სიახლეები

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი და კუზანოვის კლინიკა 16 წლის ქეთას უფასოდ უმკურნალებენ

04.04.2015 • 3653
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი და კუზანოვის კლინიკა 16 წლის ქეთას უფასოდ უმკურნალებენ

 

თამარ ქაჩლიშვილი
თამარ ქაჩლიშვილი

„ქეთასა და ივა კუზანოვის შეხვედრამ ჩაიარა ძალან კარგად, რა თქმა უნდა, ცოტა ნერვიულობდა ქეთა,  ისე როგორც მისი ოჯახის წევრები, თუმცა წინ გველის საკმაოდ სერიოზული მუშაობა, რადგან, როგორც ბატონმა ივა კუზანოვმა განაცხადა, ქეთას სავარაუდოდ დასჭირდება რამდენიმე ოპერაცია, ძირითადად ეს იქნება რეკონსტრუქციული ტიპის ოპერაციები, შემდგომ იქნება სარეაბილიტაციო პროცესი და გარკვეული პროცედურები. ეს საკმაოდ ხანგძლივი პროცესია, მაგრამ ყველანაერად შევეცდებით, რომ აღვუდგინოთ მოზადს ფუნქციური დაზიანებები, რადგან პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციები აღდგეს, პლატიკური ოპერაცია კი შემდგომი ეტაპია.


რაც შეეხება მკურნალობის ხარჯებს, ჩვენ გვქონდა საუბარი კუზანოვის კლინიკასთან და საზღვაო ჰოსპიტალი და კუზანოვის კლინიკა დაფარავს სრულად ქეთას მკურნალობის ხარჯებს, ასე რომ ქეთას ოჯახს არ მოუწევს არაფრის გადახდა მკურნალობის პროცესში.  


პაციენტს დაენიშნა უკვე მკურნალობის კურსი, რომელიც მომდევო კვირიდან დაიწყება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დავეხმარებით ამ გოგონას“ – განაცხადა თამარ ქაჩლიშვილმა „ბათუმელებთან“. 

 

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი პირველი სამედიცინო დაწესებულება იყო, რომელიც batumelebi.ge-ზე  გამოქვეყნებულ სტატიას , „16 წლის ქეთას ტრაგედია“,  გამოეხმაურა.

 

გადაბეჭდვის წესი