მთავრობის ადმინისტრაციას საიდუმლო და პერსონალური ინფორმაციის მიღების უფლება მისცეს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მიღების უფლებაც. „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში „ოცნების“ პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებით, მთავრობის ადმინისტრაციას უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების [მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების] შემცველი ინფორმაცია. „ეს ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს აგრეთვე …
Category Archives: სიახლეები
„ციხე 10 წლის ბავშვისთვის დაუშვებელია“ – როგორ აპირებს „ოცნება“ ბავშვების დასჯას
„ქართული ოცნება“ აპირებს დასაჯოს 10-დან 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები და „რეაბილიტაციის“ სახელით გამოკეტოს სპეციალურ დაწესებულებაში, რომელსაც ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ. ბავშვთა უფლებადამცველები ამ ინიციატივას აპროტესტებენ და მიიჩნევენ რეპრესიულად, რადგან მათი განცხადებით, 14 წლამდე ბავშვი სამართლებრივად ვერ ჩაიდენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რადგან კანონით მათთვის ასეთი პასუხისმგებლობა საერთოდ არ არსებობს. ამ ინიციატივით …
Continue reading “„ციხე 10 წლის ბავშვისთვის დაუშვებელია“ – როგორ აპირებს „ოცნება“ ბავშვების დასჯას”
„მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე“ – კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სააპელაციო განაჩენზე
უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება. „გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის და 2-წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე და შემაშფოთებელი ნიშანია. სანამ მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, #TrialWatch უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებს ანგარიშს (Fairness …
თბილისში აქციაზე 13 დემონსტრანტი დააკავეს ადმინისტრაციული წესით
წუხელ, 19 ნოემბრის ღამეს, პოლიციამ თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 13 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით. შსს წერს, რომ „დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“. 19 ნოემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან დაანონსებული იყო პატიმრობაში მყოფი 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა. …
Continue reading “თბილისში აქციაზე 13 დემონსტრანტი დააკავეს ადმინისტრაციული წესით”
უცხოეთიდან საქართველოში 318.7 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა – ფულადი გზავნილები ოქტომბერში
უცხოეთიდან საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში 318.71 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა [დაახლოებით 865.6 მილიონი ლარი]. საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 13.4%-ით [37.6 მილიონი აშშ დოლარით] მეტია 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. „უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.4 პროცენტი იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში …
ბრალდებულებმა ავტომობილის ჩამოსაყვანად მოქალაქეს 50 000-მდე აშშ დოლარი გამოართვეს და მიისაკუთრეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1996 წელს დაბადებულ ნ.მ. – ს , რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული, მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს და მიისაკუთრეს დიდი ოდენობით თანხა, ჯამში – 50 000 …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 162 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 357 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 597 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 34 530 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ნოემბერი”
„ოცნება“ ცდილობს პროტესტის მონაწილეებისთვის გამოხატვის უფლების წართმევას – განცხადება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებით ეხმიანება დღეს, 19 ნოემბრის ღამეს, თბილისში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების დაკავებას. „პოლიციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედება — მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული უკანონო ხელშეშლა, პროტესტის ჩახშობა და ადამიანების უკანონო დაკავება — წარმოადგენს ე.წ. სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს არ მისცეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით …
ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესიდან 71 მილიონის ამოღებას გეგმავს
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომავალ წელს ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 71 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავს. მიმდინარე წლის გეგმა 68 მილიონი ლარია. 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტის 10 თვის ანგარიშის მიხედვით სათამაშო ბიზნესიდან 56 მილიონ 607 000 ლარი შევიდა. ბოლო 11 წლის მონაცემების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კუთხით კლება მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა, 2021 …
Continue reading “ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესიდან 71 მილიონის ამოღებას გეგმავს”
NGO-ები, რომლებსაც „ოცნება“ 1.6 მლნ ლარს ბიუჯეტიდან უხდის – „არ ვთვლი, რომ ქვეყანაში რეპრესიებია“
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც გრანტის სახით, 1 657 775 ლარი უნდა გადასცეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თითოეული ორგანიზაცია, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ შეარჩია, 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. ვინ არიან ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც „ოცნების“ ხელისუფლებამ არასამთავრობოების სახელით შეარჩია და დააჯილდოვა? – „ბათუმელები“ გამარჯვებული ორგანიზაციების ნაწილს ესაუბრა. ნაწილთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა, …
ზურაბ ადეიშვილი გაამართლეს ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ ამირან (ბუტა) რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა და იქვე განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ადეიშვილმა, გენპროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დროს, გავლენა იქონია გამოძიებაზე და მისი დავალებით ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმის გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი …
Continue reading “ზურაბ ადეიშვილი გაამართლეს ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეზე”
1.3 მილიონს გადააჭარბა ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებმა ჰონორარების გარეშე
საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ჯამში 349 ათას 943 ლარით ორი ტენდერი გამოაცხადა. საახალწლო დღეებში მანათობელი კონსტრუქციებით ბათუმის გაფორმებისთვის კი ტენდერი მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს აქვს გამოცხადებული 976 ათას 60 ლარით. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეთა ჰონორარებს, ბათუმის მერია ტრადიციულად, ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გასცემს. საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეები და მათი ჰონორარები ჯერ ცნობილი არ არის. …
ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ მზია ამაღლობელის სააპელაციო განაჩენს
მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 18 ნოემბერს ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მზია ამაღლობელის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 2 კვირის ვადაში ჩაბარდებათ. ამის შემდეგ მათ კიდევ 2 კვირა აქვთ იმისათვის, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაესში …
რუსეთის თავდასხმა ტერნოპოლზე – დაიღუპა 19 ადამიანი
დღეს, 19 ნოემბერს, უკრაინაში, ქალაქ ტერნოპოლში რუსული რაკეტა და დრონი ორ საცხოვრებელ შენობას მოხვდა. რუსეთის შეტევას 19 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 66 დაშავდა. დაშავებულებს შორის 16 ბავშვია. განახლებული ინფორმაცია: მსხვერპლის რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია. დარტყმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო ობიექტიც. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 18 ნოემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას 48 რაკეტითა და …
Continue reading “რუსეთის თავდასხმა ტერნოპოლზე – დაიღუპა 19 ადამიანი”
აჭარის მთავრობა 3 ახალ ჯიპს იყიდის, გამოყოფილია 271 ათასი ლარი
აჭარის მთავრობის აპარატმა 3 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 271 ათას 380 ლარია, თუმცა ფასების ცხრილში მითითებულია, რომ ერთი ავტომანქანის ზღვრული ღირებულება 68 ათას 860 ლარი უნდა იყოს. ამავე ცხრილში აღნიშნულია, რომ „ავტომობილის ღირებულება მოცემულია – აქციზის გადასახადის გათვალისწინებით [მსუბუქ ავტომობილებზე დღგ-ს გადასახადი არ მოქმედებს], ხოლო ავტონაწილების ღირებულება …
Continue reading “აჭარის მთავრობა 3 ახალ ჯიპს იყიდის, გამოყოფილია 271 ათასი ლარი”
დააკავეს 4 პირი 661 163 ლარის მითვისებისთვის
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 4 პირი დააკავეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტზე. „გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულმა პირებმა, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ის ხელმძღვანელებმა, 2020 წელს გაიმარჯვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 632 130 ლარს. შესრულებული სამუშაოებისთვის …
Continue reading “დააკავეს 4 პირი 661 163 ლარის მითვისებისთვის”
ბათუმის მერიასთან გზა გადაკეტეს – „ვითხოვთ მერთან შეხვედრას“
დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის მერიასთან ასამდე მოქალაქე შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მშენებელი კომპანიისგან დაზარალებულები არიან და მერიას სთხოვენ დახმარებას ბინების მიღებაში, რომელთა თანხაც გადახდილი აქვთ, თუმცა მშენებლობა შეჩერებულია. მოქალაქეების თქმით, საქმე ეხება ბათუმში, ბაგრატიონის #113-ში მიმდინარე მშენებლობას, რომელშიც ბინა მოქალაქეებს წლების წინ აქვთ შეძენილი, თუმცა პროექტი რამდენიმე კომპანიაზე გადაიყიდა, საცხოვრებელი კორპუსი …
Continue reading “ბათუმის მერიასთან გზა გადაკეტეს – „ვითხოვთ მერთან შეხვედრას“”
ტრეფიკინგში ბრალდებულს 7 წელი მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობით და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა. აიძულებდა მას სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის, ხოლო გამომუშავებული თანხა მისთვის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაზარალებულს შეურაცხყოფას აყენებდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა“ – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. დაკავებულს …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 161 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 356 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 595 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 34 511 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ნოემბერი”
„არჩევანი ოფიციალურადაც წაგვართვეს“- ნინო ხარატიშვილი
მწერალი ნინო ხარატიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება „ოცნების“ გადაწყვეტილებას, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. „არჩევანი ისედაც დიდი ხანია აღარ გვაქვს, მაგრამ აწ უკვე მე და ჩემნაირებს, ე.წ. ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს, ის ოფიციალურადაც წაგვართვეს… ფაშისტ დუგინსაც აკურთხებინეს ეს გადაწყვეტილება, ლამის ქვეყნის ღალატი დაგვაბრალეს და „უცხო ქვეყნის იურისდიქცია,“ რომ …
Continue reading “„არჩევანი ოფიციალურადაც წაგვართვეს“- ნინო ხარატიშვილი”
„ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის“ – მაია მწარიაშვილი
„მეც, მზიაც და სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებულიც, მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის“- განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ. დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მზია ამაღლობელი ორწლიან პატიმრობაში დატოვა. „ამ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებდით …
Continue reading “„ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის“ – მაია მწარიაშვილი”
სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მზია ამაღლობელის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2 წლით შეეფარდა პატიმრობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ: ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას, პროკურატურა კი – ბათუმის …
საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია – საია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 17 ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ უცხოეთში მყოფი ემიგრანტები. საია მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია. „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, არსობრივად ეწინააღმდეგება საქართველოს …
„მე პატიმრობა კი არ მაშინებს, მაშინებს ის, პატიმრობის შემდეგ რა დამხვდება გარეთ“ – მზია ამაღლობელი
დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. ადვოკატების შემდეგ სასამართლოს მზია ამაღლობელმა მიმართა: „სათქმელი არაფერი არ არის, რეალურად, გარდა იმისა, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ ღირსებული დაცვისთვის. დაცვის სიტყვა, რომელიც დღეს ამ ისტორიულ შენობაში მოვისმინეთ, რომელსაც სასამართლო ჰქვია, არის სიმართლის ხმა, ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს მე და ვფიქრობ, ჩემ გარდა ძალიან …
დააკავეს კაცი, რომელმაც 12 წლის გერის ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი დაამონტაჟა – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების გზით, უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა“ – წერს პროკურატურა. უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ დაზარალებული …
„მოვითხოვთ გამართლებას და არა შეწყალებას“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი
დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატმა თავისი დასკვნითი სიტყვა დაასრულა. 5 საათიანი სიტყვის დასასრულს, მან მოსამართლეებს – ნიკოლოზ მარგველაშვილს, ნანა ჯოხაძეს და მარინა სირაძეს მიმართა. „ბატონო მოსამართლეებო! პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველაფერი ნახა, მოისმინა, არ შეიძლება იმაზე ცხადად ჩვენება, ვიდრე ეს ჩვენ ვაჩვენთ სასამართლოს, მაგრამ მაინც დააკანონა უსამართლობა, მაინც მწვანე შუქი აუნთო სისტემის …
Continue reading “„მოვითხოვთ გამართლებას და არა შეწყალებას“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი”
„მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს უფლებით“ – მაია მწარიაშვილი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე თითქმის 4 საათია, რაც მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დასკვნით სიტყვას ამბობს. ადვოკატმა დეტალურად განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცრუ მოწმე პოლიციელების მიერ მიცემული ცრუ ჩვენებები და ყველა ის გარემოება, რომლებიც დამალა პირველი ინსტანციის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ და არ ასახა განაჩენში. „სააპელაციო სასამართლო ვერ გაექცევა მსჯელობას ჩვენ მიერ …
„მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი [IPI ] დღეს, 18 ნოემბერს, ეხმიანება მზია ამაღლობელის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმეს. „IPI ყურადღებით ადევნებს თვალყურს IPI-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირისა და 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დღევანდელ მოსმენას სააპელაციო სასამართლოში, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს და მოსამართლეთა კოლეგია განაჩენს გამოსცემს. ჩვენი პოზიცია ურყევი რჩება: მზიას წინააღმდეგ ბრალდებები გადაჭარბებული …
Continue reading “„მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი”
მზია ამაღლობელის საქმე – განახლებადი ინფორმაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან
დღეს, 18 ნოემბერს, მზია ამაღლობელის საქმეზე, სავარაუდოდ, განაჩენი გამოცხადდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. „ბათუმელები“ გთავაზობთ პირდაპირ, განახლებად რეპორტაჟს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან. საქმეს განიხილავენ ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. პროკურორები – თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ …
Continue reading “მზია ამაღლობელის საქმე – განახლებადი ინფორმაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან”
„სისტემამ მზია ამაღლობელი დანიშნა დამნაშავედ“ – მაია მწარიაშვილი
„ესაა სისტემური უკანონობის, სისტემური ძალადობის საქმე. ესაა საპოლიციო ანგარიშსწორების საქმე, სისტემის უკანონობების გათეთრების საქმე. ამავდროულად, ესაა საპოლიციო ანგარიშსწორების საქმე,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის პროცესზე. ამ წუთებში ადვოკატი სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. „მზია ამაღლობელის საქმეზე დაკითხულმა ყველა მოწმე/პოლიციელმა განაცხადა, რომ დგებუაძისათვის გაწნული სილა იყო მათთვის გაწნული სილა …
Continue reading “„სისტემამ მზია ამაღლობელი დანიშნა დამნაშავედ“ – მაია მწარიაშვილი”
„მზიას საქმე ცივილიზებული სამყაროს დღის წესრიგის ნაწილია“ – მაია მწარიაშვილის მიმართვა სასამართლოს
დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მზია ამაღლობელის ადვოკატები მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ, ხოლო პროკურატურა ბრალისა და სასჯელის დამძიმებას. სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მოსამართლეების წინაშე ამ წუთებში დასკვნითი სიტყვა თქვა …
ხანძარი იყო ბათუმის პორტში
ბათუმის პორტში, 17 ნოემბერს, გვიან ღამით, ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, ცეცხლი გაუჩნდა ე.წ. სენდვიჩ პანელებს. უწყების ცნობით, ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეებმა შეძლეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ____________ ფოტოზე: კადრები ფეისბუქზე გავრცელებული ხანძრის ამსახველი ვიდეომასალიდან.
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ნოემბრის 21 საათიდან 19 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ნოემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 160 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 355 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 594 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 34 499 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ნოემბერი”
დღეს სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება
დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო საჩივარი აქვს შეტანილი პროკურატურასაც და მზია ამაღლობელსათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას ითხოვს. სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა …
Continue reading “დღეს სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება”
„არ გამოვრიცხავ, კონტროლი რაღაც ოდენობის თანხის გადმორიცხვაზე დაწესდეს“ – ემიგრანტი ბელგიიდან
„ქართული ოცნება“ გეგმავს ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემა აუკრძალოს. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 17 ნოემბერს დააანონსა. „ბათუმელები“ დავით ძიძიშვილს ესაუბრა, რომელიც ამჟამად ბელგიაშია ემიგრაციაში. დავით ძიძიშვილი არის სამოქალაქო პლატფორმა 2025-ის წარმომადგენელი, ჰიბრიდული ომების მკვლევარი. ბატონო დავით, დღეს გავიგეთ, რომ „ოცნება“ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. როგორი იყო თქვენი, …