მთავარი,სიახლეები

მსოფლიოში კორონავირუსის 17 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა

30.07.2020
მსოფლიოში კორონავირუსის 17 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 30 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 17 033 048 შემთხვევა.

ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.

იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 667 084 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 150 713 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 90 134 – ბრაზილიაში და 46 046 – დიდ ბრიტანეთში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 4 426 982 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 2 552 265 ინფიცირებული და  ინდოეთი – 1 581 963 ინფიცირებული.

ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კვლავ მზარდია კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ლათინური ამერიკის ქვეყნებში: მექსიკაში, პერუსა და ჩილეში.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 9 964 678 ადამიანი.

____________

ფოტოზე: გრაფიტი მოსკოვში, საავადმყოფოს წინ მდებარე მრავალსართულიანი სახლის კედელზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEI ILNITSKY

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: