„გაიღვიძეთ“, „გულგრილობა დანაშაულია“, „ნუ მომკლავ“ – ამ ლოზუნგებით დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე. აქციის ორგანიზატორი იყო პოლიტიკური პარტია „ლელო“. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი …
Category Archives: სიახლეები
ომანში გაჩერებულ გემზე მყოფი 15 მეზღვაური დახმარებას ითხოვს
ომანში, სოჰარის პორტში გაჩერებულ გემზე მესამე თვეა 15 ქართველი მეზღვაურია, რომლებიც ვერც გემის დატოვებას ახერხებენ და ვერც სამშობლოში დაბრუნებას. მეზღვაურებს ჩამორთმეული აქვთ პასპორტები. ოფიციალური ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი პორტში გემის ბერძენ მფლობელსა და გემზე არსებული ტვირთის ომანელ მფლობელს შორის დავის გამო გაჩერდა. გემზე ქართველი მეზღვაურების ყოფნის შესახებ პირველი ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 22 …
Continue reading “ომანში გაჩერებულ გემზე მყოფი 15 მეზღვაური დახმარებას ითხოვს”
დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით
2020 წლის პირველი მაისის შემდგომ საქართველოში შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებას 60-დღიანი დეკლარირების ვადა აქვს, რა ვადაშიც იმპორტიორმა ის უნდა განაბაჟოს, ან მოახდინოს რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელი დაჯარიმდება. შემოსავლების სამსახურის განცხადებით: იმპორტიორმა ამ ვადაში ავტომობილის ან უნდა განბაჟოს, ან დასაწყობოს საბაჟო საწყობში, ან კიდევ განახორციელოს რეექსპორტი [სატრანსპორტო საშუალების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მისი საქართველოდან გაყვანის მიზნით, რისთვისაც …
Continue reading “დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით”
„რის საშუალებაც ჰქონდა მერიას, ისეთი ხიდი გაკეთდა“ – რკინის ხიდი ხელვაჩაურში
ხელვაჩაურში რკინის საცალფეხო ხიდი სოფელ შარაბიძეებში მოაწყვეს. ახალი ხიდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დღეს, 11 თებერვალს, ფეისბუქში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრმა რკინის საცალფეხო ხიდის ის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც მოაჯირიც კი არ აქვს. ფეისბუქზე ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს საკუთარი მილიონიანი უკანონო მშენებლობებიც შეახსენეს. ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, „რის საშუალებაც ჰქონდა ხელვაჩაურის მერიას, ისეთი ხიდი გაკეთდა“. …
Continue reading “„რის საშუალებაც ჰქონდა მერიას, ისეთი ხიდი გაკეთდა“ – რკინის ხიდი ხელვაჩაურში”
პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე
წინასწარი ინფორმაციით, ქობულეთში 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. როგორც გამოძიება ამბობს, მასზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს. თუმცა პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ გოგოს დაღუპვის შემდეგ დააკავა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეურვის ნებართვით საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ჩაერთო. შესაბამისად, ამ საქმეზე „ბათუმელების“ კითხვებს ადვოკატი ანა თავხელიძე პასუხობს. ანა, რაზე მეტყველებს მოზარდის სუიციდის ფაქტი, რომელი უწყებების სისუსტე ან გულგრილობა …
14 წლის გოგოს თვითმკვლელობაზე პასუხი სახელმწიფო უწყებებს უნდა მოვთხოვოთ – დოლიძე
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ქობულეთში არასრულწლოვანი გოგოს თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით პასუხი უნდა მოვთხოვოთ განათლების, შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროებს, რადგან მსგავსი ფაქტები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო უწყებების გაუმართავ და უპასუხისმგებლო მუშაობასთან. „სამწუხაროდ, ქობულეთში მომხდარი ტრაგედია არ არის პირველი შემთხვევა. ბოლო წლების განმავლობაში გვახსოვს არაერთი მოზარდის გარდაცვალების თუ თვითმკვლელობამდე …
Continue reading “14 წლის გოგოს თვითმკვლელობაზე პასუხი სახელმწიფო უწყებებს უნდა მოვთხოვოთ – დოლიძე”
ქართველი მეზღვაურები ომანიდან საქართველოში უახლოეს მომავალში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს ომანში მყოფი ქართველი მეზღვაურების მდგომარეობის თაობაზე: საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ომანში ქართველ მეზღვაურებთან და ყველაფერს აკეთებს საქართველოს სხვა საჯარო უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ ისინი უახლოეს მომავალში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ამდენად, სააგენტოსთვის მიუღებელია აღნიშნულ საკითხზე ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც საქართველოს საზოგადოების შეცდომაში …
ვინ შეძლებს გერმანიაში 3 თვით დასაქმებას – ანაზღაურება საათში 9.50 ევროა
დღეს, 11 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 18-დან …
Continue reading “ვინ შეძლებს გერმანიაში 3 თვით დასაქმებას – ანაზღაურება საათში 9.50 ევროა”
საქართველოს მოქალაქეები 3 თვით შეძლებენ გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას
საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები სოფლის მეურნეობის სფეროში გერმანიაში 3 თვით დასაქმებას შეძლებენ. დღეს, 11 თებერვალს, ტიკარაძემ და გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მოქალაქეთა რაოდენობა განსაზღვრული არ არის და ეს არის დროებითი, სამთვიანი მიგრაცია. „გერმანიის მთავრობა მზადაა განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები, თუმცა აუცილებლად უნდა …
Continue reading “საქართველოს მოქალაქეები 3 თვით შეძლებენ გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას”
სილქნეტი განმარტებას აკეთებს დროებით შექმნილ შეფერხებაზე და ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს
კომპანიაში ახლახანს ჩატარდა მასიური სისტემური განახლების სამუშაოები. ამ სამუშაოების მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მათ მოთხოვნებზე. ამასთანავე, უახლესი სისტემის დანერგვით, ჩვენ შევძლებთ სწრაფად და მოქნილად ვუპასუხოთ ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს. სამუშაოების პროცესში, სამწუხაროდ, აბონენტების მცირე ნაწილს შეუფერხდა მომსახურება და ასევე ზოგს დაერიცხა ზედმეტი გადასახადი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აბონენტზე ზრუნვა და …
რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო 14 წლის გოგოს სავარაუდო გაუპატიურებასა და სუიციდზე
ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგოს სავარაუდო თვითმკვლელობასა და გაუპატიურებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, კონკრეტულად რა სამუშაო შეასრულა სოციალურმა მუშაკმა მსხვერპლი მოზარდის დასახმარებლად: რა პერიოდიდან მუშაობდა მსხვერპლთან, თუ იცოდა, რომ გოგო იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აცნობა თუ არა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს და რა მოიმოქმედა ინფორმაციის მიღების შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ …
„შენება კარგია“ – რიჟვაძე ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე
„შენება კარგია“ – ასე უპასუხა დღეს, 11 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე დასმულ შეკითხვას. კითხვა მას ბათუმის მერიასთან შეკრებილმა აქტივისტება დაუსვეს, რომლებიც დღეს სწორედ ამ პროექტზე ნებართვის გაცემის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. მთავრობის თავმჯდომარისთვის მეტი კითხვის დასმა აქტივისტებმა ვერ მოახერხეს, დაცვამ მათ მიახლოების საშუალება არ მისცა, თორნიკე რიჟვაძემ …
Continue reading “„შენება კარგია“ – რიჟვაძე ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე”
რა (არ) გააკეთა გამოძიებამ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ
გუშინ ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს ბაბუამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მის შვილიშვილზე 23 წლის კაცმა სექსუალურად პირველად 2020 წლის ივლისში იძალადა. როგორც ბაბუამ თქვა, მოძალადემ მეორედაც „მოაკითხა, ექვსი თვის მერე და მეორეჯერ იძალადა“. ბაბუას თქმით, ოჯახმა მეორე შემთხვევის შემდეგ გაიგო ძალადობის შესახებ. როდის მიმართა ოჯახმა პოლიციას? – ქაქუთში გვითხრეს, რომ ბაბუა …
ბათუმში 25 წლის მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თორნიკე კიპაროიძე ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელია მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა. _____________ ფოტო: საგანგებო …
ქობულეთში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მოსწავლეებში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდი დაუდასტურდა ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს. როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოსწავლე ბოლო რამდენიმე დღე სკოლაში არ დადიოდა, ამიტომაც კლასში ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. თვითიზოლაციაში მხოლოდ მოსწავლის ოჯახის წევრები იმყოფებიან. საკლასო ოთახში სწავლის განახლებიდან დღემდე, აჭარაში კორონავირუსის სულ 4 შემთხვევაა გამოვლენილი, …
ბათუმში კვირის ბოლოს გაავდრდება | ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 5 – 10 გრადუსი …
Continue reading “ბათუმში კვირის ბოლოს გაავდრდება | ამინდის პროგნოზი”
საქართველოში კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 557 ახალი შემთხვევა
11 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 21 890 კვლევა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 4 787 ადამიანი. აქედან 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 456 მძიმე პაციენტია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი დღეის მდგომარეობით არის 2.98%, 14 დღის მანძილზე იყო – 3.64%, …
Continue reading “საქართველოში კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 557 ახალი შემთხვევა”
14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა
ქობულეთში სექსუალური ძალადობისთვის 23 წლის კაცი შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს თვითმკვლელობის შესახებ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია. გარდაცვლილის ბაბუა გუშინ ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, შემთხვევა კი გასულ ზაფხულს მოხდა. „ცამეტიწლინახევრის იყო მაშინ. ემუქრებოდა თუ რა იყო არ ვიცი, ბავშვი არ ამბობდა რამეს… …
აჭარაში კოვიდის 21 შემთხვევა დადასტურდა | 11 თებერვალი
11 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 160 პაციენტი, მათგან 7 ხელოვნურ სუნთქვაზეა. აჭარაში კოვიდსასტუმროში 128 ადამიანი იმყოფება.
ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორად ლევან ლაზარიაშვილი დანიშნეს
ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ დღეიდან ლევან ლაზარიაშვილი უხელმძღვანელებს. ლევან ლაზარიაშვილი 2020 წლის არჩევნებზე უსკოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლევან ლაზარიაშვილი შპს „ჯორჯიან ინვესტ გრუპში“ 33% წილს ფლობდა, თუმცა ამ კომპანიის წილები მან უკვე გადასცა ნიკა შამილაძეს. მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის მოვალეობას ბიძინა ბიბილეიშვილი ასრულებდა. ბათუმის მერის …
Continue reading “ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორად ლევან ლაზარიაშვილი დანიშნეს”
ბათუმში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი 2 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი – 1985 წელს დაბადებული გ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ო.კ. ბათუმში დააკავეს. დაკავებულები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2007 წლიდან იძებნებოდნენ. „ბათუმის …
Continue reading “ბათუმში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი 2 პირი დააკავეს – შსს”
ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის უფროსად დანიშნეს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა დანიშნეს. აქამდე ამ პოსტზე კოტე ანანიაშვილი მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა. ავთანდილ გალდავა ფიგურირებს ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღების საქმეში, როცა გამტაცებელმა ბადრი …
Continue reading “ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის უფროსად დანიშნეს”
ქალთა ჯგუფის ადმინი, თამარ ფონიავა ამბობს, რომ ცრუ გვერდები შეუქმნეს და ყალბ ამბებს უვრცელებენ
სივრცე ქალური საუბრებისთვის/Space For Female Talk – სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ყველაზე დიდი ქართული ფეისბუქჯგუფი და გვერდია მხოლოდ ქალებისთვის. ჯგუფში 100 ათასზე მეტი წევრია. ყოველდღიურად ჯგუფში ასობით პოსტი ქვეყნდება, თითოეულს რამდენიმეათასიანი გამოხმაურება აქვს ხოლმე. ჯგუფი თითქმის 2 წლის წინ შეიქმნა და როგორც მისი დამფუძნებელი თამარ ფონიავა ამბობს, მალევე გაჩნდა მისი ყალბი ასლები. თამარ …
რატომ ეზღუდებათ ეთნიკურ უმცირესობებს უფასოდ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც 1+4 პროგრამით არიან ჩარიცხულნი უნივერსიტეტებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ. ეთნიკური უმცირესობები მიიჩნევენ, რომ ეს დისკრიმინაციაა და განათლების მინისტრს ამ პრობლემის გამოსწორებას სთხოვენ. სახელმწიფო პროგრამა 1+4 საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით. პროგრამის ფარგლებში არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები უმაღლესში მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდით ირიცხებიან, …
Continue reading “რატომ ეზღუდებათ ეთნიკურ უმცირესობებს უფასოდ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში”
აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ
“ისინი არიან უკანონო პატიმრობაში,” – მიმართა დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს და საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სამი პირის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. ბრალდებულები ღია ზღვაში იახტაზე გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 თებერვალს, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე ვოლოდიმერ დიაჩენკოს …
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მილიონიანი უკანონო მშენებლობა – სასტუმროები და სხვა ქონება
თავად უარყოფს, მაგრამ ფაქტობრივად დასტურდება, რომ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მათ შორისაა, ვინც ქობულეთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკანონოდ ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა 1560,5 კვ.მეტრი სასტუმრო. აღმოჩნდა, რომ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ეს არ შეუნიშნავს. ასევე უკანონოდ დააშენა და გაზარდა მან კიდევ ერთი შენობის მასშტაბი. 2021 წლისთვის დავით მჭედლიშვილის ოჯახის სასტუმრო და საცხოვრებელმა ფართობმა 4583 …
უვადო პატიმრებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ – სამინისტრომ პროგრამა დაამტკიცა
იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის ბრძანებით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამა დამტკიცდა, რომელიც ძალაში დღეს, 10 თებერვალს, შევიდა. პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმ მსჯავრდებულს, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის არანაკლებ 12 წელი და წერილობით თანხმობას აცხადებს პროგრამაში მონაწილეობაზე. ბრძანებაში აღნიშნულია ასევე, რომ პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. ის მსჯავრდებულები კი, რომლებიც არ ფლობენ …
Continue reading “უვადო პატიმრებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ – სამინისტრომ პროგრამა დაამტკიცა”
200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენა 22 თებერვლის ჩათვლით გრძელდება
200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად იანვრის თვის მონაცემების ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადა, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალია [ვინაიდან 20 თებერვალი არის შაბათი-არასამუშაო დღე]. ამასთან, დამსაქმებლებს, რომლებმაც იანვრის თვეში ვერ წარადგინეს განაცხადები [დეკემბრის მონაცემები], შესაძლებლობა აქვთ ეს მონაცემები 22 თებერვლამდე წარადგინონ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 200-ლარიანი დახმარება [იანვარში] 106 080 პირს ჩაერიცა – ჯამში 21 216 000 …
განახლებული რეკომენდაციები სკოლებს – მთავრობა
საქართველოს მთავრობამ დღეს, 10 თებერვალს, გამოაქვეყნა სკოლებისთვის რეკომენდაციები, რომელიც სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას უკავშირდება. რეკომენდაციებსა და წესებს შორისაა: მოსწავლის ტრანსპორტირება: სასკოლო ტრანსპორტში ასვლამდე უნდა ჩაუტარდეს მოსწავლეს თერმოსკრინინგი; 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მშობლის ინფორმირება და მოსწავლის სახლში დაბრუნება; დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტით მგზავრობისას, მოსწავლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება. სკოლაში შესვლამდე: …
Continue reading “განახლებული რეკომენდაციები სკოლებს – მთავრობა”
ბსუ-ს წინ შადრევნის შეკეთებისთვის ბულვარი 160 ათას ლარს გადაიხდის
ბათუმის უნივერსიტეტის წინ არსებული შადრევნის რეაბილიტაციისთვის ბულვარის ადმინისტრაცია ბიუჯეტიდან 159 999 ლარს დახარჯავს. ამ თანხით მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია. დაგეგმილია აუზის მოცულობის შემცირება არმირებითა და დასხმით, განათების მოწყობა, ფსკერის მოპირკეთება, გამავალი მილის შეცვლა. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 22 თებერვალს დასრულდება. სამუშაოები კი გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერს თან ახლავს …
Continue reading “ბსუ-ს წინ შადრევნის შეკეთებისთვის ბულვარი 160 ათას ლარს გადაიხდის”
აჭარაში მთავრობა წელს 2 100 ჰექტარს დახნავს – ნახევარმილიონიანი ტენდერი
აჭარაში წელს 2 100 ჰექტარი ფართობის დახვნა იგეგმება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 574 ათასი ლარია გამოყოფილი. აგროსერვის ცენტრმა მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 12 მარტს დასრულდება. დახვნა-დადისკვა-დაფარცხვა კი, 31 მაისის ჩათვლით უნდა დასრულდეს. ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ჯამში 1 350 ჰექტარი დაიხვნება, დაიდისკება და დაიფარცხება. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში კი …
Continue reading “აჭარაში მთავრობა წელს 2 100 ჰექტარს დახნავს – ნახევარმილიონიანი ტენდერი”
„ჩვენი მიწები წყლით იფარება, რა ვაკეთოთ?“ – კირნათელები ჰესის პიკეტირებას აპირებენ
ხელვაჩაურში, კირნათში მცხოვრები ადამიანები „კირნათიჰესთან“ საპროტესტო აქციას მართავენ. მოსახლეობის თქმით, ისინი ჰესის მშენებელმა კომპანიამ ხელისუფლებასთან ერთად მოატყუა, ისევ იტბორება სახნავ-სათესი მიწის ფართობები, რაც შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. „კომპენსაცია მე პირადად ავიღე მხოლოდ 2500 ლარი, 6-დოლარ-ნახევარი გამოვიდა კვადრატული, ეს იყო საკარმიდამო, რაც დავთმე… ახლა კომპანია იძახის, რომ კომპენსაცია გადახდილი მაქვსო, მაგრამ ვეღარ ვიყენებთ სახნავ-სათესებს, რით ვიარსებოთ, …
ცოფის შემთხვევები ქობულეთში – მონადირეები მტაცებლებზე ინადირებენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც თებერვლის დასაწყისში სოფლებში ცოფის შემთხვევები დადასტურდა, ცოფის პრევენციისთვის და მტაცებელი ცხოველების თავდასხმისგან მოსახლეობის დასაცავად მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა მონადირეთა ჯგუფებს. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცოფის გამავრცელებელი ტურაა, რომელმაც შინაური ცხოველები დაკბინა და დააინფიცირა. ქობულეთის მერის მოადგილის, დავით ვერულიძის ინფორმაციით, მონადირეების საშუალებით მტაცებელი ცხოველების, მგლებისა და ტურების ლიკვიდაცია უნდა მოხდეს. მისი თქმით, ასეთ …
Continue reading “ცოფის შემთხვევები ქობულეთში – მონადირეები მტაცებლებზე ინადირებენ”
„ბათუმის წყლის“ დირექტორად ლევან დავითაძე დანიშნეს
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა შპს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის პოსტზე ლევან დავითაძე დანიშნა. ლევან დავითაძე 2017-2018 წლებში აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე მუშაობდა ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორის მოადგილედ, უფრო ადრე კი ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე იყო. 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე „ბათუმის წყლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბაკურაძე იყო, …
Continue reading “„ბათუმის წყლის“ დირექტორად ლევან დავითაძე დანიშნეს”
კოვიდის 544 ახალი შემთხვევა საქართველოში, 5 პაციენტი გარდაიცვალა
10 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 18 244 კვლევა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 601-ს. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 4 879 ადამიანი. აქედან 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 471 მძიმე პაციენტია. დადებითობის დღიური …
Continue reading “კოვიდის 544 ახალი შემთხვევა საქართველოში, 5 პაციენტი გარდაიცვალა”
აჭარაში კოვიდის 29 ახალი შემთხვევაა | 10 თებერვალი
10 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კოვიდისგან განიკურნა 39 პაციენტი, კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა. დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 158 პაციენტი, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში კოვიდსასტუმროში 132 ადამიანი იმყოფება.