რა მეთოდებს იყენებენ კიბერთაღლითები და როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან

დღეს ინტერნეტის და ციფრული სერვისების გარეშე ცხოვრება ბევრი ჩვენთაგანისთვის წარმოუდგენელია. ამ ევოლუციამ ყოველდღიურობა ძალიან გაამარტივა – ონლაინშოპინგიდან დაწყებული, საბანკო მომსახურებით დამთავრებული – ყველაფერს უფრო სწრაფად და მარტივად ვაკეთებთ. ამ დიდ კომფორტს თავისი საფრთხეებიც ახლავს თან, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, გსმენიათ, რომ ინტერნეტსამყაროში არსებობენ „მოხერხებული“ თაღლითები, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ ჩვენს მოტყუებას და ჩვენი საბანკო …

ქობულეთში 1 მილიონად გაყიდულ მიწას სამინისტრო ხელახლა 5 მილიონად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, 5.4 მილიონად ყიდის პლაჟის გასწვრივ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ჯერ 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე კი, 75%-იანი ფასდაკლებით, 1 146 250 ლარად გაყიდა. მყიდველი შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ იყო, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვე-ნახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა. ამ კომპანიის მეწილე რუსული კომპანიაა. სამინისტროში ბათუმელებს უთხრეს, რომ „ჯორჯიან …

სისტემა უკიდურესად გულგრილია – სამოქალაქო ორგანიზაციები 14 წლის გოგოს დაღუპვაზე

სამოქალაქო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის გოგონაზე შესაძლო სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სახელმწიფო უწყებებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ და მოითხოვენ, გამოძიების ფარგლებში დროულად შეისწავლონ ყველა შესაძლო ორგანოს/თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვისაც მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა. ისინი ასევე მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს, რომ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების დინამიკისა …

ხულოს თეატრის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2021 წლის 9 თებერვალს გამოსცა. შენობა დაბა ხულოში, რუსთაველის N11-ში მდებარეობს და ის, დოკუმენტების მიხედვით, 1930-იან წლებშია აგებული. სააგენტოს დირექტორის ამავე ბრძანებით ძეგლის სტატუსი სხვადასხვა რეგიონში მდებარე კიდევ 8 ობიექტს მიენიჭა. აჭარის კულტურის სამინისტროს …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 12 თებერვლის 21 საათიდან ხვალ, 13 თებერვლის 21 საათამდე,  აჭარაში  მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად ქარი შესაძლოა გაძლიერდეს 17-22მ/წმ-დე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო …

აქცია ბულვარის დასაცავად – ვითხოვთ ამბასადორის მშენებლობის შეჩერებას

დღეს, 16:00 საათზე ბათუმის ბულვარის დამცველები შპს „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიან მშენებლობაზე ნებართვის გაცემას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ, საპროტესტო აქცია ბულვარის კოლონადებთანაა დაგეგმილი. ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა ბულვარში მშენებლობის შეჩერებაა. მათივე განმარტებით, ამ მოთხოვნის საფუძველი პეტიციაა, რომელსაც 5 ათასზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს. ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ 5 ათასი ხელმოწერა შეგროვდა პეტიციის მოთხოვნა ბათუმის …

ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ნარკოტიკს ინტერნეტით ყიდდა

ინტერნეტაპლიკაციებით და სოციალური ქსელებით ნარკოტიკის რეალიზების საქმეზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებულ ა.კ.-ს გამოძიება ედავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, იგი, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი …

კოვიდით 15 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 507 ახალი შემთხვევა | 12 თებერვლის მონაცემები

12 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 24 359 კვლევა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 660 პირი.  ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 4 619 ადამიანი. აქედან 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 438 მძიმე პაციენტია. 12 თებერვლის მონაცემებით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%.

სსმ მოსწავლეს უფლება აქვს სკოლაში პირბადის გარეშე იყოს – სამინისტრო

„სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ დღეს, 12 თებერვალს, ბრიფინგზე. ეკა დგებუაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა …

აჭარაში კოვიდის 19 შემთხვევა დადასტურდა | 12 თებერვალი

12 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში სამმა პაციენტმა დატოვა კლინიკა, გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 161 პაციენტი, მათგან  5 ხელოვნურ სუნთქვაზეა. აჭარაში კოვიდსასტუმროში 133 ადამიანი იმყოფება.

ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე სახელმწიფო ვერ ახერხებს ეფექტიან რეაგირებას – ომბუდსმენი

„სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით,“ – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, …

ბათუმში მდუმარე აქციით პოლიციის უმოქმედობა გააპროტესტეს – 14 წლის გოგოს დაღუპვის საქმე

„გაიღვიძეთ“, „გულგრილობა დანაშაულია“, „ნუ მომკლავ“ – ამ ლოზუნგებით დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე. აქციის ორგანიზატორი იყო პოლიტიკური პარტია „ლელო“. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი …

ომანში გაჩერებულ გემზე მყოფი 15 მეზღვაური დახმარებას ითხოვს

ომანში, სოჰარის პორტში გაჩერებულ გემზე მესამე თვეა 15 ქართველი მეზღვაურია, რომლებიც ვერც გემის დატოვებას ახერხებენ და ვერც სამშობლოში დაბრუნებას. მეზღვაურებს ჩამორთმეული აქვთ პასპორტები. ოფიციალური ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი პორტში გემის ბერძენ მფლობელსა და გემზე არსებული ტვირთის ომანელ მფლობელს შორის დავის გამო გაჩერდა. გემზე ქართველი მეზღვაურების ყოფნის შესახებ პირველი ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 22 …

დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით

2020 წლის პირველი მაისის შემდგომ საქართველოში შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებას 60-დღიანი დეკლარირების ვადა აქვს, რა ვადაშიც იმპორტიორმა ის უნდა განაბაჟოს, ან მოახდინოს რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელი დაჯარიმდება. შემოსავლების სამსახურის განცხადებით: იმპორტიორმა ამ ვადაში ავტომობილის ან უნდა განბაჟოს, ან დასაწყობოს საბაჟო საწყობში, ან კიდევ განახორციელოს რეექსპორტი [სატრანსპორტო საშუალების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მისი საქართველოდან გაყვანის მიზნით, რისთვისაც …

„რის საშუალებაც ჰქონდა მერიას, ისეთი ხიდი გაკეთდა“ – რკინის ხიდი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში რკინის საცალფეხო ხიდი სოფელ შარაბიძეებში მოაწყვეს. ახალი ხიდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დღეს, 11 თებერვალს, ფეისბუქში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრმა რკინის საცალფეხო ხიდის ის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც მოაჯირიც კი არ აქვს. ფეისბუქზე ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს საკუთარი მილიონიანი უკანონო მშენებლობებიც შეახსენეს. ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, „რის საშუალებაც ჰქონდა ხელვაჩაურის მერიას, ისეთი ხიდი გაკეთდა“. …

პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე 

წინასწარი ინფორმაციით, ქობულეთში 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. როგორც გამოძიება ამბობს, მასზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს. თუმცა პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ გოგოს დაღუპვის შემდეგ დააკავა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეურვის ნებართვით საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ჩაერთო. შესაბამისად, ამ საქმეზე „ბათუმელების“ კითხვებს ადვოკატი ანა თავხელიძე პასუხობს. ანა, რაზე მეტყველებს მოზარდის სუიციდის ფაქტი, რომელი უწყებების სისუსტე ან გულგრილობა …

14 წლის გოგოს თვითმკვლელობაზე პასუხი სახელმწიფო უწყებებს უნდა მოვთხოვოთ – დოლიძე

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ქობულეთში არასრულწლოვანი გოგოს თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით პასუხი უნდა მოვთხოვოთ განათლების, შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროებს, რადგან მსგავსი ფაქტები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო უწყებების გაუმართავ და უპასუხისმგებლო მუშაობასთან. „სამწუხაროდ, ქობულეთში მომხდარი ტრაგედია არ არის პირველი შემთხვევა. ბოლო წლების განმავლობაში გვახსოვს არაერთი მოზარდის გარდაცვალების თუ თვითმკვლელობამდე …

ქართველი მეზღვაურები ომანიდან საქართველოში უახლოეს მომავალში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს ომანში მყოფი ქართველი მეზღვაურების მდგომარეობის თაობაზე: საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ომანში ქართველ მეზღვაურებთან და ყველაფერს აკეთებს საქართველოს სხვა საჯარო უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ ისინი უახლოეს მომავალში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ამდენად, სააგენტოსთვის მიუღებელია აღნიშნულ საკითხზე ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც საქართველოს საზოგადოების შეცდომაში …

ვინ შეძლებს გერმანიაში 3 თვით დასაქმებას – ანაზღაურება საათში 9.50 ევროა

დღეს, 11 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 18-დან …

საქართველოს მოქალაქეები 3 თვით შეძლებენ გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას

საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები სოფლის მეურნეობის სფეროში გერმანიაში 3 თვით დასაქმებას შეძლებენ. დღეს, 11 თებერვალს, ტიკარაძემ და გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მოქალაქეთა რაოდენობა განსაზღვრული არ არის და ეს არის დროებითი, სამთვიანი მიგრაცია. „გერმანიის მთავრობა მზადაა განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები, თუმცა აუცილებლად უნდა …

სილქნეტი განმარტებას აკეთებს დროებით შექმნილ შეფერხებაზე და ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს

კომპანიაში ახლახანს ჩატარდა მასიური სისტემური განახლების სამუშაოები. ამ სამუშაოების მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მათ მოთხოვნებზე. ამასთანავე, უახლესი სისტემის დანერგვით, ჩვენ შევძლებთ სწრაფად და მოქნილად ვუპასუხოთ  ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს.  სამუშაოების პროცესში, სამწუხაროდ, აბონენტების მცირე ნაწილს შეუფერხდა მომსახურება და ასევე ზოგს დაერიცხა ზედმეტი გადასახადი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აბონენტზე ზრუნვა და …

რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო 14 წლის გოგოს სავარაუდო გაუპატიურებასა და სუიციდზე 

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგოს სავარაუდო თვითმკვლელობასა და გაუპატიურებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, კონკრეტულად რა სამუშაო შეასრულა სოციალურმა მუშაკმა მსხვერპლი მოზარდის დასახმარებლად: რა პერიოდიდან მუშაობდა მსხვერპლთან, თუ იცოდა, რომ გოგო იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აცნობა თუ არა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს და რა მოიმოქმედა ინფორმაციის მიღების შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ …

„შენება კარგია“ – რიჟვაძე ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე

„შენება კარგია“ – ასე უპასუხა დღეს, 11 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე დასმულ შეკითხვას. კითხვა მას ბათუმის მერიასთან შეკრებილმა აქტივისტება დაუსვეს, რომლებიც დღეს სწორედ ამ პროექტზე ნებართვის გაცემის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. მთავრობის თავმჯდომარისთვის მეტი კითხვის დასმა აქტივისტებმა ვერ მოახერხეს, დაცვამ მათ მიახლოების საშუალება არ მისცა, თორნიკე რიჟვაძემ …

რა (არ) გააკეთა გამოძიებამ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ

გუშინ ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს ბაბუამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მის შვილიშვილზე 23 წლის კაცმა სექსუალურად პირველად 2020 წლის ივლისში იძალადა. როგორც ბაბუამ თქვა, მოძალადემ მეორედაც „მოაკითხა, ექვსი თვის მერე და მეორეჯერ იძალადა“. ბაბუას თქმით, ოჯახმა მეორე შემთხვევის შემდეგ გაიგო ძალადობის შესახებ. როდის მიმართა ოჯახმა პოლიციას? – ქაქუთში გვითხრეს, რომ ბაბუა …

ბათუმში 25 წლის მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თორნიკე კიპაროიძე ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელია მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა. _____________ ფოტო: საგანგებო …

ქობულეთში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მოსწავლეებში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდი დაუდასტურდა ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს. როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოსწავლე ბოლო რამდენიმე დღე სკოლაში არ დადიოდა, ამიტომაც კლასში ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. თვითიზოლაციაში მხოლოდ მოსწავლის ოჯახის წევრები იმყოფებიან. საკლასო ოთახში სწავლის განახლებიდან დღემდე, აჭარაში კორონავირუსის სულ 4 შემთხვევაა გამოვლენილი,  …

ბათუმში კვირის ბოლოს გაავდრდება | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი …

საქართველოში კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 557 ახალი შემთხვევა

11 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 21 890 კვლევა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 4 787  ადამიანი. აქედან 2 083  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 456 მძიმე პაციენტია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი დღეის მდგომარეობით არის 2.98%, 14 დღის მანძილზე იყო – 3.64%, …

14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა

ქობულეთში სექსუალური ძალადობისთვის 23 წლის კაცი შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს თვითმკვლელობის შესახებ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია. გარდაცვლილის ბაბუა გუშინ ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, შემთხვევა კი გასულ ზაფხულს მოხდა. „ცამეტიწლინახევრის იყო მაშინ. ემუქრებოდა თუ რა იყო არ ვიცი, ბავშვი არ ამბობდა რამეს… …

აჭარაში კოვიდის 21 შემთხვევა დადასტურდა | 11 თებერვალი

11 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 160 პაციენტი, მათგან 7 ხელოვნურ სუნთქვაზეა. აჭარაში კოვიდსასტუმროში 128 ადამიანი იმყოფება.

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორად ლევან ლაზარიაშვილი დანიშნეს

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“  დღეიდან ლევან ლაზარიაშვილი უხელმძღვანელებს. ლევან ლაზარიაშვილი 2020 წლის არჩევნებზე უსკოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლევან ლაზარიაშვილი შპს „ჯორჯიან ინვესტ გრუპში“ 33% წილს ფლობდა, თუმცა ამ კომპანიის წილები მან უკვე გადასცა ნიკა შამილაძეს. მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის მოვალეობას ბიძინა ბიბილეიშვილი ასრულებდა. ბათუმის მერის …

ბათუმში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი 2 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი – 1985 წელს დაბადებული გ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ო.კ. ბათუმში დააკავეს. დაკავებულები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2007 წლიდან იძებნებოდნენ. „ბათუმის …

ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის უფროსად დანიშნეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა დანიშნეს. აქამდე ამ პოსტზე კოტე ანანიაშვილი მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა. ავთანდილ გალდავა ფიგურირებს ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღების საქმეში, როცა გამტაცებელმა ბადრი …

ქალთა ჯგუფის ადმინი, თამარ ფონიავა ამბობს, რომ ცრუ გვერდები შეუქმნეს და ყალბ ამბებს უვრცელებენ

სივრცე ქალური საუბრებისთვის/Space For Female Talk – სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ყველაზე დიდი ქართული ფეისბუქჯგუფი და გვერდია მხოლოდ ქალებისთვის. ჯგუფში 100 ათასზე მეტი წევრია. ყოველდღიურად ჯგუფში ასობით პოსტი ქვეყნდება, თითოეულს რამდენიმეათასიანი გამოხმაურება აქვს ხოლმე. ჯგუფი თითქმის 2 წლის წინ შეიქმნა და როგორც მისი დამფუძნებელი თამარ ფონიავა ამბობს, მალევე გაჩნდა მისი ყალბი ასლები. თამარ …

რატომ ეზღუდებათ ეთნიკურ უმცირესობებს უფასოდ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში

საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც 1+4 პროგრამით არიან ჩარიცხულნი უნივერსიტეტებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ. ეთნიკური უმცირესობები მიიჩნევენ, რომ ეს დისკრიმინაციაა და განათლების მინისტრს ამ პრობლემის გამოსწორებას სთხოვენ. სახელმწიფო პროგრამა 1+4 საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით. პროგრამის ფარგლებში არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები უმაღლესში მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდით ირიცხებიან, …

აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ

“ისინი არიან უკანონო პატიმრობაში,” – მიმართა დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს და საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სამი პირის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. ბრალდებულები ღია ზღვაში იახტაზე გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 თებერვალს, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე ვოლოდიმერ დიაჩენკოს …

Exit mobile version