უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 200 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 449 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 23 796 ერთეული [+4]
- საარტილერიო სისტემა – 35 376 ერთეული [+45]
- MLRS – 1 579 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 263 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 94 197 ერთეული [+1 031]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 107 ერთეული [+34]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 71 125 ერთეული [+159]
- სპეცტექნიკა – 4 029 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 669 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 104 481 უპილოტო საფრენი აპარატი
- 640 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 26 696 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 634 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 32 122 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 49 878 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
EU შეთანხმდა €90-მილიარდიან სესხზე უკრაინისთვის, თუმცა რუსული აქტივების გამოყენების გარეშე
„სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე… ევროპა ვალდებულია გადაჯგუფდეს“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან
უკრაინული დრონების შეტევის შედეგად კრასნოდარში ორი გემი დაზიანდა – მედია






