მთავარი,სიახლეები

მერია წერს, რომ ბათუმში პიროტექნიკის გამყიდველები დააჯარიმა და პროდუქცია ჩამოართვა

24.12.2025
მერია წერს, რომ ბათუმში პიროტექნიკის გამყიდველები დააჯარიმა და პროდუქცია ჩამოართვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან კონფისკაციის გარეშე.

ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 6 000 ლარით.

მათივე ინფორმაციით, დღეს, 24 დეკემბერს, გამოვლინდნენ დამრღვევი მეწარმე სუბიექტები, რომლებიც მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა.

„დაიწერა საჯარიმო ქვითრები, რაც ითვალისწინებს 1000-ლარიან ჯარიმას პიროტექნიკის ფლობაზე და 5000-ლარიან ჯარიმას რეალიზაციაზე. განხორციელდა უნებართვო სარეალიზაციო პროდუქციის კონფისკაციაც“, – ამბობს მერია.

თუმცა, რამდენი პირი დააჯარიმეს, ამის შესახებ ბათუმის მერია ინფორმაციას არ ავრცელებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: