„Check In Georgia“-ს კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ბლექ სი არენა ჯორჯია“ კონცერტების ჩატარებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის – 6,5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვით გეგმავს. შესაბამისი წერილით სახელმწიფო კომპანიის დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, თუმცა წერილში თანხა დაკონკრეტებული არ არის.

bleq si arena„ღონისძიება გეგმად ისახავს საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს განხორციელებული პროექტის „Check In Georgia“-ს მიმდინარე წელსაც გაგრძელებას, საქართველოში მსოფლოში აღიარებული ვარსკვლავური და ლეგენდად ქცეული მუსიკალური ჯგუფების, არტისტების, ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების ჩამოყვანას – კონცერტების და მუსიკალური ფესტივალების ჩატარებას“, – აღნიშნულია წერილში.

„ღონისძიებების ჩატარების სავარაუდო პერიოდი დაემთხვევა შავი ზღვის კურორტულ სეზონს გაზაფხულიდან ნოემბრის ბოლომდე“, – აცხადებენ „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ში. კომპანიას ასევე მითითებული აქვს, რომ ჰონორარისთვის [გადასახადების ჩათვლით] სჭირდებათ 4,5 მილიონი ლარი, ხოლო კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის – 2 მილიონი ლარი.

proeqtiii„იმის გათვალისწინებით, რომ არტისტების მიერ დაგეგმილია ევროპისა და მსოფლიო ტურნეები და შემსყიდველი ორგანიზაცია ვერ ჩაერევა ტურნეს კალენდარში და პირობებში, შესყიდვის სპეციფიკიდან და სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეუძლებელია აღნიშნული კონცერტების ჩატარება/ორგანიზება, აღნიშნული შესყიდვა არ არის დაგეგმვადი“, – აღნიშნულია შესყიდვების ვებგვერდზე.


 

შეკვეთილში, „Black Sea Arena“-ს საკონცერტო დარბაზში 2017 წლის 20 მაისს დაგეგმილი ამერიკული როკ ჯგუფ „AEROSMITH“-ის კონცერტისთვის კი საქართველოს ბიუჯეტიდან ცალკე 5,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ თანხიდან 5 მილიონი ლარი ჰონორარია [გადასახადების ჩათვლით], ხოლო ნახევარი მილიონი ლარი კულტურული ღონისძიების ორგანიზებას მოხმარდება.

შესყიდვების სააგენტომ აღნიშნული თანხის გამარტივებული შესყიდვის წესით გამოყენებაზე კომპანიას თანხმობა მიმდინარე წლის 10 იანვარს მისცა.

ამავე თემაზე:

Aerosmith-ის ვებ-გვერდზე საქართველოში კონცერტი [დღეს, 14 თებერვლის მდგომარეობით] არ იძებნება, თუმცა Black Sea Arena გაუქმებას არ ადასტურებს

ამინდის პროგნოზი: უამინდობა აჭარაში 17 თებერვლამდე გაგრძელდება

თოვლიანი ამინდი აჭარაში მომდევნო სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზი.

„დღეს და მომდევნო ორ დღეს აჭარაში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი.

ხვალ, 15 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი, ზღვაზე მოიმატებს შტორმი 5-6 ბალამდე. მთაში შენარჩუნებული იქნება ზვავსაშიშროება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: ღამით, სანაპირო ზოლში – ორი გრადუსი ყინვა, სამი გრადუსი სითბო, დღისით – 0-5 გრადუსი სითბო. მთაში მოსალოდნელია ღამით – 10-15 გრადუსი ყინვა, დღისით – 2-7 გრადუსი ყინვა“ – აღნიშნა ბათუმელებთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსმა მარინე ქათამაძემ.

სინოპტიკოსების თქმით, გამოდარებას აჭარაში 17 თებერვლიდან უნდა ველოდოთ.

აღნიშნეთ ვალენტინობის დღე „ჰილტონ ბათუმში“

აღნიშნეთ ვალენტინობის დღე თქვენს რჩეულთან ერთად სქაი ბარ ნეფელეში.

გაატარეთ დაუვიწყარი საღამო, ისადილეთ ჭიქა შამპანურთან ერთად – 60 ლარი 1 პერსონა.

შეთავაზება ძალაშია მხოლოდ 14 თებერვალს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 422 22 22 99

Slide2

Untitled

 

საზოგადოების პროტესტი ბარათაშვილის 24-ში დანგრეულ ისტორიულ სახლთან

ამ წუთებში ბათუმში, ბარათაშვილის 24 ნომერში, ისტორიული შენობის დემონტაჟის გამო საზოგადოება „ბათომის“ წევრები და სხვა პირები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქალაქის მერისგან, გიორგი ერმაკოვისგან ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოითხოვენ ისტორიული სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორია ქალაქის არჩეული მერის პოლიტიკა,  კულტურული მემკვიდრეობისa და ისტორიული ძეგლების დაცვის კუთხით. ტერიტორიის ურბანული განვითარების კუთხით, ძველი ბათუმის ისტორიული არქიტექტურისა და ურბანული ქსოვილის შენარჩუნების კუთხით. არსებული სამშენებლო ნებართვებიდან გამომდინარე, გვაქვს ეჭვი, რომ ბათუმის მერიას არ აქვს პოლიტიკური ნება შეინარჩუნოს ქალაქის ისტორიული ნაწილი და ძველი ბათუმის ისტორიული შენობები მაღალსართულიანი კორპუსებით არ ჩაანაცვლოს,“- აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.

საზოგადოება ბარათაშვილის 24-ში ისტორიული სახლის დანგრევას აპროტესტებს
საზოგადოება ბარათაშვილის 24-ში ისტორიული სახლის დანგრევას აპროტესტებს

საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე ამ აქციის  შემდეგ, ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას აანონსებს მოთხოვნით, გამოცხადდეს მორატორიუმი ძველ ბათუმში ნგრევასა და მშენებლობასთან დაკავშირებით, „რომელსაც  ამ ხელისუფლების მოსვლის დღიდან ვითხოვთ“.

„ჩვენ მალე დავგეგმავთ უფრო ფართომასშტაბიან აქციას და მოვითხოვთ, ქალაქის მერმა ამ პრობლემასთან დაკავშირებით გააკეთოს ამომწურავი განცხადება ისე, რომ ეჭვები გაფანტოს. ქალაქის მერმა, რომელსაც ამ ქალაქის მოსახლეობის მიმართ აქვს  ვალდებულებები, განმარტოს არის თუ არა ამ შეთქმულების და პირდაპირ ვიტყვი, დანაშაულის თანამონაწილე. თუნდაც ბარათაშვილის 24-ში დანგრეულ სახლთან დაკავშირებით  საზოგადოება „ბათომს“ დიდი ხანია  სასამართლოში სარჩელი გვაქვს შეტანილი და აშკარაა, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი. შესაბამისად, ხელისუფლებაც ამ დანაშაულის თანამონაწილეა,“-ამბობს შოთა გუჯაბიძე.

ისტორიული სახლის დანგრევაზე მერიისგან ნებართვა არ იყო გაცემული
ისტორიული სახლის დანგრევაზე მერიისგან ნებართვა არ იყო გაცემული.

ბარათაშვილის 24-ში ისტორიული სახლის დანგრევის ნებართვა არ ჰქონდა მშენებელ კომპანიას , რის გამოც ის სამი ათასი ლარით დაჯარიმდა.

დანგრეული ისტორიული სახლის ადგილზე 7- სართულიანი სახლის აგება იგეგმება. 

 

 

სასამართლომ უმაღლესი საბჭოს წევრს პასუხისმგებლობა არ დააკისრა

დღეს, 13 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ელგუჯა ბაგრატიონისა და ქობულეთის საკრებულოს წევრის ბონდო თედორაძის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების საკითხზე იმსჯელა.

სასამართლომ ელგუჯა ბაგრატიონს პასუხისმგებლობა არ დააკისრა, ბონდო თედორაძე კი გააფრთხილაა.

ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე პოლიციამ 6 თებერვალს ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს დააკავა და მათ ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. აღნიშნული პირები აქციას მართავდნენ გზაზე, სადაც ციხისძირიდან ხეების გადატანის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო.

 

 

ტრენინგები ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში

ბათუმის 12 საჯარო სკოლის 36  მასწავლებელი ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში ტრენინგებს გაივლის. პროექტში სამოქალაქო განათლების, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის პედაგოგები არიან ჩართული.

პროექტში ჩართული არიან ასევე პედაგოგები კახეთიდანაც. პროგრამა ორწლიანია და 2018 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება. პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის საელჩოს დაფინანსებით და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პირველ ეტაპზე სამოქალაქო განათლებისა და  კომპიუტერული მეცნიერებების პედაგოგებისთვის შემუშავებული იქნება ინგლისური ენის კურიკულუმი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ენის სწავლებისა და განვითარების ცენტრის (CLED), ზრდასრულთა განათლებისა და პედაგოგიკის პრინციპებზე დაყრდნობით. ეს კურსი, გააერთიანებს ენის შესწავლისა და კომუნიკაციის აქტივობებს ენის ცოდნის ყველა დონის პედაგოგებისთვის.

პედაგოგებს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სპეციალური პროგრამების აკადემიური კოორდინატორი გაწვრთნის, აშშ-ს  საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ  დაფინანსებული პროგრამების ELCE I/II და ICTE I/II ოთხ კურსდამთავრებულს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენელ ორ ინსტრუქტორთან ერთად.

ინგლისური ენის შესწავლის ორციკლიანი კურსი სამოქალაქო განათლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელთათვის სამ თვეს გასტანს (თებერვალი-მარტი 2017  და აპრილი-ივნისი, 2017) და ბათუმისა და თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაზაზე ჩატარდება. საშინაო დავალებები და კლასგარეშე პრაქტიკული აქტივობები კი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი იქნება.

„გაწვრთნილი ინსტრუქტორები სატრენინგო მასალებად გამოიყენებენPearson-ის გამომცემლობის სახელმძღვანელოებს, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კურიკულუმს და ონლაინ რესურსებს.ინგლისური ენის ინსტრუქციები სირთულის მიხედვითორ ციკლად გადანაწილდება. პირველ ციკლში მონაწილეები A2 დონეს (საკლასო ინსტრუქციების გაგება ინგლისურად ) მიაღწევენ, მეორე ციკლის ბოლოს კი B1 დონემდე განვითარდებიან.

პროგრამის განხორციელების მეორე ეტაპზე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ენის სწავლებისა და განვითარების ცენტრი (CLED) დაიქირავებს და გაწვრთნის ორ ამერიკელ სპეციალისტს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს PH International-თან.  ზემოთ ხსენებული ამერიკელი სპეციალისტები კახეთსა და აჭარაში 24 სკოლიდან შერჩეულ 72 მასწავლებელთან (24 სამოქალაქო განათლების, 24 ინგლისურის და 24 კომპიუტერული ტექნოლოგიების) მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ და მათ ინტეგრირებული სწავლის მეთოდების გამოყენებით გაკვეთილების ჩატარებაში გაწვრთნიან.

30 კვირის განმავლობაში (2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მაისამდე) ბათუმის და თელავის უნივერსიტეტების ბაზაზე სულ 5 სრულდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩატარდება.სწავლების მთავარი ფოკუსი სამოქალაქო განათლების ისეთი თემები იქნება, რომელთა ფარგლებშიც წარმატებით შეიძლება კომპიუტერული პროგრამირების, ინტერნეტსივრცის გამოყენების უნარ-ჩვევების, ვებდიზაინის, საბაზისო კოდირებისა და სხვა კომპიუტერულ-ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გამოყენება ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისა და საქართველოში დემოკრატიული სტრუქტურების გაძლიერებისათვის. სატრენინგო კურსი ინგლისურ ენაზე წარიმართება და თვის ერთ-ერთ შაბათ-კვირას ჩატარდება.

საპროტესტო აქცია სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია დღეს, 13 თებერვალს, აჭარის მთავრობასთან გამართეს. ისინი მთავრობის თავმჯდომარისგან, ზურაბ პატარაძისგან მოითხოვენ რეაგირებას „უსამართლო კომპენსაციის გამო“.

ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებ დაახლოებით 80 ოჯახს საკუთრების დათმობა უწევს ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანის გამო. „7 ლარს გვიხდიან კვადრატულ მეტრში. მაგალითად, მე 807 კვადრატულ მეტრში 5600 ლარს მთავაზობენ. სახლს არ ეხებიან, მაგრამ მიწა თუ არ მექნა, რით უნდა ვიარსებო? ეს აბუჩად აგდებაა ხალხის. დამოუკიდებელ ექსპერტიზას იგივე მიწა კვადრატული 35 დოლარად აქვს შეფასებული“, – უთხრა „ბათუმელებს“ ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა, ზექიე გაბიტაძემ.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის რამდენიმე წარმომადგენელი შეხვდა. ისინი მოსახლეობას საკითხის შესწავლას დაჰპირდნენ.

ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა საპროტესტო აქციას ბოლო რამდენიმე დღეა მართავს. 

 

 

 

ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა საბჭო დატოვა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა, განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ, რომელიც ავტორიზაციის საბჭოს წევრიცაა, საბჭო დატოვა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს.  შალვა ტაბატაძე საბჭოს დატოვების მიზეზად შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ასახელებს.

„შაჰინის სკოლა-ლიცეუმში დღეს სწავლის პროცესი შეჩერდა. შაჰინის სკოლის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით დუმილს ვინარჩუნებდი, მიუხედავად ჟურნალისტების თუ სხვათა თხოვნისა კომენტარი გამეკეთებინა. ჩემი დუმილი გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ საბჭოს წევრი გახლდით და მიმაჩნდა, რომ სწორედ საბჭო იყო ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა და იქ იყო მნიშვნელოვანი პოზიციების დაფიქსირება. საბჭოში მიმდინარე განხილვაზე საჯარო საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტულად მიმაჩნია და ამიტომ დღესაც არაფერს ვამბობ იქ არსებულ ვითარებაზე. რამდენიმე საკითხი მინდა მხოლოდ მოკლედ ვთქვა და აქ დავამთავრებ. მე, როგორც ავტორიზაციის საბჭოს წევრს, შაჰინის სკოლის საკითხთან დაკავშირებით პირადად 3 მიზანი მქონდა:

(1) მაქსიმუმი გამეკეთებინა სკოლისთვის ავტორიზაციის შესანარჩუნებლად; (2) შემენარჩუნებინა ავტორიზაციის საბჭოს, როგორც ინსტიტუტის ავტორიტეტი; (3) თუ პოლიტიკური საფუძველი გააჩნდა შაჰინის სკოლის საკითხს და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით შეიქმნებოდა რაიმე ტიპის უთანხმოება, ოპტიმალური ვარიანტი იყო საქმის სასამართლოში ხანგრძლივად გადატანა. სამივე ეს ურთიერთდამოკიდებული მიზანი მარტივად მისაღწევი იყო, მიუხედავად ამისა, საბჭომ იმ დღესვე მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო.

რა თქმა უნდა, მეორე დღესვე მე საბჭო ოფიციალურად დავტოვე და შევიწყვიტე საბჭოს წევრის უფლებამოსილება. ერთსაც ვიტყვი, შაჰინის სკოლას ვერ ედავებოდნენ და ვერც შეედავებოდნენ საგანმანათლებლო სტანდარტებთან შეუსაბამობას. ედავებოდნენ ჩარიცხვის წესის დარღვევას, რაც სამართლებრივად ძალიან საკამათო იყო და საბჭოს არც გააჩნდა კომპეტენცია სამართლებრივად სწორად შეეფასებინა იყო თუ არა დარღვევა და მეორე მხრივ, თუ დარღვევა იყო, სკოლაზე დიდი წილი ამ დარღვევაში იმავე საბჭოს მიუძღოდა, რომელმაც ავტორიზაცია შეუჩერა სკოლას, აღარაფერს ვამბობ, რამდენად არის ის დარღვევები არსებითი ავტორიზაციის შესაჩერებლად. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ,“- წერს სოციალურ ქსელში შალვა ტაბატაძე.

შალვა ტაბატაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ავტორიზაციის საბჭო, რომელიც დღევანდელი ფორმით არსებობს, მიუკერძოებელი ვერ იქნება. „ადამიანები, რომლებიც რაიმე ფორმით არიან დაკავშირებულნი განათლების სამინისტროსთან ან არიან კერძო სკოლების დირექტორები, ვერ იქნებიან ბოლომდე დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში. მე რომ ვიყო, მაგალითად, რომელიმე სკოლის დირექტორი, ჩემი პოზიცია მყარი ვერ იქნება. ამიტომ, საბჭო უნდა იყოს დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ადამიანებით, ვინც  მიუკერძოებლად შეძლებს გადაწყვეტილებების გამოტანას,“-გვეუბნება ის.

ავტორიზაციის საბჭოში ცხრა წევრია, მათგან მხოლოდ ორი – შალვა ტაბატაძე და გიორგი გახელაძე – იყო ავტორიზაციის შეჩერების წინააღმდეგი. ავტორიზაციის საბჭომ შაჰინის სკოლას ავტორიზაცია 3 თებერვალს შეუჩერა.

ამავე თემაზე:

ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცერსი შეაჩერა;

ავტორიზაციის საბჭოს წევრი შაჰინის კოლისთვის ავტორიზაციის გაუქმებაზე;

შაჰინის სკოლის დირექტორი: „ეჭვი გვაქვს, სკოლის დახურვა პოლიტიკური საკითხია“.

 

 

განათლების სამინისტროს კონკურსი სტუდენტების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების სამინისტრო სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს. დაფინანსება გამოცხადდა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2016 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

სამინისტროში განცხადებების მიღების ვადა 2017 წლის 13 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლითაა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც

  • ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
  • ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71% -სა;

დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:

  • სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
  • დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი;
  • სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები აჭარის განათლების სამინისტროში უნდა წარმოადგინონ.

სრუდენტების დაფინანსება „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

 

 

აქციის მონაწილე მშობლებს განათლების მინისტრი და მთავრობის აპარატის უფროსი შეხვდნენ

„მთავრობის აპარატის უფროსსა და აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს შევხვდით. შევთანხმდით, რომ სამართლებრივად, სასამართლოს გზით გადაწყდება ეს ყველაფერი. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა ვერ ჩაერევა ამ საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა შევთანხმდით, ჩვენთან ექნებათ კომუნიკაცია,“-გვეუბნება საპროტესტო აქციაში მონაწილე ერთ-ერთი მშობელი, შორენა აბულაძე.

საპროტესტო აქციის მონაწილე მშობლებს აჭარის მთავრობის აპარატის უფრო და განათლების მინისტრი შეხვდა
საპროტესტო აქციის მონაწილე მშობლებს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი და განათლების მინისტრი შეხვდნენ.

კიდევ ერთი მშობელი, რომელიც მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, ირაკლი ბერიძეა.  როგორც იგი ამბობს, აჭარის მთავრობიდან ნაწილობრივ მხარდაჭერას გრძნობს.

„ამ შეხვედრიდან ის აზრი გამოვიტანე, რომ მთავრობიდან მხოლოდ ნაწილობრივ მხარდაჭერას ვგრძნობთ. რაც გამოიხატება იმაში, რომ საჭიროა ამ საკითხში ბოლომდე გარკვევა და ვთხოვეთ ავტორიზაციის საბჭოსთან შუამდგომლობა. იქნებ რამენაირად მოხდეს გადაწყვეტილების გადახედვა,“- ირაკლი ბერიძე.

მშობლები მთავრობის გარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერასაც ითხოვენ.

ირაკლი ბერიძე. მშობელი.
ირაკლი ბერიძე, მშობელი.

 

„ჩვენ ვიცავთ მხოლოდ ჩვენი შვილების ინტერესებს, დანარჩენს სკოლა და სასამართლო გაარკვევს ერთმანეთში“.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაციის საბჭომ ფუნქციონირება 3 თებერვალს შეუჩერა.

ანზორ თხილაიშვილი არქივის უფროსის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ანზორ თხილაიშვილი, არქივის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. იგი სავარაუდოდ ფინანსურ მიმართულებას ჩაიბარებს.

„ეს იყო ჩემი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, როცა დასაყრდენი პიროვნება არის შენ გვერდით. ბატონი ანზორი ძალიან კომპეტენტურია“, – გვიპასუხა არქივის სამმართველოს უფროსმა, მაკა ივანიშვილმა.

რატომ მიიჩნია მთავრობამ ფინანსურ ნაწილში კომპეტენტურად უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი? – კითხვაზე მაკა ივანიშვილმა გვითხრა, რომ კიდევ ორი მოადგილეა შესარჩევი და ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ რა მიმართულებით იმუშავებს: „არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, სამეცნიერო მიმართულებით იმუშაოს. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ვინ იქნებიან სხვა მოადგილეები “.

აჭარის არქივის სამმართველოს უფროსის მოადგილედ რამდენიმე თვის წინ აღადგინეს ნარგიზ ბასილაძე. მან აჭარის მთავრობას საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოუგო და სამსახურში აღადგინეს. ნარგიზ ბასილაძე 2013 წელს გაათავისუფლა არქივის მაშინდელმა უფროსმა, გურამ სალაძემ. აჭარის ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ  კი ყველა მოადგილე ავტომატურად გათავისუფლდა თანამდებობიდან.

„დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“ – შაჰინის სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქცია ბათუმში

„შაჰინი, შაჰინი, დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“ – ამ სიტყვებით სკანდირებენ შაჰინის სკოლის მოსწავლეები აჭარის მთავრობის სახლის წინ. ისინი ამ წუთებში აჭარის მთავრობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ მშობლებთან ერთად და მოითხოვენ სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგეს.

„ამ სკოლაში სწავლობს ჩემი შვილი და ვაპროტესტებ, რომ მას სწავლის უფლება წაართვეს. თუკი სასამართლო არ მიიღებს ამ სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენის გადაწყვეტილებას, ჩვენ უკიდურეს ზომებს მივიღებთ,“- გვეუბნება აქციის მონაწილე ერთ-ერთი მშობელი ოლეგ ქათამაძე.

მშობლების თქმით, უკიდურესი ფორმა საპროტესტო აქციების გაგრძელება იქნება.

„თუ სასამართლო იქნება სამართლიანი და არ მოახდენენ მასზე ზეწოლას, მაშინ სკოლამ ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს. ჩვენ ყველა საბუთი გვაქვს იმისთვის, რომ სკოლამ გაიაროს ავტორიზაცია და ჩვენმა შვილებმა სწავლის გაგრძელება შეძლონ. ყველა ზომას მივმართავთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილების უფლებები დავიცვათ,“- ამბობს ნანა ბოლქვაძე.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაციის საბჭომ ფუნქციონირება 3 თებერვალს შეუჩერა. ავტორიზაციის შეწყვეტის მიზეზად სკოლაში მოსწავლეების ჩარიცხვის არასწორი წესი დასახელდა.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები და მშობლები სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტას აპროტესტებენ ფოტო: ლელა დუმბაძე
შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები და მშობლები სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტას აპროტესტებენ.
ფოტო: ლელა დუმბაძე
შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები და მშობლები სკოლის დახურვას აპროტესტებენ ფოტო: ლელა დუმბაძე
შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები და მშობლები სკოლის დახურვას აპროტესტებენ.
ფოტო: ლელა დუმბაძე
შაჰინის კოლის მოსწავლეები. ფოტო: ლელა დუმბაძე
შაჰინის კოლის მოსწავლეები.
ფოტო: ლელა დუმბაძე
აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცესი შეაჩერა

დღეს, 13 თებერვალს, ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცესი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერა. თუმცა, სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია საბჭოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და სარჩელის სასამართლოში შეტანას რამდენიმე საათში გეგმავს.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ ოფიციალურად აღარ გვაქვს სწავლის გაგრძელების უფლება. სარჩელი დღეს შეგვაქვს  თბილისის საქალაქო სასამართლოში, მშობლები სკოლაში არიან მოსული და ბავშვების ნაწილიც მოვიდა, თუმცა სასწავლო პროცესი აღარ მიმდინარეობს. სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, შეწყდეს თუ არა ავტორიზაციის საბჭოს  ადმინისტრაციული აქტის მოქმედება,“ – ამბობს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი, ელგუჯა დავითაძე .

ელგუჯა დავითაძის თქმით, ბავშვების მშობლები სკოლაში რჩებიან და ისინი არ აპირებენ ბავშვების სკოლიდან გაყვანას. „ჩვენ ბოლო წუთამდე დაველოდებით პროცესებს, რომ ბავშვებს სკოლა შევუნარჩუნოთ,“ – ამბობს დირექტორი.

განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია 3 თებერვალს შეუჩერა. მიზეზად მოსწავლეების არასწორი ჩარიცხვის წესი სახელდება. თუმცა, სკოლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მათ წინააღმდეგ  პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

რის აშენება იგეგმება ბარათაშვილის #24-ში

12 თებერვალს ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, ისტორიული შენობის დემონტაჟი ისე დაიწყეს, რომ კომპანიას, რომელიც ამ ადგილას 7-სართულიანი სახლის აგებას გეგმავს, მერიისგან დემონტაჟის ნებართვა არ ჰქონდა.

მერიაში ამბობენ, რომ კომპანია, სავარაუდოდ, დაჯარიმდება, თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, რომ სახლის პროექტი, რომელიც ბარათაშვილის #24-ში უნდა აშენდეს, უკვე შეთანხმებულია. 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეს ტერიტორია კომპანია „დარ ბილდინგს“ ეკუთვნის. კომპანიის ფეისბუქგვერდსა და ვებგევრდზე განთავსებულია სახლის პროექტი, რომლის აშენებაც ბარათაშვილის ქუჩაზე იგეგმება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აქ შენდება DAR REZIDENCE – ბუტიკის ტიპის ელიტარული საცხოვრებელი სახლი. კომპანიის ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ მშენებლობა 2019 წლის ივლისში უნდა დასრულდეს.

შენობის პროექტი, რომლის აგებასაც კომპანია ბარათაშილის 24-ში გეგმავს
შენობის პროექტი, რომლის აგებასაც კომპანია ბარათაშვილის 24-ში გეგმავს

____

ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, მდებარე ისტორიულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა.

სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა: 2014 წლის 3 ივნისს საბჭომ გადაწყვიტა, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, იმავე წლის ბოლოს კი საბჭო ხელახლა შეიკრიბა და გადაწყდა, სახლს ძეგლის სტატუსი არ მინიჭებოდა.

საბჭოს ორი, სხვადასხვა გადაწყვეტილება ორ დასკვნას ემყარებოდა. პირველი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სახლი ძეგლის სტატუსს იმსახურებდა მისი ნიშან-თვისებების გამო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა. მეორე დასკვნა, სადაც ეწერა, რომ შენობას ძეგლის გამოხატული ნიშან-თვისებები არ აქვს, შენობის მესაკუთრის მიერ მოწვეული ხელოვნებათმცოდნის მიერ იყო მომზადებული, თუმცა სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ სწორედ ამ უკანასკნელის რეკომენდაცია გაითვალისწინა.

 

ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24 დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო
ბარათაშვილის #24 დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო

______

2016 წლის მიწურულს ბათუმში, ბარათაშვილის #24-ის მოპირდაპირე მხარეს, ბარათაშვილის #26-ში დაანგრიეს ორსართულიანი სახლი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იდგა ქალაქში.  სახლი წლების წინ დიმიტრიადების ოჯახს ეკუთვნოდა, სწორედ ოჯახის შთამომავალი იყო ცნობილი დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი, ბათუმის, თბილისისა და ათენის საპატიო მოქალაქე, რომელიც ბავშვობაში ბათუმის კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა.  ამ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსის აგება უკვე დაწყებულია.

ბარათაშვილის #26 დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო
ბარათაშვილის #26 დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო

ბათუმის მერია: ბარათაშვილის #24-ში დემონტაჟზე ნებართვა არ გაგვიცია, თუმცა პროექტი შეთანხმებულია

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ ბათუმის მერიას არ გაუცია ბარათაშვილის #24-ში მდებარე შენობის დემონტაჟის ნებართვა.

ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი აქვე დასძენს, რომ სახლის პროექტი, რომელიც უნდა აიგოს ბარათაშვილის #24-ში, შეთანხმებულია, თუმცა კომპანიას მერიაში ჯერ არ შეუტანია განაცხადი მშენებლობის ნებართვაზე.

„პროექტი შეთანხმდა შარშან. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად. პირველი და მეორე სტადია გავლილი აქვს, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, მაგრამ მშენებლობის ნებართვაზე ჯერ არ მოუმართავთ. მოგვმართეს მხოლოდ დემონტაჟის ნებართვაზე, რაზეც ჯერჯერობით არ გვაქვს გაცემული.“

ბარათაშვილის #24-ში კომპანია „დარ ბილდინგი“ გეგმავს 7-სართულიანი სახლის მშენებლობას.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის თქმით, ამ წუთებში ბარათაშვილის #4-ში მუშაობს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი, დემონტაჟი შეჩერებულია და სავარაუდოდ, კომპანია დაჯარიმდება.

ამავე თემაზე: 

ბათუმში ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრიეს

ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ხარჯთაღრიცხვა ორ თვეში უნდა მომზადდეს

„სპორტული კომპლექსი წარმოადგენს არაოლიმპიურ საწვრთნელ ე.წ. „სასპორტო სკოლის“ კომპლექსს, სამაყურებლო დარბაზით“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც შპს „სტადიონს“ ბათუმში  სპორტსკოლის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული.

სპორტული კომპლექსი ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე აშენდება. აქ 15 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში მიმდინარე წლის 11 იანვარს გადასცა. სავარაუდო საერთო სამშენებლო ფართობი კი 21 500 კვ/მ იქნება. ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომები [არანაკლებ 120 ადგილი, მათ შორის ავტობუსებისთვისაც].

ახალაშენებულ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება კაფე + სამზარეულო, საკონფერენციო დარბაზი არანაკლებ 35 ადგილზე; სასტუმრო 80 საწოლზე; შენობაში უნდა განთავსდეს ასევე ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები, სამედიცინო პუნქტ(ებ)ი, საუნა, სასტუმროსა და ადმინისტრაციის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის დამხმარე სამყოფები, სათავსოები და ა.შ.

შენობაში განთავსდება უნივერსალური დარბაზი:

  • მოედნის ზომა 60X40;
  • სიმაღლე მინ 20მ – მაქ. 24 მ;
  • მაყურებელთა რაოდენობა 2500-2700;
  • ნაგებობაში განთავსდება მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სამყოფები [მაგალითად: ტელეკამერებისა და VIP ადგილები, ფოიე თავისი საევაკუაციო გასასვლელებით, გასახდელები, სანკვანძები სპორტსმენებისათვის და მაყურებლებისათვის, ტექნიკური სათავსები, საწყობები ინვენტარისათვის და ა.შ.]

გარდა ამისა, შენობაში განთავსდება: სპორტული ტანვარჯიშის, თავისუფალი ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნების, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, ტაეკვონდოს, ჭადრაკისა და სპორტული ცეკვების დარბაზები.

ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე შპს „სტადიონმა“ ტენდერი ახლახან გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა ნახევარ მილიონზე მეტი – 525 ათასი ლარია.

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 15 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მომზადდეს. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ სპორტსკოლის მშენებლობაზე.


ბათუმში ახალი სპორტსკოლის აშენება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც აჭარის მთავრობამ ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის ტერიტორიის ნაწილი ორბი ჯგუფს მიყიდა; სპორტული სექციები კი სხვადასხვა შენობაში გადაანაწილეს.

შპს „სტადიონი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის საფეხბურთო სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის მიზნით შექმნა. საავადმყოფოს მშენებლობა დაწყებულია, საფეხბურთო სტადიონისა კი – არა.

 

 

 

300 სამუშაო ადგილი ჯიპიაი ჰოლდინგისგან – დასაქმების კვირეული საქართველოს დიდ ქალაქებში

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში 300 საცალო გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს. ამჯერად დასაქმების პროგრამა თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს. დასაქმების კვირეული 20 თებერვალს დაიწყება და ფორუმები საქართველოს  5 ქალაქში ჩატარდება.

  • „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაინტერესებულ კანდიდატებს წელსაც სთავაზობს უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში.

  •  300 სამუშაო ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით – შანსი ყველა მოტივირებული, აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანისთვის დასაქმდეს ჯიპიაიში.

ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, აქვს შესაძლებლობა გახდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროფესიონალთა გუნდის წევრი.

პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღუარებად სამსახურს სთავაზობს. სწავლების პროცესში ანაზღაურება 400-ს შეადგენს და მუდმივად მზარდია, გაყიდვების სპეციალისტის გამოცდილებიდან და პორტფელიდან გამომდინარე.

ყველა წარმატებულ და მონდომებულ კანდიდატს ეძლევა კიდევ ერთი შანსი, შეიქმნას წარმატებული კარიერა ერთ-ერთ ლიდერ სადაზღვევო კომპანიაში.

2016 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური დასაქმების ფორუმი უკვე გამართა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ 200 ადამიანი აიყვანა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ჯიპიაი ჰოლდინგში.

photo350x272
 „ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული გამოცდილება, რომელმაც ადასტურებს დასაქმების პროგრამის ეფექტურობას. შარშანდელი დასაქმების ფორუმის შედეგად „ჯიპიაი ჰოლდინგში“ 200 მონდომებული ადამიანი დავასაქმეთ და სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები დღეს წარმატებულ კარიერას ქმნიან. წლევანდელი დასაქმების კვირეული არის კიდევ ერთი შანსი ნებისმიერი შრომისმოყვარე, აქტიური და მონდომებული ადამიანისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ
გაძლევთ საშუალებას, დაეუფლოთ ახალ პროფესიას, გთავაზობთ უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესშიც კი.ამბობს პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.

 „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმები ჩატარდება:

  • ქუთაისი – 20 თებერვალი;
  • ფოთი და ზუგდიდი – 21 თებერვალი;
  • ბათუმი – 22 თებერვალი;
  • თბილისი – 24-25 თებერვალი (საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში. მის: წერეთლის გამზ. 118. დასაქმების მსურველები უნდა მობრძანდნენ 10:00-დან 18:00 სთ-მდე).
„ჯიპიაი ჰოლდინგი“
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  
info@gpih.ge

ბათუმში ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრიეს

12 თებერვალს ბათუმში დაანგრიეს ბარათაშვილის ქუჩის #24-ში მდებარე შენობა, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იყო აგებული.

ამ სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ ორჯერ განიხილა: 2014 წლის 3 ივნისს საბჭომ გადაწყვიტა, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მინიჭებოდა, იმავე წლის ბოლოს კი საბჭო ხელახლა შეიკრიბა და გადაწყდა, სახლს ძეგლის სტატუსი არ მინიჭებოდა. საბჭოს ორი, სხვადასხვა გადაწყვეტილება ორ დასკვნას ემყარებოდა. პირველი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სახლი ძეგლის სტატუსს იმსახურებდა მისი ნიშან-თვისებების გამო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით მომზადდა. მეორე დასკვნა, სადაც ეწერა, რომ შენობას ძეგლის გამოხატული ნიშან-თვისებები არ აქვს, შენობის მესაკუთრის მიერ მოწვეული ხელოვნებათმცოდნის მიერ იყო მომზადებული, თუმცა სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ სწორედ ამ უკანასკნელის რეკომენდაცია გაითვალისწინა. 

ამ ადგილას 7-სართულიანი, მრავალფუნქციური სახლის აგება იგეგმება. საჯარო რეესტრის ინფორმაციის თანახმად, ეს ტერიტორია “დარ ბილდინგს“ ეკუთვნის.

ასე გამოიყურებოდა შენობა დანგრევამდე:

ბარათაშვილის #24, შოთა გუჯაბიძის ფოტო
ბარათაშვილის #24, შოთა გუჯაბიძის ფოტო

ბარათაშვილის #24 დღეს:

ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24
ბარათაშვილის #24

ამავე თემაზე: 

ისტორიული სახლების ნგრევის სერია ბათუმში

 ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი ეკლესია ჩამოინგრა

 

ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები: რეალურად შეფასდეს მიწა, მოგებას არ ვითხოვ

ბათუმში, ხიხანის ქუჩაზე საპროსტესტო აქციები გრძელდება. ამ ქუჩაზე საქართველოს ელექტროსისტემას ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზი გაჰყავს, რომელიც აქ მცხოვრებთა საკუთრებაზე გაივლის. კომპანია მოსახლეობას კომპენსაციას სთავაზობს, თუმცა აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ თანხა დაბალია. „ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, პროფესიით პედაგოგ თამაზ ვანაძეს ესაუბრა.

ბატონო თამაზ, დღეს, 10 თებერვალს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნა ისევ კომპენსაციის გაზრდა იყო?

არასათანადო კომპენსაციას დაემატა ადამიანის უფლების შელახვის ფაქტები. ასამდე ადამიანი ვიყავით აქციაზე და 400-მდე პოლიციელი იყო.  მოხდა შეხლა-შემოხლა, ერთი ქალი დაზიანდა ამ დროს, ერთი მოქალაქე კი დააკავეს.

მივმართავთ ყველას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობას – მოგვაქციონ ყურადღება, მთავრობას ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მივმართეთ წერილით, რომელსაც 40-ზე მეტი მოქალაქე აწერდა ხელს, მითითებულია იქვე ტელეფონის ნორმები, თუმცა აქამდე პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს.

ხიხანის ქუჩაზე სულიკო გვიანიძის [10 თებერვალს გვიანიძე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობს ექსპროპრიაციის წესი შეეხო, რაც სახელმწიფოს მიერ მოქალაქისთვის საკუთრების იძულებით ჩამორთმევას გულისხმობს]  საკუთრების გარდა სხვას შეეხო ექსპროპრიაციის წესი?   

როგორც ვიცი, სხვას არ ეხება. აქ ანაზღაურება ისეთია, ეს პროტესტი კი არა, იყო ყველაზე მცირე რამ, რისი გამოხატვაც ადამიანს ასეთ შემთხვევაში შეუძლია.

საქართველოს ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ კომპენსაციის თანხა შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან. რა თანხაზეა საუბარი შეგიძლიათ გვითხრათ?

გეტყვით. 7 ლარიდან იწყება ათვლა და ადის მაქსიმუმ 20 ლარამდე. დღეს, როცა პროცესი გამწვავდა, ავიდნენ 24 ლარზე, ოთხი ლარი მოუმატეს. გეკითხებით, ამ თანხად როგორ უნდა გაყიდოს ადამიანმა ქალაქში მიწა. მითხრეს, ჩვენ არ ვერევით, მოვა ინვესტორი და გაგესაუბრებათო. ნარგავები მაქვს, გაარკვიეს მსხომიარობა, რაოდენობა, ფასი. სახლი მაქვს ხის. ამ თემაზე ლაპარაკი რომ დაიწყო, მაშინ მითხრეს, არ გააკეთო, არ ღირსო. მერე კი, ფასის დათვლისას, ჩვენ რას გვიჯერებდი, გაგეკეთებიაო – ასე თქვეს.

440 კვმ ფართობის მიწა მაქვს, 22 ნარგავი ხეხილის სახით, კოტეჯი, 50 მეტრი რკინის მესერი. 1000 ლარს მთავაზობენ. სახლის გაკეთება არ შემეძლება, ნარგავები იჭრება. ასეთ პირობებში იცხოვრება?!

ხიხანის ქუჩაზე ვინმე თანახმაა შემოთავაზებულ საკომპენსაციო თანხაზე?

ასეთი იქნება დაახლოებით ერთი პროცენტი, 99 პროცენტი წინააღმდეგია. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის ბიუროს, სადაც წერია, რომ 1 კვ.მ მიწის ფართობი ჩვენს ქუჩაზე შეფასებულია 35 აშშ დოლარად. ჩვენ მაგას არ ვცნობთ, ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტი გვყავსო.

რა ვიცი, როცა სჭირდება [სახელწიფოს] ყოველთვის ეყრდნობა სამხარაულის დასკვნას.

სასამართლოსთვის მიმართვას აპირებთ? „ელექტროსისტემაში“ ამბობენ, რომ უმჯობესია სასამართლოში გააგრძელოთ დავა.

ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ, როგორ მოვიქცევით, ინდივიდუალურად მივმართავთ თუ ერთად, მაგრამ მიჩნდება კითხვა, როგორ ვენდო სასამართლოს? რატომ მიგვითითებენ სასამართლოზე, თუ მათ ზურგს არ უმაგრებენ?  მე სისტემის არ მჯერა.

42 წლის კაცი ვარ, აქამდე არასდროს მქონია შეხება პოლიციასთან, ეს არის პირველი შემთხვევა. მე მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ყველას ხმა მივაწვდინო, მოგვაქციონ ყურადღება. მე ვარ რიგითი მოქალაქე, რომელიც იცავს სახელწიფოს ინტერესებს. სახელწიფოს ვჭირდები – ჩემი თავი ენაცვალოს, მაგრამ მეც ხომ მოქალაქე ვარ, რატომ დგება ჩემს ინტერესებზე მაღლა კომპანიის ინტერესები?! არ ვითხოვ მოგებას, ვითხოვ ნორმალურ შეფასებას მიწის ღირებულების. ის კი არა, რომ შენ ხარ ხელისუფლება, გაქვს ძალაუფლება და მაიძულებ მე ათას ლარში დავთმო მიწა. უსამართლობაა ეს.  მე სხვა არაფერი შემიძლია, ერთი იარაღი მაქვს – სიმართლე. ყველა არასამთავრობო ორგანზიაციას ვთხოვ, ჩაერთოს ამ საქმეში.

ფოტოზე: აქცია ხიხანის ქუჩაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ამავე თემაზე: 

აქციაზე დაკავებული მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არაადეკვატურ ფასს სთავაზობს

აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით 

აფეთქება ქობულეთში – გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს

10 თებერვალს, ღამით, ძლიერი აფეთქება მოხდა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, აფეთქება, სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.

მსხვერპლი არ არის.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა

10 თებერვალს კლინიკა “მედინაში”  59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა. ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა. მეან-გინეკოლოგის, კლინიკის ხელმძღვანელის, ჯუმბერ უნგიაძის თქმით, დედა და ახალშობილი კარგად გრძნობენ თავს.

ახალშობილი ვაჟია. როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, წყვილს დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა შვილი. ბავშვის მამა დაახლოებით 60 წლისაა.

 

თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვის

თიბისი ბანკი აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ გაიღრმავონ ცოდნა აგრომენეჯმენტის მიმართულებით. ტრენინგები უკვე ერთ წელზე მეტია, აქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ტარდება და მას მოწვეული ექსპერტები უძღვებიან, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ თანამედროვე მეურნეობების მართვაში.

რატომ გადაწყვიტა თიბისი ბანკმა სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების დატრენინგება და  კონკრეტულად, რა მიმართულებით შეუძლიათ ფერმერებს ცოდნის გაღრმავება – თემაზე თიბისი ბანკის  აგრობიზნესის მართვის ჯგუფის უფროსი, ვეფხვია ლომინაშვილი გვესაუბრება.

რატომ გადაწყვიტა თიბისი ბანკმა აგროსექტორში ჩართული პირების დატრენინგება და რამდენი ხანია, რაც თიბისი ბანკი ამ მიმართულებით ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებას?

თიბისი ბანკი ლიდერი ბანკია აგროდაკრედიტების ბაზარზე. ჩვენს მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ როგორც მსხვილი ფერმერები, ასევე წვრილ საოჯახო მეურნეობით დაკავებული პირები. მეურნეობების წარმატებისათვის საჭიროა მისი არა მხოლოდ ფულადი სახსრებით  უზრუნველყოფა, არამედ მეურნეობობის რესურსების სწორი და რაციონალური განკარგვა. არ აქვს მნიშვნელობა საქმე გვაქვს მსხვილ ფერმერულ თუ წვრილ საოჯახო მეურნეობასთან.  დღეს ფერმერები ამ მხრივ ინფრომაციის სიმწირესაც განიცდიან. სწორედ ამან გვიბიძგა, დაგვეწყო ტრენინგების სერია აგროსექტორში ჩართული პირებისთვის,  რომლის მეშვეობითაც უზრუნველვყოფდით მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას აგრომენეჯმენტის საკითხებზე. ტრენინგები დავიწყეთ გასული წლის დასაწყისიდან და ის დღემდე მიმდინარეობს.

რა თემებს მოიცავს ტრენინგები, ვინ უძღვება მათ და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება?

ტრენინგების პირველ ნაწილი მოიცავს აგრომეურნეობის ფინანსური დაგეგმვისა და მართვის საბაზისო საკითხებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ეკონომიკურ შეფასებას – წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების სწორად განსაზღვრას და მეურნეობის მოგება-ზარალს, სესხის აღების მიზანშეწონილობას, მისი მოცულობის და ეფექტის სწორად განსაზღვრას.

ტრენინგებს უძღვებიან მოწვეული ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე მეურნეობების მართვაში როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ტრენინგები ტარდება ფაქტობრივად საქართველოს ყველა რეგიონში და მასზე დასწრება შეუძლია თიბისი ბანკის იმ კლიენტებს, რომლებიც აგროსაქმიანობით არიან დაკავებული. ტრენინგები სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ.

რამდენად დიდია ტრენინგების მიმართ ინტერესი სოფლის მეურნეობაში ჩართული პირების მხრიდან?

ინტერესი საკმაოდ დიდია. ძალიან ხშირია, როდესაც ტრენინგზე მონაწილე ფერმერების სურვილით, პრაქტიკული გაანგრიშებები კეთდება კონკრეტულად მათი მეურნეობების მაგალითებზე. ეს კი ბუნებრივია, ფერმერების მხრიდან  დიდ ინტერესს იწვევს. თითოეულ ტრენინგს დაახლოებით 30 დაინტერესებული პირი ესწრება. დღესდღეობით უკვე 1000-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტრენინგში და გაიღრმავა ცოდნა თავისი საქმიანობის მიმართულებით.

როგორ ხდება რეგისტრაცია და როგორ შეუძლია მოსახლეობას შეიტყოს კონკრეტული ტრენინგისა და მისი განრიგის შესახებ?

ტრენინგების შესახებ ინფორმაცის მიღება, ასევე ტრენინგზე ჩაწერა კლიენტებს  თიბისი ბანკის ფილიალებში შეუძლიათ.

როგორც ცნობილია, თიბისი ბანკი აგროსექტორის განვითარების ხელშესაწყობად ტრენინგების გარდა სხვა  პროექტებსაც  ახორციელებს. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ,  რა პროექტებზეა საუბარი?

გასული წლის შემოდგომაზე ჩვენ ბაზარზე გამოვიტანეთ ახალი უნიკალური პროდუქტი აგროსაინვესტიციო სესხი, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ხორციელდება და ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე ტიპის მრავალწლოვანი ბაღების, პლანტაციების გაშენებას.  ამ პროდუქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ კონკრეტული პროექტის განხილვის დროს ძირითად ფინანსურ გათვლებს ჩვენ ვაკეთებთ არა მიმდინარე, არამედ სამომავლოდ, გაშენებული ბაღებიდან მისაღებ შემოსავლებზე. ეს კი  დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით და სესხის ძირითადი თანხების გადახდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც მის მიერ გაშენებული ბაღი შევა კომერციულ მსხმოიარობაში.

პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების მოცულობამ უკვე 5 მილიონ ლარს გადააჭარბა. დაფინანსებულია თხილის, კაკლის, ვაშლის, კივის და მოცვის ბაღების გაშენება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები აგროსექტორის განვითარების ხელშესაწყობად? გეგმავს თუ არა თიბისი ბანკი ახალი პროექტების განხორციელებას  ამ მიმართულებით?

ჩვენ ვართ მუდმივად ახლის ძიების პროცესში. ისევე როგორც შარშან, წელსაც ვგეგმავთ ბაზარზე გამოვიტანოთ ახალი, ინოვაციური პროდუქტები, რომელიც  კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს  ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ამ ეტაპზე, კონკრეტული პროექტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა აგროსექტორში ჩართულ პირებს ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ.

ავარიის შედეგად სამარშრუტო მიკროავტობუსი ამოყირავდა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. აქედან ერთი სამარშრუტო იყო, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მიკროავტობუსში ბევრი მგზავრი არ იმყოფებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ადამიანი, სავარაუდოდ ცოლ-ქმარი გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცავები მუშაობენ.

IMG_20170210_230744
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა / 10.02.2017 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

IMG_20170210_230823IMG_20170210_230248IMG_20170210_230819

 

 

ქობულეთში ქალის გაუპატიურებაში ნათესავს ადანაშაულებენ

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, დეიდაშვილის შვილმა გააუპატიურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ნათესავმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა. პოლიციაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როცა ოჯახის ახლობლებმა 26 წლის მამაკაცს ქალის ცოლად შერთვა კატეგორიულად მოსთხოვეს.

“ბათუმელებს” სოფელში უთხრეს, რომ ქალმა არ იცის თვლა, საათის ცნობა და ასე შემდეგ: “რამდენიმე დღის წინ, სახლიდან მოულოდნელად გავიდა და უკან მეორე დღეს დაბრუნდა. უთქვამს, რომ სახლიდან გასვლამდე ტელეფონზე ვიღაც ბიჭი გაეცნო და გარეთ გასვლა სთხოვა.

„უცნობი ბიჭი“ მისი დეიდაშვილის შვილი აღმოჩნდა, რომელიც დაზარალებულთან სოფელში ტაქსით ასულა. სავარაუდო დამნაშავემ მანქანით ქალი ქობულეთში, ერთ-ერთ საზაფხულო კოტეჯში მიიყვანა.“

სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ქალი ფიზიკური დაზიანებებით მეორე დღეს საკუთარ სახლში ისევ ნათესავს აუყვანია – ვიღაცას გაუუპატირებია და სადგურთან ვიპოვეო.

“ნათესავს დანაშაულის აღიარება მას შემდეგ მოუწია, როცა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა  თქვა, რომ, თურმე, ქალის ოჯახთან ახლოს გაჩერებული ტაქსი დაინახა და მანქანის ნომერიც ახსოვდა. ამის შემდეგ ქალის დეიდაშვილის შვილმა აღიარა, რომ მასთან ერთად ქალი რამდენიმე სხვა მამაკაცმაც გააუპატიურა. ეს ინფორმაცია ნათესავებს თავად ტაქსის მძღოლმაც დაუდასტურა”, – უთხრეს “ბათუმელებს” სოფელში.

ოჯახმა ახლობლების გადაწყვეტილებით, მამაკაცს ქალის ცოლად შერთვა მოსთხოვა. ამ ისტორიის შესახებ ინფორმაცია ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გუშინ საღამოს შევიდა, მას შემდეგ, როცა მამაკაცმა ქალის ცოლად შერთვაზე უარი თქვა.

„გუშინ, 9 თებერვალს, შემოვიდა ინფორმაცია პოლიციაში. დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

137-ე მუხლი გაუპატიურებას გულისხმობს და ისჯება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

 

 

 

ზურაბ პატარაძემ ქედაში ორ ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადასცა

10 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისში მცხოვრებ ნუგზარ ციციანიძისა და ჯალაბაშვილებში მცხოვრებ ქაზიმ ცინცაძის ეკომიგრანტ ოჯახებს დაბა ქედაში, „სოციალურ სახლში“ ბინები გადასცა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, მალე 23 ეკომიგრანტი ოჯახი ბინას ხელვაჩაურში მიიღებს.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 100-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ბინა. ამავდროულად მიმდინარეობს მუშაობა ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობაზე, სადაც რამდენიმე თვეში 23 ოჯახი მიიღებს ბინას“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

 

 

უმაღლეს საბჭოში მესამედ – რის გაკეთება ვერ მოასწრო ასმათ დიასამიძემ

10 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა ლევან ვარშალომიძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით ასმათ დიასამიძე შევა, სიის მეექვსე ნომერი.

ეს უკვე მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოა, რომლის წევრიც ასმათ დიასამიძე გახდება. რის გაკეთება ვერ მოასწრო წინა ორი მოწვევის უმაღლეს საბჭოში, 8 წლის მანძილზე, ასმათ დიასამიძემ და რა ინიციატივები ექნება ახლა? – მომავალი დეპუტატი ამბობს, რომ იგი ძირითადად განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე იქნება ორიენტირებული.

„პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, ვფიქრობ, რომ იქნება კულტურული მემკვიდრეობის კუთხით. ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ძეგლის სტატუსის მატარებელ სახლებში, არ აქვთ უფლება შეაკეთონ სახლი. მე არ ვამბობ, რომ უნდა დაირღვეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი, მაგრამ უნდა მოხდეს მისი გამაგრება და თუ სახელმწიფო იცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს მის გამაგრებაზე, გამყარებაზე ან უნდა შეიქმნას კონკრეტული ჯგუფი და მიეცეს ამ ძეგლში მცხოვრებლებს საშუალება, შეასრულონ ეს სამუშაოები ისე, რომ არ დაირღვეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი.

გადაწყვეტილების მიღება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, ეს შემდეგ უნდა გადაეგზავნოს პარლამენტს. ადგილზე ჩვენი ხუთი ხმა ამისთვის არ კმარა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვეცდები, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნო, მცდელობა ყოველთვის შეიძლება, თუ თავიდანვე არ დაბლოკავენ.  2012 წლის მოწვევის უმაღლეს საბჭოში ჩემი პირველი ინიციატივა ეხებოდა იმას, რომ სკოლის დირექტორების დანიშვნის უფლება ჰქონოდა აჭარის განათლების სამინისტროს, მაგრამ პირველივე ბიუროდან იქნა ჩახსნილი, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და გამოვიტანე.“

კითხვაზე, რატომ არ დააყენა აღნიშნული საკითხები განსახილველად წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში, ასმათ დიასამიძე ამბობს, რომ რამდენიმე ინიციატივის განხორციელება შეძლო კულტურულ მემკვიდრეობასთან და ზოგად განათლებასთან დაკავშირებით.  მისი თქმით, ამ ინიციატივების შედეგად 2008 წლის მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირობებში აჭარის მთავრობას გადმოეცა სამართავად გონიოს და პეტრას ციხეები, რომელიც მანამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  დაქვემდებარებაში იყო და ცვლილება შევიდა კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“, რის შედეგადაც საჯარო სკოლა აჭარის ტერიტორიაზე ქონებას განკარგავს აჭარის განათლების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე.   ასმათ დიასამიძეს სულ შვიდი საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონდა უმაღლეს საბჭოში.  2008 წლის მოწვევვის უმაღლეს საბჭოში ასმათ დიასამიძე ხელმძღვანელობდა განათლების კომისიას, 2012 წლის მოწვევის უმაღლეს საბჭოში კი ამ კომისიის წევრი იყო.

„ახლაც, ალბათ ვიქნები განათლების კომისიაში და შევეცდები ჩემი გამოცდილება ამ საქმეს მოვახმარო. მე განათლების აკადემიური დოქტორი ვარ და ვფიქრობ, რომ მეცნიერებაში და ზოგად განათლებაში მექნება ინიციატივები,“ – ამბობს ასმათ დიასამიძე.

ლევან ვარშალომიძე უმაღლესი საბჭოს წევრი აღარ არის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს აჭარაში და აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძეს დღეს, 10 თებერვალს, ოფიციალურად შეუწყდა უფლებამოსილება აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ლევან ვარშალომიძემ თავად განაცხადა უარი უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსსზე, იმის მიუხადავად, რომ იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო.

იმის მიუხედავად, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არც ერთ სხდომას არ დასწრებია, 2016 წლის დეკემბერში ლევან ვარშალომიძემ 4290 ლარი მიიღო ხელფასისა და დანამატის სახით. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვარშალომიძემ ხელფასი იანვარშიც მიიღო.

 

ჩაღლარის ქართული სკოლები – ვინ იქნება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის შემდეგ

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების შემდეგ, შესაძლებელია საქართველოში არსებული იმ ოთხი სკოლა-ლიცეუმების ავტორიზაციის შეჩერების საკითხიც დადგეს  დღის წესრიგში, რომლებიც ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში არიან მოქცეულები.  ამ სკოლებს შორის არის ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმიც.

ამ სკოლათაგან ზოგიერთს ავტორიზაციის ვადა მიმდინარე წელს უმთავრდება და ახალი ავტორიზაციის მისაღებად განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ისევ უნდა მიმართონ.

„ბათუმელები“ ამ ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში ჩართული სკოლების – თბილისში, „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის“, „ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ და თბილისის სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ წარმომადგენლებს ესაუბრა. ისინი არ ადასტურებენ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლეს პერიოდში მათი სკოლებსაც შეიძლება გაუუქმონ ავტორიზაცია სხვადასხვა მიზეზით. დირექტორები ამბობენ, რომ მათი სასწავლებლები ავტორიზაციის პირობებს აკმაყოფილებენ და ამასთანავე, ისინი ემიჯნებიან შაჰინის სკოლის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს.

„წელს ჩვენ ვემზადებით ავტორიზაციისთვის, ჯერ განაცხადი არ შეგვიტანია. შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ, გეგმიური მონიტორინგი შემოვა სკოლაში. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ერთი თვის განმავლობაში მივმართავთ ავტორიზაციის საბჭოს“, – ამბობს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დირექტორი ნინო კავთიაშვილი.

დირექტორის თქმით, ავტორიზაციის მანძილზე სკოლას არ ჰქონია რაიმე ტიპის შენიშვნა მიღებული ავტორიზაციის საბჭოსგან და არც არაგეგმიური მონიტორინგი განხორციელებულა.

„მე გავემიჯნები პოლიტიკას, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს, გვყავს იურისტი, რომელიც მუშაობს დოკუმენტაციაზე განათლების მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. ასე, რომ პრობლემა არ უნდა შეგვექმნას“, – გვეუბნება ის.

დირექტორის თქმით, კოლეჯი თვითდაფინანსებაზეა.

„ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ წარმომადგენელი ქეთი მაწკეპლაძეც ამბობს, რომ სკოლა საკუთარი შემოსავლებით ფინანსდება და დოკუმენტაციაც წესრიგში აქვთ: „ჩვენ ორი კვირის წინ გვყავდა მონიტორინგის სამსახური, ავტორიზაცია ხუთი წლის წინ გავიარეთ და, შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურს უფლება ჰქონდა შემოსულიყო. გუშინ მოვიდა მონიტორინგის დასკვა, რომელიც არის დადებითი, პრობლემები არ გვაქვს და ველობით როდის დაგვიძახებენ სამინისტროში“.

ხელახალ ავტორიზაციამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი მარნეულში არსებულ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმსაც, თუმცა როგორც დირექტორის მოადგილე, ქეთევან ჭანტურია გვეუბნება, მონიტორინგის საბჭო სკოლაში გაურფთხილებლად მაინც შევიდა.

„ჩვენს სკოლას 2018 წლის თებერვალში უწევს ავტორიზაციის ხელმეორედ გავლა, თუმცა მონიტორინგის ჯგუფი 24 იანვარს მაინც შემოვიდა შესამოწმებლად. ჩვენ პოლიტიკისგან შორს ვართ, ჩავაბარებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, ყველანაირად ვემზადებით და ვნახოთ რა იქნება. წინასაწარ ვერაფერს გეტყვით“-გვეუბნება ის.

ქეთევან ჭანტურიას თქმით, მონიტორინგის შედეგები სკოლას ჯერ არ მიუღია, „შესაბამისად, არ ვიცით აქვთ თუ არა რაიმე შენიშვნები“.

თბილისის სკოლა-ლიცეუმი „სხივის“ წარმომადგენელმა კი  გვითხრა, რომ სკოლა-ლიცეუმმა ავტორიზაცია 2016 წლის ზაფხულში  უპრობლემოდ გაიარა.

ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს  ავტორიზაციის საბჭომ 2017 წლის 3 თებერვალს გაუუქმა ავტორიზაცია. სკოლაში მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სკოლების შექმნა უკავშირდება ამერიკაში მცხოვრებ ფეტულა გიულენს. თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სწორედ ფეტულა გიულენი დაასახელა თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად. თურქეთის ხელისუფლებამ გიულენის გადაცემა მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რაზედაც უარი მიიღო. გადატრიალების მცდელობიდან მალევე თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა გიულენთან დაკავშირებული სკოლების გაუქმება. სწორედ იმ პერიოდში თურქეთის კონსულმა ბათუმში განაცხადა, რომ შაჰინის „სკოლაში ტერორისტებს ზრდიან“. სკოლები გაუქმეს მეზობელ აზერბაიჯანში.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა  2015 წლის შემოდგომაზე ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით მიიღო.

 

 

 

აქციაზე დაკავებული მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არაადეკვატურ ფასს სთავაზობს

ბათუმში დღეს, 10 თებერვალს, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები სულიკო გვიანიძე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შს სამინისტროს ინფორმაციით,  დაკავებულს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173- მუხლებით ედება ბრალი.

სულიკო გვიანიძის დაკავებას წინ უძღოდა აქცია, რომელსაც ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებლები უკვე მესამედ მართავენ. ამ ქუჩაზე  ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი გადის, რისთვისაც მოსახლეობის ნაწილს საკუთრების დათმობა მოუწევს. მოსახლეობა საკუთრების დათმობის სანაცვლოდ „არაადეკვატური ფასის შეთავაზებას“ აპროტესტებს.

აქციაში მონაწილეობდა თამაზ ბაკურიძე, რომელიც ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობს. მისი თქმით, ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟება ხიხანის ქუჩაზე უკვე დაიწყო, გუშინ კომპანია სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე მუშაობდა, დღეს კი მშენებელი კომპანია სულიკო გვიანიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში შევიდა.

„ასამდე პოლიციელი იყო ადგილზე მობილიზებული, პოლიციის ძალით მოხდა შესვლა ტერიტორიაზე, ამ დროს დააკავეს სულიკო გვიანიძე.  ხიხანის ქუჩის მოსახლეობა არ ეთანხმება იმ კონპენსაციას, რომელსაც თავაზობს კომპანია და ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება და მოსახლეობის პროტესტი,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

„სულიკო გვიანიძის საკუთრებაში არსებული 313 კვ.მ ფართობი უკვე სააქციო საზოგადოება „საქართველოს ელექტროსისტემის საკუთრებაშია“, რადგან გვიანიძეს ექსპროპრიაციის წესით ჩამოერთვა საკუთრება, ამ ადგილას ელექტროგადამცემი ბოძი განთავსდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სააქციო საზოგადოება საქართველოს ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრი გიორგი შარკოვი.

„აღნიშნულ ნაკვეთზე, სადაც იდგმება მაღალი ძაბვის გადამცემი ანძა, მიმდინარეობდა ექსპროპრიაციის პროცედურა, რომელიც დასრულდა და საკუთრებაში გადმოგვეცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოების ზოლი ამ ქუჩაზე წარმოადგენს 62-მეტრიან ბუფერს. ამ ზოლში რამდენი მოსახლეც ხვდება, მათ ყველას ეკუთვნის კომპენსაცია.

რაც შეეხება საკომპენსაციო თანხას, ბატონ სულიკოს სასამართლოს წესით შეუძლია გაასაჩივროს საკომპენსაციო თანხის ოდენობა და თუ სასამართლო დაადგენს უფრო მეტ საკომპენსაციო თანხის ოდენობას, ვიდრე ჩვენ ვთავაზობთ, ჩვენ დავემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – ამბობს გიორგი შარკოვი.

იგი განმარტავს, რომ საკომპენსაციო თანხა ითვლება ყოველი კონკრეტული მოსახლისათვის იმის გათვალისწინებით, თუ კონკრეტულად სად მდებარეობს მიწის ნაკვეთი, არის თუ არა ნაკვეთზე ხე-მცენარეები, შენობა-ნაგებობები და ა.შ. „ამის მიხედვით არის რამდენიმე ტიპის კომპენსაციის თანხა. ეს დგინდება საბაზრო ღირებულებით, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. კომპენსაციის თანხა შეთანხმებულია როგორც მსოფლიო ბანკთან, ასევე საქართველოს მთავრობასთან,“ – ამბობს გიორგი შარკოვი.  მისი თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით ოთხი მილიონი ლარის კომპენსაციაა გაცემული ბათუმი-შუახევის მონაკვეთზე მცხოვრებ მოსახლეობაზე.

აჭარაში მაღალი ძაბვის ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ სისტემას საქართველოს სახელმწიფოს დაკვეთით ინდური კომპანია KEC-ი აშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. პირველადი მონაცემებით, ბუფერულ ზონაში 50 ოჯახი მოხვდება. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ამ ქსელით ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთ სისტემაში მოქცევა და თურქეთისთვის მიწოდება იგეგმება.

ხიხანის ქუჩის მოსახლეობამ დახმარებისთვის აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიმართა.

ფოტოზე: აქცია ხიხანის ქუჩაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ამავე თემაზე: 

აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით

რატომ არ აძლევს მთავრობა სოციალურ შემწეობას უსახლკაროებს

ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს მთავრობასa და პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ის სოციალურ შემწეობას ვერ იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადების დარეგისტრირებასა და დეკლარაციის შევსებაზე უარს ეუბნება, რადგან ვლადიმერი უსახლკაროა. „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ სავალდებულო მოთხოვნაა შემწეობის მისაღებად. ვლადიმერ ჩიტაიას სარჩელი წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო.

„კანონმდებლობაში არსად წერია განმარტება, რა იგულისხმება „მუდმივ საცხოვრებელ ადგილში“. შესაბამისად, არსებობს განსხვავებული პრაქტიკა. უსახლკარო ადამიანები სოციალურ შემწეობას ძირითადად ვერ იღებენ, რადგან ისინი ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს“, – გვიყვება ლინა ღვინიანიძე, მოსარჩელის ინტერესების დამცველი „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრიდან“.

„ბათუმელები“ ეცადა გაერკვია, რა პრაქტიკაა ამ კუთხით ბათუმში.

„უსახლკარო თუა, მერიას უნდა მიმართონ და მოიძიონ სახლ-კარი. ქუჩაში დეკლარაცია არ ივსება“, – გვითხრა თემურ ქარცივაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა. მისი განმარტებით, თუკი ადამიანი სოციალური შემწეობის დანიშვნის დროს აღარ ცხოვრობს იქ, სადაც აგენტმა მონაცემები შეავსო, დეკლარაცია გაუქმებულად ჩაითვლება.

თემურ ქარცივაძე მიიჩნევს, რომ უსახლკაროებზე, ამ შემთხვევაში, თვითმმართველობამ უნდა იზრუნოს, ხოლო „ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს არ აქვს  უფლებამოსილება უსახლკაროებს სოციალური შემწეობა მისცეს.“

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს ვთხოვეთ, დაესახელებინა ის შემზღუდავი სამართლებრივი ნორმა, რაც სოციალური დაცვის სამინისტროს უსახლკაროებისთვის შემწეობის მიცემას უკრძალავს. „არ ვიცი, ეს იურისტებს ჰკითხეთ. თუ დაგვიწესებენ და სავალდებულო იქნება, მაგის მექანიზმიც შეიქმნება, რომ უსახლკარომ მიიღოს დახმარება“, – გვპასუხობს თემურ ქარცივაძე.

გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, ბათუმის მერიისგან 4567 ადამიანი მოითხოვდა საცხოვრებლის მიღებას. 

„ჩვენი სარჩელის მიზანი არის ის, რომ სახელმწიფომ შექმნას სისტემა, რომელიც ამ უთანასწორობას გამორიცხავს. თავდაპირველად საჭიროა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც ქუჩაში დარჩენილ ადამიანს შემწეობის მიცემაზე უარს ეუბნება“, – ამბობს იურისტი ლინა ღვინიანიძე.

სარჩელის მიხედვით, არსებული რეგულაცია სხვადასხვა მუხლთან ერთად არღვევს „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-14 მუხლს, სადაც წერია, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორი „განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა“.

კანონიერია თუ არა საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიცემა პროკურორისთვის

„პროკურორს არ უნდა ჰქონდეს უფლება, დამავალოს საკუთარი თავის წინააღმდეგ წარვადგინო მტკიცებულებები“, – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის მოქალაქე ტატიკო ჩორგილიანის ინტერესებს იცავს ორგანიზაციიდან „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

„იყო შემთხვევა, როცა ადამიანს საკუთარი ხმის აუდიოჩანაწერის წარმოდგენა მოსთხოვეს, ასევე ხელმოწერის ნიმუშის წარმოდგენას სთხოვენ. გამოძიებას შეუძლია მოიპოვოს სხვა წყაროებიდან ბრალდებულის ხელმოწერა, მაგრამ თავად ბრალდებული არ უნდა იყოს ვალდებული მისთვის საზიანო მტკიცებულება მიაწოდოს პროკურორს“, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

„საქართველოს კონსტიტუციის“ 42-ე მუხლის მიხედვით: „არავინ არის ვალდებული მისცეს თავის, ან მის ახლობელთა წინააღმდეგ ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“.

მოსარჩელე მხარე კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. არსებული პრაქტიკის მიხედვით, თუკი დაცვის მხარის ანუ ბრალდებულის მოთხოვნით სასამართლო დააკმაყოფილებს ამა თუ იმ მტკიცებულების ამოღებაზე შუამდგომლობას, ჩხრეკას ატარებს გამომძიებელი და ამოღებულ მტკიცებულებას პირდაპირ გადასცემს ბრალდების მხარეს, ანუ პროკურატურას.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, კონსტიტუციურია თუ არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც „დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს“.

გიორგი მშვენიერაძეს მოსამართლეებმა კითხვები ძირითადად დაუსვეს იმ კუთხით, რომ თუკი დაცვის მხარის [ანუ ბრალდებულის] ინიციატივით ამოღებული მტკიცებულება ჩაბარდება პირველად დაცვის მხარეს [ანუ ბრალდებულს], შესაძლოა, ბრალდებულმა მისი განადგურება მოახერხოს.

„მაგალითად, მედავებიან თაღლიოთობას ან დოკუმენტების გაყალბებას. გამოძიებამ ზუსტად არ იცის, სად არის ეს გაყალბებული დოკუმენტები. მე, ბრალდებულმა ვიცი, სადაც შეიძლება ის იყოს, ვითხოვ მათ ამოღებას, გამომძიებელი ჩხრეკის შედეგად იღებს ამ დოკუმენტებს ამა თუ იმ ორგანიზაციიდან და შესწავლის გარეშე მაძლევს მე. შესაძლოა მე ეს მტკიცებულებები აღარ წარვადგინო, რადგან ის არის ჩემ წინააღმდეგ, ხოლო ბრალდების მხარეს ექნება არგუმენტი, რომ ისინიც მოახერხებდნენ გარკვეულ დროში ამ დოკუმენტების ამოღებას, მაგრამ იგი უკვე განადგურებულია“, – თქვა მოსამართლე მერაბ ტურავამ.

„ამისთვის სპეციალური რეგულაციის შემუშავება შეიძლება. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ ავტომატურ რეჟიმში არ უნდა ჰქონდეს ბრალდების მხარეს წვდომა იმ მტკიცებულებებზე, რაც დაცვის მხარის შუამდგომლობით ამოიღო გამოძიებამ“, – უპასუხა მოსამართლეს გიორგი მშვენიერაძემ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალი დეპარტამენტი იქმნება

„საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროტოკოლის დეპარტამენტი“ – ასე ეწოდება დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ახალ დეპარტამენტს აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც, პრესსამსახურის თქმით, უმაღლესი საბჭოს სამ  – პრესსამსახურს, IT ჯგუფსა და პროტოკოლის სამსახურს გააერთიანებს. გადაწყვეტილება ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ დღეს, 10 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

როგორც უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განმარტავენ, ცვლილება მიზნად ისახავს სამი სამსახურის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევის და კოორდინირებულ მუშაობას და არ გამოიწვევს შტატების მატებას ან შემცირებას. ჯერჯერობით უცნობია ვინ უხელმძღვანელებს ახალ დეპარტამენტს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში აქამდე სამი დეპარტამენტი იყო: იურიდიულ და საკადრო საკითხთა, საერთო – [საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის] და საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტები.

ზრდასრულებს განათლების მიღების მეორე შანსი 2018 წლიდან ექნებათ

საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი პროგრამა – „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“, რომელიც განათლების მინისტრმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება. იმ პირებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს საბაზო განათლების მიღება, პროგრამა შესაძლებლობას აძლევს, როგორც არასრულწლოვნებს, ასევე ზრდასრულებსაც, რომ სპეციალური პროგრამების გავლის შემდეგ, საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღონ და სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძელონ. რამდენია პროგრამის ბიუჯეტი და რა პროცესი მიმდინარეობს სამინისტროში პროგრამის განსახორციელებლად, ამ თემაზე „ბათუმელებთან“ პროგრამის ხელმძღვანელმა ეკა დგებუაძემ ისაუბრა.

ქალბატონო ეკა, როდის ექნებათ დაინტერესებულ პირებს ამ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა?

პირველ რიგში, სტატისტიკა უნდა მოვიძიოთ ვინ დარჩა ფორმალური განათლების მიღმა 18 წელს ზემოთ და ამის პარალელურად, შევიმუშაოთ მოკლევადიანი პროგრამები, რაც საშუალებას მისცემს მათ, დაძლიონ ცხრა კლასის პროგრამები. ეს მათ  საშუალებას მისცემს, აიღონ საბაზო განათლების დამადასტურებელი ატესტატი და გადავიდნენ პროფესიული განათლების საფეხურზე.

ზრდასრულებზეც არის საუბარი, 25-30 ან უფრო მეტი ასაკის პირსაც შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა თუ ასაკი შეზღუდულია?

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვმართოს. თუ სასკოლო ასაკისაა და შესაძლებელია ჩააბაროს ექსტერნი, შეუძლია თანატოლებთან ერთად გააგრძელოს სწავლა,  ხოლო თუ ზრდასრულია, მას პატარა ბავშვებთან ბუნებრივია ვერ დავსვამთ, მათ ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალური პროგრამებით ისწავლონ და ისე ჩააბარონ საბაზო საფეხურის პროგრამები.

განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ 80 ბავშვი, მათ შორის ზრდასრულებიც, უკვე შევიყვანეთ სკოლებშიო, რა ფორმით მიიღეს ისინი?

ზრდასრულები არა, 18 წლამდე მოზარდებზე იყო საუბარი. ჩვენ ახალი პროგრამის პარალელურად ვმუშაობთ კიდევ სხვა პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც მოვიცავით მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც არიან ჯანდაცვის სამინისტროს დღის ცენტრებში და აქედან ჩავრთეთ ეს 80 ბავშვი საჯარო სკოლებში.

ის ზრდასრულები, რომლებიც სწავლას გააგრძელებენ, ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ?

რა თქმა უნდა, ზრდასრულებიც და არასრულწლოვნებიც.

პროგრამის ბიუჯეტი დაანგარიშებულია? რამდენი ლარია ამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტში?

ჯერ ვერ დავასახელებ პროგრამის ბიუჯეტს, იმიტომ, რომ ახლა ვართ შემუშავებისა და დაგეგმვის პროცესში. როცა უკვე გამოჩნდება სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენ ადამიანს სჭირდება ეს პროგრამა, მაშინ გვეცოდინება ზუსტი ბიუჯეტი.

მონაცემების დამუშავებისთვის რა დრო გჭირდებათ?

წელს ვგეგმავთ, რომ რაღაც ეტაპამდე მივიყვანოთ საქმე. სავარაუდოდ, წელს ვერ დასრულდება, რადგან ბევრი ბიუროკრატიული და სამეცნიერო საქმეა გასაკეთებელი.

კონკრეტულად?

რაღაც ბაზებზე წვდომა გვჭირდება, შემდეგ ამ ინფორმაციის გაფილტვრა, ნებართვა, პროგრამების შემუშავება, რომელიც ექსპერტებმა უნდა დაწერონ, შემდეგ ამ პროგრამების აღიარება უნდა მოხდეს და ეს პროცედურებია გასავლელი.

მსგავსი პრაქტიკა ალბათ არსებობს სხვა ქვეყნებშიც, რომელიმე მოდელის გამოყენებას აპირებთ, თუ  რამე განსხავებული გექნებათ?

მთელ მსოფლიოში არსებობს ამის მრავალფეროვანი პრაქტიკა, ასევე საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებაც და ამ რეკომენდაციებსაც ვეფუძნებით. თუმცა, ვისაც სურვილი აქვს საბაზო განათლების მიღების, დღესაც შეუძლია ჩააბაროს ექსტერნი და დაბრუნდეს სკოლაში. ამისთვის სკოლის კარები ღიაა და ამას კანონი არეგულირებს.

ხოლო ის პირები, რომლებიც უკვე ზრდასრულები არიან, მაგრამ სკოლაში არ უვლიათ და უნდა მიიღონ ზოგადი განათლება, სპეციალურ პროგრამებს გაივლიან.

საქართველოს ყველა რეგიონში იმუშავებს ეს პროგრამა?

კი, ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც ვიცი, „იუნისეფიც“ არის ამ პროექტში ჩართული. რა ფორმით?

„იუნისეფთან“ ერთად ვამუშავებთ გზამკვლევს მასწავლებლებისთვის, თუ როგორ უნდა მიაღწიოს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს.

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2017 წლის 9 თებერვალს საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც მან „IVECO“ – ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი. საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

როგორ აპირებენ ყოფილი კოლეჯის შენობის გადაკეთებას ხელოვნების უნივერსიტეტად

ბათუმში, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მდებარე ყოფილი კოლეჯის შენობის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის ბიუჯეტში 2 მილიონ 703 ათას 154 ლარია გათვალისწინებული. შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბოლო დროს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლობდნენ.

ორსართულიანი შენობა ამჯერად დაცლილია. მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერიც დასრულდა.

შენობის რეაბილიტაციას, ასევე მასზე მესამე სართულისა და ვერანდის დაშენებას, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს კომპანია – შპს „ალიგატორი1“ 2 მილიონ 162 ათას 520 ლარად სთავაზობს. უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა. გამოცხადდება თუ არა ის გამარჯვებულად, სატენდერო კომისია გადაწყვეტს. გადაკეთებულ შენობაში ხელოვნების უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს.

„ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის“ განთავსებისთვის „ბათუმში, ზურაბ გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N19/32-ში მდებარე შენობა-ნაგებობის  რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/მშენებლობის სამუშაოები – კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის რეაბილიტაცია“, სატენდერო დოკუმენტების მიხედვით 2018 წელს უნდა დასრულდეს – ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში. „ვადის გადაწევის საფუძველს არ წარმოადგენს თოვა, წვიმა და სხვა მსგავსი მოვლენები,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ვინაიდან შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, მომწოდებელი ვალდებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს ზედმიწევნით და სრულად დაიცვას „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები“.

 

ყოფილი კოლეჯი გორგილაძეზე (3)
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას კვეთაში, ბათუმი / 10.02.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ყოფილი კოლეჯი გორგილაძეზე (2)
ასეთი იქნება შენობა რეაბილიტაცია-მშენებლობის შემდეგ / რენდერი სატენდერო დოკუმენტაციიდან
ყოფილი კოლეჯი გორგილაძეზე (1)
რენდერი სატენდერო დოკუმენტაციიდან
ყოფილი კოლეჯი გორგილაძეზე (1)
რენდერი სატენდერო დოკუმენტაციიდან

დღეს უმაღლესი საბჭო ლევან ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

დღეს, 10 თებერვალს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე ლევან ვარშალომიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იმსჯელებს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ამ თემაზე მომხსენებელი ნინო ჩხეტია იქნება,  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვების შესახებ  27 იანვარს განაცხადა. 

იმის მიუხედავად, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არც ერთ სხდომას არ დასწრებია, 2016 წლის დეკემბერში ლევან ვარშალომიძემ 4290 ლარი მიიღო ხელფასისა და დანამატის სახით. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვარშალომიძემ ხელფასი იანვარშიც მიიღო.

ლევან ვარშალომიძე საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. მის ნაცვლად უმაღლეს საბჭოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პატრიული სიით, ასმათ დიასამიძე აპირებს შესვლას.

 

Exit mobile version