მთავარი,სიახლეები

აჭარაში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევაა, 389 პაციენტმა ვირუსი დაამარცხა

10.12.2020 • 1416
აჭარაში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევაა, 389 პაციენტმა ვირუსი დაამარცხა

10 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 389 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში 943 პაციენტი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათ შორის 49 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

ბოლო 24 საათში საქართველოში 43 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

1 629 ადამიანია აჭარაში დღეისათვის კოვიდსასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება 10 336 პირი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: