ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ვინ ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფო პროგრამებით

07.02.2021
ვინ ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფო პროგრამებით

ის ფიზიკური პირი/მეწარმე ან/და მათ მიერ დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც შეზღუდვების პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას განაახლებს, 2021 წლის 5 თებერვლიდან ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფოს მიერ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებითა და სხვადასხვა პროგრამით.

შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში მთავრობამ 5 თებერვალს შეიტანა.

ახალი ცვლილებით, აღნიშნული წესების მე-6 მუხლის პირველი – 7​1 პუნქტების დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან,  დარღვევის თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემიდან, აღნიშნული ფიზიკური პირის/მეწარმე სუბიექტის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ „აწარმოე საქართველოში“ ან/და სოფლის განვითარების სააგენტოს.

ადმინისტრაციულმა ორგანოებმა აწარმოე საქართველოში და სააგენტოს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მხოლოდ 2021 წლის 5 თებერვლიდან გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტების თაობაზე.

 

რა პროგრამებით ვერ ისარგებლებს წესების დამრღვევი

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ის ფიზიკური პირი, მეწარმე ან/და მათ მიერ დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, რომელმაც დაარღვია ამ წესის მე-6 მუხლის პირველი − 7​1 პუნქტები და აღნიშნული დარღვევის თაობაზე ინფორმაცია მიღებული აქვს აწარმოე საქართველოში და სოფლის განვითარების სააგენტოს:

  • ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის №728 და 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამებით − „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ და „სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ განსაზღვრული თანადაფინანსებით/სუბსიდირებით [აქვე იგულისხმება 2020 წლის 3 დეკემბრის №728 დადგენილების პირველი მუხლის „დ“ და 2021 წლის 4 თებერვლის №50 დადგენილების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფიზიკური პირიც, რომელიც არ საჭიროებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციას და ამავე პირის მიერ დაფუძნებული საწარმო], თუ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია [დარღვევის შესახებ] საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ ლიზინგის გამცემისათვის თანადაფინანსების/სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე;
  • ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ნოემბრის №678 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით − „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/მიკრო სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი“ განსაზღვრული სუბსიდირებით, თუ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ ლიზინგის გამცემისათვის სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე;
  • ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით − „საკრედიტო საგარანტიო სქემა“, თუ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს სქემის ფარგლებში სესხის დამტკიცებამდე 2 სამუშაო დღით ადრე. აწარმოე საქართველოში ვალდებულია, შეწყვიტოს პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის უზრუნველყოფა და მოითხოვოს გაცემული საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული აქვს ინფორმაცია დარღვევის შესახებ;
  • ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, თუ ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აწარმოე საქართველოში შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს ხსენებულ მეწარმე სუბიექტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე 5  სამუშაო დღით ადრე. აწარმოე საქართველოში ვალდებულია,  შეწყვიტოს პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირება, თუ საანგარიშო თვეში სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიიღებს ინფორმაციას დარღვევის შესახებ;
  • ვერ ისარგებლებს „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებით, „აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებითა და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის  №139 განკარგულებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამებით/პროექტებით,  თუ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია სოფლის განვითარების სააგენტოს შესაბამისი უწყების მხრიდან მიღებული აქვს მეწარმე ფიზიკური პირისთვის/იურიდიული პირისთვის თანადაფინანსების/დაფინანსების/სუბსიდირების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე.  სოფლის განვითარების სააგენტო ვალდებულია, შეწყვიტოს პროგრამის/პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების/დაფინანსების გაცემა ან/და გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირება, თუ თანადაფინანსების/დაფინანსების გაცემის დღისთვის ან საანგარიშო თვეში სუბსიდირების/თანადაფინანსების/დაფინანსების თანხის ჩარიცხვამდე 5 სამუშაო დღით ადრე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიიღებს ინფორმაციას პირის მიერ წესების დარღვევის შესახებ.

[/crosslist]

 

ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამით – ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ 4 თებერვალს გაავრცელა:

შაბათ-კვირას ვერც მაღაზიაში წახვალთ, ვერც კაფეში | შეზღუდვები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: