გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს 21 საათიდან 15 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
შაბათს, 15 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი,
- ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო;
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი,
- ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო.
ზღვის წყლის ტემპერატურა +29 გრადუსი შენარჩუნდება; ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ (2-3 ბალი).
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 16 და 17 აგვისტოს, ბათუმსა და აჭარის მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.