Batumelebi | აფხაზეთიდან შემოყვანილი 1 პირი კორონავირუსით გარდაიცვალა აფხაზეთიდან შემოყვანილი 1 პირი კორონავირუსით გარდაიცვალა – Batumelebi
RU | GE  

აფხაზეთიდან შემოყვანილი 1 პირი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოში COVID 19-ით მე-20 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ – Stopcov.ge-ზე განახლდა.

თბილისში ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი, 60 წლის ქალი აფხაზეთიდან იყო შემოყვანილი.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს, 21 სექტემბერს, ქვეყანაში ვირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 695 გახდა. Covid 19-ისგან კიდევ 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის 1534.

მთავრობის მიერ შექმნილი Stopcov.ge-ის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 4988 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პაციენტია. კორონავირუსით ქვეყანაში 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი