Batumelebi | 18 364 ადამიანი კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს – 29 ოქტომბრის მონაცემები 18 364 ადამიანი კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს – 29 ოქტომბრის მონაცემები – Batumelebi
RU | GE  

18 364 ადამიანი კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს – 29 ოქტომბრის მონაცემები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 18 364 ადამიანი მკურნალობს დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით.

ამ სტატისტიკაში არ შედის სავარაუდო ინფიცირების შემთხვევები, როცა კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს ტესტის გარეშე ურჩევენ სახლში დარჩენას და იზოლაციას.

29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს კოვიდკლინიკებში მკურნალობს 4 209 ადამიანი.

ქვეყანაში ყოველდღიურად კვლავ ბევრია ახალი შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ახალი ინფიცირების შემთხვევებზე მეტია.

  • 29 ოქტომბერი – კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 2075 პაციენტი, დადასტურდა ინფიცირების 1709 შემთხვევა
  • 28 ოქტომბერი – კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 2 197 პაციენტი, დადასტურდა ინფიცირების 1 731 შემთხვევა

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 35 567 ადამიანი ინფიცირდა კორონავირუსით, მათგან 16 904 უკვე გამოჯანმრთელდა, 273 ადამიანი კი კოვიდით გარდაიცვალა.

ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო ორი თვის განმავლობაში. პირველი სექტემბრიდან დღემდე საქართველოში 254 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/FEHIM DEMIR

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com