მთავარი,სიახლეები

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი ეკლესია ჩამოინგრა

04.02.2017 •
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი ეკლესია ჩამოინგრა

4 თებერვალს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩის #35-ში ძველი, სომხურ-კათოლიკური ეკლესიის შენობა ჩამოინგრა.

საზოგადოება „ბათომის“ წევრის, შოთა გუჯაბიძის თქმით, შენობა ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიის დროინდელ ბათუმში იყო აგებული,  1877 წელს.  სამლოცველოს ფუნქცია შენობას გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ძველი სომხურ-კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს ბალანსზე იყო 2012 წლიდან. შენობა წლებია მოუვლელია.

„შენობის სახურავის ჩამონგრევის მიზეზი დიდთოვლობა გახდა. სასულიერო პირი და სომხური დიასპორა მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მართლამდიდებლურ ეკლესიას, ეს შენობები გადაეცეს სომხურ კათოლიკურ ეკლესიას, რომ შესაბამისად მოვუაროთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის სომეხთა კავშირის პრესმდივანმა, არტურ ოგანესიანმა.

აჭარაში მდებარე საკულტო ძეგლების მეთვალყურეობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ევალება.

„ჩვენგან გავა მონიტორინგის ჯგუფი, ოქმი შედგება და ოფიციალურად ეცნობება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ამის შესახებ. უნდა ჩამოვიდნენ სპეციალისტები, შეაფასონ და მათი კომპეტენციიდან გამომდინარე იმოქმედებენ.  ნიკა ანთიძე, სააგენტოს ხელმძღვანელი, უკვე საქმის კურსშია“, – უთხრა “ბათუმელებს“ ლაშა ასლანიშვილმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების უფროსმა.

 

თორნიკე თავაძის ფოტო

თორნიკე თავაძის ფოტო

თორნიკე თავაძის ფოტო

თორნიკე თავაძის ფოტო

თორნიკე თავაძის ფოტო

თორნიკე თავაძის ფოტო

თორნიკე თავაძის ფოტო

თორნიკე თავაძის ფოტო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: