ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა განახლდება

14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ. თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და მოითხოვს, მზია ამაღლობელს ბრალი და სასჯელი დაუმძიმდეს. პროკურატურა მზია …

„ივანიშვილი ატარებს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს“ – ინტერვიუ

„გოგა ხაინდრავა რომ ამბობს, 300 წელი არაბები იყვნენ საქართველოში და გაარაბება არ მოხდაო, გოგა ხაინდრავასნაირი ქართველები არ იყვნენ და იმიტომ – 300 წლის განმავლობაში ქართველები მუდმივ წინააღმდეგობას უწევდნენ არაბებს და „აბა ომი გინდათ?“ – არ უძახიათ ჩვენს წინაპრებს. ჩვენი წინაპრები პირდაპირი მნიშვნელობით იბრძოდნენ. აი, ეს არის მიზეზი, რატომაც არ გაარაბდა ეს ქვეყანა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც …

12 წლის გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით 12 წლის გერი გააუპატიურა. ასევე დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა“. სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 24 ივლისს დააკავეს. …

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაცია, მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს მათი ყოველდღიურობის გასამარტივებლად. ამჯერად, საქართველოს ბაზარზე პირველმა, მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი – “პინის შეცვლა”, დანერგა. ბარათებზე სასურველი პინის დასაყენებლად თიბისის მომხმარებლებს უკვე ახლომდებარე ბანკომატების ძიება აღარ სჭირდებათ – ამას სულ რამდენიმე წამში, მობაილბანკიდან შეძლებენ. რაც მთავარია, მობაილბანკში პინის შესაცვლელად ძველი პინის გახსენება აღარ არის საჭირო და მომხმარებლები …

რეპრესიების ასეთი კამპანია საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არ ყოფილა – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ეხმაურება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის დაჯილდოებას თავისუფალი მედიის ჯილდოთი  და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე არის სიმბოლო დამოუკიდებელი, კრიტიკული ხმების წინააღმდეგ მიმართული შევიწროების, დაშინებისა და რეპრესიების ფართო კამპანიის, როგორიც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არ ყოფილა. „1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანაში პირველად იზრდება პოლიტპატიმრების რიცხვი. სტუდენტები, ჟურნალისტები, ექიმები, ხელოვანები და პოლიტიკოსები – ყველა, ვინც …

რატომ ანიჭებენ მზია ამაღლობელს ამდენ ჯილდოს? – პასუხი კითხვებზე

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია საუბრობს მზია ამაღლობელის დამსახურებასა და როლზე, როგორც მოქალაქეზე და როგორც ჟურნალისტზე. „ბათუმელები“ ვახო სანაიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: „ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ბოლომდე მაინც არ არის გააზრებული მზია ამაღლობელის მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში არის ხალხი, ვისაც არ ესმის, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. რეჟიმის პრიმიტიული გზავნილია – პოლიციელს (არ დაგვავიწყდეს – სინამდვილეში …

რუსული კანონის საქმეში Amnesty International-მა სტრასბურგში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა

Amnesty International-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. „სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების უფლება გულისხმობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება იძიებს, იღებს და იყენებს რესურსებს, რითაც არა მხოლოდ ინარჩუნებს სამოქალაქო სექტორის მრავალფეროვნებას, არამედ დამოუკიდებელია კონტროლისგან, რომლის ქვეშაც შესაძლოა აღმოჩნდეს სახელმწიფო დაფინანსების პირობებში,“ – ნათქვამია Amnesty International-ის წერილობით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 155 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 344 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 567 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 34 388 …

„მე ჩემდათავად არ მივდივარ რუსეთისკენ, ისინი მიდიან“ – გამოკითხვა ბათუმში „ოცნების“ რეფორმაზე

რა განზრახვა აქვს „ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების სისტემას რეფორმას? სწორია მე-12 კლასის გაუქმება? – ნახეთ, რა გვითხრეს მოქალაქეებმა ბათუმის ქუჩებში.

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედიდან“ ციხეში გადაიყვანეს – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომაც ის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა ,ვივამედში. სადაც  ის ამ დრომდე იმყოფებოდა …

რატომ გაჩნდა სატრანსპორტო კოლაფსი – ვინ აპაუზებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბათუმში

ბათუმის მერია 2025 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაპაუზების მიზეზად სატრანსპორტო კოლაფსს ისე ასახელებს, თითქოს თავად არ არის კავშირში ქალაქის ამ გამოწვევასთან. მერიის ლოგიკით, გამოდის, რომ სატრანსპორტო კოლაფსი ქალაქში „საიდანღაც გაჩნდა“ და მერიას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში უშლის ხელს. სატრანსპორტო კოლაფსი იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, მერიის მიერ ნებართვაგაცემული სამშენებლო პროექტების წინააღმდეგ …

ანაკლიასთან ახლოს 380-მეტრიანი წარწერა, Megobari Act გამოჩნდა – გზავნილი აშშ-ს

აქტივისტებმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიასთან, მინდორზე, მასშტაბური წარწერა – Megobari act [მეგობარი აქტი] გამოსახეს. 380 მეტრი სიგრძის გეოგლიფის [გამოსახულება მიწაზე] მიზანია შეახსენოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსთვის „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობა, რომელიც სენატში კენჭისყრას ელოდება. კანონპროექტი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერაა მომზადებული.  თითოეული სიმბოლოს სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრია, ხოლო მთლიანი გამოსახულების შექმნაზე აქტივისტებმა დაახლოებით 15 დღე იმუშავეს. …

ახალციხეში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს – მედია

გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, რომ დღეს, 12 ნოემბერს, ახალციხეში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს. გამოცემის ცნობით,  ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარიკა ჩიტაშვილმა სასტუმრო „ლომსიასთან“ მომხდარი ჩხუბის დროს, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები, პ.გ. და  ბ.ხ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და ორივე მათგანს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. „პ.გ–ს სსკ-ს 353¹ მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 7-დან 11-წალამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მოსამართლემ სსკ-ს …

ჯემალ ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ჯემალ ანანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ჯემალ ანანიძის მეუღლემ, მზია იაკობაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ჯემალ ანანიძე ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ იმყოფება, თუმცა მდგომარეობა თითქმის უცვლელია. „ხელოვნურ სუნთქვაზე აღარ არის, თუმცა ჯერ წინსვლა არ გვაქვს, მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ჯერჯერობით. ინსულტის ნიშნებია, რადგან მარჯვენა ხელი და ფეხი გაჩერებული აქვს“ – ამბობს ჯემალ ანანიძის მეუღლე. …

გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო – პროკურატურა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 20 ივნისის და ჩორჩანას საქმეებზე. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს, 12 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს, კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების …

13-15 ნოემბერს სუფსა-ხაჯალიის ავტობანზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ხაჯალია-სუფსის ავტომაგისტრალზე [ახალ ავტობანზე] ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთში გადაერთვება, ასე ვთქვათ, ძველ [სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის] გზაზე. დღეს, 12 ნოემბერს კი, საღამოს 8 საათამდე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია სამტრედია[დაფნარი]- სოფ. სუფსას [გრიგოლეთის] მონაკვეთში და აღნიშნული ტიპის ტრანსპორტი სამტრდია-გრიგოლეთის მონაკვეთში …

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

სტილი, რომელიც ოდესღაც წარსულს ჩაბარდა, დროთა განმავლობაში ისევ ხდება ინდივიდუალურობისა და თვითგამოხატვის სიმბოლო. თუმცა, სანამ ვინტაჟური მაღაზიები  ჩვენთან ტრენდულად იქცეოდა, ქართველები მას, “ძონძებად” მოვიხსენიებდით, მეორეული ტანსაცმლის შეძენა კი ბნელ 90-იან გამოვლილებისთვის უხერხულობასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლა იყო შოკო ჩაჩუას მისია, როდესაც 2018 წელს ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. მოდა იმდენად არა, რამდენადაც განსხვავებულად ჩაცმა …

„სტუდენტებს აღარ ექნებათ ევროპულ უნივერსიტეტებში სემესტრის გავლის საშუალება“ – ინტერვიუ

„ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ „ქართული ოცნება“ რკინის ფარდას აყენებენ ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და ცივილიზაციას შორის“- ამბობს ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის საბაკალავრო და სადოქტორო და შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. ბეჟან ჯავახიას „ბათუმელები“ იმ საუნივერსიტეტო რეფორმაზე ესაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მომავალი წლიდან აანონსებს და საფრთხეს უქმნის არა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 154 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 342 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 556 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 34 379 …

დირექტორის თანხმობა სჭირდებათ ტრენინგცენტრებში დასაქმებულ მასწავლებლებს – მიქანაძე

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ კანონის“ მიხედვით, რეპეტიტორობისთვის დირექტორის თანხმობა იმ მასწავლებლებს დასჭირდებათ, რომლებიც ტრენინგცენტრებში არიან დასაქმებულნი. „არის შექმნილი ტრენინგცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლებისა ოფიციალურად არის დასაქმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე და ამ ფორმით, დამატებით ამეცადინებენ აბიტურიენტებს. ასეთ შემთხვევაში თანხმობის მიღება საჭიროა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა მასწავლებლის ძირითადსა …

მზია ამაღლობელის შემდეგი სასამართლო სხდომა ქუთაისში 14 ნოემბერს გაიმართება

დღეს, 11 ნოემბერს, მზია ამაღლობელის პირველი სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციოში დაახლოებით 18:00 საათზე დასრულდა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ. თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და მოითხოვს, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე …

რა თქვა მზია ამაღლობელმა სააპელაციო სასამართლოში

დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო. სხდომაზე სიტყვა ითხოვა მზია ამაღლობელმა, რომელიც უკვე 10 თვე უკანონო პატიმრობაშია. „მინდა გამძლეობა და გამარჯვება ვუსურვო წინააღმდეგობაში მყოფ საზოგადოებას, დარბაზში მყოფ აუდიტორიას და დარბაზს გარეთ მყოფ თანამოაზრეებსაც მადლობა მინდა ვუთხრა და ოჯახს, რომ მარტო არ მტოვებენ ამ დარბაზში. სამწუხაროდ, ისევ შუშის საკნიდან მიწევს საუბარი …

„სასამართლომ განაჩენში დამალა, რომ მზიას მხედველობა ციხეში დრამატულად გაუარესდა” – ადვოკატი

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენში დამალა და არ მიუთითა დაცვის მხარის მიერ სასამართლოზე გამოკვლეული მთელი რიგი დოკუმენტური მტკიცებულებები. წარმოუდგენელი მიკერძოების მხოლოდ 1 მაგალითს მოვიტან ამ ეტაპზე – ეს არის მზია ამაღლობელის ფორმა 100“ – თქვა მაია მწარიაშვილმა დღეს, ქუთაისში, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვისას. მაია მწარიაშვილის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას, …

პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითხოვს – განხილვა სააპელაციოში

დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ამავე დროს, პროკურატურა მზია ამაღლობელის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მისთვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს …

კახეთში „ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

შს სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში სამი პირი დააკავეს, რომლებიც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „გამოძიებით დადგინდა, რომ  მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში,  ყოფით საკითხზე დაწყებული  კონფლიქტისას,  ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა  – გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე ერთმანეთს  ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ სამივე …

აქვს თუ არა მოსამართლე ნინო სახელაშვილს იურისტის დიპლომი? – ადვოკატები განმარტებას ითხოვენ

მზია ამაღლობელის ადვოკატები 5 თვეა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ეს საკითხი ადვოკატებმა კიდევ ერთხელ დააყენეს. მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, არც იუსტიციის საბჭო და არც …

მზია ამაღლობელის საქმე – რეპორტაჟი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან

დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო. „ბათუმელები“ გთავაზობთ პირდაპირ, განახლებად რეპორტაჟს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან.  მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ნინო სახელაშვილის გამოტანილ განაჩენს, რომლის თანახმადაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ. სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის მომხსენებლი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. …

მზია ამაღლობელის პროცესი პატარა დარბაზში იმართება, სასამართლოს ეზო ჩაკეტეს

დღეს, 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს და სასამართლოზე დასწრების მსურველებს სასამართლოს ეზოს ჭიშკარი ჩაუკეტეს და არათუ დარბაზში, არამედ სასამართლოს ეზოში შესვლის საშუალებაც კი არ მისცეს. მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა 24-ადგილიან მცირე დარბაზში მიმდინარეობს. ჭიშკართან მობილიზებულია პოლიცია. დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი აყენებს შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულებების დაშვების შესახებ. ის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ნოემბრის 21 საათიდან 12 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი …

ბათუმში მეზობლის დაჭრის ბრალდებით კაცი დააკავეს

ბათუმში პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ.. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, მეზობლად მცხოვრებ – 1978 წელს დაბადებულ ი.მ. -ს დანის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ინფორმაციით, დაშავებული კაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, ხოლო …

სააპელაციო სასამართლოში იწყება მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა

დღეს, 11 ნოემბერს, 13 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იწყება მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 10 თვეა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 153 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 342 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 553 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 34 366 …

მზია ამაღლობელი ვენაში პაულ ვაიზის პრიზით დააჯილდოვეს

10 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში, პაულ ვაიზის პრემიით დააჯილდოვეს ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი . აღნიშნული პრემია გაიცემა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის, Courage2030-ის მიერ. პრემია სიმამაცისთვის გადაეცემათ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებების დაცვაში, სხვადასხვა მიმართულებით. მზია ამაღლობელს სიმამაცისთვის პრიზი გადაეცა ჟურნალისტიკის კატეგორიაში. დაჯილდოების ცერემონიას ვენაში „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი …

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

11/11 თიბისი განაწილების მორიგი ჯადოსნური დღეა-წყვილი თარიღი, როდესაც შერჩეულ ობიექტებში განსაკუთრებული შეთავაზებები გხვდებათ და განაწილების პროდუქტის სარგებელთან ერთად, დამატებით ქეშბექებს იღებთ. წყვილი თარიღის შეთავაზების კატეგორიები მრავალფეროვანია და ყოველ წყვილ თარიღში მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით იცვლება. ეს ის დღეა, როდესაც თიბისი განაწილების გუნდს განსაკუთრებით სურს მომხმარებლების გახარება. 11 ნოემბრის შეთავაზება დრესაპის ფიზიკურ მაღაზიებში დაგხვდებათ, სადაც თიბისი განაწილებით …

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის – განცხადება

„კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის“ – ნათქვამია სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 ნოემბერს გავრცელდა და მას ხელს საქართველოში მოქმედი 53 ორგანიზაცია აწერს. „ბათუმელები“ სრულად აქვეყნებს განცხადებას. განცხადებაში ვკითხულობთ: „სანამ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს …

მანდატურს მობილური ტელეფონის ჩამორთმევაც შეუძლია – ახალი სათავსოები სასამართლოებში

მას შემდეგ, რაც სასამართლოებში ფოტოს და ვიდეოს გადაღება „ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეზღუდა, სასამართლოებში მობილური ტელეფონების სათავსოების მონტაჟი დაიწყეს. მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი სათავსოების მონტაჟი სასამართლოებში შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ „ქართული ოცნება“ სხდომაზე დამსწრეებისთვის მობილური ტელეფონების ჩამორთმევასაც აპირებს. 2025 წლის ივნისის მიწურულს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 2 დღეში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომების …

Exit mobile version