მთავარი,სიახლეები

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

09.12.2020 • 2872
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა.

გარდაცვლილია რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-ტრავმატოლოგი, შოთა ბერიძე, რომელიც ამავე კლინიკაში მკურნალობდა კორონავირუსზე.

ექიმი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდკლინიკაში 6 დეკემბერს შეიყვანეს, იგი გუშინ, 8 დეკემბერს გარდაიცვალა.

შოთა ბერიძე 2011 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იგი 63 წლის იყო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით აჭარაში სულ 6 ექიმი და 1 ექთანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

_______________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: