ქედის „ბეთლემის“ მთავარი მწვრთნელი ავთო კუნჭულია ადასტურებს, რომ არჩილ ფარტენაძეს წლების განმავლობაში ჰქონდა გულის პრობლემა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. „ჩვენ, ფეხბურთელები ყოველ ექვს თვეში ერთხელ გავდივართ სამედიცინო შემოწმებას. არჩილმაც გაიარა ეს შემოწმება და ექიმმა უთხრა, რომ შეეძლო ვარჯიშის გარგძელება“, – ამბობს ავთო კუნჭულია.
ფოტო: „ბეთლემის“ ფეისბუქგვერდიდან
ასევე გუნდის მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, რაც მისთვის ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ გამხდარა ცნობილი, არჩილ ფარტენაძე ყოველდღიურად იღებდა სხვადასხვა სახის აბებს. „ბიჭებმა თქვეს, რომ ორი თვის წინ შეუწყვეტია აბების მიღება, უთქვამს – ვარჯიშით უნდა გადავლახოო“.
როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, არჩილ ფარტენაძეს გული გაუჩერდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ქედის საფეხბურთო გუნდი „ბეთლემი“ პირველ ლიგაში თამაშობს.
პატიმართა მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მსჯავრდებულები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, დახშული აქვთ ყველა ფანჯარა, საიდანაც უნდა ხდებოდეს საკნების განიავება. ასევე, შეზღუდული აქვთ წყლის მიწოდება, სასურსათო მაღაზიით სარგებლობა, ვერ ახერხებენ ელემენტარული ჰიგიენური საშუალებების შეძენასაც კი. მათივე თქმით, საკანში არის უმძიმესი სუნი, რადგან იქ არსებული საპირფარეშო არის სრულიად ღია და არ ფუნქციონირებს ჰაერის სავენტილაციო სისტემა. ასევე, მათი გადმოცემით, საპირფარეშოს თავზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა, რაც ადამიანის უფლების, პატივისა და ღირსების აშკარა უხეში შელახვაა.
ამ ყველაფერთან ერთად, მათი თქმით არსებული გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, შეექმნათ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, რისთვისაც მსჯავრდებულებს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება, რაზეც დაწესებულების სამედიცინო პერსონალისაგან უარს ღებულობენ. მსჯავრდებულები ასევე მიუთითებენ ე.წ. ’’საწამებელი’’ საკნის არსებობაზე.
არსებული პრობლემების გამოსასწორებლად, როგორც წერილიდან ჩანს, იყო მცდელობა, რომ მსჯავრდებულებს მიემართათ პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის – შიმშილობისთვის, რასაც არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, არ მომხდარა ელემენტარული რეაგირება და მსჯავრდებულები მისულან გრძნობის დაკარგვის მდგომარეობამდეც.
აღნიშნული წერილების ავტორი პატიმრების დიდი ნაწილი, არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გადმოყვანილი (ეტაპირებული), რისი მიზეზიც, როგორც თვითონ ამბობენ მათთვის უცნობია (,,პატიმრობის კოდექსის’’ მიხედვით, პირი სასჯელის მოსახდელად უნდა გაიგზავნოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან უახლოეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში).
პატიმართა მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია კონკრეტული თანამდებობის პირები, რომლებიც წერილების ხელმომწერთა განცხადებით, უშუალოდ აღრვევენ მათ უფლებებს და სჩადიან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
ზემოთაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების მიზნით, ’’დემოკრატიის ინსტიტუტი’’ ოფიციალური კორესპონდენციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს სასღელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახალხო დამცველს.
პატიმართა თხოვნის შესაბამისად, ’’დემოკრატიის ინსტიტუტი’’ აქვეყნებს იმ წერილებს, რომლის გამოქვეყნებასაც პატიმრები წერილობით ითხოვენ.
მადონა თევზაძე ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებელი და ამავე დროს კლასის ხელმძღვანელია. მისი სტატუსი და დებულება ითვალისწინებს, რომ დამრიგებელს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს მოსწავლეების მშებლებთან. თვეში მინიმუმ ერთხელ მიაწოდოს მშობელს მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია და სხვა უამრავი დეტალი, რომელიც სასკოლო პროცესთან არის დაკავშირებული. ამ ურთიერთობის გამარტივების ერთ-ერთი საშუალება სწორედ ელექტრონული ჟურნალი იყო, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში აღრიცხულ ინფორმაციაზე წვდომა მშობლებსაც ექნებოდათ და განათლების სამინისტროსაც.
მადონა თევზაძის აზრით, ელექტრონული ჟურნალი გააუმჯობესებს მშობელსა და სკოლას შორის ურთიერთობის ფორმებს, თუმცა ეს დამრიგებლის შრომასაც გააორმაგებს. „კლასის დამრიგებლობისთვის 48 ლარი მაქვს ხელზე ხელფასი და 30 მოსწავლე მყავს ჩაბარებული. ელექტრონული ჟურნალის წარმოება რომ მოხდეს, პედაგოგებსაც და კლასის ხელმძღვანელებსაც პირადი ნოუთბუქები უნდა გვქონდეს, რომ ინფორმაციის შეტანა უზრუნველვყოთ. ეს საკმაოდ დიდი შრომაა, ანაზღაურება კი, ძალიან დაბალია“.
მადონა თევზაძის აზრით, სკოლაში არსებული კომპიუტერული კლასების გამოყენება ელექტრონულ სისტემაში ჩასართავად არაკომფორტულია, რადგან არსებული კომპიუტერები თითქმის ყოველთვის დაკავებულია.
რაც შეეხება საგაკვეთილო პრეზენტაციებს, ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ამ მასალების (ფურცლები, ფერადი ფოტოები და სხვა თვალსაჩინოება) ამობეჭდვა სკოლის გარეთ, საკუთარი ხარჯებით უწევთ, რაც ასევე აისახება ოჯახის ბიუჯეტზე. ამიტომ, პედაგოგების აზრით, ელექტრონული პრეზენტაციები დაზოგავდა როგორც ოჯახების ბიუჯეტს, ამასთან გააუმჯობესებდა მოსწავლეების პრეზენტატულ უნარებს. „კი, მოიტანს მოსწავლე დისკით მომზადებულ მასალას, მაგრამ სად ვაჩვენოთ? სკოლაში მხოლოდ ერთი ოთახია, სადაც პროექტორი დგას და სულ დაკავებულია. ამიტომ, მასწავლებელს თავისი კომპიუტერი უნდა ჰქონდეს, რომ კლასში მოხერხდეს პრეზენტაცია“ – ამბობს მადონა თევზაძე.
პირველი საჯაროს სკოლის პედაგოგის, ხათუნა ტოტოჩავას აზრით, დღეს კომპიუტერი ისეთივე აუცილებლობაა, როგორც ადრე ფურცელი და კალამი. „მე როცა ვიყენებ პირად კომპიუტერს გაკვეთილზე, დირექციას წინასწარ ვუთანხმდები და პროექტორი მომაქვს. ყველა გაკვეთილს ასე ვერ ჩაატარებ, რადგან სკოლა დიდია და პროექტორი ყველას სჭირდება. მარტო პედაგოგმა რომ იზრუნოს ტექნიკური მხარის მოწესრიგებაზე, ვერ გაწვდება, რადგან ამის ფინანსები მასწავლებელს არ აქვს. ვისაც აქვს, თითქმის ყველას რაღაც პროექტის ფარგლებში აქვს ნაყიდი. ჩემი ნოუთბუქიც პროექტის ფარგლებში შევიძინე, ხელფასით ალბათ ვერ შევძლებდი“.
ხათუნა ტოტოჩავას აზრით, ელექტრონული ჟურნალი კარგია, თუმცა ის დამატებით შრომასთან იქნება დაკავშირებული: „ეს კარგია მაშინ, თუ მონაცემების შეყვანა, ინფორმაციის შეგროვება მოხდება საგაკვეთილო პროცესზე. თუკი მე გაკვეთილს ჩავატარებ და შემდეგ მომიწევს ნიშნებისა თუ სხვა ინფორმაციის შეყვანა, ეს პროცესს გაართულებს. მაშინ უნდა შეიცვალოს კლასის აღჭურვილობაც და ისე გაკეთდეს, ვთქვათ, როგორც მასწავლებელთა სახლშია. ელექტრონული დაფა, ვიდეოთვალები და ა.შ სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა ძალიან კარგია“.
თამარ ჩხეიძეც კლასის დამრიგებელია. ის მე-7 საჯარო სკოლაში მუშაობს. ამბობს, რომ სკოლაში ელექტრონული ბაზა არსებობს, მაგრამ ელექტრონული ჟურნალი წარმოებაში არ არის: „როგორც ვიცი, მისი გამართვა განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული. თუმცა, მე ჩემი პირადი ელექტრონული მეილით მაქვს ხოლმე მიმოწერა მშობლებთან და სხვებიც აკეთებენ ამას, თუ აქვთ სურვილი“.
რაც შეეხება სხვა ტექნიკურ დეტალებს, თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ პრეზენტაციებისთვის სკოლაში მხოლოდ ერთი ოთახია აღჭურვილი: „ლაბორატორიაშია პროექტორი მოწყობილი და იქ ხდება შემაჯამებელი თემების პრეზენტაცია. პრეზენტაციები რომ არ დაემთხვეს, ამაზე სკოლის ორგანიზატორი ზრუნავს“.
მოსწავლის მშობლებთან ელექტრონულ ურთიერთობას ვერც მე-6 საჯარო სკოლის კლასის დამრიგებელი მზია ბაუჟაძე ახერხებს: „მშობელთა კრებაზე ვაცნობ ხოლმე ინფორმაციას ან ტელეფონზე ვესაუბრები“ – გვეუბნება ის. რატომ ვერ ხერხდება სისტემის აწყობა, მას ამაზე ინფორმაცია არ აქვს. მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ზურაბ ზაქარაძის თქმით, ელექტრონული ჟურნალების პილოტირება ერთი წლის წინ ჩატარდა, მაგრამ კლასების დაყოფასთან დაკავშირებული პროგრამული ხარვეზი გამოვლინდა, „შემდეგ ეს ხარვეზი, როგორც ვიცი, გასწორდა, თუმცა სკოლებში მაინც არ ამოქმედებულა ელექტრონული ჟურნალები“.
რაც შეეხება სკოლასა და მშობლებს შორის ურთიერთობას, როგორც დირექტორი ამბობს, ამის მცდელობები სკოლას ვებგვერდის მეშვეობით ჰქონდა. „პროგრამულად ამასაც დიდი რესურსი სჭირდება, ამიტომ მშობლებთან ინფორმაციის მიწოდებას კლასის დამრიგებლები უზრუნველყოფენ“.
ელექტრონული ჟურნალები არც მე-20 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. სკოლის დირექტორის თეა დავითაძისთვის უცნობია, რატომ არ ამოქმედდა პროექტი. რაც შეეხება პრეზენტაციებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებს, დირექტორი ამბობს, რომ სკოლა ელექტრონულ პრეზენტაციებს ანიჭებს უპირატესობას, „თუმცა, არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც შემაჯამებელ გაკვეთილებს წერილობით ატარებენ“.
ბათუმის პირველი და მეორე საჯარო სკოლის დირექტორები კი აცხადებენ, რომ მათ სკოლებში პედაგოგების დიდ ნაწილს საკუთარი კომპიუტერი აქვს და მასთან მუშაობის უნარებსაც ფლობენ.
„დაახლოებით 7-8 პროცენტს არ აქვს კომპიუტერი, სხვა ყველა პედაგოგი იყენებს“ – ამბობს მეორე სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე. „ჩემს სკოლაშიც 115-დან 70 აქვს საკუთარი კომპიუტერი. ისინი შეძლებენ ელექტრონულ სისტემაში მუშაობას“ – გვეუბნება პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მედეა გვენეტაძე.
იმის თაობაზე, თუ რატომ შეფერხდა ელექტრონული ჟურნალების პროგრამის ამოქმედება, საქართველოს განათლების სამინისტრო ინფორმაციას არ გვაწვდის, თუმცა აცხადებენ, რომ სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა 2015 წელს საქართველოს ყველა სკოლაში, მათ შორის კერძო სკოლებშიც, დაინერგება.
eSchool – სკოლების მართვის სისტემის მთავარი ამოცანაა, ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება, რაც გულისხმობს ზუსტი მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ონლაინრეჟიმში განახლებას და ანგარიშგებას“ – წერია სამინისტროს მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში.
ელექტრონული ჟურნალის მოდულის მეშვეობით შესაძლებელია სასწავლო პროცესის მართვის გაუმჯობესება. კერძოდ, სწავლების ელექტრონული განრიგის შედგენა და მართვა, დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონული კონტროლი და შეფასების ავტომატური კალკულაცია.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დღეს, 6 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან როლანდ ბლადაძის ნათესავებთან ერთად ბინის ჩამორთმევის საკითხი გააპროტესტეს და საკონსტიტუციო სასამართლის თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოითხოვეს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა 2015 წლის 17 მარტს, უკანონოდ გაასხვისა სახელმწიფოს მიერ გადაცემული ბინა. სადაო ბინა გიორგი პაპუაშვილმა მისი ცოლის დას, ეკა ხოფერიას ყოფილ მეუღლეს მიყიდა, თუმცა ახალი მეპატრონე ბინის რეესტრში გაფორმებას ვერ ახერხებს, რადგან ჩვენ მოვითხოვეთ დოკუმენტაციაზე საჯარო რეესტრს დაედო ხარვეზი. მოვითხოვთ დაიწყოს გიორგი პაპუაჩვილის იმპიჩმენტის საკითხიც ან მან თავად მიიღოს თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება“, – აცხადებს ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი.
როლანდ ბლადაძის ნათესავის განცხადებით, თუკი ხელისუფლება სადაო ბინას უკან არ დააბრუნებს, ბლადაძეები თვითონ მიიღებენ ზომებს.
„სახლი არის უკანონოდ ჩამორთმეული და ნუ დაუტოვებენ თავიანთ შვილებს საშარო საქმეს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაპირებთ ქონების დათმობას. ასი წელი რომ გავიდეს ეს ამბავი მაინც არ დამთავრდება და სანამ არ მომხდარა ანგარიშსწორება და საშინელება არ გაკეთებულა, მანამდე ვთხოვთ ხელისუფლებას ყურადღება მიაქციონ. თორემ, მოხდება საშინელება, მოხდება ხალხის სასამართლო“, – აცხადებს ჟურნალისტებთან როლანდ ბლადაძის ნათესავი მერაბ ბლადაძე.
როლანდ ბლადაძე ოჯახთან ერთად, ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. ბლადაძე სარფის საბაჟოს გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. სააკაშვილის ხელისუფლებამ როლანდ ბლადაძეს გორგილაძის ქუჩაზე არსებული ბინა ჩამოართვა და სახელმწიფოს გადასცა.
„ასევე, საზოგადოებას ვთხოვთ თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2 405222), კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო ფული ოლიგარქის ბიზნესში – ივანიშვილის, იაკობაშვილისა და კეზერაშვილის ბიზნესურთიერთობები – რა თანხას უხდის პრემიერის ადმინისტრაცია დავით იაკობაშვილის კომპანიებს.
დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სახელმწიფო კომპენსაციის დაბრუნებას სთხოვს – 2004 წელს ცხინვალში დაჭრის შედეგად გარდაცვლილი ჯარისკაცის, ზაზა იაკობაძის მშობლებს სახელმწიფო ყოველთვიური კომპენსაციის უკან დაბრუნებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპული ჯარისკაცის მშობლებს თანხას პენსიიდან ჩამოაჭრიან.
არასავალდებულო შრომის მონიტორინგი – ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედ საწარმოებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა, 500-მდე დასაქმებული კი, მძიმედ დაშავდა. რა ზომებს მიმართა სახელწიფომ?
ვინ და როგორ დააკვირდება მასწავლებლებს – განათლების სამინისტრო გარე დაკვირვების მექანიზმს ნერგავს.
სუნი და ანტისანიტარია ღია სანიაღვრე არხებიდან – ღია სანიაღვრე არხები ბათუმისთვის კვლავ ღია პრობლემაა, ქალაქის ბიუჯეტში თანხა არის, თუმცა საკითხი არ გვარდება. ანტისანიტარია, სპეციფიკური სუნი, მღრღნელები, პარაზიტები, ეზოსა თუ სახლის დატბორვა კი ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.
156 ლარი ოჯახს ძველ ფიცრულში საარსებოდ – სამნიძეების სამსულიანი ოჯახი ქედაში ქვებით გამაგრებულ, ავარიულ სახლში ცხოვრობს. „როცა სხვა გზა არ გაქვს, იმას შეჭამ, რაც გექნება – ხორცი ჩვენთვის ვარსკვლავზე უფრო შორსაა. ავად ვარ მეც და ავადაა ჩემი ქმარიც, რამდენიმე წელია ყურებიდან ჩირქი სდის, მკურნალობა გვჭირდება, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს“ – ამბობს თინა სამნიძე.
დედათა და ჩვილთა გარდაცვალება– პილოტური სქემა ფაქტების შესამცირებლად – 2015 წელს საქართველოში, სამშობიარო სახლებში, ხუთი ქალი გარდაიცვალა, მათგან ორი – ბათუმში. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტების შესამცირებლად მაისიდან ახალი პილოტური პროგრამა ამოქმედდება.
მაქმანების სამოთხის საიდუმლო – „მაქმანების სამოთხე – ასე ეძახიან თ ურქეთში, მარმარილოს ზღვის სანახებში მდებარე ბალიქესირის რაიონის გონენის მხარეს. გონენელებს არ ახსოვთ, როდის დაიწყეს ნემსითა და ძაფით მაქმანების ქსოვა, თუმცა რაც თავი ახსოვთ, ეს ხელსაქმე იციან, სულ პატარაობაშივე ასწავლიან უფროსები გოგონებს.“ – ირინე გივიაშვილის წერილი ანკარიდან.
ეს და სხვა თემები წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში 6 აპრილიდან.
გამოიწერეთ გაზეთი „ბათუმელები“ და ყოველ ორშაბათს გაზეთს მიიღებთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში 10 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შეირჩა, რომლებიც ადგილობრივ დონეზე შეასრულებენ შერჩეულ მოხალისეთა კოორდინირებას. აჭარაში აღნიშნული პროგრამის კოორდინირებას ორგანიზაცია „ბორჯღალი“ ახორციელებს.
შერჩეული რეგიონული ორგანიზაციების უშუალო მონაწილეობით საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 134 მოხალისე (2 მოხალისე თითო მუნიცილაპიტეტში).
თუ თქვენ ხართ 18 დან – 25 წლამდე, ხართ აქტიური, მოგწონთ გუნდურად მუშაობა და მოხალისეობა გსურთ, 17 აპრილამდე ვებგვერდზე – www.mokhalise.ge რეგისტრაცია უნდა გაიაროთ.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული, პროგრამის ფარგლებში გაფორმდება მოხალისეობის ხელშეკრულება და 8 თვის განმავლობაში საკუთარ მუნიციპალიტეტში განახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას.
მოხალისეები ჩაატარებენ წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებსა და საკუთარ ინიციატივებს, ყოველთვიურად შეადგენენ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს რის საფუძველზეც გამოვლინდებიან წლის საუკეთესო მოხალისეები. მოხალისეები საკუთარი ინიციატივს და მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე ახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა:
მოხალისეთა კლუბის შექმნა
გარემოსდაცვითი ღონისძიებები
საქველმოქმედო საქმიანობა – სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარება
ფილმების ჩვენება
უცხო ენის კურსების გამართვა
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები)
შშმ ბავშვების ინტეგრაცია
ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა
შემოქმედებითი საღამოების გამართვა
ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა
პროგრამის ფარგლებში ყველა მონაწილე აღიჭურვება „საქართველოს მოხალისის“ ბრენდირებული აქსესუარებით: მაისურით, ბლოკნოტით, საწერ კალამით, სამაჯურით, სამკერდე ნიშნით, სერტიფიკატით, კეპით.
პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:
მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვა ღონისძიებებში
ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service)
გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები
აღნიშნული პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოხალისოების გზით, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა. საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება და პოპულარიზაცია.
„საქართველოს მოხალისეები“ საკუთარ ქალაქებსა მუნიციპალიტეტში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, უშუალოდ განახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას,
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: www.mokhalise.ge
კომპანია სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებს შემდეგ ადგილებში და შემდეგი რაოდენობით:
შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) – 8950 კუბ/მ ქვიშა-ხრეში;
ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) – 18 000 კუბ/მ ქვიშა-ხრეში;
ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) 56 410 კუბ/მ ქვიშა-ხრეში;
შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია: უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს, მხოლოდ, „შუახევი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით;
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:
შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის მიმდებარე ტერიტორიაზე 8950 კუბ/მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის – 1557 ლარი;
ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) – 18 000 კუბ/მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 3130 ლარი;
ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) 56 410 კუბ/მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 9810 ლარი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა, აღნიშნულია:
„თანხმობა მიეცეს შპს ,,ჭოროხი-2009“-ს განახორციელოს ნარჩენის (კატეგორია „GG“-ის „GG040/ EX 2621“-ის სახეობა (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი) იმპორტი.
შპს „ჭოროხი-2009“-ის მიერ ნარჩენის იმპორტი განხორციელდეს შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის, მის მიერ ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისათვის საჭირო უმაღლესი ხარისხის ბეტონის საწარმოებლად.
ამ მიზნით:
ნარჩენის იმპორტი განხორციელდეს თურქეთის რესპუბლიკიდან;
ნარჩენის ოდენობა განისაზღვროს 17 040 ტონით;
ნარჩენის იმპორტი განხორციელდეს საავტომობილო გზის საშუალებით;
ნარჩენის იმპორტი განხორციელდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე“.
თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი-2007“, აჭარაში, მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს.
შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის მიხედვით საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 22 აპრილს დასრულდება, შესაბამისა, ამის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ ააშენებს ბაგა-ბაღს სოფელ ნამლისევში.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობა „შპს arq-პროექტის“ მიერ დამუშავებული პროექტით ექვსი თვის განმავლობაში უნდა ააშენოს.
„ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველ კომპანიათა წინადადებებს შერეული სამთავრობო კომისია სწავლობს. კომისიის მუშაობაში ჩართულია ბათუმის მერიაც, რომლის უმთავრესი ფუნქციაა წარდგენილი პროექტების პროგრამის მიზნებთან შესაბამისობის დადგენა, შემდგომ კი, პროგრამაში მონაწილე დეველოპერებზე მშენებლობის ნებართვების გამარტივებული წესით გაცემა (ვადების მინიმალიზაცია) და ასევე, მათი გათავისუფლება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მოსაკრებლისგან.
აღნიშნული მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაზე ამ დროისთვის ბათუმის მერიას უკვე მიმართა რვა კომპანიამ:
„ჯევერს დეველოპმენტმა“, რომელიც მშენებლობას ქალაქ ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N50-52-54-56-ში განახორციელებს;
„მარდი თაუერმა“, მშენებლობის ადგილი – ფარნავაზ მეფის ქუჩა N110-112;
„ბათუმი ბილდინგმა“, მომავალი მშენებლობის ადგილი – ს. ხიმშიაშვილის N15-17ა;
„MჟM გრუპმა“, მშენებლობის ადგილი მისამართზე – მელიქიშვილის ჩიხი N5;
„ბი აი სი ბათუმმა“, რომელსაც მშენებლობის დაწყება სურს მისამართზე – ფარნავაზ მეფის N109, ფარნავაზ მეფის/ჰ. აბაშიძის N107-109, 9/111, 9/117;
„ახალმა ერამ“, რომელიც მშენებლობის ნებართვას ითხოვს მისამართზე – დუმბაძის ქუჩა N12-14ა;
და „Best Building Group”-მა, ის მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას ბათუმში, მისამართზე – მელიქიშვილის N10-12/ ფარნავაზ მეფის N98-ში გეგმავს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჯერჯერობით არც ერთ მათგანზე არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა და არც K2-ის გადახდისგან გათავისუფლებულა რომელიმე კომპანია. სამთავრობო კომისიაში ამბობენ, რომ მათი წინადადებები სრულად აკმაყოფილებენ პროგრამის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობისა და, შესაბამისად, პროგრამაში ჩართვის სურვილი „საქართველოს ბანკმა“ გამოხატა, რომელთანაც აჭარის მთავრობას მემორანდუმიც აქვს გაფორმებული. თუმცა, პროგრამაში ჩართვის უფლება ნებისმიერ ბანკს ან საფინანსო ორგანიზაციას აქვს.
დაინტერესებულ მშენებელ კომპანიას (ინვესტორს) ბანკისგან ერთი პროექტის განხორციელებისთვის არაუმეტეს 3 მილიონი დოლარის ექვივალენტის აღება შეუძლია ლარში. ამასთან, ბანკი სესხის გაცემის დროს აჭარის მთავრობისგან უზრუნველყოფილი იქნება გარანტიით. გარდა აღნიშნული რვა კომპანიისა, პროგრამაში ჩართვის სურვილი აქვს კიდევ ოთხ კომპანიას: „ბათუსი ჯგუფს“, „ნიუ სთაილის“, „სახლი პიაცასთან“ და „ელიტა ჯგუფს“. პროგრამის ფარგლებში კი სახლები შემდეგ ადგილებში უნდა აშენდეს: ძველ ბათუმში; გუდიაშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში; რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან – პუშკინისა და ჯავახიშვილის კუთხეში და ერთიც ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარედ.
„მოსახლეობა, თითქმის ყველა ცდილობს, რომ მაქსიმუმი მიიღოს, რაც აფრთხობს ასე, ვთქვათ, ინვესტორს და ჭირს ხოლმე მოლაპარაკების გაგრძელება. თუმცა არის რამდენიმე კომპანია, რომლებმაც ნახეს საერთო ენა მოსახლეობასთან“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში კომისიის წევრმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ ძნელაძემ.
