებით 36%-იანი ზრდაა. თუ შევადარებთ 2012 წელს, არის 74 %-იანი ზრდა. ამას ასევე ნათელყოფს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაცია ცხრა თვის შესახებ, სადაც ნაჩვენებია ბიზნესაქტივობის, დასაქმებისა და გამოშვებული პროდუქციის ზრდა,“ – განაცხადა დავით ბალაძემ.

 

დავით ბალაძემ მედეა ვასაძის იმ ბრალდებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც  „საკადრო პოლიტიკაზე და ბიზნესინტერესებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ მოიპოვა გავლენა და კონტროლი“.

 

„ჩვენთან არც ერთი კონკრეტული ინვესტორი ამ მიმართულებით არ მოსულა, რომელსაც რომელიმე სპეცსამსახურის თანამშრომლები ავიწროებდნენ ან რაღაც მსგავს საკითხთან ჰქონოდათ საქმე,“ – განაცხადა დავით ბალაძემ.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მედეა ვასაძემ „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზებზე განცხადება დღეს გაავრცელა.  

 

რატომ ვერ იჭერენ მეთევზეები შავ ზღვაში თევზს

ანაკლიელი მეთევზეები

„ანაკლიაში სამუშაო არაა. ვთევზაობ რომ შემოსავალი მქონდეს. ერთ შესვლაზე  10  კილო თევზი თუ დაიჭირე კარგია. სანაპირო დაცვა უსამართლოდ გვაჯარიმებს. მაგალითად, ჯერ გვითხრეს რაცია 2016 წლამდე არაა საჭიროო, მერე ამაზე ჯარიმა დაგვიწერეს. თან არც გაფრთხილებას გვაძლევენ, არც არაფერი. პირდაპირ 300 ლარიან ჯარიმას წერენ. საიდან უნდა გადავიხადოთ ეს თანხა, ამას არავინ კითხულობს,“ – ამბობს გიგლა გაბელია.

კიდევ ერთი ანაკლიელი მეთევზე ტარიელ მელუა, სათევზაო არეალის დაუდგენელ საზღვრებზე აკეთებს აქცენტს და  ერთ შემთხვევას იხსენებს:

„ანაკლიაში ძალიან მცირე  ტერიტორია გვაქვს სათევზაოდ. იქით აფხაზეთი გვესაზღვრება, აქეთ კოლხეთის ნაკრძალი. მთავარი პრობლემა ის არის რომ საზღვარი არ არის მონიშნული. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ საზღვარს. სად არის საზღვარი, ვერ ვხვდებით. მოდიან, გვაჯარიმებენ და გვეუბნებიან ირიბად გადის ეს საზღვარიო. ნიშნულები არაა ზღვაში, მაქსიმალურად ცდილობენ რომ დაგვაჯარიმონ.  რამდენიმე დღის წინ დამაჯარიმეს ნაკრძალში შეხვედი 200 მეტრითო. გარემოს დაცვა გამოიძახეს, რომელიც ადგენს გარემოსთვის მიყენებულ ზარალს. 365 ლარი დაადგინეს ზარალი.  16 კილოგრამი ზღვის კატა მყავდა დაჭერილი. რომელსაც კილოს 2 ლარადაც  ვერ გაყიდი რომ მოინდომო,“.

შეხვედრა ანაკლიაში მეთევზეებთან

გარდა ჯარიმებისა, მეთევზეებს სხვა პრობლემებიც აქვთ. მოქმედი კანონმდებლობით, ყველა მეთევზე ვალდებულია ნავი წელიწადში ერთხელ გააფორმოს. ამისთვის კი ანაკლიიდან ბათუმში უნდა ჩამოვიდნენ. თუ მეთევზე ხის ნავს ფლობს, შეუძლია ათი დღის ვადაში უფასოდ გაიფორმოს, ხოლო დაჩქარებული წესით გაფორმებისას, 80 ლარი უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, ნავმა ცალკე უნდა გაიაროს ტექდათვალიერება, რომლის ფასი 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ანაკლიის მსგავსი პრობლემები აქვთ გრიგოლეთელ და ქობულეთელ მეთევზეებსაც.  მეთევზეები ამბობენ, რომ ხშირად არ აძლევენ  ზღვაში შესვლის ნებას.

„ხშირად ხდება ისე რომ ზღვაში არ გვიშვებენ. მაგალითად გუშინ არ შემიშვეს ზღვაში,  იმიტომ რომ ორი დღის შემდეგ ელოდებიან ქარს. ასე როგორ შეიძლება. დამრჩა ბადე ზღვაში. ის თევზი კი  გაფუჭდა,“ – ამბობს ავთანდილ წიფურია.

მეთევზეებს ძირითადად სპეციალური აღჭურვილობის არ ქონის გამო აჯარიმებენ. საუბარია სამაშველო ჟილეტზე, სპეციალურ ღამის განათებაზე, სასტვენზე და რაციაზე.  მეთევზეთა თქმით, რაცია მათთვის დამატებითი ტვირთია და ტელეფონით გაცილებით უკეთ ახერხებენ კომუნიკაციას. მეთევზეების პრობლემებს კარგად იცნობს ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ აღმასრულებელი დირექტორი რამაზ მიქელაძე. მისი ორგანიზაცია მეთევზეებს ადვოკატირებას უწევს და სამართლებრივად ეხმარება. სწორედ „ფლორა და ფაუნამ“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  მოაწყო  პრესტური, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, მეთევზეთა პრობლემებს გასცნობოდნენ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით ვაუმჯობესებთ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობასაც. მეორეს მხრივ, ვმუშაობთ იმაზე რომ არსებული კანონმდებლობა რომელიც ტენდენციურია და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური, გამოსწორდეს. ვაძლევთ რეკომენდაციებს და ვაწყობთ შეხვედრებს. საზღვაო ადმინისტრაცია ტრადიციული მეთევზეების ნაოსნობის რეგლამენტს მიუდგა როგორც სარეწაო გემების ნაოსნობისას.  ანუ ანალოგიურ ფორმატში მოიყვანა, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. რა საჭიროა 6 მეტრიან ნავზე ორი ტიპის რაცია. ეს აბსურდია. არავინ ამის დამდგმელი არაა. შესრულებაც მისი სისულელეა,“ – ამბობს ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ აღმასრულებელი დირექტორი რამაზ მიქელაძე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, რომელიც მარეგულირებელია და გამოსცემს ბრძანებებს, რომლის მიხედვითაც შემდგომ სანაპირო დაცვა მეთევზეებს აჯარიმებს, რეგულაციების აუცილებლობას ასე განმარტავენ.

„ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერება, არის აუცილებელი. რაც შეეხება მომსახურეობას, ჩვენ გავითვალისწინეთ მცირე თევზჭერით ვინ არის  დაკავებული, მათი მდგომარეობა და შევიტანეთ ცვლილებები საფასურის წესში. ათდღიანი მომსახურება მათთვის გახდა უფასო.  რაც შეეხება ხის ნავებს, არის მინიმალური მოთხოვნები უსაფრთხოებისთვის, რათა ავარიულ შემთხვევაში მოხდეს მათთან კომუნიკაცია. ე.წ. სამაშველო ჟილეტზე განათება საჭიროა იმისთვის რომ უბედური შემთხვევის დროს მარტივად მოხდეს მათი აღმოჩენა. მცირე ზომის ნავის აღჭურა რაციით –  ეს არის რადიოკომუნიკაციის საშუალება, რომელიც ძალაში შედის 2016 წლის პირველი იანვრიდან.

მობილური ტელეფონი ნამდვილად არის კომუნიკაციის საშუალება, მაგრამ უნდა  გავითვალისწინოთ ის, რომ ეს ხალხი გადის 3000-4000 მეტრზე ზღვაში, რომელიც დიდი მანძილია. თვითონაც აღიარებენ რომ ბევრ ადგილზე იქ მობილური არ იჭერს. წვიმის ან ცუდი ამინდის შემთხვევაში თუ დასველდება სავსებით შესაძლებელია რომ არ იფუნქციონიროს მობილურმა. რაციის მეთექვსმეტე არხი არსებობს, რომელიც მოდის როგორც ჩვენთან სააგენტოში, ასევე პორტებში. უბრალოდ გამვლელ გემსაც შეუძლია ეს გაიგონოს. უფრო მასშტაბურია. აქედან უფრო დიდი შანსია, დახმარების საჭიროების შემთხვევაში დროულად აღმოვუჩინოთ დახმარება მათ,“ – განაცხადა  რაფიელ ნინუამ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა.

 

 

რა თანხა გჭირდებათ თვეში? – გამოკითხვა


<a href=”https://polldaddy.com/poll/8643644/”>რა თანხას ხარჯავთ თვეში კვებისთვის და აუცილებელი ნივთების შესაძენად?</a>

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები

 

პროგრამების პრეზენტაციას სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმები, თემის რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების გამგეობების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრებიან. მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ მოქმედი პროგრამების, მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახებ. შეხვედრის მიზანია სამინისტროს პროგრამების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

2015 წელს სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის 7 და სოციალური დაცვის 10 პროგრამას ახორციელებს,

ესენია: • გულის ქირურგია;

• მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინი დახმარება;

• სახსრების ენდოპროთეზირება; • ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა;

• სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება;

• სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობა;

• სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზრაურება;

• სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია;

• ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაცია;

• შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია;

• მიუსაფარ დედათა და ბავშვთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა;

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა;

• სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა;

• უსინათლო მოქალაქეების უზრუნველყოფა უსინათლოთა „თეთრი“ ხელჯოხებით;

• 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარება;

• ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება;

• 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთ აოჯახების დახმარება.

სამინისტრომ წელს პირველად დაიწყო ძვირადღირებული კარდიოვერტერდეფიბრილატორის იმპლანტაციის ოპერაციის და ონკოლოგიურ პაციენტთა ტარგენტული, იმუნოთერაპიული მკურნალობისათვი საჭირო მედიკამენტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსებასა. გაზარდა სახსრების ენდოპროთეზირების ოპერაციების დაფინასების პროცენტული მაჩვენებელი. ასევე, წელს პირველად მოხდება შშმ პირებისათვის უსინათლოთა ხელჯოხების შეძენა და ახალშობილებში სმენის თანდაყოლილი პათოლოგიების ადრეული გამოვლენის მიზნით სკრინინგის პროგრამის ამოქმედება. სამინისტრო 2015 წლის პროგრამების პრეზენტაციას სსიპ აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან და სსიპ აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსთან ერთად გამართავს.

პატიმარი ციხის ადმინისტრაციისგან შეურაცხყოფაზე

ბათუმის მესამე საპყრობილე. დირექტორის კახაბერ გველესიანის წარდგენის დღეს

კონკრეტულად კი  მისი მტკიცებით, მას ისევე როგორც სხვა პატიმრებს აკრძალული აქვთ ამანათების მიღების, პაემნით სარგებლობის უფლება, არ აქვთ მედიკამენტები [ტკივილგამაყუჩებელი] და ასევე  საკნებში არის უჰაერობა.

ციხის დირექტორს კახაბერ გველესიანის მათ მიმართ ჩადენილ ქმედებას პატიმარი აფასებს, როგორც წამებას: „შემოვა საკანში და გვეტყვის აეთრიეთ ფეხზე თორემ აგათრევთო, გვაგინებს… პატიმრებს გვაიძულებს ვაღიაროთ ბრალდებები, მე თავს უდანაშაულოდ  მივიჩნევ“.

ნუგზარ თაბაგარი ამბობს, რომ წელს 15 იანვარს ციხეში არსებულ პირობებზე გენერალურ ინსპქციას აცნობა. მისივე ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ის დაკითხეს, ხოლო 17 იანვარს ციხის ადმინისტრაციამ ის კარცერში მოათავსა.

პატიმრის ბრალდებებზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პასუხი ასეთია: “სასჯელააღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არაერთხელ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა პროტესტის რეალური მიზეზი ხშირად განსხვავებულია მედიისთვის მიწოდებული საბაბისგან. ხშირად პატიმრების ქმედებები არაკანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ადამინისტრაციაზე გავლენის მოპოვებას ემსახურება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაცია ყურადღებით მოუსმენს მსჯავრდებულებს, ზრუნვა გაგრძელდება მათ ჯანმრთელობაზე, თუმცა ვერ იქნება დაკმაყოფილებული წამოყენებული უკანონო მოთხოვნები.

ამასთან, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება და ამ ფონზე სარეჟიმო პირობების დარღვევა შესაბამის სანქციებს გამოიწვევს. მსჯავრდებულის განცხადება, რომ თითქოს მას არასათანადოდ ეპყრობა დაწესებულების ადმინისტრაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. ესაა პატიმარი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით. ის სისტემატიურად არღვევს რეჟიმის წესებს, შეურაცხყოფს დაწესებულების ექიმებსა და სხვა თანამშრომლებს, რის გამოც მას ბოლო პერიოდში სხვადასხვა დროს სამჯერ შეეფარდა დისციპლინული ღონისძიება. მაჯავრდებული სარგებლობს კანონით მინიჭებული ყველა უფლებით. ამაჟამად სამინიტროს გენერალური ინსპექციის მიერ მიდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება მსჯავრდებულ ნ. თ.- ს ხუთი იდენტური შინაარსის მქონე განცხადება/საჩივარზე. აღნიშნული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და ჩატარებული აქვს არაერთი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევა.”

“ბათუმელები“ #3 – ანონსი

 

 საახალწლო პრემიები აჭარის ხელისუფლებაში – საახალწლო პრემიებისთვის აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.  ყველაზე მაღალი პრემია – 4 ათას ლარზე მეტი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიიღო.

 

რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადასახდელი კომპენსაციის ბუნდოვანი პერსპექტივა – საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მოგებული სარჩელის  კომპენსაციაზე მხარეებს შორის მოლაპარაკება დღემდე არ დაწყებულა. რა ბედი ელის საქართველოს კომპენსაციას, თუ რუსეთი ევროსაბჭოს რიგებს დატოვებს?

 

აჭარის პირველი ლეიბორისტის ოჯახი პოლიტიკურ ემიგრაციაში – „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ოჯახი გერმანიაში დევნილის სტატუსის მიღებას ელოდება. ისინი საქართველოდან ცოტა ხნის წინ წავიდნენ. ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა დავით რობაქიძეც, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მან უცხოეთში ცხოვრება ვერ შეძლო. რატომ მიიღო დავით რობაქიძემ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება და როგორ გეგმავს მომავალში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას? – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ესაუბრა.

 

რა ხდება „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში – პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალი აღმასრულებელი მდივნის მოსვლის შემდეგ დიდი რეორგანიზაცია  დაანონსეს. როგორ აისახება ეს პროცესი რეგიონულ ორგანიზაციებზე და დაიწყო თუ არა მზადება არჩევნებისთვის? – „ბათუმელების“ კითხვებს „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბათუმის საკრებულოს წევრმა თამაზ თურმანიძემ უპასუხა.

 

პატიმრები ისევ წამებაზე და მონიტორინგი ბათუმის საპყრობილეში – ბათუმის ციხიდან ოთხი პატიმრის ხელმოწერით გამოგზავნილ მორიგ წერილებში იმაზე წერია, თუ როგორ მიიღეს წინა წლებში ადმინისტრაციისგან მიყენებული ცემა-ტყეპის შედეგად თავისა და ხერხემლის დაზიანებები, როგორ იტანჯებიან ახლაც ამ დაზიანებების გამო, მაგრამ არ აქვთ გამაყუჩებლის მიღების შესაძლებლობა. რა ხდება მესამე დაწესებულებაში?

