დამატებითი დაცვის მქონე უცხოელისთვის სამგზავრო პასპორტის ფორმა დაამტკიცეს

საქართველოში პირადობის და სხვა მოწმობების, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ასევე სამსახურებრივი თუ სამგზავრო პასპორტების ფორმები იცვლება. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები – რომლებშიც ცვლილებები რამდენჯერმე შეიტანეს, 2025 წლის 4 ივნისის ნაცვლად, 6 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს. ერთ-ერთ ბრძანებაში შეტანილი ბოლო ცვლილებით კი დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმა დაამტკიცეს. დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გარე ყდის …

კაცს, რომელმაც 14 წლის მოზარდი გააუპატიურა, 18 წელი მიუსაჯეს

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 17 ნოემბერს ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით …

ბათუმის მერიამ სათამაშო ბიზნესიდან 6 თვეში 36 მილიონზე მეტი ამოიღო

2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონ 544 ათას 900 ლარი შევიდა. რაც გეგმის 101.5 პროცენტია. სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში მობილიზებულია 17 მილიონ 227 ათას 500 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან – 194 600 ლარი. კლუბების და სამორინეს მაგიდიდან კი ბიუჯეტში 19 მილიონ 122 ათას 800 ლარი შევიდა. ასე თუ გაგრძელდა, მერიამ შეიძლება სათამაშო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 087 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960] ტანკი – 11 161 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 243 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 32 474 ერთეული [+39] MLRS – 1 480 ერთეული [+0] …

მშენებლობა ბოლო სამ წელში 25 პროცენტით გაძვირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2025 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.6 პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, ⦁საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.8 პროცენტით. ⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 3 პროცენტით, ხოლო წინა …

„ცეცხლის შეწყვეტის რესურსი არ არსებობს. ეს მოლაპარაკების გაჭიანურების ტაქტიკაა პუტინის მხრიდან“ – ინტერვიუ

„ევროპული ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში შესვლა ნიშნავს, რომ ისინი ბოლომდე აპირებენ უკრაინის დაცვას, ბოლომდე აპირებენ, უკრაინას მხარი დაუჭირონ – გამარჯვებამდე,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც ევროპელი სამხედროების უკრაინაში შესაძლო შესვლის შესახებაც ვკითხეთ, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდება, რადგან პუტინს პოლიტიკურად მხოლოდ კაბალურ პირობებზე სურს უკრაინის დათანხმება. …

ბათუმში კაცი მაღალი სართულიდან გადმოვარდა

დღეს, 5 სექტემბერს, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე კაცი საცხოვრებელი კორპუსიდან, სავარაუდოდ, გადმოვარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ვარდნის შედეგად დაზარალებული 46 წლის თურქეთის მოქალაქეა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. კაცი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მრავლობით ტრავმებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროში აზუსტებს. _______________ ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება, სექსის იძულება – კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელებისა და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებული აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სოციალური ქსელის გამოყენებით, დაზარალებულის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გაუგზავნა. …

„მოვუწოდებთ სააპელაციოს, გააუქმოს მზია ამაღლობელის უსამართლო განაჩენი“ – მაკკეინის ინსტიტუტი

მაკკეინის ინსტიტუტი ეხმიანება ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას. „ამ კვირაში მზია ამაღლობელის იურიდიულმა გუნდმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვენ მზიას ორწლიანი პატიმრობის აღმაშფოთებელი და არაპროპორციული სასჯელის გაუქმებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მაკკეინის ინსტიტუტი მხარს უჭერს მზია ამაღლობელს და მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს, გააუქმოს მისი უსამართლო განაჩენი“, – აცხადებს მაკკეინის ინსტიტუტი. მზია ამაღლობელი …

თურქეთში კვლავ ტყის ხანძარს ებრძვიან, ამჯერად ბურსაში

თურქული მედიის ცნობით, მეხანძრეები მორიგ ტყის ხანძარს ებრძვიან ბურსაში მდებარე ტყეში, სადაც ხანძარი გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა. თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ტყის ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან 3 თვითმფრინავით, 11 ვერტმფრენითა და 40-მდე სპეცმანქანით. სამუშაოებში 242 ადამიანია ჩართული. თურქული მედია კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთსა და საბერძნეთში კლიმატის ცვლილების შედეგად ტყის ძლიერი ხანძრის ალბათობა …

ქურდული გარჩევების საქმეზე დააკავეს 30 პირი, „ჭინკას“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 სექტემბერს, ღამით, თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. კერძოდ, შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე – 7, ხოლო …

უკრაინის ძალებმა რიაზანში ნავთობის ქარხანას და ლუგანსკში ნავთობის საწყობს შეუტიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს, რომელიც რუსეთის ოთხი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ერთ-ერთია. უკრაინის მიერ განხორციელებული დრონების შეტევის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ადასტურებს რუსული მედიაც. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ რეგიონში რვა დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზიანი არ მიადგა, თუმცა ნამსხვრევები სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა …

„ნაკრებებზე ბევრად მეტი ვინერვიულე, ვიდრე როცა მომისაჯეს“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე მორიგ წერილს აქვეყნებს საპატიმროდან და 4 სექტემბერს გამართულ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშსა და „ლელოს“ ლიდერების ყაველაშვილის მიერ შეწყალებას ეხმიანება. „არაირონიულად, გუშინ საკალათბურთო და საფეხბურთო ნაკრებებზე ბევრად უფრო მეტი ვინერვიულე, ვიდრე გუშინწინ, როცა მომისაჯეს. ქომაგებს ისევ საერთოდ არ ჰქონიათ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო შეძახილები, ჰო? ისევ კობახიძის ეშინიათ და გამიჯნეს? კაკაბაძეს და ლოჩოშვილს …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 სექტემბრის 21 საათიდან 6 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25– 30 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 086 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810] ტანკი – 11 159 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 243 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 32 435 ერთეული [+50] MLRS – 1 480 ერთეული [+1] …

როგორ ცდილობს „ოცნება“ სამართლიანი სასამართლოს ილუზიის შექმნას – ინტერვიუ

„ბოლო ეტაპზე როცა ხდება კვალიფიკაციის შეცვლა, ფაქტობრივად, გამოდის, რომ დაცვის მხარეს ისე გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ მას არც ჰქონია შესაძლებლობა, მტკიცებულებები შესაბამისი დოზით წარედგინა – სასამართლოს წინაშე გაეჟღერებინა თავისი კონტრარგუმენტაცია. ამიტომაც, კვალიფიკაციის ამ ტენდენციით ცვლილება არის სამართლებრივი პრობლემა,“ – მიიჩნევს იურისტი გურამ იმნაძე. მას კვალიფიკაციის შეცვლის ტენდენციაზე ვესაუბრეთ სინდისის პატიმრების საქმეში. რა პოლიტიკური გათვლებით მოქმედებს …

სინდისის პატიმარი თორნიკე თოშხუა შიმშილობს – „ოცნებამ“ დააპატიმრა საჯარო მოხელეც

სინდისის პატიმარი – თორნიკე თოშხუა უკვე 20 დღეა შიმშილობს. თორნიკე თოშხუა საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურში მუშაობს აუდიტორად. მას პროკურატურა ძალადობის ჩადენას [სსკ-ის 126-ე მუხლი] ედავება ჯგუფურად, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება. „როცა საჯარო მოხელეც ციხეშია, ეს აჩვენებს იმას, რამდენად საყოველთაოა ეს პროტესტი,“ – მიიჩნევს ნატო ბოლქვაძე, რომელიც მას შემდეგ გაუშვეს საჯარო სამსახურიდან, როცა ის …

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართეს

დღეს, 4 სექტემბერს, მზია ამაღლობელის სახელით მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართეს. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, უკიდურესად შაბლონური, რომელიც სრულებით არ ასახავს არც სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, …

ბათუმში ყოფილი აბანოს მუზეუმად გადაკეთება დასრულდა – ახალი კონკურსი 211 ათასი ლარით

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის მორიგი „რეაბილიტაცია“ დასრულდა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინო-მუზეუმი ოფიციალურად, შესაძლოა, 4 ოქტომბრამდე გახსნან [ანუ, „ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებამდე], თუმცა, ინტერიერის მოწყობასა და მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა, როგორც ჩანს, გაგრძელდება. „აჭარის მუზეუმმა“ 3 სექტემბერს „ქ. ბათუმის კინო-მუზეუმის ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავებაზე“ კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება …

როგორ იმოქმედებს უვიზო რეჟიმის გაუქმება შრომით მიგრანტებზე – ინტერვიუ

„უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, დაბრუნდება ვიზის მოსაკრებელი, უამრავი საბუთი იქნება შესაგროვებელი, მერე თბილისში ჩასვლა მოუწევს ყველას ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს, რიგში დგომა, ლოდინი და საბოლოოდ მიიღებენ თუ არა ვიზას არ ეცოდინებათ,“ – პოლონეთში მცხოვრები ემიგრანტი ვალერიან ქარჩავა დეტალურად ხსნის, თუ რა დაბრუნდება საქართველოს რიგითი მოქალაქის ცხოვრებაში, თუკი უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ. დღეს, 4 სექტემბერს გამოქვეყნდა CRRC-საქართველოს …

„კორპუსის მშენებლობა 10 წლის წინ მიატოვეს, გვაწვიმს, ყურადღებას ვითხოვთ“ – მოქალაქე

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩა #57-ში მშენებარე კორპუსის მესაკუთრეებმა დღეს, 4 სექტემბერს აქცია გამართეს. აქციის მიზეზი კორპუსია, რომლის მშენებლობის დასრულება უკვე 10 წელი შეჩერებულია. „აშენებულია 13 სართული, 19 უნდა იყოს… კორპუსს სახურავიც კი არ აქვს, გვაწვიმს. ვინც შემოვედით საცხოვრებლად წლების წინ, შემოვედით იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, გაგვიფუჭდა რემონტი. წყალი ხშირად არ გვაქვს, რადგან კორპუსი ჩაბარებული …

ბათუმის თეატრის მსახიობები დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვენ

„ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. ფიცი დავდეთ სცენაზე, რომ ეს კაცი ამ თეატრში ვეღარ იქნება,“ – თქვა დღეს, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატული თეატრის დასის შეკრების შემდეგ  მსახიობმა მაია ცეცხლაძემ. ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვს. მსახიობთა თქმით, ამის მიზეზი ის უპატივცემულობაა, რაც თეატრის დირექტორმა მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოთარ ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ გამოიჩინა. დღეს, 4 …

ლონდონმა კიევს მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარება გადასცა რუსეთის გაყინული აქტივებიდან

კიევში ვიზიტისას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით შეძენილი 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების იარაღი და სხვა სამხედრო დახმარება გადაეცა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ თანხით უკრაინას მიეწოდა ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი, ასობით საზენიტო რაკეტა და იარაღის სათადარიგო ნაწილები. ასევე, უკრაინას საშუალება მისცა დაედო ახალი კონტრაქტები …

ქარტია გმობს „პუბლიკას“ ჟურნალისტზე ძალადობას და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ოცნების“ მხარდამჭერის მიერ ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტზე ძალადობას. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გუშინ, 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, მოქალაქეთა საპროტესტო შეძახილების ფონზე საზეიმოდ გახსნეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბი. ერთ ეპიზოდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქტივისტებს უცენზურო სიტყვებით მიმართეს და შეაფურთხეს. „ქართული ოცნების“ …

თორნიკე ფაღავა „ოცნების“ პარლამენტში მდინარაძის ადგილმონაცვლედ შევიდა

„ოცნების“ პარლამენტში მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლედ თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას დაუჭირეს მხარი. თორნიკე ფაღავა „ოცნების“ საპარლამენტო სიის 103-ე ნომერი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 2024 წლის სექტემბერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბათუმში საპარლამენტო სიის წარდგენისას, ვრცლად ისაუბრა თორნიკე ფაღავას შესახებ და შემდეგნაირად დაახასიათა ის: „თორნიკე ფაღავა, ახალგაზრდა კაცი, ბათუმელი, პროფესიონალი იურისტი, რომელიც ჩვენთან მუშაობდა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 085 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840] ტანკი – 11 157 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 241 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 32 385 ერთეული [+43] MLRS – 1 479 ერთეული [+2] …

მოძალადე პოლიციელი, ირაკლი დგებუაძე ბათუმიდან გადაიყვანეს

ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში, არაერთი პოლიციელის თანდასწრებით, არაადამიანურად მოექცა, ბათუმის პოლიციის უფროსი აღარ არის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და იგი პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელი გახდა. ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას ამ დროისთვის გოჩა ვანაძე ასრულებს. ის ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო და ცრუ მოწმე „მზია ამაღლობელის საქმეში“. „ბათუმელებს“ საკადრო ცვლილების შესახებ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 სექტემბრის 21 საათიდან 4 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ყველგან, დღისით კი ზოგან იწვიმებს. ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმაც. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო ღამით: 15 – …

სინდისის 11 პატიმარს მოსამართლემ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სინდისის 11 პატიმარს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დღეს, 3 სექტემბერს მიიღო. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურა სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. …

„თავი აწიეთ და იარეთ ამაყად, ისტორიულ მომენტში ჩვენ სწორ მხარეს ვართ“ – ონისე ცხადაძის დასკვნითი სიტყვა

პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა დღეს, 3 სექტემბერს დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თავიანთი დასკვნითი სიტყვები თქვეს ბრალდებულებმა. „ბათუმელები“ გთავაზობთ სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის დასკვნით სიტყვას, რომელიც მისმა ძმამ, სანდრო ცხადაძემ გამოაქვეყნა. ონისე ცხადაძე: „მე არ ვაღიარებ აღნიშნულ ბრალდებას, ვინაიდან ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩემსა და სხვა ბრალდებულებს შორის. ვერ …

„არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს“ – ონისე ცხადაძე

სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ თავის დასკვნით სიტყვაში დღეს, 3 სექტემბერს, ისაუბრა მზია ამაღლობელზეც. მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე 8 თვე უკანონო პატიმრობაშია. „არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს, რადგან მისი განაჩენი არ არის მხოლოდ იმ მოსამართლის გამოტანილი. ეს განაჩენი გამოიტანა ქართულმა სასამართლომ და გეხებათ მათ შორის თქვენც. ამიტომ …

ტიტე კომახიძე ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ დასის შეკრებაზე – „არავის მივცემთ უფლებას, თეატრი თავზე დაგვაქციოს“ 

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ტიტე კომახიძე ფეისბუქზე წერს, რომ ხვალ, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში დასი შეიკრიბება და თეატრის მსახიობები მოუთმენლად ელიან ამ შეკრებას. ტიტე კომახიძე წერს, რომ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობის, ოთარ [ოთო] ქათამაძის გარდაცვალება თეატრის ხელმძღვანელობას „გულთან არ მიუტანია“ და ამას მათი საქციელი აჩვენებს. „ერთი დღე დარჩა თეატრის დასის შეკრებამდე. ერთი კვირაც არ …

„ჩემი სასჯელი არაფერია იმასთან შედარებით, რა საფრთხის წინაშეა საქართველო“ – საბა სხვიტარიძე

დღეს, 3 სექტემბერს პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენამდე საბა სხვიტარიძემ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და პირველ რიგში ყველა პოლიტპატიმარი მოიკითხა. „პირველ რიგში მინდა მოვიკითხო სინდისის პატიმრები და რეჟიმის ტყვე პოლიტიკური ლიდერები. გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ მათ. დღეს ასევე სინდისის 11 პატიმრის და ნიკა კაციას დასკვნითი პროცესებია. ვიმედოვნებ, მე თუ არა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 084 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780] ტანკი – 11 157 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 237 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 32 342 ერთეული [+41] MLRS – 1 477 ერთეული [+0] …

საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წელი მიუსაჯა

პროევროპული აქციებზე დაკავებულ პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წელი მიუსაჯა. საბა სხვიტარიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. საბა სხვიტარიძე 5 დეკემბერს დააკავეს. დაკავებისას და შემდეგ, საბა სხვიტარიძე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ის დაკითხეს ადვოკატის გარეშე. საათების განმავლობაში უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი. ამასთან დაკავშირებით კი, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება …

„რომ არა უვიზო მიმოსვლა, წარმოდგენაც არ მინდა როგორ იქნებოდა“ – დემეტრეს ამბავი ემიგრაციიდან

„ჩვენ აქ წამოვედით დემეტრეს გამო. ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს – უმართავი ეპილეფსია და ძლიერი დაჭიმულობა. სჭირდება ოპერაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არ კეთდება“ – გვიყვება 35 წლის თეკლე მეტრეველი, რომელიც შვილის გადასარჩენად ოჯახთან ერთად გერმანიაში ლტოლვილად წავიდა. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ, როგორც თეკლე ამბობს, სხვა გზა არ დარჩენიათ – საქართველოში მისმა შვილმა საჭირო მკურნალობა …

Exit mobile version