ხელვაჩაურში ახალი ბაზარი გაიხსნება

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის თქმით, ახალი ბაზრისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო ახალი ბაზრის გახსნა, გამგებელი პასუხობს:

„გლეხს რომ მივცეთ საშუალება, მის მიერ მოყვანილი პროდუქტი გაიტანოს ბაზარზე და ივაჭროს. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, გლეხი ვერ მიდის ხელვაჩაურიდან ბათუმის ბაზარზე.  გვინდა, რომ ჩვენი ბაზარი იყოს აგრარული,  ჯერ ერთი, მიწას დაუბრუნდება ფუნქცია, გლეხი დაინტერესდება, რომ ნამატი პროდუქტი მოიყვანოს, გაიტანოს ბაზარზე და გაყიდოს. არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ მან ქალაქის ბაზარზეც გაიტანოს და გადამყიდველსაც ჩააბაროს,“ – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.  

 

ახალ აგრარულ ბაზარში სოფლის პროდუქცია გაიყიდება. ერთ-ერთი ინფორმაციით, პროდუქციის ბაზრამდე ტრანსპორტირებასაც მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

 

„თუ იქნება მოთხოვნადი, რენტაბელური, ალბათ მაგითაც ვუზრუნველყოფთ მერე და მერე,“ – ამბობს ვარშანიძე.

გამგებლის თქმით, ახალ ბაზარში ძირითადად გლეხები ივაჭრებენ.

 

 

ქართული დამწერლობა დღეიდან ეროვნული კატეგორიის ძეგლია

 

საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტო გეგმავს, რომ 2015 წელს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ახალი ძეგლები, მათ შორს ქართული დამწერლობაც წარადგინოს.

 

ქართული დამწერლობისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭებამდე, დამწერლობის სამივე სახეობას – ნუსხურს, ასომთავრულსა და მხედრულს, საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, როგორც “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას”.

 

 

ქართული წარწერა, იშხანის მონასტერი, თურქეთი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

ეტლით მოსარგებლეთა პრობლემებზე საკრებულოს შენიშვნები მისცეს

მოქალაქები ბათუმის საკრებულოში, ღია კარის დღეზე

„ქუჩებში არ არის ადაპტირებული გადასასვლელები გაკეთებული, ავტობუსის გაჩერებაზე ხშირად აჩერებენ სხვა ტრანსპორტს მძღოლები და ავტობუსი ვერ შლის პანდუსს, ამიტომ  შშმ პირებს სხვისი დახმარება ესაჭიროებათ, რომ ტრანსპორტში ავიდნენ, იქნებ საკრებულომ ასეთი მძღოლებისთვის საჯარიმო სანქციები გაამკაცროს“- ამბობს რამინ მაჭარაშვილი.

ის სხვა პრობლემებზეც საუბრობს: „არც ბაღები და სკვერებია  ადაპტირებული შშმ პირებისთვის. პანდუსები იმდენად დახრილია, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია. მაშინ რა აზრი აქვს მათ არსებობას?“

რამინ მაჭარაშვილმა ყურადღება გაამახვილა გაეროს კონვენციაზეც: „კონვენციის თანახმად 2016 წლამდე საქართველოში ყველა საჯარო დაწესებულების ადაპტირება უნდა მოხდეს, თუმცა არც მერიაში, არც გამგეობებში და სხვა საჯარო დაწესებულებებში არ  შეინიშნება,  რომ შენობების ადაპტირება მიდიოდეს. შშმ პირებს უნდა გვქონდეს  სხდომებზე მისვლის და ჩვენი აზრის თავისუფლად ამოხატვის შესაძლებლობა.  ჩვენ გვითხრეს, რომ ზოგიერთი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ვერ მოვახდენთ მათზე ზემოქმედებასო, მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გამოვიყენოთ ლიფტი, ან ისე გაკეთდეს, რომ არ შეიცვალოს შენობის იერ-სახე,“ – ამბობს ის.

რამინ მაჭარაშვილმა ყურადღება გაამახვილა შშმ პირების დასაქმებაზეც.

„მერიამ ხელი უნდა შეუწყოს  ამ საკითხს და საკრებულომ უნდა მიიღოს ისეთი რეგულაციები, რომ, ვთქვათ, კერძო პირებს,    ვინც დაასაქმებს შშმ  პირებს, შეუმცირდეთ გადასახადები“.

სოფელი, რომელსაც ლოდები ემუქრება

 

 

 

ქვები რომელიც სოფელს ემუქრება

 

სოფელ ქვედა აგარას შიდა სასოფლო გზაზე გასული წლის შემოდგომაზე ჩამოვარდნილი ქვის ლოდი ახლაც აგდია. იქვე არის კიდევ ერთი ლოდი და მიწის მასა. სოფლის მკვიდრი სულიკო თებიძე მიხსნის, რომ უზარმაზარი ლოდები ამ ადგილზე გასულ წელს ჩამოიშალა და რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელში მიმოსვლა ჩაიკეტა. აქაური ზაზა დევაძე კი ამბობს, რომ სოფელში გზა მეწყრული პროცესების გამო ხშირად იკეტება.

 

„გასულ წელს, ქვები რომ ჩამოცვივდა, 10 დღის შემდეგ გაწმინდეს სავალი ნაწილი, ჩვენი ძალებით ვერ მოვახერხეთ გაწმენდა. გზის ჩაკეტვა ზამთარში ჩვენთან ხშირი მოვლენაა, გათოვდება თუ გაწვიმდება, პრობლემა გვექმნება გადაადგილებაში“, – ამბობს ზაზა.

ადგილობრივების თქმით, ქვათა ცვენისა და ზვავის შემთხვევა სოფელში ხშირია, მოსახლეობა გეოლოგიური პროცესების გააქტიურებას საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ მიწის გადარეცხვით ხსნის.

ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლის თხოვნით, ქედის გამგეობაში 48 განაცხადი შევიდა. 2014 წლის თებერვალში სოფელში ასულმა გეოლოგთა ჯგუფმა ვითარება შეისწავლა და ქედის გამგეობას მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით არსებული ლოდების გაუვნებელყოფის, სასოფლო გზაზე დამცავი გაბიონების მოწყობის რეკომენდაცია მისცა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ ქედის გამგეობას გეოლოგების რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია.

 

სოფლის მკვიდრი 53 წლის მურმან თებიძე ამბობს, რომ სოფელს გეოლოგი ბოლოს სამი თვის წინ ეწვია, ქვების გაუვნებელყოფის დაპირებაც მისცა, მას შემდეგ პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში მისული სპეციალისტი აღარავის უნახავს.

 

„ნებისმიერ დროს შეიძლება წამოვიდეს ლოდები და საფრთხე შეგვიქმნას, არამარტო ჩემს საცხოვრებელს, ბევრ სახლს დააზიანებს, ეს ერთი და ორი ოჯახის პრობლემა არ არის. გეოლოგებმა გვითხრეს, რომ, სადაც ჩამოსასხმელი დამცავი ბარიერი და გასამაგრებია გავაკეთებთ, ლოდებს აფეთქებით დავშლითო. გეოლოგის მერე ამფეთქებელი მოვიდა, იმანაც ნახა, გვითხრა შევისწავლითო და წავიდა. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და არავინ მოსულა. ზამთარში ქვებს ჩვენ თვითონ ვამტვრევთ, ზოგი იმდენად დიდია, ვერ დავშლით, მაგრამ ჩვენი ძალები რასაც გასწვდება, იმას ვაკეთებთ, სხვანაირად არ გამოვა ცხოვრება, საშიშია“, – ამბობს მურმან თებიძე.

 

მურმანის მეუღლე გიული თებიძე ამბობს, რომ მათ პრობლემას ისიც დაემატა, რომ ბოლო რამდენიმე წელია წვიმის დროს სახლის სარდაფი იტბორება.
მურმან თებიძის მეზობლად მცხოვრებ ზაურ თებიძის ოჯახსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, თუმცა ამ ოჯახის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სახლი, სადაც ხუთი სული ცხოვრობს, 2012 წელს მიწისძვრის დროს დაზიანდა – სახლს გამაგრება სჭირდება, სოციალურად დაუცველი თებიძეები კი, სახლის გამაგრებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ.

 

„ყორე, რომელზეც სახლია დაშენებული, მიწისძვრაზე დაიბზარა და გადაიხარა. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ამდენხანს თვითონ გავამაგრებდი და ასეთ სახლში არ ვიქნებოდი მცრეწლოვან ბავშვებთან ერთად, მაგრამ რომ ვერ შევძელი, ამიტომ ვთხოვე დახმარება ხელისუფლებას, – მეუბნება ზაური და სახლის ფასადს მაჩვენებს. ზაურის მეუღლე ინდირა თებიძე კითხულობს ციტატებს გეოლოგის დასკვნიდან: „2012 წლის მიწისძვრის დროს სახლი დეფორმირდა, მოშლილია ხის საყრდენი ბოძები და ყორე, შენობის მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია უახლოეს ხანში ჩაუტარდეს აღდგენა- გასამაგრებელი სამუშაოები ინჟინერ-კონსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“.

 

როგორც ინდირა ამბობს, ოჯახი თავს დედამთილის (ეთერ ბოლქვაძის) პენსიითა და საარსებო შემწეობით ირჩენს, თუმცა ამ დროისთვის ოჯახი ვერც ამ პენსიას სარგებლობს, რადგან 18-თვით პენსია ოჯახმა ხანდაზმულის სამკურნალოდ წინასწარ გამოიტანა.

„დედამთილი ავად გახდა, თბილისში იყო წასაყვანი… არავინ მუშაობს, ქმარი ავადაა, ფიზიკური შრომა არ შეუძლია“, – ამბობს ინდირა.
ამ ოჯახის გარდა გეოლოგებმა სახლის გამაგრების რეკომენდაცია ორი წლის წინ იზოლდა ცინცაძისა და ხასან თებიძის სახლებზეც გასცეს, თუმცა არც ამ სახლებს ჩატარებია რაიმე სახის გამაგრებითი სამუშაოები.

 

ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით თედორაძის თქმით, 2012 წელს მიწისძვრამ აგარაში ექვსი სახლი დააზიანა და ზარალმა 10 862 ლარი შეადგინა. დავით თედორაძის თქმით, საკითხი განსახილველად სამთავრობო კომისიას გადაეგზავნა. სოფელ აგარაში მცხოვრებ ორ ოჯახს – მურმან და ადემ თებიძეებს ხელისუფლებამ 2013 წელს ქედის ყოფილ საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში ბინა გადასცა. დავით თედორაძის თქმით, ამ ოჯახებს ბინები საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის გამო მისცეს და არა – ქვათა ცვენის. ადრე ამ სოფელში ხევა თებიძის ოჯახსაც დაეხმარენ, თუმცა როგორც მოხუცებული ამბობს, 2011 წელს მიღებული ფულადი დახმარება იმდენად მწირი იყო, რომ უსაფრთხო გარემოს შექმნა ოჯახმა ვერ შეძლო.

 

„წვიმასა და თოვლში შიშისგან ვერ დამიძინია. ჩემი ოჯახი სტიქიამ ჯერ კიდევ 2010 წელს დააზარალა. სახლის კედელი ჩამოშალა. ხელისუფლება სახლის მონაცვლეობისთვის 3000 ლარით დაგვეხმარა, მაგრამ აქ ისეთი ადგილი არ არის, სახლი გადამეტანა, ვუთხარი მომეცით ნებართვა სახლი ახლოს გადავიტანო-მეთქი, ნებართვა ვერ მომცეს, სხვაგან კი, მიწა არ მქონდა, თანაც ქვის სახლი სად წამეღო? იმ 3000 ლარის გამო საარსებო შემწეობაც მომიხსნეს. წასასვლელი რომ არ გვქონდა, სახლი შევაკეთეთ და დღემდე აქ ვცხოვრობთ“, – ამბობს ხანდაზმული.

 

„მე ფულად დახმარებას არ ვითხოვ – შეგვიქმნან უსაფრთხო გარემო. რამდენიმე დღის წინ გამგებელი იყო ამოსული, მაგრამ მე ეს არ ვიცოდი, რომ დავინახე შეხვედრაზე მოსული კაცი იცინოდა, ვუთხარი თქვენ იცინით, მაგრამ მე ღამეში ძილი არ მაქვს-მეთქი. ეს რომ ვთქვი, მეზობლებმა მითხრეს, გამგებელია და ასეთი ლაპარაკი სირცხვილიაო. გამგებელმა კი მითხრა, რომ ქვეყანა ინგრევა და ამიტომ ყველას უნდა მოვემსახუროთო“, – მეუბნება თინა ფარტენაძე.  „დაწერეთ, რასაც გეუბნებით, არავის არ მერიდება, ასე გვპასუხობს გამგებელი“.

 

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ მართლაც შეხვდა სოფლის მოსახლეობას, მაგრამ ამბობს, რომ მსგავსი საუბარი არ ყოფილა. გამგებლის თქმით, მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა: „მოსახლეობას საფრთხე რომ ავარიდოთ, აფეთქებითი სამუშაოების წარმოებისთვის პერიოდულად ვაცხადებთ ტენდერს, მაგალითად, სოფელ ახოში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ლოდი, მაგრამ მისი აფეთქება შეუძლებელია, ასევეა ეკნარას უბანშიც. გაბურღვითი სამუშაოები რომ დაიწყეს, საშიშროება შეიქმნა, ფატალური შემთხვევა რომ არ გვქონოდა, სამუშაოები აღარ გავაგრძელეთ. ამ კონკრეტულ სოფელში, სადაც საფრთხე არის, თუმცა არა ისეთი, რომ განსახლებას საჭიროებდეს, პრევენციული ღონისძიებაა გასატარებელი. ზოგადად, თუ თოვლის საფარი 80 სანტიმეტრი იქნება, აფეთქებისას რისკი მცირდება, ამიტომ გადავწყვიტეთ მაშინ აგვეფეთქებინა, როცა თოვლი მოვიდოდა, მაგრამ ამ ოდენობის ნალექი არ მოსულა. გაბურღვითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ აწარმოა, რადგან ტექნიკის მიტანა ადგილზე ვერ მოხერხდა, მიუვალ ადგილზეა. ინჟინრები კიდევ ერთხელ შეისწავლიან, თუ რა ზომები შეიძლება გავატაროთ, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, სადაც შესაძლებელია აფეთქება – ავაფეთქოთ და სადაც არა – ქვები გავამაგროთ.

 

ოჯახს, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, კომისიის გადაწყვეტილებით ბინები გადაეცა. რაც შეეხება 2012 წლის მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს, რამდენადაც ვიცი, თანხას ოჯახები უახლოეს ხანში მიიღებენ. ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ ეს თანხა საცხოვრებლების გამაგრებას მოხმარდეს“.

 

ინდირა თებიძე

 

სამუშაოდ ვიწვევთ ძიძას კომფორტულ სამუშაო პირობებში, წლის და სამი თვის ბავშვის მოსავლელად!

 

 

სამუშაო გრაფიკი:
ცხოვრება სრული კვირის განმავლობაში ოჯახთან ერთად, გამოსასვლელი დღე შეთანხმებით, კვება ოჯახის ხარჯზე. სამედიცინო დაზღვევა.

ხელფასი: 500-დან 700 დოლარი – დამოკიდებულია გასაუბრების შედეგზე. გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.
ასაკი/განათლება/სამუშაო გამოცდილება:
ქალბატონი 30-დან 42 წლამდე;
უმაღლესი განათლებით.

ძირითადი მოვალეობები:
• ბავშვის სრულყოფილი მოვლა;
• ბავშვის მოვლის გრაფიკის დაცვა;
• ბავშვისთვის საჭმლის მომზადება და მისი გამოკვება;
• ბავშვის საკვები ჭურჭლის რეცხვა, სტერილიზაცია;
• საბავშვო სამზარეულოს თავისებურებების ცოდნა;
• ყოველდღიური გასეირნება;
• ჰიგიენური პროცედურები (ტანსაცმლის, პამპერსის გამოცვლა, დაბანა და ასე შემდეგ);
• ბავშვის სათამაშოებისა და საბავშვო ეტლის სუფთა და კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება;
• პედიატრის, მასაჟისტისა და სხვათა რეკომენდაციების, დანიშნულების დაცვა. პირველი დახმარების აღმოჩენა, მარტივი სამედიცინო პროცედურების ჩატარება;
• საგანმანათლებლო საქმიანობა და თამაში ბავშვთან ერთად.

 

მოთხოვნები: რუსული ენის კარგი ცოდნა, მავნე ჩვევების არქონა, სასიამოვნო გარეგნობა, აკურატულობა, პასუხისმგებლიანობა, პატიოსნება, მოწესრიგებულობა, სუბორდინაციის უნარის ქონა, ქრონიკული ინფექციური დაავადებების არქონა. კანდიდატს არ უნდა ჰყავდეს მცირეწლოვანი შვილი.

გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ: პასპორტი, დიპლომი, სამედიცინო ცნობა და თუ გაქვთ – შრომის წიგნაკი.

 

გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancykobuleti2015@yahoo.com;


ტელ: 593 959129

მაჟორიტარი წევრები თემებში

 

კამპანიამ წარმატებულად ჩაიარა. საკრებულოს მაჟორიტარი წევრების უმეტესი ნაწილი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო კამპანიაში და დიდი სამუშაოც გასწია შეხვედრების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.

 

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ინიციატივითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ორგანიზებით, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) თემებში მაჟორიტარი წევრები თავიანთ ამომრჩევლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მაჟორიტარი წევრები და მოსახლეობა თემის პრობლემებს ერთობლივად განიხილავდა და პრიორიტეტებს განსაზღვრავდა. გარდა ამისა, მაჟორიტარი წევრები საკუთარ ამომრჩევლებს ინფორმაციას აწვდიდნენ ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის ვადიდან საანგარიშო პერიოდამდე მათ მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე, რაც ითვალისწინებდა, როგორც სამართლებრივ აქტებზე მუშაობას, ასევე 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის დროს „ინტელექტის” წარმომადგენლები აპრობირებული და კარგად დამუშავებული მეთოდოლოგიით ატარებდნენ თემებში მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებების კვლევებს (საბიუჯეტო კვლევები).

მაჟორიტარი წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში მიმდინარეობდა. შეხვედრების მიზანია თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობისა და საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულების ამაღლების ხელშეწყობა. აღნიშნული კომპონენტი ხელს უწყობს საკრებულოს წევრებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთკავშირის, კომუნიკაციისა და შედეგებზე ორიენტირებული ეფექტური სისტემის დანერგვას.

აღნიშნული თემების მოსახლეობა მიიჩნევს, რომ „ეს კარგი საქმეა. საშუალება გვაქვს ჩვენი თემის პრობლემებზე ერთობლივად ვიმსჯელოთ და ერთად გადავწყვიტოთ, რომელი საკითხი უფრო პრიორიტეტულია, განვსაზღვროთ რიგითობა. მაჟორიტარი წევრი ზემდგომ სტრუქტურებს გააცნობს ჩვენს თემში არსებულ პრობლემებს და თავის ანგარიშსაც ჩაგვაბარებს. მადლობა ამ შეხვედრის ორგანიზატორებს.“

მოსახლეობასთან ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის” ინიციატივით შეხვედრის წინააღმდეგნი არ ყოფილან თემის წევრებიც. მათი თქმით „მოსახლეობასთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გამოჩენა შემდგომ ურთიერთობაზე დადებითად აისახება და უფრო სარწმუნოს ხდის სიტყვას და საქმესაც“.

უნდა აღინიშნოს, რომ რიგი საკრებულოს წევრები მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ შეხვედრების ორგანიზებულად და საქმიან ატმოსფეროში ჩატარების საქმეს: ხულოს მუნიციპალიტეტიდან აგარის- ჯუმბერ დიმიტრაძე, სხალთის – ჯანგული შაინიძე, რიყეთის – მალხაზ კოჩალიძე და დიდაჭარის – ზაურ გობაძე – თემების მაჟორიტარი წევრები; შუახევის მუნიციპალიტეტიდან უჩამბის – არმაზ ბახტაძე და დღვანის – გელა აბაშიძე – თემების მაჟორიტარი წევრები; ქედის მუნიციპალიტეტიდან მერისის – რეზო თურმანიძე, ცხმორისის – გურამ ანანიძე და მახუნცეთის – რომან ბედინაძე – თემების მაჟორიტარი წევრები;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან მახინჯაურის – აბდი ბერიძე და ფერიის – ჯემალ მუსხაჯბა – თემების მაჟორიტარი წევრები;
ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან ხუცუბნის – არჩილ დუმბაძე, სოფელ ქობულეთის – ივერი გუგუნავა, ზენითის – არჩილ ჯინჭარაძე, დაბა ჩაქვის – მამუკა მიქელაძე, საჩინოს – თემურ დავითაძე, მუხაესტატეს – იმედა ხაჯიშვილი და ციხისძირის – ნუკრი ბეჟანიძე – თემების მაჟორიტარი წევრები.

დღეისათვის აჭარის რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 63 თემიდან ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ინიციატივის ფარგლებში თემის მოსახლეობასთან შეხვედრა არ ჩატარებულა მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს თემში. აღნიშნული თემის მაჟორიტარი წევრი გენადი არძენაძე მიზეზად მოუცლელობას ასახელებს და შეხვედრის მოგვიანებით ჩატარებას გეგმავს.

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი” სამომავლოდაც გეგმავს გააგრძელოს აღნიშნული აქტივობა და ხელი შეუწყოს მაჟორიტარი წევრებისა და მოსახლეობის დაახლოებას.

 

საგაზეთო ჩანართს გამოსცემს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი”. ჩანართი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “თემები დემოკრატიული არჩევნებისთვის” ფარგლებში. ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.

 

ჩანართის რედაქტორი: თეონა კაკაციძე

მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის ქ.#13; ტელ.: 24-16-40, ფაქსი: 24-16-50

ელ.ფოსტა: info@intellect.org.ge; ვებ.გვერდი: www.intellect.org

რას ითხოვს სახელმწიფოსგან სახარების რწმენის ეკლესია

 

საბჭოთა პერიოდში რელიგიური ნიშნით რეპრესირებული ქალი. ფოტო საარქივო დოკუმენტებიდან

 

 

ლელა ხონელიძემ, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მასალები, რომელიც საბჭოთა რეპრესიების დროს რელიგიური გაერთიანების წევრების დევნას ადასტურებს, არქივებში მოიპოვა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა.

„საქართველოში ორმოცდაათიანელთა ეკლესიას ასწლიანი ისტორია აქვს [ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი პროტესტანტული მიმართულება. მას ახლა სახარების რწმენის ეკლესია ეწოდება]. 1914-1915 წლიდან ეკლესია უკვე არსებობდა საქართველოში და, ბუნებრივია, საბჭოთა პერიოდიც გამოიარა. ჯერ კიდევ 1924 წელს სამასი მორწმუნე ფოთის პორტიდან გამოიყვანეს და რა ბედი ეწია მათ, არავინ იცის. ეს ყველაფერი დოკუმენტური მასალებია, არქივებშია დაცული. მე ვიმუშავე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის არქივში, ასევე უშიშროების არქივში, საიდანაც დეტალურად ამოვიღე ყველა დოკუმენტი ამის შესახებ.

 

მაქვს ჩხრეკის ოქმები, დაკითხვის ოქმები, ფოტოები და ყველა ტიპის დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს, რომ ადამიანები იდევნებოდნენ რელიგიური ნიშნით, იმის გამო, რომ ორმოცდაათიანელთა ეკლესიას ეკუთვნოდნენ. ყველა ჩხრეკის ოქმში წერია, რომ ამოღებულ იქნა: პასპორტი და რელიგიური ნიშნის საგანი – ბიბლია, რელიგიური ხელნაწერები და ა.შ. ანუ აშკარად ჩანს, რომ დაპატიმრების მიზანი იყო რელიგიური ნიშანი. 1924 წელს 300 ადამიანი დააპატიმრეს, 1954 წელს – 40-ზე მეტი პატიმარი იყო, 1961 წელს 14 ადამიანი დააპატიმრეს, შემდეგ იყო დაპატიმრებები 1964 წელს. ჯამში, იმ სამასის გარდა, რომელსაც საერთოდ არ ვიცით რა ბედი ეწიათ, ჩვენ კიდევ გვყავდა ასამდე პატიმარი რელიგიური ნიშნით“, – ამბობს ლელა ხონელიძე.

 

საქართველოს ხელისუფლება მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა კიდევ ოთხ რელიგიურ გაერთიანებას: სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას; ისლამურ და იუდეურ თემებს და კათოლიკურ ეკლესიას ცნობს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლად. ეს რელიგიური გაერთიანებები საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის „ნაწილობრივ ანაზღაურების“ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
„შარშან, როცა პრემირ-მინისტრმა პირველად გააკეთა განცხადება, რომ ოთხი რელიგიური გაერთიანება დაფინანსდებოდა სახელმწიფოსგან, ჩვენი პირველი რეაქცია დადებითი იყო, მაგრამ როცა კრიტერიუმები გამოიყო და ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანი, ამან უკვე სხვა კითხვები გააჩინა. გამოდის, საბჭოთა პერიოდში ჩვენ ან არ ვარსებობდით, ან საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი არ ვყოფილვართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აღიაროს, რომ ორმოცდაათიანელთა ეკლესია არის საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ეკლესია“, – ამბობს ლელა ხონელიძე.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში სახარების რწმენის ეკლესიის ინტერესებს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს. სასამართლოში პირველი განმწესრიგებელი სხდომა 11 მარტს გაიმართა. ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ დისკრიმინაციულია სახელმწიფოს პოზიცია, საბჭოთა რეპრესიების დროს დაზარალებულად ცნოს მხოლოდ ოთხი რელიგიური გაერთიანება: „სხვა ეკლესიებსაც, ამ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის გარდა, მიადგა საბჭოთა პერიოდში ზიანი, ამიტომ მხოლოდ ოთხის გამოყოფა და გამოცალკევება სახელმწიფოს მხრიდან იყო დისკრიმინაციული მიდგომა და რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზაციის მცდელობა. ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან არღვევს სეკულარიზმის პრინციპს“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

 

იურისტის განმარტებით, მათ შენიშვნები აქვთ იმ ნაწილშიც, რაც ითვალისწინებს მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივ ან სიმბოლურ ანაზღაურებას: „ჩვენ ვდავობთ იმაზე, რომ ნორმატიულმა აქტმა არ განსაზღვრა ზიანის ოდენობის დაანგარიშების სამართლიანი და გაზომვადი კრიტერიუმები. ეს სახელმწიფოს აძლევს „თვითნებობის“ შესაძლებლობას, განსაზღვროს ზიანის ოდენობა ყოველწლიურად ან მოახდინოს მათი დისტრიბუცია. ასეთი ჩანაწერი არ აკმაყოფილებს სამართლიანი სახელმწიფოს იდეას.

 

ჩვენ წარვადგინეთ იმ ოთხ რელიგიურ ორგანზაციასთან რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც ჩანს, რომ ხარჯვის მიზნობრიობას და ხარჯთაღრიცხვის კონტროლს ახორციელებს სააგენტო, მათ შორის, მაგალითად, მუსლიმ თემთან დაკავშირებით მითითებულია, რომ თემისთვის გადაცემული მილიონ ასი ათასიდან 75 პროცენტი სასულიერი პირების ხელფასებს უნდა მოხმარდეს. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ მიიჩნია, რომ თანხა არამიზნობრივად იხარჯება, სახელმწიფო ითვალისწინებს ზიანის სახით დაფინანსების ანაზღაურების შეწყვეტის შესაძლებლობას. ეს სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, გააკონტროლოს რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა, განსაზღვროს ყოველდღიური თანხის ხარჯვის მიზნობრიობა, რაც კომპენსაციის შემთხვევაში განსაკუთრებით გაუგებარია, რადგან კომპენსაცია არის საკუთრების უფლების ნაწილი და პირს ის თავისუფლად შეუძლია განკარგოს. ჩვენი მხრიდან ის პოლიტიკური განცხადება – სინამდვილეში რელიგიური ორგანიზაციები იმიტომ დააფინანსეს, რომ სახელმწიფომ ეს ორგანიზაციები [განსაკუთრებით მუსლიმი თემი] გააკონტროლოს, ვალიდური [სარწმუნო] ხდება“ – ამბობს თამთა მიქელაძე.

 

თამთა მიქელაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარე, ანუ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურისტები ოთხი რელიგიური ორგანიზაციის გამოყოფის შესახებ ამბობდნენ, რომ „ესენი არიან ტრადიციული ორგანიზაციები“: „ცხადია, თავად ამ ტერმინის გამოყენება და მსგავსი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან არის დისკრიმინაციული – რაიმე ტიპის გრადაციას ეკლესიებს შორის ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს“.

 

რა შედეგის მიღება სურს სახარების რწმენის ეკლესიას ამ სარჩელით? – ეკლესია საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის მატერიალურ ანაზღაურებას არ ითხოვს, პირიქით, ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რელიგიურ გაერთიანებებს არ უნდა აფინანსებდეს. „ჩვენ გვინდა, რომ სახარების რწმენის ეკლესია რეპრესიების მსხვერპლად აღიარონ“, – ამბობს ლელა ხონელიძე.

 

„ამ ეკლესიას განსაკუთრებით მძიმე ისტორია ჰქონდა საბჭოთა პერიოდში, სახელმწიფომ კი არ აღიარა ის დევნა, რაც მან განიცადა, ეს მათთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო. ყველა ქვეყანაში, როცა ტოტალიტარული რეჟიმის დროს ზიანის მიყენების ანაზღაურების საკითხი დგება, პირველ რიგში, ზიანის მასშტაბს აფასებს სახელმწიფო, რაც გულისხმობს საარქივო მასალების გახსნას, დამუშავებას, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას და ასე შემდეგ. სახელმწიფომ ეს ოთხი ორგანიზაცია და ზიანის ანაზღაურების წესი ისე განსაზღვრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები საერთოდ არ ჩაუტარებია, რამაც თავის მხრივ, განაპირობა დისკრიმინაციული მიდგომა“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

 

საქართველოში სახელმწიფოსგან დაფინანსებას ხუთი რელიგიური ორგანიზაცია იღებს. ყველაზე სოლიდური თანხა – 25 მილიონი ლარი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესია შეხვდა, 2014 წელს კონფესიებისთვის სააგენტოს ანგარიშზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონ 750 ათასი ლარი ჩაირიცხა. ისლამურმა თემმა მიიღო ერთი მილიონ ასი ათასი ლარი; საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულმა თემმა – 300 ათასი ლარი; საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულმა თემმა – 200 ლარი და საქართველოს იუდეურმა თემმა – 150 ლარი.

 

რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მთავრობამ 2014 წელს შექმნა. 2015 წელს ამ სააგენტოს ბიუჯეტი 4 მილიონ 200 ათასი ლარია. „ბათუმელები“ სტატიის მომზადებისას სააგენტოს არაერთხელ დაუკავშირდა კომენტარისთვის, თუმცა სააგენტოში ამბობენ, რომ ამ თემაზე კომენტარს საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი, განმწესრიგებელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. მორიგი სხდომა ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ ჩანიშნული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ამჯერად მოსამართლე თეოლოგებსა და ისტორიკოსებს მოუსმენს.

 

კონკურსი – ”საკრებულოს საუკეთესო წევრი”

 

 

კონკურსის მიზანია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში გამოავლინოს მოტივირებული, ინიციატივიანი საკრებულოს წევრები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საკრებულოს საქმიანობაში, მოსახლეობის ინტერესების დაცვის პროცესებში. ყოველ მუნიციპალიტეტში გამოვლენილი იქნება თითო საკრებულოს წევრი, რომელსაც გადაეცემა დიპლომი და ფასიანი საჩუქრები.

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი” აჭარის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ახორციელებს საკრებულოების საქმიანობის მონიტორინგს, რომლის საშუალებითაც მოხდება ყველაზე აქტიური – „საკრებულოს საუკეთესო წევრის” გამოვლენა. მონიტორინგის მიზანია მიაღწიოს საზოგადოებრივ ჩართულობას და ზედამხედველობას თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაზე, ასევე წაახალისოს საკრებულოების ყველაზე აქტიური და კვალიფიცირებული წევრები. მონიტორინგი ხორციელდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ასახულია „კარგი მმართველობის დეკლარაციაში” და რომელიც გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში: საკრებულოს სხდომებზე დასწრება, საკრებულოს სხდომაზე საკითხის ინიცირება, საკრებულოს სხდომაზე აზრის გამოთქმა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საჯარო და ინდივიდუალური შეხვედრების ჩატარება, შუამდგომლობების გაგზავნა შესაბამის სამსახურებთან (თუ პრობლემა სცილდება დეპუტატის კომპეტენციის ფარგლებს), კომისიის სხდომებზე დასწრება და ასე შემდეგ.

 

კონკურსში მონაწილედ განიხილება საკრებულოს ყველა წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილისა. ასეთი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებებით, რომ საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, გაცილებით ხშირად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებსა და მოსაზრებებს საკრებულოს სხდომებზე. შესაბამისად, კონკურსში მათი მონაწილეობა არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა საკრებულოს დანარჩენ წევრებს.

 

იდეა – გამოვავლინოთ „საკრებულოს საუკეთესო წევრი” ყველა წევრს მოსწონს და დადებითად აფასებენ. ვახტანგ ლორთქიფანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ის, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი” „საკრებულოს საუკეთესო წევრს” დაასახელებს, მან ამავე ორგანიზაციის მიერ „კარგი მმართველობის დეკლარაციის~ გადაცემის ღონისძიებაზე გაიგო. „თუ ბედი გამიღიმებს და მე ვიქნები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „საკრებულოს საუკეთესო წევრი~, თავს იღბლიან დეპუტატად ჩავთვლი და უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებ ჩემი ამომრჩევლების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. თუ ეს სტატუსი ჩემს კოლეგას მიენიჭება, მაინც აამაღლებს ჩემს მოტივაციას და იმ კომპონენტების გამოსწორებას შევეცდები, სადაც დაბალი შეფასება მექნება.”

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მამია ჟორდანია მიიჩნევს, რომ „საკრებულოს საუკეთესო წევრის გამოვლენა მისასალმებელია. ეს წაახალისებს საკრებულოს წევრებს და მეტი ენთუზიაზმით შეუდგებიან თავიანთი უფლებამოსილების შესრულებას.”

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ედუარდ მიქელაძე ამბობს: „საკმაოდ აქტიური წევრი ვარ, მაგრამ „საკრებულოს საუკეთესო წევრის“ სტატუსის მონიჭება ათმაგად აამაღლებს ჩემს მოტივაციას და შესაბამისად უფრო მეტად ვიაქტიურებ.”

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტისთვის” ეს კონკურსი არ ახალია. 2010 წელს პროექტის „ჩემი არჩევანი – რეალური თვითმმართველობა” ფარგლებში გამოავლინა „საკრებულოს საუკეთესო წევრები” აჭარის რეგიონის ოთხ (ხულო, შუახევი, ხელვაჩაური და ქობულეთი) მუნიციპალიტეტში. გამონაკლისი აღმოჩნდა ქედის მუნიციპალიტეტი. მონიტორინგის დროს დაფიქსირდა, რომ ყოველი საკითხი საკრებულოს სრული შემადგენლობის „ხელის აწევით~ გადიოდა და არც ერთს ჰქონია განსხვავებული აზრი. სამწუხაროდ ვერც სხვა აქტივობები ვერ გამოვლინდა. მიმდინარე მონიტორინგის დროს სურათი საგრძნობლად შეიცვალა და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი” „საკრებულოს საუკეთესო წევრს” ქედის მუნიციპალიტეტშიც დაასახელებს.

„პროექტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე რამდენიმე მსხვილი კომპონენტისაგან შედგებოდა, რომელთა ერთობლიობა მიმართულია საკრებულოს საქმიანობის ეფექტურობისა და თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლებისაკენ. რაც შეეხება საკრებულოს საუკეთესო წევრის გამოვლენის კომპონენტს, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია საკრებულოს წევრების სტიმულირებისაკენ, მათი მოტივაციის ამაღლებისაკენ. გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში თითო მუნიციპალიტეტში გამოვლინდება თითო საუკეთესო წევრი, საკრებულოს სხვა წევრებს გაუმძაფრდებათ კონკურენციის შეგრძნება, რაც გაზრდის მათ ეფექტურობასაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებლად მიმაჩნია მსგავსი აქტივობისათვის სისტემური ხასიათის მიცემა,” -განაცხადა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ პროექტების კოორდინატორმა დავით არძენაძემ.
აჭარის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის „საკრებულოს საუკეთესო წევრს” ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი” სპეციალურ დიპლომსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.

კონკურსი – „საკრებულოს საუკეთესო წევრი” ხორციელდება პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის” ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

საგაზეთო ჩანართს გამოსცემს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი”. ჩანართი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “თემები დემოკრატიული არჩევნებისთვის” ფარგლებში. ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.

 

ჩანართის რედაქტორი: თეონა კაკაციძე

მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის ქ.#13; ტელ.: 24-16-40, ფაქსი: 24-16-50

ელ.ფოსტა: info@intellect.org.ge; ვებ.გვერდი: www.intellect.org

პროფესიონალთა გუნდი – ”საგიტარიუსის” წარმატების ფორმულა

 

სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოფთალმოლოგი ელიტა ხვედელიძე
სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოფთალმოლოგი ელიტა ხვედელიძე

 

ქალბატონო ელიტა, როდის დაარსდა კლინიკა „საგიტარიუსი“ და რა იყო კლინიკის დაარსების წინაპირობა, როგორ გადაწყვიტეთ სამედიცინო ბიზნესში მოსვლა?

კლინიკა ”საგიტარიუსი” მე და ჩემმა უფროსმა დამ, ეკატერინე გვარიშვილმა–ხვედელიძემ თავიდან, როგორც ოფთალმოლოგიური კლინიკა, 2005 წელს დავაარსეთ. მე ჯერ კიდევ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, როცა ეკა ოფთალმოლოგიის პროფესიას მოსკოვში დაეუფლა, იქ მუშაობის შემდეგ ჩამოვიდა ბათუმში და ქალაქის #2 პოლიკლინიკაში ოფთალმოლოგად დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ დროს დაებადა მას იდეა, საკუთარი ოფთალმოლოგიური საქმე დაეწყო. ამ გადაწყვეტილებაში ჩვენი მშობლების დიდი წვლილია, რადგანაც იდეის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური დახმარება მშობლებმა გაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ნევროპათოლოგია მიზიდავდა, გადავწყვიტეთ, რომ მეც ოფთალმოლოგიას დევუფლებოდი და დები ერთად გავძღოლოდით საქმეს. შევიძინეთ ფართობი კლინიკისთვის ქალაქის ცენტრში და შევისყიდეთ წამყვანი ფირმების ოფთალმოლოგიური აღჭურვილობა. მშობლებმა ინვესტიცია, რასაც წლების
განმავლობაში ჩვენს განათლებაში დებდნენ, ჩვენს საქმიანობაშიც ჩადეს. ნდობისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვართ.
ამასობაში მეც დავასრულე მოსკოვში სწავლა, დავიცავი ხარისხი და ბათუმში ჩამოვედი. 2005 წელს გავხსენით აჭარაში პირველი კერძო ოფთალმოლოგიური კლინიკა, ამიტომ ”საგიტარიუსი” ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ ოჯახური ბიზნესის წარმატებულ ნიმუშად.

რა მიმართულებებით დაიწყეთ თავიდან მუშაობა და რამდენი მიმართულებით შეუძლია ამჟამად პაციენტს სამედიცინო მომსახურების მიღება „საგიტარიუსში”?

დასაწყისში ორი ექიმი ვიყავით. დამხმარე სამედიცინო პერსონალთან და ადმინისტრაციასთან ერთად სულ ცხრა კაცს შევადგენდით. ახლა მათ „ძველ გვარდიას” ვეძახი – დღემდე ერთგული, დაუზარებელი პროფესიონალები – ვერა გოგია, გაიანე ტონოიანი, ლია გოგიჩაიშვილი, ნონა ვარშალომიძე, ია გუჯაბიძე და სხვა. მე და ეკა ძალებს არ ვიშურებდით, ბევრს ვმუშაობდით, აღებული პასუხისმგებლობა დიდი იყო. კლინიკის პრიორიტეტად მაღალი ხარისხი და პაციენტისადმი ყურადღება ვაქციეთ. წლების განმავლობაში დღეში 10-15 ოპერაციას ვატარებდით, ოჯახი და სხვა საქმეები გვერდზე გადავდეთ. მიზანი, წარმატება, ხალხის თანადგომა და აღიარება დიდ სტიმულს გვაძლევდა.

ორი წლის შემდეგ კლინიკას დაემატა კიდევ ორი შესანიშნავი ახალგაზრდა ოფთალმოლოგი – ლია მელიქაძე და ზარიმა ჩავლეიშვილი. კლინიკამ შეიძინა აჭარაში პირველი ფაკოემულსიფიკაციის აპარატი და დავიწყეთ კატარაქტის უნაკერო ქირურგიული ოპერაციები. ხშირად ჩამოგვყავდა სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ოთხი წლის შემდეგ კლინიკამ შეძლო გაფართოება, რადგან ”საგიტარიუსი” სულ უფრო მოთხოვნადი ხდებოდა. ვხედავდით, რომ არა მარტო ოფთალმოლოგიას, არამედ უფრო ფართო სამედიცინო მომსახურების სპექტრსაც კარგად წავუძღვებოდით. ჩვენი ბიზნესგეგმა მივაწოდეთ ბანკს, მივიღეთ კრედიტი და შევუდექით საქმეს. 2010 წელს განახლებული სამედიცინო ცენტრი „საგიტარიუსი” გავხსენით. ახალ ცენტრში წარმოდგენილია ისეთი ამბულატორიული დარგები, როგორიცაა: კარდიოლოგია, ნევროლოგია, თერაპია, პედიატრია, ენდოკრინოლოგია, რენტგენოლოგია, ლაბორატორია, ექოსკოპია და სხვა. ქირურგიულ დარგებში ოტორინოლარინგოლოგიური ქირურგია დავამატეთ. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი წარმატებული იყო სდა მისი წარმატება უდავოდ ეკუთვნის იმ პროფესიონალთა ჯგუფს, რომელიც კლინიკაში შევიკრიბეთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო ბატონი მამუკა ნაკაშიძე. ახლაც მიხარია ის ფაქტი, როდესაც ბატონ მამუკა ნაკაშიძეს შევთავაზეთ კლინიკის მთავარი ექიმი ყოფილიყო, დაგვთანხმდა და აი, უკვე ხუთი წელია ერთად ვმუშაობთ. მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და შრომისუნარიანობა ნამდილად შენაძენია კლინიკისთვის. კლინიკის წარმატებაში დიდი ღვაწლი უდევს ბატონ ზებურ ალიშანიძეს, ჩვენს ოტორინოლარინგოლოგს, გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც შეყვარებულია მის საქმეზე და თავდაუზოგავად შრომობს პაციენტებისთვის. სამწუხაროდ, კოლექტივის ყველა წევრს აქ ვერ ჩამოვთვლი, ჩვენთან უკვე 60 ადამიანი მუშაობს. ყველა მათგანი კლინიკისთვის შენაძენია. მიხარია, რომ შევქმენით პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც არა მხოლოდ წარმატებული გუნდია სამედიცინო მომსახურების ბაზარზე, არამედ ეს ადამიანთა ის ჯგუფია, რომელიც ნათლად ხედავს თავის როლს ადამიანის დახმარების საქმეში. ურთიერთპატივისცემის აურაა ჩვენს კლინიკაში და არავითარ შემთხვევაში არ ჩამომართვათ ეს სენტიმენტალიზმში, ვინაიდან ეს არის ჩვენი კლინიკის ხარისხის წარმატებული მენეჯმენტის ერთ-ერთი კრიტერიუმი.

დღეს ბათუმში რამდენიმე კლინიკაა ბაზარზე. რა უპირატესობა გაქვთ კონკურენტებთან შედარებით?

მზარდი კონკურენციის პირობებში სამედიცინო ბაზარზე ”საგიტარიუსის” ნიშა არის ვიწრო ქირურგიული სპექტრი – ოფთალმოქირურგია და ოტორინოლარინგოქირურგია. ვცდილობთ, დავნერგოთ ექსკლუზიური ქირურგიული მომსახურება, რისთვისაც მოწვეული გვყავს საქართველოს წამყვანი ქირურგები თბილისიდან: პროფესორი, ოტორინოლარინგოლოგი გიორგი გოგნიაშვილი და პროფესორი, ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა. ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის შენარჩუნება და მომსახურების დონის ამაღლება. ამისათვის კლინიკაში დანერგილია ხარისხის სამსახური. 2012 წელს კლინიკამ მიიღო ISO სერტიფიცირება. ყოველი წლის ანალიზი გვიჩვენებს ბიზნესის დადებით დინამიკას. ამაში გვეხმარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც პაციენტს აძლევს საშუალებას გააკეთოს კლინიკის არჩევანი. ასევე ვემსახურებით აჭარაში წარმოდგენილ ყველა სადაზღვევო კომპანიას. კლინიკა “აგიტარიუსი” აღიარებულია საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ, როგორც მეზღვაურთა პროფესიული შემოწმების უფლებამოსილი დაწესებულება.

როგორც ვიცით, კლინიკის ხელმძღვანელობის პარალელურად თქვენ პრაქტიკოსი ექიმი ხართ და თავადაც ატარებთ ოპერაციებს. რამდენად სპეციფიკურია სამედიცინო ბიზნესში ქალის მუშაობა?

როდესაც კლინიკა ჯერ კიდევ პატარა იყო, ჩვენი ენერგიითა და ენთუზიაზმით ყველაფერს ვუძღვებოდით – ყოველდღიური
ოპერაციები, პაციენტების მიღება, დაწესებულების მართვა, გარე და შიდა სამზარეულო… რადგანაც ორნი ვიყავით, ვენაცვლებოდით ერთმანეთს და გავმიჯნეთ საქმიანობა. პრაქტიკულ მედიცინას ვერ ჩამოვრჩით, ვინაიდან მოთხოვნადი და კლინიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ექიმები ვართ, მაგრამ შეუძლებელია აკეთო რამდენიმე საქმე მაღალი წარმადობით, მითუმეტეს, როდესაც ხარ ხელმძღვანელი და შენს წარმადობაზე არის დამოკიდებული სხვა ადამიანების შემოსავალი, ამიტომ მოვიწვიეთ სპეციალისტები, ოფთალმოქირურგები, რომლებსაც ნაწილობრივად გადავაბარეთ
ჩვენი ოპერაციები. კლინიკის მომსახურების ხარისხი ამით მხოლოდ გაიზარდა, ვინაიდან მოვიწვიეთ საქართველოს
წამყვანი ოფთალმოქირურგები – პროფესორი გიორგი ჩიჩუა და კახა თავართქილაძე, რომლებიც უკვე წლებია მუშაობენ ჩვენთან. ისე მოხდა, რომ წელს ეკა ოჯახით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად რამდენიმე წლით. რა თქმა უნდა, ჩემი მოვალეობები გაორმაგდა და სულ უფრო მცირე დრო შემიძლია დავუთმო პაციენტებს, ვინაიდან კლინიკის მართვა და მზარდი მოთხოვნადობა ყოველდღიურად მეტ დროს ითხოვს. რაც შეეხება სამედიცინო ბიზნესში ქალის
სპეციფიკურობას, მე ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას სხვა ბიზნესის სფეროებთან. ვეთანხმები იმ აზრს, რომ თუ ქალი მოინდომებს, არა მარტო ბიზნესში, არამედ ყველგან მიაღწევს წარმატებას.

ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. №91

422 27 95 53

ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა უფასოდ ორსულებისთვის

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით ისარგებლებენ 0 დან – 200 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე  ორსულები,  რომლებიც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 

 

უფასო სკრინინგპროგრამა   ენდოკრინოლოგის კონსულტაციას, ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიულ და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ კვლევას (თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა, თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრა) ითვალისწინებს.  

პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო მომსახურებას  2000 ორსულს გაუწევენ.

 

პროგრამის შემსრულებელია ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი იურიდიული პირი სს. საზღვაო ჰოსპიტალი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ყველაზე გავრცელებულ ენდოკრინულ პათოლოგიათა რიცხვს მიეკუთვნება, აჭარა კი, წარმოადგენს აღნიშნული პათოლოგიებით ავადობის ენდემურ ზონას.

 

„აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ორსულებში დაავადებათა ადრეული გამოვლენა, რაც უპირველესად ხელს შეუწყობს ორსულებში გართულებების თავიდან აცილებასა და ჯანსაღი ინტელექტუალი მომავალი თაობის ფორმირებას.“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

ინფორმაცია „ბათუმელებს“  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა მოაწოდა. 

მოქალაქეები ღია კარის დღეზე ბათუმის საკრებულოში

ლელა ცინცაზე, სტუდენტი

ბარცხანის უბნის მაცხოვრებლის ცირა სურმანიძის თქმით, აუცილებელია მერიამ ამ უბანში არსებული კანალიზაციის პრობლემა დროულად მოაგვაროს, რადგან ნონეშვილის ქუჩაზე ღია საკანალიზაციო არხი, არა მარტო გარემოს აბინძურებს, არამედ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

„პირადად მე, ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი განცხადება დავწერე, მაგრამ უკვე წლებია, პრობლემა ისევ პრობლემად რჩება.  გარდა ამ პრობლემისა, ჩვენს უბანში ხუთსართულიანია საცხოვრებელი სახლის შეფუთვის საკითხიც დგას. რადგან სახლი დაზიანებულია და წყალი ჩამოდის“.

ცირა აბულაძემ ბარცხანის მაცხოვრებელთა პრობლემების ჩამონათვალში საბავშვო ბაღის პრობლემაც დაასახელა.  „ბარცხანში საბავშვო ბაღი დაკეტილია, რის გამოც  ბავშვები ვეღარ დაგვყავს ბაღში. გარდა ამისა, ერთი ბაღი არ არის საკმარისი ბარცხანაში და კარგი იქნება თუ ახალი ბაღი გაიხსნება“.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნატალია ზაქარაიშვილის განცხადებით, პრობლემები ქალაქში ხუთი საბავშვო ბაღის დახურვამ გამოიწვია.

„ამიტომ,   გათვალისწინებულია რომ მარტოხელა დედების, ომში დაღუპულთა შვილების,  სოციალურად დაუცველი ოჯახების  და დევნილების ოჯახების ბავშვები დაგანაწილდეს ახლომდებარე ბაღებში. მაგრამ სასკოლო ასაკის  143 ბავშვის  ბარცხანის საბავშვო ბაღში გადანაწილებას დარჩენილ ადგილებზე ბარცხანაში მცხოვრები ბავშვების მიღებას“.

სტუდენტმა, ლელა ცინცაძემ ღია შეხვედრაზე  ნარჩენების დახარისხების და ქალაქში სანიტარული სანაგვე ურნების განთავსების აუცილებლობაზე ისაუბრა:

„ვფიქრობ რომ აუცილებელია მოხდეს ქალაქში ნარჩენების დახარისხება და ქუჩებშიც სანაგვე კონტეინერების განთავსება, რადგან არსებული ნაგავსაყრელების გაუქმება და ნაგვის გადამუშავება მოხდეს“- განაცხადა, მან.

საკრებულოს  წევრის, ჯუმბერ კახიძის აზრით, ნარჩენების დახარისხების საკითხი ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან მისი თქმით, ამის კულტურა ქართველ მომხმარებელს არ აქვს:

საკრებულოს წევრის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, სწორედ დაუხარისხებელი ნარჩენების გამო გადამუმუშავებელი ქარხნები ნარჩენების გატანაზე უარს ამბობენ.  „ასე თქვეს, თქვენი ნაგავი მართლაც ნაგავიაო“.

შპს „სანდასუფთავების“ წარმომადგენლის განცხადებით, ნარჩენების დასახარისხებელი კონტეინერების დადგმაზე საუბარი არ მიდის:

„სანდასუფთავება“ მუშაობს მიწისქვეშა კონტეინერების განთავსებაზე, რადგან ესეც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ნარჩენების დასახარისხებელ კონტეინერებს დამატებითი ხარჯები დასჭირდება“.

მიწისქვეშა კონტეინერები, როგორც „სანდასუფთავების“ წარმომადგებელი ამბობს, წლის ბოლომდე განთავსდება: „ 50 ერთეული  კონტეინერი შეძენილია, დანარჩენი კი გატანილია ტენდერზე. რადგან ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, დროულად ვერ მოხდა მათი შეძენა.“

ღია კარის საათი ბათუმის საკრებულოში გრძელდება.

ცირა აბულაძე, ბარცხანის მაცხოვრებელი

მიგრაცია, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები – დისკუსია

 

„დისკუსიაზე ვისაუბრებთ საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ მიგრაციის გამომწვევ პრობლემებზე, მათი გადაჭრის მექანიზმებზე, ასევე უკან დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე, მათი პროფესიული გადამზადების თუ დასაქმების შესაძლებლობებზე, ამ მიმართულებით არსებულ სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე.

 

შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების საფუძველზე მომზადდება შესაბამისი რეკომენდაცია, რომელიც წარედგინება უფლებამოსილ ორგანოებს. “- ნათვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

დისკუსიაში მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს: სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა)  წარმონადგენელი – მაია პაქსაშვილი; საია-ს აჭარის ფილიალის წარმომადგენელი – გიორგი ხიმშიაშვილი; აჭარის არ დასაქმების სააგენტოს დირექტორი – კობა ნაკაიძე; IOM-ის ბათუმის მობილურობის ცენტრის კოორდინატორი – ნანა პაპიაშვილი; მოქალაქე (დაბრუნებული მიგრანტი) – ბექა ჯინჭარაძე.

 

დისკუსია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მის: ფარნავაზ მეფის ქ. 62-64)  პროექტის – “ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს” (G-PAM) ფარგლებში გაიმართება.

 

პროექტი – “ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს” 2013 წელს ევროკავშირმა დააფინანსა  (G-PAM). პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო – “სიდა”.

 

აჭარაში პროექტის რეგიონული პარტნიორია ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“.  პროექტის ზოგადი მიზანია, სახელმწიფოსთვის დახმარების გაწევა მიგრაციული ნაკადების უკეთესად მართვაში.

           

ინფორმაცია „ბათუმელებს“ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ხახუტაიშვილმა  მოაწოდა.

 

 

             

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ცხელი ხაზი ამოქმედდა

 

სააგენტოში იმედოვნებენ რომ ცხელი ხაზის ამოქმედება გააუმჯობესებს მოქალაქეთა კომუნიკაციას სააგენტოსთან და ეფექტურს გახდის კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის რეაგირებას დარღვევებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ სააგენტოს სპეციალისტმა საზოგადიებასთან ურთერთობის საკითხებში, ნინო ჯაფარიძემ მიაწოდა.

 

ნარკოტიკების კონტროლი საქართველოში აშშ-ის ანგარიშის მიხედვით

 

 

„ანგარიშში აღინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში 2.7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სახმელეთო გზით გადატანილი ჰეროინის ამოღების სავარაუდოდ ყველაზე დიდ ოდენობას წარმოადგენს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამერიკის დახმარება ქართული მხარისთვის ტრენინგების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზების, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათაშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის შექმნის კუთხით“- წერია, საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ამავე წყაროს მიხედვით, „ანგარიშში ასევე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და მისი 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მიღების ფაქტი. სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია ნარკოდამოკიდებულებისა და მისგან გამოწვეული ზიანის შემცირებაზე, საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე მონიტორინგის, კოორდინაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.

 

გარდა ამისა, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც დაარეგულირა ნარკოტიკების უკანონოდ მოხმარებასა და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის მაისის ცვლილებების შედეგად 2013 წელთან შედარებით 90 პროცენტით შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტები და რომ, ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტი-ნარკოტიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. აქვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან და ზოგადად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა რჩება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეფექტური ღონისძიებების გატარებას ამ კუთხით“.

„ჟილინის არხის“ სავარაუდო მშენებლის პრობლემები პოლიციასთან

 

„მშენებელი 80“ ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ჟილინის არხის სარეკონსტრუციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა.

 

ტენდერში მონაწილეობისთვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებას კიდევ ერთი კომპანია „ჯენერალ ბილდინგი“ ცდილობდა.  „ბათუმელებმა“ ვერ გაარკვია, რატომ აღარ მიიღო კომპანიამ ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობა. კომპანიაში ტელეფონის ზარს არ პასუხობენ, მერიაში კი გვითხრეს, რომ მიზეზი არც მათთვის არის ცნობილი. შესაბამისად, „მშენებელი 80“-ს კონკურენტი არ ჰყოლია.

 

ბათუმის მერიამ ჟილინის არხის რეკონსტრუქციისთვის 6 მილიონ 322 964 ლარი გამოყო. შპს „მშენებელი 80“ -ს კი ელექტრუნულ ვაჭრობაზე ეს თანხა არ დაუწევია და მერიას სამუშაოს შესრულება იმავე ფასად შესთავაზა. ამ სამუშაოს შესრულებას მილიონი ლარით ნაკლებად სთავაზობდა ბათუმის მერიას შპს „ჰიდრო“, რომელსაც გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულება წინანსწარ შეთანხმებულ გეგმა-გრაფიკზე ჩამორჩენის გამო გაუუქმეს.

სამუშაოს გაგრძელების მიზნით ახალ კომპანიასთან შესათანხმებლად, ბათუმის მერიამ „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,“  აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, არჩილ ხაბაძისგან სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვაზე ნებართვა ითხოვა და დადებითი პასუხიც მიიღო. ამ ეტაპზე მერია კომპანიისგან დოკუმენტების წარდგენას ელოდება, რისი მიღების შემდეგაც მხარეები სამუშაობის შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას გააფორმებენ.

 

რეესტრში დაცული დოკუმენტების მიხედვით, მშენებელი 80“ ვასილ სანაძეს დაურეგისტრირებია 1999 წელს და კომპანიის ერთპიროვნულ მმართველადაც თავად ფიქსირდება. თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოა.

 

 რეესტრში იძებნება ასევე დოკუმენტი, რომლის თანახმადაც „მშენებელი 80“ მსხვილ გადამხდელთა რეესტრში დარეგისტრირდა 2005 წელს. კომპანიის პროფილი თავიდანვე სამშენებლო სამუშაოები იყო. 2010 წლიდან „მშენებელი 80“ უკვე კერძო კომპანიაა და მის წილებს თანაბრად ინაწილებენ ვასილ სანაძე და ვალერი ბუცხრიკიძე. დოკუმენტებში დაშტრიხულია და არ იკითხება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფასად გაასხვისა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ კომპანია კერძო პირზე ან რა ფასად შეისყიდა მისი 50%-იანი წილი ვალერი ბუცხრიკიძემ. მან კომპანიის დირექტორის თანამდებობაც გადაიბარა და დღემდე ამ თანამდებობას იკავებს.

 

2010 წლიდან დღემდე კომპანია ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად ფიქსირდება. გასულ წლამდე ამ კომპანიას ათ მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული. კომპანიას მილიონზე მეტი ლარის ღირებულების დაკვეთა ჰქონდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან, რამდენიმე მილიონიანი დაკვეთა _ შპს საქართველოს გაერთიანებული სამალიორაციო სისტემების კომპანიისგან, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდისგან. ამ პერიოდში კომპანიის მფლობელი და დირექტორი ვალერიან ბუცხრიკიძე სამართალდამცავების ყურადღების ქვეშაც მოექცა. მისი სახელი ფიგურირებს 2011 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეში. მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები და სამელიორაციო ასოციაციის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი დააკავა.

 

 გამოძიების ინფორმაციით, მაღალჩინოსნებს ბრალად ედებოდათ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით მეწარმეებისთვის ქრთამის გამოძალვის არაერთი ფაქტი. „მშენებელი 80“-ის დირექტორმა ვალერი ბუცხრიკიძემ 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ითანამშრომლა – ქრთამის მიმცემის ვინაობა დაასახელა (საქმეში არ არის მითითებული, თუ რატომ გადაუხადეს კომპანიის დირექტორს ქრთამი, ის ამ დროს სამინისტროს საკუთრებაში არსებული კომპანიის დაკვეთას ასრულებდა), რის შემდეგაც სისხლის სამართლის პასუხისგებისგან გათავისუფლდა. ვალერი ბუცხრიკიძე ამ ფაქტს ნაწილობრივ ადასტურებს. ამბობს, რომ ასეთი ფაქტი იყო, მაგრამ არ უნდა გახსენება. „ამბის მიტანა რად უნდოდათ, მისმენდნენ და იცოდნენ… მაშინ ორი მილიონი წამართვეს და სასამართლოშიც ვჩიოდი, მაგრამ საქმე ქუთაისამდე არ მივიდა. ახლა რომ ვიჩივლო, რა აზრი აქვს, ვინმე დამიბრუნებს იმ ფულს?“ _ უთხრა მან  „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში. კომპანიის დირექტორი ახლა ბათუმის მერიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების შეგროვებით არის დაკავებული.

13 მილიონი ლარი ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან

 

მხოლოდ სამორინის მაგიდიდან ბათუმის მერიის ბიუჯეტში გასულ წელს მოსაკრებლის სახით 5 მილიონ 580 000 ლარი შევიდა, 2 მილიონი ლარით მეტი _ 7 მილიონ 438 600 ლარი შეადგინა სათამაშო აპარარატებიდან მიღებულმა შემოსავალმა.

 

 600 000 ლარი შეადგინა მოსაკრებელმა სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან მიღებულმა შემოსავალმა. წამახალისებელი გათამაშებიდან მოსაკრებლის სახით კი, ბიუჯეტში 24 000 ლარი შევიდა.  

„ღია კარის“ დღე ბათუმის საკრებულოში

 

ღია კარის დღესთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ აპარატს სხდომაზე გამომსვლელთა წინასწარი რეგისტრაცია დაავალა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით „ღია კარის“ სხდომაზე მისვლას ხვალ ის მოქალაქეებიც გეგმავენ, რომლებთანაც მერია ე.წ. იაფი სახლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 

კიდევ ერთი სოციალური სახლი ბათუმში

 

  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამშენებლო კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად 16 მარტი მიუთითა, შესყიდვის საწყის ღირებულებად კი, 3 მილიონ 286 400 ლარი იყო დაფიქსირებული. 

 

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ _ „ზიმომ“ მიიღო, კომპანიამ ელექტრონულ ვაჭრობაზე შესყიდვის ფასი  3 მილიონ 100 000 ლარამდე დაწია.

 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მას შემდეგ, რაც კომპანია სამინისტროს ტენდერით გათვალისწინებულ დოკუმენტებს წარუდგენს, ხელშეკრულება გაფორმდება.

 

სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიამ მშენებლობა 2015 წლის  25 დეკემბერს უნდა დაასრულოს. 

 

ვაკანსია აჭარის მთავრობაში

 

სამინისტროში ვაკანტურია ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობები.

 

კონკურსი  სამ ეტაპად ჩატარდება:

პირველი ეტაპი განცხადებების გადარჩევა იქნება, რის შემდეგაც კონკურსანტები ტესტირებას გაივლიან. ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი, კონკურსანტებს საკონკურსო კომისია გაესაუბრება.

 

სამინისტროს ინფორმაციით კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების, ასევე კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაციას კონკურსანტები განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. სამინისტრომ კონკურსი 20 მარტს გამოაცხადა.

 

ფოტო არქივიდან >>>> არმაზი – ბათუმის შეხვედრა

ფოტოზე: ”არმაზის” მოთამაშეები მოგებას ულოცავენ ”ბათუმის” მორაგბებს | 2014 წლის 12 მარტი | ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი

2014-2015 წლის სეზონში ეს კლუბები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს უმაღლესი ლიგის მეხუთე და მეთოთმხმეტე ტურებში.

მეხუთე ტურში 2014 წლის 6 ოქტომბერს – 23:22 “არმაზმა” სძლია “ბათუმს”, მეთოთხმეტე ტურში კი – 2015 წლის 21 თებერვალს ბათუმმა დაამარცხა ანგარიშით 25:10.

„თანატოლგანმანათლებლები“ ბათუმიდან

„15 წლის ასაკში ვამბობდი, რომ ბათუმი თურქების გარეშე უნდა იყოს, მაღიზიანებდა მეჩეთი ჩვენს ქალაქში. რაც ამ ცენტრის წევრი გავხდი, გავიარე ბევრი ტრენინგი ადამიანის უფლებებზე, უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე  თანასწორობაზე და მივხვდი, რომ უნდა ვყოფილიყავი  ტოლერანტი. ამ კუთხით ჩემი ცნობიერებაც გაიზარდა.

კიდევ არის ის, რომ  აქტიური გავხდი. ადრე, როცა პრობლემა იყო ჩემს უბანში, მთავრობის მისამართით  გამოვთქვამდი მხოლოდ საყვედურებს. არასდროს არაფერი გამიკეთებია, როგორც მოქალაქეს, რომ პრობლემა მოგვარებულიყო. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. როცა ვხედავ ქუჩაში  ნაგვის ყუთი გადავსებულია, ვურეკავ სანდასუფთავებას. ვიცი, რომ თუ რაიმე არ მომწონს, მეც შემიძლია უნდა შევცვალო” – ამბობს ანა ტურიაშვილი. 

ბესო ხოზრევანიძე „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ მოხალისეა. დღის უმეტეს ნაწილს ცენტრში ატარებს.  ბესო ამბობს, რომ ამ ცენტრმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა: “სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან ბევრი ჩემი თანატოლი გავიცანი და დავიმეგობრე. მანამდე მეგონა, რომ სხვა ეროვნების ან რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანთან ვერ ვიკონტაქტებდი, მეგონა მათთან საერთო ენას ვერ გამოვნახავდი. მივხვდი, რომ ეს არასწორი იყო.

ადრე ვფიქრობდი, რომ თუ გასხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანის მიმართ ტოლერანტობას გამოვიჩენდი, საზოგადოებას ჩემ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ექნებოდა. ეს მართლაც ასეა – უარყოფითი დამოკიდებულება მოდის, მაგრამ შიში დავძლიე. ცენტრში ყველანაირი შიში დავძლიე და  საკუთარ მოსაზრებას ყოველთვის  ღიად ვაფიქსირებ. ამ ცენტრის დახმარებით ჩემს ცნობიერებაში ბევრი სტერეოტიპი დავამსხვრიე. აქ  პიროვნულად განვვითარდი.“

 შემაჯამებელ ღონისძიებაზე „ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა“  საზოგადოებას სამწლიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა. ცენტრი 2012 წლიდან ფუნქციონირებს.

ცენტრის კოორდინატორის, მარი ზაქარაძის განმარტებით, პროექტის მიზანი იყო ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრება, ეთნიკური ჯგუფების მიმართ სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და ახალგაზრდების გააქტიურება.

„მე ვფიქრობ ჩვენი ცენტრის ახალგაზრდები იქნებიან საზოგადოების ჯანსაღი და აქტიური წევრები მომავალში“ – ასე აჯამებს პროექტის შედეგებს მარი ზაქარაძე.

„ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“ გაეროს ასოციაციის პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდებოდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.  პროექტი საქართველოს 13 ქალაქში ხორციელდებოდა. 

სამუშაო შეხვედრა დღეს ქობულეთის გამგეობაშიც გამართეს

 

„ ამ შეხვედრას დიდი ხანია ვგეგმავდით და დღეს ჩატარდა.“

 

ქობულეთის გამგეობის სააქტო დარბაზში დღეს გამგებელი სულხან ევგენიძე გამგეობისა და მუნიციპალიტეტის აიპების თანამშრომლებს შეხვდა. მან თანამშრომლებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

აქცია ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო

 

აქციის მონაწილეების უმეტესობას წითელი ბარათები აქვთ და სწორედ ამ ფორმით გამოხატავენ უკმაყოფილებას მთავრობისადმი უკმაყოფილებას და გადადგომისკენ მოუწოდებენ.

 

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მსვლელობისთვის ემზადებიან ფოტო: ნინო კახიშვილი
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები მსვლელობისთვის ემზადებიან ფოტო: ნინო კახიშვილი

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ბათუმში

 

მერიის ინფორმაციით საქველმოქმედო აქციაში მოსახლეობის დაავადებათა პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, სხვადასხვა პროფილის ექიმ- სპეციალისტები მონაწილებენ: ენდოკრინოლოგი, პედიატრი, ნევროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ანგიოლოგი , ნეფროლოგი და ოტოლარინგოლოგი.

ასევე, განხორციელდება კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები. 

გამოკვლევები ჩატარდება ,,საოჯახო მედიცინის ცენტრში ‘‘ ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ. #30 11 საათიდან 18 საათამდე. მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა  ტელეფონზე: 27 8514

მასტერკლასი პედაგოგებისთვის

 

აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელის ლალი ლომთათიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე პედაგოგები გაივლიან ასევე მულტიმედიურ წერასა და  დრამააქტივობებს:

 

„ სამი საკითხია წარმოდგენილი ეს არის კითხვა  ტექსტის დეტალურად გაგებისათვის,  მულტიმედიური წერა ლიტერატურის ბლოგში და დრამა აქტივობები დრამის ლიტერატურის შესწავლის წინ.

 

კალიფორნიის შტატიდან ჩამოვიდა  პიტერ კლერკი და ასევე ანჯელა  მარჩენი, რომელიც არის ნებრასკადან.  პროგრამის ასისტენტი ჯარედინ ნაოსი თავად გაუწევს მონიტორინგს მასტერკლასებს. ისინი წარმატებული პედაგოგები და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის საბჭოს „აირექსის“ ექსპერტები არიან .

პროგრამას ჰქვია „მასწავლებელები გლობალური განათლებისათვის“.

 

გარდა ამისა, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენთან მიმდინარეობს სამოდელო გაკვეთილები სხვადასხვა საგანში.  ჩვენს მასწავლებლებს ვთავაზობთ გამოცდილებას, თუ როგორ ჩაატარონ, როგორი გეგმით, როგორი აქტივობებით  ვაძლევთ ამ გაკვეთილების მოდელს.“ – განაცხადა ლალი ლომთათიძემ „ბათუმელებთან“.

 

უკავშირდებოდა თუ არა შეხვედრა ხელვაჩაურის გამგეობაში „ნაციონალური მოძრაობის აქციას“

 

პრესსამსახურის ინფორმაციით გამგებელმა კვარტალური ანგარიში მოისმინა. შეხვედრას  ყველა სამსახური ესწრებოდა.  რაც შეეხება იმას რომ ანგარიშის მოსმენა სპეციალურად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას დაამთხვიეს გამგებელი ნადიმ ვარშანიძე უარყოფს.

 

„ასეთი შეხვედრები ჩვენ ხშირად გვაქვს , შაბათსაც გვქონია და კვირასაც. ნაციონალური მოძრაობა რასაც ავრცელებს, აწყობს და იმიტომ ავრცელებს“ – უთხრა ნადიმ ვარშანიძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში.

 

ბათუმის მერიის პრეს-სამსახურში კი ინფორმაცია, რომ  21 მარტი მერიაში შაბათობადაა გამოცხადებული არ დაადასტურეს. 

აჭარიდან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რეზო ხარაძის თქმით, დღევანდელ აქციაზე მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა იქნება. აქცია ოთხ საათზე დაიწყება.

 

ჯემალ ფუტკარაძის პასუხი კახი კალაძეს

 


ჯემალ ფუტკარაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის კახი კალაძის მიერ აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც კახი კალაძემ პარტიიდან გარიცხულ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მოღალატეები უწოდა. 

 

”ბატონო კახი!  არ მაქვს იმის იმედი, რომ გაეცნობით ამ სტატუსს და პასუხს გამცემთ, მაგრამ მაინც უნდა შეგეხმიანოთ და შევაფასო თქვენი ” სიბრძნე სიცრუისა”: სირცხვილია ვინმეს, მითუმეტეს დეპუტატის ღალატზე საუბრობდეთ თქვენ – მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის საილუსტრაციო ბანერებზე “შემოსკუპებული ციყვი”. ნაციონალური მოძრაობიდან ვირთხებივით გამოქცეული მოღალატეებით შექმნილი საპარლამენტო უმრავლესობით იწონებთ თავს და ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლით მოსულ დეპუტატებს უწოდებთ მოღალატეებს? 
ეჰ, კახი, კახი- წვერის მოშვება და იმიჯის შეცვლა ვერ გიშველის “გზააბნეულო ოცნების მცველო”!” – წერს ჯემალ ფუტკარაძე. 

 

”ბათუმელების” კითხვაზე, რამდენად მისაღებია უმაღლესი საბჭოს დეპუტატისგან მსგავსი ლექსიკით საუბარი, ჯემალ ფუტკარაძე ამბობს, რომ ეს პასუხია იმ შურაცხყოფაზე, რაც საქართველოს ვიცე-პრემიერმა მას და კიდევ ორ დეპუტატს მიაყენა: 


”ძალიან მძიმე მოსასმენია ”ქართული ოცნების” ყოფილი წევრისთვის, როდესაც ჩემი ყოფილი პარტიის მესვეურები ჩემ მიმართ იყენებენ ტერმინს – მოღალატე. ეს ტერმინი ერთხელ უკვე გამოიყენა ჩემ მიმართ უფრო მაღალი თანამდებობის პირმა, მაგრამ როცა ეს ლექსიკა უკვე ”მოდაში” შემოვიდა, თითქოს ვბრუნდებით კომუნისტურ-ბოლშევიკურ წყობილებაში, სწორედ იმ დროს იყო პოპულარული ეს ტერმინი – თუ ჩვენ გვერდით არ არის, ე.ი. არის მოღალატე. მე მიმაჩნია, რომ ამ ტერმინის დამკვიდრება არის ბრძოლა განსხვავებულ აზრთან, განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებთან. ამის ნათელი მაგალითი იყო, როდესაც ბატონი კახი კალაძის მიერ გაჟღერებული მოწოდებებით ახალგაზრდების ეგზალტირებული ჯგუფი მოიჭრა ჩემს საცხოვრებელ სახლთან და კედლებზე დააწერეს ”ჯემალი იუდა”, ”ჯემალი მოღალატე”. ამის შემდეგ, როდესაც ეს ფაქტი დაგმო აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ და ამ ბიუროში არიან ქართული ოცნების” წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბატონი კახი კალაძე კიდევ ერთხელ გაიმეორებდა ამ ტერმინს. 


მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებები ნამდვილად არ უნდა გააკეთონ ამ დონის პოლიტიკურმა პირებმა. ჩემ მიერ ეს იქნება საბოლოო და ვთვლი, რომ მეტჯერ აღარავინ შეეცდება მსგავსი ეპითეტებით შეამკონ ერთმანეთი, მით უმეტეს, რომ გუშინ ერთ საქმეში, ერთ ფერხულში ვიდექით და დღეს ასეთი ტერმინებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მაგრამ ეს ტერმინი ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, მოქალაქისთვის, არის შეურაცხმყოფელი და მე შეურაცხყოფას ვერავის ვაპატიებ” – ამბობს ჯემალ ფუტკარაძე “ბათუმელებთან.“ 

ხულოს რესურსცენტრი: ფილმის ჩვენებას არც ერთი ხულოელი მოსწავლე არ დასწრებია

 

ფილმის ჩვენება 12 საათზე ხულოს თეატრის შენობაში მოეწყო. ედუარდ მიქელაძის თქმით, ის ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ”ამ დროს ყველა მოსწავლე სკოლაშია. შეხვედრაზე არასრულწლოვნები არ ყოფილან, რადგანაც ეს სკოლის სამუშაო პერიოდია. მირზა დიასამიძემ მითხრა, რომ ის სტუმრად იყო ხულოში ამოსული და უბრალოდ შემოიარა. ამის გარდა, იქ იყო კიდევ ორი ახალგაზრდა, რომელთაც „რუსთავი2“-მა ჩამოართვა ინტერვიუ და რომლებმაც მითხრეს, რომ ისინი აქაურები არ იყვნენ და რომ მათ სკოლა დიდი ხანია დამთავრებული ჰქონდათ”, – ამბობს ის.

 

ედუარდ მიქელაძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორები გაფრთხილებულნი იყვნენ თავიდანვე, რომ მოსწავლეები ასეთ ჩვენებებზე არ გაეშვათ. ”თავიდანვე, როცა აგორდა ეს სკანდალინ მე გავაფრთხილე სკოლის დირექტორები. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისინი ისედაც არ გაუშვებდნენ ბავშვებს ასეთ შეხვედრაზე”, – ამბობს ის.

 

ფილმის ჩვენების ორგანიზატორი ორგანიზაცია ”თავისუფალი მოქალაქის” წარმომადგენელი მერაბ ღოღობერიძე იყო: ”ჩემი ორგანიზებულია ფილმის ჩვენება. მას ესწრებოდნენ მოქალაქეები, ხულოს თეატრის დარბაზი ვიქირავეთ ოფიციალურად. პოლიცია და ადმინისტრაცია გავაფრთხილეთ, რომ შესაძლოა პროვოკაციას ჰქონოდა ადგილი და გვქონდა ამის შესახებ ინფორმაცია. ადამიანებს მე პირადად ვხვდებოდი, ვნახე ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც გავაჩერე, მოვთხოვე მათ პირადობები და მათ მითხრეს, რომ ნამდვილად სრულწლოვნები იყვნენ”.

 

 

მერაბ ღოღობერიძის თქმით, მან 17-წუთიანი ფილმის ჩვენებისთვის ხულოს თეატრის დარბაზი ნახევარი საათით იქირავა, რისთვისაც, 41 ლარი საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა.

 

 

მედეა ვასაძე საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს

 

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

„მოგიწოდებთ დაიწყოთ ძველი „უნარ-ჩვევებით“ აღჭურვილი პროკურორებისა და გამომძიებლებისაგან ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ორგანოების „წმენდა“.  სხვა შემთხვევაში იძულებული ვიქნები შევიდე იმ კონკრეტული საკითხების გასაჯაროვებაში, რომელიც, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრს, გამაჩნია, როგორც კონკრეტულ ფაქტებზე მოწოდებული ინფორმაცია“ – მიმართავს მედეა ვასაძე მთავარ პროკურორს. 

 

საჯარო წერილში მედეა ვასაძე წერს, რომ წუხს იმის თაობაზე, რომ არ მისცა პოლიტიკური შეფასება აჭარის პროკურორად შოთა ტყეშელაშვილის დანიშვნას, იმის გამო, რომ ტყეშელაშვილი „2012 წლამდე, როგორც ამბობენ, გახლდათ იმ საპროცესო ღონისძიების მონაწილე, რომელიც კავშირშია შპს „გლობალ ტვ“-ის  სატელევიზიო ანტენების გახმაურებულ დაყადაღებასთან… მეორეც, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ორგანოებში ძირითადად დატოვებულნი იქნენ ძველი კადრები“ [ციტატა წერილიდან].  

 

მედეა ვასაძე ასევე წერს, რომ აჭარის პროკურორი „ისეა გატაცებული არჩილ ხაბაძესთან პირადი ურთიერთობით, რომ ჩემსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ავთანდილ ბერიძესთან კონკრეტულ საკითხზე შეხვედრის შინაარსსაც კი აბარებს მას.“ 

 

 

შუახევის სკოლის მოსწავლეები ხულოში ენმ-ს საქმიანობის შესახებ ფილმის ჩვენებაზე

 

მუხრან დიასამიძის მამა, ანზორ დიასამიძე ამბობს, რომ შვილი მან ხულოში კბილის ექიმთან გააგზავნა. თუ ვინ დახვდა ბავშვს და ვინ შეიყვანა ის ფილმის ჩვენებაზე, ინფორმაციას არ ფლობს. „ბავშვი მყავდა ხულოში გაგზავნილი კბილის ამოსაღებად. დახვდნენ და უთხრეს, რომ შესულიყო ფილმის სანახავად. ისიც შევიდა. სხვა არაფერი ვიცი. მე სახლში ვიყავი შუახევში, სად ჩატარდა ხულოში ფილმის ჩვენება, ვერ გეტყვით”, – ამბობს ის.


ანზორ დიასამიძე ამბობს, რომ მისი შვილი ჯერ სახლში არ მისულა. 

 

ლადო მგალობლიშვილმა „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ  მოსწავლეების დასწრების შესახებ არც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო და არც შუახევის რესურსცენტრი არ ყოფილა ინფორმირებული.


 „ჩანჩხალო ხულოს ცენტრიდან დაშორებულია დაახლოებით 15-20 კილომეტრით. ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ცენტრალურმა ტელევიზიამ ჩაწერა ინტერვიუ აღნიშნულ მოსწავლეებთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული მოსწავლეების დასწრების შესახებ არც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო და არც შუახევის რესურსცენტრი არ ყოფილა ინფორმირებული. სკოლიდან მოსწავლეების გაყვანა მოხდა მშობლების ინიციატივით, უფრო მეტიც, მიღებული იყო პრევენციული ზომები, რომ არ მომხდარიყო ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლების დასწრება ფილმის ჩვენებაზე“ – წერს ლადო მგალობლიშვილი “ფეისბუქზე”. 


თავად მოსწავლეებთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა. ერთ-ერთ მათგანს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. ჩანჩხალოს სკოლის დირექტორი დავით მიქელაძე ამბობს, რომ მოსწავლეებთან დაკავშირებას ვერც თვითონ ახერხებს. 

2 მილიონი ლარი სკვერებისთვის

 

სტადიონის ნაცვლად აქ სკვერი უნდა გაშენდეს
სტადიონის ნაცვლად აქ სკვერი უნდა გაშენდეს

ყველაზე დიდი სკვერის მოწყობა ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში იგეგმება. სკვერი დაახლოებით ოთხ ჰექტარზე უნდა გაშენდეს და კეთილმოეწყოს. როგორც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, ვიზუალითა და კონცეფციით ახალი სკვერი გამორჩეული იქნება.

 

„სკვერს საკმაოდ ორიგინალური ფორმა ექნება, მოპირკეთდება როგორც გრანიტის, ასევე დეკორატიული ფილებით. გაკეთდება ბაზალტის ბორდიურები. სკვერში განთავსდება სკულპტურები და დეკორაციები. იქნება სათამაშო მოედანი, ატრაქციონები და ტრენაჟორები“.
თენგიზ პეტრიძის განცხადებით, სკვერი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც: „იქნება ადაპტირებული ატრაქციონები შშმ ბავშვებისთვის, ასევე გაკეთდება ადაპტირებული საპირფარეშო და სასმელი წყლის შადრევნები. კეთილმოეწყობა სკვერის მიმდებარე ქუჩაც“.

 

თენგიზ პეტრიძის განცხადებით, სკვერის პროექტი უკვე მზადაა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მონოლითი 2005“-ი სამუშაოებს მაისის ბოლომდე დაასრულებს.

სკვერის ბიუჯეტი ორი მილიონ 50 ათასი ლარია.

შედარებით პატარა სკვერის გაკეთება იგეგმება დემეტრე თავდადებულისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში, სადაც მინისტადიონი იყო განთავსებული, მოგვიანებით კი, ტერიტორიაზე პატარა ეკლესია აშენდა. სტადიონის დემონტაჟი უკვე დაწყებულია, რადგან როგორც თენგიზ პეტრიძე ამბობს, მის გადატანას მოსახლეობა და ეკლესიის წარმომადგენლებიც მოითხოვდნენ:

 

„ჯერ ერთი ქუჩის პირას იყო და უსაფრთხოება არ იყო დაცული, მეორეც, მოედანი ეკლესიასთან ძალიან ახლოსაა, ბიჭები თამაშის დროს ხან იგინებოდნენ, ხან რა და ცოტა უხერხულიც იყო. ამიტომ, სტადიონის ნაცვლად ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, დაიდგმება სკამები, განთავსდება სანაგვე ურნები“.

 

თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, სკვერში გაკეთდება დეკორატიული განათება და მოეწყობა შადრევანიც. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გზა 21“ შეასრულებს. სკვერისთვის ბიუჯეტიდან 192 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

რაც შეეხება სპორტულ მოედანს, თენგიზ პეტრიძე ირწმუნება, რომ მოედანი ამავე უბანში ახალგაზრდებს აუცილებლად ექნებათ, ოღონდ ტერიტორია ამ დროისთვის შერჩეული არ არის.

 

„სულ სამი სტადიონის გაკეთება გვაქვს დაგეგმილი, ერთი იქნება ე.წ „ჭაობის“ უბანში, ერთი – აეროპორტის დასახლებაში, ბონი-გოროდოკის და გონიო-კვარიათის ტერიტორიაზე გვინდა რომ გაკეთდეს, თუმცა ჯერ ზუსტი ადგილები შერჩეული არ არის“.
სტადიონების მშენებლობისთვის ბიუჯეტში 250 ათასი ლარია გათვალისწინებული.

 

მიმდინარე წელს განახლდება ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერიც. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადებულია, გამარჯვებული მარტის ბოლოს გახდება ცნობილი. სატენდერო თანხა 119 ათასი ლარია. სკვერში უნდა მოწესრიგდეს განათება, უნდა დაიგოს დეკორატიული ფილები, მოწესრიგდეს ფანჩატური და გაკეთდეს წყლის სასმელი შადრევანი. სკვერში არსებულ ეკლესიასთან კი დეკორატიული ღობე უნდა გაუკეთდეს და დაიდგას სანაგვე ურნები.

 

იმ შემთხვევაში, თუ ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე რაიმე ხარვეზი გამოვლინდება, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განცხადებით, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები ვალდებული იქნებიან, ეს ხარვეზები თავადვე გამოასწორონ. „ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიებს სახელშეკრულებო თანხის ხუთი პროცენტი უკავდებათ. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, თუ ისინი არ აღმოფხვრიან მას, მაშინ ამ თანხით მერია ჩაატარებს სამუშაოებს; თუ ხარვეზები არ გამოვლინდება, მაშინ დაკავებული თანხა კომპანიებს დაუბრუნდება“, – განაცხადა თენგიზ პეტრიძემ.

 

ადაპტირებული სკვერის რეაბილიტაცია დაგეგმილია მახინჯაურის დასახლებაშიც, ჯინჭარაძის ქუჩაზე, რისთვისაც ბიუჯეტში 53 ათას 757 ლარია გათვალისწინებული.

 

გამოცდები მასწავლებლებისთვის

 

ახალი სქემით პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი ყველა არასერტიფიცირებულ მოქმედ მასწავლებელს მიენიჭა.
საგნობრივი გამოცდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში ჩატარდება. გამოცდის ჩაბარება მოუწევს საბაზო საფეხურის (I-VI კლასები) ყველა არასერტიფიცირებულ მასწავლებელს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ასევე ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები).
VII-XII კლასების მასწავლებლები გამოცდას ჩააბარებენ შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია (სამოქალაქო განათლება. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ქართული, როგორც მეორე ენა). მასწავლებლებმა გამოცდა უნდა ჩააბარონ ესთეტიკური აღზრდის საგნებში: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი სქემით, საჯარო სკოლებში მომუშავე ყველა არასერტიფიცირებული მასწავლებელი ფლობს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს. იმისათვის, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა იერარქიულ კიბეზე ერთი საფეხურით აინაცვლონ და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღონ, საჭიროა კრედიტქულების დაგროვება. საგნობრივი გამოცდის ჩაბარება ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სავალდებულოა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მასწავლებლები მიიღებენ 10 კრედიტქულას. იმისთვის კი, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღონ, 19 კრედიტქულაა საჭირო. დანარჩენი 9 ქულის მიღება კი საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებით (4 კრედიტქულა) და პროფესიული განვითარების კურსის (5 კრედიტქულა) გავლითაა შესაძლებელი.

 

პროფესიული განვითარების კურსები, რომელიც პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უნდა გაიაროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა დაწესებულების მიერ უნდა იყოს ორგანიზებული. სხვა დაწესებულების მიერ განხორციელებული პროფესიული განვითარების კურსი აუცილებელია იყოს აკრედიტებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად, კრედიტქულები ოთხი წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს.
იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი სამი წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს საგნის გამოცდას, ან ჯამში ვერ დააგროვებს 19 კრედიტქულას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გაწყვიტოს მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია.

 

ახალი სქემით მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეუძლია ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ნებისმიერ პირს.

 

მასწავლებლობის მსურველებს მიღებული უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი. ამასთან მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად უნდა ჰქონდეთ გავლილი მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამის გავლის შემდეგ მასწავლებლობის მსურველებს შეუძლიათ სკოლაში მუშაობის დაწყება უფროსი მასწავლებლის სტატუსით, ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით.

ხანძარი ზემო მახინჯაურში

 

 

ხანძრის ადგილზე გაგზავნილია სამი სახანძრო მანქანა.

სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის თქმით, ხანძრის მასშტაბი ჯერ უცნობია.

 

“ბათუმელები” დამატებით ინფორმაციას აზუსტებს.


12:53 – ზემო მახინჯაურში ხანძარი ლოკალიზებულია. ხუსეინ სირაბიძის თქმით, იწვოდა სახლის სარდაფი – ”ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა” – ამბობს ის.

 

Exit mobile version