მთავარი,სიახლეები

ბათუმში შაბათს გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

26.11.2020 • 1503
ბათუმში შაბათს გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 26 ნოემბრის 21 საათიდან 27 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა.

ხვალ აჭარის მაღალმთიანეთში ისევ თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში, მთაში და ზღვის სანაპიროზე შაბათს, 28 ნოემბერს გამოიდარებს და შაბათ-კვირას უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

________________

ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: