ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას ეხმიანება. „შვიდი თვის განმავლობაში პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მზიას ქმედება პოლიციელზე თავდასხმა იყო. დღეს მოსამართლემ თქვა, რომ სილა თავდასხმა კი არა, წინააღმდეგობა იყო პოლიციელისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მოსამართლის ეს გადაკვალიფიცირება ისეთივე უკანონოა, როგორც მზიას ციხეში გატარებული ყოველი დღე. …
Category Archives: მთავარი
„ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი“- მზია ამაღლობელის ადვოკატი
დღეს 6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის მუხლი – 353-ე პრიმა, რომლითაც მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში სდებდა ბრალს და მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რეჟიმმა, მის …
Continue reading “„ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი“- მზია ამაღლობელის ადვოკატი”
24 დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადება მზია ამაღლობელის განაჩენზე
„ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს“- ეს განცხადება დღეს, 6 აგვისტოს 24-მა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ გააკეთა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. „ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, …
Continue reading “24 დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადება მზია ამაღლობელის განაჩენზე”
„სასჯელის ზომა 2 წელი“ – მოსამართლემ მზია ამაღლობელის ბრალი გადააკვალიფიცირა
დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა განაჩენი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე. მოსამართლემ გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის მუხლი – 353-ე პრიმა, რომლითაც მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში სდებდა ბრალს. „სასამართლომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს …
Continue reading “„სასჯელის ზომა 2 წელი“ – მოსამართლემ მზია ამაღლობელის ბრალი გადააკვალიფიცირა”
მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს
მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს. ბრალდება გადაკვალიფირდა სისხლის სამართლის 353 მუხლის პირველი ნაწილზე – პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე …
ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი
შსს-ს ინფორმაციით, ხელვაჩაურში ერთი პირი დააკავეს, ადამიანის დაჭრის ფაქტზე. „გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2004 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“ – აცხადებს შსს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია და ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა. გამოძიება საქართველოს …
Continue reading “ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი”
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი
დღეს, 6 აგვისტოს, 14:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს მოსამართლე ნინო სახელაშვილი. მზია ამაღლობელმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია პროკურატურის შეთავაზება საპროცესო გარიგების შესახებ. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 059 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010] ტანკი – 11 072 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 091 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 31 133 ერთეული [+52] MLRS – 1 455 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 აგვისტო”
„ოცნების“ შემწირველი ბიზნესმენი დაპირებას არ ასრულებს: „ქუჩაში დაგვტოვეს 500 ოჯახი“
„ჩვენ უბედურ ისტორიას ჰყავს თავისი ბიძინა ივანიშვილი, ანუ არაფორმალური მმართველი – ბიზნესმენი არჩილ ბერიძე, რომელიც „ოცნების“ შემწირველია და არ სთხოვენ პასუხს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯუნა ბახტაძე. ბათუმის მერიასთან დღეს, 5 აგვისტოს, მოქალაქეები შეიკრიბნენ და მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა ითხოვეს. ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანების, წლებია ქირაში მცხოვრები, თუ პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში დარჩენილების თქმით, მათ ბინის შესაძენად …
„თამაზაშვილს არ მახვედრებენ. რას ჩქმალავენ არ ვიცი, ქუჩაში ვრჩები შვილთან ერთად“ – მარტოხელა დედა
მზია მეგრელიშვილი მარტოხელა დედაა. მას 14 წლის შვილი ჰყავს და მასთან ერთად წლებია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ახლა მზიას რთული პერიოდი უდგას, რადგან აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, ვერ მუშაობს, ვერ იხდის ქირის თანხას, ბინის მეპატრონე კი სახლის დაცლას სთხოვს. მზია მეგრელიშვილი ცდილობს ხმა მიაწვდინოს ხან მერს, ხან აჭარის მთავრობას, თუმცა მისთვის ყველა კარი ჩაკეტილია. „ვითხოვ სახელმწიფოსგან …
ვინ არის მზია ამაღლობელი – ადვოკატის სიტყვა სასამართლოში
„მაქვს პატივი წარმოვადგენდე მზია ამაღლობელს ამ სასამართლო პროცესზე“ – განაცხადა 1 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა. დაცვის მხარის სამართლებრივი არგუმენტების გაზიარებამდე მან ჯერ სასამართლოს უამბო, ვინ არის მზია ამაღლობელი და რას უკავშირდება მისი საქმიანობა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ადვოკატ მაია მწარიაშვილის მიერ სასამართლოში წარმოთქმული სიტყვის ტრანსკრიპტს მცირე შემოკლებით. „მზია ამაღლობელის ცხოვრება და საქმიანობა …
Continue reading “ვინ არის მზია ამაღლობელი – ადვოკატის სიტყვა სასამართლოში”
მზია უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ – საერთაშორისო ადვოკატი
მზია ამაღლობელის საერთაშორისო ადვოკატი კილან გალაჰერი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ. მისი თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს უსამართლო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც წარმოიშვა ინციდენტიდან, რომელშიც ის მსხვერპლი იყო და არა დამნაშავე. „ეს საშინელი საქმე მზიას გასაჩუმებლად და სხვების დასაშინებლად არის შექმნილი… მზიას საქმე სიმბოლურად გამოხატავს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო …
Continue reading “მზია უნდა გაამართლონ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ – საერთაშორისო ადვოკატი”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 21 საათიდან 6 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 25 – 30 გრადუსი …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
დაუშვებელია ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის – აშშ-ის საელჩო
აშშ-ის საელჩო საქართველოში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის ვიზის გამოყენება შტატებში მშობიარობისთვის დაუშვებელია. „დაუშვებელია თქვენი ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენს შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს. საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის თქვენი გამგზავრების მიზანი“ – წერს საელჩო. აშშ-ის კანონმდებლობით, ამერიკაში დაბადებულ …
Continue reading “დაუშვებელია ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის – აშშ-ის საელჩო”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 058 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120] ტანკი – 11 071 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 091 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 31 081 ერთეული [+28] MLRS – 1 452 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 აგვისტო”
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
ბათუმის აეროპორტში დღეს, 5 აგვისტოს, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში [დაახლოებით 09:27 სთ] პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა. თვითმფრინავი [THY5ET ] ვერც მეორე მცდელობაზე [09:39 სთ] დაჯდა აეროპორტში და ზღვის თავზე მანევრირებს. ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა ასევე თელავივი-ბათუმის თვითმფრინავიც. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით მიზეზი ნისლია. ორთავე თვითმფრინავი ამ წუთებშიც ცდილობენ დაჯდომას. განახლება: თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი …
Continue reading “ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება”
მზია ამაღლობელის საქმე კლუნების ფონდის დაკვირვების ქვეშ
უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს 2025 წლის მარტიდან უწევს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუნების ფონდის მონიტორინგის დოკუმენტში მზია ამაღლობელის საქმეში არსებული არაერთი გარემოება და დარღვევა მოხვდა. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, კლუნების ფონდის მონიტორინგისთვის აღსანიშნავი ფაქტია, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ღამეს პოლიციელების სამხრე კამერა გამორთული …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმე კლუნების ფონდის დაკვირვების ქვეშ”
„ახლა სასამართლოს დროა. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება“ – მზია ამაღლობელი
4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვით მიმართა სასამართლოს. „ბათუმელები“ თითქმის სრულად გთავაზობთ მის მიმართვას. „მიხარია, რომ ისევ ვხედავ ჩვენს მეგობრებს, ოჯახს, გულშემატკივრებს, თუმცა უხერხულობის განცდაც მაქვს, რომ ისევ მოგიწიათ სასამართლო დარბაზში მოსვლა. ერთხელ მახსოვს, ვთქვი, რომ სხდომიდან სხდომამდე ისე ვითარდება პროცესები გარეთ, რომ ჩემს საქმეზე და პატიმრობაზე ვერ ვკონცენტრირდები-მეთქი. ასეა ამ შემთხვევაშიც. …
„არ გატყდეთ, დრო ჯერ კიდევ არის”- რეპორტაჟი მზია ამაღლობელის ბოლო პროცესიდან
„დრო ჯერ კიდევ არის, ბრძოლა ბოლომდე“,- მიმართა დასკვნითი სიტყვის დროს მზია ამაღლობელმა სასამართლო დარბაზს. დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. მოსამართლემ თქვა, რომ ამ საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს, დღის 2 საათზე გამოაცხადებს. მოქალაქეები სიმრავლის გამო დღესაც სხდომაზე დასწრების მსურველთა დიდი ნაწილი სასამართლოს ფოიეში დარჩა. დარბაზში და მზიამდეც …
Continue reading “„არ გატყდეთ, დრო ჯერ კიდევ არის”- რეპორტაჟი მზია ამაღლობელის ბოლო პროცესიდან”
„საპროცესო გარიგების შემოთავაზებაც კი შეურაცხმყოფელია“ – მზია ამაღლობელი
დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას თქვა, რომ მისთვის პროკურატურის მიერ გაჟღერებული საპროცესო შეთანხმება მიუღებელია. „იქ, სადაც მეშვიდე თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ, საპროცესო გარიგება, ბევრისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერ დავივიწყებ პატარა გოგოს ტირილს, რომლის ხმა ჩემს საკანში აღწევდა… დედა მენატრებაო. როცა გავიგე, რომ მის მშობელთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, …
Continue reading “„საპროცესო გარიგების შემოთავაზებაც კი შეურაცხმყოფელია“ – მზია ამაღლობელი”
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 6 აგვისტოს გამოაცხადებს
დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. დღეს სასამართლოს მზია ამაღლობელმა მიმართა დასკვნითი სიტყვით. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მოსამართლე 6 აგვისტოს გამოაცხადებს”
მზია ამაღლობელის მხედველობა გაუარესდა ბოლო კვლევის თანახმად – ადვოკატი
დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სასამართლოს მიაწოდა მზია ამაღლობელის მხედველობასთან დაკავშირებული ბოლო, უახლესი კვლევის შედეგები. „ცნობის სახით მინდა მოგაწოდოთ. ესაა ბოლო დღეების კვლევა მის თვალთან დაკავშირებით. აქ ნახავთ თქვენ, რომ მისი მხედველობა კიდევ უფრო გაუარესდა, ახლა მას ორივე თვალზე აქვს კერატოკონუსი. ერთ თვალში პრაქტიკულად …
Continue reading “მზია ამაღლობელის მხედველობა გაუარესდა ბოლო კვლევის თანახმად – ადვოკატი”
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა
დღეს, 4 აგვისტოს, 13 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. დღეს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. ამით დასრულდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის 7-თვიანი განხილვა და დიდი ალბათობით, დღესვე იქნება ცნობილი მოსამართლის, ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებაც – განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის …
Continue reading “ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 057 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010] ტანკი – 11 069 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 079 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 31 053 ერთეული [+28] MLRS – 1 452 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 აგვისტო”
რა იცრუა პოლიციელმა ბერდია ფერაძემ მზია ამაღლობელის საქმეში
„ბატონმა ბერდია ფერაძემ იცრუა, როგორც წინასწარი გამოძიებისას, ისე სასამართლოში მისი დაკითხვისას არაერთ გარემოებაზე,“ – თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას. მაია მწარიაშვილი 7 საათის განმავლობაში კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მან დეტალურად აღწერა, თითოეულმა ცრუ მოწმე პოლიციელმა, რა მოიტყუა მზია ამაღლობელის საქმეში და როგორ. რა მოიტყუა აჭარის პოლიციის …
Continue reading “რა იცრუა პოლიციელმა ბერდია ფერაძემ მზია ამაღლობელის საქმეში”
რა მოიტყუა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის შესახებ – ადვოკატის დასკვნითი სიტყვა
„დაზარალებულმა ირაკლი დგებუაძემ იცრუა როგორც გამოძიებისას, ისე სასამართლოში, არაერთი გარემოების ირგვლივ”, – თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას. ადვოკატი მაია მწარიაშვილი 7 საათის განმავლობაში კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მან დეტალურად მოჰყვა ყველა ცრუ მოწმე პოლიციელის შესახებ, თუ რა მოიტყუეს მათ მზია ამაღლობელის საქმეში და როგორ. მზია ამაღლობელის …
Continue reading “რა მოიტყუა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის შესახებ – ადვოკატის დასკვნითი სიტყვა”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 აგვისტოს 21 საათიდან 4 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – უმეტეს რაიონში, დღისით კი ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო ღამით: 20 – 25 …
რა მოიტყუა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის საქმეში – ნაწყვეტი ადვოკატის დასკვნითი სიტყვიდან
„მოწმე გრიგოლ ბესელიამ იცრუა როგორც წინასწარი გამოძიებისას, ისე სასამართლოში მისი დაკითხვისას არაერთ გარემოებაზე,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა თავის დასკვნით სიტყვაში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, პირველ აგვისტოს. მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პირველ აგვისტოს ღამის 11 საათამდე გაგრძელდა. ადვოკატი მაია მწარიაშვილი 7 საათის განმავლობაში კითხულობდა თავის დასკვნით სიტყვას. მან დეტალურად მოჰყვა ყველა ცრუ …
ნინო დათაშვილისათვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა არის სიგნალი განგაშისათვის – განცხადება
ქართული ემიგრაციული ორგანიზაციების განცხადებას ეხმიანებიან, სინდისის პატიმრის, პედაგოგისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილისათვის პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ ექსპერტიზის ჩატარებას. „ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ქართული ემიგრაციული ორგანიზაციები და ემიგრაციული ჯგუფების წარმომადგენლები, სასტიკად ვგმობთ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური პატიმრის ნინო დათაშვილისათვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის …
4 აგვისტოს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს
ორშაბათს, 4 აგვისტოს, 13 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა. 4 აგვისტოს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. ამით დასრულდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის 7-თვიანი განხილვა და დიდი ალბათობით, 4 აგვისტოსვე იქნება ცნობილი მოსამართლის გადაწყვეტილებაც – განაჩენი მზია ამაღლობელის საქმეზე. მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის …
Continue reading “4 აგვისტოს მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 056 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920] ტანკი – 11 068 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 071 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 31 025 ერთეული [+43] MLRS – 1 452 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 აგვისტო”
შეიძლება სომხეთმა საქართველო ჩაანაცვლოს? – ინტერვიუ
„ეს მართლა ისტორიული შანსია, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოს სამხრეთ კავკასიამ,“ – გვითხრა სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე პროფესორმა გიორგი მჭედლიშვილმა, რომელსაც სომხეთის პერსპექტივაზე ვესაუბრეთ. პროფესორი აკვირდება თვალსა და ხელს შუა როგორ იცვლება განწყობები სომხეთში და როგორ ეცლება რუსეთს ხელიდან ბერკეტები… „რუსეთის მიზანია, არ შედგეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი – სრულფასოვან რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი მით უმეტეს ევროკავშირის …
Continue reading “შეიძლება სომხეთმა საქართველო ჩაანაცვლოს? – ინტერვიუ”
„ეს დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს“ – ნონა ქურდოვანიძე ნინო დათაშვილზე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე ეხმიანება სინდისის პატიმრის, პედაგოგისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილისათვის პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ ექსპერტიზის ჩატარებას. „ნინო დათაშვილს წლების წინ ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის თანმხლები შედეგია ემოციური ლაბილობა. ამ და სხვა წონადი არგუმენტებით, ნინოს ადვოკატი სასამართლოში ასაბუთებდა, რომ მის მიმართ არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით …
“მზიას გაწნული სილა არ არის არც ხმაურიანი და არ არის არც დანაშაულებრივი” – ადვოკატი
„დღევანდელი პროცესი სხვა თვალსაზრისით იყო საინტერესო. ეს ხომ არ იყო პროცესი, ჩვენ ხომ ვიცოდით, სადაც ვიყავით. საბოლოოდ, მე თუ მკითხავთ, ეს ტრაგიკული დღეა. ეს პროცესი იყო იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში სამართალს სჭირდება დაცვა. მაგრამ სამართალს ადვოკატები და კონკრეტულად მზიას ადვოკატები ვერ დავიცავთ. სამართლის დაცვა შეუძლია მოსამართლეს, მეტს არავის. ამიტომ, ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა დღევანდელი …
“თავისუფლება ყველას, ვინც საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის” – საპროტესტო პერფორმანსი ბერლინში
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, სოლიდარობა მზია ამაღლობელს!” – ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა. პირველ აგვისტოს საქართველოს საელჩოს წინ ბერლინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მივიდნენ და უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების პატიმრობა გააპროტესტეს. აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „გზა“ – ქართველი აქტივისტების გაერთიანება ევროპაში. „მზია ამაღლობელი, რომლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით მიმდინარეობს, დღეს როგორც არასდროს …
“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – კობახიძეს ბეშუმში საპროტესტო ბანერით დახვდნენ
ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე ასულ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს აქტივისტები საპროტესტო ბანერებით დახვდნენ. “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – ასეთია აქტივისტების გზავნილი “ქართული ოცნების” ხელისუფლებისადმი, რომელსაც 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს ციხეებში დატყვევებული.