მთავარი,სიახლეები

კოვიდის 4734 ახალი შემთხვევა საქართველოში, 38 პირი გარდაიცვალა | 9 დეკემბერი

09.12.2020 • 1195
კოვიდის  4734 ახალი შემთხვევა საქართველოში, 38 პირი გარდაიცვალა | 9 დეკემბერი

9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში  ჩატარდა  20 959 ტესტი კორონავირუსზე, რის შედეგადაც გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების   4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 3 895 პირი და გარდაიცვალა 38 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 614 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 1 637
  • აჭარა – 489
  • იმერეთი – 823
  • ქვემო ქართლი – 372
  • შიდა ქართლი – 381
  • გურია – 93
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 377
  • კახეთი – 328
  • მცხეთა-მთიანეთი – 143
  • სამცხე-ჯავახეთი – 73
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18

დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 27 456 ადამიანი.  6 900 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,  16 867 პირი მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში 1 147 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი.

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 51 430 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: