კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში

ახალგაზრდა კაცს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა, ის ამ ხნის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა. ამჟამად, ახალგაზრდა კაცი გადაყვანილია კლინიკაში და მკურნალობა უტარდება. ოფიციალური ინფორმაციით, ცხელების კლინიკაში მოთავსებულია 1 პირი, მისი კვლევის პასუხები ხვალ იქნება ცნობილი. აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი მთლიანობაში 31 440 პირს ჩაუტარდა, 18 ივლისის …

აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები ისევ გაშლილია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, ხუთი კარავი ისევ გაშლილია. ეს კარვები ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილმა მფლობელებმა, ანანიძეების ოჯახმა და მათმა მხარდამჭერებმა 15  ივლისს, საპროტექტო აქციის შემდეგ გაშალეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, კარვებს მხოლოდ მაშინ დაშლიან, როცა მათი საქმის გამოძიებას პროკურატურა რეალურად დაიწყებს, რასთან დაკავშირებითაც შუამდგომლობის დაპირება მათ აჭარის მთავრობისგან აქციის შემდეგ  მიიღეს. ანანიძეების ოჯახმა ქონების ჩამორთმევის საქმის  …

რესან კონცელიძე „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ბათუმში

ორშაბათს, 20 ივლისს, „ქართული ოცნება“ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმიდან მმართველი პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რესან კონცელიძე იქნება. ის არჩევნების მოგებას „ოცნების“ სახელით ბათუმში შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „ქართულ ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელმა დაუდასტურა. ქობულეთის მაჟორიტარ კანდიდატად კი მმართველი პარტია აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს წარადგენს. ზაალ მიქელაძე …

ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქობულეთიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე იქნება. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა დაუდასტურა. დავუკავშირდით თავად ზაალ მიქელაძესაც, რომელმაც მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამ თემაზე კონსულტაციები შედგა. ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრია 2016 წლიდან. იგი პროფესიით ექიმია, სხვადასხვა წელს მუშაობდა ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში პედიატრად …

„შაქარასთვის“ – ახალგაზრდების სოლიდარობის აქცია ბათუმში

„შაქარასთვის“, „არა ძალადობას“, „რაც შეიძლება ნაკლები შაქარა ამ ქვეყანას“, „სამყარო გავხადოთ ნაკლებად ძალადობრივი“ – ამ გზავნილებით დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, ახალგაზრდები შეიკრიბნენ და აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ აქციაზე ის მელოდია ჩართეს, რომელიც, მათივე თქმით, გიორგი შაქარაშვილს მოსწონდა. აქციის მონაწილეები სიტყვითაც გამოვიდნენ. მათი თქმით, ისინი დღეს ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გრძნობენ და ამაში …

ბათუმში გვირაბის შესასვლელთან ავტომანქანა დაიწვა

დღეს, 17 ივლისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ბათუმში, გვირაბთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეხაჯა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.  

ბათუმის ერთი ქუჩიდან ინფექციურში 6 ადამიანს მკურნალობენ მოწამვლის სიმპტომებით

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ციური აბულაძის თქმით, დღეს, 17 ივლისს, საავადმყოფოში 6 პაციენტი მოწამვლის სიმპტომებით შეიყვანეს. „შემოიყვანეს 6 ადამიანი, სავარაუდოდ, ნაწლავური ინფექციაა ან მოწამვლა. ამჟამად ვუწევთ სამედიცინო დახმარებას, კვლევებს ჩაატარებენ ეპიდემიოლოგები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის მოწამვლის მიზეზი,“ – ამბობს ციური აბულაძე. მისი თქმით, ერთი ადამიანი კლინიკაში თვითდინებით შევიდა, 5 კი სასწრაფო …

„ფულიანმა იყიდა შენობა და გვტოვებს უსახლკაროდ“ – მოქალაქეები დახმარებას რიჟვაძეს სთხოვენ

დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია გამართეს ქუბულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ყოფილი სტატისტიკის სამსახურის შენობაში თვითნებურად შესახლებულებმა. მოქალაქეები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა, სადაც 12 ოჯახია შესახლებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად გაყიდა. ახალი მესაკუთრე ჯემალ რომანაძეა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯემალ რომანაძე ქობულეთის საკრებულოს …

ალო ჰიგიენა – დასუფთავების საუკეთესო სამსახური ბათუმში, ადგილზე მისვლით

„ალო ჰიგიენა“ ბათუმში, ადგილზე მისვლით გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: ხალიჩების, სავარძლებისა და სკამების რეცხვა, საწოლებისა და ლეიბების წმენდა, კერამიკის, გრანიტის და მარმარილოს ზედაპირების წმენდა, გაპრიალება, სახლებისა და კომერციული ფართობების სარემონტო სამუშაოების შემდგომი დასუფთავება, ავტომობილის სალონის ქიმწმენდა და სხვა. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ამერიკული ტექნიკით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორგანიზაცია იყენებს სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივ ნივთიერებებზე დამზადებულ ჰიგიენურ …

ბათუმში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს. მოზარდს ორი დღე ეძებდნენ. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, „მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება“. არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს …

რა არის მამუკა ხაზარაძისთვის ყველაზე მძიმე მოსასმენი – ლელოს ლიდერის საარჩევნო პროგრამა

„ლელოს“ ლიდერები აჭარაში ამომრჩეველს ხვდებიან, ხსნიან პარტიულ ოფისებსაც. წინასაარჩევნო პროგრამა ამ პოლიტიკურ ძალას ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცნობილია მათი ხედვები, მაგალითად, ისინი გვპირდებიან ქვეყანაში, „სადაც არ შიმშილობენ ბავშვები და მოხუცები“ და იმ რეალობაში, როცა მოსამართლეები უვადოდ უკვე დანიშნულები არიან, „სასამართლო სისტემის სრულად განახლებას“. როგორ აპირებს „ლელო“ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას? – „ბათუმელებმა“ „ლელოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან …

ფირუზ წულუკიძის თქმით, “ენცო ბატუმსკი” ფიგურირებს საარჩევნო ზონდერჯგუფების შექმნის საქმეში

“შინაურული შეკრება რომ მოხდა, კანონიერი ქურდიც იყო ამაში ჩართული…” – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ. ბათუმში “ზონდერჯგუფების შექმნის საქმეზე” ბრალდებულმა ამჯერად აქცენტის გაკეთება ე.წ. კანონიერ ქურდებზე არჩია, თუმცა მან კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. “ჩვენ მხოლოდ სურსათს ვარიგებდით ხულოში პანდემიის დროს… კამათი იმ დღეს ეზოში ჩვენი მანქანის ხმაურს მოჰყვა, ხმა მართლა ჰქონდა …

თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდამჭერი გახდა

თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა. მხარდაჭერის ფარგლებში, 30 პროფესიონალი – მათ შორის თიბისის პარტნიორი 10 სასტუმროს წარმომადგენელი გადამზადების 18 კვირიან პროგრამას გაივლის და სასტუმროების ოთახების მართვის მიმართულებით კვალიფიკაციას აიმაღლებს. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოში ერთერთი წამყვანი შვეიცარიული მასპინძლობის სკოლის – SHL-ის მიერ. ეს პროგრამა ხორციელდება დარგის წამყვანი კომპანიების, გაეროს …

ბათუმში ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა

დღეიდან, 17 ივლისიდან, ბათუმში ფუნქციონირება განაახლა ადაპტირებულმა პლაჟმა. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტივტივა ეტლები და შესაბამისი საპლაჟო ინფრასტრუქტურა შშმ პირთათვის წელსაც უფასო იქნება. ადაპტირებულ პლაჟზე 5 ტივტივა ეტლია; განახლდა გასახდელები და საინფორმაციო ბანერი. ადაპტირებული პლაჟი ბათუმში პირველად 2019 წელს გაიხსნა: როდის [ვერ]ისარგებლებენ შშმ პირები ადაპტირებული პლაჟით ბათუმში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სანაპირო ზოლის …

ბათუმში 910 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – 17 ივლისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 910 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 44 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 30 537 პირს. დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება  2147 პირი.

თბილისი – მიუნხენი – „ლუფთჰანზა“ კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს შეასრულებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. რეგულარულ რეისებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის. ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორჯერ, შემდეგი განრიგით განხორციელდება: • მიუნხენი – თბილისის მიმართულებით …

სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება – განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. „დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან,“-ამბობს ეკა დგებუაძე. მისივე განცხადებით, „სამინისტრო მოსწავლეებს დაახვედრებს მაქსიმალურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს“. „სწავლის დაწყების ფორმატთან დაკავშირებით მუდმივ …

შს სამინისტრომ 112-ის ახალი ემბლემა დაამტკიცა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, 16 ივლისს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემა დაამტკიცა. „112“-ის ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წითელ ფონზე თეთრი სიმბოლოებით ან პირიქით, ასევე, ლურჯ ფონზე თეთრი სიმბოლოებით ან პირიქით. საჭიროების შემთხვევაში, „112“-ის ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ რიცხვით − „112“ ან რიცხვით − „112“ და დასახელებით: „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი“ – …

ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევებმა 2 მილიონს გადააჭარბა, ინდოეთში – 1 მილიონს

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 17 ივლისის მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 2 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში სულ დადასტურებულია Covid19-ის 2 012 151 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 76 688 ადამიანი, გამოჯანმრთელდა  1 397 531 პირი. ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით. Covid19-ის გავრცელების რუკაზე პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც დღეის მონაცემებით, კორონავირუსის 3 576 430 დადასტურებული …

მეორე დღეა ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მეორე დღეა ეძებენ ზღვაში დაკარგულ არასრულწლოვანს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, გუშინ მიმდინარეობდა ზღვის ფსკერის დათვალიერება. მაშველები დაკარგულ მოზარდს „პიერ ბათუმის“ მიმდებარედ, ზღვაში ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი და დრონი. ზღვაში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში 16 ივლისს, დილით, 07:00 საათზე შევიდა.

ქვეყნიდან გაძევების მიზნით რა შემთხვევაში დააკავებენ უკანონოდ მყოფ უცხოელს – ახალი ბრძანება

შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი ბრძანებით, უცხოელს – საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად – მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკავებენ, „თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა“. შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, შესაბამისი ცვლილება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და …

„ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა მიმდინარე წლის 12 მარტს, “ქურდული სამყაროს” წევრების, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჯ.ი.-სა და გ.წ.-ს ორგანიზებით მოწყობილ „ქურდულ შეკრებაში“, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდა დაეკისრა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ხსენებული …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივლისის 21 საათიდან 18 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან იწვიმებს, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მაღალ მთაში …

ევრო-2000 და საზღვაო აკადემია მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და სკოლა ევრო–2000-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და შპს სკოლა „ევრო–2000“-ს შორის დადებული მემორანდუმის თანახმად, მხარეები მოსწავლეთა და სტუდენტთა მოთხოვნების შესაბამის, ერთობლივ მიზნობრივ ღონისძიებებს განახორციელებენ. კერძოდ, საბუნებისმეტყველო მიმართულებით, საგნების სწავლების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები ისარგებლებენ ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით და ხელს შეუწყობენ ახალგაზრდებს ხარისხიანი ცოდნის მიღებასა და შესაბამისი კომპეტენციების განვითარებაში. …

დადასტურდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა – 17 ივლისის მონაცემები

17 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 პაციენტი. საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 1010 შემთხვევა, 885 პაციენტი განიკურნა,  15  – გარდაიცვალა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, დღეს კარანტინში იმყოფება 5640, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244 ადამიანი.

სარფის გავლით მედიკამენტების უკანონოდ შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საბაჟო წესის დარღვევით შემოტანილი 1768 შეკვრა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი და მცირე …

სონიას ნაქარგები [ვიდეო]

მთიან აჭარაში ძნელად იპოვით ოჯახს, სადაც თეთრ ტილოზე შესრულებული ფერადი ნაქარგები არ ინახება. აჭარელი ქალები ტილოებზე  სხვადასხვა ნახატს ქარგავენ –  ძირითადად ყვავილებსა და ორნამენტებს, თუმცა ასევე შეგხვდებათ ამოქარგული ჩიტები და ცხოველები. ქარგვა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის ჰობიცაა და კულტურული ტრადიციაც. ადრე თითქმის არ იყო ოჯახი, სადაც ქალი არ ქარგავდა და არ ქსოვდა. ხელსაქმის ცოდნა ქალისთვის უმნიშვნელოვანესი …

პანდემიის დროს დაზარალებულებზე უკვე 80,8 მილიონი ლარის კომპენსაცია გაიცა – სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამასთან, უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე. 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525-მა პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 …

სამინისტრო „ოცნების ქალაქში“ მშენებარე ბინების შიდა ქსელების პროექტს შეისყიდის

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის მშენებარე მრავალბინიანი კომპლექსის საცხოვრებელი ბინების [582 ბინა] გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 62 ათასი ლარია. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: [checklist] ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების ქსელის (მრიცხველების განთავსების ადგილიდან) პროექტს (1 ბინა 2 წერტი: გაზქურა, ცენტრალური გათბობის ქვაბი …

ასლან ჭანიძე მერის გადადგომაზე: თუ ზეწოლის ქვეშ იყო, გადადგომამდე უნდა ეთქვა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. კომახიძე ირწმუნება, რომ მან ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიიღო. გადადგომის მიზეზებზე მან არსებითი განმარტება არ გააკეთა, თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე რამდენჯერმე ახსენა „მნიშვნელოვანი პროექტები“, რომლებიც მისი წასვლის შემდეგ უნდა გაგრძელდეს ქალაქში. რაზე მეტყველებს ქალაქის არჩეული მერის გადადგომა და რა შეიძლებოდა ყოფილიყო არჩეულ მერზე ზეწოლის …

ბათუმში 679 პირი კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია – 16 ივლისის მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 679 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 38 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 29 627 პირს. დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება  2 236 პირი.

ვინ არის არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი საჯარო სამსახურში 2013 წლიდან გამოჩნდა. მისი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ჩიქოვანი 2013 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს, მაშინდელ სამართალდამცავ უწყებებში ეტაპობრივად დაწინაურდა, „ოცნების“ ხელისუფლებაში კი საჯარო თანამდებობები მიიღო. მას შემდეგ, რაც ლაშა კომახიძემ გადადგომის შესახებ განაცხადა, არჩილ ჩიქოვანი უკვე ბათუმის ვიცე-მერია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ერთ წელზე მეტ ხანს …

ბათუმის უკვე ყოფილი მერი ირწმუნება, რომ იძულებით არ გადამდგარა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა. მან ჟურნალისტებთან გადადგომის მიზეზად „გუნდური ხედვა“ დაასახელა და განაცხადა, რომ იძულებას და ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია. „მინდა დაგიდასტუროთ ინფორმაცია ჩემი ქალაქ ბათუმის მერის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება, ვფიქრობ, არის ჩემ მიერ სწორად გადადგმული ნაბიჯი, სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით და ამ ყველაში მე ვგულისხმობ, …

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი საქართველოში 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს (22 აგვისტოს) დაიწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით „ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება“. 2020-2021 წლების სეზონისთვის, სამინისტროს განცხადებით, არის გარკვეული ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით: [crosslist] „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე …

ქობულეთში უკანონოდ შესახლებულები: საკრებულოს წევრი გვასახლებს

ქობულეთის მერიასთან საპროტესტო აქციაა. მოქალაქეები მერთან შეხვედრას ითხოვენ. საპროტესტო აქციას თვითნებურად შესახლებულები მართავენ, რომლებსაც სავარაუდოდ გამოსახლებას უპირებენ. „ჩვენ მე-8 წელია სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში ვცხოვრობთ, უსახლკარო ვიყავით. ახლა შენობა აუქციონზე გაყიდეს და საკრებულოს წევრმა, მალხაზ რომანაძემ იყიდა. ის ასევე ქობულეთის ბაზრის დირექტორია. მალხაზ რომანაძეს უთქვამს, არჩევნებამდე ვადროვებ და მერე გამოვყრი ყველასო…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მამუკა …

ბოლო 24 საათში გამოვლინდა Covid19-ის 3 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი

16 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 10 პაციენტი. საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 1006 შემთხვევა, 883 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა. დღეის მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 136 პაციენტი. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინში იმყოფება 5640 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244 ადამიანი. _______________ ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი …

Exit mobile version