მთავრობამ საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ჯილდო, 3 მლნ ლარი გამოყო დიდთოვლობასთან ბრძოლისთვის

„ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი სახელმწიფო უწყებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები „დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულობისთვის“ ფულადი ჯილდოს სახით ხელფასზე დანამატებს მიიღებენ. „2025 წლის თებერვალში დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ საქართველოს ზოგიერთ სამინისტროში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში დასაქმებულებზე ფულადი ჯილდოს/დანამატის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს …

„ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, სჭირდება მხოლოდ რუსეთს“ – ქართველი ექიმი გერმანიიდან

ექიმი ქრისტინა აფხაზავა გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში ცხოვრობს და მუშაობს. იგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, 150-ზე მეტი კილომეტრი გაიარა და ბერლინში ჩავიდა ხმის მისაცემად, რადგან მოთხოვნის მიუხედავად, დრეზდენში ემიგრანტებს საარჩევნო უბანი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუხსნა. ქრისტინას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მისი ხმა არ დაიკარგებოდა და ამით დაეხმარებოდა ქვეყანას. „იმის …

„ქალი დაკავებული მიუთითებდა პოლიციის უფროსის მხრიდან შეფურთხებაზე“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ახალ საპარლამენტო ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, წერს 2025 წლის იანვარში ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის და აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანის დაკავებისას სახალხო დამცველისადმი მიწოდებულ ინფორმაციაზე. „ბათუმში დაკავებულები მიუთითებდნენ პოლიციის უფროსის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ქალი დაკავებული მიუთითებდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და …

თემურ ქათამაძემ მეორედ დაიწყო შიმშილობა პროტესტის ნიშნად

ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ [გაფფარ ილმაზი] დღეს, პირველ აპრილს, მეორედ დაიწყო შიმშილობა. თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება. ბათუმის აქციების მედროშის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. „ბათუმელები“ ესაუბრა მის ადვოკატს, მარიამ გაბროშვილს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ თემურ ქათამაძემ მას გუშინ, 31 მარტს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. „აპირებს მხოლოდ წყლის მიღებას და …

ზელენსკი: კრემლი დასცინის დასავლეთის მცდელობებს, აღადგინოს მშვიდობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ კრემლი “აშკარად დასცინის” დასავლეთის მცდელობებს, შეაჩეროს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ ზელენსკიმ 31 მარტს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „ახლა მოსკოვში ღიად დასცინიან პარტნიორების მცდელობებს, ხელი შეუწყონ სამშვიდობო დღის წესრიგს – მუდმივად დრონების ახალი დარტყმები, სასტიკი დაბომბვა. ეს მხოლოდ ზეწოლით უნდა შეწყდეს და რუსეთი უნდა აიძულო, მშვიდობა დაამყაროს. …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 3 …

პროტესტზე 64 პირია დაკავებული სისხლის სამართლის მუხლით – საია სასამართლო სხდომებს აფასებს

საქართველოს იურისიტთა ასოციაცია [საია] აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების წინასასამართლო სხდომის ეტაპს აფასებს. საიას ცნობით, ამ ეტაპისთვის აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა საერთო რაოდენობა, მათ შორის, რუსულ კანონთან დაკავშირებული პროტესტის დროს – 2024 წლის გაზაფხულზე, დაკავებული პირების ჩათვლით 64-ია. მათგან რუსული კანონის პროტესტისას დაკავებული ათივე პირის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია, ყველა მათგანი სასამართლომ დამნაშავედ …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 916 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 540] ტანკი – 10 505 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 21 856 ერთეული [+37] საარტილერიო სისტემა – 25 552 ერთეული [+15] MLRS – 1 347 ერთეული [+0] …

ფოტორეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს, 31 მარტს ხმაურისა და შეძახილების ფონზე წარიმართა. პროცესზე 2 პოლიციელი – ბერდია ფერაძე და თამარ კერესელიძე დაკითხეს. დღეს სხდომაზე მზიას ახლობლების, კოლეგების და მეგობრების გარდა, ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეებიც მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ მზია ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც სხვა დაკავებულები. სხდომათა დარბაზში მზიას გამოჩენას შეძახილებით შეხვდნენ: „თავისუფლება …

ავარია ქედაში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოავარია მოხდა ქედაში დღეს, 31 მარტს. სოფელ წონიარისთან ავტომანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავარდა. მანქანაში მყოფი ერთი პირი დაიღუპა, ორი ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – მოტოციკლი ქალს დაეჯახა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაშავებულია შუახნის ქალი. შსს-ის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე  მუხლით. რომელიც გულისხმობს ავტომობილის, ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე …

რა უნდა ვიცოდეთ საკვების უსაფრთხოდ გადატანის შესახებ – ინტერვიუ ექსპერტთან

სურსათის უვნებლობა ერთნაირად მნიშვნელოვანია კვების მრეწველობის ყველა ასპექტში – სურსათის მომზადებიდან მის მიწოდებამდე საბოლოო მომხმარებელზე. ექიმი ჰიგიენისტი-ეპიდემიოლოგი, სურსათის უვნებლობის ექსპერტი შოთა მახარაძე სურსათისა და მზა საკვების უსაფრთხოდ გადატანა-ტრანსპორტირების პირობებზე საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოში მოქმედი რეგულაციებისა, მზა კერძის მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე მიმტან შუალედურ რგოლს, როგორიცაა ე.წ. „დელივერი“ სერვისი და სადისტრიბუციო კომპონენტი, გაცილებით მნიშვნელოვანი კონტროლი სჭირდება.  …

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა

ბათუმის აეროპორტში დღეს, 31 მარტს, თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებს, აეროპორტში [9:45 სთ] პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა. თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდომას ამ წუთებშიც ცდილობს. განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მეორე მცდელობისას დაჯდა [დაახლოებით 9:55 სთ-ზე]. ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით დაშვების პირველი მცდელობისას შეიცვალა ქარის მიმართულება, რის გამოც აეროპორტში დაჯდომა ბორტმა ვერ მოახერხა.   მთავარი ფოტო „ბათუმელების“ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 915 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230] ტანკი – 10 496 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 21 819 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 25 537 ერთეული [+30] MLRS – 1 347 ერთეული [+0] …

რა ეღირება ტროტუარი გარევაჭრობისთვის – მერია ახალ ფასებს ადგენს

ბათუმის მერს საკრებულო აძლევს თანხმობას გარე ვაჭრობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გასცეს საზოგადოებრივი სივრცეები [მათ შორის ტროტუარი] და დაადგინოს საფასურიც. შესაბამისი პროექტი [ფასებთან ერთად] საკრებულოში უკვე შეტანილია და მას 31 მარტს სხდომაზე განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი სივრცეების შეღავათიან ფასად პირდაპირი წესით სარგებლობაში გადაცემის უფლება ბათუმის მერს საკრებულომ 2021 წლის აპრილში მისცა. მიზეზად მაშინ კორონავირუსის პანდემია …

“ომი რუსეთმა და სეპარატისტებმა დაიწყეს, ჩემი ქვეყანა თავს იცავდა თავის მიწაზე” – ანწუხელიძის მეუღლე

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე, ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ხსნის, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი რუსეთმა დაიწყო. ეროვნული გმირის მეუღლე მხარდაჭერას უცხადებს ქართველ სამხედროებს და საზოგადოებას მიმართავს. „ქვეყანაში, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, ახალგაზრდა სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელსაც განვითარებისთვის მუდმივი შრომა, სწავლა, გამოცდილების შეძენა სჭირდება, როგორი გაუგებარიც არ უნდა იყოს, გამუდმებით …

“რუსეთი მტერია და მტერია ყველა, ვინც ეგოს მოსაფხანად მასკარადს მართავს” – აგვისტოს ომის გმირის მეუღლე

აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ის, რაც ამ დღეებში ხდება, ბოროტებაა ქვეყნის, ერისა და ჩვენი გმირი ვაჟკაცების წინაშე“. „მე აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე ვარ. ჩემი ოჯახი სამაჩაბლოდან დევნილია. 2008 წლის აგვისტოში ცხოვრება თავზე ჩამომენგრა. 24 წლის ქალი 2 მცირეწლოვანი შვილით მარტო დავრჩი და არ …

კოტეჯების დასაცავად კომპანია ყოროლისწყლის კალაპოტში ჯებირებს გზშ-ს გარეშე ააშენებს

მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში კოტეჯების წყალდიდობისგან დასაცავად ნაპირდამცავ ნაგებობას შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნი“ გზშ-ს გარეშე ააშენებს. „ნაპირდაცვითი [ნაპირსამაგრი] სამუშაოების განხორციელება არ დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2025 წლის 27 მარტის ბრძანებაში. ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში აშენებული კოტეჯების წყალდიდობისგან დასაცავად ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობა კომპანიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც …

ბაირამზე მუსლიმებმა ისევ ქუჩაში ილოცეს – ბათუმის მერია სალოცავის მშენებლობის ნებართვას არ გასცემს

დღეს, 30 მარტს, მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. ბაირამის ლოცვა აღესრულა ბათუმშიც. ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ორთაჯამეს გვერდით ქუჩა ტრადიციულად მლოცველებით იყო სავსე. იმის გამო, რომ ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს, ახალი მეჩეთის მშენებლობაზე კი ბათუმის მერია ნებართვას არ გასცემს, მუსლიმებს ღია ცის ქვეშ უწევთ ლოცვა. დღეს, ბაირამის ლოცვის დასრულების შემდეგ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ ბათუმში …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მარტის 21 საათიდან 31 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 3 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 914 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 510] ტანკი – 10 492 ერთეული [+14] ჯავშანტექნიკა – 21 816 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 25 507 ერთეული [+56] MLRS – 1 347 ერთეული [+2] …

30 მარტს მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება – ბათუმის ავტოტრანსპორტი

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით 30 მარტს ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. „ავტოტრანსპორტის“ გადაწყვეტილება უფასოდ მგზავრობაზე რამადან ბაირამს უკავშირდება. მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავს. ამავე თემაზე: ბაირამის ლოცვა წვიმაში, ქუჩაში და აივნების ქვეშ შეფარებული მთავრობა 

დღეს საღამოს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება – შტორმული გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით: დღეს, 29 მარტს აჭარის ტერიტორიაზე შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტის 21 საათიდან 30 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10- 15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში …

მდინარაძე აღიარებს, რომ მოქალაქეს აგინა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღიარებს, რომ მოქალაქეს აგინა. „ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ვისაც მოუწია ჩემი და იმ ადამიანის მიმოწერის წაკითხვა, ვინც დაგეგმილი და ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, ათობით ადამიანიდან ერთ-ერთმა, უსაზიზღრესი სიტყვებით, პირადი მიმოწერის დროს,  დაიწყო შეურაცხყოფა და როგორც კი თქვა, რომ გოგო იყო (რისი წარმოდგენაც მის მიერ გამოყენებული სიტყვების გამო …

„პოლიციელებმა ყბებზე და კბილებზე მომაყენეს დაზიანება, იზოლატორში გამაშიშვლეს“ – ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც 28 მარტს თბილისში გამართულ აქციაზე დააკავეს, პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს. როგორც ელენე ხოშტარია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში წერს, მას პოლიციელებმა ჯერ სახეში მიაყენეს დაზიანება, შემდეგ კი იზოლატორში გააშიშვლეს. ელენე ხოშტარიას წერილი მის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. „ყოველთვის ვერიდები ჩემი პირადი ემოციების ან შემთხვევების …

„ვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს, ჰუმანურ და დემოკრატიულ სახელმწიფოს“ – დმანისიდან „100 კილომეტრიანი მარში“ დაიწყო

დმანისიდან, რომელიც 100 კილომეტრითაა დედაქალაქიდან დაშორებული, დღეს, 29 მარტს, „100 კილომეტრიანი მარში“ დაიწყო. მარშის მონაწილეები გეგმავენ მომდევნო სამი დღის განმავლობაში მსვლელობით ჩავიდნენ თბილისში და შეურთდნენ 31 მარტს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას. „100 კილომეტრს ფეხით გავივლით და 31 მარტს რუსთაველზე შემოვალთ დამოუკიდებლობის დასაცავად! მტკიცე და ამაყი ნაბიჯებით ვივლით ეს სამი დღე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის! კიდევ ერთხელ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 912 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 740] ტანკი – 10 478 ერთეული [+23] ჯავშანტექნიკა – 21 796 ერთეული [+34] საარტილერიო სისტემა – 25 451 ერთეული [+64] MLRS – 1 345 ერთეული [+1] …

„უკრაინელებმა დროულად გაიგეს რუსების ჩანაფიქრი და აღკვეთეს“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

მოლაპარაკების მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტას რუსეთ-უკრაინის ომში არ ელოდება პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. რუსეთს ტერიტორიების დაკანონება სურს, რასაც უკრაინა ხელს არ მოაწერს, მხოლოდ სანქციების მოხსნას კი, პუტინი წარმატებად რუსეთშიც ვერ გაასაღებსო – თავის დაკვირვებას გვიზიარებს პოლკოვნიკი. „ეს ძალიან გრძელი ომი იქნება. გრძელ ომში ყოველთვის რომელიღაც იღლება და იფიტება. აქაც ეს იქნება მთავარი მომენტი – რომელი ქვეყანა გამოიფიტება …

გიორგი ანწუხელიძე – საქართველოს ეროვნული გმირი

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე მეოთხე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომს დროს, 23 წლის ასაკში, ტყვედ ჩავარდა. გიორგი ანწუხელიძე სასტიკი წამების შემდეგ, ოსმა სეპარატისტებმა ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე, ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. იქამდე, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა. …

თამარ კურატიშვილი და კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს პლაკატით -„ანწუხელიძე უკვდავია“

„ანწუხელიძე უკვდავია“ – ამ პლაკატით იდგა დღეს, 28 მარტს, თბილისში, პარლამენტის გვერდით, ტროტუარზე, აქტივისტი თამარ კურატიშვილი, როცა ის პოლიციელებმა დააკავეს. დაკავების მომენტი ნათლად ჩანს „ნეტგაზეთის“ პირდაპირ ჩართვაში. ვიდეო კადრებში ასევე ჩანს კიდევ ერთი ქალის, ლილუ შაველაშვილის დაკავებაც. პირველადი ინფორმაციით, ორივე მათგანი პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით არიან დაკავებული. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. დღეს 28 მარტს, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური …

„ცხინვალზე ცეცხლის გახსნა რას ემსახურებოდა“ – წულუკიანი გენერალ ყურაშვილს

დღეს, 28 მარტს, თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, რატომ დაიბომბა ქართული მხრიდან ცხინვალი, თუ იქ საცეცხლე წერტილი არ იყო და ეს შეკითხვა გენერალ მამუკა ყურაშვილს დაუსვა.მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქი ცხინვალი არ დაუბომბავთ და ეს რომ ასე ყოფილიყო, მოწინააღმდეგ მხარე ამ ფაქტებს წინ დაუდებდა სასამართლო დავებში.გენერალ მამუკა ყურაშვილის განცხადებით, კადრებში სავარაუდოდ ლაპარაკია კუსირეთი-კვერნეთის მიმართულებაზე …

„წულუკიანი საპირისპირო შედეგს მიიღებს ამ პროცესიდან“ – ხიდაშელი გენერლების დაკითხვაზე

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, რომლის მიზანი 2003-2012 წლებში არსებული ხელისუფლების საქმეების გამოძიება უნდა ყოფილიყო, აგრძელებს ქართველი სამხედროების დაკითხვას აგვისტოს ომზე. დღეს, 28 მარტს, თეა წულუკიანი კომისიაზე მისულ გენერალ ყურაშვილს ასე მიმართავდა. „არა დავინახო თქვენ ტონს აუწიოთ“, „მომინდომა აქ ძველბიჭურად საუბარი“, „თქვენზე ნაკლები მამაკაცი არ გეგონოთ აქ ვინმე“ და ასე შემდეგ. რის …

საქართველოში შობადობა შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შობადობისა და სიკვდილიანობის შესახებ 2024 წლის მაჩვენებლებს აქვეყნებს. ამ მაჩვენებლების მიხედვით გასულ  წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 20 755 ბიჭი და 18 728 გოგოა.  ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.8 პროცენტით. 2024 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა  თბილისში [14 415 ბავშვი], ხოლო ყველაზე …

თურქეთში პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერის ადვოკატი დააკავეს

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს ადვოკატი მეჰმეთ ფეჰლივანი დღეს, 28 მარტს, დილით დააკავეს. Reuters-ი თურქულ მედია Haberturk-ზე დაყრდნობით წერს, რომ ადვოკატი დააკავეს „დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული აქტივების გათეთრების“ ბრალდებით.  იმამოღლუ ადვოკატის დაკავებას სოციალურ მედიაში გამოეხმაურა: „ამჯერად ჩემი ადვოკატი მეჰმედ ფეჰლივანი გაყალბებული ბრალდებებს საფუძვლით დააკავეს. თითქოს არ იყოს საკმარისი გადატრიალების მცდელობა დემოკრატიის წინააღმდეგ, ისინი …

ბათუმში ავტომანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ავტომანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, რომელიც სქროლით გადაადგილდებოდა. შემთხვევა 27 მარტს მოხდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მას ოპერაცია უტარდება. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოქალაქეს თავის ტრავმა აქვს. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 მარტის 21 საათიდან 29 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 3 …

Exit mobile version