თუ კომპანიას ქალაქის ტერიტორიაზე (რომელიც არანაკლებ 500 კვ/მ-ია, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების 75% არის ბარაკული, ამორტიზებული, უსახური და ა.შ.) უნდა მშენებლობის დაწყება, ის მიმართავს კომისიას, რომელიც შედის შუამდგომლობით მერიაში, უხსნიან K2 გადასახადს და თუკი ბანკიც დააფინანსებს მას (ანუ გასცემს სესხს), კომპანია იღებს მშენებლობის ნებართვას და გარანტირებულად იწყებს სახლის მშენებლობას.
თუ მშენებლობის დასრულების შემდეგ დარჩება გაუყიდავი ბინები და სესხი არ იქნება დაფარული, აჭარის მთავრობა ყიდულობს ამ ბინებს თვითღირებულებით და ფარავს ბანკის სესხს.
იმ შემთხვევაში კი, თუ ინვესტორმა აიღო სესხი, დაიწყო მშენებლობა და რაიმე მიზეზით მიატოვა, ამ დროს ბანკი იღებს სახლის მშენებლობის გაგრძელებისა და ექსპლუატაციაში შესვლის ვალდებულებას.
ნუგზარ ძნელაძის თქმით, მთავრობას აქვს ორი მთავარი ინტერესი, „ერთი, რომ ბარაკებისგან გათავისუფლდება ქალაქი და მოქალაქეებს შეექმნებათ ნორმალური საცხოვრებელი გარემო; და მეორე – ქალაქში არ დარჩება დაუმთავრებელი მშენებლობა, რომელიც, თავის მხრივ, არაერთ პრობლემას ქმნის, მათ შორის სოციალურს“.
რაც შეეხება ბინების გამოსყიდვას მთავრობის მიერ, ნუგზარ ძნელაძე ამბობს, რომ მოხდება ვალდებულებების შესრულება და თუ თავისუფალი ფართობები დარჩება, „ალბათ მთავრობა აუქციონზე გაიტანს. ან, თუ იქნება რაიმე სოციალური პროგრამა, რაღაც ნაწილს ამ პროგრამისთვის გამოიყენებს“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ზემოაღნიშნული კომპანიები მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში ააშენებენ მრავალბინიან (ძირითადად 12-14 და ერთ 16-სართულიან) საცხოვრებელ კორპუსებს. ნუგზარ ძნელაძის განცხადებით, კი აქ არ არის საუბარი სართულებზე, თუ სად რამდენსართულიანი სახლი აშენდება, საუბარია კონკრეტულ ტერიტორიასა და პროექტზე: „გამონაკლისია ერთი კომპანია, რომელსაც სურს მშენებლობის ნებართვის მიღება ძველ ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩის მიმდებარედ, სადაც შეზღუდვაა რეგულაციებში და აქ მაქსიმალური სიმაღლეა 15 მეტრი. აქედან გამომდინარე, აქ არც K2-ის გადასახადი მოქმედებს“.
რაც შეეხება K2 მოსაკრებელს, კომპანიები მისი არგადახდით საკმაო შეღავათს მიიღებენ. ეს მოსაკრებელი (ტერიტორიის სიდიდის, შენობის მოცულობისა და არსებული კოეფიციენტის გათვალისწინებით) საშუალოდ 100 ლარია 1კვ/მ-ზე.
იმ ზონაში, სადაც ეს მოსაკრებელია გადასახდელი, შვიდი კომპანიაა მოხვედრილი, რომლებიც პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, მისი გადახდისგან გათავისუფლდებიან.
აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 11 ივნისს დაამტკიცა. პროგრამის, რომელიც მომდევნო წლებშიც უნდა გაგრძელდეს, მიზნებია: ბათუმში არსებული „ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობების მქონე შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა; მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; ქალაქის განაშენიანების განვითარება; ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება“.
აქვს თუ არა ბათუმის მერიას ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოყოფილი ისეთი ტერიტორიები (ე.წ. არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისი ადგილები), სადაც აღნიშნული პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი და რასაც შესთავაზებენ დეველოპერებს? – მოთხოვნის მიუხედავად ამ კითხვაზე პასუხი მერიისგან ვერ მივიღეთ.
უსახური შენობები და ბარაკები ქალაქის გარეუბნებშიც მრავლადაა, თუმცა ზემოაღნიშნული კომპანიები, როგორც ჩანს, ძირითადად ქალაქის ცენტრალური უბნებით დაინტერესდნენ. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, ყველა მაღლივი კორპუსის აშენების ნებართვას ითხოვს, რაც ბუნებრივია, კომპანიისთვის მეტი სარგებლის მოტანას ნიშნავს. ბათუმის ისტორიულ ზონაში მშენებლობის ნებართვის მიღებას კი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანხმობაც სჭირდება.
ბათუმი, ბარაკის ტიპის დასახლება. ფოტო 'ბათუმელების' არქივიდან
დაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უნდა წარადგინოს სანერგე მეურნეობის შექმნის დეტალური პროექტი (პროექტის წარდგენა უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით), თანმდევ დოკუმეტაციასთან ერთად, რის შემდგომაც, სააგენტო განიხილავს პროექტს და პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, დასამტკიცებლად წარუდგენს „თანადაფინანსების კომიტეტს“, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, სააგენტო განახორციელებს სანერგე მეურნეობის დაფინანსებას.
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 %-ს.
ბაღის გაშენების ან სანერგე მეურნეობის მოწყობის სრულად დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით.
გარდა სახელმწიფო თანადაფინანსებისა, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები მიიღებენ დამატებით სარგებელს: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები საჩუქრად მიიღებენ შესაწამლ აპარატებს.
ყველა ბენეფიციარს აუნაზღაურდება ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ღირებულება;
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყველა ბენეფიციარი მიიღებს ტექნიკურ დახმარებას ბაღის სანერგე მეურნეობის მოვლის პრაქტიკული ტრეინინგისა და თეორიული კურსის სახით.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის წარმატებით განხორციელების შედეგად: 1 000 – 1 200 ჰა-ზე გაშენდება თანამედროვე ტიპის ბაღი და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.
პროგრამის პრეზენტაცია [სოფლის მეურენეობის სამინისტროს ფოტო]
მანანა ნაგერვაძე (მარცხნიდან მეორე) კოლეგებთან ერთად
ქალბატონო მანანა, როგორ გახდით ერთ-ერთი წარმატებული კლინიკის მთავარი ქირურგი სტამბოლში?
ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური აკადემია დავამთავრე. შემდეგ სწავლა განვაგრძე უკრაინაში სამედიცინო უნივერსიტეტში. იქ ორი წელი ვისწავლე, მერე ჩავედი სტამბოლში. სწავლის გაგრძელებას გერმანიაში – ჰამბურგში ვაპირებდი, იქ ახლობლები მყავს და დახმარებას შემპირდნენ. სტამბულში რამდენიმე თვით მომიწია გაჩერება. აქ არის გერმანელების კლინიკა, სადაც კასტინგი ტარდებოდა. უძველესი საავადმყოფოა, 1852 წელს გაიხსნა და წლების განმავლობაში გერმანელები მართავდნენ. ექიმები სჭირდებოდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, უცხოელები არა, რადგან იმ წლებში თურქეთში კლინიკაში უცხოელი ექიმის აყვანა ნებადართული არ იყო. მაინც მივედი კასტინგზე. გერმანული ვიცოდი, სკოლაში ვისწავლე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მთავარ ექიმს ასისტენტი სჭირდებოდა, გავესაუბრე. მიმიღეს პირობით – შევხედავთ, რა როგორ იქნებაო. გარდა იმისა, რომ როგორც ექიმს გამოსაცდელი ვადა მომცეს, მოქალაქეობის საკითხი უნდა მომეგვარებინა. ოპერაციაზე შესვლის შემდეგ შეიკრიბენ ექიმები და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ავეყვანე.
მუშაობა დავიწყე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქირურგის ასისტენტად, ეს იყო 2004-2005 წლები. პარალელურად ვსწავლობდი. აქ მუშაობა რომ დაიწყო, გამოცდები უნდა ჩააბარო, `დეინკლიქსს~ ეძახიან. მაგისტრატურა გავლილი მქონდა, მაგრამ ხელახლა უნდა ჩამებარებინა გამოცდები. ასეთი წესია, თურქეთის მოქალაქეც რომ იყო, თუ საზღვარგარეთ გაქვს განათლება მიღებული, მაინც უნდა ჩააბარო გამოცდები, სამუშაო რომ დაიწყო. ეს გამოცდა ანკარაში ჰაჯიტეპის უნივერსიტეტში ჩავაბარე და დღემდე გულ-სისხლძარღვთა ქირურგად ვმუშაობ, ახლა ქირურგიული განყოფილების ერთ-ერთი მთავარი ექიმი ვარ.
როგორია ახლა თქვენი, როგორც მთავარი ექიმის დღის განრიგი?
დილით ექვს საათზე ვდგები, ნახევარ საათში ვემზადები, საავადმყოფოს აქვს ექიმების მომსახურების სერვისი, ამ სერვისის ფარგლებშია მანქანით მომსახურებაც. მისვლისთანავე გვაქვს ვიზიტი ავადმყოფებთან, შემდეგ პატარა კონფერენცია. განვიხილავთ მძიმე ავადმყოფის მდგომარეობას, ერთმანეთს მოსაზრებებსა და ინფორმაციას ვუზიარებთ. ყველაზე ცოტა სამი ოპერაცია გვაქვს დღეში. საღამოს სამსახურიდან წასვლამდე ავადმყოფებს ისევ მოვინახულებთ. ექვს საათზე ვასრულებ მუშაობას.
როგორ აკონტროლებს სახელმწიფო სამედიცინო სფეროს მომსახურების ხარისხს?
ძალიან მკაცრად. სახელმწიფო და კერძო კლინიკები ერთნაირად კონტროლდება. როცა პაციენტი გვეღუპება, არ გვაქვს უფლება ის გადავცეთ ოჯახს მანამ, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო მიზეზებს არ დაადგენს. გვამის სრული გამოკვლევა ტარდება. უნდა გაეცეს პასუხი კითხვებზე – რატომ, რისთვის, რა მიზეზით დაიღუპა ავადმყოფი. ეს ყველაფერი წერილობით უნდა იყოს დადასტურებული.
ამბობენ, რომ თურქეთში სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია…
„ალმანასტანი“ კერძო კლინიკაა, ყველაფერს არ აფინანსებენ, მაგრამ კარდიოლოგიაში, კარდიოქირურგიაში 40-50 პროცენტით შემოდის სახელმწიფო, ნახევარს პაციენტი იხდის. სახელმწიფო საავადმყოფოში სრული დაფინანსებაა, მაგრამ პაციენტი რიგში ეწერება და თვეობით ელოდება. ჩვენთან რომ მოდის ავადმყოფი, იმ დღესვე შეგვიძლია მისთვის ოპერაციის გაკეთება ან სხვა სახის მომსახურება. მთავრობის საავადმყოფოში კარგ პროფესორთან რომ გაიკეთო ოპერაცია, მინიმუმ ორი თვე უნდა ელოდო.
სახელმწიფო საავადმყოფოში მომსახურების ხარისხი იგივეა? ან ექიმების პროფესიონალიზმზე რას იტყვით?
პროფესიონალები კი მუშაობენ, მაგრამ მომსახურება უფრო დაბალი დონისაა.
მართალია, რომ საქართველოდან ჩამოსული პაციენტების უმეტესობის დიაგნოზი არ დასტურდება?
ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა, მაგალითად, ერთმა ოჯახმა ბავშვი ჩამოიყვანა. მამას ბინა გაეყიდა. საქართველოში დაუდგინეს სისხლის გათეთრება, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სჭირდებოდა, მაგრამ გამოკვლევამ სულ სხვა დიაგნოზი აჩვენა, ეს იყო ტრომბოციტოპენია, რომელიც არანაირ თანხვედრაში არ იყო დიაგნოზთან. ეს არის სისხლის ისეთი დაავადება, როცა სისხლი თვითონ გამოიმუშავებს. შეიძლება გენეტიკურიც იყოს, მაგრამ ამ ბავშვს გენეტიკურად არ აღმოაჩნდა. დაუნიშნეს მკურნალობა და კონტროლის ქვეშ განიკურნება.
პროცენტულად რომ განსაზღვროთ, მაინც რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები?
ასიდან ოთხმოც შემთხვევაში დიაგნოზი არ ემთხვევა. საქართველოში ჩემს დასაც სიმსივნე უთხრეს ოთხი წლის წინ, მაგრამ არანაირი სიმსივნე არ აღმოაჩნდა, უბრალოდ, კისტა იყო. ასევე პაციენტს, რომელიც საქართველოში დიალეზზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც ბავშვს თირკმელი გაეთიშა, აღმოჩნდა, რომ მილებში ჰქონდა კენჭები, გაუწმინდეს და ბავშვმა სამი დღის შემდეგ შარდვა დაიწყო.
თქვენთან მომსახურება რა ღირს?
ჩემს კლინიკაში ძალიან ძვირია მომსახურება, მხოლოდ საწოლი 1200-1500 თურქული ლირა ღირს. ხშირად მიკავშირდებოდნენ პაციენტების ახლობლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყველას ვეხმარებოდი. რამდენიმეს შევურჩიე პროფესორი სახელმწიფო საავადმყოფოში და იქ გავუკეთეთ გამოკვლევები, რადგან უფრო ნაკლები დაეხარჯებოდა. როდესაც ჩამოდის ავადმყოფი დიაგნოზით, პირველ რიგში, მას უდგენენ ნადვილად აქვს მას ეს დაავადება თუ არა. „პეტსკანით“ დგინდება ორგანიზმის სხვა ნაწილში აქვს თუ არა სიმსივნის უჯრედი ან მეტასტაზები. ეს ძვირი უჯდება პაციენტს -1500 დოლარამდეა. მთლიანად გამოკვლევა კი, სამიდან ხუთი ათას დოლარამდე ჯდება. ამის შემდეგ მას ექნება ზუსტი დიაგნოზი. შემდეგ ავადმყოფი თავად გადაწყვეტს, გააგრძელებს მკურნალობას, თუ არა.
ქართველებს, აზერბაიჯანელებს წლების განმავლობაში ვეხმარებოდი, დამყავდა კლინიკებში, ვურჩევდი კარგ ექიმებს. შემდეგ, რადგან ასეთი მოთხოვნა იყო, გადავწყვიტე ამ ადამიანების დახმარების მიზნით გამეხსნა ცენტრი. საავადმყოფოებთან ხელშეკრულებას დავდებდი და პაციენტებს უფრო ნაკლებ ფასად მკურნალობის საშუალება მიეცემოდათ. უკვე გვაქვს ხელშეკრულება სანკტ-პეტერბურგის რამდენიმე კლინიკასთან, ყაზანთან, საქართველოში „ავერსთან“ ვაპირებ თანამშრომლობას.
არ გეგმავთ სამომავლოდ საქართველოში იმუშაოთ?
ჯერჯერობით სტამბოლში დავრჩები, პარალელურად ხარისხის დაცვას ვაპირებ. საქართველოს ამ წუთას ასე ვეხმარები. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაპირებ, მაგრამ ჯერჯერობით აქ ვარ. დღეს საქართველოს მოქალაქეც კი აღარ ვარ. მომავალში, რა თქმა უნდა, მინდა ჩამოვიდე და ჩემი გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო.
ანაზღაურება როგორია თქვენს კლინიკაში, თუ საიდუმლო არ არის?
დამწყები ექიმის ხელფასი 7 ათასი თურქული ლირიდან იწყება. პროფესორის ხელფასი კი თვეში 22-25 ათასი ლირაა.
კარატეს შემსწავლელი ჯგუფი ბათუმის #25 საჯარო სკოლაში
უფასო სწავლება აჭარის კარატის ფედერაციის პროგრამაა, კონკრეტულად კი – ფედერაციის ხელმძღვანელის გოჩა სურმანიძის იდეა. გოჩა სურმანიძე ამბობს, რომ ეს არის პროგრამა _ ჯანსაღი მომავალი თაობისთვის. მისი ინფორმაციით, აჭარაში სულ 18 ჯგუფია – ქედაში, შუახევში, მახინჯაურში, ქობულეთში, ჩაქვში, ბათუმში – #1; #2;#7; #8; #22; #25; #26 საჯარო სკოლებში, ბენზეს სკოლაში, კერძო სკოლა – „XXI საუკუნეში“ და კერძო სკოლა – „ნიკეში“. საერთო ჯამში კი, უფასოდ კარატეს 800 ბავშვი სწავლობს. მათ ადგილობრივი ინსტრუქტორები ავარჯიშებენ. კარატეს შესწავლა 5-დან 50 წლამდე ასაკის მსურველებს შეუძლიათ.
როგორც გოჩა სურმანიძე ამბობს, კარატესადმი ინტერესი დიდია: „გასულ წლებთან შედარებით კი, გაიზარდა გოგოების რაოდენობა და 800 მოსწავლიდან 50 გოგო სწავლობს კარატეს. აქამდე თავს იკავებდნენ გოგოები, ალბათ ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპის გამო, რომ თითქოს გოგოს საბრძოლო ხელოვნება არ შეეფერება“.
გოჩა სურმანიძე მიიჩნევს, რომ კარატე არა მარტო სპორტულ, არამედ აღმზრდელობით როლსაც ასრულებს. „მაგალითად, ფეხბურთში მთავარია გოლი გაიტანო, კარატეში მთავარი არ არის ჩემპიონობა, ჩვენთან მთავარია ადამიანი აღიზარდოს პიროვნულადაც. სპორტის ერთადერთი სახეობაა, სადაც თეორიული და ფსიქოლოგიური აღმზრდელობითი ვარჯიში ტარდება. კარატეს სწავლა მომგებიანია განათლების სამინისტროსთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ნარკომანიის წინააღმდეგ იბრძვის ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო, ცალკე შინაგან საქმეთა სამინისტრო. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება კარატეში ჩართული, ზოგადად, სპორტში, მით უფრო ნაკლები იქნება ნარკომანიის პრობლემა ქვეყანაში. ვფიქრობ, ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ“.
იმისათვის, რომ ბავშვი კარატეს შემსწავლელ ჯგუფში ჩაირიცხოს, როგორც გოჩა სურმანიძე ამბობს, მშობლის ნებართვაა საჭირო. „ძლიერი ისედაც ძლიერია. ჩვენთვის ყველაზე მთავარია სუსტი გაძლიერდეს. მხოლოდ ორი პირობაა – განცხადებას ვაწერინებთ მშობელს, რომ ის თანახმაა მისმა შვილმა ივარჯიშოს და ყოველ ექვს თვეში ვითხოვთ ჯანმრთელობის ცნობას, რომ დაზღვეული ვიყოთ ჩვენც და მშობელიც“.
ფედერაცია ინსტრუქტორების კვალიფიკაციის მიმართულებითაც მუშაობს, რისთვისაც ატარებენ ინსტრუქტორების ატესტაცია-ლიცენზირებას, ასევე სამსაჯო სემინარებს. 12 ინსტრუქტორიდან 8 მსაჯია. მაისში ფედერაცია გეგმავს სამსაჯო გამოცდის ჩატარებას, რითაც ინსტრუქტორები ეროვნული კატეგორიის მსაჯობის კვალიფიკაციის მოპოვებას შეძლებენ. მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმების შემდეგ აჭარის კარატეს ფედერაცია ჯგუფის ჩამოყალიბებას ხულოშიც აპირებს, სადაც ანაზღაურებით მიავლენს თავის ინსტრუქტორს.
გოჩა სურმანიძე ამბობს, რომ კარატე თანდათან ვითარდება აჭარაში და ბავშვების ბაზაზე უფროსი ასაკის ნაკრების ჩამოყალიბებას მალე შეძლებენ. ამჟამად კი აჭარიდან ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების წევრები არიან: ბესო ჩხიკვაძე, გია დიასამიძე და ქეთი მურვანიძე. ისინი წელს თურქეთში საერთაშორისო ტურნირ „ოუფენ თურქეთში“ მონაწილეობდნენ, სადაც 48 ქვეყნიდან 1800 სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირის ფინალში რუსეთი დაამარცხა და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.
იმისთვის, რომ უფასოდ სწავლება გაგრძელდეს, ფედერაცია გეგმავს პროგრამის დაფინანსება სახელმწიფოსგან მოიპოვოს. „ვინაიდან დაფინანსება არ გვაქვს, მშობლებს გარკვეული ხარჯის გაღება უწევთ მაშინ, როდესაც შეჯიბრება ტარდება. გვინდა ბავშვები შეჯიბრებებზე მშობლების ხარჯის გარეშე წავიყვანოთ და რამდენიმე ინსტრუქტორს ხელფასი დავუნიშნოთ, რადგან მას სხვა სამსახური რომ გამოუჩნდეს და წავიდეს, ასობით ბავშვს დავკარგავთ. ეს არის სახელმწიფოს საფიქრალიც, რომ არ მოწყდნენ ბავშვები ამ გარემოს და არ დარჩნენ ქუჩაში. მოლაპარაკება გვაქვს მერიასთან, სპორტის დეპარტამენტთანაც. გვინდა კლუბის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება დაფინანსება. ქალაქის მერია გასულ წელს დაგვპირდა, რომ მოგვაქცევდნენ ყურადღებას. თუ დაფინანსება გვექნება, 800 ბავშვი სამზე გამრავლდება“.
აჭარის კარატეს ფედერაცია ყოველწლიურად რამდენიმე ტურნირს ატარებს. ერთ-ერთი მათგანია A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი „ოუფენ ბათუმი“. გასულ წელს ამ ტურნირში რვა ქვეყანა – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან – 1200 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის ჩატარებას წელსაც გეგმავს ფედერაცია და სურს ევროპის ქვეყნებიც მოიწვიოს.
ტურნირში 8 წონითი კატეგორიის (50 კგ, 55 კგ, 60 კგ, 66 კგ, 74 კგ, 84 კგ, 96 კგ, 120 კგ) ქართველი და უცხოელი მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას.
ბათუმის მერიამ ტურნირის ჩასატარებლად გუშინ, 3 აპრილს სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 37 600 ლარია.
ტურნირის ორგანიზების შემსყიდველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:
1. სპორტის ამ სახეობისათვის განკუთვნილი სპეციალური ინვენტარით დარბაზის მოწყობა
2. ტურნირში მონაწილეთა დროული ინფორმირება და მოწვევა;
3. ტურნირის პოპულარიზაციისთვის ხის კარკასიანი 25 სარეკლამო ბანერის, 50 მოსაწვევის, 50 ცალი A3 ფორმატის აფიშის დამზადება;
4.UWW-ს (United World Wrestling – ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის) დელეგატის მგზავრობა ევროპიდან, მისი ღამისთევა მაღალი კლასის სასტუმროში და სამჯერადი კვება 4 დღის განმავლობაში.
5. 70 მოწვეული უცხოელი და ადგილობრივი სპორტსმენის მწვრთნელის, მსაჯის, ტექნიკური პერსონალის, მოწვეული საპატიო სტუმრის ღამისთევა და სამჯერადი კვება 3 დღის განმავლობაში.
6. 10 მსაჯის მომსახურეობის ანაზღაურება 3 დღის განმავლობაში;
7. მთავარი მსაჯის ანაზღაურება 3 დღის განმავლობაში;
8. 20 ადგილობრივი სპორტსმენის სამჯერადი კვება 2 დღის განმავლობაში;
9. დარბაზის იჯარა 2 დღით;
10. 10 კაციანი ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება 3 დღის განმავლობაში;
15. მერიის სპეციალური პრიზი საუკეთესო ადგილობრივი სპორტსმენისათვის წარწერით „საუკეთესო სპორტსმენს“
16. 33 მედალი და 35 დიპლომი გამარჯვებულებისა და პრიზიორებისათვის;
17. რვა-რვა თასი I, II, III ადგილზე გასულთათვის;
18. 1 თასი 84 კგ წონით კატეგორიაში;
19. მოწვეული საპატიო სტუმრებისათვის ფასიანი 9 დიპლომის დამზადება;
20. მოწვეული სტუმრებისა და სპორტსმენების ქალაქის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ხარჯი 3 დღის განმავლობაში;
21. დარბაზის დეკორაციის ხარჯები და ვიდეო ტექნიკისა და ტაბლოს მომსახურე პერსონალის მომსახურეობის ანაზღაურება 2 დღე;
22. შეჯიბრების მუსიკალური გაფორმება 2 დღით;
23. „გასახურებელი“ დარბაზის მოწყობა;
24. VIP კუთხის მოწყობა ფანრებითა და ყვავილებით;
25. ელექტრო ტაბლოს დასადგამი 4 ცალი მაგიდა;
მუხრან ვახტანგაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი (2001 წელს), ოლიმპიური თამაშების მესამე ადგილის პრიზიორი (2000 წელს) და ასევე მესამე ადგილის პრიზიორია ევროპის ჩემპიონატზე (2003 წელს).
42 წლის ყოფილი სპორტსმენი, ამჟამად ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წევრი და აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.
ბათუმის მერიამ მისი სახელობის ტურნირი რამდენიმე წლის წინ დააწესა.
„მოლაპარაკება კარგად შედგა და ველოდებოდით ხელშეკრულების გაფორმებას, დღეს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ კონცერტი გადაიდო. მიზეზად მითხრეს ის, რომ გია სურამელაშვილი და კიდევ ერთი მომღერალი თურქეთიდან პროგრამიდან ამოიღეს და იქნებიან მხოლოდ ბათუმელი მომღერლები. გიამ ჟურნალისტებს დღეს მისცა ინტერვიუ, ძალიან დიდი მოთმინებით სხვათაშორის. ჩვენ გადავწვიტეთ, რომ არ მიგვეცა ისეთი პასუხი, როგორც იყო საჭირო.
შემოთავაზება გქონდა დიდი და მე ჯაბას [მუსიკალური ცენტრის თანამშობელი] დავურეკე და ვუთხარი, ხომ არ შეგიძლით ხელს, მე რომ მოლაპარაკებაზე წავიდეთქო. მითხრა, ბათუმის ღალატი არ შეიძლებაო, თუ კი კონცერტი ჩატარდება, საღამოს სადაც გინდათ იქ წაბრძანდითო. რა თქმა უნდა, გადავდეთ ყველა მოლაპარაკება, გადმომიგზავნეს ბანერი, დასტურიც მივეცი, 17 აპრილს დაინიშნა კონცერტი და ფეისბუქშიც გავაზიარე. მერე ატყდა ერთი ამბავი, თითქოს ოთხ მილიონზე იყო ლაპარაკი, რაც არ არის სწორი, ძალიან მიზერულ თანხაზე ვიყავით შეთახმებული, გავითვალისწინეთ, რომ დღეს არის ძალიან დიდი გაჭირვება და დავთანხმით ძალიან მიზერულ თანხაზე და ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ დიდი შეცდომა იყო ეს, რადგან გია ასეთ თანხაზე არადროს არ დათანხმებულა. 3 500 ლარი იყო სულ და იყო ჩვენი ჩაჭრით, ჩვენი წაყვანით. ძალიან დიდი ანტირეკლამა გაკეთდა. მე როგორც პროდიუსერს, არც მაქვს სურვილი, რომ ზაფხულში შემომთავაზონ და გავაკეთო. ზაფხულში ისედაც გავაკეთებთ კონცერტს, უბრალოდ ქალაქის სახელი იყო და ძალიან ცუდია ქალაქისთვისაც“ – განაცხადა მარინა კაშიამ „ბათუმელებთან“.
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გია სურამელაშვილის კონცერტი „გაზაფხულის ფესტივალის ფარგლებში” უნდა გამართულიყო. კონცერტი მას შემდეგ გადაიდო, რაც სოციალურ ქსელებში და მედიაში ბიუჯეტიდან დაფინანასებული გია სურამელაშვილის კონცერტი გააკრიტიკეს. ოფიციალურ მიზეზად მუსიკალურ ცენტრში პროგრამაში ცვლილებებს ასახელებენ.
„ქეთასა და ივა კუზანოვის შეხვედრამ ჩაიარა ძალან კარგად, რა თქმა უნდა, ცოტა ნერვიულობდა ქეთა, ისე როგორც მისი ოჯახის წევრები, თუმცა წინ გველის საკმაოდ სერიოზული მუშაობა, რადგან, როგორც ბატონმა ივა კუზანოვმა განაცხადა, ქეთას სავარაუდოდ დასჭირდება რამდენიმე ოპერაცია, ძირითადად ეს იქნება რეკონსტრუქციული ტიპის ოპერაციები, შემდგომ იქნება სარეაბილიტაციო პროცესი და გარკვეული პროცედურები. ეს საკმაოდ ხანგძლივი პროცესია, მაგრამ ყველანაერად შევეცდებით, რომ აღვუდგინოთ მოზადს ფუნქციური დაზიანებები, რადგან პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციები აღდგეს, პლატიკური ოპერაცია კი შემდგომი ეტაპია.
რაც შეეხება მკურნალობის ხარჯებს, ჩვენ გვქონდა საუბარი კუზანოვის კლინიკასთან და საზღვაო ჰოსპიტალი და კუზანოვის კლინიკა დაფარავს სრულად ქეთას მკურნალობის ხარჯებს, ასე რომ ქეთას ოჯახს არ მოუწევს არაფრის გადახდა მკურნალობის პროცესში.
პაციენტს დაენიშნა უკვე მკურნალობის კურსი, რომელიც მომდევო კვირიდან დაიწყება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დავეხმარებით ამ გოგონას“ – განაცხადა თამარ ქაჩლიშვილმა „ბათუმელებთან“.
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი პირველი სამედიცინო დაწესებულება იყო, რომელიც batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას , „16 წლის ქეთას ტრაგედია“, გამოეხმაურა.
გიორგი მიქელაძის თქმით, ფესტივალში ძირითადად ბათუმელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება გია სურამელაშვილს, მუსიკალური ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მასთან მიდიოდა მხოლოდ მოლაპარაკება და სავარაუდო ჰონორარი 3 500 ლარი იყო.
„ამ ჰონორარში შედიოდა სასტუმროს და სატრანსპორტო ხარჯები, მაგრამ ეს იყო მოლაპარაკების სტადიაში და ამაზე მეტი რა უნდა ვთქვა. ამჯერად ჩავთვალეთ, რომ ამ ფესტივალზე იქნება აქცენტი ბათუმელ და წარმოშობით ბათუმელ შემსრულებლებზე. ჩვენ ყოველთვის ვართ ძიების პროცესში, მაინტერესებს, რა ფორმა შეიძლება მოიძებნოს, რომ ბენზეში მოვიყვანოთ ხალხი. ყველაფერი იყო მოლაპარაკების სტადიაში. ჩვენც ვსწალობთ, გვაინტერესებს, კონცერტს როცა ვატარებთ, მოვა თუ არა ხალხი, ჩვენ ვერ ვიქნებით პარაზიტი, დოტაციაზე, ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიზიდოთ ხალხი და შემოსავალი ვაჩვენოთ.“
რაც შეეხება აფიშას, რომელზეც მითითებული იყო კონცერტის თარიღიც – 17 აპრილი, გია სურამელაშვილის სოლო კონცერტი, გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ აფიშა მხოლოდ ელექტრონული სახით იყო დამზადებული და იგი საზოგადოებრივი აზრის შემოწმებას ისახავდა მიზნად.
ბათუმის სახელწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორმა ფესტივალის ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფესტივალის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს თანხა ბათუმის სახელწიფო მუსიკალური ცენტრის წლიური ბიუჯეტია.
„გაზაფხულის ფესტივალის“ ბიუჯეტი კი, გიორგი მიქელაძის განმარტებით, 31 400 ლარია. „გაზაფხულის ფესტივალი“ ბათუმში 16-24 აპრილს გაიმართება.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული, იტალიური რენესანსის და ბაროკულ სტილში გადაწყვეტილი ძველი ფოსტის შენობა (თავდაპირველად – ბათუმის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორა) დომინანტურ როლს ასრულებდა უბნის განაშენიანებაში. იგი გამოირჩეოდა თვალსაჩინო ურბანული და მხატვრულ-ისტორიული ღირებულებით. 2004 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად ექსპერტებმა ნაგებობას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.
დანგრეული შენობის ფასადებზე ჯერ კიდევ შერჩენილია ნალესობით გამოყვანილი მცენარეული და ფიგურული გამოსახულებები. მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს განთავსებულ სადარბაზოების წინ – თუჯის სვეტებზე დაყრდნობილი, აჟურული დეტალებით მორთული მსუბუქი ჩარდახები. ამავე მხარესაა მონოგრამითა და კონვერტის გრაფიკული გამოსახულებით გაფორმებული კედლის “საფოსტო ყუთი”.
ნაძერწი დეტალებით მორთული დარბაზები, სადაც თავდაპირველი თუჯის სვეტები იყო შემონახული, აღარ არსებობს.
ძველი ფოსტის შენობა, 2012 წლის ფოტო
ნგრევის პარალელურად მიმდინარეობს “მშენებლობა”. პროექტი გამოკრულია სამშენებლო მოედნის შემომფარგვლელ ღობეზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ არქიტექტურული ძეგლის ადგილზე, მისი ფასადების უკან ამოიზრდება მრავალსართულიანი, მაღალი მანსარდით დასრულებული კოშკისებური ნაგებობა.
ფოსტის შენობის “საფოსტო ყუთი”
ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მივიღებთ გაუგებარ “არქიტექტურულ კურიოზს”, რომელიც ერთბაშად გადააჭარბებს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებულ ყველა უმასშტაბო დაშენებას, გუმბათებს, მანსარდებს და ა.შ. უცნაური ისაა, რომ ნაგებობას კვლავ ძეგლის სტატუსი გააჩნია, რასაც ადასტურებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 6 აგვისტოს მიღებული №46 დადგენილება, რომელიც გამოქვეყნებულია “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. ადგილზე, უშუალოდ სამშენებლო მოედანზეც დამიდასტურეს, რომ ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება დაისვას კითხვა: ხომ არ ფიქრობენ პროექტის ავტორები, ის ინსტანციები, რომლებმაც ეს პროექტი დაამტკიცეს, რომ ხდება ძეგლის შენარჩუნება და მისი ე.წ. რეაბილიტაცია? თუ ეს ასეა, სახეზეა უკანონობა, კონფორმიზმი, არაპროფესიონალიზმი და პროფესიული ეთიკის დეფიციტი.
ხულო. სოფელი თხილვანა. 31.03.2015 როინ გუნდაძის ფოტო
„გაავდრებას მაღალმთიან აჭარაში სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა თოვს დანისპარაულისა და ბაკიბაკოს მიმართულებით, დაბა ხულოში კი თოვლ-ჭყაპია“ – განაცხადა ხულოს გამგებელმა, ბესიკ ბაუჩაძემ „ბათუმელებთან“. მისი თმით იგი ყოველ ორ საათში იღებს ინფორმაციას ამინდისა და სოფლებში შემქნილი ვითარების შესახებ და ამ დროისათვის უამინდობას ხულოში მეწყრული პრობლემები არ შეუქმნია.
გამგებლის თქმით, ხულოს შეუზღუდავად მიეწოდება ელექტროენერგია.
შუასოფელში თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით სამი სანტიმეტრია – ამის შესახებ „ბათუმელებს“ შუასოფლის მთავარმა სპეციალისტმა, მალხაზ შავაძემ უთხრა. მისი თმით, ტრანსპორტი სოფელში თავისუფლად მოძრაობს.
სინოპტიკოსების ცნობით მაღალმთიან აჭარაში ხვალ უკვე გამოიდარებს.
შენობა, სავარაუდოდ, 20 წლით გასხვისდება. შესაბამის მემორანდუმს [მხარეთა განზრახულობის შესახებ] აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა და ესპანური კომპანიის boost spain L.S-ის წარმომადგენელმა ხელი უკვე მოაწერეს.
როგორც ბათუმის მერიაში და აჭარის მთავრობაში განაცხადეს, კომპანია ორი თვის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას – ან აიღებს ობიექტს სარგებლობაში ან არა. კომპანიის თანხმობის შემთხვევაში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და დეტალებიც, რა ფუნქცია ექნება ობიექტს და რა იქნება საინვესტიციო პირობები – შემდეგ დაკონკრეტდება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით „ანბანის კოშკი“, სავარაუდოდ, ძირითადად გასართობი ცენტრი იქნება და კომპანიას უფლება ექნება გახსნას კაფე-ბარი, რესტორანი, კაზინო.
ამ ეტაპზე კი საუბარია „ანბანის კოშკის“ საიჯარო თანხა განისაზღვროს სიმბოლურად – 1 ლარი, თუმცა მოსარგებლე ვალდებული იქნება უზრუნველყოს შენობის რეაბილიტაცია, მოვლა შენახვა, განათება, მოაწყოს ადგილი, საიდანაც ადამიანებს საშუალება ექნებათ გადმოხედონ ქალაქს და ა. შ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვიზუალური დათვალიერებით, შენობის რეაბილიტაციას 2 მილიონი დოლარი უკვე სჭირდება [გასამაგრებელია ანბანის ასოები, ლიფტის შეკეთებას 900 ათასი ევრო სჭირდება და სხვ.]
ბათუმში მდებარე „ანბანის კოშკის“ მშენებლობისათვის თავის დროზე 64 მილიონი ლარი დაიხარჯა. ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში 2011 წელს აიგო. კოშკი დღემდე უფუნქციოდაა.
თუ გზას აჭარის მაღალმთიანეთისკენ შეუყვებით, შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეთ ულამაზესი, ხით ნაშენი სახლები. ეს სახლები ხალხური არქიტექტურის ნიმუშებია, რომლებმაც დროს გაუძლო.
სანამ აჭარელი სახლს ააშენებდა, პირველ რიგში სამოსახლო ადგილს ირჩევდა. შერჩევის დროს ბევრი ფაქტორის გათვალისწინება იყო საჭირო.
ლეგენდის თანახმად, როცა სამოსახლო ადგილს მონიშნავდნენ, იქ ქვას დადებდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ შეამოწმებდნენ. თუ ქვის ქვეშ ჭიანჭველა დაიბუდებდა, ე.ი. ის ადგილი კარგი იყო საცხოვრებლად, ხოლო თუ ქვის ქვეშ ჭიაყელა დახვდებოდათ, მაშინ იმ ადგილს საცხოვრებლად უვარგისად მიიჩნევდნენ.
აჭარაში სახლები ძირითადად მთებზეა შეფენილი. შერჩევის დროს დიდ ყურადღებას აქცევდნენ იყო თუ არა სამოსახლო ადგილი მეწყრული ან ზვავსაშიში. ერთი მხრივ, ცდილობდნენ მდინარესთან, წყალთან ახლოს აეშენებინათ, მეორე მხრივ, ისე ახლოსაც არა, რომ მდინარის კალაპოტს სახლისათვის საფრთხე შეექმნა.
მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლთან ახლოს ყოფილიყო სასმელი წყალი. თუ უწყლო ადგილას დასახლდებოდნენ, მაშინ მტკნარი წყალი ხის ღარებით გამოჰყავდათ სახლამდე. სახლისთვის საჭირო მასალას სოფლის თავზე მდებარე საგვარეულო ტყეებიდან ეზიდებოდნენ.
ტყე ძველად სამ ნაწილად იყო დაყოფილი: საკუთარი საფარი ტყე, საგვარეულო ტყე და საერთო სასოფლო ტყე. საფარ ტყეში ხის მოჭრა დიდ ცოდვად ითვლებოდა. ოჯახის უფროსი უვლიდა და შიგადაშიგ ახალ ნერგებსაც რგავდა, რომ ტყე არ გამეჩხერებულიყო. საგვარეულო ტყით მხოლოდ ის გვარი სარგებლობდა, რომელსაც ეკუთვნოდა. სოფლის ტყეში ხის მოჭრა ყველას შეეძლო, თუმცა თუ ვინმეს დანიშნული ჰქონდა ესა თუ ის ხე, იმ დანიშნულ ხეს სხვა ვერ მოჭრიდა. ხეზე დატოვებულ ნიშანს „თაჯი“ ეწოდებოდა. ყველა გვარს თავისი თაჯი ჰქონდა.
სახლის საშენ მასალად ძირითადად გამოიყენებოდა წაბლი, მუხა, ნაძვი და ფიჭვი. მუხისა და წაბლის ხეების მასალას კოჭის ხეებად და კარ-ფანჯრებისთვის ხმარობდნენ.
სახლის შენებას აჭარლები კვირა დღეს იწყებდნენ. მშენებლობის დაწყება ამ დღეს სიკეთისა და ბედნიერების მომასწავებელი იყო.
კვირა დღეს საძირკველს ქვის მარჯვენა კუთხეში ჩააგდებდნენ და სახლის მშენებლობაც დაწყებულად ჩაითვლებოდა. სახლის დიასახლისი საძირკველში საქონლის ბეწვს და ხურდა ფულს ჩაყრიდა. ასევე იქცეოდა ოჯახის უფროსიც. მათი რწმენით ასე ოჯახში საქონელი და ფული გამრავლდებოდა.
სახლის საშენი მასალისთვის ხეს მხოლოდ შემოდგომასა და ზამთარში ჭრიდნენ, მაშინ როცა ხეში წყალი არ იყო. ამ დროს მოჭრილ ხისგან დამზადებულ ფიცარს თეთრი ფერი ჰქონდა, რომელსაც მოგვიანებით მზე მუქ წაბლისფრად აქცევდა. სამშენებლო ხის შერჩევისას ხის ტანს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – თუ ხეს დიდი კორძები ჰქონდა, სამასალედ არ გამოდგებოდა. სამასალე ხის შერჩევისას ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხის მარჯვენა და მარცხენა ზოლებს. თუ ხის კანზე ღარები ძირიდან ზევით, მარცხნივ მიემართებოდა, ასეთი ხე სამასალედ გამოდგებოდა. ხოლო თუ ხის ღარების ზემოდან ქვემოთ მოემართებოდა უვარგისად მიიჩნეოდა. ასეთი ხისგან გამოთლილი ფიცარი მრუდდებოდა.
სამასალედ მოჭრილ ხეებს მორებად ხერხავდნენ და ისე გამოჰქონდათ ტყიდან. ხის მოსაჭრელად და დასამუშავებლად ცულ-ნაჯახებს იყენებდნენ. ფიცარს კი შემდეგი წესით ხერხავდნენ: ორ ან ოთხ ბოძზე ეწყობოდა ე.წ. სკელე, რომელზედაც მორს რკინებით ამაგრებდნენ. შემდეგ ლარს გააბამდნენ, სწორად რომ გაეხერხათ. თუ სახლი წაბლის ხისგან იყო ნაშენი, მას გამძლეობის შესანარჩუნებლად წელიწადში ერთხელ მაინც ცხელი წყლითა და ჯაგრისით რეცხავდნენ. ასე წაბლი გამძლეობას ინარჩუნებდა და პრიალებდა.
იმისთვის, რომ ხისგან აშენებულ სახლებს წლებისთვის გაეძლო, სამასალედ გამზადებულ ხეებს ხალხური მეთოდით ამუშავებდნენ. სახლისთვის გამიზნულ საშენ მასალას გარკვეული დროით ჭაობში აწყობდნენ, ჭაობიდან ამოღების შემდეგ კი, მზეზე აშრობდნენ. როგორც ამბობენ, ასე მასალა ქვასავით მაგარი ხდებოდა.
ძველი აჭარული სახლის სტრუქტურა ისე იყო მოწყობილი, რომ პირველ სართულზე საქონლის სადგომი იყო, მეორე სართულზე კი – საცხოვრებელი. ამ სტილის სახლები დღემდეა შემორჩენილი. მართალია, სოფლებში იშვიათად, მაგრამ საზაფხულო საძოვრებზე – იაილებზე ძირითადად საცხოვრებელი და საქოლის სადგომი ერთადაა.
აჭარული სახლის ინტერიერი. ჯემალ მიქელაძის ნახატი
ტიპური აჭარული სახლის მეორე სართული, რომელიც საცხოვრებლად გამოიყენებოდა, შუაში ჰოლით იყო გაყოფილი. ჰოლის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე ოთახები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. სამზარეულო ოთახს ერქვა სახლი, ასევე იყო სასტუმრო ოთახი, საძინებელი ოთახი და ახალდაქორწინებულთა ოთახი, რომელსაც „სანეფიო ოდა“ ერქვა. ცალკე იყო გამოყოფილი ოთახი „მეიდან ოდა“. მეიდან ოდას დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა და ის სტუმრისთვის მუდმივად ღია იყო.
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი იყო სამზარეულო ოთახი, რომელსაც აჭარაში სახლს ეძახიან. სამზარეულოს მთავარი ატრიბუტი იყო ბუხარი.
ბუხრის გვერდით იყო ორკარიანი პატარა ოთახი. ამ ოთახიდან ერთი საკუჭნაოს ფუნქციას ასრულებდა, მეორე კი – სააბაზანოს. საინტერესოა, რომ აჭარის გარდა ძველ საქართველოში თითქმის არსად გვხვდება სახლში სააბაზანო ოთახი.
სამზარეულოში ბუხრის გასწვრივ ორივე მხარეს იდგა ორი გრძელი ხის ტახტი. ერთ ტახტს სექვი ერქვა, მეორეს კი – საუფროსო ტახტი.
„ბუხრიანი სამზარეულო სახლი ერთგვარი საძინებელიც იყო. იქ დაძინების უფლება დიდედას და ბაბუას ჰქონდა შვილიშვილებთან ერთად. სახლში აკეთებდნენ საჭმელს, იქვე ჭამდნენ. ბუხართან ახლოს იდგა ტახტი, რომელიც ოჯახის უფროსისთვის იყო განკუთვნილი. ოჯახის უფროსს იმდენად დიდ პატივს სცემდნენ, რომ მისთვის განკუთვნილ ადგილზე არავინ ჯდებოდა. საუფროსო დასაჯდომლის მხარეს იყო ფანჯარაც,“ – ამბობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მხატვარ-არქიტექტორი ჯემალ მიქელაძე. მან არაერთი წელი მიუძღვნა ძველი აჭარული არქიტექტურის კვლევას.
იმის გამო, რომ აჭარაში ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ და თავს ამით ირჩენდნენ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სარძიე ოთახს.
სარძიე ოთახში ინახავდნენ რძის პროდუქტებს და იმ ნივთებს, რომლებიც ამ პროდუქტების დასამზადებლად იყო საჭირო. სარძიე ოთახის „უფროსი“ დიდ ნენე – ანუ ოჯახში მყოფი უხუცესი ქალი იყო.
სახლი შუაზე გაყოფილი იყო დიდი ჰოლით. მოგვიანებით ჰოლის სიგრძე კიდევ უფრო გაიზარდა. მიზეზი იყო აჭარაში გავრცელებული სახლის გახერხვის ტრადიცია. ადრე აჭარაში ოჯახის გაყოფა, რამდენი წევრიც არ უნდა ყოფილიყო ოჯახის შემადგენლობაში, დიდ სირცხვილად ითვლებოდა. ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობდა ერთად. რაც უფრო მრავალრიცხოვანი იყო ოჯახი, მით უფრო ძლიერი იყო გვარი. ოჯახს მეთაურობდა უფროსი, რომელსაც ოჯახის წევრები ირჩევდნენ.
ერთი თქმულებაა, თუ როგორ დაიწყო ოჯახების გაყოფა.
ერთხელ, ერთი ოჯახის უფროსი დაუძლურებულა, ვაჭრობა აღარ შეეძლო თურმე. ამიტომ ვაჭრობის საქმე უმცროსი ძმისათვის გადაუბარებია. წასულა ერთ დღეს ბაზარში უმცროსი ძმა, უვაჭრია და სხვა საჭირო რაღაცებთან ერთად ცოლისთვის ფერ-უმარილი უყიდია. ბაზრიდან დაბრუნებულს ნავაჭრი ფული ოჯახის უფროსი ძმისთვის ჩაუბარებია. მას შემდეგ, რაც ოჯახის უფროსს ფული დაუთვლია და აღმოუჩენია, რომ მოსალოდნელ თანხაზე ნაკლები იყო ნავაჭრი, უკითხავს ძმისთვის, თუ სად დახარჯა ფული. ამას ძმებს შორის უკმაყოფილება გამოუწვევია. მაშინ უმცროს ძმას უთქვამს, აღარ მინდა შენთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, ცალკე მინდა გადასვლაო. უფროსი ძმა იმდენად მდიდარი არ ყოფილა, რომ ცალკე სახლი აეშენებინა. ამიტომ სახლი შუაზე გაუხერხავთ. უმცროს ძმას ეს სახლი სხვა ადგილზე გადაუტანია. მას შემდეგ სახლების შუაზე გახერხვა პრაქტიკაში დამკვიდრდა.
გახერხვის შემდეგ სახლებს მცირე აივანი რჩებოდა. ასეთ სახლებს ცალპირა სახლებს უწოდებენ დღემდე აჭარაში. რაც უფრო დიდი იყო ჰოლი, გახერხვის შემდეგ მით უფრო დიდი აივანი რჩებოდა.
ლაზური არქიტექტურით აგებული სახლის ფრაგმენტი
ზემო აჭარაში, რამდენიმე სოფელში გვხვდება ლაზური ტიპის სახლები. ლაზური სახლები გამოირჩევა თავისი არქიტექტურით. მხატვარ-არქიტექტორ ჯემალ მიქელაძის თქმით, შეძლებული გლეხები უფრო რთული არქიტექტურით აგებდნენ სახლებს. პირველი სართული ქვა იყო, მეორე სართული – ხის კონსტრუქციაში ჩასმული აგური. ასევე გვხვდება ხის კონსტრუქციაში ჩასმული ქვაც.
„ზემო აჭარაში გავრცელებული იყო მანსარდიანი სახლები. მანსარდას ძირითადად ისეთი პროდუქტების შესანახად იყენებდნენ, რასაც თაგვი ეტანება. თუმცა ხდებოდა ისეც, რომ ოჯახი ფართოვდებოდა, ქორწინდებოდა ვაჟი, ახალდაქორწინებულთათვის კი ოთახი არ იყო. მაშინ მანსარდას გამოათავისუფლებდნენ და იქ ახალდაქორწინებულები გადადიოდნენ საცხოვრებლად,“ – ამბობს ჯემალ მიქელაძე.
დაბალი ზონის სოფლებში, იქ, სადაც შედარებით თბილი კლიმატური პირობები იყო, გვხვდებოდა ფაცხა სახლები.
ფაცხა სახლი ოთხკუთხედი ფორმის ერთსართულიანი ნაგებობა იყო. ასეთ სახლს საქონლის სადგომი გვერდით ჰქონდა გადატიხრული. საცხოვრებელი ოთახი მიწური იყო, შუაცეცხლით. ამის გამო ასეთ სახლებს ჭერი არ ჰქონდა და ძირითადად ჭვავის, ხორბლის ან სელის ჩალით იყო გადახურული. შუაცეცხლიდან ასული კვამლით სახურავი ნელ-ნელა იჟღინთებოდა, გამოიყოფოდა ზეთოვანი სითხე, რაც სახურავს წყალგაუმტარს ხდიდა. კედლები, სითბოს შესანარჩუნებლად, წითელი ტალახით იყო შეღებილი.
აჭარაში ასევე გავრცელებული იყო ჯარგვალი. ეს იყო ერთსართულიანი, ორფერდა სახლი, მიწურის იატაკით.
ახალაგებული სახლი აჭარაში
ძველი სახლები ნელ-ნელა იშლება და ნადგურდება. ორი წლის წინ იყო იდეა, რომ აჭარაში შექმნილიყო აჭარის ეთნოგრაფიული მუზეუმი, იქ განსათავსებელი ექსპონატების ნაწილი კი აჭარის მაღალმთიანეთიდან უნდა გადმოეტანათ. კერძოდ, ის უძველესი სახლები, რომლებიც იალაღებსა თუ აჭარის სხვადასხვა სოფელშია შემორჩენილი. იდეის და პროექტის ავტორი „ქართული სახლი“ იყო. ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ეს პროექტი გაუმართლებელი იყო და სახლები, რომლებიც ხალხური არქიტექტურის ნიმუშებია, ავთენტურ გარემოში უნდა დარჩენილიყო.
აჭარული სახლების თანამედროვე არქიტექტურა განსხვავებულია, ძველებური სტილი შეიცვალა. საქონლის სადგომი ახლა უკვე გამოცალკევებულია. სახლების პირველი სართული ქვითკირით ან ბლოკითაა ნაშენი. მოსახლეობა, ვინც სახლს ახლა აშენებს, თანამედროვე საშენ მასალას იყენებს.
ბათუმის სპორტულ-ახალგაზდრულ ცენტრში დღესდღეობით 30 ბავშვი დადის ყინულის ჰოკეის შესასწავლად. მათ მოციგურავე 30 წლის ნუგზარ ჯანჯალაშვილი ავარჯიშებს. ის ერთადერთი მწვრთნელია ამ მიმართულებით, რომელიც ამავე დროს ფიგურული ციგურაობის მწვრთნელიცაა. ის გვეუბნება, რომ სანამ ბავშვები ყვანჭს აიღებენ ხელში, მანამდე მათ ციგურებზე დგომას და სრიალს ასწავლის. ჰოკეის წესების სწავლა კი რამდენიმე თვეშია შესაძლებელი. ყინულის ჰოკეის სექციაში ბავშვები 20 ლარს იხდიან.
„სამოყვარულო ჯგუფიდან, სადაც ციგურებზე დგომასა და სრიალს ვასწავლით, გადაგვყავს ბავშვები ჰოკეის ჯგუფში. კვირაში სამჯერ გვაქვს 45-წუთიანი ვარჯიში. ჯერ გუნდი არ არის ჩამოყალიბებული. ამისთვის ინვენტარიც არ გვაქვს. ბავშვს ფორმა უნდა ჰქონდეს, რომ თამაშის დროს ტრავმა არ მიიღოს. ჯერჯერობით ჩემი მოვალეობაა ბავშვებს ვასწავლო ციგურებზე დგომა, სრიალი და ყვანჭთან ურთიერთობა“, – გვეუბნება ის.
საქართველოში ყინულის ჰოკეი 1960-იან წლებში გავრცელდა. ამ პერიოდში შექმნილა პირველი გუნდი, რომელსაც მოსკოვიდან მოწვეული ვალენტინ ზახაროვი წვრთნიდა. ბათუმში ყინულის ჰოკეის შექმნის მცდელობა რამდენიმე წლის წინაც იყო, როცა 2007 წელს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ყინულის სასახლე გაიხსნა. ნუგზარ ჯანჯალაშვილი მაშინაც ავარჯიშებდა ბავშვებს. აჭარაში ყინულის ჰოკეის ფედერაცია არ არსებობს. საქართველოში ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია 2004 წელს შეიქმნა. როგორც ნუგზარ ჯანჯალაშვილი გვეუბნება, ბათუმის სექციას ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა ალექსანდრე (სანდრო) ნაკაშიძემ საჩუქრად 40 ყვანჭი და 30 შაიბა გადასცა.
ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ბერიძის თქმით, ყინულის ჰოკეი ბათუმის მერიის ბალანსზე არსებულ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციულ რესურსებზე შექმნილი სექციაა.
„გვინდოდა, ეს სახეობა ბათუმში დაარსებულიყო, რადგან გვაქვს სტანდარტული ყინულის მოედანი, რომელიც ერთადერთია საქართველოში. როგორც ცალკე აღებული იურიდიული პირი – ჰოკეის კლუბი ბათუმში არ არის. არის სექცია, რომელიც ყველა ადმინისტრაციული ხარჯისგან თავისუფალია და მისთვის დამოუკიდებელი ბიუჯეტი არ არსებობს, საჭიროების შემთხვევაში კი, თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოვყოფთ“.
ჰოკეის სექციაში ერთად სწავლობენ 2003, 2004, 2005, 2006, 2008 წელს დაბადებულები, ასევე ის ახალგაზრდები, რომლებიც ჰოკეის 2007-2008 წლებში გოგებაშვილზე არსებულ ყინულის სასახლეში სწავლობდნენ.
„გუნდი რომ ჩამოყალიბდეს, ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა თითო წელი უნდა იყოს. 30 ბავშვში სხვადასხვა წლოვანებაა და გუნდს ვერ გავაკეთებთ. სხვადასხვა ფორმაცაა საჭირო. ფორმები საკმაოდ ძვირია, ერთი ბავშვის ფორმა 300-400 დოლარამდე ღირს. როგორც კი გვეყოლება ერთი ასაკის – 20-25 ბავშვი, მერე შეიძლება გუნდის ჩამოყალიბება, რის შემდეგაც შევძლებთ საერთაშორისო და შიდა ჩემპიონატებზე მონაწილეობას. სექციაში გოგოები არ გვყავს. თუმცა მსურველები არიან და გვინდა, მომავალში შევქმნათ გოგოების ჯგუფიც“.
ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ირაკლი ბერიძე ამბობს, რომ პროფესიული ყინულის ჰოკეის შექმნისთვის საქართველო ეროვნული ნაკრებიდან სურთ მწვრთნელის მოწვევა.
„ჰოკეის სექციას ამჟამად ჩვენი რესურსებით ვწვდებით, მაგრამ ვეძებთ მწვრთნელს, ვინც პროფესიულ დონეზე გადაიყვანს ყინულის ჰოკეის. ერთ მწვრთნელზეა საუბარი. საქართველოს ნაკრების წევრებთან, რომლებიც ახლა რუსეთსა და უკრაინაში ცხოვრობენ, მოლაპარაკება გვაქვს, რომ ჩამოვიდნენ ჩვენთან მწვრთნელად სამუშაოდ“.
როგორც ნუგზარ ჯანჯალაშვილი ამბობს, ჰოკეის გუნდი წლების წინ უსახსრობის გამო დაიშალა – ამ გუნდს მაშინ ფორმები ვერ შეუძინეს. ის იმედოვნებს, რომ ამჯერად ჰოკეის სექცია იმავე ბედს აღარ გაიზიარებს, რადგან სამომავლოდ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი მათთვის ფორმების შეძენას აპირებს.
ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ მამაკაცისა თუ ქალის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული უშვილობის გამო. ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ წყვილთან მივიღოთ ბუნებრივად ორსულობა, მაგრამ როცა წყვილს ეს რესურსი ამოეწურება, მათ აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ხელოვნური განაყოფიერება, იმიტომ, რომ მერე სხვადასხვა პათოლოგიის (პოლიკისტოზის, ენდომეტრიოზის და სხვა) შედეგად მიმდინარე პროცესები ღრმად მიდის და ფოლიკულების (საკვერცხის სტრუქტურული კომპონენტი) რაოდენობა იმდენად შემცირებულია, რომ კვერცხუჯრედებს უკვე ვეღარ ვიღებთ.
რომელი უფრო ხშირია თქვენს პრაქტიკაში, ქალისა თუ კაცის უშვილობის შემთხვევები?
ხშირად წყვილი არ მიმართავს ექიმს, რადგან ჰგონიათ, რომ ყოველთვის ქალია უშვილობის წყარო, მაგრამ ასე არ არის. ბევრი შემთხვევაა, როცა მოდის ქალი, მას არანაირი პრობლემა არ აქვს და შემდეგ, როცა დიდი ხნის მერე მოიყვანს ქმარს, აღმოჩნდება, რომ პრობლემა სწორედ მამაკაცის უშვილობაა. წყვილმა აუცილებლად ერთად უნდა მიმართოს ექიმს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, პროცენტულად ქალისა და კაცის უშვილობის შემთხვევები თანაბარია და სულ ცოტათი, მამაკაცთა უშვილობა აჭარბებს კიდეც ქალთა უშვილობას.
ხელოვნური განაყოფიერების რა მეთოდები არსებობს?
ხელოვნური განაყოფიერება მოიცავს ორ ძირითად მეთოდს – ხელოვნურ ინსემინაციას და ინ ვიტრო განაყოფიერებას. ხელოვნური ინსემინაცია ბუნებრივი განაყოფიერების პროცესის იმიტაციაა. ამ დროს მამაკაცის სპერმა წინასწარ მუშავდება, ქალის მომზადება კი ულტრაბგერითი მონიტორინგის საშუალებით ხდება, ანუ ვაფიქსირებთ, როდის ხდება ფოლიკულის ოვულაცია (ფოლიკულის გახეთქვა ანუ, როცა კვერცხუჯრედი გამოთავისუფლებულია) და ზუსტად იმ დროს შეგვყავს დამუშავებული და გააქტიურებული სპერმა საშვილოსნოში.
მამაკაცის შემთხვევაში ხელოვნური ინსემინაცია კეთდება მაშინ, როდესაც სპერმატოზოიდებს აკლია მოძრაობა, როცა სპერმაში არ არის სპერმატოზოიდების მაქსიმალური რაოდენობა, მაგრამ შესაძლებელია მათ აქტიურობას მივაღწიოთ დამუშავების შედეგად. ქალის შემთხვევაში ეს მეთოდი კარგია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ იმუნოლოგიური ორსულობა, ანუ როცა საშოში მჟავეტუტოვანი წონასწორობაა დარღვეული და ამის გამო სპერმატოზოიდები იღუპებიან საშოში. ამ დროს საშვილოსნოში შეგვყავს დამუშავებული სპერმა, ანუ საშვილოსნოს ყელის ბარიერი არის გადალახული. ამ მეთოდით დაორსულების შანსი 15-20 %-ია. განაყოფიერების ამ მეთოდისთვის საჭიროა საშვილოსნოს მილების კარგი გამავლობა, იმიტომ, რომ განაყოფიერების პროცესი უშუალოდ მილებში ხდება.
ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ორგანიზმის გარეთ ხდება, შემდეგ კი ამგვარად მიღებული ემბრიონი ინერგება ქალის საშვილოსნოში. ამ დროს საჭიროა ჰორმონალური თუ ვირუსული გამოკვლევები, რის შემდეგაც ვიწყებთ ინ ვიტრო განაყოფიერების მანიპულაციას. ქალს ვუნიშნავთ მედიკამენტებს, რომლებიც მას ფოლიკულების საშუალო რაოდენობის (4-6) მომწიფებაში ეხმარება. პარალელურად ემზადება მამაკაციც. ამის შემდეგ დგება მომენტი, როცა ფოლიკულურ სითხეში უნდა ვიპოვოთ კვერცხუჯრედები, ეს ყველაფერი შეიძლება პაციენტმა გააკეთოს ნარკოზით ან ნარკოზის გარეშე. მიდგომა ხდება არა ოპერაციული გზით – საკვერცხეებში შევდივართ ტრანსვაგინალურად, გვერდითი თაღებიდან, იქ კი თითოეული ფოლიკულიდან ხდება ფოლიკულური სითხის აღება, რომელშიც არის კვერცხუჯრედი. კვერცხუჯრედების მიღების შემდეგ, იმავე დღეს ხდება მათი განაყოფიერება და მეორე ან მესამე დღეს, ემბრიონი გადაგვაქვს საშვილოსნოში.
ინ ვიტრო მეთოდის წარმატებულობა დამოკიდებულია ქალის ასაკზე, მაგალითად, 35 წლამდე ამ მეთოდით დაორსულების შანსი 62%-ია; 35-37 წლების ასაკში – 40%; 38-40 წლის ასაკში – 35%, 40 წლის ზევით კი -10%.
თუ ბევრი ემბრიონი მივიღეთ, ამ ემბრიონებს რამდენიმე წლით ვყინავთ და იმ შემთხვევაში, თუ პირველი ორსულობის შემდეგ წყვილს მეორე შვილის გაჩენის სურვილი ექნება, ამ შენახულ ემბრიონებს ვალღობთ და საშვილოსნოში გადაგვაქვს. ჩვენება ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ძირითადად საშვილოსნოს მილების გაუვალობა ან მათი არარსებობაა.
რა ღირს ხელოვნური განაყოფიერება?
ხელოვნურ განაყოფიერებამდე საჭირო გამოკვლევების ღირებულება ჯამში 500-600 ლარია, მათი ხანგრძლივობა კი 2-დან 5 თვემდე გრძელდება, იმის მიხედვით, აქვს თუ არა პაციენტს ვირუსები ან ჰორმონალური დარღვევები. ხელოვნური ინსემინაციის ფასი 500 ლარია, ინ ვიტრო განაყოფიერება კი 3550 ლარი ღირს. რაც შეეხება უკვე გაყინული ემბრიონის საშვილოსნოში გადატანას, ეს პირველადი ინ ვიტრო განაყოფიერების მეოთხედი ჯდება. ჩვენთან თვეში დაახლოებით 100 წყვილი იტარებს მანიპულაციას, სტატისტიკურად კი საქართველოში დაახლოებით 50 000-მდე უშვილო წყვილია, ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემასაც თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა უშვილობის მკურნალობის დაფინანსებაში.
ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვებისადმი გარკვეული სტერეოტიპები არსებობს. რამდენად რეალურია ის, რომ მათ მომავალში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ?
ძალიან მასშტაბურმა, მულტიცენტრულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არავითარი განსხვავება ფიზიოლოგიურად დაბადებულ და ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებს შორის არ არის. ჯანმრთელობის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ეს ბავშვები ბევრად უფრო ჯანმრთელებიც კი არიან, რადგან ჩნდებიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლომდე გამოსწორდება.
კლინიკა ინვიტროს გარდა, ბათუმში ხელოვნურ განაყოფიერებას ახორციელებს ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი, რომლის ბათუმის ფილიალიც გასული წლის სექტემბერში გაიხსნა და ქართულ-თურქული კლინიკა “Batum Ifv Center” – რომელიც ბათუმში 2011 წლიდან მოღვაწეობს.
ცოლის ცემასა და შეურაცხყოფაში ბრალდებული 50 წლის მამაკაცია, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ცოლთან ერთად ცხოვრობს. საქმეში მოპოვებული მტკიცებულების მიხედვით, ისინი ერთად 12 წელია ცხოვრობენ, არ ჰყავთ შვილი. პროკურორის – გიორგი მარსაგიშვილის განმარტებით, ქმარმა ცოლს წელს, 3 თებერვალს, პუშკინისა და გრიბოედევის ქუჩების კვეთასთან, დაახლოებით სამ საათზე სცემა, 6 თებერვალს, ანუ სამი დღის შემდეგ კი – შინ.
ბრალდების განმარტებით, კაცმა ქუჩაში საკუთარი მანქანით გადაადგილების დროს ცოლი ფიზიკურად შეურაცხყო, რამაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. შინ ყოფნის დროს კი, ქმარმა ცოლს თავის არეში ხელები ურტყა, იძალადა ცოლზე, თუმცა ამას არ გამოუწვევია სხეულის დაზიანება. ბრალდებულს სასამართლოში ადვოკატი არ იცავდა, სასამართლო პროცესს ცოლიც ესწრებოდა. პროკურორმა თქვა, რომ ცოლ-ქმარი შერიგებულია და ერთად აგრძელებენ საოჯახო მეურნეობას. მოსამართლეს კი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.
„მე მთავარია სამსახური არ დავკარგო, ვალები გვაქვს. თუ საჭიროა ჯარიმას გადავიხდი, ოღონდ 20 აპრილს ქვეყნის დატოვება მინდა, სამუშაოდ ანტალიაში უნდა წავიდე. ცოლს მეტს აღარ ვცემ. ეს პირველი შემთხვევა იყო“, – ამ სიტყვებით ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა.
მოსამართლემ ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ ბრალდებული დამნაშავეა და საქართველოს სახელით ორივე ეპიზოდში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა, 120 საათის ოდენობით. რა ტიპის სასარგებლო შრომას შეასრულებს 50 წლის მამაკაცი, ამის შესახებ მოსამართლეს არაფერი უთქვამს. მოსამართლის განმარტებით, უფრო შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას კანონი არ აძლევს.
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი – ოჯახში ძალადობა: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.
გასულ პარასკევს ცოლის ცემაში ბრალდებული კიდევ ერთი პირის საქმე განიხილა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბათუმში. სახელმწიფოს სახელით სასამართლოში პროკურორი ქეთევან ადამია მუშაობდა. ბრალდებული გ.კ. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. სხდომას ესწრებოდა ადვოკატი ლევან ცეცხლაძე, რომელმაც თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებული პროცესს არ ესწრებოდა, მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ის ფაქტი, რომ ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა, პროკურორმა შეაფასა როგორც საქმის გაჭიანურების მცდელობა. მოსამართლემ კი განმარტა, რომ დიდი ალბათობით ბრალდებულმა იცოდა სხდომის შესახებ, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოს არ გააჩნია. „რადგან ბრალდებულის ინფორმირებულობა სასამართლოს ჩატარების შესახებ ეჭვქვეშაა, მისი გაფრთხილების დასტური არ მიგვიღია, სხდომა უნდა გადავდოთ“, – განაცხადა მოსამართლემ.
სხდომას ბრალდებულის ნათესავები ესწრებოდნენ. საქმის განხილვა 6 აპრილს განახლდება.
2015 წლის 16 მარტის მონაცემებით, ქალის ცემის გამო წელს პოლიციას გაცემული აქვს 221 შემაკავებელი ორდერი, რაც თავის მხრივ სასამართლოს აქვს დამტკიცებული. 2014 წელს პოლიციის მიერ გაცემულია 817 შემაკავებელი ორდერი. 2013 წელს კი, სულ 227 ორდერი იყო გაცემული.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ესპანურ კომპანია “Iberproex Engineering & Project Management” -ს შორის ხელშეკრულებას ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ იონა წითელაძემ და კომპანიის წარმომადგენელმა მამუკა ლობჟანიძემ მოაწერეს ხელი.
სამინისტროს ინფორმაციით ესპანური კომპანია შემდეგი საერთაშორისო პროექტების ავტორია: საფეხბურთო სტადიონი Fortaleza (ბრაზილია) – 67 000 მაყურებელი; საფეხბურთო სტადიონი Porto Alegre (ბრაზილია) – 60 540 მაყურებელი; საფეხბურთო სტადიონი (ბაქო) – 25 000 მაყურებელი; საფეხბურთო სტადიონი (სლოვენია) – 16 000 მაყურებელი; სპორტული კომპლექსი Madrid (ესპანეთი); სპორტული კომპლექსი Valencia (ესპანეთი).
პროექტის მიხედვით სტადიონზე სპორტული და სარეკრეაციო ტერიტორია, ფრენბურთის მოედანი, რესტორნები,მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო ცენტრები მოეწყობა. სტადიონზე ასევე VIP და მედიის სამუშაო ადგილები,ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები განთავსდება. 20 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება და სპორტული ღონისძიებების გარდა კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი. სპორტული მოედანზე შემდეგი შეჯიბრებები ჩატარდება: მძლეოსნობა IAAF-ს სტანდარტი; ფეხბურთი UEFA-ს და FIFA-ს სტანდარტები.
მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მიწოდების ადგილად განისაზღვრება ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ჩაისუბანი, შპს ,,ბათუმის წყალის’’ წყლის გამწმენდი ნაგებობა.
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 19 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს შეწყდება. 16 ტონა თხევადი ქლორის შესასყიდი სავარაუდო ღირებულებაა 43 390 ლარი. თხევადი ქლორი (აირებადი) უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ხელფასი 1800-დან 6000 ლარამდეა, უფლება გაქვთ დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.
დაბათილდა 7 საარჩევნო ბიულეტენი. არჩევნებში სულ 299 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
მერაბ ხალვაში უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორია. გასულ წლებში იყო სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი.
აქციის ფარგლებში ადგილობრივები რევმატოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, გინეკოლოგის, ექოსკოპისტის და ოჯახის ექიმის კონსულტაციას მიღებენ. ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა.
აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ხულოს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება. აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნობა მინისტრის პირველი მოადგილე ლევენ გორგილაძე.
18 აპრილს, მორიგ უფასო სამედიცინო აქციას შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს“ მედიკოსები ღორჯომში ჩაატარებენ.
არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე. გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი.
ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სხდომის დაიწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ სიტყვით მიმართა დამსწრე დეპუტატებს სურდათ თუ არა სხდომა დახურულად წარმართულიყო. საკითხს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. საკრებულოს ოპოზიციამ მოითხოვა სხდომა გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საკრებულოს სხდომის დახურვამდე
დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხიდან, ორ საკითხზე (ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის დადგენილების პროექტი და ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ მახუნცეთში მდებარე 1045.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული 847,80 კვ.მ შნობა/ნაგებობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტი) ქედის საკრებულოს დეპუტატებმა ჯერ კიდევ გასულ კვირას 27 მარტს ჩატარებულ საკრებულოს მორიგ სხდომაზე იმსჯელა, წინა კვირას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი ეს ორი საკითხი დეპუტატებმა, მომხსენებლებთან ერთად მოუმზადებლად მიიჩნიეს და დასამუშავებლად დააბრუნეს შესაბამის კომისიებში.
ამ ორი საკითხის გარდა დეპუტატებს დღეს კიდევ ერთ საკითხზე – ქედის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 დეკემბრის N 01-20/183 განკარგულებაში ცვლილების შეტანანაზე უნდა ემსჯელა.
კითხვაზე, რა მოტივით დაუჭირეს დეპუტატებმა მხარი საკითხს, რომ სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარებულიყო? ამასთან დაკავშირებით დეპუტატების ნაწილმა „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. უმრავლესობი წევრი რამაზ გოლომანიძე კი ამბობს, რომ საკრებულოს წევრებს ერთმანეთთან უშუალო დიალოგი სურდათ:
„გვაქვს უფლება გამოვაცხადოთ სხდომა დახურულად, ამის შესახებ უმრავლესობამ იმსჯელა, იყო გარკვეული საკითხები, რომლებზეც გვინდოდა საკრებულოს წევრებს შორის უშუალო დიალოგი ყოფილიყო და ამიტომ ჩავატარეთ დახურულად, თუმცა უკეთესი იქნებოდა ეს წინასწარ ყოფილიყო ცნობილი“.
საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი ვაჟა ბოლქვაძე კოლეგას არ ეთანხმება: „ის, რაც დღეს იყო არაკომპეტენტურობას და უცოდინრობას ემსახურება, აქ სრული ქაოსია, რას აკეთებენ მათაც კი არ იციან. სხდომის დახურულად ჩატარება ასე არ ხდება, მნიშვნელოვანი, კონფინენციალური საკითხი უნდა იხილებოდეს, ისეთი რომელიც არ უნდა გასაჯაროვდე. დღეს კი ასეთი განსახილველი საკითხი არ ყოფილა და ამიტომ წავედი წინააღმდეგი სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარებულიყო“.
„ბათუმელებმა“ სხდომის დახურვის მოტივების შესახებ ინფორმაცია საკრებულოსგან წერილობით უკვე გამოითხოვა.
საინფორმაციო შეხვედრას, რომლის მიზანი რეგიონში არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების ძიება იყო, ადგილობრივი მოსახლეობა, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წევრები ესწრებოდნენ.
პრობლემების განხილვასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატმა დამსწრეებს აპარატის საქმიანობა გააცნო და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა.
სახალხო დამცველის აპარატთან მოსახლეობის შეხვედრა ქედაში ევროკავშირის პროექტის – „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ და ორგანიზაცია „ოქსფამის“ ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა.
მარტის თვეში ჰოსპიტალის მენეჯმენტისთვის ცნობილი გახდა ხულოში მცხოვრები 16 წლის გოგონას ისტორია, რომელიც „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატის საშუალებით ითხოვდა დახმარებას ბავშვობაში, 6 წლის ასაკში მიღებული დამწვრობის შემდგომი ნაწიბუროვანი ცვლილებების კორექციის და ფუნქციის აღდგენის მიზნით.
კონსულტაციის შედეგის მიხედვით საჭიროების შემთხვევაში გოგონას უფასოდ ჩაუტარდება შესაბამისი ოპერაციული მკურნალობა ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალში, პროფესორ ივა კუზანოვის მიერ.
ასევე, 4 აპრილს „საზღვაო ჰოსპიტალს“ კომპანია SAI GLOBAL-ის გან გადაეცემა ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001–2008 სერტიფიკატი, რომელიც ჰოსპიტალმა მიიღო მეზღვაურების მომსახურების მიმართულებაში და კლინიკა „ახალ მზერას“ და „საზღვაო ჰოსპიტალსა“ შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოფთალმოქირურგიის მიმართულების განვითარების მიზნით. ამავე დღეს პროფესორი მერაბ დვალი ჩაატარებს უფასო კონსულატაციებს.
ტენდერში გამარჯვებულმა სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს ადმინისტრაციული შენობა ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში უნდა ააშენოს. შენობის ვიზუალის ფოტო და ტექნიკური მახასიათებლები თან ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას. შენობა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ [პორტთან ახლოს, რკინიგზაზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელ ხიდთან] აშენდება.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეებისა და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა; მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე; ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან; სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით სამი დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო პროცესში ჩართული საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის და მუშა-მოსამსახურეების შემადგენლობა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებით არანაკლებ 70% -ის ოდენობით.
ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს შეწყდება.