 

რატომ არ აშენებს მერია „იაფ სახლს“– მეორე წელია ბათუმის მერიაში „იაფ სახლზე“ საუბრობენ, თუმცა სად და ვისთვის აშენდება იაფი სახლი, ჯერ ისევ გაურკვეველია. ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საკრებულოს წევრმა, კობა ჩხეიძეიმ ისაუბრა.


როგორ ასწავლიან მოქალაქეობას სკოლაში – რა შეცვალა ან რას შეცვლის მომავალი თაობის აზროვნებაში „სამოქალაქო განათლების“ საგნის სწავლება, რა უნარებს ივითარებენ ამ საგნის პედაგოგები გადამზადების პროცესში და რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე სკოლა?


ერთსართულიანი ბათუმი – ბოლო ათი წლის მანძილზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბელეტაჟების რაოდენობა შემცირდა – ბელეტაჟებს მაღალსართულიანი კორპუსები ანაცვლებს, ზოგიერთი სახლი კი თანამედროვე არქიტექტურის ჩრდილში ექცევა – ერთსართულიანი, ძველი ბათუმი თანდათან ქრება.

 

ეს და სხვა თემები წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში.

 

გამოიწერეთ გაზეთი „ბათუმელები“ და ყოველ ორშაბათს გაზეთს მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.


გამოწერის ფასი:

3 თვით – 15 ლარი

6 თვით – 25 ლარი

1 წლით – 50 ლარი

დარეკეთ: 27 99 12 

 

 

 

 

 

მედეა ვასაძე „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე

 

“მოგმართავთ ამ საკითხით დაინტერესებულ კონკრეტულ ადამიანებს, პოლიტიკურ წრეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს და აღვნიშნავ, რომ ჩემს მიერ, ფრაქციის დატოვებაზე, 2015 წლის 4 თებერვალს, გაკეთებული განცხადება გახლავთ ერთ-ერთი მძიმე გადაწყვეტილება. მძიმე, არა მხოლოდ იმის გამო, რაზედაც ქვემოთ უნდა მოგახსენოთ, არამედ იმის გამოც, რომ ეს გადაწყვეტილება, გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის იმ ადამიანებთან, რომელთა პიროვნული პატივისცემის შენარჩუნებას ვცდილობ ამ დრომდე. 

 

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე არ მიმიღია. იგი გახლავთ გარკვეული პერიოდის (2 წლისა და 4 თვის) ანალიზის შედეგი და გააჩნია ორი დანიშნულება – ამ გადაწყვეტილებით ვრჩები ჩემი ქვეყნის სამსახურში … (რომელსაც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვჭირდები!) და ვიცავ ჩემს ბიოგარაფიას … (ბოლო 25 წლის განმავლობაში, თითო აგურით, ოფლითა და სისხლით რომ მიშენებია!).
არ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით, ჩემი გარემოცვა დავყავი „გაღმელებად და გამოღმელებად“, რადგან ამ გამჟღავნებული არჩევანისაგან დისტანცირებულ ადამიანებთან, წლების განმავლობაში, მაკავშირებდა საერთო პრინციპები – ქვეყნისა და საქმის სიყვარული, მისი ერთგულება და პატივისცემა და რაც მთავარია მრავალწლიანი, იმ შინაარსის ურთიერთობა, რომლის შესატყვის სიტყვას, ამ დროისათვის, სამწუხაროდ, ვერ მივაგენი, თუმც ვიტყვი, რომ ის იმაზე მეტი იყო, ვინემ მეგობრობა. 

იმ უამრავი ფაქტორიდან, რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას, მოგახსენებთ, მხოლოდ, ძირითადს:

 

– მმართველი პოლიტიკური ძალის – მ.პ.გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, ცენტრალური, საქალაქო და რაიონული სტრუქტურების უფუნქციო მდგომარეობა

 

– სახელისუფლებო შტოებს შორის აღმასრულებელი ხელისუფლების უპირატესობის დამკვიდრება და შესაბამისად, ამ შტოებს შორის ბალანსის კონსტიტუციური საფუძვლების მოშლის მცდელობა

 

– ქვეყნის პიროვნული ფაქტორით მართვაზე საზოგადოებრივი აზრის პროვოცირება და დამკვიდრება და ამით, კანონის უზენაესობის ხელყოფის მცდელობა

 

– საკადრო საკითხებში, განსაკუთრებით პოლიტიკურ თანამდებობებზე პირთა შერჩევის კრიტერიუმების უგულებელყოფა და უზნეობის პროპაგანდას დამსგავსებული საკადრო პოლიტიკა

 

– ინფანტილიზმის გამოვლენა – „ინსტიტუციური კინკლაობა“

– რეგიონის მშენებლობის ტემპის მკვეთრი ვარდნა და მთავრობის საქმიანობის არაეფექტურობა

– საკადრო პოლიტიკაზე და ბიზნეს ინტერესებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ანუ სპეცსამსახურების მიერ სერიოზული გავლენების მოპოვება და კონტროლის განხორციელება

 

– პენიტენციალურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამო სისტემური ხასიათის პრობლემების არსებობა

– სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად დასაქმებულთა მასობრივი შემცირება, შედეგად, სოციალური ფონის უკიდურესად დამძიმება და ამ მიმართებით, მდგომარეობის გამოსწორებაზე სტრატეგიის არარსებობა

– რეგიონალიზმის შიში და „პროვინციალიზმი“ მისდამი დამოკიდებულებაში

– სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას ხელშეშლის მცდელობები და სხვა სერიოზული წინააღმდეგობები

 

– ავტონომიურ რესპუბლიკაში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი გამოუძიებელი საქმეები და ამ ფონზე მოქალაქეებისაგან, დაზარალებულებისაგან და ადვოკატებისაგან იზოლირებული რესპუბლიკის პროკურორი და შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელობა

– რეგიონში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენების გააქტიურება, ამის შედეგად ჩადენილი არაერთი დანაშაული და ამ საკითხებზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებისაგან დისტანცირებული სამართალდამცავი სტრუქტრურები

 

– კორუფციის ნიშნები აღმასრულებელ ხელისუფლებაში (საეჭვო შინაარსის ტენდერები და აუქციონები, ბიზნესსფეროში თანამდებობის პირთა „გააქტიურებული ახლობლები“ და სხვა)

 

– სრულიად უმოქმედო, უუნარო და ინტრიგებით დაკავებული მთავრობის თავმჯდომარე და შესაბამისი შედეგი – რეგიონში განვითარების სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების არარსებობა, შეჩერებული ინვესტიციები და პროექტები. სანაცვლოდ, „მუყაოს ქალაქი“ – უმძიმესი პრობლემებით, თამარის (ე.წ.ბენზეს) დასახლებაში, სანაპიროზე, მცირე ნავსადგურის მშენებლობით 14 ათასი ადგილობრივის იგნორირებული ინტერესი, მძიმე პრობლემები ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, პრობლემები მიწაზე საკუთრების უფლების მინიჭებისა და აღდგენის საკითხებში, ეკომიგრანტების გადაუწყვეტელი პრობლემები, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოსახლეობასთან გაკეთებული არასწორი განცხადებების გამო, უკმაყოფილების გამოხატვაში, გააქტიურებული ზემომთიანი აჭარა

 

– ნეპოტიზმი, ე.წ. „გოროდოკელების“ (ანუ მეზობლების), საბანკო სექტორში დასაქმებული პირების და ნათესაური კლანების შესამჩნევი უპირატესობა მთავრობის თავმჯდომარის მიერ განხორციელებულ საკადრო გადაწყვეტილებებში

 

– მთელი 2 წლის მანძილზე, „შემოტევების მოგერიების“ რეჟიმში მყოფი უმაღლესი საბჭო და მის საქმიანობაზე ასახული ამით გამოწვეული პრობლემები

 

– რეგიონში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბირთვის (2012 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებში ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძალის) დისკრედიტაცია სხვადასხვა ბრალდებით და ამ მიზნით სპეცსამსახურების მიერ გარკვეული პროვოკაციული ძალების ორგანიზება, კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის ჩართულობა და იმ ჯგუფების კოორდინაცია, რომლებიც სოციალურ ქსელებზე იყვნენ მიმაგრებულნი

 

– პარტიიდან გარიცხული მურმან დუმბაძე და მთავრობის აპარატიდან, სამინისტროებიდან და საქვეუწყებო დაწესებულებებიდან დათხოვნილი ან დაბალ თანამდებობებზე გადაყვანილი (გამარჯვების მომტანი) ქართული ოცნების აქტივისტები

 

– სერიოზული მოსაზრებებითა და კონკრეტულ ფაქტებზე მინიშნებით არაერთგზის უშედეგო შეხვედრა ქვეყნის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, არაერთგზის შეპირება და მაინც „ნულოვანი ტოლერანტობა“ ჩვენს მიერ დასმული საკითხებისადმი

 

– ადგილობრივ არჩევნებში – სიებიდან ამოღებული ქართული ოცნების აქტივისტები, ამ საკითხებზე კოორდინაციისათვის ცენტრიდან მოვლინებული „კურატორი“ და რეალიზებული მისი პირადი ინტერესები

 

– პატივმოყვარეობით, სტუმართმოყვარეობით, ღირსებითა და სიყვარულით გაჯერებული აჭარის და კონკრეტულად ბათუმის ნირწამხდარი და ხელჩაქნეული საზოგადოება

– დიახ, წინამდებარე ჩემი განცხადება ჩემი ქვეყნის სამსახურში დარჩენის კიდევ ერთი თავგანწირული მცდელობა …!

კვლავ გიდასტურებთ პატივისცემას და გამოვხატავ მზადყოფნას ჩემს მიერ მოწოდებული ამ საკითხების ირგვლივ კონკრეტულ და არგუმენტირებულ პასუხებზე,” – წერს მედეა ვასაძე. 

 

ა ქ ც ი ა – ერთი წიგნი დაზარალებულ სკოლას

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო აქცია „ერთი წიგნი დაზარალებულ სკოლას”. 9 თებერვლიდან -13 თებერვლის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქციაში ჩაერთოს და ერთი წიგნი აჩუქოს სკოლას.

 

აქციაში ჩართვის მსურველებს წიგნები შეუძლიათ აჭარის განათლების სამინისტროში  ან აჭარის  მთავრობის აპარატში მიიტანონ. 

საქართველოს პარლამენტარები მინი ფეხბურთში დამარცხდნენ

 

საქართველოსა და პოლონეთის კანონმდებლები

 

საქართველოს გუნდიდან გოლები ზურაბ ზვიადაურმა და დავით ლორთქიფანიძემ გაიტანეს.

მინი ფეხბრუთში საპარლამენტთაშორისო ჩემპიონი უნგრეთის პარლამენტის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში თურქეთის გუნდი 1:0 დაამარცხა. ტურნირში თურქეთის, საქართველოს, უნგრეთის და პოლონეთის საპარლამენტო გუნდები მონაწილეობდნენ. პირველი შეხვედრა საქართველოს პირველმა კანონმდებლებმა უნგრელ კოლეგებთან 7 თებერვალს გამართეს და 5:1 წააგეს.

მინი ფეხბურთის საპარლამენტთაშორისო ტურნირი ანტალიაში 7-8 თებერვალს გაიმართა. ტურნირი 2002 წლიდან ტარდება და მასში პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებელთა გუნდი მონაწილეობს. წლევანდელ შეჯიბრში თურქეთის მოწვევით ქართულმა მხარემ პირველად მიიღო მონაწილეობა. გუნდი 13 პარლამენტარით დაკომპლექტდა.

პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით პარლამენტის წევრები საქართველოში ხვალ, 9 თებერვალს დაბრუნდებიან.

ქირავდება ახალგარემონტებული ბინა

 

მისამართი: ბათუმი, ლერმონტივის ქუჩა. #107დ [მერიასთან ახლოს];

ფასი შეთანხმებით: მობ.: 514000295; 577 455765

მოსმენები პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე

 

კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახლახო დამცველის ანგარიშით 12  სახელმწიფო უწყებას მიეცათ რეკომენდაციები, რომლებიც 2014 წლის პირველი აგვისტოს დადგენილებით საქართველოს პარლამენტმაც გაიზიარა.

 

შესაბამისად, 12 სამინისტროს დაევალა რეკომენდაციების შესრულება. ვალდებულების მიხედვით მათ 2015 წლის 1 მარტამდე რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საკუთარი ანგარიშები უნდა წარმოადგინონ.

 

10 თებერვალს ანგარიშს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს წარუდგენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია. 

 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს 2015 წლის 1 მარტამდე რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს წარუდგენს შემდეგი უწყებები:

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

საქართველოს მთავარი პროკურატურა;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია:

 

ა) პატიმრის სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს პატიმრისათვის გადაყვანის საფუძვლისა და მიზეზის გაცნობა და შესაბამისი აქტის შედგენა, აგრეთვე პატიმრისათვის იმის განმარტება, რომ მას აქვს გადაყვანის შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლება;

 

ბ) ყველა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოყოს შეხვედრების ოთახი, სადაც საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ნებისმიერ დროს შეხვდებიან პატიმარს ყოველგვარი მიყურადებისა და თვალთვალის გარეშე;

 

გ) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ პატიმრის სხეულზე დაზიანების კვალის ფოტოგადაღების მეშვეობით დაფიქსირების სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით;

 

დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს შეუქმნას იმგვარი საცხოვრებელი პირობები, რომლებიც არ ლახავს მათ ღირსებას და უზრუნველყოფს მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას;

 

ე) უზრუნველყოს არასრულწლოვანი პატიმრების სრული იზოლაცია სრულწლოვანი პატიმრებისაგან; ვ) სტამბოლის ოქმის შესაბამისად შეიმუშაოს და დანერგოს სხეულზე არსებული დაზიანების აღრიცხვის ახალი ფორმა, რომელშიც შესაძლებელი გახდება ასეთი დაზიანების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის შეტანა.

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კი მიეცა რეკომენდაცია:

 

კანონით დადგენილი წესით პერიოდულად შეამოწმოს ის საწარმოები, რომლებიც სისტემატურად არღვევენ საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობას და საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

კომიტეტის სხდომა 10 თებერვალს თბილისში, საქართველოს პარლამენტის 
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზშია დანიშნული.

დაუბეგრავი მინიმუმი 2015 წელსაც გაიცემა – დეკლარაციების წარდგენა პირველი აპრილიდან დაიწყება

 

 

 

(მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილ ბანკთაგან ნებისმიერს, სადაც გახსნილი აქვს ანგარიში, ან გახსნის პირად ანგარიშს: ბანკი „რესპუბლიკა“; „პრივატბანკი“; „თიბისი ბანკი“; „საქართველოს ბანკი“; „ლიბერთი ბანკი“; „ბაზისბანკი“; „ქართუ ბანკი“; „კორსტანდარტ ბანკი“; „ბანკი კონსტანტა“; „ფინკა ბანკი საქართველო“. აღნიშნულ ბანკებში თქვენ დაგეხმარებიან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაციის შევსებაში). დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 30 სექტემბერია.

 

თუ მოქალაქის მიერ 2014 წელს ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 1800-დან 6000 ლარია, მოცემულ შემთხვევაში, უფლება ექნება დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ შემოსავალი 1800 ლარამდეა, მაშინ დაბრუნებას ექვემდებარება კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.

 

აჭარაში 2014 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებულმა თანხამ 8 823 300 ლარი შეადგინა, ყველაზე მეტი თანხა აპრილში გაიცა.

 

აჭარაში შარშან, სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით:

აპრილში გაიცა – 3 591 000 ლარი; მაისში – 2 080 400 ლარი; ივნისში – 2 717 300 ლარი; ივლისში – 321 400 ლარი; აგვისტოში – 44 400 ლარი; სექტემბერში – 22 800 ლარი; ოქტომბერში – 14 100 ლარი; ნოემბერში – 18 400 ლარი; დეკემბერში – 13 500 ლარი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 131 მილიონზე მეტი ლარია დაბრუნებული.

 

1-ელი აპრილიდან დაუბეგრავი მინიმუმის მოთხოვნით დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვთ იმათაც, რომლებსაც შარშან არ აუღიათ წინა (2013 წლის) ხელფასის მიხედვით დასაბრუნებელი დაუბეგრავი მინიმუმი.

 

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში, „დაქირავებულს უფლება აქვს, 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაცია) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა“.

დიდი მერისი ჩვენთანაა – აჯანყება ჭვანის ხეობაში

1921 წელს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლები, აჭარაში იმავე წელს დაიწყო. თუმცა სუსტად, არაორგანიზებულად და წარუმატებლად. პირველი ქედელები აჯანყდნენ. აჯანყების მიზანი – მუსულმანური საღვთო რჯულის დაცვა და წითელარმიელების აჭარის ტერიტორიებიდან განდევნა იყო. 1921 წლის სექტემბერში ბრძოლა ქედელებსა და წითელი არმიის ჯარისკაცებს შორის ქედაში, სოფელ ძენწნართან გაიმართა. საარქივო მასალების მიხედვით,  ბრძოლა ორ საათს მიმდინარეობდა, უმსხვერპლოდ დამთავრდა, აჯანყების მეთაურები დაისაჯნენ, ხოლო კომუნისტურმა რეჟიმმა რეგიონში თავისი ძალაუფლების განმტკიცება დაიწყო.

ძალაუფლების განსამტკიცებლად საბჭოთა ხელისუფლებას სჭირდებოდა ე.წ. „კულტურული რევოლუცია“. დაიწყო ბრძოლა ძველ ყოფა-ცხოვრებასთან, ტრადიციებთან და რა თქმა უნდა რელიგიასთან. საარქივო ჩანაწერებიც და უხუცესებიც, ვის მეხსიერებასაც 1929 წლის ამბები შემორჩა, აჯანყების დაწყების მიზეზად სწორედ რელიგიასთან ბრძოლას ასახელებენ.

1921-1929 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა ჯამეები, მედრესეები, მეჩეთებს ჩამოერთვათ მათ კუთვნილებაში არსებული ქონება და მიწები. მედრესეებში შეწყდა სწავლა-განათლება, გოგონებისთვის სწავლა ქართულ სკოლებში სავალდებულო გახდა და რაც მთავარია, ქალებს აეკრძალათ ჩადრის ტარება. სწორედ ეს აკრძალვა და ერთგვარი ვალდებულება გახდა საბაბი აჯანყების დაწყებისა.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

1929 წლის აჯანყება აჭარაში ჭვანის ხეობიდან დაიწყო. ჭვანელი ვაჟა ჭაღალიძე იხსენებს, რომ პირველი საპროტესტო მუხტი ჭვანის ხეობის სოფელ ნაღვარევში გაჩნდა. აჭარლების აჯანყების შესახებ შოთა ცეცხლაძეს აქვს მოთხრობილი წიგნში „რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები“. წიგნი მთლიანად საარქივო მასალებს ეყრდნობა. აი, რას მოგვითხობს ავტორი:

1929 წლის 6-7 მარტს ხულოს მაზრის სოფლებში, ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტისადმი მიძღვნილი საზეიმო კრების ჩატარება დაგეგმილა. საზეიმო კრებაზე თითო სოფლიდან ბათუმში წასასვლელად ერთი ქალი უნდა აერჩიათ, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აჭარელ ქალთა მე-2 ყრილობას დაესწრებოდა.

6 მარტს მთავრობას ჭვანის თემსაბჭოს სოფლებში კრებების ჩასატარებლად თემსაბჭოს აქტივისტები გაუგზავნიათ. აქტივისტებს კრება ვერ ჩაუტარებიათ სოფელ ბრილში,  სოფელ ცხემლისში, ახალდაბასა და წყაროთაში. სოფელ ნაღვარევში კრების ჩასატარებლად გაგზავნილი აქტივისტები სასტიკად უცემიათ და სოფლიდან გამოუგდიათ. 1929 წლის ადრიან გაზაფხულზე სოფელ ნაღვარევის მცხოვრებთა ერთმა ნაწილმა საბჭოთა მთავრობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ნაღვარეველებმა საბჭოთა ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი თანასოფლელები სცემეს, მერე იარაღი აისხეს და აჯანყდნენ. აჯანყება ჭვანის ხეობის ყველა სოფელს მოედო. აჯანყებულ ნაღვარეველებს ხულოს მაზრაში, სოფელ ღორჯომში თავიანთი წარმომადგენლები გაუგზავნიათ და აჯანყების დაწყების შესახებ უცნობებიათ.

აჯანყების შესახებ მალევე შეიტყო საბჭოთა ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენელმა. მაშინდელი ხულოს მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე რიზა ხოზრევანიძე, უშიშროების განყოფილების უფროსი ლადო ინასარიძე, შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, მურად მახარაძე ხუთი მილიციონერის თანხლებით იმავე დღესვე ჩასულან ჭვანის თემში.

მაშინდელი ჭვანის თემსაბჭოს ეზოში ხეობის მცხოვრებთ მოუყრიათ თავი. მდგომარეობა თურმე ყოველ წუთას იძაბებოდა. რიზა ხოზრევანიძე აჭარის მთავრობას ტელეფონით ატყობინებდა ხეობაში არსებული სიტუაციის შესახებ და ჭვანაში საჯარისო ნაწილების გაგზავნას სთხოვდა. ამის პარალელურად კი ჭვანელებს არწმუნებდა, რომ მათ ადათ-წესებსა და სარწმუნოებას არავინ შეეხებოდა.

აჯანყებულთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა, მათ ჯერ სატელეფონო ხაზი გადაჭრეს, მოგვიანებით კი იარაღი აისხეს და საბრძოლველად მოემზადნენ. შუაღამისას რიზა ხოზრევანიძეს ჭვანიდან წამოსვლა განუზრახავს. თანმხლებლებთან ერთად მას ჭვანის თემსაბჭოს 11 აქტივისტიც გაჰყოლია თან. ჭვანიდან წამოსულებს სოფელ ცივაძეებში ადგილობრივი მცხოვრები, აბდულ ტაკიძე შეხვედრია, რომელსაც მგზავრები საკუთარ სახლში შეუპატიჟებია. აბდულ ტაკიძის სახლში რიზას და მის თანმხლებლებს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვედრიან. აჯანყებულებს ეს ამბავი შეუტყვიათ. მარტის იმ ცივ და თოვლჭყაპიან ღამეს აბდულ ტაკიძის სახლის წინ ათეულობით აჯანყებულს მოუყრია თავი. აჯანყებულთა ერთი ნაწილი თურმე საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების დახოცვას ითხოვდა.

ამ წინადადებისთვის ამხედრებულთა უმრავლესობას დაუჭერია მხარი. გადაწყვეტილება სისრულეში იქნებოდა მოყვანილი, რომ არა სოფელ ინწკირვეთის მცხოვრები იზეთ ჭაღალიძე. მისი ინიციატივით ჭვანის ხეობის ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული მამაკაცები შეკრებილან და აჯანყებულების გვერდით საიდუმლო თათბირი გაუმართავთ. თათბირის შედეგად გადამწყდარა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ჭვანის თემსაბჭოს წევრები, აქტივისტები, ხულოს მაზრისა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელები უვნებლად გაეყვანათ ხეობიდან.

აჯანყების დაწყებიდან მეორე დღეს აჯანყებულებმა აბდულ ტაკიძის სახლში მყოფი საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები დაატყვევეს და სოფელ ცივაძეებიდან ჭვანის თემსაბჭოსკენ ფეხით გაუყენეს გზას. გზაში აჯანყებულები ბობოქრობდნენ, ისევ ითხოვდნენ თურმე ხელისუფლების წარმომადგენელთა დახოცვას. მაშინ ერთ-ერთ ამაღლებულ ადგილას აბდულ ტაკიძე ასულა და აჯანყებულებისთვის მიუმართავს:

„- ხალხო, ნუ გეშინიათ! აჭარაში სახელმწიფო საზღვრების საგუშაგოები მოხსნილია, დიდი მერისი ჩვენთან არის, ჩვენ გავიმარჯვებთ“.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ეს ამბავი დღემდე ლეგენდადაა შემორჩენილი ადგილობრივთა მეხსიერებაში. ჭვანაში მცხოვრები ვაჟა ჭაღალიძის თქმით, მერისელებს დღემდე უყვართ თქმა, „ჩვენ გარეშე თქვენ ვერაფერს ვერ იზამდითო“. ცივაძეებში მცხოვრები ვალერიან ქარცივაძე კი მიიჩნევს, რომ ეს ფრაზა მაშინ აჯანყებულთა გასამხნევებლად და საბრძოლო მუხტის გასაღვივებლად ითქვა.

„სტიმული უნდოდათ აჯანყებულებს. მაშინდელი ხალხისგან ზოგი ნამყოფიც არ იყო მერისში. ჰოდა, ხალხი რომ გაემხნევებინათ, თქვეს: ბიჭებო წავიდეთ, ვიბრძოლოთ, დიდი მერისიც ჩვენკენ ყოფილაო. მერისი ერთი პატარა ხეობაა, რას გახდებოდნენ წითელარმიელებთან, მაგრამ მაშინ ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“, –  იხსენებს ვალერიან ქარცივაძე.

ჭვანის თემსაბჭოში მიყვანის შემდეგ რამდენიმე ტყვე იქვე მდგარ მედრესეში, ერთ ოთახში გამოუკეტავთ. იქ ახლა, სადაც ჭვანას მეჩეთი დგას, გვერდით ყოფილა ჭვანის ხეობის ციხე, ერთგვარი დილეგი. თუკი ხეობაში რაიმე მოხდებოდა, დამნაშავეს დროებით ამ დილეგში ამწყვდევდნენ ხოლმე. დატყვევებულთა ერთი ნაწილი დილეგში მოუთავსებიათ.

აჯანყებულ ჭვანელებს სხვა სოფლებიდანაც შეერთებია ხალხი. სანამ ხეობაში დენთის სუნი ტრიალებდა, აჭარის საბჭოთა ხელისუფლება უმოქმედოდ არ ყოფილა. კბილებამდე შეიარაღებული ჯარი გაუგზავნია მთიან აჭარაში აჯანყების ჩასაქრობად. ხეობისკენ მიმავალ ჯარს პირველი ბრძოლა სოფელ დანდალოს მცხოვრებლებმა გაუმართეს. გადმოცემის თანახმად, დანდალოელებს ბრძოლისთვის საკმარისი იარაღი არ ჰქონიათ. ამიტომ ჯარს წალდებით, თოხებითა და სხვადასხვა სამეურნეო იარაღასხმულნი შებმიან. თუმცა კარგად გაწვრთნილ ჯართან ვერაფერს გამხდარან და დაფანტულან. წითელი არმია დაბა ხიჭაურთან დაბანაკებულა.

ამასობაში ჭვანაში აჯანყებულებს კიდევ ერთხელ გადაუწყვეტიათ დატყვევებული საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების დახვრეტა. მაშინ აჯანყებულებს წინ ჭვანის ჯამეს ხოჯა ხუსეინ ფუტკარაძე გადაღობებია და განუცხადებია, ვისაც ღმერთი არ გწამთ, მე მესროლეთ, ხოჯას და მე მომკალითო.

ხოჯის ამ საქციელმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა დატყვევებულები სიკვდილს. ამასობაში ხიჭაურიდან სოფელში ჯარის შემოსვლის ამბავიც მისულა. აჯანყებულები დაბნეულან. მაშინ ისევ იზეთ ჭაღალიძეს გამოუჩენია ინიციატივა და თანახეობელებისთვის მიუმართავს:

მერისის ჩანჩქერი. ეკა ბარამიძის ფოტო

„ჩემო ხალხო, მეზობლებო, ძალიან ცუდად მოვიქეცით, შეგვაცდინეს, რომ აჭარის, ხულოს მაზრის მთავრობის ხელმძღვანელები, ჭვანის თემსაბჭოს წევრები და აქტივისტები დავატყვევეთ. ღმერთს მადლობა, რომ ყველანი ცოცხლები არიან. მთავრობა ამ საქციელს გვაპატიებს და შეგვიწყალებს. ჩვენ ერთი მუჭა ხალხი, ერთი ჯიბის ტყვია-წამლით მთავრობის კბილებამდე შეიარაღებულ ჯარს ვერ შევებრძოლებით. ყველას დაგვხოცავენ, ცოცხალს არც ერთს არ დაგვტოვებენ, ჩვენი ცოლ-შვილი უპატრონოდ, ობლად დარჩება და იმათაც რუსეთში გადაასახლებენ. ჭვანის ხეობაში მამლის ყივილი აღარ იქნება. მე მომისმინეთ, ჭკუაზე მოდით. გავათავისუფლოთ დატყვევებულები და ხიჭაურში მთავრობის ჯარს ჩავაბაროთ. თუ ვინმე თოფის სროლას გაბედავს, იცოდეთ, ჩემთან ექნება საქმე“, – იზეთ ჭაღალიძის ეს მიმართვა შოთა ცეცხლაძეს აქვს მოთხრობილი თავის წიგნში  – „რას მოგვითხრობენ საარქივო ჩანაწერები.“

აჯანყებულებს კამათი გაუმართავთ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმებულან, რომ ყველა ტყვე საბჭოთა ხელისუფლებისთვის უვნებლად ჩაებარებინათ. ამგვარად აჭარის, ხულოს მაზრის მთავრობის ხელმძღვანელები, ჭვანის თემსაბჭოს წევრები და აქტივისტები ცოცხლები იზეთ ჭაღალიძის დახმარებით გადარჩნენ.

იზეთ ჭაღალიძე ტყეში იყო ფირალად გავარდნილი. აჯანყებას გადარჩენილები თავიანთ მოგონებებში ჰყვებიან, რომ, რომ არა იზეთ ჭაღალიძე, არც ერთი ცოცხალი აღარ ვიქნებოდითო. აჯანყების დასრულების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებას იზეთისთვის შეუთვლია, დაანებე ყაჩაღობას თავი, შენს ოჯახს დაუბრუნდი და ხელს არ გახლებთო. თუმცა, იზეთს საბჭოთა ხელისუფლების ნდობა არ ჰქონია და ისევ ტყისთვის შეუფარებია თავი.

აჯანყება ჭვანის ხეობაში უსისხლოდ დამთავრდა. ხეობაში დღემდე ჰყვებიან, ჩვენს აჯანყებას იმხელა რეზონანსი ჰქონდა, თვით ლავრენტი ბერიაც კი ამოვიდაო.

ბერია 1929 წლის აჯანყების ჩაქრობაში ნამდვილად მონაწილეობდა, თუმცა არა ჭვანის ხეობაში. ეს სხვა სტატიის თემაა და მომდევნო ნომრებში მოგიყვებით.

მერისის ჩანჩქერი

საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხმა ჭვანელებს დიდი ვერაფერი მოუტანა, მაგრამ განუმტკიცა მეგობრობა მერისის ხეობასთან. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ ორ ხეობას ერთმანეთთან „მისვლა-მოსვლა და მოყვრობა“ აქვს. ერთმანეთს კულტურულ დღესასწაულებზე ეპატიჟებიან და ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებენ.

გამოთქმა – „დიდი მერისი თქვენთან არის“, –  დღემდე რჩება ერთგვარი იმედის, მხარდაჭერის, ზოგჯერ კი ირონიის სიმბოლოდ.

დედები თავშესაფრიდან

38 წლის ვიყავი, როცა დავფეხმძიმდი. ჩემ თავს ვადანაშაულებ, არ უნდა დამმართოდა ასე. ვიცოდი, რომ ჩემს ოჯახში ამას არ მიიღებდნენ. 17 წლის ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა და დარჩა მამა და სამი ძმა, მე ვიყავი ერთადერთი ქალი ოჯახში და ჩემს ზურგზე იყო ყველაფერი, სახლი, საჭმელი, დალაგება. პირადი ცხოვრება არ მომიწყვია: სამსახური-სახლი – ეს იყო ჩემი ცხოვრება. მერე შევხვდი ერთ ადამიანს. როცა მივხვდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, უკვე გვიანი იყო სხვა რამეზე ფიქრი. დიდხანს ვმალავდი, მერე უფროს რძალს ვუთხარი, მასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ის იყო ჩემი დაც და გულშემატკივარიც. ცოტა ხნით ახლობელთან ვიყავი. მერე გაიგეს ჩემებმა, ჯერ თქვეს,  მივიღებთო, ბავშვიო… თითქოს გათხოვდი, ასე ვთქვათო და მერე ბინას გიგირავებთო. გამიშვეს რუსთავში, თავშესაფარში, სადაც 7 თვის ფეხმძიმე ჩავედი. რუსთავში დაიბადა ჩემი გოგონა, მერე ის დაწესებულება დაიხურა და გადმოვედი თბილისში, სადაც ერთი წელი დავრჩი. მეტი იქ დარჩენის უფლება არ მქონდა. მერე თქვეს, ბათუმში ხსნიან თავშესაფარსო და გადმოვედი აქ.

ოჯახიდან ერთადერთხელ მოიკითხეს ჩემი ამბავი, სანამ საოპერაციოდ შემიყვანდნენ რუსთავში, უფროსს ურეკავდნენ, რას შვებაო, მერე დამთავრდა.

უმცროსი ძმა დაოჯახდა. უცნობი ძმისშვილები მყავს. ყველა ძმას მისი ბინა აქვს, უმცროსი მამასთან ცხოვრობს. მამაჩემმა გადამისვა ხაზი –  ჩემთვის მკვდარიაო. შორიდან დამინახა ვიღაცამ, მიუტანა ენა – ხათუნა დავინახეთო და ტვინში სისხლი ჩაექცა, ისე ინერვიულაო. შუათანა ძმა ლამის გამოძვრა ტელეფონიდან, ვერ გადარჩები, მას რომ რამე მოუვიდესო. სამი წელია მამა არ მინახავს.

არც უნდათ, რომ დამინახონ. უფროს ძმაზე ვერაფერს ვიტყვი, რომ შეეძლოს, რამეს გააკეთებს, მაგრამ ჩემ გამო მამას და ძმებს ვერ დაკარგავს. არც მინდა ასე იყოს. სმს-ი მივწერე და რა ვქნაო – მომწერა.

ცოტა ხნის წინ ძველ თანამშრომელთან ვიყავი და იქ ოჯახში რომ რეაქცია ვნახე… მე დამადანაშაულა. ვიფიქრე, ნეტა არ მივსულიყავი-მეთქი. ერთმა თანამშრომელმა მიმიღო კარგად. მერე არც გამჩენია სურვილი ვინმეს შევეხმიანო. აქედან არ გავდივარ, ერთადერთი, ბავშვი თუ გავიყვანე პარკში, ისიც ვცდილობ, არ დამინახონ.

წელიწადზე მეტია აქ ვარ, დაგიმატებენ დროს, ნუ გეშინიაო, მაგრამ რამდენ ხანს უნდა გარჩინოს მთავრობამ?

გათხოვდიო –  ამბობენ, ეს უმცროსი ძმების ულტიმატუმია. ადვილია გათხოვება?!

 

ორი შვილი მყავს, უფროსი მესამე კლასშია, უმცროსი ორი თვის იყო, აქ რომ მოვიყვანე. თითქმის ერთი წელია აქ ვართ. მანამდე ქირით ვიყავი შვილებთან ერთად, ვერ გადავიხადე. ავადმყოფი დედა მყავს, ოჯახს არანაირი შესაძლებლობა არა აქვს, რომ დამეხმაროს. ბავშების მამა არ მეხმარება, არც სამშობიაროში მოსულა, მაგას რა უნდა მოვკითხო. ბავშვი აქ გამიზარდეს. წასასვლელი რომ არ მაქვს, ამიტომ გაგვიგრძელეს ერთი წელი. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა თითქმის არ მაქვს, ერთხელ იყო დეიდა ამოსული. დედა მყავს, მაგრამ ფიზიკურად არ შეუძლია დახმარება, დედას რომ შეძლებოდა, აქ არ მოვიდოდი.

ერთი წელი რომ აგვითავდება, სად უნდა წავიდეთ?! სამსახური რომ გამოჩნდეს, ვიმუშავებ, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ბინის ქირის და საჭმლის ფულზე საკმარისი იქნება იმ სამსახურის ხელფასი?! ჩემთვის მთავარია ჩემი შვილები იყვნენ ჩემ გევრდით და ღია ცის ქვეშ ნუ მეყოლება ბავშვები, მეტი არაფერი მინდა. მალე გავა ეს ერთი წელი და შეიძლება ისევ ქუჩაში დავრჩეთ, ამას მიწაში ჩავვარდე მირჩევნია. იმედია, დაგვეხმარებიან და ჩვენს საცხოვრებლებს მოგვცემენ.

„მოყევი, ბავშვი ორი თვის რომ იყო და საჭმელი არ გქონდა, შიმშილისგან რომ ტიროდა“, – ეუბნება ნინო. „ძვალზე გადაკრული ტყავი იყო ბავშვი“, – საუბარში ერთვება მაია, თავშესაფრის თანამშრომელი. „ყოველ საღამოს ვურეკავდით ერთმანეთს და ვეკითხებოდით: როგორაა ბავშვი, ხომ ცოცხალია?! ძალიან გამხდარი იყო“. „ნიკოლოზი სულ ტიროდა, შიმშილისგან, ცეცხლი გვეკიდებოდა დედებს, მისი ხმა რომ გვესმოდა“, – ამბობს ალა.

ნიკოლოზი ახლა წლის და ორი თვისაა, დედასთან ახლოს დგას, ბუთხუზა ლოყები აქვს და ცნობისმოყვარედ გვათვალიერებს.

 

2011 წელს დედის ანდერძით დატოვებული ბინა დავკარგე თაღლითების გამო. ნაცნობის გამო 12 600 დოლარად დავაგირავე ბინა, თანხა სხვამ წაიღო და ამით მორჩა ყველაფერი. დაიჭირეს ის ქალი და 25 წელი მიუსაჯეს. დავრჩი ბინის გარეშე. ორსულად ვიყავი, 28 მაისს დავწერე ბოლო საჩივარი, მიპასუხეს, რომ საქმე დაიხურა, კანონმა მე არ მეპატრონა. ჩემი შვილი 10 ოქტომბერს დაიბადა და 1 დეკემბერს გამომასახლეს. ორჯერ გადავატანინე გამოსახლების ვადა, რომ 40 დღის მაინც გამხდარიყო ბავშვი. მერე ჩემმა ადვოკატმა გაიგო ამ ცენტრის შესახებ და აქ შემომასახლეს, თორემ ქუჩაში დავრჩებოდი. ის ქალი კი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ამნისტიით გამოვიდა ციხიდან და თურქეთში წავიდა.

ბავშვის მამა დაქორწინებული არ ყოფილა, ჩვენ ორი წელი ვცხოვრობდით ერთად, მაგრამ მერე უკან დაიხია, არ უნდოდა ოჯახი. გადმომცეს, რომ უნდა ბავშვის ნახვა, მაგრამ მე არ მინდა, რომ ბავშვი ვაჩვენო, არ იმსახურებს ამას. ცხრა თვე მარტო ვიყავი და იმ შიშით ვიძინებდი, რომ მეორე დღეს ვეღარ გავიღვიძებდი. მთელი ორსულობა და ბავშის დაბადების მერე 40 დღე სულ მარტო ვიყავი, თვალი თვალზე არ დამიდია, ისე მყავს გაზრდილი. არ ვთვლი, შვილის გაჩენით რამე თუ დავაშავე. ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ჩემს სიცოცხლეში.

დედა გარდაცვლილი მყავს, მამამ ცოლი მოიყვანა და არ მაქვს მასთან კონტაქტი, ძმაც მასთან ცხოვრობს. ჩემი და ნაქირავებშია.

აქ კომფორტია, მაგრამ იმაზეც იფიქროს ხელისუფლებამ, ეს ხალხი ვადის ამოწურვის შემდეგ, სად უნდა წავიდეს. ერთი წუთით წარმოიდგინონ თავი ჩვენს ადგილას. გვეკითხებიან -მოგწონს აქ? მე ველოდები შეკითხვას: რა მოხდება მას შემდეგ, რაც აქედან წახვალთ? – არავინ ინტერესდება ამით.

სანამ აქ რემონტი გაკეთდებოდა, მარტოხელა დედები ჩვენი ბუღალტერის სახლში ცხოვრობდნენ რემონტის დამთავრებამდე. სიცივესა და ყინვაში, ცრემლით შენარჩუნებულია ეს შენობა და ამას ნუ გააუქმებენ, ეს არის საჭირო და ვინც აქ ვართ და დრო გვითავდება, გვეპატრონოს სახელმწიფომ. აქედან რომ გავიდეთ, არაფრის გარეშე ვრჩებით. ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს, ყველას უთხარით, რომ მოგვხედოს სახელწიფომ. აქედან რომ გაგვიშვან, იძულებული ვიქნები ჩემი შვილი ოღონდ ქუჩაში სიცივით არ მომიკვდეს, ბავშვთა სახლს მივაბარო. ღმერთმა ნუ დამიყენოს ეს დღე, თავს მოვიკლავ, ალბათ.

ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, თუნდაც ცარიელი კედლებია, ქუჩაში რომ არ ვიყოთ. სამსახურიც არ არის ისეთი, ბინის დაქირავების საშუალება რომ მოგვეცეს.

ალა პროხოროვა, 27 წლის

ალა

ერთი ბავშვი 2 წლისაა, მეორე – 10 თვის. აქ რომ მოვედი ფეხმძიმედ ვიყავი. უფროსი გოგო მინდობით აღზრდაზე მყადა ჯერ ქობულეთში, მერე გონიოში. არ მქონდა წასასვლელი. ძმამაც უარი მითხრა, შენ მოდი და ბავშვი არ მოიყვანოო.

გათხოვილი ვიყავი ოზურგეთში, სოფელ ბახვში. შვიდთვიანი დაიბადა მარი. საავადმყოფოდან რომ დავურეკე ქმარს, შენი და შენი ბავშვის დედაცო – ასე მითხრა. ჩემს გვარზე გამოვიყვანე ბავშვი საავადმყოფოდან.

ერთი პერიოდი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ვიცხოვრეთ. მერე იძულებული გავხდი ჩემი შვილი მინდობითში ჩამებარებინა. ყოველ დღე ჩავდიოდი და ვნახულობდი, ვერ ვძლებდი, როგორ უნდა გაძლოს დედამ ბავშვის გარეშე. გააშვილეო – მეუბნებოდნენ, ვერ ვიზამდი ამას, ჩემს შვილზე უარს ვერ ვიტყოდი. მადლობელი ვარ, რომ შვილები მშიერი არ მყავს, აქ ყველანაირად გვეხმარებიან.

ოჯახთან მაქვს კონტაქტი, ქობულეთიდან ვარ, მაგრამ არც მათ აქვთ საშუალება. ორი ქალიშვილი მყავს, ორივე ჩემს გვერდზეა, მაგრამ მუდმივად იმის შიში გვაქვს, რომ ქუჩაში დავრჩებით. ეს თავშესაფარი რომ არ იყოს, არ ვიცი რა იქნება… სამსახურს კი ვნახავ, მაგრამ იმ სამსახურით ქირას ვერ გადავიხდი. ჩვენს შვილებზე ვიზრუნებ და ვაჭმევ, მაგრამ თავშესაფარი?!

მარტოხელა დედების თავშესაფარი

მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი სათნოების ქუჩის პირველი ჩიხის #5-ში ფუნქციონირებს. 2013 წელს ხელისუფლებამ სამედიცინო ასოციაცია „თანას“ ათი წლის ვადით გადასცა შენობა, სადაც „თანამ“ მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი და რეაბილიტაციის ცენტრი გახსნა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის. შენობის გარემონტებასა და კეთილმოწყობაში „თანას“ თურქეთის განვითარების სააგენტო „თიკა“ დაეხმარა.

ასოციაციისა და თავშესაფრის დამფუძნებელი ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ ისინი პროგრამას ახორციელებენ, რომლის მეშვეობითაც აჭარის მთავრობა მარტოხელა დედებს ეხმარება. „აქ დედები სოციალური ვაუჩერით მოდიან, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული კომისია გასცემს. კომისია მიმართვიანობის მიხედვით შეისწავლის სოციალური მუშაკების საშუალებით მარტოხელა დედის მდგომარეობას, კომისია განიხილავს რამდენად შესაბამისობაშია ეს ბენეციფიარი თავშესაფარში მოხვედრის პირობებთან და აძლევს სოციალურ ვაუჩერს, რომლითაც ბენეფიციარი მოდის ჩვენთან.“
კითხვაზე, რა დროს ანდომებს კომისია მარტოხელა დედის მდგომარეობის შესწავლას, ნანა საყვარელიძე ამბობს, რომ თუ მარტოხელა დედა გაუსაძლის პირობებშია და მისსა და ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რამდენიმე დღით იღებენ თავშესაფარში.

„თავშესაფარში რომ მოხვდეს, დედა უნდა იყოს მარტოხელა, აჭარაში მცხოვრები და ბავშვი უნდა იყოს ათ წლამდე. ასევე უფლება აქვს მოვიდეს ჩვენთან ორსულს, ოღონდ შვიდი თვის ზემოთ. ჩვენ ვალდებული ვართ, მათ შევუქმნათ 24-საათიანი მომსახურება, კვება, ყველას აქვს ცალკე ოთახი, ტანსაცმელი, უზრუნველყოფილნი არიან ჰიგიენური საშუალებებით. გარდა ამისა, ვცდილობთ მშობლები გადავამზადოთ, რომ აქედან გასვლისას მათ ჰქონდეთ პროფესია და სამსახური. ოთხი ქალი დავასაქმეთ კიდეც. ამ დროს ბავშვებს ან ჩვენ ვუვლით, ან ბაღში არიან.

ვაუჩერი გაიცემა ექვსი თვით, მაგრამ თუ ამ პერიოდში არ გამოსწორდა ქალის მდგომარეობა, სამინისტროს კომისია მსჯელობს ვადის გაგრძელებაზე. ჩვენ მივმართეთ სამინისტროს თხოვნით, სანამ ბავშვი სამი წლის გახდება, თუ პირობები არ გაუმჯობესდა, გაგრძელდეს ეს ვაუჩერი, იმიტომ რომ სამ წლამდე არ არსებობს სკოლამდელი დაწესებულება და ბაგაში 170 ლარს მარტოხელა დედა ვერ გადაიხდის“ – ამბობს ნანა საყვარელიძე.

მარტოხელა დედები სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ იღებენ. სტატუსი – მარტოხელა დედა 2008 წელს გაუქმდა და მარტოხელა დედებს ფულადი დახმარებაც შეუწყდათ. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი მარტოხელა დედა ცხოვრობს საქართველოში და მათგან რამდენია სოციალურად დაუცველი, არ არსებობს.

”ბათუმმა” 2015 წელი გამარჯვებით დაიწყო

 

მე-12 ტურში, რომელიც 30 ინვარს გაიმართა, თბილისის „თიბიესი“ 43:3 დაამარცხა, ხოლო გუშინ, 6 თებერვალს რუსთავის „ხარებს“ ოთხი ქულით აჯობა და 14:10 მოუგო.

„ბათუმმა“ „ხარებსა“ და „თიბიესს“ პირველ წრეშიც სძლია.

მე-14 ტურის თამაშები 21-22 თებერვალს გაიმართება. „ბათუმი“ ამჯერად თბილისის „არმაზსს“ დაუპირისპირდება, რომელთანაც პირველ წრეში 22:23 დამარცხდა.

 

XII, XIII ტურის ცხრილი; უმაღლესი ლიგა | რაგბი | 2014-2015 წლის სეზონი

 

XIV ტურის განრიგი; უმაღლესი ლიგა | რაგბი | 2014-2015 წლის სეზონი

 

 

ბათუმის ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნების საკითხი ისევ ადმინისტრაციულ წარმოებაშია

 

„ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს,  როდის დასრულდება, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით. სავარაუდო ვადები არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ დასრულდება წლის ბოლოსთვის, რადგან ბულვარი არ არის მომგებიანი ორგანიზაცია და მას ბიუჯეტიდან სუბსიდირება სჭირდება.“ _ განუმარტა ბათუმის ვიცე-მერმა ზურაბ ბერიძემ

„ბათუმელებს“.

 

ვიცე-მერის განმარტებით, მისი პირადი პოზიციაა 2014 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული წარმოება არ დასრულდეს, რადგან მერიას ბულვარის მართვისთვის საჭირო სახსრების მოძიება გაუჭირდება.

 

„ მე არ მისაუბრია მასთან და არ ვიცი ახლა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს რა პოზიცია აქვს, მაგრამ კანონი ცალსახად ამბობს, რომ ადგილობრივი სკვერები და პარკები მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, თუ კანონმდებლობის შესაბამისად სხვა რაიმე არ არის გადაწყვეტილი. მე ტრაგედიას ვერც იმაში ვხედავ, თუ ბულვარი არ იქნება ბათუმის მერიის გამგებლობის ქვეშ. მთავარია შედეგი, ის, რომ ბულვარი იყოს მოვლილი მაღალ დონეზე, რა მნიშვნელობა აქვს, საიდან  დაფინანსდება. უბრალოდ  ამ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში სვამენ. დაქვემდებარებას თუ შეიცვლის ბულვარი, იქ ოქროს კოშკები ხომ არ აშენდება. იქ არავინ არაფერს ასხვისებს, პირიქით ფინანსთა სამინისტრო ხარჯავს ფულს ბულვარის ბილიკების რეაბილიტაციისთვის, თუ არ ვცდები, სამინისტრო ყოველწლიურად ბულვარის მოსავლელად ხუთიდან შვიდ მილიონამდე ლარს ხარჯავს.“  _ განაცხადა ზურაბ ბერიძემ „ბათუმელებთან.“

 

 

ბულვარი.
ბულვარი.

კაკო ძნელაძე: „ეს პროცესი ჩვენი არამდგრადი ემოციურობის ბრალია“


აკაკი ძნელაძე
აკაკი ძნელაძე

ბატონო აკაკი, განვითარებული მოვლენების შემდეგ, როგორც „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს თქვენი ფრაქციის წევრები უმოქმედობაში და საეჭვო სიჩუმეში დგებენ ბრალს, ამობენ, რომ რაღაცას ელოდებით…

არაფერს არ ველოდები, ჩუმად არავინ არ არის და ყველა ამბობს იმას, რაც შეუძლია და რისი სურვილიც აქვს. ჩუმად ყოფნა აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ ვიღაცა გადის პოლიტიკური ჩარჩოებიდან, ვიღაცა _ რჩება. ჩემთვის ყველაზე მთავარი არის სამშობლო, ერი და ჩემი რეგიონი. ამიტომ რაღაც უკმაყოფილება პიროვნებების მიმართ ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი. მთავარია, რა ხდება ქვეყანაში და საითკენ მივდივართ, როგორ მივდივართ. ასე რომ მერკანტილური აზროვნება ამ წუთას ამ სიტუაციაში ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი და ამიტომ მე არაფერს არ ვამბობ ღირსშესანიშნავს. ემოციებს არ ვყვები, ჩვენ შემდეგი კვირის დასაწყისში  განვიხილავთ ფრაქციაში ამ სიტუაციას. არავინ  ამბობს, რომ ვინმე ჩუმად იყო.  ფრაქციის სხდომაზე ჩვენ ვმსჯელობდით მედეა ვასაძესთან ერთად. ასე რომ ეს პრობლემატური არ არის. ეს რეალობაა და რეალობა გაგრძელდება ხვალაც.  არის რაღაც პრობლემები მთლიანად ქვეყანაში, ეკონომიური, დასაძლევი, საინვესტიციო, რომლებიც გამოსწორებადია და მე ამის იმედი მაქვს.

 

ამ დრომდე თქვენი ფრაქცია იყო გადაწყვეტილების მიმღები, მედეა ვასაძის ფრაქციიდან გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი ხმა ექნება გადაწყვეტილების მიღებისას, ვიდრე თქვენს ფრაქციას…

გასაგებია, მაგრამ თუ ვინმე ნაციონალურ მოძრაობასთან ითანამშრომლებს, ეს მათი საქმეა. ცალსახად ეს პრობლემა შეიძლება დაუდგეთ პიროვნებებს, რომლებიც აქამდე იყო სხვა პოზიციაზე და ამის შემდეგ შეიძლება დადგნენ ნაციონალური მოძრაობის აზრზე. ჩემთვის ეს მიუღებელია. ასე რომ ყველას თავისი გზა აქვს და ყველა თავის გზაზე ალბათ თავს იმართლებს მომავალში.

 

როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ სხვებმაც შეიძლება დატოვონ პარტია და ასევე ფრაქციაც?

დიახ ამ კუთხით პრობლემა არსებობს. მე ამას ყოველთვის ვამბობდი. არსებობს შეუთანხმებლობის პრობლემა პიროვნებებსა და მთავრობას შორის. თუმცა ეს პრობლემა ალბათ გამოსწორებადია, ასე რომ თუ ვინმე დააპირებს ნაბიჯს მარცხვნივ, ეგ არის მისი საქმე. ჯობია პრობლემა შენი მხრებით გაიტანო და მოაგვარო, ვიდრე სულ იძახო მომიგვარეთ, მომიგვარეთო, ამას წინ არაფერი  უდგას. ყველას ერთად შეგვიძლია მოვაგვაროთ, უბრალოდ მთავარი იყო მოთმინება და არა ჩარჩოებიდან გამოსვლა. მე ამას პირობითად ვამბობ, თორემ ყველა თავისი სინდისის წინაშე მართალია.

 

დაპირისპირებისას თქვენ საქართველოში არ იყავით. ამბობენ, იმის დასტური, რომ თქვენ იყავით ერთიანი, ის ბრიფინგი იყო, რომელიც დაპირისპირების შემდეგ თქვენ მივლინებიდან დაბრუნებულმა ჩაატარეთ.

ჩვენ დავაფიქსირეთ პროცესი პროცედურამდე. მე ეგ ვთქვი ბრიფინგზე. რადგან ეს პროცედურა არ მოხდა, პროცესი გრძელდება. გამოსავალი ყოველთვის არის. არ არსებობს სიტუაცია, გამოსავალი რომ არ იყოს. ამიტომ მე მივმართავ ყველა პიროვნებას, ვინც უმაღლეს საბჭოში ან უმრავლესობაში იყო, თუ შენ ამ პოლიტიკაში ხარ, პოლიტიკური თამაში ბოლომდე უნდა გაიტანო, გაიტანო კბილებით, ზურგით ან შენი მორალით. რაც დაგვემართა ოცი წლის მანძილზე, ამ ჩვენს უახლეს ისტორიაში ეს იყო ემოციების აფეთქებით მომხდარი პოლიტიკური ნაბიჯები, რამაც დაანგრია საქართველო, დაკარგა აფხაზეთი. აუჯანყა ზვიად გამსახურდიას ნახევარი საქართველო, შექმნა ბანაკები და მოგვიყვანა დღემდე.  

ეს პროცესები ჩვენი არამდგრადი ემოციურობის ბრალია, მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ ის გზა, რითაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, კონკრეტულად ვიტყვი ბიზნესმენ ივანიშვილის ხელშეწყობით და დახმარებით, ასე ვთქვათ, საქართველოს დაეხმარა, ერს და საზოგადოებას დაეხმარა. ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ იმ ნაბიჯებამდე და იმ კარის გაღებამდე და აღმავლობამდე. იმიტომ, რომ აღმავლობა არ არის ერთი მდგარადი სტატიკური წერტილი. ჩვენ ამ პროცესში აუცილებლად შევალთ.

 

გვაქვს ინფორმაცია, რომ ანზორ თხილაიშვილი შეიძლება შევიდეს „ქართულ ოცნებაში“ , ადასტურებთ?

დიახ, განვიხილეთ ეს საკითხი. ჩვენთან არის ანზორ თხილაიშვილის განცხადება შემოსული.  ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა ფრაქციაში  და ეს საკითხი რამდენიმე დღით გადაიდო, ახლა უკვე აქტუალურია. იმ კვირაში განვიხილავთ და ალბათ დადებითადაც გადავწყვეტთ.

ვინ ჩაანაცვლებს მედეა ვასაძეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში


ჯემალ ფუტკარაძე
ჯემალ ფუტკარაძე

ბატონო ჯემალ, საუბარია, რომ ქართული ოცნების კიდევ რამდენიმე წევრი დატოვებს ფრაქციას. არის თუ არა ეს ასე?

 ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ საუბარი, რომ იყო დაძაბული სიტუაცია აჭარის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. მაშინ ამას მხარს უჭერდა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყველა წევრი. ვიყავით ერთიანები ჩვენს პრინციპებში, შესაბამისად გაკეთდა ბრიფინგები. ეს დაიწო ბატონმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა, შემდეგ მედეა ვასაძემ და გახსოვთ, ალბათ, ფრაქციის თავმჯდომარის კაკო ძნელაძის ბრიფინგი – როდესაც ის დაბრუნდა მივლინებიდან თქვა, რომ ჩვენ ვიწყებდით პროცესს პროცედურის დაწყებამდე და იგულისხმებოდა, რომ უნდა შეგროვებულიყო ხელმოწერები, რაც მთავრობის იმპიჩმენტის გამოცხადების შედეგით დასრულებოდა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მოხდა გათითოკაცება. ჯერ გამოაკლდა ერთი და როგორც თქვენ მეუბნებით, საზოგადოება ამბობს, რომ მედეა ვასაძის შემდეგ კიდევ ვიღაც გავა პარტიიდან. ასევე გვეუბნებოდნენ ჩვენ მაშინ, ცნობილი დაპირისპირების შემდეგ. მე, პირადად, მეუბნებოდნენ, იცოდეთ ექვსნი არ ხართო, ერთ პოზიციაზე არ ხართო. ვეუბნებოდი, როგორ არა ვართ- მეთქი, ამის შემდეგ ხუთნი არა ხართო.

 

ის პრინციპულობა, რითაც დავიწყეთ პარტიის წევრებმა, თანდათან  შეარბილეს. დაეცა ტემპი. სხვათა შორის,  მედეა ვასაძე იყო ერთ-ერთი, რომელსაც არ შეურბილებია არც ტონი, არც ფორმა.

 

როდესაც პოლიტსაბჭომ განიხილა ჩვენი საკითხი, მივიღეთ საყვედურები, რატომ ხმამაღლა თქვითო. ჩვენ პარტიის წევრები ვართ და ამის შემდეგ  ცენტრალურ პოლიტიკურ კურსს დავექვემდებარეთ, რომ მათთან შეთანხმებით გვემსჯელა უფრო მწვავე საკითხებზე.

 

პარტიიდან  გავიდა მედეა ვასაძე, სხვებმა შეარბილეს  დამოკიდებულება. ალექსანდრე ჩიტიშვილი უკვე კმაყოფილია აჭარის მთავრობის მუშაობით ისე, რომ მე, ვფიქრობ, ასეთი კმაყოფილების გრძნობა მას არასოდეს ჰქონია. ალბათ ეს კმაყოფილება მან მიიღო რაღაცით, მაგრამ  მე, მაგალითად, მაქვს ისეთივე განცდა, რომ არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ.  

 

ვინ იქნება შემდეგი, ამას მე დღეს ვერ გეტყვით, შეიძლება შემდეგი იყოს ალექსანდრე ჩიტიშვილი, რომელმაც პირველმა დაიწყო, შეიძლება გამოფხიზლდეს ბატონი ალეკო.  ან შემდეგი იყოს ბატონი აკაკი ძნელაძე ან მე, ჯემალ ფუტკარაძე, მაგრამ, ჯერჯერობით, მინდა დაგიდასტუროთ, რომ ვარ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. ველოდები, ის რებრენდინგის პროცესი, რაც ცენტრში დაიწყო პარტიამ, რეგიონშიც  იქნება და შეიცვლება ბევრი რამ.

 

ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია როგორია, მისი დამოკიდებულებაც შერბილებულია?

მე ვფიქრობ, ფრაქციის თავმჯდომარეს  პოლიტიკა არასოდეს გაუტარებია, ასეთ დროს ფრაქციამ ბრიფინგები უნდა ჩაატაროს მოსახლეობისათვის. მოგეხსენებათ, ფრაქციას დიდი დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის ფრაქციას აჭარის უმაღლეს საბჭოში და  რატომღაც ბატონი აკაკი… არ ვიცი, ის რაღაცისთვის ემზადება. წინათგრძნობა მაქვს, რომ ბატონი კაკო რაღაცისთვის ემზადება. ისეა გაჩუმებული… არც ერთ მხარეს აკეთებს მწვავე განცხადებას,  ან ხომ შეიძლება ვინმეს შემოუძახოს, ან მიუთითოს, ან მკაცრად დასვას საკითხი. არ ვიცი, ეს ალბათ მისი პოლიტიკაა.

 

ბოლოს როცა გვქონდა ფრაქციის შეხვედრა, სხდომას ესწრებოდა ბატონი ანზორ თხილაიშვილი, ის კოალიციიდან გასულია, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრიც აღარ არის. ამავე დროს, ის არ არის არც ერთ კოალიციაში გაერთიანებული პარტიის წევრი. ვიკითხე, რატომ იყო ანზორ თხილაიშვილი ფრაქციის სხდომაზე. სამწუხაროდ, ისე ვითარდება მოვლენები, რომ ჩვენ ვერ შევძელით დავმსხდარიყავით და შეგვეფასებინა მედეა ვასაძის გასვლა პარტიიდან, ასევე ფრაქციიდან.

 

ანუ მედეა ვასაძის გასვლის შემდეგ ფრაქცია არ შეკრებილა და ამ საკითხზე არ გისაუბრიათ?

