ბათუმის რესპუბლიკურს ეყოლება 3 ამცრელი ბრიგადა – კოვიდზე აცრის ჩატარების წესი

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრების ჩასატარებლად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად მზად არის. კლინიკა ჯერჯერობით ერთადერთია აჭარაში, რომელიც ვაქცინაციას ამ ვაქცინით ჩაატარებს. „ფაიზერის“ ვაქცინა -70/-80​0C ტემპერატურის პირობებში ინახება. „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეყოლება სამი ამცრელი ბრიგადა. კლინიკაში უკვე მზად არის სპეციალური კაბინეტები, სამაცივრო სისტემები, უახლოეს დღეებში პერსონალს ჩაუტარდება ტრენინგი. „ფაიზერის“ ვაქცინას კი ჩვენი სამმართველო მიაწვდის. რაც შეეხება სხვა …

9-11 თებერვალს რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე,  9, 10 და 11 თებერვალს, 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. დეპარტამენტის ცნობით, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭიროა 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის წინა სამშენებლო …

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია. ახალგადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დასველდა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] პროკურატურას …

რა ღირს დამლაგებლის შრომა სკოლაში – რას ამბობს სამინისტრო

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე მოთხოვნა გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა დამლაგებლების შრომაც. მათ ახლა დღეში რამდენჯერმე უწევთ ზედაპირების, იატაკის, კიბის და ფანჯრის სახელურების გადაწმენდა, ასევე სველი წერტილების დამუშავება. „ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორს ესაუბრა ბათუმში, რომლებიც დამლაგებლების რუტინასა და ხელფასზე საუბრობენ. მაგალითად, ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის 4-სართულიან სკოლაში …

ცოფის შემთხვევები და კარანტინი ქობულეთის კიდევ 2 სოფელში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ცხრაფონასა და წყავროკაში ცოფის ახალი შემთხვევები დადასტურდა. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოში შევიდა შეტყობინება სოფელ წყავროკას მოსახლეობისგან. ადგილობრივებმა სოფელში ძაღლის ლეში იპოვეს. სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გავიდნენ და აიღეს პათოლოგიური მასალა ლაბორატორიული კვლევისთვის, რის შედეგადაც ცოფის შემთხვევა დადასტურდა. ასევე ცოფის შემთხვევა დადასტურდა სოფელ ცხრაფონაშიც, საიდანაც მოსახლეობამ სააგენტოს აცნობა, რომ ტურის …

სად გაითიშება 9 თებერვალს შუქი ბათუმში, ქედაში, ხელვაჩაურსა და შუახევში

ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედასა და შუახევში ხვალ, 9 თებერვალს, შუქი გაეთიშება „ენერგო-პროჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს. კომპანიის განმარტებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. 9 თებერვალს შუქი გაითიშება:  ბათუმში – 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: სულაბერიძის, პუშკინის, გ.ბრწყინვალის, ჯორჯიაშვილის, წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებს. ხელვაჩაურში – 15:00-დან 17:00 საათამდე ურეხის დასახლების ნაწილსა და სოფელ ზედა ღელეს. ქედაში …

კოვიდინფიცირებულმა წყვილმა მადრიდის კლინიკაში იქორწინა

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქორწილის გადახდა აკრძალულია, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგალითად, ესპანეთში, მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში, კოვიდინფიცირებულმა წყვილმა იქორწინა – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. გამოცემის ცნობით, წყვილს კოვიდი ერთდროულად დაუდგინდა, მაგრამ საავადმყოფოში სხვადასხვა განყოფილებაში აღმოჩნდნენ. 70 წლის ფერნანდომ დაქორწინება 62 წლის როსარიოს whatsapp-ით შესთავაზა. მათ კლინიკაში დაქორწინების ნება დართეს. მღვდელმა ისინი ვედეოჩართვის მეშვეობით …

ისრაელში კოვიდის მედიკამენტმა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა | საელჩო

„უმნიშვნელოვანესი სიახლე თელ-ავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრიდან: COVID19-ის სამკურნალო მედიკამენტმა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა. 30 საშუალო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტიდან 29 ხუთი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიდან გაეწერა,“ – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ისრაელის საელჩო საქართველოში. საელჩოს ცნობით, პრეპარატის სახელწოდებაა EXO-CD24. „დღეს არსებული მონაცემებით COVID19-ს აქვს ორი საკვანძო ეტაპი. პირველ ეტაპზე მის მიმართ მხოლოდ …

როგორია ალცჰაიმერის სიმპტომები და რა არის ცნობილი პრევენციაზე

დემენცია არის სინდრომი, რომლის დროსაც მეხსიერებისა და აზროვნების უნარის დეგრადაცია ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დემენციით და ყოველწლიურად 10 მილიონამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა – მასზე შემთხვევათა 60-70% მოდის. საქართველოში ალცჰაიმერის გავრცელების ზუსტი სტატისტიკა არ მოიპოვება. საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის ხელმძღვანელის, ნევროლოგ ნონა მინდიაშვილის თქმით, …

ბათუმში ღრუბლიანი, თუმცა უნალექო დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 8 თებერვლის 21 საათიდან 9 თებერვლის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ძირითადად უნალექოდ. ხვალ, 9 თებერვალს, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო …

ვის რა გზებით გააქვს თხილი ევროპაში გასაყიდად, სადაც 1 კილოგრამი 6 დოლარი ღირს

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში საქართველოდან 15.3 ათასი ტონა თხილი გავიდა გასაყიდად, რომლის ღირებულება 79.2 მლნ აშშ დოლარია. ამ სეზონზე ქართული თხილი ძირითადად ევროპის ბაზარზე გაიტანეს. რამდენად რთულია ევროპულ ბაზარზე თხილის გატანა და რა არის საჭირო? – „ბათუმელები“ ერთ-ერთი კომპანიის, „ნათს ელის“ მფლობელსა და დირექტორს ესაუბრა. ზაზა ლორჩოშვილის კომპანიამ …

მახინჯაურში დაიხსნეს 75 კატა, რომლებიც 8 კვ/მეტრ ოთახში ჰყავდათ გამომწყვდეული

7 თებერვალს ცხოველთა უფლებების დამცველებმა და აქტივისტებმა დაიხსნეს 75 კატა, რომლებიც მახინჯაურში 8 კვადრატ მეტრ ოთახში ჰყავდათ გამომწყვდეული თვეების მანძილზე. კატები აქ მცხოვრებ მოქალაქეს ჰყავდა ოთახში გამოკეტილი. ის ამბობდა, რომ ცხოველებზე ზრუნავდა, თუმცა არ აძლევდა კატებს გარეთ გასვლის უფლებას და ვერ უზრუნველყოფდა მათ სტერილიზაცია/კასტრაციას, სათანადო კვებას, მოვლასა და ზრუნვას. ცხოველები ვიწრო სივრცეში, სიბინძურეში ცხოვრობდნენ ისე, …

ბათუმისა და ქობულეთის სკოლებში 2 418 მოსწავლე ონლაინ ისწავლის

აჭარაში დისტანციური სწავლების ფორმატზე დარჩენა 2 418-მა მოსწავლემ ისურვა. მათ გაკვეთილები ონლაინში დღეიდან, 8 თებერვლიდან ჩაუტარდებათ. უკვე ერთი კვირაა, რაც აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდა. მანამდე თითქმის ერთი წელი ბავშვებს გაკვეთილები ონლაინ უტარდებოდათ. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციურად სწავლას ბათუმში 25 საჯარო სკოლაში 2 350 ბავშვი გააგრძელებს , ქობულეთში კი  – სამ საჯარო სკოლაში …

რატომ არ უხდიან ხელფასს უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას

იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის წევრებისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება არ შეუწყვეტია, ოპოზიცია ხელფასს ვერ იღებს. ოპოზიციამ უფლებამოსილების შეწყვეტა გასული წლის 21 დეკემბერს ითხოვა, თუმცა 6 დეპუტატის ეს მოთხოვნა ამ დრომდე უმაღლეს საბჭოს არ განუხილავს. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის სავარძელი მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაიკავა. აჭარის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებას ელოდებიან და სესიის პირველივე სხდომაზე …

ბათუმში კოვიდის ახალი შემთხვევა სკოლებში არ გამოვლენილა – 1 კვირა სწავლის განახლებიდან

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის სკოლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ მოსწავლეს და ერთ მასწავლებელს. მოსწავლე საჯარო სკოლაში სწავლობს, პედაგოგი კი კერძო სკოლაში ასწავლის. როგორც ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ინფიცირებული პედაგოგის და მოსწავლის კონტაქტები შესწავლილია, თუმცა მათ ამ დროისთვის კორონავირუსის სიმპტომები არ გამოვლენიათ. „მასწავლებელი …

აჭარაში კოვიდის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 8 თებერვალი

8 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კოვიდისგან განიკურნა 36 პაციენტი, კლინიკა კი 11-მა პაციენტმა დატოვა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 178 პაციენტი, მათგან 9 – მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში კოვიდსასტუმროში 120 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კოვიდის 204 ახალი  შემთხვევა  დადასტურდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა

8 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 204 ახალი  შემთხვევა  დადასტურდა, ჩატარდა 6 593 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 298 პირი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია  4 554 ადამიანი. აქედან 2 229  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 499 მძიმე …

დააკავეს კაცი, რომელმაც ფიზიკურად შეურაცხყო ტრანსგენდერი ქალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1990 წელს დაბადებული ლ.კ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას. სამართალდამცველებმა ლ.კ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე …

იძალადეს თუ არა პოლიციელებმა ბათუმში აქციის მონაწილეებზე – გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ბათუმში აქციის მონაწილეების დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს უწყება იმ შემთხვევებს სწავლობს, როცა დანაშაული ან სამართალდარღვევა სავარაუდოდ სამართალდამცველს აქვს ჩადენილი. ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო 6 თებერვალს ღამით ბათუმში აქციის 11 წევრის დაკავებაზე. ისინი მაშინ დააკავეს, როცა კომენდანტის საათი დემონსტრაციულად დაარღვიეს და ქუჩაში გამოვიდნენ “არაგონივრული შეზღუდვების” გაუქმების მოთხოვნით. აქციის მონაწილეების თქმით, მათზე პოლიციამ დაკავების დროს …

მოსამართლე აქციის მონაწილეების დასჯაზე: პოლიტიკა მე არ მაინტერესებს

“პოლიტიკა მე არ მაინტერესებს,” – ხმამაღლა თქვა მოსამართლე კობა გოცირიძემ და ადვოკატ დავით ჯაფარიძეს სიტყვა შეაწყვეტინა. ადვოკატმა იმის ახსნა სცადა, რომ ფირუზ წულუკიძე პოლიტიკური პატიმარია და მასთან გარიგებას მაღალჩინოსნები ცდილობდნენ. ფირუზ წულუკიძის და ასლან ჩოგაძის საქმე დღეს, 7 თებერვალს, განიხილა მოსამართლე კობა გოცირიძემ. ფირუზ წულუკიძე 1500 ლარით დააჯარიმეს, ასლან ჩოგაძე – 1000 ლარით. საუბარია 6 …

ვინ ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფო პროგრამებით

ის ფიზიკური პირი/მეწარმე ან/და მათ მიერ დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც შეზღუდვების პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას განაახლებს, 2021 წლის 5 თებერვლიდან ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფოს მიერ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებითა და სხვადასხვა პროგრამით. შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში მთავრობამ 5 თებერვალს შეიტანა. ახალი ცვლილებით, აღნიშნული წესების მე-6 მუხლის პირველი – 7​1 პუნქტების დარღვევის …

აჭარის პოლიციის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს კოტე ანანიაშვილი აღარ უხელძღვანელებს. ინფორმაცია “ბათუმელებთან” თავად კოტე ანანიაშვილმა დაადასტურა. კოტე ანანიაშვილმა არ დააკონკრეტა, რის გამო გაათავისუფლეს ან რა პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას. ამ ეტაპზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დანიშნული არ არის. მოვალეობას სავარაუდოდ კოტე ანანიაშვილის მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო ცვლილებებზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. ____ კოტე ანანიაშვილი აჭარის …

ბათუმის აქციაზე დაკავებულები 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

“რა მტკიცებულება სჭირდება ამას? რა ვიდეოს წარმოდგენაა საჭირო? ფაქტია, რომ კომენდანტის საათი დაირღვა…” – იკითხა მოსამართლე კობა გოცირიძემ, როცა ადვოკატმა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და პროცესის გადადება ითხოვა ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით. მოსამართლემ უარი თქვა პროცესის გადადებაზე, რის გამოც თავად მოსამართლის აცილება ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ითხოვა. “მე არავითარი თქვენი კონსტიტუციური უფლება არ შემიზღუდია, შემჭიდროებული ვადები არსებობს…” – …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 7 თებერვლის 21 საათიდან 8 თებერვლის 21 საათამდე, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში – ღამით 0-2 გრადუსი ყინვა. დღისით 5-10 გრადუსი სითბო. ზღვის პროგნოზი …

აჭარაში კორონავირუსის 7 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 2

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 21 პაციენტი, ხოლო კლინიკა უკვე დატოვა 8 პაციენტმა. ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს – 174, კოვიდსასტუმროში – 124, ონლაინკლინიკაში – 160.  

აქციის მონაწილეების და პოლიციის დაპირისპირება ბათუმში – დააკავეს 11 პირი

„დაადეთ ნარუშნიკები“, – ისმის კადრებში პოლიციელის ბრძანება, რომელიც აქციის მონაწილეს აქვს გადაღებული. 6 თებერვალს, საღამოს, ბათუმში, ისე როგორც თბილისში, აქცია გაიმართა „უაზრო რეგულაციების“, მათ შორის კომენდანტის საათის წინააღმდეგ. თბილისში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს. ბათუმში კი, როგორც გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილეებს პოლიციამ სცემა და, სავარაუდოდ, დააკავა კიდეც. თვითმხილველმა მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, …

ზაზა გახელაძის საკითხზე გახარია ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს შეხვდა

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „პრემიერ-მინისტრმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა“. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან …

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული და ხილი ბათუმის ბაზარში – Live

ბათუმის აგრარული ბაზარში დასაქმებული პირების თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები 10 %-ით მაინც გაძვირდა, ზოგიერთ პროდუქტზე კი 30-40%-ით. თუმცა ეს არ ეხება ადგილობრივი წარმოების ფასებს. ერთ-ერთი მოვაჭრის, თამაზ დარჩიძის თქმით, თავად ყველზე ვაჭრობს, მაგრამ ყველი სახლში ვერ მიაქვს. აქ გვეუბნებიან, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ის ფასებია, რაც შემოდგომაზე იყო – მაგალითად, კარტოფილზე, სტაფილოზე ფასები არ …

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ 5 ათასი ხელმოწერა შეგროვდა 

„შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება“ – ამ მოთხოვნით არსებულ პეტიციას უკვე 5 152 ადამიანი აწერს ხელს. პეტიციით გათვალისწინებული ხელმომწერების რაოდენობა სულ 4 დღეში შეგროვდა – პეტიციაზე ხელმოწერები 30 იანვრიდან დაიწყო. პეტიციის მოთხოვნა ბათუმის ძველ ბულვარში 16-სართულიან მშენებლობის შეჩერებაა, ასევე ის, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე აღარ გაიცეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებლობის ნებართვა. „ხელმოწერების შეგროვება ისევ გრძელდება, …

მოზარდის დედა: ჩემს შვილს პოლიციელებმა სცემეს, მას 12 დღეა ვერ ვუკავშირდები 

„შვილს არ მაკავშირებენ, ის 25 იანვარს დააკავეს და მას შემდეგ არაფერი ვიცი, როგორაა, რას შვრება, 25 იანვარს ჩემი შვილი კი არ დააკავეს, არამედ მოიპარეს და სცემეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები დ. ლ. ის 16 წლის არასრულწლოვნის ა.ბ.-ს დედაა, რომელსაც გამოძიება ტაქსტის მძღოლის ძარცვას ედავება. არასრულწლოვანს პატიმრობა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა. დიანას თქმით, მას 25 იანვარს …

კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11

პლატფორმა stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 11. დადებითობის მაჩვენებელი, 5 თებერვლის მდგომარეობით, 3.28 %-მდე შემცირდა, ხოლო ბოლო 14 დღეში – 3.98 %-მდე. 6 თებერვლის მდგომარეობით, მძიმეა 509 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 216, იმერეთში – 131, აჭარაში – 40, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 141 პაციენტი.

პირბადის არქონის გამო 457 პირი დააჯარიმეს – შსს

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში 573 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაჯარიმებულს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა – 457 პირბადის ტარების წესის დარღვევას უკავშირდება. პირბადის არქონა ან მისი ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. შსს-ს მონაცემებით, პოლიციამ 116 პირი დააჯარიმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის. კანონი ამ …

აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 6 თებერვალი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 40. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდკლინიკა უკვე დატოვა 9 პაციენტმა, კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზეა 5 პაციენტი. 6 თებერვლის მონაცემებით, ბათუმში, კოვიდკლინიკაში მკურნალობს 178 პაციენტი, კოვიდსასტუმროშია – 123. ონლაინკლინიკაში – 173.  

დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი ადამიანები გამოჰყავთ

დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეები მაშველებს გამოჰყავთ. ამ ეტაპზე 5 ავტომანქანის და მგზავრების გამოყვანას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და საფრთხე არავის ემუქრება. მაშველებმა ბუქსირის დახმარებით უკვე გამოიყვანეს 8 ავტომობილი, რომელმაც სვლა განაგრძო, 2 ავტომანქანის მგზარები კი, უახლოეს სასტუმროში დააბინავეს. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-დან შემოსული ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო …

„მე, შენ და ბათუმის“ ბულვარში დასაბრუნებლად ბიუჯეტიდან 19 750 ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბულვარში, კომპოზიციის – „მე, შენ და ბათუმის“ დასაბრუნებლად ბულვარის ადმინისტრაცია 19 750 ლარს გადაიხდის. დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა კომპოზიციის აღდგენა-რესტავრაციას მოხმარდება. „მომსახურების ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის ქანდაკების ავტორს ერეკლე წულაძეს, რომელმაც გონივრულ ვადაში უნდა გაწიოს მომსახურება“, – აღნიშნულია ბულვარის ადმინისტრაციის განაცხადში, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს მიმართა. ბულვარი, კომპოზიციის რესტავრაციაზე, ხელშეკრულებას გამარტივებული წესით სწორედ ერეკლე წულაძესთან გააფორმებს. …

რა ვქნათ, როცა მოზარდს სწავლა აღარ უნდა და ,,ცუდ“ მეგობრებს იჩენს – რჩევები მშობლებს

პუბერტატული, ანუ გარდატეხის ასაკი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროს მოზარდის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებია. ამას, ბუნებრივია, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილებაც თან სდევს. მშობელს არ უნდა გაუკვირდეს, როცა მოზარდი ინტერესს კარგავს ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რაც ადრე მოსწონდა. გარდატეხის ასაკში სკოლაში სწავლის ინტერესს ხშირად კარგავენ, ან ითვალწუნებენ რომელიმე კონკრეტულ საგანს. შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს სხვადასხვა სირთულე, რის …

Exit mobile version