ბათუმის მერია საპატრიარქოს მეორად ქვაფენილს უსასყიდლოდ გადასცემს

ბათუმის მერია საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ 3 300 კვადრატულ მეტრ ქვაფენილს გადასცემს მუდმივ სარგებლობაში. ქონების გადაცემის საკითხს ქალაქის საკრებულო 2026 წლის 22 აპრილს სხდომაზე განიხილავს. საკრებულოს განკარგულების პროექტი და განმარტებითი ბარათი მერიამ მოამზადა. პროექტის მიხედვით საპატრიარქოს „მეორადი ქვაფენილი“ მუდმივ სარგებლობაში გადაეცემა აჭარაში მდებარე ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოსაწყობად. კონკრეტულად: 800 კვ.მ. – სოფელ ზემო აგარის (მტირალას მთის) ჯვართამაღლების …

„სკამზე გავათენებთ, ბავშვების სიცოცხლეზეა საუბარი“ – დედის ბრძოლა შვილის წამლისთვის

თამარ კოხოძე ორი შვილის დედაა. ამჟამად მესამე შვილს ელოდება. ფეხმძიმე ქალი ქუთაისიდან უკვე ყოველდღე დადის თბილისში იმისთვის, რომ მისი 7 წლის შვილის, გაბრიელის სიცოცხლე გადაარჩინოს. 7 წლის გაბრიელს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს. მისი მკურნალობისთვის საჭიროა მედიკამენტი, რომელიც საქართველოში არ იყიდება. ასამდე მშობელი ორ წელზე მეტია სახელმწიფოს სთხოვს შემოიტანონ წამალი, რადგან მედიკამენტი ძვირადღირებულია და ოჯახები მის …

„მზიას ეფექტი – როგორ შეგვცვალა მზია ამაღლობელის საქმემ“ – შეხვედრა თბილისის წიგნის ბაზრობაზე

24 აპრილს, პარასკევს, 16 საათზე, თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი სცენა მზია ამაღლობელის შესახებ დისკუსიასა და შეხვედრას დაეთმობა. შეხვედრის ორგანიზატორი „სინათლე მედიაა“.  შეხვედრის მოდერატორია თამარ რუხაძე, მონაწილეები: ნანა კვაჭაძე [„ბათუმელები“/ნეტგაზეთი], ზურა ვარდიაშვილი და ლიკა ზაკაშვილი [„პუბლიკა“]. „მზია ამაღლობელის საქმე ცხადად აჩვენებს, როგორ ექცევა სისტემა თავისუფალ მედიას, ჟურნალისტებს და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეებს. მზიას საქმე ასევე ააშკარავებს, თუ …

ანაპასთან ჩაღვრილმა ნავთობმა შესაძლოა საქართველოს სანაპიროს მოაღწიოს – კომენტარი

შავ ზღვაში 7 აპრილს ჩაღვრილი ნავთობი შესაძლოა საქართველოს სანაპიროზეც მოხვდეს. „თუ აღმოსავლეთიდან შავი ზღვის ტიპიური დინება არ ფორმირდა და არ გაძლიერდა (ბოლო პერიოდში ის პირიქით მოძრაობდა), ლაქა საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთს მიაღწევს. ლაქის დრეიფის სიჩქარეა 3-3.5 მ/წამში, პერიოდულად – 5 მეტრი წამში, ანუ დაახლოებით 10-12 კილომეტრი საათში. საქართველომდე მოღწევას (დისტანცია 105 კილომეტრია) ამ მოცემულობით ხვალისთვის …

ბათუმის ბულვარში მანქანით მოძრაობისთვის 20 მძღოლი დააჯარიმეს

20 პირი დააჯარიმეს ბათუმის ბულვარში ავტომანქანითა და მიკროავტობუსით გადაადგილების გამო. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, დაჯარიმებულები ბულვარში დაფიქსირებული ავტომანქანების მძღოლები არიან. მძღოლები დაჯარიმდნენ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13 და 6/2 ნაწილით. კერძოდ, ასკ-ს 125-ე მუხლის მე-13 ნაწილი გულისხმობს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა …

ავარია ბათუმში – დაიღუპა 70 წლის კაცი

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული პირი დაახლოებით 70 წლის იყო. ის ქვეითად გადაადგილდებოდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია ავტომანქანის მძღოლი. საქართველოში …

რუსეთიდან საქართველოში 592 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა – სამი თვის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2026 წლის პირველ კვარტალში [იანვარ-მარტში] საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 5,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი – 4,1 მილიარდ აშშ დოლარს. 2026 წლის იანვარ-მარტში ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან გატანილია: ჩინეთში …

ბათუმში ორი პირი დააკავეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი. დაკავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი – უცხო ქვეყნის. „გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და დადეს ერთგულების ფიცი, ეგრეთ წოდებული „ბაიათი“, რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს. რითაც უპირობო მორჩილება …

„საწვავის ფასი გარბის და მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სამგზავრო ტარიფების გაზრდა და საკომისიოების შემცირება მოითხოვეს. აქციაში სხვადასხვა კომპანიაში დასაქმებული ტაქსის მძღოლები მონაწილეობდნენ. „ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ტარიფების გადახედვა. საწვავი გაძვირდა, მგზავრობის ტარიფი იგივე დარჩა. ერთი მგზავრობის საფასური ერთი ლიტრი საწვავის საფასურს მაინც უნდა გვიტოვებდეს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც „ბოლტზეც“ …

ბათუმში ახალდაგებული ასფალტი ჩავარდა – რას ამბობს მერია

ბათუმში, რუსთაველისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში, სადაც ცოტა ხნის წინ ქვაფენილი აყარეს და ასფალტი დააგეს, გზა ჩავარდა და ავტომანქანა ჩაიყოლა. სამუშაოებს კომპანია „ბონდი 2009“ ასრულებს. ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამაა. 26 მაისის ქუჩაზე ჩავარდნილი მანქანა ამწეს საშუალებით ამოიტანეს. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ჩავარდა ასფალტი, „ბათუმელებმა“ ეს კითხვა ბათუმის …

ჯგუფურად ცემა, დარბევა, წამება – საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 2024 წლის აქციების საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს. საია საჩივარში ამტკიცებს, რომ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა. ასევე, საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 319 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 884 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 24 422 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 40 396 …

„ურნები გვაქვს, მაგრამ ნაგვის გატანა არ ხდება“ – მოქალაქე ხელვაჩაურის სოფლიდან

„დიდი პრობლემაა ნაგვის მართვა – სოფელში ნაგვის ურნები განთავსებულია, თუმცა ნაგვის გატანა ფაქტობრივად არ ხდება, რის გამოც ტერიტორია  დაბინძურებულია და ეს საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობას,“ – მოგვწერეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ავგია ახალსოფლიდან. მოქალაქე, რომელმაც „ბათუმელებს“ ნაგვის ურნების მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნა, საუბრობს იმაზე, რომ „გზის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“. მისი თქმით, სოფლის …

297 ათასი ლარი ბათუმის გაფორმების კონცეფციისთვის – მერია ახალი წლისთვის ემზადება

ბათუმის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის თადარიგს უკვე იჭერს და ქალაქის გაფორმების ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 297 ათას ლარს დახარჯავს. ჯამში, საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის კი, ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ახალი კონცეფცია ქალაქის გაფორმებისთვის უნდა ითვალისწინებდეს როგორც არსებული საახალწლო აქსესუარების გამოყენებას, ასევე ახლის შეძენას. ახალი კონცეფციის საფუძველზე უნდა მომზადდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც. მომსახურებას მერია …

ავტომანქანები ბათუმის ბულვარის პრომენადზე [ვიდეო]

რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, პრომენადზე, სადაც ავტომანქანებით გადაადგილება აკრძალულია, უპრობლემოდ მოძრაობენ. ავტომანქანების ბულვარში გადაადგილების ვიდეო 19 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე გადაიღო მოქალაქე ხათუნა ბერიძემ. ვიდეოში ჩანს, რომ ავტომანქანებს ბულვარში მდებარე რესტორან G 17-დან სტუმრები გამოჰყავდა. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ მოძრაობენ ეს ავტომანქანები საპატრულო პოლიციის თვალწინ – საპატრულოს მანქანა იქვე, ბულვარის ერთ-ერთ …

პირადი ცხოვრების ვიდეოჩანაწერით დაზარალებულს სქესობრივ კავშირს აიძულებდა – პროკურატურა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, „ბრალდებულმა მუქარის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეოჩანაწერები და მისი გამოყენების მუქარით, დაზარალებულს აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას და სექსუალური ხასიათის ქმედებების განხორცილებას,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს, 19 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 7 წლამდე …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 აპრილის 21 საათიდან 20 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლ-ჭყაპი. შესაძლებელია ელვა-ჭექა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 5 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 318 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 882 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 420 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 40 324 …

გაგრძელდება ომი? ანუ რა იცვლება ჰორმუზის სრუტის გახსნით – ინტერვიუ ირანისტთან

„ის, რომ ჰორმუზის გასასვლელი ირანმა გახსნა, არ ნიშნავს, ჩემი აზრით, იმას, რომ ომი დასრულდა. პირიქით, ამერიკა და ისრაელი ძალიან სერიოზულად არიან განწყობილი, რომ ირანის პრობლემა ძალიან დიდი ხნით მოაგვარონ, ან საბოლოოდ გადაჭრან. ასეთი შანსი ამერიკას და ისრაელს, რომ ირანის ხელისუფლება წელში გადატეხონ, მომავალში აღარ ექნებათ. ირანი კი, ცდილობს აღმოსავლური დიპლომატიის მეთოდებით ფონს გასვლას,“ – მიიჩნევს …

„ამ ფასების კომისიის ხელში ფასების კლება გამორიცხულია, პირიქით, ზრდა იქნება“ – ფინანსისტი

„ფასების კლება გამორიცხულია. პირიქით, უწინდელზე უფრო დიდი ზრდა იქნება და უარესი ჯერ წინ არის,“ – მიიჩნევს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია. მას ე.წ. „ფასების კომისიაზე“ ვესაუბრეთ: რა ჩანს კომისიის სხდომებიდან, შეიძლება ველოდოთ, რომელიმე პროდუქტის გაიაფებას „ოცნების“ დაპირების შემდეგ? „სამართლის და კონსტიტუციური წესრიგის დაბრუნებაა საჭირო. ეს იქნება ეკონომიკის და ფასების ფონის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება. კარგი მმართველობა, ანგარიშვალდებულება და …

დააკავეს უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის, ბათუმსა და ქობულეთში

უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდსა და თბილისში. შსს-ს მიერ დღეს, 18 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში“ ჩატარდა „სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები“ და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტში შევიდნენ. „დაკავებულია უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე, მათ შორის – კენიის, უგანდის, ინდოეთის, თურქმენეთის, ფილიპინების, კუბის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, განას, ზიმბაბვეს და …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 317 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 876 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 24 410 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 40 242 …

შოიგუ ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთს ემუქრება, რა არის ევროპის პასუხი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს თავდაცვის მექანიზმები დრონებით თავდასხმების საპასუხოდ. მისი შეფასებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი შეიძლება ჩაითვალოს კონფლიქტის მხარეებად, თუ ისინი დრონების ფრენებს თავიანთ საჰაერო სივრცეში დაუშვებენ. ეს განცხადებები რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ბალტიის ზღვის მახლობლად, დრონებით თავდასხმების სერიის ფონზე გავრცელდა. რუსი ოფიციალური პირის თქმით, თუ ასეთი …

რუსეთი უკვე EU-ში გაწევრიანების გამოც ემუქრება საქართველოს – ინტერვიუ რუსეთში ყოფილ ელჩთან

„ახლა მით უმეტეს, როდესაც მოხდა ცვლილება უნგრეთში, ეს იარაღიც გამოეცალა ხელიდან რუსეთს… ევროკავშირი ხდება უფრო ძლიერი და თანმიმდევრული მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, რაც ნამდვილად ხელს არ აძლევს რუსეთს. რუსეთმა ახლა უფრო მეტად იგრძნო საფრთხე ევროკავშირისგან,“ – მიიჩნევს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი, მას კრემლის მორიგ გზავნილზე ვესაუბრეთ: ევროკავშირის წევრი თუ გახდებით, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეგიყვანთო. ვალერი ჩეჩელაშვილი …

„მასწავლებელთა უმრავლესობას შემცირებული ხელფასი ექნება სექტემბერში “- მანანა რატიანი

განათლების სამინისტრო 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლებას აძლევს ერთი საგნის გამოცდის გარდა, კიდევ დარეგისტრირდნენ არა უმეტეს სამი საგნის გამოცდაზე და ერთდროულად დაადასტურონ ამ საგნებში კომპეტენცია. რა მიზანი აქვს რეალურად სამინისტროს და რა მოხდება მაშინ, თუკი არჩეულ საგნებში მასწავლებლები ვერ დაადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას? ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების ექსპერტს, მანანა რატიანს ესაუბრა. ქალბატონო მანანა, როგორ …

ბახმაროში მდინარე ბახვისწყალზე სამანქანე ხიდს ააშენებენ – შესაძლოა პროექტი კერძო საკუთრებას შეეხოს

კურორტ ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალზე საავტომობილო ხიდის აშენებაა დაგეგმილი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე პროექტს და სხვა დოკუმენტებს შეისყიდის, რისთვისაც ბიუჯეტიდან 340 ათას 500 ლარია გამოყოფილი. რა თანხა და ვადა იქნება საჭირო ხიდის ასაშენებლად, ეს პროექტის შედგენისა და შემდეგ სამუშაოების შესასყიდად გამოსაცხადებელი ტენდერის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ვინაიდან ხიდის დეტალური პროექტი ახლა მზადდება და ვინაიდან უნდა …

ზელენსკი მზადაა პუტინს თურქეთში შეხვდეს, ერდოღანის და ტრამპის მონაწილეობით – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიგიბამ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მზადაა თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრისთვის, თურქეთის პრეზიდენტის – რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დონალდ ტრამპის მონაწილეობით. „ჩვენ მზად ვართ თურქეთში ლიდერების შეხვედრისთვის ზელენსკი-პუტინის ფორმატში, ერდოღანისა და ტრამპის მონაწილეობით. ჩვენ ეს ცოტა ხნის წინ თურქ პარტნიორებს გადავეცით. თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო ძალისხმევაში“ …

საქსტატის დირექტორად გოგიტა თოდრაძე მესამედ დანიშნეს – მანამდე კანონი შეცვალეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად ირაკლი კობახიძემ ახალი, მესამე ვადით დანიშნა გოგიტა თოდრაძე. გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე 2018 წელს დანიშნეს და იგი უკვე ორი ვადით ხელმძღვანელობდა საქსტატს. კანონმდებლობის თანახმად, საქსტატის დირექტორის პოსტზე ერთი ადამიანის სამი ვადით დანიშვნა არ შეიძლებოდა, თუმცა 2026 წლის მარტში „ოცნებამ“ კანონმდებლობა შეცვალა და შესაბამისი მუხლი კანონიდან საერთოდ ამოიღო. …

„გამიგია“ – რას ამბობს ელისო ბოლქვაძე ბათუმის კინოფესტივალის დაფინანსებაზე

16 აპრილს ელისო ბოლქვაძემ აჭარის კულტურის სამინისტროს ანგარიში წარადგინა უმაღლეს საბჭოში, სადაც გახარიას პარტიის წარმომადგენელმა ნინო ჩხეტიამ მას შეკითხვა დაუსვა საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის, BIAFF-ის დაფინანსებაზე. „ეს ფესტივალი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მარტო ჩემთვის. რა იცით ბიაფის შესახებ, რა გააკეთა სამინისტრომ ამ ხნის განმავლობაში ფესტივალთან დაკავშირებით და თუ არაფერი გაუკეთებია, რატომ არ …

პუტინის რეიტინგი ზედიზედ 6 კვირაა მცირდება

პუტინის რეიტინგი ზედიზედ ექვსი კვირაა იკლებს. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 2026 წლის 6-დან 12 აპრილამდე 66.7% იყო (-1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლები ბოლო კვირის განმავლობაში). ამავე დროს, ვლადიმერ პუტინის მიმართ ნდობის შესახებ პირდაპირ დასმულ შეკითხვაზე გამოკითხულთა 72.0%-მა დადებითი პასუხი გასცა, რაც ბოლო კვირის განმავლობაში -1.8-პროცენტიანი კლებაა. მედიის ცნობით, პუტინის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 აპრილის 21 საათიდან 18 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღის ბოლოს შესაძლებელია გაძლიერება 15-20მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: …

მასწავლებლებს უფლება აქვთ, ერთის ნაცვლად ჩააბარონ 3 გამოცდა – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და ასევე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები. სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის სისტემურ გაძლიერებას ემსახურება. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ ელექტრონულად, 20 აპრილის 10:00 საათიდან 6 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 316 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 870 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 24 400 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 40 160 …

იცით ვინ არის ბათუმის მერი? – „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა

იცით თუ არა, ვინ არის ბათუმის მერი? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ქალაქის ქუჩებში დაუსვა მოქალაქეებს. ბევრმა მათგანმა ბათუმის მერის ვინაობა ვერ გაიხსენა, თუმცა ის პრობლემები ჩამოთვალეს, რასაც, მათი აზრით, მერია ვერ აგვარებს. რამდენიმე ბათუმელმა ისიც გვითხრა, რომ ყველაფერი მაინც „ცენტრზეა“ დამოკიდებული და თვითმმართველობა დამოუკიდებელი არ არის. „ერთი მაფიაა, ერთი კლანია“…. მათთვის [მერებისთვის] არც მოსვლა უკითხავთ, …

5 ბინა საჩუქრად – კიდევ რა ქონებას ფლობს ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის ოჯახი

ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით მახარაძის ოჯახის შემოსავალი 2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით 700 000-ზე მეტი ლარი იყო. ეს 2024 წლის მონაცემია.  წელს მას დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია, თუმცა ბოლო წლებში დაფიქსირებულ მზარდ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრები შემოსავლების გრაფაში კიდევ გაიზრდება. ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დავით მახარაძეს, როგორც შპს „ეკოსადილის“ …

რა შეიცვალა ავტობაზარზე – პირველი აპრილიდან 6 წელზე მეტი ხნის მანქანების განბაჟება გაძვირდა

საქართველოში პირველი აპრილიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების საფასური გაიზარდა. როგორ აისახა განბაჟების გაძვირება ავტოიმპორტიორებზე, ავტომფლობელებზე და სფეროში დასაქმებულ ასობით ადამიანზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ალექს ნონიაძეს ესაუბრა. ბატონო ალექს, ორი კვირაა რაც მოქმედებს ახალი რეგულაციები საქართველოში. ამ მოკლე პერიოდზე დაკვირვებით, რა შეიცვალა ავტობაზარზე, …

Exit mobile version