რა თქმა უნდა შეხვედრები გვაქვს, მაგრამ შეხვედრა საგანგებოდ ამ საკითხების დასმის მიზნით არ გვქონია. მოგეხსენებათ მედიცინის მუშაკი ვარ და როდესაც დაავადებასთან ან ავადმყოფთან გვაქვს საქმე, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ავადაა, დიაგნოზია დასასმელი. დიაგნოზის დასმას სჭირდება სპეციალისტები, რომ  შემდეგ ამ ავადმყოფობას ებრძოლო. ჩვენს ფრაქციას ასეთი მსჯელობა არ ჰქონია.

 

ბატონო ჯემალ, თქვენი ნაამბობიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ანზორ თხილაიშვილი აპირებს პარტიაში და ფრაქციაშიც შემოსვლას. ასეა?

დიახ, ასეა.  როდესაც მან დატოვა „თავისუფალი დემოკრატები“,  დააფიქსირა, რომ მას აქვს სურვილი შემოვიდეს „ქართულ ოცნებაში“.  მას თანვე უნდოდა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში შემოსვლა. მის ფრაქციაში გაწევრიანებაზე მე და ქალბატონმა მედეამ გამოვთქვით ჩვენი დამოკიდელბულება, რომ ის არ არის პარტიის წევრი და როგორ შეიძლება მისი ფრაქციაში გაწევრიანება. ჯერჯერობით ის პარტიის წევრი არ არის, თუმცა ვიცი, რომ მას ჰქონდა შეხვედრები თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში და აპირებს გაწევრიანდეს „ქართულ ოცნებაში“ და შემდეგ უკვე ფრაქციაში.

 

თუ ეს ასე მოხდება, „ქართული ოცნება“  უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებს?

შეიძლება რაღაც ეტაპზე შენარჩუნდეს, თუ კიდევ სხვები არ წავლენ. იმაზეა საუბარი რა იქნება. შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი დადგეს ჩემი პარტიისათვის. მე ძალიან გული შემტკივა ამ პარტიის გამო, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ძალიან ცუდი რეალობა და ჩვენ არ გვეძლევა ამის გამოხატვის საშუალება. გამოვხატავთ, მაგრამ არ გვისმენენ და ვერ აფასებენ ჩვენს დამოკიდებულებას. ასე გაგრძელებას მომავალი არ აქვს. ამას საზოგადოებაც არ გვაპატიებს.

 

როგორც ჩანს, თქვენც პარტიიდან წასვლა-არ წასვლის გადაწყვეტილების რეჟიმში ხართ…

მე ამ განწყობით ვარ და ვაკვირდები პროცესს იმ პერიოდიდან, როდესაც ჩვენ  მურმან დუმბაძის გარიცხვის მოწმე გაგვხადეს. მაშინ ის აქლემი „ქართული ოცნების“ კართანაც ჩაიჩოქებს და შემდეგ უკვე ძალიან ძნელი იქნება მისი მობრუნება.

 

დღევანდელი რეალობით, ხმათა გადანაწილებისას რა შეიძლება მოხდეს?

არითმეტიკულად შეიძლება ნებისმიერი შედეგი დადგეს, საკითხის გადაწყვეტის დროს ვის როგორი ხედვა ექნება. ასეთი სიტუაცია პარლამენტში ხშირად ყოფილა. მე არ მაინტერესებს სხვების დამოკიდებულება, მე მაინტერესებს ის, რომ ჩვენ რაც 2012 წელს შევპირდით მოსახლეობას, შევასრულოთ, მოსახლეობამ ჩვენ მხარი დაგვიჭირა. სამწუხაროდ, დღეს ძალიან მწვავედ დგას საკითხი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უსრულებს ხალხს იმ ოცნებას, რასაც შევპირდით.

 

უკვე ითქვა, რომ ამჟამინდელი მოცემულობით შესაძლებელი გახდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენება.

წარმოიდგინეთ, შეიძლება დადგეს რეალობა, როცა უმაღლეს საბჭოს შეიძლება ჰყავდეს თავმჯდომარედ არა ოცნების წევრი, ეს უკვე ძალიან ცუდის მანიშნებელი იქნება. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს უმაღლესი საბჭო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის გარეშე დარჩეს.

 

გამორიცხავთ, რომ დემოკრატიის პირობებში ეს ნორმალური პროცესია?

მე გიდასტურებთ, რომ დემოკრატიაა, მაგრამ იმ სოციალური სიდუხჭირის მქონე ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დემოკრატიისა და სხვა მაღალ ფასეულობებზე საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ევროპისაკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ, მაინც არ გვაქვს და ვერ ვახორციელებთ.  ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ როდესაც ქართული ოცნების წევრებმა გავაკეთეთ განცხადება მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებაზე და გვქონდა ჩვენი დამოკიდებულება, ამის გამო გაგვკიცხეს. მაშინ არავის უთქვამს, რომ ეს არის დემოკრატია.

 

ტენდერებიდან შავ სიაში

 

.შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე  ორი  კომპანია შავ სიაში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენისთვის აღმოჩნდა: შპს „I GPS ოპერატორი“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტი“. ტენდერი 152 ერთეული GPS მოწყობილობისა და 20 ერთეულ ელტაბლოს მომსახურების შესყიდვაზე იყო გამოცხადებული, თანხით 63 048 ლარი. სატენდერო კომისიის ოქმში ვკითხულობთ, რომ პრეტენდენტმა კომპანიებმა ერთი და იგივე ტექსტისა და შინაარსის შემცველი სატენდერო დოკუმენტაცია ატვირთეს სისტემაში, რის გამოც ორთავე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია მოხდა.

 

ქ. ბათუმის მერიის მიერ №13 საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის შავ სიაში მოხვდა შპს „ნიუ კონსტრაქშენი“. თავის დროზე სატენდერო თანხა 1 026 765 ლარი იყო, ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან კომისიამ სამის დისკვალიფიკაცია მოახდინა.

 

1 იანვრის შემდეგ შავ სიაში მოხვდა კომპანიები: შპს „ალგორითმი“,„დათა +“, „ლმ ფაბრიკა“, „ბ.ს.ბ. – კომპანია“, შპს „labmate“, „სტარტი – ბიზნეს გადაწყვეტილებები“,  „სტარ სტუდიო“,  „დაჩი“ და სხვ.

სულ “შავ სიაში” 150-ზე მეტი იურიდიული პირია.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შავი სია, ესაა შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც ელექტრონულად აწარმოებს სააგენტო. შავ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებლებს ეკრძალებათ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება 1 წლის ვადით.

 

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველ­ყოფის გარანტიას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ან თუკი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ან/და იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება განხილული იქნება მისი შავ სიაში დარეგისტრირების საკითხი.

 

სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პირის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, იმ შემთხვევაში თუ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პირის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პირის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია ასეთი პირის მიმართ არაუმეტეს ორჯერ გამოიყენოს გაფრთხილება [გასული წლის თებერვლიდან დღემდე 400-ზე მეტი იურიდიული პირია გაფრთხილებული]. გაფრთხილება მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.

 

შავი სიიდან ამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ბათუმის პირსს დაანგრევენ

ბათუმის მერიის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის ირაკლი მოქიას განმარტებით, აღსრულებამდე პირსის გადასარჩენად კომპანიას ერთადერთი შანსი რჩება – „მშენებლობა კანონთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს“.

უკვე უკანონოდ აშენებული პირსის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად კომპანიას მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, დადებითი პასუხი გარემოს დაცვის სამინისტროსგან და ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა სჭირდება. ამას ემატება ისიც, რომ ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მშენებლობა ბულვარში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანხმობას საჭიროებს.

35 მეტრი სიგრძის ხიდით პირსის შენობის აგება ბათუმის პლაჟზე მერიის ქონების მართვის სამსახურსა და შპს „ BATTUN“ -ს შორის შეთანხმების მთავარი პირობა იყო. ხელშეკრულება 2010 წელს გააფორმეს. სანაცვლოდ კომპანიამ ბათუმის მერიისგან პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, 7 392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 29-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. ამ ადგილზე კომპანიამ სპორტულ-გასართობი კომპლექსი „PIER BATUMI“ გახსნა. სახელშეკრულებო პირობა კომპანიის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადსაც ითვალისწინებდა.

გასართობი კომპლექსი ღია და დახურულ რესტორანს, ორ მაღაზიას, სწრაფი კვების ობიექტსა და ჩილიმ ბარს აერთიანებს, მომსახურებაში შედის უკაბელო ინტერნეტით სარგებლობაც.

ბათუმის პირსი

შპს „BATTUN“ -მა მერიასთან დადებული პირობა შეასრულა, მაგრამ კომპანიამ პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან, 35 მეტრი სიგრძის პირსის შენობა ისე ააშენა, რომ არც სამშენებლო ნებართვა ჰქონია და არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.

2013 წლის ნოემბერში კომპანია უკანონო მშენებლობის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს და ნებართვის მისაღებად სამთვიანი ვადა მისცეს. სამი თვის შემდეგ კი კომპანიას კანონმდებლობის შესაბამისად გაორმაგებული ჯარიმა 9 000 ლარი გადაახდევინეს.

სპეციალისტების განმარტებით კანონმდებლობა უკანონოდ აშენებული შენობის კანონის შესაბამისობაში მოყვანის საშუალებას იძლევა : „ კომპანიის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან თუ ის სტანდარტებს აკმაყოფილებს, შეიძლება ნებართვაც გაიცეს“

შპს „BATTUN“- მა თავის დროზე ბულვარში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ირაკლი ახალაძის ინფორმაციით, კომპანიას მშენებლობის კანონის ფარგლებში მოსაყვანად მერიის არქიტექტურის სამსახურზე ჯერ არ მიუმართავს.

ბათუმის ახალი სასაფლაო ჩაქვში

 

 

ფერიის სასაფლაო. ფოტო თედო ჯორბენაძე

 

ახალი სასაფლაოს მოწყობისთვის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2015 წელს დაფინანსდება სამუშაოები თანხით 1 362 240 ლარი (ასევე შესაძლებელია  შემსყიდველის გადაწყვეტილებით 2015 წლის დაფინანსება შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაიზარდოს). 2016 წლის ბიუჯეტიდან კი დაფინანსდება 2 330 760 ლარის სამუშაო.

 

ტენდერში გამარჯვებულმა დაბა ჩაქვში მდებარე 177 073 კვ/მ მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს მოწყობის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში.

 

ფერიის სასაფლაოს პასპორტიზაციისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისთვის კი ცალკე, 70- ათასლარიანი ტენდერია გამოცხადებული. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:

 

საკადასტრო ნახაზებისა და პასპორტიზაციის მომზადება (საერთო ფართობი დაახლოებით  23 ჰექტარს შეადგენს);

 

სასაფლაოების აღწერა უნდა განხორციელდეს თითოეულ საფლავზე ცალ-ცალკე ფაქტობრივად არსებული მონაცემებისა და შემსყიდველ ორგანიზაციაში დაცული საარქივო მასალების საფუძველზე. აღწერისას უნდა განისაზღვროს თითოეულ საფლავზე შესაძლებლობის ფარგლებში გარდაცვლილის სახელი, გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების წლები, საფლავის მეპატრონის სახელი, გვარი, მისი საკონტაქტო ინფორმაცია;

 

სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რომელიც ოპერატორს მისცემს შესაძლებლობას, გააკეთოს სხვადასხვა ჩანაწერი კონკრეტულ საფლავზე და ასევე აწარმოოს მონიტორინგი არსებული ელექტრონული და ინტერაქტიული რუკის მიხედვით;

 

ინტერაქტიული რუკის შექმნა, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს რუკის დახმარებით მოიძიონ კონკრეტული საფლავი და გაეცნონ მის მონაცემებს _ დაკავებული ფართობი, რეგისტრირებული ფართობი, ნუმერაცია, თარიღები, დასაფლავებულის ვინაობა, მესაკუთრის ვინაობა და სხვა (რომლის მსგავსი გააჩნია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს – „საქართველოს ელექტრონული საკადასტრო რუკა“);

 

ელექტრონული რუკის შექმნა; მონაცემთა ბაზა; არსებული მონაცემების განთავსება გეოსაინფორმაციო სერვერი; რუკების ქაღალდური ვერსიის შექმნა საფლავების ნუმერაციით ნატურალური მასშტაბით; უკვე აღწერილ საფლავებზე უნდა დაისვას შესაბამისი ნიშნულები უნიკალური კოდის აღნიშვნით. საერთო რაოდენობა დაახლოებით (30 000) ცალი;

 

ვებგვერდის შექმნა, რომელიც უნდა იყოს სრულყოფილი, შეუზღუდავი მენიუების შესაძლებლობით, ადმინისტრატორის მხრიდან მენიუების და ქვემენიუების მართვით: ჩვეულებრივი გვერდები, სიახლეები, გალერეები, ვიდეოები. გამოკითხვა; სოციალურო ქსელების მაქსიმალური ინტეგრირება ვებგვერდზე;

 

სასაფლაოს  PDF ფორმატის რუკა, რომელიც უნდა დაიდოს ვებგვერდზე და მომხმარებელს შეეძლება იქვე გახსნას ან გადაიწეროს თავის კომპიუტერში და შემდეგში დაათვალიეროს.

 

მონაცემთა ბაზა უნდა იყოს მხოლოდ ქართულ ენაზე. საიტი კი ზოგადად 2 ან 3 ენაზე; ვებგვერდზე უნდა იყოს მომხმარებლის რეგისტრაციის სისტემა, საიდანაც მომხმარებლები დარეგისტრირდებიან და შეეძლებათ გადაიხადონ სხვადასხვა მომსახურების თანხა. 

ჩაქვის სასაფლაოს გენ.გეგმა

დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა შსს-ს ნებაყოფლობით ჩააბარეს

შსს-ს განცხადებით ეს საბრძოლო მასალა მოქალაქეებმა  სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს. გამოძიება კი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

 

 

 

რაგბის ბავშვთა კლუბი ”ჩაქვი”

რაგბის ბავშვთა კლუბი ”ჩაქვი” ვარჯიშისას | 28-01-2015

„ჩაქვში“ 10-დან 14 წლამდე (2001-2005-წლიანები) ასაკის 60 ბავშვი ვარჯიშობს, მაგრამ ტურნირებზე მხოლოდ 30 ბავშვი მონაწილეობს. ბავშვებს გელა ჭოველიძე წვრთნის. „B ლიგა რომ შევინახოთ, მეტი თანხაა საჭირო, ამიტომ შეჯიბრებებზე მხოლოდ პატარა ასაკის ბავშვები გაგვყავს“, – ამბობს გელ ჭოველიძე.

კლუბი ვარჯიშებს ჩაქვის ცენტრში მდებარე ფეხბურთის მოედანზე ატარებს. თუმცა, უამინდობის დროს მინდორი იტბორება. ამიტომ კლუბმა ჩაქვის საჯარო სკოლასთან მემორანდუმი გააფორმა, რითაც სკოლამ სპორტული დარბაზით სარგებლობის ნება დართო.

„ჩვენ თვითონ ჩაქველები ვართ და ბავშვობიდან მოყოლებული გუნდური სპორტი ჩაქვში არ გვინახია. ჩვენ გვიყვარს რაგბი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბიჭები კარგი მორაგბეები გახდნენ. „ორბი ჯგუფმა“ დაგვასპონსორა, ფორმები შეგვიკერა, შეგვიძინა წყლის ბოთლები ნიშნულები და ბურთები. ეს ყველაფერი ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა, რადგან არაფერი არ გვქონდა. დღეს ის პირობა მაინც გვაქვს, რომ არ შევაჩეროთ ვარჯიშები და ბავშვები ვათამაშოთ. თუმცა, თუ კიდევ ვინმე გამოჩნდება და დაგვაფინანსებს, ბავშვები მეტ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას“.

ერთი წლის მანძილზე „ჩაქვი“ საქართველოს დასავლეთ რეგიონის საფესტივალო ჩემპიონატებში მონაწილეობდა, სადაც 10 ტურნირი ჩაატარა. როგორც გელა ჭოველიძე ამბობს, მათი მიზანი პროფესიონალური რაგბის მოთამაშე გუნდის შექმნა და საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაა.

ტურიზმი, ბიზნესი და ახალი შეღავათები

????????????????????????????????????

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

“აჭარაში ხორციელდება უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტი, რისთვისაც ჩაქვში შემოდის 105-მილიონიანი ინვესტიცია. ეს არის ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიცია აჭარაში”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარშან ზაფხულში, ჩაქვში, „დრიმლენდ ოაზისის“ პროექტის პრეზენტაციაზე.

დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე სასტუმრო „ოაზისის“ ირგვლივ ამჟამად 21 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. ტერიტორიაზე, მთლიანობაში, სასტუმროს ტიპის 1000 ბინა განთავსდება.

„ოაზისი“, ფაქტობრივად, იმ პირობებითა და სპეციფიკით სთავაზობს აპარტამენტებს კლიენტს, რასაც ე.წ. ტურისტული საწარმო ითვალისწინებს. ახალ მესაკუთრეს შეუძლია აპარტამენტი გააქირაოს საკუთარი რესურსებით ან სასტუმრო “ოაზისის” მეშვეობით. „დრიმლენდ ოაზისს“, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, `ტურისტული საწარმოს~ სტატუსი ამ დროისთვის არ აქვს. აპირებს თუ არა ამ სტატუსის მიღებას, კომპანიაში კომენტარი არ გააკეთეს.

“ტურისტულ საწარმოს” საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით მთელი რიგი შეღავათები აქვს სხვა ტურისტულ კომპანიებთან შედარებით. ამ წლიდან მთავრობამ ასეთ საწარმოს კიდევ უფრო მეტი შეღავათი მისცა, რაც ზოგიერთმა უშუალოდ “ოაზისსა” და იქ მშენებარე კომპლექსს დაუკავშირა.

„დრიმლენდ ოაზისის~ მმართველი კომპანია შპს „საქტურკურორტია”, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიის მფლობელობაშია სანატორიუმ-სასტუმრო “ოაზისი”, რომლის გარშემოც ხდება კომპლექს `დრიმლენდის” განვითარება. „საქტურკურორტის~ დამფუძნებლები არიან ავსტრიული კომპანიები: „ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი” და „ალბერეტა”, რომლებიც კომპანიის თითქმის სრულ, 91,7%-ს ფლობენ. დარჩენილი 8,3%-ის მფლობელი კი კერძო პირია.

„დრიმლენდ ოაზისის” ვებგვერდზე მითითებულია, რომ „დრიმლენდ ოაზისი~, “ბანკ ქართუსთან” ერთად, იპოთეკური სესხის საუკეთესო პირობებს სთავზობს როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებს: `შევიმუშავეთ უნიკალური პაკეტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ აპარტამენტები ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით…  საქართველოს მოქალაქეებისთვის  მინიმალური პირველადი შენატანი 30%, კრედიტის მაქსიმალური ვადა 15 წელი, საპროცენტო განაკვეთი 9-11%-ია”.

ანალოგიური შეთავაზება კომპანია „ორბი ჯგუფსაც~ აქვს. ამ კომპანიის დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის თქმით: „მსურველს, ვისაც აქვს თუნდაც 3 ათასი დოლარი ან/და მეტი, ვთავაზობთ, პირველადი შენატანი შეიტანოს და გამარტივებული წესით „თიბისი ბანკში“ აიღოს 10-წლიანი სესხი, 9-პროცენტიანი განაკვეთით. შეიძლება 15-წლიანიც, მაგრამ არავინ სარგებლობს. ამასთან, ამ ინფრასტრუქტურის შესაქმნელად დაახლოებით თანხის 85% უცხოეთიდან შემოგვაქვს~.

ბათუმში „ტურისტული საწარმოს~ სტატუსით „ორბი ჯგუფი“ უკვე ფლობს რამდენიმე სასტუმროს. „სწორედ ამ ახალი რეგულაციების შემდეგ შევქმენით ბათუმში 4 ათასამდე ნომერი. ეს თითქმის იმდენივეა, რაც სხვა დანარჩენი ერთად აღებული ბათუმში _ დაწყებული დაბალი დონის სასტუმროდან, დამთავრებული „შერატონით“. ამასთან, 300-ზე მეტი ადამიანი გვყავს დასაქმებული“ _ აცხადებს „ორბი ჯგუფის“ დირექტორი ირაკლი კვერღელიძე.

„ტურისტული საწარმოს შექმნა იმდენად რთული და უცნაური სქემაა, რომ შეიძლება ამან ვერც კი იმუშაოს პრაქტიკაში“, _ აცხადებს საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის საგადასახადო კონსულტანტი ნიკოლოზ ოსტაპენკო.

ტურისტულ სექტორში შეღავათები 2011 წლიდან დაწესდა, როცა საგადასახადო კოდექსში ახალი ცნება _ „ტურისტული საწარმო“ გაჩნდა. ასეთი საწარმოები მაშინ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლდნენ. ზოგადად კი, სხვებთან შედარებით, გადასახადები ფაქტობრივად გაუნახევრდათ. საუბარია იმ დეველოპერებზე, რომლებიც სასტუმროს ან სასტუმროს ტიპის ბინებს აშენებენ.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების ან მათი ნაწილის მიწოდებას (გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ) და ამ ქონების შემძენთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს აქტივების ან მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას.

საგადასახადო კოდექსში ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გამარტივდა ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები.

სპეციალისტთა ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კოდექსში შეტანილი ამ ცვლილებით, შემოდის დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმი, რაც არასწორია.

„განსხვავებული რეჟიმით დაბეგვრა ყოველთვის არღვევს საკანონმდებლო თამაშის წესებს, ვინაიდან ამ შემთხვევაში უპირატესობას ანიჭებს ერთს მეორესთან მიმართებაში.  თანაც, ეს უპირატესობა განსაზღვრულია არა მუშაობის პრინციპით, არამედ კანონის ინიციატორთა მხრიდან საკუთარი წარმოდგენების მიხედვით კონკრეტული სფეროს განვითარებაზე“, _ განაცხადა „ბათუმელებთან“ ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

ნიკოლოზ ოსტაპენკო მიიჩნევს, რომ ზოგადად, ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინებით, არ შეიძლება სხვადასხვა დარგის განსხვავებულ პირობებში ჩაყენება, რადგან ეს იწვევს ინვესტიციების არასწორ გადანაწილებას: „თუ თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ სხვადასხვა დარგს ბაზარზე, ბაზარი თავად განსაზღვრავს ინვესტიციებს… მაგრამ თუ რომელიმე დარგს უკეთესი სასათბურე პირობები ექნება და ამის გამო ჩაიდება ინვესტიციები, ეს, ასე ვთქვათ, ეკონომიკური სიგნალების დამახინჯებას იწვევს და შეიძლება ქვეყნის ეკონომიკისთვის არასასურველი, არამომგებიანი ინვესტიციებიც კი განხორციელდეს~.

ირაკლი კვერღელიძის თქმით, ეს სიტუაცია ნეგატიურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ: „ყველაზე დიდი ეფექტი საქართველოში არის შემოსული ინვესტიცია, რომელიც იდება კონკრეტულ პროექტებში. დღეისათვის რამდენიმე ასეული მილიონია შემოსული ამ სეგმენტში და ამაზე დიდი ეფექტი ქალაქს და რეგიონს არ მიუღია~.

2015 წლიდან განსაკუთრებული შეღავათით ისარგებლებენ ის ფიზიკური პირებიც, რომლებიც შეისყიდიან სასტუმრო ნომრებს ტურისტულ საწარმოში. თუ საწარმო დღგ-ს გადახდისგანაა გათავისუფლებული, მეპატრონე ფიზიკურ პირზე გაცემული ანაზღაურება, ანუ შემოსავალი, დაიბეგრება არა 20, არამედ 5%-ით.

ნიკოლოზ ოსტაპენკოს თქმით: „ამ სქემაში თუ დარჩებოდა 20%-იანი საშემოსავლო, მაშინ დაინტერესება უკან იჯარით დაბრუნებაზე იმ ფიზიკური პირებისგან, ვინც შეიძენდა სასტუმრო ნომრებს, ნაკლები იქნებოდა, ან სხვებს მისცემდნენ იჯარით, ან თავად გააქირავებდნენ. ახლა კი ამ შეღავათებით, იდეაში მათ სტიმული უნდა გაუჩნდეთ, რომ დაუბრუნონ მშენებელს (დეველოპერებს) იჯარით _ შეუძლიათ შეთანხმდნენ იჯარა-გამოსყიდვაზე და ა.შ.”.

მაგალითად, მშენებელი კომპანია, სასტუმროს ტიპის ბინას (ან მთლიან აპარტამენტს)  ყიდის კერძო პირზე და არ იხდის დღგ-ს, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. შემდეგ ეს კერძო პირი (ბინის ახალი მესაკუთრე), რომელსაც ეს ფართობი საცხოვრებლად არ სჭირდება, ხელშეკრულებით გადასცემს იმავე კომპანიას, რომელიც აქირავებს ამ ბინას სასტუმრო ნომრად. ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა კი, რაც უნდა მიიღოს ახალმა მესაკუთრემ კომპანიისგან, დაიბეგრება არა 20, არამედ 5 პროცენტით.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ ფაქტობრივად, „უკვე არსებობს ტურისტული საწარმოს დახვეწილი მოდელი და ჩვენი კომპანიის ვარაუდით, ეს არის საფუძველი საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია შემოვიდეს. ეს შეღავათები გამოიწვევს მშენებლობის ბუმს საქართველოში~.

მიუხედავად ამისა, არსებულ შეღავათებს ტურიზმის განვითარებისთვის ირაკლი კვერღელიძე საკმარისად არ მიიჩნევს. ამასთან, აცხადებს, რომ „გადასახადებისაგან სრულად გათავისუფლება აბსურდია”, მაგრამ ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკას მიესალმება, `რადგან ამ დროს ვითარდება ეკონომიკა. ეკონომიკა რომ განვითარდება, დადგება ფეხზე და ჩადგება რიტმში, ამის შემდეგ უკვე შეიძლება საგადასახადო ტვირთზე საუბარი, თუნდაც ისეთზე, როგორიცაა ვთქვათ, ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში“.

მთავრობის ინიციატივის გაჟღერების პარალელურად იყო მოსაზრება, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობდა საგადასახადო კანონმდებლობის მორგებას  გარკვეულ ბიზნესჯგუფებსა თუ კონკრეტულ პროექტებზე.

მთავრობამ თავისი ინიციატივა „კანონმდებლობის დახვეწით” ახსნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კი მიიჩნევენ, რომ „ტურისტული საწარმოს სტატუსის აღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. შესაბამისად, “საფუძველს მოკლებულია მოსაზრება, რომ აღნიშნული ცვლილებები არათანაბარ პირობებში აყენებს ტურისტულ ბიზნესში ჩართულ (მათ შორის ოჯახური ტიპის) ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს“.

პირს ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით  შემოსავლების სამსახური ანიჭებს. სტატუსის მინიჭების, საწარმოს ფუნქციონირებისა და გაუქმების წესს, აგრეთვე სასტუმრო ნომრებად გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას თვითმმართველობების მიხედვით კი საქართველოს მთავრობა ადგენს.

როგორ აისახება ტურისტული საწარმოსადმი დაწესებული საგადასახადო შეღავათები რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებაზე და, ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვაზე _ ამ საკითხზე „ბათუმელებთან~ კომენტარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ გააკეთეს.

შეხვედრა ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკა  ბავშვის ოჯახური გარემოთი უზრუნველყოფას და ოჯახების გაძლიერებას ითვალისწინებს. 

 

 

შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იუესაიდისა და იუნისეფის მხარდაჭერით იმართება. 

 

 

სარფის სასაზღვრო პუნქტში ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

 

ჰალალ იალდიზკაიას ბრალად ედება ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე, 196-ე, 197-ე, 198-ე, 213-ე, 214-ე, 324-ე; 05.11.2002 წლის სამეფო ბრძანების მე-4, მე-8 და 9-ე, 27.06.1969 წლის კანონის 21-ე და 22-ე; 28.11.1969 წლის სამეფო ბრძანების პირველი ნაწილის მე-2 თავის 33-ე; 25.11.1991 წლის სამეფო ბრძანების 175 1ო ე); ბელგიის სოციალური სისხლის სამართლის კოდექსის 101-ე, 102-ე, 103-ე, 221-ე მუხლის 1 1ო ნაწილი, 232-ე მუხლის 1, 1ო ნაწილი, 233-ე მუხლის პირველი თავის 3ო მუხლით 235-ე და 236-ე მუხლის მეორე ნაწილი, მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გაყალბებას, თაღლითობას და კრიმინალური ასოციაციის წევრობას ითვალისწინებს.

კერძოდ, 2001-2008 წლებში, მაშინ როცა ჰალილ იალდიზკაია ბელგიაში, რამდენიმე კომპანიის მენეჯერი და დირექტორი იყო, მან მთავრობას 241 დასაქმებული პიროვნების შესახებ ყალბი დეკლარაცია წარუდგინა.


ამჟამად ჰალილ იალდიზკაია დაკავებულია და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებით მოთავსების იზოლატორში.


მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.



 

’’დინამოს’’ მწვრთნელი: ენთუზიაზმით მუშაობა შეუძლებელი გახდება


მარცხნიდან – კახა ვაჩეიშვილი, ლევან ხომერიკი, შოთა ჭეიშვილი, ასლან ბალაძე, იური მამინაშვილი



– ბატონო ლევან, როგორ შეაფასებთ 2014-2015 სეზონის პირველ წრეში ბათუმის „დინამოს“ ასპარეზობას?

– ჩვენი გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს. იმის გამო, რომ კლუბს არ გააჩნია სტადიონი, სავარჯიშო ბაზა, არავინ ელოდებოდა, რომ მეოთხე ადგილზე აღმოვჩნდებოდით. თან სტარტი არც თუ ისე კარგად დავიწყეთ. მერე გამოჩნდა ამ გუნდის პოტენციალი და გავიმარჯვეთ ლიდერ გუნდებთან – თბილისის „დინამოსთან“, გორის „დილასთან“, „ზესტაფონთან“.

– რამ განაპირობა თქვენი მოგება ჩემპიონ „დინამოსთან“?

