რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 967 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170] ტანკი – 10 800 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 22 473 ერთეული [+27] საარტილერიო სისტემა – 27 718 ერთეული [+48] MLRS – 1 381 ერთეული [+0] …

სარაგბო კლუბი “ბათუმი” საქართველოს ჩემპიონი გახდა

სარაგბო კლუბი “ბათუმი” რაგბი დიდი 10-ის ჩემპიონია. სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის ფინალი დღეს, 11 მაისს, ქუთაისში გაიმართა. “ბათუმი” ქუთაისის “აიას” დაუპირისპირდა და დაამარცხა ანგარიშით 14:10. “ბათუმმა” საქართველოს ჩემპიონობა მეხუთედ მოიპოვა. ცნობისათვის, საქართველოს ჩემპიონი რაგბიში 10-ჯერ იყო სარაგბო კლუბი “ლოკომოტივი”, 6-ჯერ სარაგბო კლუბი “ლელო”, 5-ჯერ სარაგბო კლუბი “აია”, 4-ჯერ სარაგბო კლუბი “ბათუმი”, რომელიც დღევანდელი გამარჯვებით “აიას” …

„4-ჯერ მუშტის ჩარტყმა პოლიციელზე თავდასხმა თუ არაა, სილის გაწნა რანაირადაა?“ – სანდრო ბარამიძე

„შსს-ს წარმომადგენლები თავიანთ ტყუილებში თვითონვე დაიბნენ,“ – ეს შთაბეჭდილება აქვს იურისტს სანდრო ბარამიძეს მზია ამაღლობელის ახალ საქმეზე – სტიკერის გაკვრის გამო შსს ჟურნალისტს და მედიამენეჯერს ამჯერად ახალი მუხლით ედავება. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის სიყალბე მისი პატიმრობის საფუძველი გახდა სისხლის სამართლის საქმეზე. იურისტის და სამართლის სპეციალისტის, სანდრო ბარამიძის შეფასებით კი, სილის გაწვნა თავდასხმა კი არა, საერთოდ არ …

სენაკში ძლიერმა ქარმა 800-წლოვანი ჭადარი გადატეხა

ძლიერმა ქარმა,  სენაკში, 800 წლოვანი ჭადარი გადატეხა. ჭადარი საქართველოს წითელ წიგნში, ცოცხალი ბუნების ძეგლების კატეგორიაში (დიდხნოვანი ხეები) იყო შეტანილი 1982 წლიდან. აღმოსავლეთის ჭადარი (ლათ. Platanus Orientalis) სენაკი-მარტვილის დამაკავშირებელ გზაზე იდგა. სენაკში მდგარი აღმოსავლეთის ჭადრის სიმაღლე 27 მეტრი იყო, მერქნის დიამეტრი 4.40 მეტრი, გარშემოწერილობა 23.7 მეტრი. ისტორიკოსები აღმოსავლეთის ჭადრის სენაკში დარგვის თარიღად 1184 წელს მიიჩნევენ, თამარ …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 მაისის 21 საათიდან 12 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელ-ჭექი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 15 – …

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა

4 პირი დააკავა  პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვა – გასაღების მომზადების ბრალდებით. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი, 2003 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1978 წელს …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 965 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310] ტანკი – 10 792 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 446 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 27 670 ერთეული [+33] MLRS – 1 381 ერთეული [+1] …

პიაცასთან ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა

ბათუმში, გვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პიაცასთან ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა. მოქალაქეები ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს. როგორც “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ორივე მოქალაქემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. გარდა მოქალაქეებისა დაზიანებულია გორგასლის ქუჩაზე მდგარი ავტომობილებიც. შემთხვევის ადგილას პოლიციაა მობილიზებული.  

ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის ავიარეისი ვერ ჯდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო სტამბული-ბათუმის ავიარეისი ვერ ჯდება. Flight Radar-ის მონაცემებით, სტამბოლი-ბათუმი ბათუმის აეროპორტში 9:30 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა იმის გამო რომ ქარია, თვითმფრინავი ერთ საათზე მეტია შავი ზღვის თავზე წრეს არტყამს. ძლიერი ქარი ბათუმში დღეს, 10 მაისის საღამოს ამოვარდა.

„პუტინს არ აწყობს, ფრონტიდან ჯარისკაცები დაუბრუნდნენ სოციალურად დაუცველ რუსეთს“ – ინტერვიუ

„არაფრით არ იყო საინტერესო ეს აღლუმი. ბოლომდე ვერც კი ვუყურე. როგორც ჩანს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ტანსაცმელი კინოსტუდიიდან გამოიტანეს და ძველი იარაღი გვაჩვენეს,“ – 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე. „პუტინს გვერდით რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ეყოლება, რაზე უნდა ელაპარაკო?“ – კითხვას სვამს გენერალი და მერე გვიყვება, რა …

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ქალს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, მელიქიშვილისა და ბაგრატიონების ქუჩის კვეთაზე 50 წლამდე ასაკის ქალს, რომელსაც თან ბავშვი ახლდა, ავტომანქანა დაეჯახა. როგორც თვითმხილველებმა “ბათუმელებს” უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა. ავარიის ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. თვითმხილველთა თქმით, დაშავებულ ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს და შემდგომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. “ბათუმელებმა” სცადა დაშავებული ქალის ჯანმრთელობის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 964 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310] ტანკი – 10 790 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 440 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 27 637 ერთეული [+49] MLRS – 1 380 ერთეული [+0] …

„ზუსტად ამის მოსმენა მინდოდა ბრალდების მხარიდან“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი მოსამართლეს

„ეს ემსახურება შოუს დადგმას“ – 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესზე შოუს დადგმის მცდელობა უწოდა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ვიდეოს, რომელშიც მალხაზ ირემაძე, პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჰყვება. მალხაზ ირემაძის თქმით, მასზე პირადად ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში იძალადა. ზოგადად, პროკურორი თორნიკე გოგეშვილი სასამართლო სხდომებზე …

დგებუაძე სასამართლოში პოლიციის ამალით მივიდა – „საპოლიციო რესურსის არამიზნობრივი გამოყენება“

გუშინ, 8 მაისს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. სასამართლოსთან თუ სასამართლოს ფოიეში პოლიციელების განსაკუთრებული სიმრავლე იყო. სასამართლოში იყვნენ პოლიციის მაღალჩინოსნებიც, მათ შორის, ირაკლი დგებუაძის მოადგილეები. „სამსახურებრივ უფლებამოსილებას ვასრულებ“ – ასე გვიპასუხა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილემ, გოჩა ვანაძემ პოლიციელების მობილიზებაზე. მან არ დაგვიკონკრეტა, რატომ ჩათვალეს საჭიროდ პოლიციის მობილიზება. „ბოლო პერიოდში …

„არ გამიგია კავკასიურ ერებში კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო“

„57 წლის კაცი ვარ, ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ მინახავს და არც არავისგან გამიგია, ქართველებსა და ვაინახებში და საერთოდ, კავკასიურ ერებში, რომ კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო. ამას რას მოვესწარით?“- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუქზე. ის სოლიდარობას უცხადებს ,,ბათუმელების” მენეჯერს, მზია ამაღლობელს, რომელიც სამზე მეტი თვეა რეჟიმის პატიმარია. გუშინ, 8 მაისს, მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო …

„დგებუაძემ თქვა, რომ ეს გინება და მუქარა ჰგავს ჩემს ხმასო, ფაქტობრივად აღიარება გვაქვს მიღებული“ – ადვოკატი

„ფაქტობრივად აღიარება გვაქვს მიღებული“, – ამბობს მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი, საიას იურისტი ჯუბა ქათამაძე ირაკლი დგებუაძის 8 მაისს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების შესახებ. დაკითხვის დროს ადვოკატებმა ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის დაკავების დროს გადაღებული ერთ-ერთი ვიდეო კადრის შესახებ ჰკითხეს, სადაც ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის: ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს ემუქრება და აგინებს. „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ… …

„ქალმა სილა გამაკრაო და ამაზე კაცი ჩივის. მორალური კატასტროფა“ – ნაირა გელაშვილი

მწერალმა ნაირა გელაშვილმა მაუწყებლის პოდკასტში ისაუბრა, რას ნიშნავს მისთვის ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სილა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისადმი და რაზე მიუთითებს დგებუაძის რეაქცია. „აი, წარმოიდგინეთ მზია ამაღლობელის შემთხვევა. ქალმა სილა გამაკრაო და ამაზე კაცი ჩივის… პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები. პირველ რიგში ხომ ადამიანი ხარ, მამაკაცი ხარ და რაინდი ხარ. ეს …

საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი – პაველ ჰერჩინსკი

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს, უკეთესი მომავლის იმედით. გილოცავთ ევროპის დღეს! წინ, საქართველო, …

62 წლის ქალზე ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით,  ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს. შსს-ს ვერსიით, გამოძიებით და მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობით და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული,  1963 წელს დაბადებული ქალი და მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. „ფსიქოლოგიური ძალადობით, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მაისის 21 საათიდან 10 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო ღამით: 5 – …

ევროპის დღე ბათუმში – აქცია 17:00 საათზე ევროპის მოედანზე

„ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია!“ – დღეს, 9 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ევროპის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით ევროპის მოედანზე 17:00 საათზე შეიკრიბებიან. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო. ამის შემდეგ, საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგა საქართველოს გაწევრიანებისთვის. მათ შორისაა ადამიანის ძირითადი უფლებების გაუმჯობესება ქვეყანაში, მედიის, სასამართლოს …

საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გამოყოფილ 2,3 მილიონ ლარს მთავრობის ადმინისტრაცია დახარჯავს

„ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ქვეყნის ბიუჯეტში გათვალისწინებულ 2 340 100 ლარს მთავრობის ადმინისტრაცია დახარჯავს. მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა მთავრობის სარეზერვო ფონდის 2 340 100 ლარით გაზრდა და ფონდიდან ამ ოდენობის თანხის მთავრობის ადმინისტრაციისთვის გამოყოფა. „2025 წლის 1-ლი აპრილიდან ლიკვიდირებულ იქნა სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 963 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300] ტანკი – 10 786 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 22 433 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 27 588 ერთეული [+36] MLRS – 1 380 ერთეული [+1] …

„რა ზიანი მოგაყენეთ?“ – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

„მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, უბრალოდ ვამბობ, რომ სილის გაწვნა არ არის თავდასხმა“ – უთხრა მზია ამაღლობელმა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა სასამართლოს, როცა მას მიეცა საშუალება კითხვები დაესვა მის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის. მანამდე კი მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ჰკითხა: „გულწრფელად მაინტერესებს, მე, მზია ამაღლობელმა, თქვენ, ირაკლი დგებუაძეს, რა …

„მე განვიცადე ტკივილი“ – ბათუმის პოლიციის უფროსი ქალის გაწნულ სილაზე

დღეს, 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე ჩვენებას აძლევს ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი. დგებუაძე აცხადებს, რომ 2025 წელის 12 იანვარს, საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელის სილამ მას ფიზიკური ტკივილი მიაყენა და ლოყა და ყური გაუწითლა. დღეს, სასამართლო პროცესზე, დგებუაძემ კიდე ერთხელ გაიმეორა ეს. „ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში, …

მზია ამაღლობელის სასამართლოზე ირაკლი დგებუაძე იკითხება

დღეს, 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესზე იკითხება პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. ირაკლი დგებუაძე ირწმუნება, რომ სილამ ლოყა ატკინა და ყური გაუწითლა. ირაკლი დგებუაძის დაკითხვის პარალელურად მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სხდომიდან გააძევა მოქალაქე. ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა …

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ამაღლობელის საქმეზე კობახიძის მოწმედ გამოკითხვის შესახებ

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოკითხვის შესახებ. 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა. „უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 961 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200] ტანკი – 10 782 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 22 429 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 27 552 ერთეული [+50] MLRS – 1 379 ერთეული [+1] …

რას ჰყვებიან აქტივისტები, რომელთაც მწვანე სითხე შეასხეს: გვითვალთვალებდნენ, არსებობს ჩანაწერები

5 მაისს, თბილისში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებულ აქტივისტებს: ნუცა მახარაძეს, ქეთევან ჯანანაშვილს და სალომე სარიშვილს უცნობი პირი ღამით, ლიფტიდან გამოსვლისას დახვდა და მათ ჯერ წიწაკის სპრეი შეასხა, შემდეგ კი – ბრილიანტის მწვანე. გოგოებმა სახეზე პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღეს. აქტივისტები „ბათუმელებთან“ ჰყვებიან, რომ რამდენიმე კვირის წინ შენიშნეს, რომ მათ უთვალთვალებდნენ, ქეთევან ჯანანაშვილის ძმას …

1937 წელი მაშინ და ახლა – ზაალ ანდრონიკაშვილი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი ________________________ დღევანდელობას ბევრი ადარებს 1937 წელს. 1937 წელი სტალინური ტერორის სიმბოლოა. ამ სიმბოლოშია ჩატეული მილიონობით უსამართლოდ დაპატიმრებული, ნაწამები, დახვრეტილი, გადასახლებული, გულაგში მონურ შრომაში სულამოხდილი, დაქვრივებული, დაობლებული, შეურაცხყოფილი, გარიყული, გაუბედურებული ადამიანის, დაწიოკებული და დანგრეული ოჯახის ბედი, ბიოგრაფია, ტკივილი, გლოვა, სიმწარე, სასოწარკვეთა. 1937 წელი ისტორიული ტრავმაა. დღევანდელ ტკივილს რომ 1937 წელს ვარქმევთ, ნიშნავს, რომ …

„აქ ასდღიანი პროტესტი ისტორიას არ ახსოვს“ – პროტესტის ხმა ახალციხეში

ყოველ საღამოს, 18:00 საათზე იკრიბებიან მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან. აქ დღეს, 7 მაისს, უწყვეტი პროტესტის 113-ე დღეა. ახალციხეშიც მოქალაქეები უერთდებიან საპროტესტო მოძრაობის ორ მთავარ მოთხოვნას: გაათავისუფლონ სინდისის პატიმრები და ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ამ სტატიაში წაიკითხავთ როგორია პროტესტის ახალციხეში და რა გზავნილები აქვთ აქციის მონაწილეებს სამცხე-ჯავახეთიდან. „დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნა რეჟიმის ცვლილებაა. …

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 8 მაისს გაგრძელდება

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 8 მაისს, 13:00 საათზე განახლდება. ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მოწმეების დაკითხვა გრძელდება. შესაძლოა, ხვალინდელ პროცესზე ირაკლი დგებუაძე დაიკითხოს – ბათუმის პოლიციის უფროსი. ის დაზარალებულად არის ცნობილი „მზია ამაღლობელის საქმეში“. სილის გაწვნის შემდეგ ირაკლი დგებუაძემ გამოძიებას უთხრა, რომ მან ტკივილი განიცადა. …

ქალის სილისგან ახალგაზრდა კაცი არც დავარდნილა, თავდასხმა კი უნდა იყოს სახიფათო – ინტერვიუ იურისტთან

„მზია ამაღლობელის საქმეზე“  კვალიფიკაცია არ არის დამაჯერებელი, მით უმეტეს, პატიმრობის გამოყენება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ევროსასამართლო დიდი ალბათობით ამ საქმეზე დაადგენს ევროკონვენციის მე-5 მუხლის [თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება] დარღვევას,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. მას „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ვკითხეთ: არის ჟურნალისტი უკანონო პატიმარი? იურისტი ყურადღებას ამახვილებს ამ საქმის კვალიფიკაციაზე და განმარტავს, რომ თავდასხმა „ხიფათის …

ჩაუბარებელ კორპუსებზე არც მშენებელი და არც მერია პასუხს არ აგებს – ეს მესაკუთრის პრობლემა იქნება

მერია ბათუმში ასობით ჩაუბარებელ კორპუსზე პასუხისმგებლობას იხსნის. პასუხისმგებლობას იხსნიან ამ კორპუსების მშენებელი კომპანიებიც, რადგან მათგან უმეტესობამ ბინები ჯერ კიდევ მშენებლობის საწყის ეტაპზე გაყიდა. მსგავს კორპუსებში თუ რამე პრობლემა გაჩნდება, მერიაში მოქალაქეებს პასუხობენ, რომ კერძო ტერიტორიის პრობლემებს ვერ განიხილავენ და მოქალაქეებს მშენებელ კომპანიასთან ამისამართებენ. ბათუმში იპოვით ისეთ კორპუსებსაც, სადაც მესაკუთრეები უკვე წლებია ცხოვრობენ, თუმცა დღემდე კომპანიის …

„ვითხოვთ გარდაცვლილი პატიმრის საქმის დაუყოვნებლივ და მიუკერძოებელ გამოძიებას“ – სოლიდარობის თემი

გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით შეყვანილი, 46 წლის პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალებას ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ ეხმაურება და საქმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს. „ბათუმელები“ სოლიდარობის თემის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაც ძირითადად ეფუძნება გორგაძის ადვოკატისა და მისი ახლობლების მონათხრობებს, იოსებ გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2024 წლის ოქტომბერში მომხდარი ავარიის შემდეგ მოათავსეს – ავარიას …

რიჟვაძე „ოცნების“ პოლიტსაბჭოში აღარაა – იგი თამაზაშვილით ჩაანაცვლეს

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც დღეს, 7 მაისს გაიმართა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა განაახლეს. თორნიკე რიჟვაძე, რომელიც 6 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო, ხოლო ,,ოცნების” პოლიტსაბჭოს 2021 წლის იანვარში შეუერთდა, სულხან თამაზაშვილით ჩაანაცვლეს. სულხან თამაზაშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა. მან თორნიკე რიჟვაძე შეცვალა ამ პოსტზე, რომელმაც თანამდებობა 4 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსით დატოვა. დღესვე „ქართული ოცნების“ ყრილობაზე მმართველი …

Exit mobile version