„წულუკიანი საპირისპირო შედეგს მიიღებს ამ პროცესიდან“ – ხიდაშელი გენერლების დაკითხვაზე

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, რომლის მიზანი 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლების საქმეების გამოძიება უნდა ყოფილიყო, აგრძელებს ქართველი სამხედროების დაკითხვას აგვისტოს ომზე. დღეს, 28 მარტს, თეა წულუკიანი კომისიაზე მისულ გენერალ ყურაშვილს ასე მიმართავდა. „არა დავინახო თქვენ ტონს აუწიოთ“, „მომინდომა აქ ძველბიჭურად საუბარი“, „თქვენზე ნაკლები მამაკაცი არ გეგონოთ აქ ვინმე“ და ასე შემდეგ. რის …

საქართველოში შობადობა შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შობადობისა და სიკვდილიანობის შესახებ 2024 წლის მაჩვენებლებს აქვეყნებს. ამ მაჩვენებლების მიხედვით გასულ  წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა.  ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8 პროცენტით. 2024 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა  თბილისში [14 415 ბავშვი], ხოლო ყველაზე …

თურქეთში პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერის ადვოკატი დააკავეს

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს ადვოკატი მეჰმეთ ფეჰლივანი დღეს, 28 მარტს, დილით დააკავეს. Reuters-ი თურქულ მედია Haberturk-ზე დაყრდნობით წერს, რომ ადვოკატი დააკავეს „დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული აქტივების გათეთრების“ ბრალდებით.  იმამოღლუ ადვოკატის დაკავებას სოციალურ მედიაში გამოეხმაურა: „ამჯერად ჩემი ადვოკატი მეჰმედ ფეჰლივანი გაყალბებული ბრალდებებს საფუძვლით დააკავეს. თითქოს არ იყოს საკმარისი გადატრიალების მცდელობა დემოკრატიის წინააღმდეგ, ისინი …

ბათუმში ავტომანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ავტომანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც სქროლით გადაადგილდებოდა. შემთხვევა 27 მარტს მოხდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მას ოპერაცია უტარდება. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოქალაქეს თავის ტრავმა აქვს. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 მარტის 21 საათიდან 29 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 3 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 910 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 860] ტანკი – 10 455 ერთეული [+17] ჯავშანტექნიკა – 21 762 ერთეული [+61] საარტილერიო სისტემა – 25 387 ერთეული [+122] MLRS – 1 344 ერთეული [+1] …

„ამ ფორმით ქართული ჯარის დისკრედიტაცია მარტო რუსეთს აწყობს“ – ინტერვიუ

„ამ ფორმით ქართული ჯარის, ოფიცრების და გენერლების დისკრედიტაცია თუ ვინმეს სჭირდება და აწყობს, მარტო რუსებია. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემი ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ასრულებენ რუსეთის ხელისუფლების, გრუ-ს და ფსბ-ეს შეკვეთას“ – ამბობს სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი გიორგი შაიშმელაშვილი „ქართული ოცნების“ კომისიაზე, რომელზეც 27 მარტს აგვისტოს ომში მონაწილე გენერლები დაკითხეს. რატომ წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ისევ …

რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

„სასამართლოს შეუძლია მიუთითოს მთავრობას, რომ გამოუშვან მზია ამაღლობელი… ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი ქმედება ჩადენილი საერთოდ არ არის, რაც პირდაპირ გამორიცხავს პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, პატიმრობის საფუძველი გახდა სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულება,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია. მას მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ: რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეს ევროსასამართლოში? …

კამერების დაზიანების ბრალდება – საპროტესტო აქციების 2 მონაწილის საქმე

23 წლის დანიელ მუმლაძე და 26 წლის გურამ ხუტაშვილი ერთი ბრალდებით დააკავეს. 4 დეკემბრის აქციის ღამეს, მათ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული 112-ის სათვალთვალო კამერების დაზიანება ბრალდებათ. დამტკიცების შემთხვევაში ეს 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორივენი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. საპროცესო შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გურამიც და დანიელიც დანაშაულს აღიარებენ, ინანიებენ და მზად …

ბათუმში 28 მარტს აქციაზე „ბათუმელების“ სპეცგამოცემის მეორე ნომერი დარიგდება

28 მარტს, 20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე შედგება „ბათუმელებისა“ და „ინდიგოს“ სპეციალური გამოცემის, „სინდისის პატიმრების“ მეორე ნომრის პრეზენტაცია. აქციაზე უფასოდ დარიგდება გაზეთის მეორე ნომერი.  „სინდისის პატიმრების“ მეორე ნომერში გაეცნობით იმ ადამიანებს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ამ დროისთვის სისხლის სამართლის მუხლით არიან ციხეში, წინასწარ პატიმრობაში. 2024 წლის ბოლოდან დღემდე საქართველოში სისხლის სამართლის წესით დაკავებულია …

„ოზურგეთში ქუჩები გადათხარეს და ორმოებსაც არ ავსებენ“- 48-მილიონიანი ტენდერი

ქალაქ ოზურგეთში იმ ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა, სადაც წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამბობს, რომ სამუშაოები წესების დაცვით არ სრულდება – გადათხრილია ქუჩები, არ ავსებენ ორმოებს, არის მტვერი. ოზურგეთში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზა“ აწარმოებს. კონტრაქტი 48 მილიონ 548 ათას 995 ლარზეა გაფორმებული. 50 მილიონი ლარით გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ „გზა“ მონაწილეობდა. სამუშაოები …

„მოითხოვეთ სამართალი თემურ ქათამაძისთვის“ – პეტიცია

დაკავებული ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ხელმომწერები თემურ ქათამაძის ქვეყნიდან დეპორტაციის შეჩერებას და მისთვის საერთაშორისო დაცვის უზრუნველყოფას ითხოვენ. პეტიცია დღეს, 27 მარტს, საღამოს გამოქვეყნდა. „მოვუწოდებთ დემოკრატიულ მთავრობებს, ევროკავშირს, გაერთიანებულ ერებსა და ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფოდ ჩაერიონ და შეაჩერონ პოლიტიკური აქტივისტის, გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) დევნა და დეპორტაცია, რომელიც მის სიცოცხლესა და …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი ავარიაში მოყვა. შემთხვევა დღეს, 27 მარტს მოხდა – ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივრის განხილვა დაიწყო – საია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო. ამის თაობაზე დღეს, 27 მარტს, განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. „სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედიაორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა. ჩვენ ეს საქმე გავაგზავნეთ 2024 წლის 17 ოქტომბერს, რუსული კანონის წინააღმდეგ და ვდავობდით კონვენციით გარანტირებული არაერთი …

მოსამართლემ ციალა ქათამიძე 2 000 ლარით დააჯარიმა – დაკავება გაყალბებული ოქმით

დღეს, 27 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა. „ციალა ქათამიძის საქმეშიც“ მოსამართლე სალიხ შაინიძე, „მზია ამაღლობელის საქმის“ მსგავსად, გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო. ამ საქმეზეც მოსამართლემ უარი თქვა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე. ირაკლი დგებუაძე, „მზია ამაღლობელის საქმის“ მსგავსად, ამ საქმეშიც ფიგურირებს. ციალა ქათამიძის საქმის …

პუტინი ამ გაზაფხულზე ემზადება ხარკოვისა და სუმის რეგიონებზე თავდასხმისთვის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთი კვლავ გეგმავს სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე თავდასხმას. ზელენსკი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების ფონზე, პუტინი „ცდილობს მოიგოს დრო“ სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე თავდასხმისთვის მოსამზადებლად. „ჩვენ ვხედავთ მზადებას მომავალი ოპერაციისთვის. გავუზიარეთ დაზვერვის ინფორმაცია ჩვენს მოკავშირეებს“ –  თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, ეს შეტევა …

თურქეთში სასტუმროში ხანძარი გაჩნდა – არიან დაღუპულები

27 მარტს თურქეთში ორი ადამიანი დაიღუპა სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად. თურქული მედიის ცნობით, ხანძარი ზამთრის კურორტ ულუდაგში, ტურისტულ ცენტრში მდებარე სასტუმროში გაჩნდა. მედიის ცნობით, სასტუმრო 2025 წლის იანვარში ტურისტული ბიზნესსერტიფიკატის უქონლობის გამო დაიხურა, თუმცა შენობაში ხანძრის მომენტში 12 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში დაღუპულთა შორისაა მოთხილამურე, რომელიც წარმოადგენდა თურქეთს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. მედიის ცნობით, …

ზელენსკი: „პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში, პუტინის შიშებზე საუბრისას განაცხადა, რომ პუტინს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, მაგრამ ეს მის ასაკზეცაა დამოკიდებული: „მისი საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც მას ეშინია. მაგრამ ამაზე გავლენას ვერავინ მოახდენს. ის თავად მოახდენს მასზე გავლენას. მისი ეკონომიკა და სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას“ – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ კიდევ ერთი რამ, რისიც პუტინს …

მზია ამაღლობელის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 31 მარტს გაიმართება

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 31 მარტს, 13:00 საათზე განახლდება. ამ სხდომაზე ადვოკატები შესავალ სიტყვას იტყვიან, ხოლო პროკურატურამ მოწმეები უნდა წარმოადგინოს. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ შემდეგ სხდომაზე. მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 908 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 670] ტანკი – 10 438 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 21 701 ერთეული [+16] საარტილერიო სისტემა – 25 265 ერთეული [+58] MLRS – 1 343 ერთეული [+2] …

როგორ კეთდება ფული სახელმწიფო მიწით ქობულეთის სანაპიროზე

კომპანიას, რომელსაც ზღვის პირველ ზოლში, ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე პარკზე დიდი ტერიტორია, 7 ჰექტარზე მეტი ფართობი მიჰყიდეს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია. სამაგიეროდ, მოახერხა და აჭარის მთავრობისგან 2017-2018 წლებში იაფად ნაყიდი არაერთი ქონება სარფიანად გადაყიდა. შპს „კრისტალ ბილდინგს“ სახელმწიფოს ქონება, 3 ჰექტარზე მეტი ფართობი ქობულეთის სანაპიროზე, ფიჭვებით გამწვანებულ ზოლში აჭარის მთავრობამ 1 მილიონ 648 …

4-ჯერ დამაჯარიმეს, 15 000 ლარი მაქვს ჯარიმა – სტუდენტი ბათუმის აქციებიდან

21 წლის ნიკოლოზ მირცხულავა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი და ამ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეა ბათუმში. ნიკოლოზი იმ სტუდენტებს შორის იყო, რომლებიც ღამეს ათევდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად, იგი აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. სტუდენტს ამ დრომდე 4 ჯარიმა გამოუწერეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისას სხვადასხვა მიზეზით, ჯამში – 15 500 ლარი. ნიკოლოზ მირცხულავა 29 ნოემბრის საპროტესტო …

როგორ მოვიქცეთ, თუ აქციაზე დაგვაჯარიმეს – იურისტის განმარტება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის დროს გზის „ხელოვნურად გადაკეტვისას“ შს სამინისტროს მიეცა უფლება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმოს მოქალაქე 5000 ლარით. რა გავლენა იქონია ჯარიმებმა პროტესტზე და რა უნდა გააკეთონ დაჯარიმებულებმა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, იურისტ ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა. ბატონო ნიკა, მას შემდეგ რაც …

მზია ამაღლობელი წინასწარი პატიმრობიდან სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ – ადამიანის უფლებათა კომისარი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ დღეს, 26 მარტს, გამოაქვეყნა მემორანდუმი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ადამიანის უფლებათა კომისარი წერს, რომ საქართველოში ყოფნისას ციხეში მოინახულა ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი. „მისი გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობა გაუმართლებელია“, – აცხადებს მაიკლ ო’ფლაჰერტი. რეკომენდაციებში ადამიანის უფლებათა კომისარი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობიდან …

“ემიგრანტი დედები გმირები ხართ, როგორც დედაჩემი” – სინდისის პატიმრის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარმა, ირაკლი ქერაშვილმა ციხიდან წერილი გამოაგზავნა, რომლითაც ის მებრძოლ ქართველ ქალებს მადლობას უხდის. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ სინდისის პატიმრის წერილს. “ეს წერილი მინდა დავიწყო მადლობით. მადლობა ქართველ ქალებს, დედებს და დებს. მადლობა, მხარდაჭერა და სოლიდარობა სინდისის პატიმარ, ძლიერ და გაუტეხელ ქალს, მზია ამაღლობელს! „გავრილოვის ღამიდან“ მოყოლებული არა ერთგზის მითქვამს ეს სიტყვები – „ამ პროცესში ქალების …

სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 26 მარტს, ლატვიის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს შეხვდა. „ძალიან სასიამოვნოა საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან შეხვედრა რიგის სასახლეში. კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ“ – დაწერა რინკევიჩმა X-ზე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, დღესვე უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართება ლატვიის სეიმის სპიკერთან, სეიმის …

რა კავშირშია „ქურდული სამყარო“ ქუთაისის ბაზართან – დაკავებულია 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უწყების ცნობით, საქმე ეხება იმერეთში აგრარული ბაზრების თემას, რომელშიც, შსს-ს ცნობით, ე.წ. ქურდული სამყარო იყო ჩარეული. შსს-ს გამოძიების ვერსია ასეთია: „კანონიერი ქურდის“ ვ.კ.-ს (მეტსახელად “ვატია”) დავალებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა ა.კ.-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გახსნა შპს „ტაბახმელა 2023“-ის …

„ეს ნიშნავს, რომ გერმანიას მოთმინების ფიალა აევსო“ – ინტერვიუ ბუნდესტაგის ქართველ მრჩეველთან

„თუ ვივარაუდებთ, რომ ფრიდრიხ მერცი გახდება გერმანიის ახალი კანცლერი, მეეჭვება, რომ „ოცნებამ“ შეძლოს მასთან საერთო ენის გამონახვა. მერცი პრინციპული პოლიტიკოსია, ის განსაკუთრებით უჭერს მხარს უკრაინას და მგონია, რომ რეჟიმი, რომელიც რეალურად რუსეთის მხარესაა და უკრაინის წინააღმდეგ, მერცთან საერთო ენას ვერ გამოძებნის,“ – მიიჩნევს ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი მიხეილ სარჯველაძე. 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ სანქციები …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 907 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280] ტანკი – 10 430 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 21 685 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 25 207 ერთეული [+17] MLRS – 1 341 ერთეული [+0] …

„წინააღმდეგობა არ გამქრალა, ეს იგრძნობა სკოლის კედლებშიც“ – ინტერვიუ მასწავლებელთან

„ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებში ისმოდა როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების ხმაც. ბათუმშიც რამდენჯერმე გამოვიდნენ პედაგოგები ახალი არჩევნებისა და ევროინტეგრაციის განახლების მოთხოვნით, თუმცა 2025 წელს პედაგოგები მასობრივად აღარ შეერთებიან საჯარო პროტესტს. სად არიან პედაგოგები? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სკოლა „ევრო-2000“-ის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, მალხაზ ჭკადუას ესაუბრა. მალხაზ, ბათუმში გვახსოვს სკოლის პედაგოგების …

„როგორი მონა უნდა იყო, შვილს არ მისცე დედ-მამის ნახვის უფლება“ – რეზო კიკნაძე მოსამართლეს

დღეს, 25 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ დანაშაულში ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს უკვე მესამე პროცესია, რაც სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ უკვე მეორედ თქვა უარი სხდომის გახსნაზე. პროცესი ბრალდებულთა ახლობლებისა და სხდომაზე დამსწრეთა მსურველების, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე გრძელდება. სასამართლო სხდომაზე სინდისის პატიმარმა …

ზურაბიშვილმა ლიეტუვაში სინდისის პატიმრებსა და მზია ამაღლობელის საქმეზე ისაუბრა

დღეს, 25 მარტს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილმა გამოსვლისას ისაუბრა სინდისის პატიმრებზე, მათ შორის, მზია ამაღლობელის საქმეზე. „ჩვენ დღეს ვართ ერი რეპრესიების ქვეშ. ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მიჰყავთ პოლიციაში და მათ გაყალბებულ ბრალდებებს უყენებენ. ახლა, როცა აქ ვდგავარ, საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანის [ანდრო ჭიჭინაძის და სხვა დაკავებულების] სასამართლო …

უკრაინელების 80% რუსეთთან ბრძოლის გაგრძელების მომხრეა, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშეც კი – კვლევა

უკრაინელების 80%-ზე მეტს მიაჩნია, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ბრძოლა რუსეთთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს ქვეყნის მხარდაჭერას – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა, „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით. კვლევა 12-22 მარტსაა ჩატარებული და მის თანახმად, უკრაინის ყველა რეგიონში გამოკითხულთა  უმრავლესობა – აღმოსავლეთში 78%-დან დასავლეთში 83%-მდე – მიიჩნევს, …

პროტესტი თურქეთში: დაკავებულია პროტესტის 1133 მონაწილე და 10 ჟურნალისტი

სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავების გამო დაწყებულ საპროტესტო აქციებზე, ბოლო ცნობებით, 1133 ადამიანია დაკავებული. თურქული გამოცემა bianet-ი წერს, რომ პროტესტის მონაწილეების დაკავების შემდეგ, 24 მარტს, დილის საათებში თურქულმა პოლიციამ ჟურნალისტების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. დააკავეს 10 ჟურნალისტი, ძირითადად ფოტოჟურნალისტები, რომლებმაც აღბეჭდეს პოლიციის ძალადობა. Polis, Saraçhane’deki kitleyi Süleymaniye Caddesi üzerinde kovalıyor. 🎥@alidnc4 pic.twitter.com/qfMlCfqUkQ — bianet (@bianet_org) March …

ბათუმში 22 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი უახლოესი დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 მარტის 21 საათიდან 26 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო ღამით: 1 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 905 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180] ტანკი – 10 425 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 21 670 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 25 190 ერთეული [+61] MLRS – 1 341 ერთეული [+3] …

Exit mobile version