-ამ თამაშამდე გვქონდა ცოტა ჩავარდნა, ლანჩხუთის „გურიასთან“ არ ველოდით წაგებას, მინიმუმ ფრე გვქონდა დაგეგმილი. ლანჩხუთთან წაგების შემდეგ გუნდში მობილიზება გაკეთდა. შევიკრიბეთ ყველა ერთად და ვმსჯელობდით როგორ შეგვეძლო სიტუაციის გამოსწორება. წაგების შემდეგ ძნელია ფეხზე დადგომა, თუმცა შტაბის წევრები კმაყოფილები ვიყავით, რადგან ბიჭებმა სწრაფად გააკეთეს ანალიზი. მობილიზებული, შინაგანად დაწყნარებული გამოვიდნენ დიმანო არენაზე და არ დაუთმეს თბილისის „დინამოს~. გავიმარჯვეთ და პატარა სენსაცია შევიტანეთ ჩემპიონატში. ეს არის ფეხბურთელების, კლუბის ხელმძღვანელებისა და მწვრთნელების დიდი მოთმინების, თავდაუზოგავი შრომისა და ერთიანობის შედეგი. მაგრამ ჩვენ თუ სავარჯიშო პირობებს ვერ გამოვასწორებთ, ეს ენთუზიაზმი, მოთმინება და ძალისხმევა ამოიწურება, სადღაც იჩენს თავს და შეუძლებელი გახდება გრძელვადიანი სტაბილურობის მოპოვება. ყოველდღე იარო ბათუმიდან ქობულეთში, ქობულეთიდან ბათუმში – ამის გაძლება ძალიან რთულია. ჩვენ არა გვაქვს დრო, რომელიც გვინდა. ქობულეთის სტადიონზე „შუქურა” ვარჯიშობს, ეს მისი მოედანია. პლუს, იქ არის ასაკობრივი გუნდებიც. ეს ყველაფერი ხელს უშლის სავარჯიშო პროცესს. საჭიროა ინდივიდუალური მუშაობა ფეხბურთელებთან. ზოგს სჭირდება ტექნიკაზე მუშაობა, ზოგს ფიზიკური – მომზადება, ზოგს, უბრალოდ, დალაპარაკება. ცალკე არ გვაქვს ადგილი, სადაც ამას მაინც შევძლებთ, ავტობუსში ხომ ვერ დავილაპარაკებთ?!

– სად იკრიბებით, როცა სასაუბრო გაქვთ?

 – შეჯიბრის წინა დღეს სასტუმროში.

– ბატონო ლევან, თქვენ ბათუმის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში 2013 წლიდან ხართ, 2014 წლიდან კი მთავარი მწვრთნელის პოზიცია გიკავიათ. რა შეიცვალა თქვენი მოსვლიდან დღემდე?

– წინა მთავრობიდან მოყოლებული ბევრჯერ გაიჭრა ლენტი სტადიონის გასაკეთებლად… მე მაინც იმედიანად ვარ და მინდა ყველამ ერთად მოვესწროთ ბათუმში სტადიონს, რადგან გუნდი გულშემატკივრის გარეშე არის ნული. მინდა ბათუმში ვითამაშოთ. ხალხი ვერ მოდის ქობულეთში. ზოგს საშუალება არ აქვს, ზოგს _ დრო. ბათუმში რომ იყოს სტადიონი, ჩვენს თამაშებზე 5000 კაცი თავისუფლად მოვა. დიდი იქნება შედეგიც და ფეხბურთის ხარისხიც. გარდა ამისა, უფრო ბევრი ბავშვი ნახავს და დაინტერესდება ფეხბურთით. ბავშვობისას ბულვარში, სულ სტადიონზე ვიყავი. ვუყურებდი მაშინდელ დინამოელების – ასლან ბალაძის, გია ზედანიას, მალხაზ მახარაძის, ტარიელ დურდიაძის თამაშს. ისინი ჩემი თაობის ბავშვებისთვის მისაბაძი ფეხბურთელები იყვნენ. მერე ჩვენ ვიყავით ვიღაცისთვის მაგალითი და სტადიონი რომ დაინგრა, ეს გაქრა, ნელ-ნელა გაქრა ფეხბურთისადმი ინტერესიც. ფაქტობრივად, ჩვენ ნულიდან გვაქს დასაწყები ბევრი რამ და პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ.

– „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს „შუქურას“ ხელმძღვანელმა რევაზ ჩელებაძემ აღნიშნა, რომ შოთა ჭეიშვილმა დაბალანსებული გუნდი შექმნა. ოფიციალურად კლუბის მთავარი მწვრთნელი თქვენ ხართ, შოთა ჭეიშვილი კი თქვენი ასისტენტია. როგორ არის გადანაწილებული სამწვრთნელო შტაბში უფლება-მოვალეობები და რა როლს ასრულებს შოთა ჭეიშვილი?

– შოთა ჭეიშვილი მოწვევით იმყოფება ბათუმის „დინამოში“. მას მოსკოვში აქვს გავლილი უმაღლესი საფეხბურთო სკოლა. არის ერთი მომენტი. დღეს მოთხოვნები შეცვლილია და უეფას წესების მიხედვით, თუ მწვრთნელს არა აქვს A კატეგორიის დიპლომი, არ შეიძლება ოფიციალურად წარადგინო მთავარ მწვრთნელად. თუმცა, მთავარი პროცესი მას მიჰყავს, ჩვენ ვეხმარებით. მისი ხელმძღვანელობით ყველა ერთად ვაკეთებთ სამწვრთნელო საქმეს, ერთად ვატარებთ ვარჯიშებს.


– ბევრს ლაპარაკობენ ძირითადი შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე. როგორია თქვენი ხედვა ახალგაზრდა ფეხბურთელების ძირითად შემადგენლობაში ჩართვაზე?

– მე შოთა ჭეიშვილის გაზრდილი ფეხბურთელი ვარ. მან აღმომაჩინა. 17 წლის ვიყავი, როცა ბათუმის „დინამოში“ მომიყვანა და ნახევარი წლის მერე გავხვდი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. მისი ხედვა ყოველთვის ახალგაზრდებისკენაა ორიენტირებული. არა მარტო ჩემი, არამედ მთელი მწვრთნელთა შტაბის ხედვით შემადგენლობის გაახალგაზრდავება აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთელი გუნდი შევავსოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებით.

– რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში?

– იმას, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოცდილ ფეხბურთელებთან შეზრდა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და არა მასობრივად. მაგალითად, ჩვენ გვყავს უფროსი ასაკის მოთამაშე ამირან მუჯირი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ახალგაზრდა კი, რომელიც გუნდის შემადგენლობაში პირველად მოვა, ბევრ რამეს ისწავლის უფროსი ფეხბურთელისგან.

– რა ცვლილებები იქნება 2015 წელს გუნდის შემადგენლობაში?

– მეორე წრისთვის დიდი ცვლილებები არ გვაქვს. გავუშვით ორი ფეხბურთელი – გიორგი გავაშელიშვილი და დიმიტრი პაჭკორია და დავიმატეთ ნახევარმცველის პოზიციაზე რუსთავიდან გიორგი ქავთარაძე, რომელიც უნივერსალია – შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში; ასევე დავიმატეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი, შუა ნახევარმცველი ოზურგეთის „მერცხალიდან~ გიორგი კაშია. ისინი სეზონის ბოლომდე ითამაშებენ ბათუმის „დინამოში“. გვყავს დუბლშემადგენლობა, რომელსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ვაკვირდებით – რას აკეთებენ, როგორ თამაშობენ. ვესწრებით მათ ყველა თამაშს. ხშირად ჩვენთანაც ვავარჯიშებთ. ვინც საუკეთესო იქნება, ის დაიმკვიდრებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

– შეგიძლიათ გულშემატკივარს დაჰპირდეთ 2014-2015 წლის სეზონში უმაღლესი ლიგის მოგებას

– ჩემპიონობის იმედი ყოველთვის გვაქვს, მაგრამ რეალურად ჯერ არ ვართ მზად. თუ იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, პირობები, ბაზა, ბავშვების აკადემია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეძლება ვთქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატს სამ წელიწადში მოვიგებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყოფილ პატიმრებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცათ

 

 

მედიკამენტების შესაძენი ვაუჩერები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამაში ჩართული ყოფილი პატიმრისთვის ფარმაცევტულმა კომპანია PSP-ემ გამოჰყო.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის ინფორმაციით, ვაუჩერები იმ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს გადაეცათ, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამოყველაზე მეტად საჭიროებენ მედიკამენტებს – „განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ როგორც კი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შესახებ მიიღო ინფორმაცია, თავად გამოთქვა დიდი სურვილი, რომ გარკვეული წვლილი შეეტანა ყოფილი პატიმრების დასახმარებლად. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი მიესალმება დიდი ბიზნესკომპანიების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ამგვარ გამოვლენას,“ – ამბობს ის.

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ორი წელია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ ახორციელებს.

 

ბათუმის იუსტიციის სახლში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფილიალი 2014 წლის აგვისტოში გაიხსნა.

უფასო სწავლება ჰოკეის ჯგუფებში

 

 

 

ჰოკეის ჯგუფებში სწავლება უფასოა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, დედ-მამით ობოლი და ბრონქული ასთმით დაავადებული ახალგაზრდებისთვის, ასევე, მარტოხელა დედების ბავშვებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის.

 

მათთვის, ვინც ზემოაღნიშნულ კატეგორიებს არ მიეკუთვნება, სწავლების საფასური 20 ლარს შეადგენს.

მუსიკალური ფესტივალი ბათუმური ზამთარი

 

 

პროგრამა:

16 თებერვალს, 19:00 – მუსიკალური სპექტაკლი “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”

17 თებერვალი, 19:00 – ეკა რომალე ჯიჯეიშვილის საღამო

18 თებერვალი, 19:00 – ლევან წულუკიძის საღამო

19 თებერვალი, 19:00 – მუსიკალური საღამო “ასეა სულ” ათინა და ბექა

20 თებერვალი, 19:00 – საღამო. ნანა მესხი, ანსამბლი “თეატრონი”, ტრიო “თბილისი”

21 თებერვალი, 19:00 – კონცერტი, ანსამბლი “მეტეხი” და ჯგუფი “ლაბირინთი”

23 თებერვალი, 19:00 – სპექტაკლი, თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასი

2 მარტი, 19:00 – სპექტაკლი, ოპერა “კარმენი”

4 მარტი, 19:00 – კონცერტი, ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა”

6 მარტი, 19:00 – “Beatles”-ს საღამო, ზაზა მარჯანიშვილის ბენდი, ჯგუფი “ბლიცი
 

 

ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ფასი 5, 7 და 10 ლარია, აბონემენტი კი  – 15 ლარი.

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად შარშან 511 ადამიანი დაიღუპა

 


ქვეყნის მასშტაბით შარშან ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 8536 ადამიანი დაზარალდა, 491-ით მეტი ვიდრე 2013 წელს; ხოლო დაიღუპა 511 ადამიანი, 3 ადამიანით ნაკლები, ვიდრე 2013 წელს.


ინფორმაციის წყარო სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

უსაფრთხოების ზომები C ჰეპატიტის დროს

 

 ქალბატონო მანანა, როგორ გადაეცემა C ჰეპატიტი?

 C ჰეპატიტი ძირითადად სისხლით გადაეცემა, უფრო ზუსტად კი C ჰეპატიტით დაინფიცირებული სისხლის ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრით, რაც შეიძლება მოხდეს საერთო შპრიცის გამოყენებისას, სხვადასხვა სტომატოლოგიური მანიპულაციებისას, ასევე სილამაზის სალონებში მანიკურისა თუ პედიკურის გაკეთებისას და ა.შ. ასევე შესაძლოა ამ ვირუსის გადადება სქესობრივი გზით და ნერწყვითაც, თუმცა ეს იშვიათად ხდება, შემთხვევათა 4-8 პროცენტში. რაც შეეხება, საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებს C ჰეპატიტის გავრცელების გზებთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერით, შეხებით, ხელის ჩამორთმევითა და ლოყაზე კოცნით.

ხშირად C ჰეპატიტით ინფიცირებულს ოჯახში ცალკე ჭურჭელი და თეთრეული აქვს გამოყოფილი, რამდენად მართებულია ასეთი სიფრთხილე?


C ჰეპატიტი თეთრეულით არ გადადის, მაგრამ C ჰეპატიტით ინფიცირებულ ოჯახის წევრს ჭურჭელი თავისი უნდა ჰქონდეს, რადგან მას შეიძლება ღრძილიდან სისხლის დენა აქვს და ეს სისხლი მისი ჯანმრთელი ოჯახის წევრის დაზიანებულ ღრძილში მოხვდეს. იმ შემთხვევაში თუ ჭურჭელი ყოველი გამოყენების შემდეგ გაირეცხება სპეციალური სარეცხი საშუალებებით, მაშინ არ არის საშიში. თუმცა უმჯობესია მაინც ცალკე ჭურჭელი ჰქონდეთ.

რა საყოფაცხოვრებო ნივთებით არის შესაძლებელი C ჰეპატიტი გადაედოს ოჯახის დანარჩენ წევრებს?

რა თქმა უნდა, დაუშვებელია მისი საპარსის, ასევე მაკრატლის გამოყენება, რადგან მაკრატლის გამოყენებისას ინფიცირებულს შეიძლება სისხლი დასდინდა, მერე სხვა გამოიყენებს ამ მაკრატელს და ხელი რომ გაიჭრას, უკვე ჩნდება ინფიცირების საშიშროება. სწორედ ამით არის საშიში სალონებში მანიკურისა და პედიკურის გაკეთება. ასევე კბილის ჯაგრისიც – შესაძლოა მას პარადონტოზი ჰქონდეს და სისხლი გამოდიოდეს ღრძილებიდან, ამიტომ ასეთი პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთები ყველას თავისი უნდა ჰქონდეს.

როცა C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტი მიდის ექიმთან, სტომატოლოგთან უნდა უთხრას თუ არა ექიმს, რომ აქვს C ჰეპატიტი და რატომ?

ეს აუცილებელია იმიტომ, რომ ექიმი უფრო დაიცავს თავის თავს და სხვა პაციენტებსაც. სტომატოლოგმა, ისევე როგორც ქირურგმა, ხელთათმანით უნდა იმუშაოს, თუმცა ხელთათმანი ნემსის ჩხვლეტისგან ვერ დაიცავს. გარდა ამისა, სტომატოლოგს მუშაობისას უნდა ეკეთოს სათვალე, იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული მას სისხლი შეესხას თვალებში, იქ იყოს რაღაც გაღიზიანება და ინფექცია შეიჭრას. ისე კი ნებისმიერი სამანიპულაციო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სტომატოლოგიური მანიპულაციების, პედიკურის, მანიკურისა თუ სვირინგის კეთების დროს, უნდა იყოს დამუშავებული სპეციალური წესით.

არის თუ არა C ჰეპატიტით ინფიცირებულის ოჯახის წევრებისთვის გარკვეული რეკომენდაციები, თუ რა პერიოდულობით უნდა აიღონ ანალიზი ამავე ვირუსზე?

პირველ რიგში, როცა კი გაიგებენ ოჯახის წევრის C ჰეპატიტით ინფიცირების შესახებ, ყველა უნდა იქნას გამოკვლეული. თუ მას შემდეგ პირადი ჰიგიენის ყველა იმ ნორმას იცავენ, რაც უკვე ჩამოვთვალეთ, მათ შეუძლიათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაესინჯონ, მაგრამ თუ სიფრთხილეს იჩენენ, ეს არ არის აუცილებელი. როგორც ასეთი, ცალკე რეკომენდაცია, თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოიკვლიონ ოჯახის წევრები – არ არსებობს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ რაღაც რისკი წარმოიქმნა – ოჯახის სხვა წევრს ეჩხვლიტა ნემსი, ან ინფიცირებულის ჭურჭელი გამოიყენა, რაც სავარაუდოდ არ იყო გარეცხილი და სარისკოა, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი გამოკვლევა, მაგამ არა მაშინვე, არამედ რისკიდან ორი თვის შემდეგ, რადგან ანტისხეულები მაშინვე არ გამოჩნდება სისხლში.

 

Exit mobile version