მთავარი,სიახლეები

აჭარის პოლიციის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა

07.02.2021
აჭარის პოლიციის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს კოტე ანანიაშვილი აღარ უხელძღვანელებს. ინფორმაცია “ბათუმელებთან” თავად კოტე ანანიაშვილმა დაადასტურა.

კოტე ანანიაშვილმა არ დააკონკრეტა, რის გამო გაათავისუფლეს ან რა პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას.

ამ ეტაპზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დანიშნული არ არის. მოვალეობას სავარაუდოდ კოტე ანანიაშვილის მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო ცვლილებებზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

____

კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2018 წლის აგვისტოდან მუშაობდა.

აჭარაში გადმოსვლამდე კოტე ანანიაშვილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: