Batumelebi | მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდათ მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდათ – Batumelebi
RU | GE  

მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდათ

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს, 22 სექტემბერს, ღამის 12 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს.

კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com