სიახლეები

გია სურამელაშვილის პროდიუსერი: გია ასეთ თანხაზე არადროს არ დათანხმებულა

04.04.2015 • 2030
გია სურამელაშვილის პროდიუსერი: გია ასეთ თანხაზე არადროს არ დათანხმებულა

 

„მოლაპარაკება კარგად შედგა და ველოდებოდით ხელშეკრულების გაფორმებას, დღეს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ კონცერტი გადაიდო. მიზეზად მითხრეს ის, რომ გია სურამელაშვილი და კიდევ ერთი მომღერალი თურქეთიდან პროგრამიდან ამოიღეს და იქნებიან მხოლოდ ბათუმელი მომღერლები. გიამ ჟურნალისტებს დღეს მისცა ინტერვიუ, ძალიან დიდი მოთმინებით სხვათაშორის. ჩვენ გადავწვიტეთ, რომ არ მიგვეცა ისეთი პასუხი, როგორც იყო საჭირო.  

 

შემოთავაზება გქონდა დიდი და მე ჯაბას [მუსიკალური ცენტრის თანამშობელი] დავურეკე და ვუთხარი, ხომ არ შეგიძლით ხელს, მე რომ მოლაპარაკებაზე წავიდეთქო.  მითხრა, ბათუმის ღალატი არ შეიძლებაო, თუ კი კონცერტი ჩატარდება, საღამოს სადაც გინდათ იქ წაბრძანდითო. რა თქმა უნდა, გადავდეთ ყველა მოლაპარაკება, გადმომიგზავნეს ბანერი, დასტურიც მივეცი, 17 აპრილს  დაინიშნა კონცერტი და ფეისბუქშიც გავაზიარე. მერე ატყდა ერთი ამბავი, თითქოს ოთხ მილიონზე იყო ლაპარაკი, რაც არ არის სწორი, ძალიან მიზერულ თანხაზე ვიყავით შეთახმებული, გავითვალისწინეთ, რომ დღეს არის ძალიან დიდი გაჭირვება და დავთანხმით ძალიან მიზერულ თანხაზე და ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ დიდი შეცდომა იყო ეს, რადგან გია ასეთ თანხაზე არადროს არ დათანხმებულა. 3 500 ლარი იყო სულ და იყო ჩვენი ჩაჭრით, ჩვენი წაყვანით. ძალიან დიდი ანტირეკლამა გაკეთდა. მე როგორც პროდიუსერს, არც მაქვს სურვილი, რომ  ზაფხულში შემომთავაზონ და გავაკეთო. ზაფხულში ისედაც გავაკეთებთ კონცერტს, უბრალოდ ქალაქის სახელი იყო და ძალიან ცუდია ქალაქისთვისაც“ – განაცხადა მარინა კაშიამ „ბათუმელებთან“.    

 

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გია სურამელაშვილის კონცერტი „გაზაფხულის ფესტივალის ფარგლებში” უნდა გამართულიყო. კონცერტი მას შემდეგ გადაიდო, რაც სოციალურ ქსელებში და მედიაში ბიუჯეტიდან დაფინანასებული გია სურამელაშვილის კონცერტი გააკრიტიკეს.  ოფიციალურ მიზეზად მუსიკალურ ცენტრში პროგრამაში ცვლილებებს ასახელებენ. 

გადაბეჭდვის წესი