აბაშასა და სამტრედიაში გამოავლინეს არალეგალური სასაკლაოები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. „სამეგრელოს დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ჯ. ხ. (მის: გამსახურდიას ქ. N116, აბაშა), შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თვითნებურად, სასაკლაოს გვერდის ავლით, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევითა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული მოთხოვნების უგულებელყოფით კლავდა ცხოველს; ადგილზე აღმოჩენილი საეჭვო წარმომავლობის …

საპატრულო პოლიცია დამატებით 200 სამკერდე კამერას ყიდულობს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დამატებით 200 სამკერდე კამერას ყიდულობს. კამერებსა და მათ ლიცენზიებში კი, ტენდერის გარეშე, ჯამში 548 ათას 200 ლარს გადაიხდის. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება კომპანია AXON-ის წარმოებული BODY 2 მოდელის ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი რაოდენობის შეძენა“ – წერს საპატრულო პოლიცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლისგანაც …

თურქეთში კაცმა მაღაზია გაქურდა და ვირით გაიქცა

თურქეთში, ქალაქ კაისერში, დააკავეს 26 წლის კაცი, რომელიც საიუველირო მაღაზიაში შეიჭრა, სავარაუდოდ, 150 გრამი ოქრო მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან ვირით გაიქცა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. თურქული მედია წერს, რომ ამ საიუველირო მაღაზიის გაქურდვა ისტორიაში შევიდა. ცნობილია, რომ კაცმა მაღაზიის დარაბა ამწე კრანით გატეხა და ისე შევიდა შენობაში, სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ კი ადგილი ვირით დატოვა. …

სებ-მა ჩინეთის ცენტრალურ ბანკში ანგარიშები გახსნა – „ეს ნიშნავს რუსეთის ნაბიჯების გამეორებას“

საქართველოს ეროვნული  ბანკის [სებ] ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები, როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე CIBM ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში. „წავიდა ჩვენი რეზერვები ჩინეთში, ეს ნიშნავს რუსეთის ნაბიჯების გამეორებას“ – ასე ეხმაურება გადაწყვეტილებას სებ- ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე. „რუსეთმა მთელი რეზერვები ოქროსა და ჩინურ იუანში გადაიტანა. დასავლურ ვალუტუბში რაც ჰქონდა გაეყინა და …

დააკავეს კაცი, რომელსაც ედავებიან გარყვნილ ქმედებას არასრულწლოვან შვილებთან

ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დღეს, 13 თებერვალს ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული იორდანიის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული წინასწარი შეცნობით, სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ. გარდა ამისა, დგინდება, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი შვილებზე ფიზიკურადაც ძალადობდა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვანები მოუყვებოდნენ სხვა პირებს, ბრალდებული სამივე შვილს სიცოცხლის …

დააკავეს პოლიციელი, რომელიც 16 წლის ბიჭს მობილურის განბლოკვას აიძულებდა, შეაგინა და დაემუქრა

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ფაქტზე პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი დააკავა. ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა დღეს, 13 თებერვალს. დაკავებული პოლიციელი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. პროკურატურის ცნობით, ის 16 წლის ბიჭს აიძულებდა მობილურ ტელეფონში ფოტოები ეჩვენებინა. პოლიციელი არასრულწლოვანს აგინებდა და ემუქრებოდა. გამოძიების ვერსიით, „10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს …

„ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

2021 წელს მოკლული, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ფეისბუქზე წერს, რომ იძულებულია ქუჩაში გამოვიდეს, რადგან „სამართალი ამ ქვეყანაში ქუჩაში დადის“. „პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო!!!! ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!!! შვილის გარდაცვალება მშობლისთვის ხომ გაუსაძლისი ტკივილია, მაგრამ შვილმოკლული მშობლის მდგომარეობა, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა, იცით როგორია??? მიწაში რომ უნდა ჩადონ შენი შვილი მაშინ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 თებერვლის 21 საათიდან 14 თებერვლის 21 საათამდე ბათუმში და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა. მაღალმთაში თოვლჭყაპი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 250 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 667 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 028 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 37 254 ერთეული …

კვერცხი 2 თეთრით გაიაფდა? რა იცვლება ამით? – ქუჩის გამოკითხვა ბათუმში

რა იცვლება კვერცხის 2 თეთრით გაიაფებით? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა ბათუმში 2025 წლის 24 დეკემბერს, „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფასებთან დაკავშირებულ საკითხზე იმუშავებდნენ სამართალდამცველები, ასევე შეიქმნა საპარლამენტო კომისია. რა შეიცვალა ამ დაპირების შემდეგ? გაქვთ მოლოდინი, რომ სურსათი გაიაფდება?

„ოცნების“ კიდევ ერთი მდიდარი დეპუტატი სურსათის ფასების კომისიიდან

„ოცნების“ პარლამენტარი გელა სამხარაული ე.წ. სურსათის ფასების დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრია. მან ამ კომისიასთან ერთად პროდუქტის გაძვირების მიზეზები და მისი შემცირების შესაძლებლობები უნდა შეისწავლოს. „პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის მიზეზების შემსწავლელი“ საპარლამენტო დროებითი კომისია „ოცნების“ პრემიერის ინიციატივით შექმნეს. მანამდე ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასნამატი მოგების მაღალ მარჟას დაუკავშირა. საპარლამენტო კიმისიის გარდა სასურსათო ფასებთან დაკავშირებული …

ბათუმში ძეგლის ფასადზე გამათბობლის მილი ჩასვეს – „ორბი“ გააფრთხილეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის #50-ში, ორსართულიან შენობაში, სადაც მსხვილი სამშენებლო კომპანია „ორბის“ ოფისი მდებარეობს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოების პარალელურად შენობის ფასადზე შავი მილი გაჩნდა, რაც, პრაქტიკულად, ფასადს აზიანებს, თუმცა კომპანია ამბობს, რომ ფასადი არ გაუხვრეტია და აქ მილი ადრეც გადიოდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს, ძეგლის ხელყოფა ან დაზიანება …

როგორ გაყიდეს პროპაგანდის მთავარი იარაღი, “იმედი” – კონტრაქტით ყოფილი მფლობელის კრიტიკა აკრძალულია

„ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული საშუალება – ტელეკომპანია „იმედი“, რომელსაც 2025 წლის მონაცემებით სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით 17 მილიონ ლარამდე დავალიანება ჰქონდა, 1000 ლარად გაიყიდა. გარიგება, რომელიც ფორმალურად მედიაბიზნესის ჩვეულებრივ ტრანზაქციად წარმოჩნდა, რეალურად სარედაქციო პოლიტიკის წინასწარ განსაზღვრის პირობას შეიცავს და კრძალავს „იმედის“ ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის და მასთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების კრიტიკას. პროპაგანდისტულ „იმედთან“ ერთად გაიყიდა …

„ხან ამერიკას ელაქუცებიან, ხან ირანს“ – ინტერვიუ

11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი (რევოლუციის წლისთავისადმი) მიძღვნილ მიღება, სადაც სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. ფაქტს კრიტიკულად გამოეხმაურა ისრაელის საელჩო საქართველოში. „მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს …

რამდენით გაიზარდა გასაყიდი ბინების ფასი ბათუმში – სტატისტიკა

„2025 წელს ბათუმში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 17 %-ით გაიზარდა, რაც ძირითადად შედარებით მაღალფასიანი პროექტების გაზრდილი მიწოდებით აიხსნება,“ – ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში – „საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში“. მიმოხილვის თანახმად, ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 395 დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, ამავე მიმოხილვის თანახმად, კვადრატულის საშუალო ფასი 2024 წელს …

„საქართველოში არც ერთი პროცესი არ იქნება წარმატებული ძლიერი გარე გარანტორის გარეშე“ – კომენტარი

11 თებერვალს, ვაშინგტონში, ჰელსინკის კომისიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც გამომსვლელებმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის მქონე პირთა დასჯის და საქართველოს სამომავლო გზის შესახებ ისაუბრეს. ბრიფინგზე ისაუბრა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ოლესია ვართანიანმა. მან ვრცლად მიმოიხილა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ხაზი გაუსვა აშშ-ის როლს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. ისე როგორც …

„დავიცვათ განათლება“ – ილიას უნივერსიტეტთან აქცია იგეგმება

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა დღეს, 12 თებერვალს, აქციას აანონსებს, ილიას უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან, 19 საათზე. „ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, თუ რას უპირებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და ამ ჩამონათვალში შეიტანა ილიაუნიც. ზემოხსენებული დეკუმენტის მიხედვით ილიაუნს მხოლოდ პედაგოგიკის მიმართულებები რჩება, რაც ამ მრავალმხრივ წამყვანი უნივერსიტეტისთვის დანგრევის ტოლფასია. ჩვენ უახლოეს წარსულშიც ვნახეთ, რომ ერთიან აკადემიურ წინააღმდეგობას ნამდვილად აქვს აზრი. სწორედ ამიტომ …

ბსუ და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურობას – მიქანაძე

დღეს, 12 თებერვალს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტა დაამტკიცა. კვოტებთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მისაღები კვოტები განაწილდება „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ საფუძველზე, უნივერსიტეტების „ტრადიციული პროფილის“ გათვალისწინებით. თსუ-ში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და …

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობისთვის „ანაგი“ ქედაში ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ახალი განკარგულება

„ოცნების“ მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც „ოცნების ქალაქში“ მშენებლობისთვის შპს „ანაგი“ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს. „ანაგის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 6 თებერვალს მოაწერა. ამ განკარგულებით „ანაგი“ სამი თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება, მოიპოვოს 13 567 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედის ადმინისტრაციული …

კობახიძე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ 267 ბინა გაყიდა კრწანისის პროექტში

„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიხე ირწმუნება, რომ „იგლ ჰილსმა“ წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის პროექტში და უკვე 267 ბინა გაყიდა. „გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა“ –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 12 თებერვალს მთავრობის სხდომაზე. კობახიძის თქმით, 1 კვ.მეტრის ფასი 1650 დოლარი იყო. კობახიძემ  ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ არაბული ქვეყნების …

აჭარაში კრიტიკული დარღვევები გამოავლინეს 7 არარეგისტრირებულ ობიექტზე

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში სხვადასხვა პროფილის 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა, რომლებიც სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ. „ფიზიკური პირი ფ. ტ. (ხელვაჩაური, სოფელი მახო ) – ფრინველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ფრინველი იკვლებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ფრინველის ხორცი; ფიზიკური პირი დ. ა. (ხელვაჩაური, ფანასკერტელ-ციციშვილის N 29 ) …

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო, 2024 წელს კი – 73 783 ავტომობილი. კომპანიის ინფორმაციით, გასულ 2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა. რაც შეეხება 2026 წლის იანვრის მონაცემებს, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით მაჩვენებელი 15 პროცენტით არის გაზრდილი. „2026 წლის იანვარში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 54 527 TEU კონტეინერი …

„ქოცებს, ყოფილ თანამდებობის პირებს განვიხილავ პოლიტპატიმრებად” – ნიკა გვარამიამ ციხე დატოვა

დღეს, 12 თებერვალს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა. ციხიდან გამოსულ პოლიტიკოსს მეგობრები, ახლობლები, თანაპარტიელები ციხის წინ დილის რვა საათიდან ელოდებოდნენ. ციხიდან გამოსულმა პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან. „შერეული ემოციები მაქვს, ყველას ნახვა მიხარია, პირველ რიგში, ჩემი ცოლ-შვილის, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ადამიანები იქ რჩებიან კიდევ. არა მხოლოდ …

„გამოდის, რომ ქვეყანაში იკრძალება პოლიტიკური საქმიანობა“ – ადვოკატი 8 პოლიტიკოსის დევნის საქმეზე

„პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური აქციების ხელმძღვანელების აქტივობა ვიღაცამ თუ შეაფასა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ნაწილია და პროკურატურის შეფასება არასწორია. თუ ამაზე განაჩენი დადგა, ეს იქნება ცალსახა პოლიტიკური დევნა. გამოდის, რომ ამ ქვეყანაში იკრძალება პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკა საერთოდ,“ – ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე, რომელიც ე.წ. საბოტაჟის, 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დევნის საქმეზე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 12 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 12 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 250 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +770. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 662 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 24 025 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 37 213 ერთეული …

„ვერ ვხედავ შიშების მოტივს“ – ინტერვიუ სტუ-ს ვიცე-რექტორთან

თსუ და სტუ აღარ გაერთიანდებიან – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს განაცხადა. თუმცა დასძინა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად“ გარდაიქმნება და მომავალში მხოლოდ ის დისციპლინები შენარჩუნდება, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. რამდენი პროგრამა გაუქმდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და გამოიწვევს თუ არა ამ სპეციალობების გაუქმება აკადემიური პერსონალის შემცირებასაც? – „ბათუმელები“ ამ …

ყულევის პორტი სანქცირების რისკის ქვეშ – რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?

ევროკავშირმა, მეოცე სასანქციო პაკეტის ფარგლებში, შესაძლოა, ყულევის პორტი დაასანქციროს. ინფორმაცია ამის შესახებ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა. ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვლიდან დღემდე 19 სასანქციო პაკეტს მოიცავს. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ შეზღუდვებს. სანქციები დაწესდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების პასუხად და ამ სანქციების ძირითადი მიზანი რუსეთის მთავრობასა და …

„სუს-ის მშრალი ინფორმაცია ბევრ კითხვას აჩენს“ – ინტერვიუ მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე

„საუბარი აუცილებლად იქნებოდა მდინარაძის ანტიამერიკულ რიტორიკაზე, არა მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ უკვე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან და არანაირი საუბარი ამ შემთხვევაში რაღაც სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე არ შედგებოდა. უსაფრთხოების საკითხებზე იქნებოდა მსჯელობა, მით უფრო იმ ფონზე, რაც ირან-ამერიკას შორის მოლაპარაკებების კუთხით ხდება ომანში და იმ სამხედრო ტექნიკის მოძრაობის კუთხით შეერთებული შტატების მხრიდან, რაც ირანის კრიზისიდან გამომდინარეობს,“ – …

ოზურგეთში ხორცის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სააგენტო

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცნობით, ოზურგეთში ორი ობიექტი გამოავლინეს, სადაც ხორცსა და ხორცპროდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ. საუბარია არალეგალურ საწარმოებზე. „ფიზიკური პირი ა. კ. (თაყაიშვილის N1) კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა ხორცს. ხოლო ინდმეწარმე ზ. ა. (გურიის ქ. N35) ვეტერინარული ზედამხედველობისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა თვითნებურად მოწყობილ სასაკლაოში“ …

ბათუმის თოჯინების თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს

ბათუმის თოჯინების თეატრს რეჟისორი სალომე ჯიჯავაძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დღეს, 11 თებერვალს წარადგინეს. ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, სალომე  ჯიჯავაძეს დამთავრებული აქვს თბილისი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის რეჟისურის სპეციალობით. მისი რეჟისორობით დადგმულია სპექტაკლები ბათუმის დრამატულ და თოჯინების თეატრებში. ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც …

ბათუმში ჯერ არ დაწყებულა ხიდის მშენებლობა, რომელიც უკვე უნდა გახსნილიყო

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა 2026 წლის 16 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არ დაწყებულა. ამ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე 9 თვეა შეზღუდულია. ხიდის მოწყობაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2 294 911 ლარის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებული შპს Construction Service–თან 2025 წლის 22 ოქტომბერს გააფორმა. ტენდერი 2 553 …

ომიდან დაბრუნებული მამა 3 შვილთან ერთად დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად – ტრაგედია ხარკოვში

უკრაინაში 11 თებერვალს, ღამით, ხარკოვის ოლქში მდებარე პატარა ქალაქ ბოჰოდუხოვში, ხუთსულიანი ოჯახის სახლზე რუსული დრონის აფეთქების შედეგად ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა. „დარტყმის შედეგად სახლი მთლიანად განადგურდა და ცეცხლში გაეხვა, ოჯახი კი ნანგრევების ქვეშ მოყვა“, – წერს ხარკოვის პროკურატურა. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, დაიღუპა 34 წლის კაცი და მისი სამი შვილი, ორი, 1 წლამდე ასაკის ბიჭი …

ზელენსკი 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ განცხადებას გეგმავს – მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გეგმების შესახებ განცხადებას გეგმავს – ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ოფიციალური კიევი არჩევნებისა და რეფერენდუმის ერთდროულად ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს. 2026 წლის 24 თებერვალს ზუსტად ოთხი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. …

„თეატრის დირექტორმა შემომითვალა, რომ თურმე „მაღლა“ ზარი იყო შესული“ – რეჟისორი გაუქმებულ სპექტაკლზე

რეჟისორი გეგა გაგნიძე, რომლის სპექტაკლიც ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციამ გააუქმა, თეატრის გადაწყვეტილებას ფეისბუქზე ეხმიანება. პოსტში, რომელიც 10 თებერვალს, გვიან საღამოს გამოქვეყნდა, გეგა გაგნიძე თეატრის დირექტორის გადაწყვეტილებას „უმეცრებას და უგუნურებას“ უწოდებს. „დრო-ჟამი ამას გვიქადის… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გამოწვეულია უმეცრებითა და უგუნურებით. ასე ხდება მაშინ, როცა საჯარო თანამდებობაზე ხელდასხმული ადამიანი პასუხისმგებელია …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 249 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +820. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 661 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 24 020 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 37 148 ერთეული …

ინციდენტი ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე – შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

დღეს, 10 თებერვალს, საღამოს, ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, კორპუსის ეზოში დაპირისპირება მოხდა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 126-ე მუხლით – ძალადობა. დაკავებულის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე იმყოფებოდა გამოცემა „აჭარა თაიმსი“, რომელიც პირდაპირ ეთერში აშუქებდა პოლიციის მობილიზებას. გამოცემის წყაროების ცნობით, თაყაიშვილის ქუჩაზე იარაღიდან გაისროლეს, რის შედეგადაც დაიჭრა ადამიანი, …

Exit mobile version