მთავარი,სიახლეები

შინდისის ბრძოლის მემორიალურ შენობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

30.07.2020
შინდისის ბრძოლის მემორიალურ შენობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა „შინდისის ბრძოლის მემორიალურ შენობებს [სადგური, პლატფორმა, სამართავი პუნქტი], რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარეობს.

შინდისის ბრძოლის მემორიალური შენობები / წყარო: მინისტრის ბრძანების დანართი

შენიშვნა: თავდაპირველად ინფორმაცია გამოქვეყნდა სათაურით: „შინდისის გმირების მემორიალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, ვინაიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2020 წლის 22 ივლისს ბრძანებაში, მითითებული იყო, რომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა შინდისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარეობს.

2020 წლის 6 აგვისტოს, გენერალური დირექტორის 22 ივლისის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა არა უშუალოდ მემორიალს, არამედ „შინდისის ბრძოლის მემორიალურ შენობებს (სადგური, პლატფორმა, სამართავი პუნქტი)“. 

შინდისის მემორიალი / ფოტო სააგენტოს გენერალური დირექტორის 22 ივლისის ბრძანების თავდაპირველი ვერსიიდან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მემორიალის იდეის ავტორია ედმონდ მინაშვილი, მოქანდაკე კი – ნუგზარ ჭავჭავაძე: „2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: