ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 160 380 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 355 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 594 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 34 499 ერთეული …

დღეს სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო საჩივარი აქვს შეტანილი პროკურატურასაც და მზია ამაღლობელსათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას ითხოვს. სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა …

„არ გამოვრიცხავ, კონტროლი რაღაც ოდენობის თანხის გადმორიცხვაზე დაწესდეს“ – ემიგრანტი ბელგიიდან

„ქართული ოცნება“ გეგმავს ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემა აუკრძალოს. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 17 ნოემბერს დააანონსა. „ბათუმელები“ დავით ძიძიშვილს ესაუბრა, რომელიც ამჟამად ბელგიაშია ემიგრაციაში. დავით ძიძიშვილი არის სამოქალაქო პლატფორმა 2025-ის წარმომადგენელი, ჰიბრიდული ომების მკვლევარი. ბატონო დავით, დღეს გავიგეთ, რომ „ოცნება“ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. როგორი იყო თქვენი, …

„ჩვენს ხმას ვერავინ ჩაახშობს“ – ემიგრანტების განცხადება

ქართველი ემიგრანტები „ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას ვეღარ მისცემენ უცხოეთში. „ოცნება“ საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანას უახლოეს მომავალში გეგმავს. ამის შესახებ დღეს, 17 ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. განცხადება „ბათუმელებს“  რუსუდან ქოროღლიშვილმა მიაწოდა. ის გერმანიაში, საუნივერსიტეტო ქალაქ მარბურგთან ახლოს ცხოვრობს. ემიგრანტებს თავიანთ განცხადებაში მოჰყავთ ამონარიდები …

ბათუმის მერია ქვაფენილს კიდევ 15 ქუჩაზე აყრის და ასფალტბეტონს დააგებს

ბათუმის მერია აგრძელებს ქალაქის ქუჩებში ქვაფენილების აყრას და მის ნაცვლად ასფალტბეტონის დაგებას. ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ქვაფენილს კიდევ 15 ქუჩაზე აყრიან. სამუშაოებისთვის კი მომავალ წელს 3 მილიონ 230 ათას 163 ლარია გაწერილი. 2026-2027 წლებში ქვაფენილის აყრა და ასფალტბეტონის საფარის მოწყობა შემდეგ ქუჩებზეა დაგეგმილი: დემეტრე თავდადებულის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, დავით კლდიაშვილის, კოტე …

„შიშით არის გამოწვეული, რადგან „ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება“ – ემიგრანტების ხმა

„ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ფაქტობრივად საარჩევნო ხმის უფლებას ართმევს. დღეს, 17 ნოემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილება, რის შემდეგაც ემიგრანტებს მხოლოდ საქართველოში ექნებათ ხმის მიცემის უფლება – უცხოეთში საარჩევნო უბნებს აღარ გახსნიან. რატომ დასჭირდა „ოცნებას“ ამ ცვლილების შემოტანა ახლა, რისთვის ემზადება ის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას …

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად დალი ფუტკარაძე დანიშნეს

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად დალი ფუტკარაძე დანიშნეს. მანამდე ამ პოსტს დავით დიასამიძე იკავებდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დალი ფუტკარაძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა. „აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ – წერს მერია. დალი ფუტკარაძე ამ თანამდებობაზე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა. მან 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ …

ბათუმი თაუერში ხანძარი ლიკვიდირებულია – სამაშველო

დღეს, 17 ნოემბერს, ბათუმის ბულვარში მდებარე „ბათუმი თაუერის“ აპარტამენტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერა ერთ-ერთ აპარტამენტში გაჩნდა, რომელშიც არავინ იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, ცეცხლი მე-6 სართულზე, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. ამ დროისთვის [14:50 სთ] „ბათუმი თაუერის“ მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და …

ახალი თიბისი ბარათებით Black Friday-ზე შეიძენთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ითვალისწინებს მათ სურვილებსა და საჭიროებებს, განსაკუთრებით კი, ისეთ დღეებსა და თარიღებში, რომელსაც მოუთმენლად ელიან. ერთ-ერთი ასეთი თარიღი 28 ნოემბერი, Black Friday-ია, დღე, როდესაც თითქმის ყველა მაღაზიაში ფასდაკლებებით სარგებლობთ. თიბისი კი, ყოველ წელს, ტრადიციულად, განსაკუთრებულ შეთავაზებებს გიმზადებთ  და გაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინოთ უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს. 28 ნოემბერს, ახალი თიბისი …

„ოცნება“ არჩევნებზე ხმის მიცემას უზღუდავს ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებს

საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში ხმას ვეღარ მისცემენ უცხოეთში – „ოცნება“ შესაბამის ცვლილებებს გეგმავს საარჩევნო კოდექსში. ამის შესახებ დღეს, 17 ნოემბერს განაცხადა „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, პარლამენტში დაინიცირდება ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელშიც, „არსებითად ტექნიკური ცვლილებები“ შევა და ერთ-ერთი ცვლილება შეეხება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. „ცვლილება ეხება …

მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საიამ კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

დღეს, 17 ნოემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. საქმე ეხება 2025 წლის 11 იანვრის გვიან საღამოს მზია ამაღლობელის პირველ, ადმინისტრაციულ დაკავებას აქციაზე სტიკერის გაკვრის გამო. „საქმე შეეხება ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ იყო გამოყენებული სრულიად უსამართლოდ. სანამ …

„თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა“ – ალექსი ახვლედიანი

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. ალექსი ახვლედიანის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა. „თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციის გასაკეთებლად წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 159 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 355 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 594 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 34 486 …

„აეროპორტის დაცვის არე ზღუდავს ბათუმის ურბანულ განვითარებას“ – საქაერონავიგაცია ახალ კვლევას იწყებს

სახელმწიფო კომპანია „საქაერონავიგაცია“ გეგმავს ჩაატაროს ახალი კვლევა, იმის განსასაზღვრად, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბათუმის აეროპორტის მიმდებარედ ტერიტორიის უსაფრთხოების ზონა. კვლევის ერთ-ერთი მიზანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის „მორგებული უსაფრთხოების ზედაპირების, მათ შორის სიმაღლის ზონირების შემუშავება“ იქნება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფრენების უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის „ურბანული განვითარების მეტ მოქნილობას“. ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS)  მოდიფიკაციის, …

პარლამენტი 2,9 მილიონი ლარით ახალ ავტომობილებს იყიდის

საქართველოს პარლამენტის აპარატმა 25 ერთეული I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 999 375 ლარია, ანუ ერთ ავტომობილში პარლამენტი მაქსიმუმ 119 ათას 975 ლარს გადაიხდის [ამაში, როგორც ტენდერშია აღნიშნული, შედის გეგმიური მომსახურების ღირებულებაც 150 000 კილომეტრზე]. ავტომობილები შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს არაუადრეს 2025 …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ნოემბრის 21 საათიდან 17 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 158 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 353 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 23 591 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 34 469 ერთეული …

აჭარის სოფლების გაზიფიცირების შეფერხების მიზეზად 4 წლის წინ და დღესაც ხულო-ზარზმის გზის სამუშაოებს ასახელებენ 

აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის 1 მილიონ 400 000 ლარი უნდა დახარჯულიყო ბიუჯეტიდან 2025 წლის 3 კვარტალში, თუმცა მხოლოდ 487 ათას 100 ლარი აითვისეს. ანუ, ქვეპროგრამის ცხრა თვის შესრულებამ გეგმის მხოლოდ 34,8 პროცენტი შეადგინა. ქვეპროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტის, ხიჭაურის დასახლებაში, კერძოდ გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. აჭარის ფინანსთა და ეკნომიკის სამინისტრო 2025 წლის 9 თვის …

სახელმწიფო ქონებას პირდაპირი წესით ისევ გაყიდიან – პირობებს მთავრობა დაადგენს

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას [მათ შორის მიწას] „ოცნების“ მთავრობა პირდაპირი წესით კვლავ გაყიდის. დაახლოებით ხუთი თვის წინ კი, „ოცნების“ პრემიერმა განაცხადა, რომ მათ უარი თქვეს უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე. არაკონსტიტუციურმა პარლამენტმა 2025 წლის 11 ნოემბერს დაამტკიცა ცვლილებები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში, რომლითაც პირდაპირი მიყიდვის წესი კი არ გაუქმდა, არამედ კანონში დააკონკრეტეს, რომ „სახელმწიფო …

როდის გაანათებენ გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანს

გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სამი წელია გახსნილია, განათების გარეშეა. თუმცა, ამ ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის გასწვრივ გარეგანათების ბოძები დამონტაჟებულია. გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანი გრიგოლეთი-ურეკის გზას ქობულეთის შემოვლით გზასთან აკავშირებს [ეს ავტობანი, სადაც დაშვებული სიჩქარე 110 კმ/საათია, იწყება წყალწმინდაში, გაივლის ურეკის, შეკვეთილის ტერიტორიაზე და უერთდება ქობულეთის შემოვლით გზას, სადაც მოძრაობის სიჩქარე 70 კმ/საათამდე შეამცირეს]. ავტობანის წყალწმინდა-ხიდმაღალის მონაკვეთი კი, რომელიც …

საპატრულოს თანამშრომელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული თ.ლ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე თ.ლ., მის საკუთრებაში არსებული ავტომობილით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, მასთან კავშირში მყოფი ინსტრუქტორების – 1988 წელს დაბადებული ლ.კ.-ს და 1989 წელს დაბადებული მ.ე.-ს დახმარებით, რუსთავში, საავტომობილო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 157 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 350 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 23 588 ერთეული [+19] საარტილერიო სისტემა – 34 443 …

მზია ამაღლობელს მოსამართლემ შუშით გამოყოფილი ადგილიდან გამოსვლის საშუალება აღარ მისცა

დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა, რომელმაც წინა სხდომაზე მზია ამაღლობელს შემინული სივრციდან გამოსვლის და ადვოკატების გვერდით დაჯდომის უფლება მისცა, დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელს სპეციალური, შუშით შემოსაზღვრული ადგილიდან გასვლის საშუალება აღარ მისცა. 11 ნოემბერს, 10-თვიანი პატიმრობის განმავლობაში, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა პირველად მისცა მზია ამაღლობელს სხდომაზე ადვოკატების გვერდით დაჯდომის საშუალება. ყველა სხვა პროცესზე …

„ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ დარღვევებიდან, რაც მზია ამაღლობელის საქმეშია“ – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონის 10-თვიანი ექსპერტიზის საკითხი მხოლოდ ერთი მაგალითია იმ დარღვევებიდან, რომელიც მის საქმეშია. ნონა ქურდოვანიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე. „10 თვის წინ მზია ამაღლობელის საქმეში გამოძიებამ ჩადო დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას შემდეგი შინაარსის პატაკი – …

პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს. „ვფიქრობ, უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი“ – თქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენისას. დღევანდელ პროცესზე პროკურორები საბოლოო სიტყვას ამბობენ. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს ითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების …

ადვოკატები მზია ამაღლობელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ – პროცესი სააპელაციოში

ადვოკატები მზია ამაღლობელისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ და ამ მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმართავენ. ამის შესახებ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომისას გახდა ცნობილი. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დააყენა შუამდგომლობა საქმისთვის დაერთოთ წერილები, რომლებითაც ადვოკატი მზია ამაღლობელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. „მისი თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ეკუთვნის შშმ პირის სტატუსი, რომლის …

პროკურატურამ მზია ამაღლობელის ტელეფონში “დიფ სთეითი” ვერ იპოვა – ექსპერტიზის დასკვნა

დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდა მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი აქვს როგორც პროკურატურას, რომელიც მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ისე მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომლებიც მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ. სასამართლო  პროცესზე პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, საქმეს დაერთოს მზია ამაღლობელის პირადი ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნა. „მზია ამაღლობელის ტელეფონზე …

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ევკალიპტის ხეები ჩააბეტონეს – რას ამბობს მერია

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ევკალიპტის და ნაძვის ხეები ჩააბეტონეს. როგორც ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქემ, ლელა ჯაფარიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ჩაბეტონებული ხეები 10 ნოემბერს შენიშნა პირველად. „ხეების წინ კორპუსები აშენდა, ალბათ ამ ხეების მოჭრას აპირებენ და ამიტომ დააბეტონეს“ – ამბობს მოქალაქე. კადრებზე, რომლებიც მოგვაწოდეს, ჩანს 3 ევკალიპტის ხე, რომელთა ფესვებიც მთლიანად ბეტონითაა დაფარული. მოქალაქის თქმით, ევკალიპტის ხეები 50-ზე …

რა კეთდება ევროპის დახმარებით ბათუმში და რამდენს ვიხდით შეღავათიანი სესხის დასაფარად

სასესხო ვალდებულებების დასაფარად ბათუმის მერიას 2025 წლის ბიუჯეტში 46 მილიონ 933 100 ლარი აქვს გათვალისწინებული. გეგმის მიხედვით, მერიას ამ თანხიდან 17 მილიონ 493 800 ლარი სამ კვარტალში უნდა დაეფარა. მერიამ ეს გეგმა შეასრულა. ამაში შედის როგორც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან [KfW] მიღებული სესხების, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან [EBRD] მიღებული სესხის მომსახურება. სასმელი წყლისა …

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის თანახმადაც საგზაო წესების დარღვევისათვის ჯარიმები იზრდება. კერძოდ, შსს-ს თანახმად: 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 ლარამდე იზრდება …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ნოემბრის 21 საათიდან 15 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 13 – 18 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 156 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 344 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 569 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 34 423 …

როგორ ებრძვის კორუფციას „ოცნება“ – ინტერვიუ

რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ დილისკიში? – ორივე მათგანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. კორუფციის მკვლევარი გოჩა მჟავანაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს, რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა კორუფციაში ერთვება როგორც უმაღლესი თანამდებობის პირი, ასევე ყველაზე დაბალი რანგის საჯარო მოხელე. ბატონო გოჩა, რას ნიშნავს, როცა კორუფციის ბრალდებით იჭერენ დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებს, …

გომარდულში ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა ისევ გადაიდო

კურორტ გომარდულში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვის საკითხი აჭარის მთავრობის დღის წესრიგში აღარ არის. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2025 წლის ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების ანგარიშში წერს, რომ ჯერ „ახალი საბაგირო ტრასების შესაძლო მშენებლობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან შესაბამისობა და საჭიროები უნდა დადგინდეს“. შესაბამისად, როცა დაადგენენ „საჭიროებებს“, ინფრასტრუქტურის განვითარების კონკრეტულ გეგმასაც შემდეგ შეადგენენ. ასე დადგენა-გარკვევაშია გაჭედილი …

ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

დღეს, 13 ნოემბერს, ბათუმში, შარტავას ქუჩაზე ავარია მოხდა. დაღუპულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც, „ბათუმელების“ ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა განახლდება

14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ. თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და მოითხოვს, მზია ამაღლობელს ბრალი და სასჯელი დაუმძიმდეს. პროკურატურა მზია …

Exit mobile version