მთავარი,სიახლეები

ღამით წვიმა, დღისით უნალექოდ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

29.07.2020 • 1164
ღამით წვიმა, დღისით უნალექოდ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ივლისის 21 საათიდან 30 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა. დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 29 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 31 ივლისს – პირველ აგვისტოს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი

______________

ფოტო: ბათუმის პორტი /„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: