მთავარი,სიახლეები

ბათუმში მკვლელობის მცდელობისთვის 2 პირს 16-16 წელი პატიმრობა მიუსაჯეს

09.12.2020
ბათუმში მკვლელობის მცდელობისთვის 2 პირს 16-16 წელი პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ბრალდებულებს ა.ქ.-ს და ო.ქ.-ს. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან.

საუბარია 31 იანვარს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ო.ქ-მ და ა.ქ-მ უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ორი პირის – ბ.ა-ს და მ.ა-ს განზრახ მოკვლის მიზნით.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა რამდენჯერმე ესროლეს ბ. ა.-ს, რომელიც ამ დროს ავტომანქანაში იჯდა, რის შედეგადაც სხვა პირის, მ. ა.-ს ჯანმრთელობა დაზიანდა.

„ბრალდებულებმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს, რადგან დაზარალებულებმა ავტომანქანით მოახერხეს გაქცევა, ხოლო  ო.ქ. და ა.ქ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ…. სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ა.ქ. და ო.ქ. 2020 წლის 03 თებერვალს ბათუმში დააკავეს,“ – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებულებს პროკურატურა ჯგუფურად, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ა.ქ. და ო.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 16-16 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.​

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: