15 ივნისს „კავეა გრანდ მოლში“ ლანა ღოღობერიძის ფილმის, „დედა და შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ ჩვენება გაიმართება.
ჩვენება დაიწყება 16:30 საათზე, დასწრება უფასოა.
მისამართი: „კავეა გრანდ მოლი“, შერიფ ხიმშიაშვილის 29.
- „დედა და შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“
ლანა ღოღობერიძის ეს ფილმი 2023 წელს ბერლინალეს ფორუმის სექციაზე აჩვენეს. ფილმის რეჟისორი და მთხრობელი, ლანა ღოღობერიძე იხსენებს დედას, ნუცა ღოღობერიძეს, პირველ რეჟისორ ქალს საქართველოში, რომელმაც მეუღლის დახვრეტამდე 3 ფილმის გადაღება მოასწრო, 1937 წელს კი ბოლშევიკურმა რეჟიმმა 10 წლით გადაასახლა.
დოკუმენტურ ფილმში ნახავთ, თუ როგორ იპოვა რეჟისორმა რეჟისორის დედის ნამუშევრები მოსკოვის საცავებში და როგორ აჩუქა მეორე სიცოცხლე ათეული წლების შემდეგ ხალხის მტრად შერაცხილი ხელოვანის კინომემკვიდრეობას.
ნუცას საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებული წლები და ზოგადად, დედასთან განშორების ტკივილი ლანა ღოღობერიძის, როგორც კინო, ისე სამწერლო შემოქმედების ორგანული ნაწილი გახდა.
ჩვენება Georgian Film Institute და 3003 Film Production ხელშეწყობით იმართება.
რეტროსპექტივის პარტნიორი „Cavea Grand Mall“ -ია


