რეზინის ბოტები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვებისთვის – მიმართვა მოქალაქეებს

ალბათ ყველას გსმენიათ, რომ ხელვაჩაურში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ბავშვები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მათი მშობლები ვერ ახერხებენ ბავშვების უზრუნველყოფას სრულფასოვანი კვებითა თუ ტანსაცმლით. ჩვენ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეები, ვეცდებით, ამ ბავშვებს ერთი დღით მაინც გავუმრავალფეროვნოთ ცხოვრება. დაგეგმილი გვაქვს მათი წაყვანა ბავშვთა გასართობ ცენტრში, ამას ჩვენი ორგანიზაციის სახსრებით შევძლებთ. გარდა ამისა, ძალიან გვინდა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ …

ქობულეთში 20-ზე მეტი მუხის ნერგი გადატეხეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე დარგული 20-ზე მეტი იაპონური მუხის ნერგები შუაზე გადატეხეს. როგორც გამგებელი ამბობს, ნერგები ტენდერით იყო შეძენილი და დაახლოებით ათი ათასი ლარი დაჯდა. გამგებელი ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა  ეჭვმიტანილების ვინაობა არ არის ცნობილი. „ნეტა დამაჭერინა ვინც ეგ გააკეთა. „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზეა ერთი ვიდეოთვალი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მოხდა დამნაშავეების დადგენა. …

25 დეკემბერს ბათუმში ნინო ქათამაძე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან იმღერებს

ხვალ, 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე, საღამოს 7 საათზე, საახალწლო შოუ ევროპის მოედანზე ნინო ქათამაძისა და ჯგუფ ინსაითის კონცერტით გაიხსნება. კონცერტის დაწყებამდე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ნინო ქათამაში კონცერტის შემდეგ, 20:30 წუთზე, ქართველი მსმენელის წინაშე დედაქალაქიდან მოწვეული ქართული ალტერნატიული ბენდი „LOUDSPEAKER“ წარდგება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, კონცერტის დაწყებამდე, 18:30 წუთზე ევროპის მოედანზე …

საუკეთესო სასტუმრო და რესტორანი აჭარაში – ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულები

22 დეკემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2015“ გაიმართა, სადაც ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ. ფორუმი წელს პირველად ჩატარდა. ფორუმზე პროექტ „იდუმალი სტუმრის“ შედეგებიც იყო წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში 2015 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 150 ობიექტში, მათ შორის განთავსებისა და კვების ობიექტში, ასევე ტურისტულ სააგენტოებში ფარული ვიზიტი განახორციელა სერვისების ხარისხის კვლევის მიზნით. საუკეთესო …

გადადგება თუ არა არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე დღეს, 24 დეკემბერს სამსახურში არ იმყოფება. ქვეყნის პრემიერის გადადგომის შემდეგ ხომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას არჩილ ხაბაძეც? საქართველოს და აჭარის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ავტომატურად გადადგომას, იმ შემთხვევაში თუ თანამდებობას ქყვეყნის პრემიერი. თუმცა, იმის გათავალისწინებით, რომ არჩილ ხაბაძე ითვლებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვლის გუნდის წევრად, არ არის გამორიცხული ახალი …

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის ძველი ბულვარის გარშემო [ვიდეო]

23 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ძველი ბულვარის განვითარების კონცეფციის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე შედგა. დარბაზი ხალხით იყო სავსე, პრეზენტაციას მთავრობის წევრები, ბულვარში მდებარე კაფეების მეპატრონეები, არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ. რატომ გახდა აუცილებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ძველი ბულვარის რეკონსტრუქცია, მაშინ როცა ქალაქში არა ერთი ქუჩა თუ სკვერი ცუდ მდგომარეობაშია? ხომ არ …

მურმან დუმბაძე: ჩათვალეთ რომ პრემიერი გადამდგარია

დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ. საგანგებო ბრიფინგი დღეს 18:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია რომ ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება. რამდენად რეალურია და რას უკავშირდება პრემიერის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია? „ბათუმელებთან“ ამ საკითხზე კომენტარს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აკეთებს. „შესაძლო არა, ჩათვალეთ რომ პრემიერი გადამდგარია. მე …

დისკუსია საბავშვო ბაღების რეფორმაზე, ბაღების თანამშრომლების გარეშე

რატომ არ ესწრებოდნენ საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები და პედაგოგები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონპროექტის“ განხილვას და იწყებს თუ არა ხელისუფლება მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყებას იმ სფეროს წარმომადგებლების გარეშე, ვისაც უშუალოდ ეხება რეფორმა? ამ საკითხზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-3 საბავშვო ბაღის გამგეს ნანა თედორაძეს და ბათუმის საბავშვი ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ნატალია ზაქარეიშვილს ესაუბრა. „მე მივიღე წერილი …

„საწოლზე ცელოფანს ვიფარებთ, რომ არ დავსველდეთ“ [ვიდეო]

„ჯავახიშვილის 74“ – აწერია რკინის ჭიშკარს, რომელსაც ჟანგი აქვს მოდებული. ეზოს ერთ კუთხეში ძველი მანქანის სავარძლები აწყვია, აქვეა მაგნიტოფონი და ორი სტაფილოსფერი ვედრო. ყველაფერს აწვიმს. 58 წლის თალიკო სილაგაძე თოკებზე გაფენილ ტანსაცმელს ხსნის ქოლგით ხელში და შინ შეაქვს. კარების გაღებისთანავე სამი კატა ეგებება ფეხებში: „ისეთი ამინდია, ამათ გარეთ ვერ ვუშვებ და შევიფარე“.   შესასვლელში კარჩამოვარდნილი …

საეჭვო შესყიდვა – რა გზით დაუშვეს კომპანია „ოაზისი“ ბულვარში?

ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კერძო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციამ საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვაზე კითხვები გააჩინა. კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ პროცესი არასწორად მიმდინარეობს. ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და   კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე ხელშეკრულება [თანხა 240 ათასი ლარი] გამარტივებული შესყიდვის წესით, ყოველგვარი ტენდერისა თუ კონკურსის გარეშე, შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისთან“ 2015 …

იაფი სახლი ლიფტის გარეშე და მხოლოდ პირველი სართული შშმ პირებისთვის 

მერიის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, იაფი სახლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით  პროგრამის ბენეფიციარ შშმ პირს ან ოჯახს, რომლის წევრიც შშმ პირია, ბინას პირველ სართულზე შესთავაზებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ე.წ. იაფ სახლს, რომელის მშენებლობისთვისაც მერია  ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარს ხარჯავს, ლიფტი არ ექნება. შესაბამისად, ის ვერც თანამდეროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები …

„მსხვერპლი“ პოლიციელებით დაკნინებული სახელმწიფო

მაკა კანდელაკი, ადვოკატი მოსაზრებები, ფაქტები და დაუსრულებელი არგუმენტები მთავრდება დოკუმენტში, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეწოდება. ფაქტია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ერთი წლის განმავლობაში, 87 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი – პოლიციის მიმართ წინაღმდეგობის გაწევაზე. ეს პროცესი ასე იწყება – ბრალდება წარადგენს სასამართლოში დაზარალებულ პოლიციელებს, მოწმე პოლიციელებს, დახეულ მაისურებს, სამხარაულის ექპერტებს. არის შემთხვევები, როცა ერთ მაისურს სამი …

სექსისტური და სტერეოტიპული ტექსტი მე-9 კლასის ბიოლოგიაში

მე-9 კლასის ბიოლოგიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში, რომლის ავტორები ნ. ზაალიშვილი და ნ. იოსებაშვილი არიან, გენური მუტაციის თემაზე მოცემულ ტექსტში ე.წ. მორისის სინდრომს ასე განმარტავენ: „ამ სინდრომით დაავადებული „გოგონები“ ფლობენ მამაკაცურ ძალას, ამტანობას. სტატისტიკის მიხედვით, ბევრი გამოჩენილი სპორტსმენი გოგონა, რომელიც რეკორდებს ამყარებს, გენეტიკურად სულაც არ არის ქალი. ისტორიამ იცის ერთი ასეთი ცნობილი ქალი – ჟანა დ’არკი, რომელიც …

იაფი სახლის სავარაუდო კრიტერიუმები – მერიის სამუშაო დოკუმენტი

ბათუმის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურმა ე.წ. იაფი სახლის კრიტერიუმების შემუშავების მიზნით შექმნილ კომისიას სამუშაო დოკუმენტი წარუდგინა. კომისიის თავმჯდომარემ დოკუმენტი კომისიის წევრებს უკვე გადაუგზავნა და ახლა მათგან შენიშვნებს ელოდება. დოკუმენტზე სამსჯელოდ კომისია 15 იანვრის შემდეგ შეიკრიბება. სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის  ბენეფიციარი უნდა იყოს პირი, რომელსაც ჰყავს პროგრამით განსაზღვრული ოჯახის წევრები და აკმაყოფილებს პროგრამით სარგებლობის …

გავულამაზოთ ახალი წელი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ბავშვებს

„ოცნების ქალაქში“ 1000-მდე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. მათ ერთი ოცნება აქვთ – ახალ წელს თოვლის ბაბუა ესტუმროს. მივმართავთ საზოგადოებას, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებსა და სტუდენტებს, სამოქალაქო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს, თუ გაქვთ შესაძლებლობა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ ბავშვებს „ოცნების ქალაქიდან“ გავულამაზოთ დამდეგი ახალი წელი. სამზადისი დაწყებულია. მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის 13, კვლევითი ინსტიტუტის შენობა. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ოფისი. დაგვიკავშირდით: …

2016 წლიდან საბავშვო ბაღების რეფორმა იწყება

„ყველა საბავშვო ბაღი სტანდარტიზაციას  დაექვემდებარება“ – ამ თემაზე მიმდინარეობდა 22 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო  „რადისონ ბლუში“ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის“ პრეზენტაცია. ახალი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში საბავშვო ბაღი ყველა ბავშვისთვის უფასო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. საბავშვო ბაღების რეფორმა 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს. „ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ბავშვებისთვის. ახალი რეფორმით სახელმწიფო …

ბათუმის ძველი ბულვარი – რატომ გახდა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოდერნიზაცია?!

დავით მამულაძე, აჭარის მეწარმეთა კავშირის თანათავმჯდომარე, კაფე „მწვანე ბარის“ მეპატრონე „მწვანე ბარი“ ბულვარის სანაპირო ზოლში 25 წლის წინ გავხსენი, ეს ერთ-ერთი პირველი კერძო კაფე იყო დამოუკიდებელ საქართველოში. თუმცა გასულ კვირას ბულვარში მდებარე კაფეების მფლობელები არ მივუწვევივართ მთავრობას ბულვარის ახალი კონცეფციის განხილვაზე. ზუსტად არ ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ ძველ ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ მინდა, …

გაზსადენი მაღალმთიან აჭარაში 2017 წლის შემდეგ

აჭარის მთავრობა არ აპირებს დააფინანსოს გაზსადენის მშენებლობა მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, შესაბამისად, უარს ამბობს ამ მიზნით სპეციალური მრავალწლიანი პროგრამის შემუშავებაზეც. აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს: „არსებული გაზსადენი ვერ უზრუნველყოფს საჭირო სიმძლავრით გაზის მიწოდებას. შესაბამისად ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს ახალი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის საკითხზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი …

კანონიერი ქურდის საქმის გაგრძელება საკონსტიტუციო სასამართლოში

პატიმარი ტარიელ ფოცხვერია, რომელიც სასჯელს კანონიერი ქურდობის გამო იხდის, საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრძანების გაუქმებას და სიცოცხლის ბოლო დღეების ოჯახში გატარებას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 21 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული ექსპერტი, ონკოლოგი რეზო გაგუა დაიკითხა. ექიმი მოსამართლეებისა და მხარეების შეკითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების …

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა განიხილეს

ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფობდის (IFES) -ის მხარდაჭერით. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია საჯარო განხილვებისა და მოსაზრებების და რეკომენტაციების შემდეგ მომზადდება. „საქართველოს პარლამენტს …

2016 – პრემიების წელი ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიამ საკრებულოს შენიშვნების გათვალისწინებით 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დააკორექტირა და საკრებულოს დაუბრუნა განსახილველად. შეცვლილი ბიუჯეტი სამი მილიონი ლარითაა გაზრდილი. მერიამ შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინა, იმ ნაწილზე კი, რომელიც არ გაითვალისწინა, საკრებულოს განმარტებები გადაუგზავნა. პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – ეს სფეროები ბათუმის …

ქონება, რომელსაც აჭარის მთავრობა 2016 წელს გაყიდის

იმ ქონების საერთო საწყისი ფასი, რომლის გასხვისებასაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მომავალ წელს აპირებს, 18 მილიონ ლარზე მეტია. სავარაუდო საპრივატიზაციო ჩამონათვალში ისეთი ქონებაცაა, რომელიც ადრე ვერ გაიყიდა. მაგალითად, ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, რომლის გასაყიდი საწყისი ფასი ამჯერად 1 მილიონ 430 აშშ დოლარი იქნება. ახალი ბულვარის მიმდებარედ, კახაბრის დასახლებაში 36400 …

როგორ გავაშენოთ თხილის ბაღი

ქართული თხილის წარმოება და საექსპორტო პოტენციალი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბაზარზე თხილის მოთხოვნამ დაინტერესება გაზარდა – მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. როდის უნდა დაირგოს თხილი, რომელი ჯიშის თხილის მოშენება არის რეკომენდებული და რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ფერმერებმა თხილის ბაღების გაშენებისას? – ამ თემაზე ,,ბათუმელები“ აგრონომ ლევან ბერიძეს ესაუბრა. ბატონო ლევან, როდის უნდა დაირგოს თხილი? …

სად და რატომ არის ქუჩები ჩაბნელებული

ბათუმში, ჭაობის დასახლებაში, ლადო ასათიანის ჩიხში, სულ 16 გარეგანათების ბოძი დგას. მათგან ღამის განმავლობაში მხოლოდ ორი ბოძია განათებული. ეს პატარა ჩიხი ყოველთვის კარგად იყო განათებული, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა სურათი თანდათან იცვლება. ქალაქში სხვადასხვა დაზიანებისა თუ, უბრალოდ, ნათურების მოძველების გამო ცუდად განათებული ქუჩების რაოდენობა ბევრ ადამიანს აწუხებს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ქუჩებში გარეგანათების გამორთვის …

გელა აბაშიძის რევანში

აჭარის ნაკრების წევრმა, მოკრივემ გელა აბაშიძემ ფინალში იმ მოწინააღმდეგეს მოუგო, ვისთანაც შარშან დამარცხდა და გახდა დიდებს შორის, 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი. ეს ტიტული მისი მწვრთნელის, გოჩა აბაშიძის შემდეგ 16 წლის განმავლობაში აჭარიდან არავის მოუგია. გოჩა აბაშიძე გარდა მწვრთნელობისა, გელა აბაშიძის ძმაა, მას მრავალწლიანი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ იგივე შედეგისთვის მიეღწია, რომელიც 1999 წელს …

ნინო ბაციაშვილმა მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა

საჭადრაკო ტურნირზე “Qatar Masters Open 2015-ზე”, ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის კლუბ “ნონას” მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან, შავი ფიგურებით ყაიმით დაამთავრა შეხვედრა. მაგნუს კარლსენი ნორვეგიელი მოჭადრაკეა. მას მსოფლიო რეიტინგში 2834 ქულა აქვს, ნინო ბაციაშვილის კი – 2498 ქულა. კარლსენი და ბაციაშვილი 20 დეკემბერს პირველ რაუნდში შეხვდნენ ერთმანეთს. ტურნირი 9 რაუნდად ჩატარდება და 29 დეკემბერს …

სესხი, აჭარის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით, 163 მეწარმეზეა გასაცემი

აჭარაში „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სესხის სახით შესაძლებელია გაიცეს 4 598 200 ლარი, რაც  აჭარის მთავრობის განცხადებით, „საქართველოს ბანკთან“ მიმდინარე მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციართა შემდგენი კომისია 2014 წლის მაისში შეიქმნა, რომელმაც მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე მოამზადა 188 ბენეფიციარისაგან [რომელთაც გააჩნდათ მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესი] შემდგარი მსესხებელთა რეესტრი. …

ბოშები ლიანდაგს მიღმა

  ქობულეთში ასე მიგასწავლიან: ლიანდაგს რომ გადაკვეთ იქ ცხოვრობენ ბოშები. რკინიგზა  ქობულეთის სამხრეთიდან შესასვლელში, ცენტრალურ ავტო და რკინიგზის სადგურთანაა. რკინიგზის უკან ქობულეთის ერთ-ერთი უბანი გელაურია, სწორედ აქ ცხოვრობს ბოშების, დაახლოებით, ასამდე ოჯახი. ზოგი მათგანი ნაქირავებში ცხოვრობს, ზოგი – წინაპრების მიერ დატოვებულ სახლებში. რუსლან მელამეტოვსა და მის მეუღლეს, ნანას ექვსი შვილი ჰყავთ, 12 წლის იანიკი, 10 …

ვინ და როგორ განკარგავს ბულვარის ქონებას

ბათუმის ბულვარის მართვას სულ ცოტა 2019 წლამდე კვლავ აჭარის მთავრობა გეგმავს. შესაბამისად, თვითმმართველობისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მთავრობაში არ განიხილება. ფაქტობრივად, ღია რჩება ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხებიც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის შემდგომ, ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და …

ვის უნდა მიმართოთ მცირე ბიზნესის დასაწყებად აჭარაში

როგორ უნდა ჩაერთოთ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამაში და ვის უნდა მიმართო, თუ გსურ ბიზნესი წამოიწყო ან არსებული განავითარო? „ბათუმელები“ დაინტერესდა რა ეტაპზეა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. რას ნიშნავს მცირე საწარმო და რა შეღავათებია მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული? – მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს …

მაღალმთიანი დასახლების საწარმო გადასახადებისგან გათავისუფლდება

საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის საფუძველზე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის  წესი დაამტკიცა. ასეთი სტატუსის მქონე საწარმო გარკვეული ვადითა და წესით გათავისუფლდება გადასახადებისგან. სტატუსის მინიჭების წესი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მთავრობის დადგენილებით, მეწარმე სუბიექტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს …

ბათუმში ახალი ჰოსპიტალი მომავალ წელს გაიხსნება

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მდებარე ჰოსპიტალი ახალი წლის შემდეგ ამოქმედდება. ჰოსპიტალმა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა უკვე მიიღო, რითაც, როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, სრულყოფილი მრავალპროფილური სამედიცინო საქმიანობის უფლება მიენიჭა. სტაციონალური დაწესებულების ნებართვა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გასცა. სააგენტოს ინფორმაციით შპს „Brothers“-ს აქვს შემდეგი სამედიცინო საქმიანობის ნებართვა: ქირურგია, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, მეანობა, …

რა იცვლება ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში კომპანია „ლიტომმა“ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. კომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ბულვარის ამ ნაწილში, ბულვარის ახალი კონცეფციით გათვალისწინებულია. სამუშაოების შესრულებაზე ერთი მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.   „უნივერსიტეტიდან კაფე „ტყუპებამდე“, ბულვარის სამი სავალი ნაწილის დემონტაჟი მიმდინარეობს. აქედან ერთი, შუა სავალი ბილიკი გაუქმდება  და გამწვანება გაკეთდება. დაირგვება ყვავილები. პირველ და მესამე ზოლში დაიგება ახალი ფერადი ქვაფენილი, …

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ევროპასთან უვიზო მიმოსვლას გინებით გამოეხმაურა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი ირაკლი დარცმელიძე, საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ასე გამოეხმაურა: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი, ხშირად მესმის ეგ ფრაზა. მე ასე ვიტყვი, მე ვარ ქართველი და ამით ყველაფერი ნათქვამია. მ…ტ ლგბტ ევროპა. შეშფოთებული ამერიკის და ვითომ ერთმორწმუნე რუსეთის დედაც…“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდში, ირაკლი დარცმელიძის კანდიდატურა …

კვების დეფიციტი საქართველოში

დღეს 19 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო „დივანში“ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ კვების დეფიციტის პრობლემაზე სემინარი  გაიმართა.  ბავშვთა ფონდის კვლევების მიხედვით, დღეს საქართველოში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი კვების დეფიციტს განიცდის. სპეციალისტების თქმით, კვების დეფიციტს მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსალეობა არ განიცდის. კვების დეფიციტს იწვევს არაჯანსაღი, დაუბალანსებელი კვება, რის შედეგადაც ორგანიზმში მიკროელემენტების  დეფიციტი ჩნება. რას ნიშნავს ნუტრიციული …

სფფ-ს ხელმძღვანელები ბათუმში კლუბების ხელმძღვანელებს ხვდებიან

ბათუმში „სასტუმრო“ კოლიზეუმში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისა და უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტების დახურული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე სფფ-ს ხელმძღვანელობის სრული შემადგენლობა იმყოფება: სფფ-ს პრეზიდენტი ლებან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები ნიკოლოზ ჯღარკავა და კახა ჭუმბურიძე. როგორც პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს შეხვედრაზე ფეხბურთში არსებულ ხარვეზებსა და მომავალი გეგმებზე ისაუბრებენ, მომავალში კი ამ ფორმატის შეხვედრები რეგიონებში პერიოდულად …

Exit mobile version