Batumelebi | „ნიკო“ – ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ბათუმში და ოთხი ახალი ნამუშევარი ქალაქის კედლებზე „ნიკო“ – ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ბათუმში და ოთხი ახალი ნამუშევარი ქალაქის კედლებზე – Batumelebi
RU | GE  

„ნიკო“ – ქუჩის ხელოვნების ფესტივალი ბათუმში და ოთხი ახალი ნამუშევარი ქალაქის კედლებზე

მიმდინარე წლის 12-19 სექტემბერს ბათუმი ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო“ გაიმართა.

2020 წელს სამინისტროს მიერ 7 ფესტივალი დაფინანსდა, მათ შორისაა „ნიკოც“, რომელიც ბათუმში წელს მეორედ ჩატარდა.

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყოველწლიურად საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – ახალგაზრდა არტისტები კედლის მხატვრობის ნიმუშებს ქმნიან.

პანდემიის მიუხედავად, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი წელსაც წარმატებით ჩატარდა და ბათუმს 4 არტისტის მიერ შესრულებული ახალი მასშტაბური ნამუშევარი დაუტოვა შემდეგ მისამართებზე:

  • თამუნზი – ზვიად გამსახურდიას ქ. 1-5
  • დავით სამხარაძე – ვახტანგ გორგასლის ქ.21
  • მაშოლენდი – გორგილაძის ქ.53
  • ნინა ხურცილავა – ლერმონტოვის ქ.21

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი